თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იქთიოლოგია _ თევზის შენახვა თევზაობის შემდეგ

პოსტის ავტორი: Samuel May 16 2010, 02:11

ალბათ ბევრს გასჩენია ეს პრობლემა და არც მე ვარ გამონაკლისი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზაფხულობით ცხელ ამინდებში, დაჭერილი თევზი ხანდახან სახლამდეც ვერ აღწევს და სიცხისაგან გზაში ფუჭდება ან სუნს იღებს. თევზის გაფუჭების ალბათობას ისაც ზრდის რომ ზოგჯერ 3-4 საათი ჭირდება ადამიანს სახლში დასაბრუნებლად, ეს დრო კი საკამარისია რომ თევზი გზაში გაგვიფუჭდეს. მოკლედ ვისაც რა გაუგია ან უცდია რაიმე ტექნოლოგიები თევზის შენახვის გაუზიაროთ ერთმანეთს.

აგერ მე რაც გამიგია და მიცდია იმას გაგიზიარებთ:



თუ სახლიდან არც ისე შორს ვიმყოფებით გამოწალვა და ლაყუჩების მოჭრაც საკმარისია, მაგრამ უმჯობეისა თუ დავამარილებთ.

1. თევზების "სადოკი" თუ ბადე სადაც დაჭერილ თევზს ვინახავთ მინიმუმ 1,5 მეტრი წყლის სიღრმეში უნდა იყოს ჩაგდებული, რომ თევზი წასვლამდე არ მოკვდეს.

2. ყველაზე მალე ფუჭდება თევზის შიგნეულობა და ლაყუჩები (შინდისფერი სასუნთქი ორაგანო). აქედან გამომდინარე თევზი უნდა გამოიწალოს ლაყუჩები დაეჭრას. რაც მთავარია ფერფლი არ უნდა მოვაცალოთ იგი იცავს ცხელ ამინდში თევზს გაფუჭებისაგან.

3. ამის შემდეგ ვამარილებთ სათითაოდ ყველა თევზს და ვაწყობთ გინდა ქაღალდზე გინდა გაზეთზე, 5-10 წუთი ვაჩერებთ ჩრდილში ისეთ ადგილზე რომ ნიავი მოძრაობდეს და თევზი შეშრეს.

4. ვალაგებთ ისეთ ჭურჭელში რომ ჰაერი მოძრაობდეს ტრანსპორტირებისას, ამასთან ერთად მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ. არ შეიძლება ცელოფანში ჰერმეტიულად შეფუთვა.


მე არ მიცდია მაგრამ გამიგია რომ ძმრიან მატერიაშიც ახვევნ და ისე ინახავენ სახლში მიტანამდე. არის კიდევ მანქანის მაცივრები, რაც ცოტა ძვირი სიამოვნებაა.


კაროჩე ვინ რაიცის ყველამ თავისი გამოციდილება დაწეროს და გაგვიზიაროს.

პოსტის ავტორი: გოგა May 16 2010, 10:18

საჭირო თემაა და კარგი იქნება თუ ვინმეს უფრო განსხვავებული და ტრადიციული წესით შენახვაზე აქვს რამე ინფორმაცია.

მე ცოტა უფრო იოლ ხერხს მივაგენი,რომელიც ყველას ეცოდინება.
ნაყინი რო დააქვთ ხოლმე,იყიდება ალბათ ის ყუთები ყველგან.

http://pix.ge/

ამასთან ერთად დავითრიე სპეციალური ხსნარი,რომელიც პლასმასის კონტეინერშია დალუქული და მეტ ხანს ძლებს გაყინულ მდგომარეობაში

http://pix.ge/

რო მოვიტანე სახლში გაყინული ჩავდე და უკვე მესამე სუტკაა დღეს,რო ვნახე კიდე არ იყო დამდნარი.
ასე რომ მე კმაყოფილი ვარ.

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 16 2010, 10:55

მე ვიცი ჭინჭრის ფენების გაკეთება, ანუ ვალაგებთ ჭინჭრის ფენას ზემოდან თევზის ფენა, მერე ისევ ჭინჭრის ფენა და ასე შემდეგ...
აპრობირებული მეთოდია, არც გამოწელვა გინდა და არც მარილი... 6-7 საათი თავისუფლად ძლებს თევზი..

პოსტის ავტორი: ლეკი May 16 2010, 12:18

მე ვიცი მარილიან წყალში უნდა ჩააწყო და კაი ხანი ძლებს..

პოსტის ავტორი: Samuel May 16 2010, 12:43

მოგესალმებით ყველას ახალი დარეგისტირირებული ვარ ამ ფორუმზე.
გოგა ეგ კარგი იდეაა და არც მიცდია, წამიკითხია თერმო-ჩანთებზე და მაგ ყინულის აკუმლიატორებზე, და შენახვის ვადა სადღაც 12 საათამდე იყო, რაც არ არის საკმარისი რამოდენიმე დღით თუ მიდიხარ სათევზაოდ. აგერი ლინკსაც დავდებ http://www.picnicmaker.com.ua/thermo-bag/38-fold-n-cool-classic-30l-dark-blue.html,
შენ თუ გამოგიცდია ეგ ნაყინის ყუთი რამოდენიმე დღით ?

პოსტის ავტორი: troutbaiter May 16 2010, 13:00

ციტატა(შოთა.03 @ May 16 2010, 11:55) *
მე ვიცი ჭინჭრის ფენების გაკეთება, ანუ ვალაგებთ ჭინჭრის ფენას ზემოდან თევზის ფენა, მერე ისევ ჭინჭრის ფენა და ასე შემდეგ...
აპრობირებული მეთოდია, არც გამოწელვა გინდა და არც მარილი... 6-7 საათი თავისუფლად ძლებს თევზი..


ხოლო თუ გამოწლავ და მუცლის ღრუსაც ჭინჭრის ფოთლებით გაუტენი, დღე-ღამესაც იოლად აიტანს! ეტყობა რაგაც მაკონსერვირებელი ან ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისება აქვს...

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 16 2010, 14:33

troutbaiter

ციტატა(troutbaiter @ 16th May 2010 - 14:00) *
ხოლო თუ გამოწლავ და მუცლის ღრუსაც ჭინჭრის ფოთლებით გაუტენი, დღე-ღამესაც იოლად აიტანს

ვაა ეგ არ ვიცოდი...
რაც შეეხება ამას
ციტატა(troutbaiter @ 16th May 2010 - 14:00) *
ეტყობა რაგაც მაკონსერვირებელი ან ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისება აქვს..

მოვიძიებ ამ მასალას და გავარკვევ რის საფუძველზე ხდება ეს,...

პოსტის ავტორი: გოგა May 16 2010, 14:52

Samuel

ციტატა(Samuel @ 16th May 2010 - 13:43) *
შენ თუ გამოგიცდია ეგ ნაყინის ყუთი რამოდენიმე დღით ?

ხო დავწერე ზევით newsmile05.gif
მესამე სუტკაა დღეს და ისევ გაყინული იყო ბრიკეტები.დღეს უკვე ამოვიღე და მზეზე დავადნე,იმიტო რო გამოცდა ჩააბარა.რავიცი მე მეტი არ მჭირდება

პოსტის ავტორი: 919 May 16 2010, 15:05

გამოწელვა აუცელებელი პროცედურაა, რაც მთავარია მეთევზეს იცავს
ოჯახის ქალების რისხვისაგან, რომლებსაც როგორც მოგეხსენებად საშინლად
ეზარებათ თევზის გაწმენდვა... newsmile035.gif

ისე ლაყუჩემის და შიგნეულობის ამოღების შემდგომ თევზის ღრუებში ხრეში-მარილის
ჩაყრაც უხდება. ჭინჭრის ჩაფენა კი ჟანრის კლასიკაა! newsmile027.gif small3d018.gif

გოგას მიერ ხსენებული მაცივარი კი სუპერ გამოგონებაა, მაგრამ ერთი რამ უნდა
გავითვალისწინოთ, თუ თევზს არ გავყინავთ ანუ მხოლოდ გავაციებთ, გემოვნური
მახასიათებლები გაცილებით მაღალი დარჩება (ვიდრე გაყინულ თევზს.

მაგრამ აქვე ავღნიშნავდი, რომ გაყინული თევზი გაცილებით მარტივი გასაწმენდაი ფხებიუსაგან,
რა თქმა უნდა ოდნავ გალღობილ მდგომარეობაში!
newsmile045.gif

ზოგიერთ სახეობას კი უხდება თავის მოკვეთა თუ რა თქმა უნდა უხას არ ვხარშავთ.
ეს არ ეხება კალმახსა და ხრამულს, ლოქოსა და ორაგულს, ამურსა და სუდაკს...

პოსტის ავტორი: გოგა May 16 2010, 15:18

919
ამ მაცივრით ტრანსპორტირებისას გამოშიგნვა უნდა?თუ არ გაფუჭდება მაინც?
გიგა ეს არ გაყინავს მაინცდამაინც.მაგრამ თუ ამის საშიშროება არის,მაშინ ქვევით შეიძლება თევზის ჩაყრა,შემდეგ კარდონი,ან რამე ერთი ფენა რო დაედოს და მერე ყინული,ამ შემთხვევაში არ მგონია გაყინოს.


ოღონდ თევზი ძალიან კარგათ უნდა შეიფუთოს ცელოფანში,თორე წვენმა თუ გაჟონა მერე სუნს ვეღარ გააცლი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 May 16 2010, 17:44

გოგა

თუ არ გეზარება, გირჩევ გამოშიგნო, თავს დაიზღვევ და კიდევ
გემოზეც ვეღარ იმოგმედებს თევზის შიგნეულობა. newsmile045.gif

ახლა ტბის თევზს გემო ისედაც არ გაუვა (შლამს ვგულისხმობ),
მაგრამ მთავარია, რომ არ გუმძაფრდეს... ისე ძმრიანი ტილოც საკმაოდ
კარგი საშუალება იქნება newsmile05.gif მაგრამ შენი ხერხი ყველაზე კომფორტულია.
small3d018.gif

პოსტის ავტორი: ნოსო May 16 2010, 19:29

ერთ შესწორებას შევიტან, ყველგან შეიძლება ვერ მოიძიო ჭინჭარი ,ამიტომ კინძი და კამა რომ წაიღო თან , რომ წახვალ სათევზოად ანალოგიური ეფექტი აქnewsmile045.gif თბილისში ასე მომაქ კეფალი ფოთიდან ანუ 5 საათის ტრანსპორტირების ამბავში შველის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 16 2010, 19:57

ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 16th May 2010 - 20:29) *
კინძი და კამა რომ წაიღო თან

ციტატა(giorgixomeriki @ 16th May 2010 - 20:29) *
თბილისში ასე მომაქ კეფალი

აუ რა ქინძმარი იქნებააა
newsmile035.gif
ეს ხუმბრობით და ნაღდად არ გამიგია თუ იგივე ეფექტი ქონდა ზემოთ აღნიშნულს...

პოსტის ავტორი: ნოსო May 16 2010, 20:00

შოთა.03
რა იცი ჩემი მოფიქრებული არაააnewsmile05.gif რატომ იცი მეთევზეები ვინაა გამყიდველი ქალები ისინი დებენ და newsmile05.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter May 16 2010, 20:13

ციტატა(ნოსო @ May 16 2010, 21:00) *
შოთა.03
რა იცი ჩემი მოფიქრებული არაააnewsmile05.gif რატომ იცი მეთევზეები ვინაა გამყიდველი ქალები ისინი დებენ და newsmile05.gif


ძია, ისინი ქინძსა და კამას იმიტომ დებენ, რომ ბაზარში იქვე იყიდება, თან კოლეგებს საქონელს ასაღებინებენ. არავითარი ეფექტი! სად ქინძი და სად ჭინჭარი! შედარება არაა! ცადე, ჯერ შეადარე და მერე გააკეთე დასკვნები.newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 May 16 2010, 20:28

troutbaiter

ჩაგეთვალა!!!!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ისე მგონია, რომ ნაძვის წვრილი ტოტებიც შველის მაგ საქმეს.
ვიცი ასე ნანადირევი ინახება, თუმცა ჭინჭარი მაინც ჩემპიონია!
და მე კიდევ სვანურ მარილს ვიყენებ სამაგისოდ, 2 საქმეს ერთდროულად
ასრულებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 17 2010, 19:40

ციტატა(919 @ May 16 2010, 21:28) *
troutbaiter

ჩაგეთვალა!!!!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ისე მგონია, რომ ნაძვის წვრილი ტოტებიც შველის მაგ საქმეს.
ვიცი ასე ნანადირევი ინახება, თუმცა ჭინჭარი მაინც ჩემპიონია!
და მე კიდევ სვანურ მარილს ვიყენებ სამაგისოდ, 2 საქმეს ერთდროულად
ასრულებს newsmile045.gif

ჭინჭარი კია ჩემპიონი
მაგრამ ჭინჭარს რომ ნათესავი ყავს ეგაა მეფე
მდ.ალგეთის ჭალები კანაფად ბიბინებს

ჭინჭრის ნაცვლად გასუფთავებულ თევზს გამოფატრული მუცელი კანაფის ფოთლებით ამოუვსეთ
და არა მარტო ინახავს
არამედ ფილოსოფიურ გემოვნებასაც მატებს

სინჯეთ და ვინც ინანოს
იმან მესროლოს პირველმა ქვა!!

პოსტის ავტორი: 919 May 17 2010, 21:18

(dila)adriano

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif და თან გზაში გდეიმ ან პატრულმაც თუ გაგაჩერა
ქვას კი არა ლოდებს გესვრიან ! newsmile035.gif:D:D

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 17 2010, 23:24

919
newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გოგა May 17 2010, 23:41

მაგრები ხართ რა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 17 2010, 23:49

მართლა სავსეა ეეგ მხარეები მაგ ბალახებით მე ხშირად მივლია მად მაგრამად უნდა იტევზაოვა მაგ შემთხვევაში რომ მერე ეგ ბალახი გამოიყენო გადავლილია იქაურობა მაგეებით

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 18 2010, 07:33

ციტატა(919 @ May 17 2010, 22:18) *
(dila)adriano

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif და თან გზაში გდეიმ ან პატრულმაც თუ გაგაჩერა
ქვას კი არა ლოდებს გესვრიან ! newsmile035.gif:D:D

ახლა პატრულის შიშით თევზი ვეღარ შევჭამო და
სამყაროს შესაქმეზე ვეღარ დავფიქრდე? newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 18 2010, 13:27

ციტატა((dila)adriano @ 17th May 2010 - 20:40) *
ჭინჭრის ნაცვლად გასუფთავებულ თევზს გამოფატრული მუცელი კანაფის ფოთლებით ამოუვსეთ

არ დაუჯეროთ ხალხნოოო....შეიძლება კონტრაბანდის მუხლით.....დიდიხანი დარჩეთ თევზაობის გარეშე... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ისევ ჭინჭარს მივეძალოთ...ნაღდად ჯობია.

პოსტის ავტორი: Sos049 May 19 2010, 11:26

ციტატა
ჭინჭრის ნაცვლად გასუფთავებულ თევზს გამოფატრული მუცელი კანაფის ფოთლებით ამოუვსეთ
და არა მარტო ინახავს
არამედ ფილოსოფიურ გემოვნებასაც მატებს

სინჯეთ და ვინც ინანოს
იმან მესროლოს პირველმა ქვა!!

newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif (dila)adriano ეგრე შეკმაზული "უხა"-ც უნდა მოიხარშოს და მერე ნახე ქვიანი კაცი რა სასაცილო იქნება...
ციტატა
ახლა პატრულის შიშით თევზი ვეღარ შევჭამო და
სამყაროს შესაქმეზე ვეღარ დავფიქრდე?

...სამყაროს მშენებლად რომ წარმოიდგენ იმ ქვიანს... newsmile090.gif newsmile035.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 19 2010, 11:53

Sos049
აუ სოსო საღოლ მაგარი იყო ვხოხავ სიცილით

პოსტის ავტორი: შალვა May 19 2010, 12:45

Sos049
newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile090.gif კარგი იყო!
პლასმასის ბოთლში გაყინული მარილიანი წყალი, დიხანს არ დნება, არაფერი არ ღირს, ჩვეულებრივ კონტეინერში ვდებ და გამოშიგნულ თევზს მოვუწყობ გარშემო, დიხანს ინახავს.

პოსტის ავტორი: ლევანი May 19 2010, 16:56

ციტატა(shalva @ 19th May 2010 - 13:45) *
პლასმასის ბოთლში გაყინული მარილიანი წყალი, დიხანს არ დნება,

ეგრე მშრალი ყინული ყველაზე მაგარი იქნება(ნაყინის ყუთში რო უდევთ ხოლმე) დინამოს შესასვლელში იყიდება(შიგნით) მოიმარაგე და იალარდააა..... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Rniko May 19 2010, 19:29

შალვა
რამდენ ლიტრ წყალში რამდენ მარილს ყრი თუ არააქ მნიშვნელობა?

პოსტის ავტორი: მამუ May 19 2010, 21:53

თევზს რათ უნდა შენახვა ? newsmile035.gif რო ჭამოთ მერე ? newsmile035.gif დაიჭირე გაუშვი დაიჭიერე გაუში . ამაზე კარგად არაფერი ინახავს თევზს elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter May 20 2010, 08:34

dastur.gif
მართლაც, მაგაზე კარგად არაფერი ინახავს! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი May 20 2010, 11:59

ციტატა(მამუ @ May 19 2010, 22:53) *
თევზს რათ უნდა შენახვა ? newsmile035.gif რო ჭამოთ მერე ? newsmile035.gif დაიჭირე გაუშვი დაიჭიერე გაუში . ამაზე კარგად არაფერი ინახავს თევზს

ეგეთ თევზაობას რა ვუთხარი.... newsmile042.gif

პოსტის ავტორი: შალვა May 20 2010, 12:02

ციტატა(nikoruxadze @ 19th May 2010 - 20:29) *
რამდენ ლიტრ წყალში რამდენ მარილს ყრი თუ არააქ მნიშვნელობა?

დაახლოებით 1 ლიტრზე 100 გრამი.

პოსტის ავტორი: Rniko May 20 2010, 12:10

ციტატა(შალვა @ May 20 2010, 13:02) *
დაახლოებით 1 ლიტრზე 100 გრამი.



მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 20 2010, 12:56

ციტატა(mamuka700 @ 19th May 2010 - 22:53) *
დაიჭირე გაუშვი დაიჭიერე გაუში . ამაზე კარგად არაფერი ინახავს თევზს

შამაია ვერ ინახება ეგრე..ერთხელ თუ დაიჭირე....ყველა ვარიანტში "ტრუპი"-ა.

პოსტის ავტორი: ქევხო May 21 2010, 11:05

ციტატა(ლევანი @ May 20 2010, 13:56) *
შამაია ვერ ინახება ეგრე..ერთხელ თუ დაიჭირე....ყველა ვარიანტში "ტრუპი"-ა.


შეღამებისას დონკაზე დაჭერილი ჭამაიები დილამდე ცოცხლები იყვნენ. დიდები ოღონდ, ალბათ პატარები კვდებიან

პოსტის ავტორი: Rniko May 21 2010, 11:53

კოპტონზე სიმინდზე თუ რაზე? რამხელები ?

პოსტის ავტორი: ლევანი May 21 2010, 13:58

ციტატა(qevxo @ 21st May 2010 - 12:05) *
დონკაზე დაჭერილი ჭამაიები დილამდე ცოცხლები იყვნენ

ეგ ნამდვილად არ ვიცი...დონკაზე არასდროს დამიჭერია შამაია.... ვანკაზე ვთევზაობ ხოლმე. ისე დიდებში რამხელა იგულისხმაბა??... მე ძირითადად მტკაველისხელები მყავს დაჭერილი...(ცოტა მეტი..ცოტა ნაკლები) და 10 წუთში..ყველა მკვდარია ხოლმე. აი საზანი და კარასი განსაკუთრებით....მაგარი "ჟივუჩები" არიან.

პოსტის ავტორი: შალვა May 21 2010, 14:01

აოფებთ არააა?!

პოსტის ავტორი: ლევანი May 21 2010, 14:08

ციტატა(shalva @ 21st May 2010 - 15:01) *
აოფებთ არააა?!

რატო ვაოფებთ??... გარკვეული ჯიშების სიცოცხლისუნარიანობაზე ვსაუბრობთ...და მანდედან გამომდინარე შენახვის აუცილებლობაზე. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: alika77 Mar 31 2011, 20:15

ვედროში ჩაყარეთ დაჭერილი თევზი სველი ფოთლები დააფარეთ გზაზე ცოტა-ცოტა გვარჯილა დააყარეთ სულ ცივი იქნება და არ გაფუჭდება. გვარჯილა მაგრათ აციებს

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2011, 07:27

გვარჯილა ტროტილი და მაცივარი თუ მაქვს ისედაც ჩავაციებ newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
თუ სიცხეა მაშინ რა ვქნათ?

მე ესე ვიქცევი ხოლმე.. თევზს ვწმენდ, ვამარილებ და სველ ნაჭერში ვახვევ. თუ ძალიან სიცხეა მაშინ + ჯინჭარი!!! ჯერ თევზი არ გამფუჭებია და იავიცი.

PS. უკანა გზაზე მანქანაში კონდენციონერი მაინც ჩართეთ ხოლმე თუ რამეა newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Apr 1 2011, 10:58

ბლომად მარილი და ჭინჭარი
100%-იანი გარანტია, არასოდეს გაფუჭებულა

პოსტის ავტორი: kaspera7777 Jan 27 2014, 16:02

ციტატა(Samuel @ May 16 2010, 03:11) *
ალბათ ბევრს გასჩენია ეს პრობლემა და არც მე ვარ გამონაკლისი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზაფხულობით ცხელ ამინდებში, დაჭერილი თევზი ხანდახან სახლამდეც ვერ აღწევს და სიცხისაგან გზაში ფუჭდება ან სუნს იღებს. თევზის გაფუჭების ალბათობას ისაც ზრდის რომ ზოგჯერ 3-4 საათი ჭირდება ადამიანს სახლში დასაბრუნებლად, ეს დრო კი საკამარისია რომ თევზი გზაში გაგვიფუჭდეს. მოკლედ ვისაც რა გაუგია ან უცდია რაიმე ტექნოლოგიები თევზის შენახვის გაუზიაროთ ერთმანეთს.

აგერ მე რაც გამიგია და მიცდია იმას გაგიზიარებთ:



თუ სახლიდან არც ისე შორს ვიმყოფებით გამოწალვა და ლაყუჩების მოჭრაც საკმარისია, მაგრამ უმჯობეისა თუ დავამარილებთ.

1. თევზების "სადოკი" თუ ბადე სადაც დაჭერილ თევზს ვინახავთ მინიმუმ 1,5 მეტრი წყლის სიღრმეში უნდა იყოს ჩაგდებული, რომ თევზი წასვლამდე არ მოკვდეს.

2. ყველაზე მალე ფუჭდება თევზის შიგნეულობა და ლაყუჩები (შინდისფერი სასუნთქი ორაგანო). აქედან გამომდინარე თევზი უნდა გამოიწალოს ლაყუჩები დაეჭრას. რაც მთავარია ფერფლი არ უნდა მოვაცალოთ იგი იცავს ცხელ ამინდში თევზს გაფუჭებისაგან.

3. ამის შემდეგ ვამარილებთ სათითაოდ ყველა თევზს და ვაწყობთ გინდა ქაღალდზე გინდა გაზეთზე, 5-10 წუთი ვაჩერებთ ჩრდილში ისეთ ადგილზე რომ ნიავი მოძრაობდეს და თევზი შეშრეს.

4. ვალაგებთ ისეთ ჭურჭელში რომ ჰაერი მოძრაობდეს ტრანსპორტირებისას, ამასთან ერთად მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ. არ შეიძლება ცელოფანში ჰერმეტიულად შეფუთვა.


მე არ მიცდია მაგრამ გამიგია რომ ძმრიან მატერიაშიც ახვევნ და ისე ინახავენ სახლში მიტანამდე. არის კიდევ მანქანის მაცივრები, რაც ცოტა ძვირი სიამოვნებაა.


კაროჩე ვინ რაიცის ყველამ თავისი გამოციდილება დაწეროს და გაგვიზიაროს.

თუ ახლომახლო ჭინჭარი მოძებნე გამოწელილი თევზი ჭინჭარში ჩააწყვეთ და საკმაო დროს ინახავს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)