სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება წალკაში 07.08.2015, იქ მომხდარმა,საზოგაოდება გააოცა :))) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება წალკაში 07.08.2015, იქ მომხდარმა,საზოგაოდება გააოცა :))) |
Jun 10 2015, 02:57
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით!
2015 წლის 7 ივნისს წალკაში ჩატარდა საქართველოს სეტერ კლუბის მესამე შეჯიბრი-გამოყვანა. შეჯიბრს მსაჯობდნენ ექსპერტები: გია ადგიკაშვილი და ნოდარ როსტიაშვილი. შეჯიბრში მონაწილეობდა 9 დიპლომირებული ძაღლი. გამოყვანაში 5 უდიპლომო. პირობები იყო ნორმალური, ბალახი კარგი სიმაღლის, მწყერიც საკმაოდ. სამწუხაროდ ბოლო მომენტში გამოგვაკლდა 4 საინტერესო ძაღლი. მიუხედავად ამისა შეჯიბრებამ ჩვენთვის საინტერესოდ ჩაიარა. 9-დან 6-მა აიღო მესამე ხარისხის დიპლომი. 5 უდიპლომოდან 2-მა აჩვენა დადებითი მუშაობა და აიღეს მესამე ხარისხის დიპლომები. დანარჩენი 3 გამოეკიდა, თუმცა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნია ანრი ლაცაბიძის ძუ. იმუშავა კარგი სისწრაფით, აჩვენა კარგი ყნოსვა, თუმცა გამოეკიდა. მომხიბლავი სტილით დასამახსოვრებელი იყო ლუკა კობალავას ძუ, სამწუხაროდ ისიც გამოეკიდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკვე მეორე შეჯიბრია, სადაც თავისი საკვებით სეტერ კლუბს ასპონსორებს ესპანური ფირმა "ბონმასკოტა" და მისი ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. შეჯიბრში მონაწილე ძაღლებიდან პირველზე გავიდა ვანო დონჯაშვილის ყველასათვის ცნობილი, გამოცდილი "ჯიმი" 77 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა. მეორეზე გავიდა ლაშა თევზაძის "რიჩი" 76 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა. წელს მისი მეორე დიპლომია მაღალი ქულებით. პატრონიც და ძაღლის კარგ ფორმაში არიან. მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა ბადრი ცატავას "მესი" 75 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 19 ქულით. აჩვენა 3 დადებითი მუშაობა, ორჯერ გადამჯდარზე. მეოთხეზე გავიდა გიორგი მეტრეველის "გუფი" 71 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა დამაჯერებელი მუშაობით. მეხუთე ადგილზე გავიდა ირაკლი ტყებუჩავას "ლანა" 70 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 17 ქულა. მეექვსეზე გავიდა რამაზ კენჭიაშვილის "ჯუსი" 68 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა. ესეც სამივე პრიზიორი ერთად შეჯიბრმა დაგვანახა ჩვენი სეტერების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. იმედი მაქვს შემდეგ შეჯიბრზე, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომაზე ჩატარდება და რამდენიმე ახალგაზრდა ძაღლის დამატებას ველოდებით კიდევ უფრო სრულ სურათს მივიღებთ სეტერების არსებულ მდგომარეობაზე. დაწყება მიჭირს,მერე ვერ ვჩერდები ჰოდა... ამა წლის 7 ივნისს წალკაში გაიმართა სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება,ღონისძიება დაყოფილი იყო ორ ძირითად ეტაპად(რამოდენიმე კლასგარეშე ეტაპი იყო და ფოტოებში ვრცლად გამოჩნდება),პირველ ეტაპზე ტარდებოდა შეჯიბრი დიპლომირებულ ძაღლებს შორის,რომლებიც პირველობისთვის ასპარეზობდნენ,მეორე ეტაპზე კი უდიპლომო სასიძო-სარძლოები დიპლომისთვის ცდიდნენ თავიანთ და მფლობელის შესაძლებლობებს დათქმულ დროს და ადგილას შეიკრიბნენ მონაწილეები,ორგანიზატორები,ე ქსპერტები და უბრალოდ ამ საქმის მოყვარულები,დავიძარით შეჯიბრის ადგილისკენ,შეჯიბრის იდეალურად ჩატარებას კი არაფერი უშლიდა ხელს,მშვენიერი ამინდი იყო,ძაღლებისთვის კარგი სამუშაო პირობები და საკმაო რაოდენობით ფრინველი(შეჯიბრის დაწყებამდე მწყერის ხმა ყველა მხირდან ისმოდა)ჩატარდა კენჭიყრა და დაიწყო შეჯიბრი, ცოტა ფოტოებიც და გაგრძელებაც იქნება... хостинг картинок для форумов |
|
|
Jun 10 2015, 03:07
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
შეჯიბრმა კი საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა,პირველი გამომსველი იყო გიორგი მეტრეველი,მისმა გუფიმ კი 71 ქულით III ხარისხის დიპლომი აიღო და კიდევ ერთი დიპლომი ჩაიწერა აქტივში აქვე ვუცლოცავ ამ წარმატებას,იქაც მივულოცე სხვების თანმიმდევრობა და შედეგები ზუსტად არ მახსოვს და არც მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ...მოკლედ დამთავრდა შეჯიბრი და გადაიხედა შედეგებზე,გამოვლინდა გამარჯვებული და პრიზიორები,გამარჯვებული გახდა ვანო დონჯაშვილის ჯიმი,რომელმაც მოიპოვა III ხარისხის დიპლომი 78 ქულით,მეორე ადგილზე გავიდა ლაშა თევზაძის რიჩი,(მესამე პრიზორის მონაცემებს მოგვიანებით ჩაასწორებენ)
ესეც დაჯილდოების და შუალედის ფოტოები: хостинг фото |
|
|
Jun 10 2015, 03:24
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
და ბოლოს...
მადლობა ყველა მონაწილეს,ორგანიზატორებს,ექს პერტებს გაწეული სამსახურისთვის,ძალიან დასაფასებელი ხალხია! განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების სპონსორს bonmascota_ს,კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს !!! ძალიან ლამაზი და საინტერესო სანახაობისთვის ხოო რაც შემეხება მე,დასტურად იმისა რომ მეც ვიყავი შეჯიბრზე...ესეც ფოტო ასეა,ფოტოგრაფი იჩაგრება ყოველთვის |
|
|
Jun 10 2015, 03:31
პოსტი
#4
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Jun 10 2015, 03:40
პოსტი
#5
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გუფი არაა არცერთ სურათში
|
|
|
Jun 10 2015, 03:48
პოსტი
#6
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 540 რეგისტრ.: 14-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გილოცავ გიო შენი ერთგული მეგობრის წარმატებას
როგორ ხარ? |
|
|
Jun 10 2015, 04:08
პოსტი
#7
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Jun 10 2015, 09:01
პოსტი
#8
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვულოცავ გამარჯვებულებს. მშვენიერი ღონისძიების ჩატარებას კი ორგანიზატორებს. კარგები ხართ....
|
|
|
Jun 10 2015, 10:59
პოსტი
#9
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვულოცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს. ორგანიზატორებს აპლოდისმენტები! კარგი და სასიამოვნო დღე გაგიტარებიათ. დასანანია რომ ვერ წამოვედი, მაგრამ მიზეზები მქონდა.
ვანო და ლაშა გილოცავთ! |
|
|
Jun 10 2015, 12:12
პოსტი
#10
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
megreli
კარგი იქნება სხვა მონაწილეების და უდიპლომო ძაღლების შედეგებიც თუ დაიდება საინტერესოა ჩემი აზრით |
|
|
Jun 10 2015, 13:06
პოსტი
#11
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვულოცავ ყველა პრიზიორს
|
|
|
Jun 10 2015, 13:35
პოსტი
#12
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მართალი გითხრათ გაყვანასაც არ ვაპირებდი. შემოდგომის მერე ეზოდან არ გამიყვანია. ისე სოლიდარობის პონტში წავედი და მესამე ხარისხი და 71 ქულა ნამდვილად ცუდი არ იყო
თან 10 წუთსი მოვაყომარე 3 ნახვა |
|
|
Jun 10 2015, 22:33
პოსტი
#13
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Jun 11 2015, 11:25
პოსტი
#14
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela |
მოკლედ უდიპლომო ძაღლებზე არაფერი ვიცი სამწუხაროდ, ოთოს ჩვენს ფორუმელს (კარდინალი) რომელსაც ირლანდიელი ყავს ყავდა გამოყვანილი შეჯიბრის ბოლოს, მისმა გოგომ მოინდომა მაგრამ სამწუხაროდ უფრინველოდ დარჩა. ოთოს ცალკე მადლობა იმისთვის რომ საბუთიან ირლანდიელს ზრდის და მეორე მადლობა იმისთვის რომ არ დაიზარა წამოვიდა და თავისი პატარა გოგოც მეტნაკლებად მომზადებული ყავს, არ ეზარება მინდორში მასთან ერთად მუშაობა. ირლანდიელები მომავალ წელს თავის სიტყვას იტყვიან ამის პირობას მე ვდებ სახალხოდ!
ასევე ჩვენ მეგობარ ძალიან კარგ ადამიან ლევან ასიტაშვილს მინდა მივულოცო მეორე ხარისხის დიპლომი რომელიც მისმა ძუ კრცჰაარმა სავსებით დამსახურებულად აიღო, ძალიან კარგად იმუშავა როგორც მეძებარმა ასევე მფლობელმაც. რაც შემეხება მე- როგორც წესი შეჯიბრზე 100%-იანი შანსი არ არსებობს მაგრამნ ეს ის დრე იყო როცა დაფნის ამის მართლა 100%იანი შანსი ქონდა, ექსპერტები დამემომწმებიან ალბათ-ორი მუშაობა გააკეთა ორივე მეორე ხარისხის დიპლომზე მაგრამ სამწუხაროდ გაეკიდა!!! რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბვრალია, ნუ ცოტა ძაღლისაც 3 წლის ხდება ბოლობოლო და მაგდენს უკვე უნდა ხვდებოდეს. არაუშავს იხტიბარს არ ვიტეხთ და ვაგრძელებთ მომზადებას ოჩოპინტრეს თასისთვის, გავდივართ ინტენსიურ მომზადებას დმანისში. ახლა რაც შეეხება შეჯიბრს- ყველაფერი ყოველგვარი გადამეტების გარეშე არაჩვეულებრივი იყო, ამას ფოტოსურათებიც მოწმობს. განსაკუთრებული მადლობა გია ადიკაშვილს რომ შეძლო საფუძველი ცაუყარა და ყველაფერი გააკეთა რომ სეტერების შეჯიბრი სისტემატიური გამხდარიყო. ასევე ვანიჩკა დონჯაშვილს რომელიც სეტერების გამო სულს გასწირავს მოკლედ მადლობა პატივცემულებო ამ ლამაზი დრესასწაულისთვის ყველა მონაწილეს გულშემატკივარს და მაყურებელს |
|
|
Jun 11 2015, 13:31
პოსტი
#15
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 485 რეგისტრ.: 12-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi-bakuriani |
გილოცავთ ყველას ამ ლამაზი შეჯიბრის ჩატარებას, ვულაცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს წარმატებას... ამდენი სეტერის ნახვა ერთად მინდორში დიდი სიამოვნება იქნებოდა.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:08 |