ანტიგიურზინი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

20 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
ანტიგიურზინი, ამ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ
შოთა.03
პოსტი Jun 4 2009, 10:07
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



და რაც მთავარია აქ მინდა დავწერო ალერგიისაგან თავის დაცვა და მისი შესაძშლო გართულებები....
ვინაიდან ბუნებაში ხშირად გვიწევს გასვკლა და შეხება ისეთ მცენარეებთან, ცხოველებთან კლიმატტან და სხვა მრავალთან დიდი შანსია, გამოიწვიოს ამ ყოველივემ ალერგია, ხოლო მძიმე შემთხვევაში კი ანაფილაქსიური შოკი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jun 4 2009, 10:11
პოსტი #17


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კიდევ დავამატებ, ჩემი მეგობრების დახმარებით 2 წლის წინ ვიშოვე 3 ცალი ანტი გიურზინი, ეგდოს მეთქი, ჩანთანში, პურს არ ითხოვს და წყალს

თურმე ითხოვს, არნიშნული პრეპარატი ძნელად ტრანსპორტირებადია, ითხოვს ტემპერეატურულ რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში გააჩნია ძალიან მძიმე უკუჩვენება
საზღვრის დაცვის მთავარი ექიმი, ჩემი კარგი ნაცნობია, მაგათ ქონდათ მასეთი შემთხვევა (ჩვენი დაზღვეული იყო მესაზღვრები), დედოფლისწყაროში გიურზამ დაკბინა მესაზღვრე, და ამ შემთხვევის მერე მოკლე კირსი გამატარა მერაბ ზუმბაძემ.
კურსია ასეთია:
აუცილებელია თან ვიქონიოთ ანტი ალერგიული პრეპარატები, სუპრასტინი და ა.შ. ასევე პრედლიზონოლი ან დესამეტაზონი (გრიზლიმ აბსოლუტურად სწორად აღნიშნა), დანარჩენი როგორც შოთან დაწერა და მაქსიმალურად დროზე გადავიყვანოთ ჰოსპიტალში

მაგრამ ყველაზე კარგი პრევენციაა მოერიდოთ თავად იმ ადგილებში ხეტიალს სადაც გავრცელებულია გიურზა, გიურზა განსაკუთრებით აგრესიულია ივლისის შუა რიცხვებამდე, ეს პერიოდი მათთვის გამრავლების პერიოდია,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 4 2009, 10:13
პოსტი #18


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე სუპრასტინი დამაქვს სულ. ნაკბენმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს და სასუნთქი გზები გადაკეტოს. თან შპრიცს თუ ნემს მობაძრობთ და ნაკბენში ჩავარჭობთ შეგვეძლება შხამის ამოტუმბვა გარკვეულ ოდენობით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Jun 4 2009, 10:24
პოსტი #19


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ეხლა წავაწყდი უახლესს გაიდლაინს ალერგიასთან დაკავშირებით და ბარემ ერთიანად დავდებ, არ განვაცალკევებ ცალკე ანაფილაქსიას და სხვა დასხვა ალერგიებს, ეს მაინც საჭიროა რომ ყვე;ლამ ვიცოდეთ.


რა არის ალერგია?

ალერგია - ეს არის “არანორმალური”, მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოდ არიან მიჩნეულნი და მათთან კონტაქტი სხვა ადამიანების მიერ, ჩვეულებრივ, ნორმალურად გადაიტანება.

ალერგია გამოვლინდება ალერგიული დაავადების სიმპტომების სახით. ალერგია ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ალერგიის ანუ სასუნთქი გზების ალერგიის, ალერგიული დერმატოზების, ალერგიული ენტეროპათიისა და ანაფილაქსიური შოკის სახით.

დღეს ალერგიით დაავადებულია ყოველი მესამე ადამიანი. ალერგიით დაავადებების შემთხვევები და მისი სიმძიმე განუხრელად იზრდება მთელს მსოფლიოში.




ალერგიის ძირითადი სიმპტომები
სურდო;
ცრემლდენა;
ცხვირის, თვალების, სასის ქავილი;
ცემინება;
ცხვირის დაცობა;
ცხვირში ზეწოლის შეგრძნება;
ყურების დახშობა;
თვალების ქვემოთ მუქი რკალები;
კანზე გამონაყარი ( ჭინჭრის ციება)




ალერგენი

ამ “გამღიზიანებელ” ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის უჩვეულო რეაქციას, ალერგენებს უწოდებენ.

ალერგენი - ეს არის ნივთიერება, რომელიც იწვევს სენსიბილიზაციას, ანუ ორგანიზმის იმუნური სისტემის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რაც დამახასიათებელია ალერგიული დაავადებებით შეპყრობილი დამიანებისათვის.

ძირითად ალერგენებს წარმოადგენენ:
მცენარეების მტვერი;
დანესტიანებულ ადგილებში განვითარებული ობი და შმორი (მიკროსკოპული სოკოები);
ცხოველების ბეწვი;
საყოფაცხოვრებო მტვერი;
სხვადასხვა საკვები პროდუქტები (თხილი, არაქისი, ნიგოზი, თაფლი, შოკოლადი და ა.შ.)

ყოველი ცალკეული ალერგენი შეიძლება გახდეს მთელი რიგი სიმპტომების გამომწვევი: მაგ. მცენარის მტვერი შეიძლება გახდეს არამარტო რინოკონიუქტივიტის, არამედ ბრონქოსპაზმისა და ჭინჭრის ციების მიზეზი. უმრავლესობა ალერგიული ადამიანებისა ასევე რეაგირებენ ალერგენების მთელ სპექტრზე.

ალერგიას ამწვავებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სხვადასხვა დეზოდორანტები, დაბინძურებული ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, ნესტი, გამონაბოლქვი, თამბაქოს კვამლი, ქარი.





ალერგენები და იმუნური პასუხი

ალერგიულ დაავადებებს იმუნოლოგიური ბუნება აქვთ - ისინი გამოწვეულია იმუნური პასუხის რეგულაციის დარღვევებით. განსხვავებით ნორმალური იმუნური პასუხისაგან, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმის მხრიდან მისთვის უცხო, პოტენციურად საშიშ ნივთიერებასთან კონტაქტის დროს, იმუნური პასუხი, რომელიც თან ახლავს ალერგიული რეაქციებს, ყალიბდება უსაფრთხო გარემო სუბსტანციებთან კონტაქტის ფონზე.

რაიმე ალერგიული დაავადების მქონე ავადმყოფის იმუნური უჯრედების მიერ ზოგიერთ სიტუაციებში ხდება Е კლასის ანტისხეულების (IgE) სინთეზი, რომლებიც პასუხისმგებელია უმეტეს ალერგიული რეაქციებზე. ალერგიული ადამიანების სისხლში სხვებთან შედარებით სწორედ ამ კლასის ანტისხეულების მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება. თუმცა, რომელიმე ალერგენის მიმართ სპეციფიკური ამ კლასის ანტისხეულის საკმაოდ მაღალი დონის პირობებში საერთო IgE-ს დონე შეიძლება ნორმალურიც კი იყოს.

ალერგენზე სპეციფიკური IgE შეაღწევს სისხლიდან ქსოვილებში, სადაც შეიბოჭება პოხიერი უჯრედების ზედაპირზე. პოხიერი უჯრედები დიდი რაოდენობით არის ცხვირის, თვალის, ფილტვების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანში. ისინი აქტივდებიან, როცა ალერგენის მოლეკულა ფიზიკურ კონტაქტში შედის მათ ზედაპირზე არსებულ IgE ანტისხეულებთან, რომელთაც ამ ალერგენის ამოცნობის უნარი აქვთ და იწყება ალერგიული რეაქცია: პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლდება ისეთი მედიატორები, როგორიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები, ასევე ციტოკინები - ცილოვანი ნივთიერებები, რომლებიც უჯრედშორისი ურთიერთქმედების მედიატორებს წარმოადგენენ. ამ ნივთიერებებიას გამოთავისუფლებას მოსდევს ადგილობრივად ქსოვილებში ანთებითი ცვლილებების განვითარება. სწორედ ისინი იწვევენ ქრონიკული ალერგიული დაავადებებისათვის დამახასიათებელი შეშუპების, ლორწოს ჰიპერსეკრეციისა და სხვადასხვა გამაღიზიანებელზე ზემგრძნობელობის განვითარებას.

ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული, რატომ არ ვითარდება ალერგენთან კონტაქტის დროს ალერგიული გამოვლინებანი ყველა ადამიანში. ფიქრობენ, რომ გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა. მაგ. ალერგიული მშობლების შვილები ხშირად არიან ალერგიულები.



როგორ დავიცვათ თავი ალერგენებისაგან?
ეცადეთ გქონდეთ ბუნებრივი ქსოვილის თეთრეული;
აიღეთ ხალიჩები. ლინოლეუმი და ხის იატაკი ხშირად გაწმინდეთ სველი წესით;
რბილი ავეჯის გადასაფარებლად გამოიყენეთ რეცხვადი, ბუნებრივი ქსოვილის შალითა;
ხშირად რეცხეთ თეთრეული ცხელი წყლით;
ეცადეთ ბალიში და საბანი არ იყოს ბუმბულის ან მატყლის;
გამოიყენეთ ბამბის ან ბამბაზიის თეთრეული;
ეცადეთ, შეინარჩუნოთ ბინაში 50%-ზე ნაკლები ტენიანობა;
აბაზანის კედლები და იატაკი გარეცხეთ წყლითა და საპნიანი ხსნარით;
ხშირად გაანიავეთ ბინა, ეცადეთ შეინარჩუნოთ სუფთა, მშრალი ჰაერი;
ეცადეთ, არ იყოლიოთ ბინაში, განსაკუთრებით საწოლ ოთახში შინაური ცხოველები;
შინაური ცხოველები სისტემატურად დაბანეთ სპეციალური შამპუნით;
საწოლ ოთახში დახურეთ ფანჯრები, რათა არ მოხდეს ოთახის მტვრით დაბინძურება;
არ მოწიოთ შინ თამბაქო;
მზა, კონსერვირებული პროდუქტების გამოყენების წინ ყურადღება მიაქციეთ მათ შემადგენლობას.





საკვები პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები

მოსახლეობაში გავრცელებული მცდარი შეხედულების მიხედვით, ალერგიის ძირითადად მიზეზს ესა თუ ის საკვები წარმოადგენს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დადგენილია, რომ საკვებით გამოწვეული ალერგიები გვხვდება ბავშვების მხოლოდ 6%-სა და მოზრდილების 1%-ში.

რძისა და რძის პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები - ყველაზე გავრცელებულ კვებით ალერგიას წარმოადგენს ბავშვებში. ალერგიის ნიშნები ძირითადად გამოიხატება ქრონიკული ნაწლავური აშლილობის სახით და მწვავე ალერგიული სიმპტომებით – ცემინებით, ხველით, ქავილით.

როგორ მოვიქცეთ?
საუკეთესო გამოსავალია ძუძუთი კვება;
ჩვილს არ უნდა მისცეთ ცხოველური რძე 12 თვის ასაკამდე;
ხშირად წარმატებით გამოიყენება სოიოს რძეც;
რძისადმი ალერგიის შემთხვევაში, ბავშვები, რასაკვირველია, უნდა ავარიდოთ ყველის, კარაქის, კრემების და ნებისმიერი რძის პროდუქტის მიღებას, რადგან ისინიც რძის პროტეინებს შეიცავენ.

ალერგია კვერცხის ცილისადმი – ასევე საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს მოგვიანებით ასაკშიც. ხშირია კანზე ეგზემის ტიპის გამონაყარი.
ამ შემთხვევაში, იკრძალება ერთი წლის ასაკამდე ბავშვებში საკვებად კვერცხის გამოყენება;
მზა საკვები პროდუქტების შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მათ შემადგენლობას. კვერცხს შეიცავს მრავალი პროდუქტი, მაგ. სხვადასხვა სახის ნამცხვარი, მაიონეზი და ა.შ.


ალერგია თევზის პროდუქტებზე - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა რეკომენდაციით, თევზის პროდუქტებზე ალერგიული ადამიანი უნდა მოერიდოს ნებისმიერი სახეობის თევზის საკვებად მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა ალერგიული იყოს მხოლოდ ერთი სახეობის თევზის მიმართ.

მწვავე ალერგიული რეაქციების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე უხარისხო, გაფუჭებული თევზის საკვებად გამოყენება, ვინაიდან ასეთი თევზის ქსოვილში გროვდება ჰისტამინი. მისი მიღებისას შეიძლება განვითარდეს მოწამვლა, რასაც შეიძლება ახლდეს ასევე ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება. მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თევზი გაფუჭებული იყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მოწამვლის გარდა, არ უნდა გამორიცხოთ თევზზე ალერგიაც.

ალერგია თხილისა და არაქისის მიმართ - მსგავსი სახის ალერგია ძირითადად გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ შემთხვევაში ერთადერთი მკურნალობა გამოიხატება ამ პროდუქტის მიღებაზე უარის თქმაში.
მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ბავშვის საკვების მიმართ, მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ ბავშვისთვის დაბადების დღეზე მირთმეული ტკბილეულის შემადგენლობა, სადღესასწაულო სუფრებზე მირთმეული პროდუქტების შემცველი ინგრედიენტები;
ყველა სიტუაციაში, გახსოვდეთ, რომ ალერგია მოგზაურობს იქ, სადაც არის თქვენი ბავშვი: სკოლაში, პარკში, მეზობლებთან თუ ბებიასთან;
ყველა გააფრთხილეთ თქვენი შვილის ალერგიულობის შესახებ.





რესპირატორული ალერგია

რესპირატორული ალერგია, როგორც წესი, გამოწვეულია ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით - აეროალერგენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები, ოთახის მტვერი და ტარაკნების ფრაგმენტები). აეროალერგენების კონტაქტი ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანთან იწვევს ცემინებას, ცხვირში ქავილს, თხიერ გამონადენს ცხვირიდან, ხველებას, ფილტვებში ხიხინსა და მოხრჩობის გრძნობას. აეროალერგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული კონიუქტივიტი, რასაც თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა.

რესპირატორული ალერგიის ძირითად გამოვლინებებს მიეკუთვნება:

თივის ცხელება (პოლინოზი);

ალერგიული რინიტი (შეიძლება მთელი წელი გრძელდება);

ბრონქული ასთმა.

გარდა აეროალერგენებისა, სასუნთქი სისტემის მხრივ სიმპტომებს ხშირად იწვევს ე.წ. “ინფექციური ალერგია” - მომატებული რეაქტიულობა არაპათოგენურ ან პირობით-პათოგენურ მიკრობებზე (ნეისერია, კანდიდა და სხვ.), რაც შეიძლება გახდეს ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმის მიზეზი.




პოლინოზი

პოლინოზი ანუ მცენარეული ალერგია – მცენარეული მტვრით გამოწვეული ალერგიული დაავადებაა და ცნობილია "თივის ცხელების" სახელწოდებით. თუმცა ეს დასახელება არასწორია, რადგან ეს დაავადება არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. ყვავილის მტვერი შეიცავს ალერგიული ცილების დიდ რაოდენობას. ამინდს შეუძლია გავლენა იქონიოს ჰაერში ყვავილის მტვრის კონცენტრაციაზე. მშრალი, ცხელი ამინდი, ისევე, როგორც ქარი, ხელს უწყობს მტვრის გავრცელებას. წვიმას მტვერი მიწაზე ჩამოაქვს და ამცირებს პოლინოზის გამწვავების რისკს.

მტვრის პროდუქცია მცენარეების მიერ დღის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით ხასიათდება. მტვრის მაქსიმალური რაოდენობა გამოიყოფა დილით და დღის პირველ ნახევარში, რაც მხედველობაში უნდა იქონიოს ალერგიულმა ადამიანმა.

პოლინოზი კლინიკურად ვლინდება ძირითადად კონიუნქტივიტის, რინიტისა და ასთმის სიმპტოკომპლექსით. ე.ი. იწვევს თვალების, ცხვირის, სახის, ცხვირ-ხახის ქავილს, თვალების სიწითლეს, სინათლის შიშს, ცრემლდენას, ქუთუთოების შეშუპებას. თვალებიდან გამონადენი დასაწყისში გამჭვირვალეა, შემდეგ შეიძლება გახდეს ჩირქოვანი, მძიმე შემთხვევაში თვალის ლორწოვანზე ვითარდება წყლულები.

პოლინოზით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ნებისმიერ ასაკში. ჩვეულებრივ, ეს ხდება 6-დან 20 წლამდე, იშვიათად 40 წლის შემდეგ. ჩვეულებრივ, იგი ბიჭებში უფრო ადრე იწყება (5-14 წლის ასაკში), ვიდრე გოგონებში (15-24 წელი).
კლინიკა: დამახასიათებელია შეტევითი ხასიათის ცხვირის ცემინება (10-20-50-მდე), ცხვირიდან დიდი რაოდენობით თხიერი გამონადენი (წყლიანი სურდო), რასაც მოყვება ცხვირის სრული დაცობა – ცხვირის "გაჭედვა", თავის ტკივილი.
თუ ავადმყოფს არ ჩაუტარებია სათანადო მკურნალობა, ალერგიული პროცესი ინაცვლებს ქვემო სასუნთქ გზებში, იწყება ხველისა და სულხუთვის შეტევები, ვითარდება ბრონქული ასთმა.

პოლინოზი შეიძლება გართულდეს ანოსმიით (ყნოსვის დაკარგვა), სინუსიტებით (ცხვირის დანამატი ღრუს ანთება). იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება, დერმატიტი, ეოზინოფილური ინფილტრატები ფილტვებში, ეპილეფსიური გულყრა და სხვა.




როგორ დავიცვათ თავი პოლინოზისგან?

შეუძლებელია სრულად აარიდოთ თავი ყვავილის მტვერთან კონტაქტს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია შემცირდეს მისი მავნე ზემოქმედება, თუ დაიცავთ შემდეგ წესებს:
არ გააღოთ ყვავილობის სეზონის განმავლობაში მანქანის ფანჯრები;
დახურეთ ფანჯრები ნაშუადღევს, რადგან ამ დროს ჰაერში მაქსიმალურია ყვავილის მტვრის კონცენტრაცია;
მტვრის მაქსიმალური პროდუქციის პერიოდში შეიკავეთ თავს პიკნიკებისა და ლაშქრობებისაგან;
დასვენება უმჯობესია ზღვისპირა ადგილებში, სადაც ყვავილის მტვერი ნაკლებია;
არ გაკრეჭოთ გაზონები;
მოერიდეთ თაფლს, რადგანს მასში შეიძლება აღმოჩნდეს ყვავილის მტვრისმიერი ალერგენები;
ნუ მოსწევთ სიგარეტს, რადგან თამბაქოში არსებული ნიკოტინი აუარესებს ცხვირის "გაჭედილობას" და ხელს უწყობს სასუნთქი გზების ლორწოვანის ზემგრძნობელობის განვითარებას.





არასეზონური ალერგიული რინიტი

განსხვავებით პოლინოზისაგან, იგივე სეზონური რინიტისაგან, რომელიც რეგულარულ ხასიათს ატარებს, არსებობს ალერგიული რინიტის ისეთი სახეებიც, რომელთაც წელიწადის დროსთან კავშირი არა აქვთ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება მთელი წელი გაგრძელდეს, როგორც ეს ხდება ოთახის მტვრის ტკიპისადმი ალერგიის შემთხვევაში, სხვები დაკავშირებულია ინდივიდის სამუშაოსთან ან სხვა საქმიანობასთან. მაგალითად, პურის მცხობელებში ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფქვილი, მეცხოველეებში – ცხოველის ბეწვი და სხვა.

არასეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომები ნაკლებად მკვეთრია, ვიდრე პოლინოზის შემთხვევაში, მაგრამ უყურადღებოდ მიტოვებული არასეზონური რინიტი შეიძლება ალერგიულ ასთმაში გადაიზარდოს. ეს სიმპტომებია: ცხვირით სუნთქვის გაძნელება (ცხვირის "გაჭედვა"), ცემინების შეტევები (10-20 დაცემინება ერთ ჯერზე) და წყლისმაგვარი გამონადენი ცხვირიდან.





ბრონქული ასთმა

ბრონქული ასთმა (asthma - ბერძნ. მძიმე სუნთქვა) - ეს არის სასუნთქი გზების ქრონიკული ალერგიული ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება მგრძნობელობის მომატებით მთელი რიგი გამღიზიანებლების მიმართ და ბრონქული გამავლობის მეტ-ნაკლები შეფერხებით, რაც კლინიკურად გამოვლინდება მოხრჩობის გრძნობით, ხველებისა და ხიხინის განმეორებითი შეტევითი ეპიზოდებით.

ბრონქული ასთმით დაავადებულთა რიცხვი დღეისათვის ძალზედ დიდია: ეს არის მინიმუმ 300 მლნ ადამიანი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 5-15% შეადგენს. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ბრონქული ასთმით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდა. კლების ტენდენცია ჯერჯერობით არ შეინიშნება.

ბრონქული ასთმა მჭიდროდაა დაკავშირებული ალერგიასთან და იმუნური პასუხის დარღვევასთან. ასთმას საფუძვლად უდევს ბრონქების ლორწოვანის ანთება, რომელიც ალერგიული ბუნებისაა. სწორედ ამიტომ ასთმას მიიჩნევენ ალერგიულ დაავადებად და მას ალერგოლოგები მკურნალობენ. შეტევებისაგან თავისუფალ პერიოდშიც კი ბრონქებში გამოვლინდება ალერგიული ანთების ნიშნები, სწორედ ამიტომ ასთმა ითვლება ქრონიკულ დაავადებად, ხოლო მკურნალობა - ანთების საწინააღმდეგოა. ბრონქების ლორწოვანის ქრონიკული ანთება იწვევს ბრონქულ ჰიპერრეაქტიულობას ანუ ბრონქების ჰიპერმგრძნობელობას უმნიშვნელო გამღიზიანებელზეც კი. დაავადება მწვავდება რაიმე მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედებით (მაგ. მტვრიანი გარემო, თამბაქოს ბოლი, მძაფრი სუნი).

ვითარდება შემდეგი დამახასიათებელი სიმპტომები: მოხრჩობისა და ჰაერის უკმარისობის გრძნობა (განსაკუთრებით ხშირია ღამით ან გამთენიისას), მსტვინავი სუნთქვა, რომელიც ისმის გარკვეულ მანძილზე, გახანგრძლივებული მშრალი (არაპროდუქტიული) ხველება ან ხველება ნახველის გაძნელებული გამოყოფით, სხვადასხვა ინტენსივობის ქოშინი.

სამწუხაროდ, ასთმას ხშირად მიიჩნევენ ბრონქიტად და შესაბამისად, მკურნალობაც არაეფექტურია. ასთმის დიაგნოსტიკა დაგვიანებით ხდება ყოველი 5 ავადმყოფიდან 3 შემთხვევაში.

ბრონქული ასთმის სიხშირე განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში 18 წლამდე და მოზრდილებში 75 წლის ასაკის ზემოთ. მოზრდილებსა და ბავშვებში ბრონქიალური ასთმის გამომწვევი რისკ-ფაქტორები განსხვავებულია.




ბრონქული ასთმის ძირითადი მიზეზები:

ბრონქული ასთმის პროფილაქტიკის ეფექტურობას განაპირობებს გამომწვევი მიზეზის სწორად განსაზღვრა. ეს მიზეზები კი საკმაოდ მრავალფეროვანია:
თანდაყოლილი ფაქტორები:
გენეტიკური წინასწარგანწყობა;
სასუნთქი გზების ჰიპერსენსიბილიზაცია;
ალერგენები, რომელთა ჩასუნთქვა ხდება როგორც ოთახში, ასევე ოთახის გარეთ (ცხოველების ბეწვი, ყვავილის მტვერი, ოთახის მტვერი, ოთახის მტვერის ტკიპა, ობი, ტარაკანის ანტიგენი);

მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ სასუნთქი გზების სენსიბილიზება და იწვევენ რესპირატორული ალერგიის ან ასთმის დაწყებას (თამბაქო, დაბინძურებული ჰაერი, ვირუსული რესპირატორული ინფექცია და სხვ.);




გამშვები მექანიზმის როლს თამაშობს:
მიზეზობრივი ფაქტორის დამატებითი ზემოქმედება;
ცივი ჰაერის, გამაღიზიანებელი გაზის, ამინდის ცვალებადობის ზემოქმედება, გადაღლა და გადაჭარბებული ემოციების გამოხატვა.




როგორ დავიცვათ ბავშვი ბრონქული ასთმის შეტევისაგან?

ბავშვებზე სპეციალური ალერგენის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს ასთმის განვითარებას. ასთმის განვითარების რისკი მკვეთრად მცირდება, თუ ჩამოთვლილი ალერგენების მიმართ გავატარებით აუცილებელ ღონისძიებებს. არსებობს სახლში ასთმის გამომწვევი ალერგენების შემცირების შემდეგი მეთოდები, კერძოდ:
თქვენ შეგიძლიათ ბავშვებს თავიდან ააცილოთ ბრონქული ასთმის შეტევა, თუ აარიდებთ მათ ამ დაავადებების მაპროვოცირებელ ფაქტორებს (ალერგენებს), როგორიცაა: საყოფაცხოვრებო მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, თამბაქოს ბოლი, ყვავილის მტვერი;
ოთახის მტვერი შესაძლოა ეფექტურად ვაკონტროლოთ ლეიბებისა და ბალიშების მკვრივი შალითით შეფუთვით, თეთრეულის ყოველკვირეული რეცხვით, ხალიჩების აღებით, ჰაერის ხშირი განიავებით;
ეცადეთ, ბავშვს ჰქონდეს ბუნებრივი ქსოვილის თეთრეული. გამოიყენეთ ბამბის ან ბამბაზიის თეთრეული;
ეცადეთ, ბავშვის ბალიში და საბანი არ იყოს ბუმბულის ან მატყლის;
აიღეთ ხალიჩები და ლინოლეუმი და ხის იატაკი ხშირად გაწმინდეთ სველი წესით;
რბილი ავეჯის გადასაფარებლად გამოიყენეთ რეცხვადი, ბუნებრივი ქსოვილის შალითა;
ხშირად რეცხეთ ბავშვის თეთრეული ცხელი წყლით;
ეცადეთ, შეინარჩუნოთ ბინაში ტენიანობა 50%-ის ქვევით;
აბაზანის კედლები და იატაკი გარეცხეთ წყლითა და საპნიანი ხსნარით;
ხშირად გაანიავეთ ბინა, ეცადეთ შეინარჩუნოთ სუფთა, მშრალი ჰაერი;
ბავშვის საწოლ ოთახში დახურეთ ფანჯრები, რათა არ მოხდეს ოთახის გარემო მტვრით დაბინძურება;
როცა ალერგიული რეაქცია შეიმჩნევა შინაური ცხოველების მიმართ, ისინი უნდა მოვაშოროთ სახლიდან. თუ ეს შეუძლებელია, ეცადეთ, ბავშვის საწოლ ოთახში შინაური ცხოველი არ შეუშვათ; შინაური ცხოველები სისტემატურად დაბანეთ სპეციალური შამპუნით;
თამბაქოს პასიური მოწევა მკვეთრად არის ასოცირებული ბავშვებში ასთმის გამწვავებასთან, ის განიხილება, როგორც ასთმის ინდუქტორი. არ მოწიოთ შინ თამბაქო. აუხსენით ბავშვს, რომ თამბაქოს მოწევა მისთვის განსაკუთრებით მავნებელია;
თამბაქოს ბოლის ზემოქმედების შესამცირებლად მიღებული უნდა იქნეს სუფთა შიგა გარემოს შესახებ კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სიგარეტის მოწევას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, რესტორნებში, სუპერმარკეტებში, რაც დიდ სარგებლობას მოუტანს ასთმის კონტროლს.

ასთმის პროგრესირების შეჩერება ძნელია, აგრეთვე ძნელია მისგან საბოლოოდ განკურნება, მაგრამ დაავადებულთა მედიკამენტოზური მკურნალობა საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ მძიმე და ფატალური შემთხვევები.





ალერგიული დერმატოზები

ალერგიული დერმატოზები - ეს არის კანის ალერგიული დაავადებები, რომლებიც ვითარდება დაბალმოლეკულური ნივთიერებების, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების, სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების, ლატექსის ალერგენების, მეტალების, საკვები პროდუქტების, აერო- და სხვა ალერგენების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კანზე უშუალო ზემოქმედების გზით, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან ინექციის საშუალებით.

ალერგიული დერმატოზებისათვის დამახასიათებელია კანის ქავილი და შეწითლება, კანზე გამონაყარი ჭინჭრის ციების (შეშუპება, ბუშტუკები) ან ეგზემის (აქერცვლა, სიმშრალე, კანის სურათის შეცვლა) ტიპით. კანის მხრივ გამოვლინებების გარდა, საკვებ ნივთიერებებზე და მედიკამენტებზე ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ასევე სიმპტომებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ - ენისა და ტუჩების შეშუპებით, გულისრევით, პირღებინებით, მუცელში სპასტიური ტკივილებით, დიარეით.

ყველაზე გავრცელებული ალერგოდემატოზებია - ატოპიური დერმატიტი (ექსუდაციური დიათეზი, ნეიროდერმიტი), ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი.

კონტაქტური დერმატიტი ეს არის კანის რეაქცია ზოგიერთი განსაზღვრული გამაღიზიანებლის (დაახლოებით 3000-მდე ქიმიური აგენტი - შხამიანი მცენარეები, შხამ-ქიმიკატები, ქიმიური საშუალებები, კოსმეტიკა, საღებავები, მეტალები, მედიკამენტები, და სხვ.) უშუალოდ კანზე ზემოქმედებაზე. ამ რეაქციების 80% გაღიზიანების შედეგია (მაგ. “მრეცხავის ხელი”), ხოლო 20% - ალერგიულ რეაქციას წარმოადგენს. ალერგენთან კონტაქტის შემდეგ კანის ალერგიული რეაქცია ყალიბდება 1-3 დღეში, და რჩება 1 კვირა და უფო ხანგრძლივადაც. რეაქცია უფრო გამოხატულია კონტაქტის ადგილას, თუმცა შეიძლება სხვა ადგილზეც განვითარდეს.





როგორ მოვიქცეთ კონტაქტური დერმატიტის დროს?

ალერგენთან კონტაქტის შემდეგ სასწრაფოდ მოიბანეთ კანი საპნით;

გამღიზიანებელთან განმეორებითი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით გარეცხეთ ტანსაცმელი და საგნები;

ქავილის შესამცირებლად მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;

ანთების შესამცირებლად, ასევე ბუშტუკების დახეთქვისას გამოიყენეთ სველი ცივი კომპრესი (60მლ ღვინის სპირტი 1ლ წყალზე);

ადგილობრივად, შესაძლებელია, ქავილის შესამცირებელი ლოსიონის გამოყენება;

შესაძლებელია გლუკოკორტიკოიდების გამოყენება: მსუბუქი რეაქციის შემთხვევაში - მზა სტეროიდული კრემები, გამოხატული რეაქციის შემთხვევაში, ექიმთან შეთანხმებით, მაღალაქტიური კრემები, ასევე სისტემური სტეროიდები (ტაბლეტები, ინექციები);

და ბოლოს, საუკეთესო მკურნალობა - ეს არის ალერგენთან კონტაქტისაგან თავის არიდება!




მწერების ნაკბენით გამოწვეული ალერგია

მწერები, რომელთა ნაკბენებსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა, უმეტესად ეკუთვნიან სიფრიფანაფრთიანთა რიგს (Hymenoptera). ესენია უმეტესად ფუტკრები და კრაზანები. ფუტკრები მხოლოდ მაშინ იკბინებიან, თუ მათ ბუდეს რაიმე დაემუქრა. ამდენად, ისინი "ბუნებით აგრესიულნი" არ არიან. ფუტკრის ნესტარი დაკბილულია და კანში ჩასობის შემდეგ მისი ამოღება შეუძლებელია. როცა კბენის შემდეგ ფუტკარი ცდილობს ნესტარის ამოღებას, მისი ნესტარი, შხამის ჯირკვალი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილი წყდება სხეულს და ფუტკარი კვდება. მათგან გასხვავებით, კრაზანები ბუნებით აგრესიულნი არიან, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა საკვები შემოაკლდებათ. თანაც, ერთ კრაზანას მრავალჯერ შეუძლია დანესტვრა, რადგან კრაზანის ნესტარი გლუვია და კბენის შემდეგ მისი ამოღება ადვილია.



როგორ დავიცვათ თავი მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგიისაგან?

ფუტკრის ან კრაზანის შხამისადმი ალერგიულმა ადამიანებმა სიფრთხილის შემდეგ ზომებს უნდა მიმართონ:

არ დაანებოთ ბავშვებს ხის ძირას ან კუნძებთან თამაში, რაგდან იქ ხშირად იცის კრაზანის ბუდეები
არ იაროთ ფეხშიშველამ ბალახზე, რადგან ფუტკრები შეიძლება ბალახში, წვრილ ყვავილებზე ისხდნენ, გარდა ამისა, ზოგჯერ მათი ბუდეები მიწაზეა მოწყობილი
არ ჭამოთ ხილი და არ დალიოთ ტკბილი წყლები შენობის გარეთ
არ მიიღოთ მზის აბაზანები, თუ თქვენ სველი ან ნესტიანი ხართ, ან რაიმე კოსმეტიკური ზეთი გისვიათ, რადგან ამას მწერების მოზიდვა შეუძლია
არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მოჩითლი ტანსაცმელი
წყნარად იდექით, ნუ დაიწყებთ მკვეთრ მოძრაობებს, თუ ახლომახლო ფუტკარი ან კრაზანა გამოჩნდა
სანამ მანქანაში ჩაჯდებით, შეამოწმეთ, ხომ არ არის სალონში ფუტკარი ან კრაზანა.






ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური შოკი ალერგიული რეაქციის ყველაზე სახიფათო და არასასურველი ვარიანტია. ეს არის კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს მწვავე სისტემურ ალერგიულ რეაქციას (მოიცავს მთელს ორგანიზმს) და ვითარდება იმ ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, რომლის მიმართაც ადამიანი წინასწარ იყო სენსიბილიზებული. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ანაფილაქსიის დროს სივდილობა გვხვდება 0,4 შემთხვევაში 1მლნ მოსახლეზე წელიწადში.

ანაფილაქსიის დროს ცვლილებები ვითარდება სხვადასხვა ორგანოებში - კანში, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში, გულ-სისხლძარღვათა სისტემის ორგანოებში, თვალში, საშვილოსნოსა და შარდის ბუშტში. შესაბამისად, ანაფილაქსიის სიმპტომებია: შფოთვა, კანის ქავილი, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ცემინება, ხველება, გამონაყარი კანზე, ტუჩებისა და სახსრების მიდამოს შეშუპება, თვალების შესივება და ქავილი, ხმის შეცვლა-ჩახლეჩა, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ტკივილი გულმკერდში, მოხრჩობის გრძნობა, სიმხურვალისა და ალების შეგრძნება, ნაწლავური კოლიკა, საშვილოსნოს სპაზმი და მოშარდვის სურვილი, შესუსტებული სუნთქვა, დაბალი არტერიული წნევა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.

ანაფილაქსიის გამოწვევა შეუძლია ბევრ ნივთიერებას. ანაფილაქსიური შოკის ხშირ მიზეზს წარმოადგენს ინსექტური ალერგია, ანუ ალერგია მწერის ნაკბენზე (კოღო, ფუტკარი, კრაზანა) და მედიკამენტოზური ალერგია (ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანალგეზიური საშუალებები, სულფამიდური საშუალებები, ჰორმონები, შრატის პრეპარატები, ადგილობრივი გამაუტკივარებელი საშუალებები, სულფიტები). შეიძლება იგი განვითარდეს ფიზიკურ დატვირთვაზეც, რაც დამოკიდებულია დატვირთვის ინტენსივობაზე და გარემოს ტემპერატურაზე. ამ დროს აღინიშნება ინტენსიური ქავილი გამონაყრით ან მის გარეშე, წნევის დაქვეითება და ზემო სასუნთქი გზების შევიწროება.

როგორ მოვიქცეთ ანაფილაქსიის შემთხვევაში?

ანაფილაქსია მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო ნაკლებად მძიმე იქნება გამოსავალი;

სასწრაფოდ კეთდება ადრენალინი, ანტიჰისტამინური პრეპარატები და სტეროიდული ჰორმონები;

გახსოვდეთ!

ანაფილაქსიის საუკეთესო მკურნალობა - ეს არის მისი პროფილაქტიკა;

გარკვეულ პროდუქტებზე ალერგიულმა პირებმა თავი უნდა დაიცვან სპეციფიკურ პროდუქტებთან შეხებაზე;

თუ არის ამის საშუალება, ექიმთან შეთანხმებით, უმჯობესია მიიღოთ მედიკამენტები აბების ფორმით ინექციების ნაცვლად;

ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები მედიკამენტების მიღების თაობაზე;

ინექციის შემდეგ ან ალერგენით მკურნალობის დროს, სულ მცირე 20 წუთი არ დატოვოთ ექიმის კაბინეტი;

ყოველთვის ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში თქვენი დაავადების ისტორიის შესახებ;

ალერგიულმა ადამიანებმა თან უნდა ატარონ სპეციალური სამედიცინო სამაჯური მასზე ალერგიულობის მითითებით, ასევე შოკის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნაკრები.




რა არის ფსევდოალერგია?

ფსევდოალერგიულ რეაქციებს, განსხვავებით "ჭეშმარიტი" კვებითი ალერგიისაგან, საფუძვლად უდევს არაიმუნოლოგიური მექანიზმები. ეს ფსევდოალერგიული რეაქციები გამოწვეულია ჰისტამინის შემცველი საკვებით, ან ორგანიზმის ქიმიური რეაქციების შედეგად ჰისტამინის გამოთავისუფლებით (მაგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მყოფი ბაქტერიების მიერ).

მათი სიმპტომები შეიძლება ისეთივე იყოს, როგორც "ჭეშმარიტი" კვებითი ალერგიის დროს. მაგ., ზოგიერთი თევზის კონსერვი შეიძლება დიდი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავდეს და გამოიწვიოს მოწამვლა ზუსტად ისეთივე სიმპტომებით, როგორც ალერგიულ რეაქციას ახასიათებს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ თევზის მიმართ "ალერგიული" ხართ.

ფსევდოალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია ზოგიერთ სხვა პროდუქტსაც: მაგ. საკვების ქიმიურ დანამატებს (საღებავი, კონსერვანტები, არომატის გამაძლიერებელი ნივთიერებები), რომლებიც კვების მრეწველობაში გამოიყენება. ესენია:

კონსერვანტები:
სულფიტები და მათი ნაწარმები – E 220-227
ნიტრიტები – E 249-252
ბენზოის მჟავა და მისი ნაწარმები – E 210-219

ანტოქსიდანტები:
ბუთილ-ჰიდროქსიანიზოლი – E 321
ბუთილ-ჰიდროქსიტოლუენი – E 321

საღებავები:
ტარტრაზინი – E 102
ყვითელ-ნარინჯისფერი S - E110
აზორუბინი – E 122
ამარანტი – E 123
ჭიაფერი წითელი – E 124
ერითროზინი – E 127
ბრილიანტის მწვანე BN – E 151

არომატის გამაძლიერებელი ნივთიერებები:

გლუტამატები – B 550-55

თუ თქვენ საკვების მიმართ ზემგრძნობელობა გაქვთ, მოერიდეთ ზემოთჩამოთვლილ ნივთიერებებს.




ალერგიისა და ასთმის დიაგნოსტიკა

თუ თქვენ გაქვთ ალერგიული დაავადებების ნიშნები, თქვენ უნდა მიიღოთ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროთ ალერგოლოგიული გამოკვლევა ჭეშმარიტი დიაგნოზის დასადგენად. თითოეულ ალერგიულ დაავადებას აქვს საკუთარი გამოკვლევის გეგმა. სწორი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ და არა მხოლოდ ერთი ანალიზით.

დაავადების ისტორია - გამოკითხვისას ექიმი ყურადღებას ამახვილებს დაავადების დასაწყისზე, მისი განვითარების თავისებურებებზე, ცხოვრებისა და შრომის პირობებზე, მემკვიდრეობითობაზე;

ფიზიკალური გასინჯვა - აუსკულტაცია ბრონქული ასთმის შემთხვევაში მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდია

გარეგანი სუნთქვის გამოკვლევა - აუცილებელია ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისათვის, რომლის დროსაც რეგისტრირდება ძირითადად სუნთქვის დარღვევის ობსტრუქციული ტიპი. დაავადების რემისიის დროს დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ბრონქოპროვოკაციული ტესტების გამოყენებით (აცეტილქოლინით, კარბაქოლინით, ჰისტამინით, პროპრანოლოლით, სხვადასხვა ალერგენებით), რომლებიც გამოავლენს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას.

სისხლის საერთო ანალიზი, ნახველისა და ცხვირის სეკრეტის ციტოლოგიური კვლევა - ხშირად გამოავლენს ეოზინოფილების რაოდენობის მომატებას;

კანის სინჯები ალერგენებით - წარმოებს ჩხვლეტით ან გაჩხაპნით (სკარიფიკაციით) ძირითადად წინამხრის მიდამოში, რომელზეც ხდება ალერგენის ექსტრაქტის წასმა. გარკვეული დროის შემდეგ კანის გაწითლება და შეშუპება მიუთითებს ალერგიის არსებობაზე ზ.ა. ალერგენზე. ერთი გამოკვლევის ფარგლებში შესაძლებელია 15-20 სინჯის შეფასება.

სპეციფიკური ანტისხეულების -IgE და საერთო IgE-ს შეფასება - სენსიბილიზაცია და ალერგია ხასიათდება განსაზღვრული იმუნოლოგიური დარღვევებით. საყოფაცხოვრებო, კვებით, ეპიდერმალურ და სხვა ალერგიებს პირველ რიგში თან ახლავს სისხლში Е კლასის ანტისხეულების (იმუნოგლობულინების) გამოჩენა. ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ადამიანებში მათი კონცენტრაცია ძალზედ უმნიშვნელოა, ხოლო ალერგიით დაავადებულებში კი მკვეთრად იმატებს, რასაც სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს.

კანის ტესტირება და IgE-ზე სისხლის გამოკვლევა მიუთითებს იმ ალერგენებზე, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თუმცა დადებითი სინჯი ამა თუ იმ ალერგენზე ჯერ არ ნიშნავს დაავადების არსებობას, ასეევე უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს შესაძლო დიაგნოზს... ამრიგად, საჭიროა ჩატარებული კვლევების შედეგებისა და კლინიკური სურათის შეჯერება, რაც შედის სპეციალისტ-ალერგოლოგის კომპეტენციაში.

ალერგიული დაავადების სადიაგნოსტიკო სქემა შეიძლება ასევე მოიცავდეს ნახველის ბაქტერიოლოგიურ ანალიზსა და ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობის გამოკვლევას, გულმკერდისა და ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფიას, ოტოლარინგოლოგის კონსულტაციას, სისხლის ანალიზს კორტიზოლის შემცველობაზე, სისხლის შრატში IgA, IgM, IgG განსაზღვრას, იმუნური და ინტერფერონული სტატუსის განსაზღვრას, ალერგენებით პროვოკაციულ (კონიუქტივალურ, ნაზალურ, ინჰალაციურ) ტესტებს, სპეციფიკური IgG-ის განსაზღვრას, ლეიკოციტების ბუნებრივი ემიგრაციის ტესტს და სხვ.




ალერგიის მკურნალობის ძირითადი პრინციპები

ალერგიის წარმატებით მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი ალერგენების ზუსტ იდენტიფიკაციას. არსებობს ალერგიულ დაავადებათა მკურნალობის სამი ძირითადი მიმართულება:
მიზეზობრივი ფაქტორების რაც შეიძლება სრული ელიმინაცია (მოცილება) ავადმყოფის უშუალო გარემოდან
ალერგიით დაზიანებულ ქსოვილებში გაღიზიანების შემცირება, რაც მიიღწევა სხვადასხვა წამლებით ალერგიის სიმპტომების მკურნალობის გზით
ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის შემცირება ვაქცინაციით (სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაცია).




ჰიპოსენსიბილიზაცია

ჰიპოსენსიბილიზაცია ანუ ზემგრძნობელობის დაქვეითება ალერგენისადმი ემყარება ალერგენის მზარდი დოზების რეგულარულ შეყვანას. შესაყვანი ნარევის შემადგენლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ალერგენის მიმართ ხართ მგრძნობიარე, თუმცა ზღვარიც არსებობს: 2-3 ალერგენი ერთ ნარევში.
სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაცია არ არის 100%-ით ეფექტური. საუკეთესო შედეგებს იძლევა მკურნალობა ტკიპისა და ყვავილის მტვრის (ეფექტურია საშუალოდ 80%-ში), აგრეთვე ფუტკრისა და კრაზანის შხამის ალერგენებით (წარმატებულია შემთხვევათა 90%-ზე მეტში). ცხოველის ბეწვის ალერგენებით სპეციფიური მკურნალობა შედარებით ნაკლებეფექტურია და მოთმინებას მოითხოვს, სოკოს ალერგენების შემთხვევაში კი – საერთოდ უშედეგოა.

ჰიპოსენსიბილიზაცია ხანგრძლივი მკურნალობაა – ის საშუალოდ 3 წელს გრძელდება (ფუტკრისა და კრაზანას შხამის ალერგენების შემთხვევაში კი შეიძლება 5 წელს და კიდევ მეტხანს გასტანოს). წარმატება დამოკიდებულია ალერგენის სწორ შერჩევაზე, მის დოზირებაზე და პაციენტზე.

ბავშვებში ჰიპოსენსიბილიზაციის ჩატარება შეიძლება 2 წლიდან.




ალერგიის მედიკამენტოზური მკურნალობა

ალერგიის მკუნალობისას ძირითადად გამოიყენება შემდეგი ჯგუფის მედიკამენტები:
ანტიჰისტამინური საშუალებები (ტავეგილი, სუპრასტინი, დიმედროლი, ფენკაროლი, დიაზოლინი და სხვ.) – ძირითადად გამოიყენება ალერგიული რინიტის, კონიუნქტივიტისა და ქავილით მიმდინარე კანის ალერგიების დროს. ისინი ამცირებენ ქავილისა და ლორწოვანი გარსების ალერგიით გამოწვეულ შეშუპებას. იხმარება ტაბლეტების, საინექციო ხსნარების და თვალის წვეთების სახით. ეს პრეპარატები იმდენად უხიფათო და ადვილად გამოსაყენებელია, რომ დღეს ისინი ალერგიის სამკურნალო საუკეთესო სიმპტომურ საშუალებებად ითვლება.

დეგრანულაციის საწინააღმდეგი საშუალებები (დინატრიუმის ქრომოგლიკატი ანუ ინტალი, ზადიტენი) - გამოიყენება ასთმის, რინიტის და კონიუნქტივიტის გამწავავების პროფილაქტიკისათვის. დინატრიუმის ქრომოგლიკატის პრეპარატები გამოიყენება როგორც თვალის და ცხვირის წვეთების სახით, ისე საინჰალაციოდ. ზადიტენი იხმარება ტაბლეტებისა და სიროფის სახით. ეს პრეპარატები მხოლოდ და მხოლოდ ალერგიის გამწვავების პროფილაქტიკას ახდენენ და, ამდენად, მათი მიღება მოსალოდნელი შეტევების დაწყებამდეა საჭირო, ხშირად ხანგრძლივად.

ასთმის მკურნალობაში ძალიან ფართოდ გამოიყენება ე.წ. ბრონქოდილატატორული საშუალებები, რომლებიც სუნთქვას აადვილებს. უმეტეს შემთხვევაში, ასთმის გასაკონტროლებლად საკმარისია ამ პრეპარატების რეგულარული ხმარება. ამ ტიპის წამლები ხელმისაწვდომია ტაბლეტების, დოზირებული ინჰალატორების, ინექციებისა და სანთლების სახით და შეიცავს ადრენალინის მსგავს პრეპარატებს და თეოფილინს.

ადრენალინის მსგავსი წამლების ინჰალაცია გამოიყენება შეტევების მოსახსნელად. ისინი ეფექტს ძალიან სწრაფად იძლევიან. როცა სასუნთქი გზები თითქმის მთლიანად დახშულია, საჭიროა გამოვიყენოთ მათი საინექციო ფორმა. ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები პულსის აჩქარებისა და კანკალის სახით, ამიტომ ყური დაუგდეთ ექიმის რჩევას და არ იხმაროთ ინჰალატორები ზედმეტად ხშირად.

თეოფილინი იხმარება ტაბლეტების, ინექციების და სანთლების სახით.

ზოგ შემთხვევაში, ალერგიის მძიმე ფორმების დროს ძალიან სასარგებლოა კორტიკოსტეროიდები (კორტიზონის ნაწარმები). რადგან ალერგია ანთების ერთ-ერთი სახეა, კორტიკოსტეროიდების ხმარება ნამდვილად მიზანშეწონილია. არსებობს კორტიკოსტეროიდული ჰორმონების მრავალი პრეპარატი. მათ იყენებენ ტაბლეტების, ინექციების, ინჰალატორების, მალამოების სახით. კორტიკოსტეროიდები ძირითადად გამოიყენება ასთმის დროს და ეგზემის შემთხვევაში.


გახსოვდეთ!

ექიმის გარდა წამლის გამოწერის ნება არავის არ აქვს. არასოდეს მიიღოთ წამალი თქვენს ექიმთან შეუთანხმებლად!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Jun 4 2009, 20:19
პოსტი #20


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბიჭებო ერთი მოკრძალებული აზრი მაქ(ოგონდ არ დამცინოთ ეხლა,ვიტო შენ გეხება ეს): როგორც ვიცით გოგირდის სუნი ცუდად მოქმედებს გველზე და ისიც ახლო-მახლო არ ჭაჭანებს, ხოდა რა ვიპიქრე იქნებ ჩვენი შარვლები(სანადირო) გოგირდით გაგვეჟღინთა და გიურზის პრობლემაც მოგვარდებაააააააა.ჰა რას იტყვით???newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 4 2009, 20:31
პოსტი #21


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩიქო
არ დაგცინებ? newsmile05.gif

გოგირდს როგორც მახსოვს წვავენ და ეგ როგორ იქნება? თუ მეშლება რამე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Jun 4 2009, 20:38
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ხოოოოოო, ერთხელ მანდარინის პლანტაცია შევწამლე სახლთან ახლოს ჩემთან დაააააააა გოგირდიც ქონდა მაგას ცოთა რაოდენობით დაააააააააააა...... მერე ეგ დასაქცევი თოფით მოვკალი, არაააა საჭირო დაწვა მაინცდამაინც უბრალოდ (წყალშიდაც რომ გაურიო და ისე შეასხურო იმაზედაც გამოვა და გაიქცევა თუ სადმე ახლო-მახლო ზის) უნდა გაჟღინთო შარვალი და ეგ იქნება მემგონი ერთ-ერთი იარაღი, ეგ გამატესტინაააააააა ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებაააა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 4 2009, 21:25
პოსტი #23


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ხალხო დღეს კიდევ გამოაცხადეს თუ უყურეთ რუსთავსი უკბინა ქალს გიურზამ თავის სახლში ფარდის უკან ყოფილა დამალული, აი ეს უკვე კი ნაღდად კატასტროფაა, დღესჩემი ბავშვი მიმყავდა ბაღში, მე ნუცუბიძის პლატოზე ვცხოვრობ მე-4 მიკროში და ბავშთა სოფელში რომ ბაღია იქ დადის ჩემი შვილი, დაღის ეზოს გზაზე დაახლოებით 120 სმ. გველი იყო, გიურზა ნაღდად არ ყოფილა, გასრესა ვერ მოვასწარი, მერე ჩემმა მეუღლემ მერიის სპეციალიზირებულ სამსახურში დარეკა, ასულან ადგილზე 2 ცალი დაუჭერიათ, მერე უთქვიათ ეს საშიში გველი არ არისო, და გიურზა აქ შანსი არაა რო იყოსო, მაგრამ მაინც გველია რა, რადგან ეგ გველი ცოცხლობს, გამორიცხული არაა რომ გიურზაც მომრავლდეს, განგაშია ასატეხი!!!!!!!!!!!!!!1

ტიტუუუუუუუუუუუუუუუუ ეს რამდენი დაგიწერია შოთა! საღოლ ძმაო, შოთა.03 ესეიგი ანტიგიურზნი თუ არა დექსამეტაზონის ან პრედნიზოლონის ინექცია რომ ვატაროთ ურიგო არ იქნება არა?


ჩიქო

ეგრე შალიც არ ევასებაო გამიგია და გოგირდით აყროლებას ისე შალის ჩაცმა ჯობია newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 4 2009, 21:29
პოსტი #24


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



გიურზა საშიში არის ამ პერიოდში და ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც ახალი ამოსულია ეეხლა კიდევ პატარები ყავს და ძალიან აგრესიულია, ამიტომ ისეთ ადგილებში სადაც ეეგ ცხოვრობს არ გირჩევთ სიარულს და არც ძაღლის სეირნობას თან ისეთი ძაღლის რომელიც გამოუცდელია, რაც შეეხება ნადირობის ყველაფერს თავის დრო აქვს და იქ უნდა ახვიდე კარგად რომ მოთოვს და ყინვებს რომ დაიჭერს მერე და არანაირად არ არის საშიში არც შენთვის და არც შენი მეგობრისთვის, მაგრამ სიფხიზლე ყველა შემთხვევაში საჭიროა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jun 4 2009, 21:35
პოსტი #25


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



გრიზლი
მერე ბიჭებო ავთეხოთ განგაში ,მაგრამ ჯერ ცოთა დრო გვინდა ჯერ კლუბი დავაწყოთ და მაგაზე გასატრაკებელი დრო ბლომად იქნება და შეუტიოთ ამ ბუნების მტრებს ამათ(მგარემოსდაცვას ვგულისხმობ).
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 4 2009, 21:53
პოსტი #26


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რუსთავში დაურიგებიათ ანიგიურზნი ვაქცინა საავადმყოფოებში და პოლიკლინიკებში, ეტყობა შევიდა ამათ ტვინში თბილისის საწყობში რომ არაა მაგის ადგილი, არამედ იმ რეგიონებში სადაც გიურზაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 4 2009, 21:56
პოსტი #27


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გრიზლი
ეხლა ის გამაგებინეთ თქვენზე ზრუნავთ თუ ძაღლებზე?
ადამიანს გადაარჩენენ რამე რომ იყოს, და ძაღლს რა მოუხერხოთ,

ინებ ამასაც შეეხოთ ცოტათი, ძაღლის მოკვლას მირჩევნია საერთოდ არ ვიარო სანადიროთ მაქეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 4 2009, 22:06
პოსტი #28


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოოოოოოოოოოოოო აი ეგ აღარ ვიცი, ისე ჩემი ახლობლის სეტერს უკბინა და მანქანაში ჩასმაც ვერ მოასწრეს, იმას ცხვირზე კბინა, ისე ერთი მაგარი ვეტერინარი მყავს და იმას ვკითხავ, მაგრამ მე არ მახსოვს შემთხვევა ძაღლისთვის გიურზას ეკბინოს და გადარჩენილიყოს, ისე ჩვენს თავზეც რომ უნდა ვიზრუნოთ რა არ ვარგა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 4 2009, 22:35
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მე მინახავს ეეგეთი შემთხვევა სტაფს და პიტს უკბინა გიურზამ და კარგა ხანს ეებრძოდნენ და ორივე დაკბენილი მოიყვანეს ვეტერინართან და იქ ვეტერინარის დახმარებით ძაღლი დავსერეთ და სისხლი გამოვაშვებინეთ და რაღაც ვაქცინები გავუკეთეთ არ მახსოვს რა გაუკეთეთ და ის ორივე ძაღლი ცოცხალია ეეხლაც მაგრამ ეერთს ცოტა ფეხი აწუხეებს არ ვიცი მაგის ბრალა მემგონი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jun 4 2009, 22:39
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



არა გიო ეგ სთაფებია ეგრე,მონადირე ძაღლები სანადიროთ არვარა 90 % კბენის შემდეგ რომც გადარჩეს newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

20 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 02:26