თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპორტი _ ქართული ფეხბურთი

პოსტის ავტორი: CECEIRON Aug 6 2009, 21:06

დავიწYებ დღევანდელი თამაშით ცრვენაზვეზდა-დინამო აბა დაფოსტეთ რას ფიქრობთ გავა დინამო შემდეგ ეტაპზე


P.Sვისაც სურს ყურება ლივსჰი სჰემოდით აქ http://onlinesoccer.ge/index.php?act=live&id=3

პოსტის ავტორი: შალვა Aug 6 2009, 21:13

დინამომ გამაოცა, ეხლა თუ გავიდა !!!!!! სტადიონს დავუბრუნდები!!!! კლინუს საქართ. ფეხბურთ. ფედერაციის ხელმძღვანელობით.

პოსტის ავტორი: CECEIRON Aug 6 2009, 21:20

ნეტავ გავიდეს რა დინამო,დინამო,დინამო,გამარჯვ

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 6 2009, 23:26

CECEIRON
მაიცა კაცო, მე ქართულ ფეხბურთში ჩაინიკი ვარ, კაი ხანია მაგათი ყურება აღარ მინდა მარა ხანდახან მაიც მინდა რომ
ძალიან არ ვაგებდეთ... newsmile05.gif
შენ ეხლა ის გვითხარი ჩემნაირ ხალხს ეს თემა რას ნიშნავს, ეხლა მიდის ლაივში თამაში და "უბალელშიკოთ"
თუ უბრალოდ ქართულ ფეხბურთზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ როგორ არის საქმე?

პ.ს. ეს თემა საღადაოდან ხომ არ გავიტანოთ ზევით?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Aug 7 2009, 00:18

ეეე დინამომ ჩაისვარა მაგრად 5:2 აგებდნენ ეგ სირები. მაგრად გამიტყდა რა

პოსტის ავტორი: CECEIRON Aug 7 2009, 07:41

ციტატა(ვიტო @ Aug 7 2009, 12:26 AM) *
CECEIRON
მაიცა კაცო, მე ქართულ ფეხბურთში ჩაინიკი ვარ, კაი ხანია მაგათი ყურება აღარ მინდა მარა ხანდახან მაიც მინდა რომ
ძალიან არ ვაგებდეთ... newsmile05.gif
შენ ეხლა ის გვითხარი ჩემნაირ ხალხს ეს თემა რას ნიშნავს, ეხლა მიდის ლაივში თამაში და "უბალელშიკოთ"
თუ უბრალოდ ქართულ ფეხბურთზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ როგორ არის საქმე?

პ.ს. ეს თემა საღადაოდან ხომ არ გავიტანოთ ზევით?

ეხლა რაც გინდა ის ქენი,ვაბშე წაშალე ნუ იქნება დინამოს ხსენება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 7 2009, 10:04

ერთი ტონა სარბიელი მქონდა და რა ვიცი,თითქმის ყველა ჟურნალ გაზეთი,სანამ ქეცბაიას თაობა თამაშობდა,მერე კი სულ ორჯერ ვიყავი სტადიონზე,ფრანგების და იტალიელების სანახავად,თორემ ჩვენ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ 6-7 წელია.
შალვას ვეთანხმები,დავუბრუნდებოდი სტადიონს რომ მოეგოთ,მარა ...

ვიტოს დაბადების დღეზე მე და ნუკრიმ ქართული ფეხბურთის გადარჩენის მთელი ქარტია ჩამოვაყალიბეთ,ვინ მოგისმინა

საშველი ხელმძღვანელობის გადახალისებაშია,ყველაფერს აგებდე და მაინც სათავეში იყო,ეგრე არსად არაა


პოსტის ავტორი: იკო1981 Aug 7 2009, 12:12

ქარტველ ფეხბურთს დიდი ხანი არ ეშველება არაფერი! ასე რომ 20 წლის მერე შემოვიხედავ აქ newsmile05.gif))))

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 7 2009, 13:12

არა ისე მართლა სადამდე მიიყვანეს რა ბლინ, დედა აახიეს ყველაფერს, თან რამდელი წელია ერთი და იგივე ხდება,
მერე ბოიკოტს გამოუცხადებს კაცი და იხვეწებიან გვერძე გვედექითო, მიხვალ სტადიონზე და ისევ 10:0 წავაგებთ,
რა უბედურებაა ტო, ახალკაცი დიდი სამბით პროგრამის პრეზენტაციას რომ აკეთებდა კი მახსოვს როგორ ამბობდა თუ ვერ გავაკეთე წავალო და...............

ჩვენ უფრო მაგრად ვთამაშობთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Aug 7 2009, 14:03

ციტატა(vito @ 7th August 2009 - 02:12 PM) *
ახალკაცი დიდი სამბით პროგრამის პრეზენტაციას რომ აკეთებდა კი მახსოვს როგორ ამბობდა თუ ვერ გავაკეთე წავალო და...............

არაფერს გაგონებს?

პოსტის ავტორი: ბესო Aug 7 2009, 14:31

ციტატა(CECEIRON @ Aug 6 2009, 10:06 PM) *
დავიწYებ დღევანდელი თამაშით ცრვენაზვეზდა-დინამო აბა დაფოსტეთ რას ფიქრობთ გავა დინამო შემდეგ ეტაპზე

P.Sვისაც სურს ყურება ლივსჰი სჰემოდით აქ http://onlinesoccer.ge/index.php?act=live&id=3



newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ნეტარ არიან მორწმუნენი newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: CECEIRON Aug 7 2009, 15:53

ლოოლ დინამო და ლოოლ ქართულო ფეღბურთო,ისევ ჯობია ბარსას უბალელშIკო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 18 2009, 18:58

ციტატა(CECEIRON @ Aug 7 2009, 04:53 PM) *
ლოოლ დინამო და ლოოლ ქართულო ფეღბურთო,ისევ ჯობია ბარსას უბალელშIკო newsmile05.gif


ბარსას ვბალელშიკობ მეც

პოსტის ავტორი: valo Aug 18 2009, 20:49

ციტატა(CECEIRON @ 6th August 2009 - 11:06 PM) *
ქართული ფეღბურთი


ეს რაღაც ახალი მოძრაობაა ?

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 7 2009, 18:11

როგორი სახელიც ჰქვია ამ თემას (ფეღბურთი),მართლა ეგეთი გუნდი გვყავს,თუ ამათ გუნდი ჰქვიათ.კაპიტანმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანოს,ამის მერე პირირქით,მეტი ჟილკით არ უნდა შეუტიო მოწინააღმდეგეს?ერთი გააზრებული მომენტი შემახსენეთ რა,ჩვენს კართან იმ ორჯერ შექმნილს არ ვგულისხმობ.ერთი ეგ იყო პატარა ბიჭმა ანანიძემ ჭკვიანურად ჩაახვია საჯარიმო,ვსიო.მეტს ვერ ვიხსენებ.
ისე რა გულშემატკივრობა ვიცით არა.10 ტონა ,,სემიჩკა" იფცქვნება ეროვნულზე.კალაძეს ნაღდად არ ვამართლებ,მარა ლივერპულელს რომ გაეტანა თუგინდ 3 გოლი საკუთარ კარში,არავინ უსტვენდა.ბარსა-მილანის ტიფოზი (ფანი)ვარ,მარა ინგლისელების გულშემატკივრობის განსაკუთრებულობას ვაღიარებ.ჩვენ კი რა,აბა სემიჩკა ჭიქა 20 თეთრად...

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 7 2009, 21:05

რა გინდათ კაცო, ყველას ეშლება, კრგათ რომ თამაშობს ხოტბას კი ასხავს ხოლმე ხალხი,
მოხდა რა ერხელ, ნეტა კიდე გვყავდეს ეგეთი ფეხბურთელები.....

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 7 2009, 21:25

ეე ამაზე მინისტრმა ვერ გააკეთა კომენტარი და მე რავიცი რავიცი ეე ვის ხელში ვართ რაც მე სემიჭკა ვჯამე იქ და ვიფურთხე ეეხლაც გულზე მადგასს

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 8 2009, 00:24

აი მაგიტომ არ მიყვარს ფებურთი, მერე უნდა დავჯდე და ვინერვიულო............ არა ძმაო, საქართველო და ფეხბურთი............ იეღოვის უფრო მჯერა მე, ვიდრე ქართული ფეხბურთის........... ხოდა კალაძემ თუ მასე იტანა საკუთარ კარში გოლები, 20 წლის შემდეგ კი არა, კაი 80 წლის შემდეგ შემოვიხედავ ამ თემაში, იკო შენი არ ვიცი, პრინციპში იმედი არ მოგიშალოს ღმერთმა............. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 8 2009, 01:43

ხოოო...კალაძეს ვერ მოუვიდა კარგი ამბავი, მარა ხდება ხოლმე.(ვინ დათარსა ეგრე...თან ორჯერ) ისე კი თავიდან საკმაოდ კარგად დაიწყეს...1 გოლიც კი შეაპორჭიკეს მარა არ ჩაგეთვალა(თამაშგარე აღმოჩნდა)....რას ერჩით რააა..ბოლობოლო იტალია იყო...გონდურასი ხო არა..მე მაინც ვბალეშიკობ...მაინც ჩვენები არიან...წაგებასაც ისე მივეჩვიე..უკვე მკიდია...ოდესმე მაინც მოუგებენ ვინმეს ალბათ ....აბა რას იზავენ.

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 8 2009, 01:56

ლევანი
კაცო იტალია რომ არის, მაგიტომ 2-ჯერ შენს კარში ხომ არ უნდა გაიტანო არაა??............. აააა მივხვდი, კალაძეს მხარი ეცვალა და ვერ გაიგო თავისი კარი საით იყო და სხვისი საით.............. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ეეეეე............ არა ძმაო, არა, არ არის ფეხბურთი ჩვენი საქმე და ერთი ადგილის თამაშს უნდა მოვრჩეთ.............

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 8 2009, 07:31

თუ ქომაგი ხარ წაგებულ გუნდსაც უნდა უქომაგო. კარგია თუ ცუდია ჩვენია. სუსტს იუდა მხარდაჭერა, თორემ ძლიერი ისედაც ძლიერია. კახა მაგრა შემეცოდა. ხდება ხოლმე ეგეთები ფეხბურთში. ვისაც არ უთამაშია ძნელი გასაგებია მაგისთვის.

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 8 2009, 08:52

ჩვენი მკვდარი ჩვენ უნდა დავმარხოთ!!!

პოსტის ავტორი: ფეოლა Sep 8 2009, 08:59

newsmile038.gif

ხომ ვამბობდი ხვედელიძე დაცვას მიხედე-თქო!!!

პოსტის ავტორი: შალვა Sep 8 2009, 12:55

კალაძეზე როგორც ფეხბურთელზე დიდი წარმოდგენა არასდროს არ მქონია, თუმცა ვაღიარებ რომ მასზე უკეთესი მცველი დღეს საქართველოში არ არის(პარადოქს). წაქცეულზე წიხლის დაკვრა ადვილია კალაძემ ტექნიკური წუნი დაუშვა თამაშის დროს რაც ყველას ნებისმიერ საქმეში შეიძლება დაემართოს, მაგრამ რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს ეს სუფთა წყლის მავნებლობაა აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული, ჩემი ნება რომ იყოს ფედერაციიდან ყარაულსაც ავაცმევინებდი! newsmile051.gif

პოსტის ავტორი: Maverick Sep 8 2009, 12:58

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი


როცა გვნებს უნდა დაანებო თავი

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 8 2009, 15:18

ფედერაცია რა შუაშია, ამათმა თამაში არ იცოდნენ............ რა ვიცი აბა? ისე ნოსოს ვეთანხმები: ჩვენი მკვდარი, ჩვენ უნდა ვათრიოთ.........

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 8 2009, 15:33

ციტატა(giorgixomeriki @ 8th September 2009 - 09:52 AM) *
ჩვენი მკვდარი ჩვენ უნდა დავმარხოთ!!!

ალბათ აჯობებს ჯერ აპარატზე ვამყოფოთ ხელოვნურად... newsmile035.gif ინებ კიდეც გადარჩეს..მერე მომჯობინდეს და იქნებ რამეც გამოვიდეს მომავალში...დამარხვა ყოველთვის მოესწრება... newsmile05.gif
ისე კი სერიოზულად რო ითქვას..კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს იტალიას..რას ვერჩით..ადრე რო შევხვდით იტალიას იმასთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდნენ..(საკუთარ კარში მაშინ ასათიანმა გაიტანა) მერე იმათმაც არ დაგვაკლეს...ეხლა მარტო ჩვენ მაინც გავიტანეთ ჩვენ კარში....იმათ ვერ გაგვიტანეს...თან კალაძეც ფაქტიურად ნახევრათ იტალიაშია გაზრდილი..ისინიც მაგისი გუნდელები იყვნენ და აერია..რომელ მხარეს იყო..ალბათ. newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: შალვა Sep 8 2009, 15:35

ციტატა(levani @ 8th September 2009 - 04:33 PM) *
საკუთარ კარში მაშინ ასათიანმა გაიტანა

საფრანგეთთან ჭედა მემგონი.

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 8 2009, 16:04

ლევანი
ლევან ბატონო, ვაიდა აგვიყროლდეს, მერე რა ვსქნათ???................ newsmile035.gif:D newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 8 2009, 16:59

ლევანი
არა სანამ ესენი იქნებიან newsmile055.gif ფედერაციას არ ვგულკისხმობ,დიდი ფედერაციაა მოსაშორებელი ქვეყნის ფედერაცია!!!
აბა რეეები ხდება ნახეთ რეგიონებში!ფოთის კოლხეთს რომ გუნდი არ ეყოლება ეგ არის საცოდაობა ,აქ დაიბადა ქართული ფეხბურთი,ყველაზე წამგებიანი საქმე რომ იყოს მაინც უნდა იყოს!!!

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 8 2009, 19:19

ნებისმიერ საქმეს სიყვარული უნდა,აი ჩვენ,ამ ფორუმს სიყვარულით მივუდექით და 4 თვეში საძმო გვაქვს,ასე არაა?ამ თემაში რამდენს გვინდოდა დაგვეწერა ის სიტყვები,რასაც ჩვეულებრივი რიგითი გულშემატკივარი იძახის ხოლმე სტადიონზე,მარა სიტყვა ვთქვით,უწმაწურ სიტყვებს არაო!!!გვიყვარს ფორუმი და ვასრულებთ ამ პირობას!!!ამათ კიდევ არ უყვართ ფეხბურთი,ფული უყვართ მაგათ,ასე კი ჩვენთვის გასახარებელი საქმე არ გაკეთდება,მათთვის გასახარებელს კი აკეთებენ ისინი,აბა ამდენი მარცხის მერე კიდევ მანდ იჯდე და თავს იმართლებდე კაცო?საიდან მოვიდნენ ეგენი newsmile089.gif
ახლა მწვრთნელს გაუშვებენ,არადა ინფაქტს როგორ არ იღებს კუპერი,არ ვიცი.მისი შეცდომა მხოლოდ იმაშია,რომ ისე ჩაუდგა ნაკრებს,ბოლომდე არ ჰქონდა გარკვეული ვინ მართავდა ქართულ ფეხბურთს.დანარჩენს აკეთებს რაღაცას იმ კადრებით,რაც ჰყავს.კადრების სიმცირე კი შიდა ჩემპიონატის არარსებობაშია.მე ეროვნული ჩემპიონატის არცერთი თამაში არ მინახია სტადიონიდან 10 წელი იქნება,რას ვუყურო,მითხარით.რა ტემპშიც აქ თამაშობენ,იმ ტემპში განმეორებით მომენტებს აჩვენებენ იტალიასა და ესპანეთში.მე ფეხბურთი მიყვარს,ამათ კი მეც და ჩემნაირებიც გააძევეს სტადიონებიდან და მხოლოდ ბარსა-მილანის ტიფოზებად გვაქციეს.აბა,აქ ფეხბურთს ვერ ვხედავ.სადმე თუ ნახეთ ქართული ფეხბურთი,შემატყობინეთ,ნომერი იცით...

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 8 2009, 20:52

დაიბადა ინგლისში,გაიზარდა ბრაზილიაში და მოკვდა საქართველოში!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 8 2009, 23:19

ციტატა(giorgixomeriki @ 8th September 2009 - 05:59 PM) *
დიდი ფედერაციაა მოსაშორებელი ქვეყნის ფედერაცია!!!

ნოსო...პოლიტიკას დაანებე თავი...მე არ გეთანხმები მაგაში...და გამოწვევებს არ ვიყოთ...თუ მაგ თემაზე საუბარი გსიამოვნებს..სადმე სხვა ფორუმში...ვიდებატოთ..
ფოთს კი ნეტა რა ჭირს ეგეთი...რავა ყველაფერი მანდ მიდის უკუღმა ამის დედავატირე....ან ფოთის გუნდს რა დაემართა????...არ თქვა ეხლა მთავრობამ მიხურა ჯინაზეო...

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 8 2009, 23:25

ლევანი
არა პორტი გაიყიდა ,მერე უკვე პორტის ახალმა ხელმზღვანელობა დაფინანსება შეუწყვიტა და ...

არ მაინტერესებს რატომ მოხდა?შედეგი ისაა რომ ქართული ფეხბურთის აკვანი მოვკდა და ამის შედეგი გუშინაც ნახეთ ეროვნულზე!!!

კალაძემ სხვის კარში რომ გაიტანა არ დაუფასეს და ამ 2 გოლს დაუფასებენ იქ დამიჯერეnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 8 2009, 23:46

ციტატა(giorgixomeriki @ 9th September 2009 - 12:25 AM) *
პორტის ახალმა ხელმზღვანელობა დაფინანსება შეუწყვიტა

სპონსორი ყოლიათ მოსაძიებელი რააა...იპოვნიან და ისევ გაცოცხლდება ფეხბურთის აკვანი...
ციტატა(giorgixomeriki @ 9th September 2009 - 12:25 AM) *
კალაძემ სხვის კარში რომ გაიტანა არ დაუფასეს

კაი ერთი ჩემო ნოსო...კალაძეს თუ დაფასება აკლია...ქემოკლიძემ რაღა თქვას..მაშინ..ან ვინ რა არ დაუფასა....

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 8 2009, 23:47

ლევანი
არგვინდა ლევან კამათი მე სხვა რაღაცას ვამბობ კარგად იცის ყველამ!!! რატომ ვკამათობთ ფაქტი სახეზეა და რამე უნდა ეშველოს!!!:(newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 8 2009, 23:57

არაფერსაც არ ვკამათობ...ყველასი რა მოგახსენო..მაგრამ მე ნაღდად ვიცი რაც ხდება...საქართველოში..ფეხბურთი დაბალ დონეზეა..იმიტომ რომ ძალიან პატარა ბიუჯეტი აქვს ჩვენ ფედერაციას..სხვა ფედერაციებთან განსხვავებით...ამიტომ იმხელა ფულს ვერ იხდიან რასაც სხვაგან...მაგიტომაც არ ადგება საშველი....ჩვენი ფეხბურთელები კი ფეხებს უბრთხილდებიან...(იქ ჭირდებათ)...სანამ ფინანსური საკითხი არ მოგვარდება და იმხელა ფულს არ გადაიხდიან..როგორც ევროპაში...მანამდე ტრაკს არავინ გაანძრევს რიგიანად...მაგხელა ფულს კი ჯერ ვერავინ გადაიხდის...იმიტომ რომ ეხლა ქვეყანას ანტი საჰაერო რაკეტები უფრო ჭირდება..ვიდრე..50 მილიონიანი ტრენერი და 100 მილიონიანი ფეხბურთელები...მაგის დრო კი მოვა ალბათ ნელანელა...

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 9 2009, 07:12

ლევან,ანტისაჰაერო რაკეტები ათასობით რო ვიშოვოთ,მაინც აზრი არა აქვს,არა ვართ ჩვენ ის ხალხი იმათ მოვერიოთ,ვისთვისაც გვინდა.მაგათ მაინც ჩვენზე მეტი ექნებათ.ჩვენ ის ხალხი ვართ,გუშინ და დღეს ტაშს ვუკრავდით და ხვალ თუ შეცდა დედა ვაგინოთ ჩვენიანს.ასე იყო ყიფიანის,ჩივაძის,გუცაევის შემთხვევაში.მათი მწვრთნელობისას არავის ეზარებოდა დედა ეგინებინა მათზე,არადა მთელი ერი ფეხზე იდგა და თაშს უკრავდა მათ 70-80-იანებში.შენ ხო უკეთ გახსოვს.აი ეს სენი გვჭირს ჩვენ.კალაძეს ორი გოლის გატანისთვის კი არ უსტვინეს მხოლოდ,შურის გამოც,მილიონერიაო,შური ვერ მოვიშორეთ და ვერაფერიც ვერ ვისწავლეთ.სტადიონზე შეკრებილი თინეიჯერების უმრავლესობა პირლო-კანავაროს სანახავად იყო მისული და მერე მიზეზი რო გაჩნდა,დაგროვილი ბოღმა კალაძეზე ამოანთხიეს.კალაძე ვერ ჩივაძის და ვერც ხურცილავას დონეა,მაგრამ ქართველია,კაპიტანია და რაც არ უნდა მოხდეს,იმათი თანდასწრებით არ უნდა უსტვინო,სადაც შენი ქვეყნის სახეა.შეცდა ძალიან მაგრა თანაც,არაა ფორმაში და უკვე ვერ თამაშობს,მარა გინება????
ისე მაგ რაკეტების ტყუილა ყიდვას,ამ სპორტისთვის მეტის დახარჯვას ვამჯობინებდი,თორე განარკომანდება ახალგაზრდობა უსაქმურობისგან,საბოლოოდ მათთვის ხო შენდება ეს ქვეყანა და თუ სპორტი მოკვდა,რა აზრი აქვს?
ქვეყნის ხელისუფლებას რაც შეეხება,მათი ,,პადდერჟკა" ჰქონდა ფედერაციას,ბოლო არჩევნები ხო გახსოვთ,მარა ახლა მათაც მობეზრდათ და დიიიიდი ცვლილებები მზადდება როგორც ვიცი.ღმერთმა ქნას,როგორც ზემოთ დავწერე,სიყვარულით მოსულიყვნენ ისინი.ვენაცვალე მოჭიდავეებს,მარა ფეხბურთი უფრო მაღლა დგას,ვიდრე ყველა დანარჩენი სპორის სახეობა.მოჭადრაკეებთან ბოდიში

პოსტის ავტორი: Aragvispireli Sep 9 2009, 08:41

ძალიან ცუდად ითამაშეს.. newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 9 2009, 09:18

ზაზა
რათქმაუნდა მაგ ყველაფერში გეთანხმები...რაც შეეხება კალაძეს..ჩემ ზედა პოსტებს თუ გადახედავ...ზუსტად მაგას ვწერ, რომ ეგეთები ხდება და მაგის გულისთვის არ უნდა წავიგდოთთქო...ეგრე არველაძემაც ვერ ითამაშა ერთხელ და გადაუარეს...ეგ სხვა თემაა, გულშემატკივრობაში ვართ ძალიან სუსტები....რაც შეეხება ფეგერაციას...იმაზე მეტი გამოყო თანხები ვიდრე წარმოვიდგენდი..,მარტი ტოპმიულერი რა დაჯდა ღმერთმა იცის, მაგრამ ეგ ცოტაა...შენ კარგად იცი მაგ დონის გუნდის შექმნას რა თანხები ჭირდება...მარტო ლონდონის არსენალს(და არა ინგლისის ფედერაციას) საქართველოს ბიუჯეტზე ნეტი ბიუჯეტი აქვს, ასე რომ ჩვენები რასაც ახერხებენ მაგასაც დიდ მიღწევათ ვთვლი...ეგ ფაქტიურად პატრიოტიზმზე და ენთუზიაზმზე მოახერხეს...
რაც შეეხება რაკეტებს...გინდაც ეგრე იყოს...ნუ იყიდიან თუ ეგრეა..მაგრამ მაგის გარდა კიდე უამრავი პრობლემა აქვს ქვეყანას...

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 9 2009, 11:33

ლევანი
ეგეც ფედერაციის ბრალია ლევან და ფედერაცია ვისექვემდებარება?ახლა შენ მეტყვი ერტი თამაში გამო მთავრობა უნდა გადადგესო ?

მაგრამ ყველა საქმეში ასე არიან ,მე პოლიტიკაში არ გადავდივარ მაგრამ როდესაც ფეხბურტიც კი პოლიტიზირებულია ქვეყანაში და ფეხბურთზე ლაპარაკით მივალთ ჩვენ მთავრობამდე, ეგარის საცოდაობა!!!

არგვინდა კამათი ,გზაა ერთი ფედერაციის ყველა თანამშრომელი უნდა გადადგეს და მოვიდეს ისეთი ვინც რამე იცის!!!
საერთოდ ნაკრები ივსება ბავშთა ფეხბურთიდან!2 მილიონი რომ მიცეს ტოპმიოლერს ეგ სწორია?2 მილიონად იმდენ ბაზას ააშენებდი საქართველოში? ბევრიც რომ არა 2,3 მიც საკმარისია რომ თაობა გაიზარდოს!
ხოდა ძოძუაშვილი პენსიაზე ყავთ ქუთაისის ტორპედოში,ეგ უკვე ფედერაციის ფარგლებს ცდება და ყველამ კარგად იცის სადაც მიგვიყვანს!!!

ნუ რაკეტებზე არ ვლაპარაკობ,ყველაფერი თუ მოკვდა იყოს მარტო საქართველო და პვო!!!

პოსტის ავტორი: შალვა Sep 9 2009, 11:38

ციტატა(levani @ 9th September 2009 - 12:57 AM) *
ამიტომ იმხელა ფულს ვერ იხდიან რასაც სხვაგან...მაგიტომაც არ ადგება საშველი....ჩვენი ფეხბურთელები კი ფეხებს უბრთხილდებიან...(იქ

ლევან გაიხსენე ხორვატიის ნაკრების კაცების საქციელი თვითონ დააფინანსეს შესარჩევიც და ჩემპიონატზე თამაშიც და ხომ ყველას გვახსოვს რაც გააკეთეს ასე რომ მარტო ფული და დაფინანსება არარის მთავარი, მთავარია რომ ფედერეაციაში არ იყვნენ დამპლების მიერ დანიშნული დამპლები!

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 9 2009, 13:04

ციტატა(shalva @ 9th September 2009 - 12:38 PM) *
მთავარია რომ ფედერეაციაში არ იყვნენ დამპლების მიერ დანიშნული დამპლები!

შემოგვთავაზე კანდიდატურა...ვის არ თვლი დამპლად და ვინ ააღორძინებს ქართულ ფეხბურთს ისე, რომ დაფინანსების სიმცირის მიუხედავად...იტალიას ამოიდებს ფეხქვეს...პირობას გაძლევთ მხარს დავუჭერ......
უბრალოდ მე სულ სხვა მიზეზი მგონია.....ერთდან ვნახე ეგეთი რამე....ტიპს ეკითხება მეორე..."შენ ქალიშვილთან რო ტრუსიკიანი კაცები დადიან...ამაზე ხალხი რას იტყვისო"...."რა უნდა თქვან...ლადო მოლოდინაშვილის სახლში ტიტველი კაცები დადიან და მიშა გადადგესო""" newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif დაახლოებით მაგისი სუნი ადის მაგ ამბავს....უბრალოდ განტევების ვაცს...სხვაგან ხო არ ეძებთ???....თუ ხორვატებმა ქნეს ეგეთი რამე ჩვენც ვქმათ რააა...ვინმე უშლის მაგას???...ან ნოსო რო იძახის მაგ ფასად უამრავი რამე აშენდებოდაო...მაგას ირონია არ ქვია???.......კაკრას სტადიონების შენებაზე და ეკაიფებიან ყველაზე მეტად მიშას...ან ეხლა თუ ბაზები არ შენდება აბა როდის შენდებოდა...თარგამაძის რო იყო დინამო და დიდ მაყუთს ღუნავდა????...ან ოდესმე საქართველოში იმხელა პრემია აუღიათ მოჭიდავეებს რასაც ეხლა იღებენ???..ან რაგბის სტადიონი არსებობდა სადმე???...ახლა მთელი ბაზა და რამდენიმე სტადიონი ჯერ შეუძინეს მერე გაურემონტეს...ან საგურამოს საწვრთნელი ბაზა დავიჯერო არსებობდა აქამდე????.....ძველი დინამოს დიდება ყველას გვახსოვს...და ვიძახით აი ფეხბურთს მაშინ ვთამაშობდითო....იმიტომ, რომ მაშინ დაკეტილი იყო ყველა საზღვარი და ყველაზე მაგარი "პრასვეტი" დინამო იყო..აბა მაშინ ყოფილიყო ტრანსფერები მაგ ფეხბურთელებს თუ მოუყრიდი თავს ერთად....ეგენი მთელი თავისი კარიერა ერთმანეთთან იყვნენ შეთამაშებული და ფეხებსაც მაგ გუნდისთვის ინახავდნენ...მაგათ ქონოდათ შანსი მილანში ან სადმე ეგეთსი ეთამაშათ და მაშინ ნახავდით რას იზავდნენ...

პოსტის ავტორი: შალვა Sep 9 2009, 13:09

ლევანი
ამდენი რამის წერას ერთი მიშა მაგარია newsmile019.gif დაგეწერა შე კაცო და გაგიგებდით ნუ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 9 2009, 13:13

ლევანი
ლევან რასაც აშენებენ ეგ სამოყვარულოა და კარგია მე ამაზე პრობლემა არა ამქ,მარგამ ბაზა სხვააა, საგურამოს ფეხბურთი არავის გაუგია და კოლხეთში რაც იყო ისიც დანგრიეს,მე ოპოზიცია კი არა ვარ მარგამ მოდით და განახებთ ბატონო!!!მე კარგი მინდა იყოს და ამიტომ ვამბობ კუპერის მოყვანას ჯობია ძოძუაშვილი იყოს კიდევ და თანხმები სხვანაერად განაწილდეს!!(თუმცა ძოძუაშივლის დასაძრახი მე არაფერი არა ამქ,დიდი საქმეები აქ ამ კაცს ნაკეთები)

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 9 2009, 13:17

მიშა რა შუაშია....იქ, სადაც ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა....ეგრე დაიწყო ყველგან....ეგ განვითარების სწორი გზაა....და მაგას ვერ ავცდებით..უბრალოდ ბევრი დრო ჭირდება...ჩვენ კი ვერ ვითმენთ...მაგის გაკეთება მიშასაც მოუწევს და გრიშასაც.....თუ უკეთესი ვარიანტი იცით გამოუშვით....იქნება და მართლა არასწორად აკეთებენ ესენი რამეს....თუთაშხიაშია კარგად ნათქვამი..."როდესაც კაცს საქციელს უწუნებ....მაშინ ისიც უნდა თქვა რა არის სწორი და მართალი"......

პოსტის ავტორი: Maverick Sep 9 2009, 14:18

კარგით რააა, ფეხბურთელები ფეხბურთს არ თამაშობდნენ და ღლაბუცობდნენ რა ქნას მიშამ, დაცვაში ხომ არ დადგება ან კარებში

პოსტის ავტორი: შალვა Sep 9 2009, 14:21

ციტატა(levani @ 9th September 2009 - 02:17 PM) *
..."როდესაც კაცს საქციელს უწუნებ....მაშინ ისიც უნდა თქვა რა არის სწორი და მართალი"......

გპასუხობ: გაყარო ფედერაციიდან და სპორტკომიტეტიდან სუყველა ტრაკში პანჩურის ამორტყმით, ჩაატარო აუდიტორული შემოწმება დახარჯული ძალიან დიდ თანხების(პატარა ბიუჯეტი არა ტოლმა) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გასროკო, ჩაატარო რეალური არჩევნები, ისეთი კი არა ტელეფონის ზარით რო სირობებს აკეთებენ, გახადონ ფედერაციის მუშაობა ღია და საჯარო, ჟურნალისტების, ვეტ.ფეხბურთელების,საზოგ. ცნობილი და მისაღები პიროვნებების მონაწილეობით, პოლიტიკოსებმა და ამათთან დაახლოებულმა ძალათ მოღვაწეებმა მიხედონ თავის ჩასვრილ საქმეებს, პური მეპურემ უნდა აცხოს!!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 9 2009, 15:17

ეგ ბრალდებები ქე ვიცი..მაგას ყვიროდა მთელი ოპოზიცია...მარა ეგ ეგრეა?????....მაგისი მამტკიცებელი დოკუმენტაცია არსებობს????(მაგისი ყვირილი თანამდებობიდან გაპანჩურებულებს რო აწყობთ ეგ ვიცი..ვეღარ ჭრიან ფულებს) ადრე..აკაკი გოგიჩაიშვილმა..60 წუთი გააკეთა მაგისი გულისთვის, რომ ეგეთი რამეები გამოევლინა და ფაქტები დაედო...ტყუილად ლაპარაკს რო აზრი არ ქონდა იცოდა....ხოდა დღეს დავიჯერო არავინ აღმოჩნდა???"თავისუფალ" ტელევიზიებში..ეგეთივე(ან იგივე) გადაცემა გააკეთონ???...დადონ ფაქტები და დავიჯერებ...ტყულილად ყვირილი მეც შემიძლია...არიქა იპარავენ...დაგვჭამეს...ეგენი არიან პირვლი ყაჩაღები...შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ ვერც იმას გამორიცხავ,რომ მაგისი ყვირილი ბევრ თანამდებობაზე დაბრუნების მსურველს აწობს(რატომაც.არ არის რთული მისახვედრი)ხოდა აქედან გამომდინარე მავითხოვ ფაქტებს....ხო იცი"ნე პოიმან ნე ვორ"
რაც შეეხება მეპურეს...კიმარა ისინი ვინც დღეს ფედერაციას მართავს...დავიჯერო ნიჩბოსნები არიან???...თან მაგათ მართვას ჭირდება კარგი მენეჯერი და არა ფეხბურთელი...ფეხბურთელი სტადიონზეა საჭირო...

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 15:19

ეგრეც ვიცოდი newsmile035.gif newsmile035.gif შანსი არაა ფეხბურთი არ გადავიდეს პოლიტიკაში newsmile035.gif newsmile035.gif და პოლიტიკა კიდე ფეხბურთში..... დაიწამლავთ ეხლა ნერვებს და შედეგი იქნება - 0

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 9 2009, 15:25

ციტატა(shalva @ 9th September 2009 - 03:21 PM) *
გახადონ ფედერაციის მუშაობა ღია და საჯარო, ჟურნალისტების, ვეტ.ფეხბურთელების,საზოგ. ცნობილი და მისაღები პიროვნებების მონაწილეობით

კიმარა მაგას ვინ უშლის???..რაც მაგაზე გადაცემებია..ეხლა დვალიშვილმა კიდე დაამატა რაღაც დიდი გადაცემა..ძოძუაშვილმა და ჟურნალისტმაც კი აგინეს ერთმანეთს...ხოდა გაარკვიონ იქ....ვინ რას მიქარავს...ამას ისე ამბობ თითქოს ტაბუ ედოს ფედერაციის საქმიანობას...შევიდნენ და ნახონ რაც უნდათ და თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს...

ციტატა(dubidubiduu @ 9th September 2009 - 04:19 PM) *
ეგრეც ვიცოდი შანსი არაა ფეხბურთი არ გადავიდეს პოლიტიკაში და პოლიტიკა კიდე ფეხბურთში..... დაიწამლავთ ეხლა ნერვებს და შედეგი იქნება -

newsmile090.gif newsmile090.gif ნუგეშინია არ ვიჩხსუბებთ..ჩემი ბიძაშვილია...თუ რამე არ მოწონს ჩემში... თავის თავს დააბრალოს..მაგის ხელში ვარ გაზრდილი ფაქტიურად.... newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შალვა Sep 9 2009, 15:29

ციტატა(levani @ 9th September 2009 - 04:22 PM) *
...ამას ისე ამბობ თითქოს ტაბუ ედოს ფედერაციის საქმიანობას...შევიდნენ და ნახონ რაც უნდათ და თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს...

ამას ისე წერ თითქოს ფედერაციაში არჩევნებ გასხმული, მერე ტელეფონით დასმული, ფეხბურთის ინჩი ბინჩის არმცოდნე, გერმანულად კარგად მოლაპარაკე სირი არ გეჯდეთ! გიო არ ვიჩხუბებთ ლევანი ჩემ თავზე მეტად მიყვარს!

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 15:30

ლევანი

ვიცი, რო ბიძაშვილია newsmile05.gif newsmile05.gif მაგრამ ნერვებს მაინც დაიწამლავთ !!! newsmile035.gif newsmile035.gif აგერ ნახე თუ არა newsmile035.gif newsmile035.gif ეხლა კიდე გამოჩდებიან პოზიცია/ოპოზიციონერები და მერე უყურე ამ თემამ ჩელეს თემას თუ არ გაუსწროს newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Sep 9 2009, 15:33

ციტატა(dubidubiduu @ 9th September 2009 - 04:30 PM) *
გამოჩდებიან პოზიცია/ოპოზიციონერები და მერე უყურე ამ თემამ ჩელეს თემას თუ არ გაუსწროს

მართალი ხარ ჯობია ნადირობას მივხედოთ!

პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 15:36

ქართული ფეხბურთი არა იხვის ტოლმა. სად გვაქვს? ვინმემ ნახეთ? ბოლოს რამდენი წლის წინ ნახეთ ქართული ფეხბურთი? მე არ მახსენდება ბოლო n რაოდენობის წლების მანძილზე... ანუ... რაც მახსოვრობა მომყვება... არც ამ მარაზმისთვის არ მიყურებია რაც იტალიასთან ჩაატარეს! კალაძეს რაც შეეხება მე არ მახსოვს ნაკრების თამაში, რომ მაგისი ფლანგიდან გოლი არ გასულიყოს ჩვენს კარში.

ვივა ბარსა!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 9 2009, 15:36

ციტატა(shalva @ 9th September 2009 - 04:29 PM) *
ამას ისე წერ თითქოს ფედერაციაში არჩევნებ გასხმული, მერე ტელეფონით დასმული, ფეხბურთის ინჩი ბინჩის არმცოდნე, გერმანულად კარგად მოლაპარაკე სირი არ გეჯდეთ

კაცო..მე რა მეჯდეს..ეგ მთელი საქრთველოს უზის..საქმე ეგ კი არ არის....ის მაინტერესებს მაგი რას ვერ აკეთებს სწორად და რატო უნდა დავსვათ ვინმე სხვა...დავიჯერო მაგას რო შევცვლით...ჩვენი გუნდი მოგებას დაიწყებს????...და კალაძეს ან სხვას ეგეთები აღარ მოუვა???...

პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 15:41

ციტატა(ლევანი @ Sep 9 2009, 04:36 PM) *
ის მაინტერესებს მაგი რას ვერ აკეთებს სწორად და რატო უნდა დავსვათ ვინმე სხვა....და კალაძეს ან სხვას ეგეთები აღარ მოუვა???...

რას ვერ აკეთებს სწორად და ფეხბურთი კიდია წიხლზე... საკმარისი არგუმენტია? საკუთარი ჯიბეების გარდა იქ არავის არფერი აინტერესებს ესეთია ჩემი "უბეჟდენია"

პოსტის ავტორი: შალვა Sep 9 2009, 15:43

კაცო სანამ ფიფა ფეხბურთის თამაშს არ აგვიკრძალავს ან სანამ რუსეთის ქალთა ნაკრებთან არ წავაგებთ 5:0, მანამდე ვერ უნდა მივხვდეთ რო თევზი თავიდან ყროლდება, რაღა დაგვრჩა წასაგები(იგულისხმება გასასხმელი) რომ იქ შეყრილი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაშორონ ფეხბურთს, ბოლო ბოლო თავზე გ......ს ყველა ვინც კი გუშინ ისწავლა თამაში, მაგრამ არ შეცვლიან, რადგან მაშინ უნდა აღიარონ რომ დედიმისის მიირთვეს როცა ახალკაცი დასვეს მაგ პოსტზე!

პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 15:47

ციტატა(შალვა @ Sep 9 2009, 04:43 PM) *
სანამ რუსეთის ქალთა ნაკრებთან არ წავაგებთ 5:0, მანამდე ვერ უნდა მივხვდეთ რო თევზი თავიდან ყროლდება, რაღა დაგვრჩა წასაგები(იგულისხმება გასასხმელი)


5:0 თუ წავაგეთ - "ზნაჩიტ" იოლად გამოვმძვრალვართ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 9 2009, 15:52

მე დავასახელე მიზეზები...რატომ უჭირთ ჩვენებს გამარჯვება
1.ჩვენ ნაკრებსაც და გუნდებსაც ენთუზიაზმზე უწევთ თამაში....რასაც იქ თავაზობენ..მაგას დიდიხანი ვერ შეთავაზებს ჩვენი ფედერაცია(ვინც არ უნდა იყოს სათავეში)...ამიტომ ვინც უკვე გაყიდულია(კარგი გაგებით) თავს უფრთხილდება..თორემ შეიძლება ყველაფერი დაკარგოს რისთვისაც მიუღწევია ცხოვრებაში...ეგ მე მესმის.....
2.სანამ ფედერაცია არ გამდიდრდება(ტრანსფერების წყალობით)..მანამდე ვერ გადაიხდის იმ თანხებს, რომ მაგარი ფეხბურთელები შეიძინოს და დონე აწიოს...ვერც ტრენერებს დაიქირავებს...
3.მაგას ჯერ კიდე დიდი დრო ჭირდება...ახალი თაობაა წამოსასვლელი...ფეხბურთია გასავითარებელი...ეგ კი კეთდება შეძლების ფარგლებში...სტადიონებს ყველგან აშენებენ და ბავშვების აღზრდას ხელ უწყობენ....იტალიას და საფრანგეთს რო გაუტოლდე ეგენია გადასალახი....ისე მაგას თუ უფროსის შეცვლა უშველის ვინ მამაძაღლი დაიშურებს მაგას...ხვალვე გამოვალ გადასაგდებათ....

ციტატა(Beso @ 9th September 2009 - 04:41 PM) *
რას ვერ აკეთებს სწორად და ფეხბურთი კიდია წიხლზე... საკმარისი არგუმენტია?

არა...ეგ არგუმენტი საერთოდ არ არის...იქნებ ის მითხრათ რომელი განკარგულება აღმოჩნდა ჩენი ფედერაციისთვის დამანგრეველი..მაგას მივიღებ....

პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 16:37

ლევანი
აბა ეხლა მაიცა მივდგეთ ამ შენს პუნქტებს!!!

1. პირველი პუნქტი - სისულელეა! რა ენთუზიაზმო რის ენთუზიაზმი? ენთუზიაზმი კი არა ეროვნულობის შეგრძნება უნდა ამოძრავებდეთ და ჯიგარი უნდა ქონდეთ (ვისაც არ აქვს იმათ) - მერი არაფერი ჭირდება "ეროვნულ ნაკრებში" თამაშს!

2. მეორე პუნქტი - სისულელეა! რა ფედერაციის გამდიდრება და ფეხბურთელების ყიდვა იმ სიმდიდრით - კლუბური ფეხბურთი ხომ არ არის? ეროვნულ ნაკრებზეა საუბარი და არა საკლუბო ტრანსფერებზე - ან საერთოდ ფედერაციის ჯიბით ვინ საზღვრავს ფეხბურთელების ყიდვა გაყიდვას? ტრენერების დაქირავებას რაც შეეხეება - გამაგიჟებ შენ - მეტი უკეთესიო ტრენერები ვინღა დაიქირაოს... "ვალენსიას" რას ათამაშებდა გახსოვს? თანაც სტაბილურად.. როგორც კი წავიდა გუნდიდან და დაყვინთა კლუბმა ეგრევე!!!

3. მესამე პუნქტი - რა დრო ჭირდება და რა ახალი თაობაა წამოსასვლელი? ახალი თაობაც იგივე წამოვა და მოდის ეს თაობა იგივე და იგივე აგერ უკვე მეორე ათეული წელია!!! რა სტადიონებს აშენებენ? რა პარალელებია? ამ აშენებული სტადიონის კარებმა ახლობელს ბავშვი მოუკლა.. რომელ საფრანგეთს და იტალიას ადარებ? ან ვინ აშენებს სტადიონებს და ვინ ზრუნავს განვითარებაზე? - ფედერაცია? ამას მერია აკეთებს და მადლობა, რომ რაღაცას აკეთებენ..
საბავშვო ფეხბურთზე არის საზრუნავი ახალი თაობა, რომ არა ამათ მსგავსი წამოვიდეს - რისთვისაც თითს თითზე არ აკარებს ფედერაცია...

ფედერაციის რომელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა დამანგრეველი? - ყველა
ეხლა შენ მითხარი რომელი არ აღმოჩნდა დამანგრეველი?


ასეთია ჩემი კომენტარი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 9 2009, 16:42

ლევანი
ლევან უბნის სტადიონები არ შველის ,ბავშთა ფეხბურთს უნდა მიხედვა და არა რიგი რიგი საკითხების კეთება რომლებიც (კარგია ზოგადად) მაგრამ უდროოა!!!

საშველი არის ერთი ,მოვიდეს ისეთი კაცი ვისაც ესმი და უყვარს!!! ამათ ესმით მაგრამ არ უყვართ!! უყვართ ფულის ჭამა!!!

პოსტის ავტორი: qobala Sep 9 2009, 17:39

ეს მტავრობა ვერ ხვდება ერტ რამეს... თუ უნდათ ქვეყნის პოპულარიზაცია აუცილებელია... ფეღბურთის საერთაშორისო დონეზე განვითარება... კინოს აღორძინება რათა ხალხმა ნახოს ბევრი ქართული ფილმი და გაიგოს რამე ჩვენზე... და ასეთი რაღაცეები რაც გადის მსოფლიო მაშტაბებში და იზიდავს Xალხის ყურადღებას... აბა ესე არაფერი გამოვა... ისე საღოლ ჩვენებს მაგრა ჩაისვარეს თავის ფეხით მაინც არ გაეტანათ ბურთები newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 9 2009, 20:16

ლევან,რასაც შენ ამბობ,მართლა მჯერა,რომ გულით ამბობ,რომ ვერ დაგეთანხმები,ეს სხვა საკითხია.ზუსტად შენნაირად ამბობენ ისინიც(ფედერაცია),მარა დამიჯერე ლევან,ბავშვებს გეფიცები,მათ საქმე არ იციან,არ უყვართ ეს საქმე,სულსა და გულს არ დებენ მასში.მართალია შალვა რასაც ამბობს,ნოსო და ბესო რასაც წერენ.დავუმატებ კიდევ რაღაცეებს:ჩვენი ფეხბურთელების მიერ ფეხბურთის ვერთამაში ბიუჯეტის სიმცირის ბრალი არაა ლევან.აი მე 7 წლის ბიჭი მყავს და ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი ბავშვთა სკოლა,სადაც წვრთნის პროცესი მომეწონებოდა,დამიჯერე ფეხბურთის თამაშიც ვიცი და მესმის რა არის ფეხბურთი.კუპერის ბრალი არაა წაგებები.ბიჭებმა არ იციან ფეხბურთი,მათ მხოლოდ მოწინააღმდეგის კარისკენ დარტყმა ჰგონიათ თამაში(ვაი,რომ ესეც გვეშლება ამ ბოლო დროს).ყველამ გაიხსენეთ,იყო ბოსკამპი და სტილი შეიცვალა,ანუ კაცმა რაღაცის სწავლება გადაწყვიტა,ამათ ვერ აითვისეს.კიდევ იყვნენ სხვები.აი ახლა კუპერია და ქე ხედავთ რას ნერვიულობს საწყალი,წივის,კივის,იქნევს ხელებს,რაც გასახდელში გითხარით იმას რატო არ აკეთებთო.ვერ აკეთებენ,ვერ იმახსოვრებენ,ავიწყდებათ,იმიტ
ომ რომ არ იციან ფ ე ხ ბ უ რ თ ი !!! და რატომ?იმიტომ,რომ არავინ არ აკონტროლებს თუ ვინ ასწავლის მომავალ თაობას(მე პირადად ბავშვთა ბევრი მწვრთნელი მინახავს მინდორში დაუთავებული შარვლით და ლაკის ტუფლებით).ამაშია პრობლემა.ტელეფონის ზარით გადაწყვეტილ არჩევნებზე დაწერეს უკვე.

არ მომეწონა გინება ძოძუაშვილთან,არ ვიცი ის ვინ იყო,მარა ძოძუაშვილს ფეხბურთის ცოდნაზე და სიყვარულზე საქართველოში ბევრი ვერ შეედრება,საქმითაც ამტკიცებს და საუბარშიც ეტყობა,გულით აკეთებს,ამას კი გულშემატკივრები ვხედავთ.

ყ ვ ე ლ ა ს გ ი ლ ო ც ა ვ თ!!!
კალათბურთი ელიტაშია



პოსტის ავტორი: ლევანი Sep 9 2009, 23:56

გასაგებია ყველაფერი...ესეიგი...ჩენებმა თამაში არ იციან????თუ იციან და ტრენერმა უნდა მოტ***ს და ძალით ათამაშოს....მოკლედ ვერ გავიგე....ჩვენებმა რომ მოიგონ მაგისთვის რა არის გასაკეთებელი????...კაი ჰაა..ახალკაცი გადავაგდეთ...ძოძუაშვილი დავსვით...მერე რა იქნება???....ჩვენ ფეხბურთელებს მოყ***ნა აღარ დაჭირდებათ???...თუ რას იზავს ეგეთ განსაკუთრებულს???...

ციტატა(giorgi qobalia @ 9th September 2009 - 06:39 PM) *
ეს მტავრობა ვერ ხვდება ერტ რამეს... თუ უნდათ ქვეყნის პოპულარიზაცია აუცილებელია... ფეღბურთის საერთაშორისო დონეზე განვითარება... კინოს აღორძინება

ეს მართალია.."პური და სანახაობა" ყოველთვის ჭრიდა..
ციტატა(giorgixomeriki @ 9th September 2009 - 05:42 PM) *
,ბავშთა ფეხბურთს უნდა მიხედვა და არა რიგი რიგი საკითხების კეთება

ბავშვთა ფეხბურთს საკმაო ყურადღება ექცევა...ჩემპიონატებიც ტარდება და ზბორებიც აქვთ...ეხლახანს გახდა თბილისის ჩემპიონი ძმაკაცის ბავშვი...
ციტატა(Beso @ 9th September 2009 - 05:37 PM) *
ეროვნულობის შეგრძნება უნდა ამოძრავებდეთ და ჯიგარი უნდა ქონდეთ

რათქმაუნდა უნდა ქონდეთ....მაგრამ თუ მაგიტომ ვაგებთ, რომ უჯიგროდ თამაშობენ ჩვენები...მაშინ ვინმე ექიმს..ჯიგრის გადანერგვის სპეციალისტს უნდა ჩავაბაროთ ფედერაცია..
ციტატა(Beso @ 9th September 2009 - 05:37 PM) *
რა ფედერაციის გამდიდრება და ფეხბურთელების ყიდვა იმ სიმდიდრით - კლუბური ფეხბურთი ხომ არ არის

ხოოო რა იყო შემეშალა..ფედერაცია კი არა ქართული კლუბები უნდა დამეწერა...მოკლედ ქართულ კლუბებს უნდა ყავდეთ მღალი დონის ფეხბურთელები...თან ფინანსურათ კმაყოფილები და ეროვნულჯიგარ გადანერგილები...
ციტატა(Beso @ 9th September 2009 - 05:37 PM) *
ან ვინ აშენებს სტადიონებს

შევარდნაძე...საგურამოს საწვრთნელი ბაზა და ზესტაფონის სტადიონი რა მაგარი გამოსვლია...სხვათაშორის ზესტაფონმა წეღან თურქეთს 4-0 ამოდო...
თქვენადა...კალათბურთში რო გავქაჩეთ...მთავრობას დამპლობის პატარა პროცენტი მაინც არ აკლდება???? newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ბესო Sep 10 2009, 00:04

ციტატა(ლევანი @ Sep 10 2009, 12:56 AM) *
რათქმაუნდა უნდა ქონდეთ....მაგრამ თუ მაგიტომ ვაგებთ, რომ უჯიგროდ თამაშობენ ჩვენები...მაშინ ვინმე ექიმს..ჯიგრის გადანერგვის სპეციალისტს უნდა ჩავაბაროთ ფედერაცია..


ნუ ექიმი ნამდვილად სჭირდებათ ოღონ ფსიქიატრი - შეიძლება უროლოგიც!

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 10 2009, 00:16

ციტატა(Beso @ 10th September 2009 - 01:04 AM) *
ნუ ექიმი ნამდვილად სჭირდებათ ოღონ ფსიქიატრი - შეიძლება უროლოგიც!

თანახმა ვარ... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Sep 10 2009, 12:45

აი ეს ამოვიკითხე სადღაც აღარ მახსოვს -

"კაპიტანი რომ ამას იზავს, გუნდს რაღა უნდა მოთხოვო. მოკვდა, გარდაიცვალა ფეხბურთი საქართველოში,
დაკრძალვა პაიჭაძეზე იყო, საღამოს 10 საათზე,
პროცესია მიყავდა კახა კალაძეს,
ხსოვნა იყოს."

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 10 2009, 13:10

ციტატა(ლევანი @ Sep 10 2009, 12:56 AM) *
სხვათაშორის ზესტაფონმა წეღან თურქეთს 4-0 ამოდო...
თქვენადა...კალათბურთში რო გავქაჩეთ...მთავრობას დამპლობის პატარა პროცენტი მაინც არ აკლდება???? newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif


რა გჭირს ლევან,ზესტაფონმა კი არა,21 წლამდელთა ნაკრებმა მოიგო.ეგრე ერთ დროს იტალიის ახალგაზრდულთანაც ვიყოჩაღეთ,მაშინ ფოცხვერიამ ნესტა ცემა.რუსეთსაც მოვუგეთ და უელსსაც 5:0,მარა ასეთი რამ ძაან იშვიათად რომ ხდება,ეგ არ გვაწყობს.
რაც შეეხება კალათბურთს,აქ სხვა ხალხია,მცოდნე ხალხი,ნუ შეადარებ ფეხბურთის ფედერაციას.

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 10 2009, 13:51

რავიცი ზაზა...სიმართლე ითქვას დიდი ფეხბურთის მცოდნე ნაღდად არ ვარ...უბრალოდ ეს მიდგომა არ მომწონს...კალაძეს ეგ დაემართა და ნახე რეები უწერიათ თურმე(ბესოს პოსტი)ფეხბურთი მოკვდა....არასდროს აღარაფერი გვეშველება....საქართველო ხო ქვეყანა არაა...უნდა გადადგეს ხელისუფლება....ისევ საბჭითა კავშირი ჯობდა....სტალინი უნდა ამათ...ფედერაციას დაეცა ნეხვი...წყალმა წაიღოს...ეს მთავრობა.....ხოდა ამის მერე ვკითხულობ უბრალო რამეს....ის ადამიანები ვინც მარტო ფედერაციის პრეზიდენტს აბრალის ჩვენ წარუმატებლობას....ატვეჩაიში დგებიან???? თუ მაგას შევცვლით...ჩვენი გუნდი მოგებას დაიწყებს......თუ უფრო ღრმა საკითხებია მოსაგვარებელი...

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 10 2009, 14:22

ვერაფერი ვერ გავიგე რა ტქვენი პოსტებიდან.

ქართული ფეხბურთი დემოკრატიული პროცესების შემდეგ სულ მკვდარი იყო,
უბრალოდ ეხლა კალაძეზე გადატყდა რა, არადა მეც არ ვარ თამაშის დიდი ქომაგი,
მაგრამ ეგრე ნაღდად არ გავაწწორებდი მიწასთან კალაძეს, ზოგადად ნაკრებს კი ბატონო............

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 10 2009, 16:10

არა,კალაძეს არსად არ ვლანძღავ.მითუმეტეს მანდ სტადიონზე მისი მისამართით სტვენა და გინება სირცხვილად მიმაჩნია,თან იმ ქვეყნის ნაკრებთან,სადაც თამაშობს.ფედერაციას კი რაც შეეხება,მათი მოსვლის მერე ქართულ კლუბები სექტემბრამდე ვერ აღწევენ უეფას ტურნირებში,ნაკრები ბოლოსწინა და ბოლო ადგილებს ვერ ასცდა,შედეგის გამო ეს ერთი,არაპროფესიონალიზმის გამო-ეს ორი,წამყვანი ქართველი ფეხბურთელების ნაკრების მწვრთნელისათვის არშეთავაზებისა და სავარაუდო გასაყიდი ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახების გამო-ეს სამი(ეს წინადადება თუ ვერ გაიგეთ,ავხსნი:სად არიან ასათიანი,გოგუა...???რატომ ვერ შეარიგა ისინი ფედერაციამ კუპერთან???რატომ თამაშობენ უნიჭო ახალგაზრდები ნაკრებში,იმიტომ,რომ ისინი მერე ძვირად გაიყიდონ!!!) და კიდევ სხვა მიზეზების გამო,ფედერაცია უნდა გადახალისდეს.
დღეს რადიოში მოვისმინე:გერმანიის ვოლფსბურგი მალე შეხვდება ლიგაზე რუსეთის ცსკა-ს.გერმანელთა მწვრთნელმა წაგების შემთხვევაში ფეხბურთელებს მოწინააღმდეგესთან მაისურების გაცვლა აუკრძალა,თუ წააგებ რა მაგის ხასიათზე ხარ მაიკები გაცვალოო.ჩვენები კი სულ სიცილ-კისკისში არიან წაგების მიუხედავად,კუპერი გიჟს გავს ამაზეო.ანუ ამათ თამაში რო არ იციან ისედაც ჩანს,ჟილკა რო არ აქვთ,ესეც ჩანს(კაპიტანმა ბურთი ჩაჭრა და იმის მერე საერთოდ დადგნენ),პატრიოტიზმშიც კი უჭირთ

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 10 2009, 23:36

კალაძის დონის არავინაა დღეს არ არ შეილაბა რაღაცაზე გამოკიდბა!დიდი შეცდომაა,მაგრამ არანიაა შეუცდენელი!!!
ლევანი
ლევან უფროსი კაცი ხარ და ცოტა თამამობა მერიდება მარგამ მე არ მჯერა იმის რომ შენ გჯერა იმის რომ ბავშვთა ფეხბურტს ექცევა ყურადღება!!!

ახლა რაც შეეხება ქალაკ\ქის სტადიოებს ეგ უმრავლესი არის ფულის საჭრელი მანქანა (ხალხის დასაბოლებელი) და წინაა საარჩევნო ,ხოლო თუ გაინტერესებს რახდება ბავშვთა ბაზაზე ჩამოდი და განახებ,არა მართო ფოთში,თუ გინდა ბატუმში და თუ გინდა (ციტირებას ვახდენ) საქართველოს მეორე დედაქალაქში,ქუთეისში"

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 10 2009, 23:55

ციტატა(giorgixomeriki @ 11th September 2009 - 12:36 AM) *
ახლა რაც შეეხება ქალაკ\ქის სტადიოებს ეგ უმრავლესი არის ფულის საჭრელი მანქანა (ხალხის დასაბოლებელი)

ეს ვერ გავშიფრე...რას ნიშნავს ფულის საჭრელი და ხალხის დასაბოლებელი?????სინამდვილეში არ არსებობს და მირაჟია???...თუ წინა საარჩევნოდ აშენებენ ხოლმე სტადიონებს???...მაგით ხალხი(სპორტსმენები) ვერ სარგებლობენ????..და ტყუილად გდანან???

ციტატა(giorgixomeriki @ 11th September 2009 - 12:36 AM) *
მე არ მჯერა იმის რომ შენ გჯერა იმის რომ ბავშვთა ფეხბურტს ექცევა ყურადღება!!!

ნოსო...თამამობა ნუ მოგერიდება...მეც ხო ვიყავი შენხელა და შენც ხო გახდები ჩემხელა...ხო გაგიგია..
რაც შეეხება ბავშვთა ფეხბურთს...იმისი მჯერა რასაც ვხედავ....ჩვენთანაც დაყავთ ბავშვები ფეხბურთზე და იმათგან ვიცი...ამასწინად ტელევიზიითაც ვუყურე ბავშევის თამაშს..და სიმართლე ითქვას მაგრად მომეწონა...მგონი მაგარი თაობა იზრდება...ეხლა ზოგადად რა დონეზეა ამჟამად არ ვიცი(მსოფლიო მასშტაბის მიხედვით) მაგრამ არამგონია იმაზე უარესი იყოს ვიდრე შევარდნაძის პერიოდში იყო.....თუ კიდე უკეთესი გახდება უფრო გამეხარდება...თუ რამე სწორად არ კეთდება..თუ გინდა ისევე შეუტიოთ ფედერაციას..როგორც გარემოს დაცვას....გავიკითხოთ რას საქმიანობენ და ვურჩიოთ სინამდვილეში როგორ უნდა....

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 11 2009, 07:11

ლევანი
ანუ სულ რომ არიყო და ხალხმა არიცის,ამიტომ კეთდება იმის 50% რაც უნდა კაგეთდეს,შესაბამისად 3 რაღაცას აკეთებენ.1 საარჩევნოდ იმზადებენ სახელს,ფული იჩრება დარჩენილ50% და ხახლი ბოლდება!!!

ეგაა ლევან მართლა,და მინდა ისიც ავღნიშნო შეილება თბილისში რამოდენიმე ბაზა აშენდა მაგრამ კალაძეც კი სამთრედიელია,საქართველოს ნაკრები სულ რეგიონებიდან ივსებოდა და ეგრე იქნება ყოვეთვის.რეგიონები სულ ფეხებზე კდიათ და ბევრი მაგალითი მოვიყვანე ლევან.

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 11 2009, 12:35

ციტატა(giorgixomeriki @ 11th September 2009 - 08:11 AM) *
რეგიონები სულ ფეხებზე კდიათ და ბევრი მაგალითი მოვიყვანე ლევან.

კაი რა ნოსო...რა რეგიონები კიდიათ...ზესტაფონს და ბოლნისს თუ ოდესმე ეყოლებოდა ეგეთი გუნდები მაგას რას წარმოვიდგენდი...ან ზეტაფონი თუ ოდესმე შეძლებდა "ფირმა" ფეხბურთელების შეძენას...რეგიონებს არავინ არაფერს უკრძალავს...უბრალოდ თვითონ უნდა გაანძრიონ ტრაკი და კარგი სპონსორები მოიძიონ..ძლიერი კლუბები შექმნან...ეგრეა მთელ მსოფლიოში და ამიერიდან ჩვენთანაც ეგრე იქნება...იმოტომ რომ უკვე ჩვენთანაც კაპიტალიზმია....კომუნიზმი დამთავრდა....და წავიდა ის დრო..როდესაც მთავრობა ინახავდა გუნდებს....ფედერაციას კი ევალება ხელი შეუწყოს იმფრასტრუქტურის და საკანონმდებლო სისტემების განვითარებაში..შეიძლება სხვა რამეც(მაგდენი აღარ ვიცი)..მაგრამ ის ვიცი, რომ ყველა კლუბმა თავის თავს უნდა მიხედოს...და თეთრი და შავი..სტადიონზე გამოჩნდება...
რაც შეეხება საარჩევნო სტადიონებს....კიმარა ჩვენთან სულ არჩევნებია...ხან საპარლამენტო..ხან საპრეზიდენტო ხან ადგილობრივი..ხან..რეგიონული და ხანაც რიგგარეშე...სულ საარჩევნო რეჟიმშია ქვეყანა და როდისღა უნდა გააკეთონ???...კიმარა კუკავა ან ძიძიგური რას იზავდნენ...მაგ შემთხვევაში????...აღარ ააშენებდნენ????...საარჩევნო პიარში რო არ ჩაგვეთვალოსო...და მე ვერ ვიტყოდი??ეგენი ფულს ღუნავენო...ასე რომ დაიკიდე...თუ ფაქტებს ფლობ...ვინ როგორ ღუნავს მაყუთს...განაცხადე..თორემ მაგის დამალვაზე ცალკე სროკია...თუ ფაქტები არ გაქვს...მაშინ ტყუილად ნუ გააკეთებ ეგეთ განცხადებებს...და საერთოდ...დავანებოთ რა თავი ამ პოლიტიკას....პირადად მე მაგრად დავიღალე ამისგან...მაგ ოპოზიციურ განწყობას არ ვეთანხმები....ვირჩევ ნატოს და ევროპულ განვითარებას...ვინც მაგისკენ წაიყვანს ქვეყანას იმას დაუჭერ მხარს....დანარჩენი მკიდია...აი მე მოვრჩი პოლიტიკას!!!....

პოსტის ავტორი: შალვა Sep 11 2009, 12:50

ციტატა(levani @ 11th September 2009 - 01:35 PM) *
ვირჩევ ნატოს და ევროპულ განვითარებას...ვინც მაგისკენ წაიყვანს ქვეყანას იმას დაუჭერ მხარს....დანარჩენი მკიდია...აი მე მოვრჩი პოლიტიკას!!!....

მერედა ჩემო კაკლის მურაბა მამიდაშვილო newsmile035.gif ვერ ხედავ რომ ნატოსკენ მიმავალი გზა ამათმა თვითონ დამეწყრეს? ევროპულ განვითარებით თვითონ და თავიანთი საძმაკაცო ცხოვრობს! შენ რომ მასე ცხოვრობდე ჩემდა თავად ხმის ამომღების დედაც!!! მაგრამ ხომ ვიცი როგორ ებრძვი ამ ცხოვრებას, დაანებე მაგათ მაგივრად თავის მართლებას და ნერვიულობას , დრო მოვა ყველას ყველაფერზე მოეკითხება, ზოგ საქმეზე მადლობას ეტყვიან ზოგზე უტუტუტუს! ეგ ასე იქნება 1000000% მეც მოვრჩი პოლიტიკას მაგის დედეც!

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 11 2009, 13:31

კაი... newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 11 2009, 14:06

პოლიტიკას მეც მოვრჩიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 11 2009, 19:03

ეს თემა ჩემი თხოვნით გახსნა ვიტომ,რას წარმოვიდგენდი აქაც თუ პოლიტიკა იჩენდა თავს.არ გვინდა რა პოლიტიკა.ეს ფორუმი იმიტომ მიყვარს,რომ საერთოდ არაა მაგაზე საუბარი.ფეხბურთი კი თანაბრად გვიყვარს მეც,ბესოსაც,შალვასაც,ლევანსა

ც, ნოსოსაც...ერთნი ფედერაციას ვაბრალებთ,ლევანი(მარტო დარჩი ხო ხედავ newsmile041.gif) სხვაგან ეძებს მიზეზებს.
გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!!!
წელს შევიყვან დათას და 9-10 წელიწადში ნაკრებში ითამაშებს,იმედი მაქვს.
ეს თემა არ მივაძინოთ,კიდევ გამოჩნდება ხალხი,რომლებიც საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამენ.მეტი რა საქმე გვაქვს ამათი ქომაგობის გარდა,შედეგი გვენახოს მომავალ შესარჩევში

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 11 2009, 23:22

ციტატა(zaza @ 11th September 2009 - 08:03 PM) *
..ერთნი ფედერაციას ვაბრალებთ,ლევანი(მარტო დარჩი ხო ხედავ ) სხვაგან ეძებს მიზეზებს.

newsmile05.gif newsmile05.gif ეეე....ჩემო ზაზა...შენ თვითინ წერდი...ჩვენებმა თამაში არ იციანო და ბესოც მაგას წერდა ჯიგარი არ აქვთო....ტრენერი და მრჩეველი ათასჯერ შეუცვალეს უკვე მაგრამ არ ჭრის...ფედერაციას თუ გინდათ სულ შამფური უტრიალოთ უკანალში(მე ეგ არ ვიდარდო) საკითხავი ის არის უშველის????....თორემ შევცვალოთ რააა...
ისე კი ჩვენებს მაინცდამაინც არ ვემდური.....შედეგები ნაღდად ცუდია, მაგრამ....ერთი რამე გვავიწყდება ყველას....უკვე ამბიცია გაგვიჩნდა იტალიას მოვუგოთ....ეგ რო ვინმეს ეთქვა ამ 10 წლის წინ სიცილით ჩავიფსავდი....ეგ ამბიცია რას მოყვა ხომ ვერ მეტყვით???...ეგ შედეგში არ ითვლება???..ეხლაც კალაძეს რო ეგეთი იაღლიშები არ მოსვლოდა გოლს ან გაგვიტანდნენ და ან ვერა...97% დარწმუნებული ვარ ფრე დამთავრდებოდა...ეგ ცოტა არ მგონია...მარა მეც უძლიერესი ნაკრები მირჩევნია...რავიცი ალბათ გამოასწორებენ ბოლომდე ოდესმე მაინც...

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 12 2009, 14:59

ზაზა
არა ზაზა პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ,პოლიტიზირებულ ფეხბურთზეა საუბარი და ეგაა პრობლემა რომ ფეხბურთი პოლიტიზირებულია საქართვეოში.ცალკე რომ იქნება მისთვის ფედერაცია და არავის კონტროლის ქვეშ მერე მოგვარდება ყველაფერი დამიჯერე!!!

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 13 2009, 08:57

ნოსო
ყველა ხედავს რა ხდება ფეხბურთში,არჩევნები ხო გახსოვს,ნემსაძეს ულოცავდნენ,მერე ზარი და მერე რაც მოხდა კი ვიცით ყველამ...
ეს არ გვინდა არც ერთს

ლევან,
1998 წლის მსოფლიოს შესარჩევში ინგლისთან და იტალისთან მოვხვდით ჯგუფში.მაშინ იქ იტალიაში ზოიძემ ერთი შეცდომა დაუშვა გამოსვლაზე და რავანელიმ თავით გაგვიტანა,არადა ქეცბაიას ჰქონდა კაი შანსი,გოგიჩაიშვილმა სულ ,,მეჟდუ ნოგები" უტარა მალდინის,ინალიშვილმა ცენტრი აიღო,არველაძემ ,,კრაი".მართლა ძლივს მოგვიგეს.მერე აქ ფრე ვეთამაშეთ.იმ თაობას რო ყოლოდა კუპერი,შეიძლება მართლა გავსულიყავით ჯგუფიდან.და აი დადგა ინგლისთან თამაშის დღეც.იქ ბოლო წუთებზე შირერმა შეგვიგდო,თან ერთი სულელური ჯარიმა ვაჩუქეთ,შელიას დაბრუნებული აიღო მეკარემ.არადა მატჩამდე ყველა იხსენებდა დინამოს მოგებებს ბრიტანულ კლუბებთან,ტრადიციულად უჭირთ ჩვენთანო.მაშინ გვქონდა ამბიცია და ახლა რო გვქონდეს არაა გასაკვირი.უკვე მგონი მე-8 შესარჩევია ჩვენთვის და სულ ვაუარესებთ შედეგებს.ამიტომ ვართ ფედერაციის მიმართ ასეთ დამოკიდებულებაში

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 13 2009, 12:49

ზაზა
ეგ კი მართალია...ქართული ფეხბირთის გადალაგება მანდედან დაიწყო კაკრას...ნაღდად არ მახსოვს მანამდე ტრანსფერები იყო თუ არა, მაგრამ როგორც ვიცი ჩვენებმა მაგ პერიოდიდან დაიწყეს იქით გასვლა...სანამ ეგ მოხდებოდა მართლა ძლიერმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი ერთ გუნდში...არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა..მაგრამ ტყუპებზე მაგრები მე არავინ მეგულება... საქართველის ფეხბურთის ისტორიაში..(არც ყიფიანი და არც პაიჭაძე)..არ მახსოვს ვისთან თამაშობდნენ..მრაგრამ მშოთიმ...თავზე რო გადაუტარა და მიწაზე დაუშვებლად გოლი გათხარა..ეგეთი ცხოვრებაში არაფერი მინახია...მაგის მერე დავიწყე ფეხბურთის ყურება(შეძლებისდაგვარად) ხოდა სანამ ეგ ადამიანები ერთად იყვნენ მართლა ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა...მერე გავიდ-გამოვიდნენ....სხვადასხვა კარიერა წამოვიდა და მაგ თაობამ ჩაიარა.. ..უკვე სულ სხვა რეალობაშია ყველაფერი...ყველა იქით იქაჩება სადაც დიდ ფულს იშოვნის და თავსაც მაგისთვის ინახავს....საქმე მაშინ იქნება კარგად...როდესაც ჩვენგან იქით აღარ მოუწევთ გახედვა და მთლიანად საქართველოსთვის დაიხარჯებიან....

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 13 2009, 17:34

ტყუპები მართლა მაგრები არიან,მარა ყიფიანი ძაან მაღლა დგას ყველა დანარჩენზე.პოზიციების მიხედვით კი ჩივაძე,კეტაშვილი,სულაქველიძე
(მერე ცვეიბა),დარასელია,გუცაევი,

შენგელია.ესენი კარგად მახსოვს.დამოუკიდებლობის მერე კი ქეცბაია ყველაზე პროფესიონალი იყო და არის.ტალანტები კი ტყუპები და ქინქლაძე.წარმატებული კარიერა(ავტოგოლების მიუხედავად)-კალაძე და ა.შ.
რაც შეეხება შოთას გოლს http://www.youtube.com/watch?v=-64_FxjehNw ალკმაარში თამაშობდა ის გოლი ფანტასტიკა რო გაიტანა.ამ კლიპშია 1.20 წუთიდან იწყება.
ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას ვერ შეაჩერებ.ამაზეც იყო საუბარი 90-იანებში,მარა ვერას გახდნენ,თან ტყუპები პატარები იყვნენ ტრაპზონში რომ წავიდნენ და რომ არა ეს ტრანსფერი,შეიძლება კარიერა ვერც აეწყოთ.ნაკრებსაც და კლუბებსაც უნდა ეშველოთ რამე,თორემ ასე მალე ფარერების დამლაგებელ-ტაქსისტ-მეეზოვე-პარიკმახერთა გუნდიც დაგვამარცხებს

პოსტის ავტორი: გრიზლი Sep 13 2009, 23:34

უმე დედა ეს რა საშინელება თემა გაჩიტულა, მოიცათ და ქართული ფეხბურთი ეგეთი მცნება არსებობს კიდევ? რავი აბა ქარტული თოფი კია ისე ეგეთი თემა და ალბათ ესეც იმიტომ გახსენით newsmile045.gif

ისე კარგი იქნება ფეხბურთის სკოლა თუ იარსებებს, კლუბები ტუ იქნება მაგას რა ჯობია small3d018.gif მე მხოლოდ მივესალმები ამ თემას newsmile027.gif newsmile027.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 14 2009, 00:17

ციტატა(grizli @ 14th September 2009 - 12:34 AM) *
მოიცათ და ქართული ფეხბურთი ეგეთი მცნება არსებობს კიდევ? რავი აბა ქარტული თოფი კია ისე ეგეთი თემა და ალბათ ესეც იმიტომ გახსენით

ჩვენ გვინდა ორივე არსებობდეს...
ციტატა(grizli @ 14th September 2009 - 12:34 AM) *
ისე კარგი იქნება ფეხბურთის სკოლა თუ იარსებებს

35-ე. სკოლა ვითომ ბაგა-ბაღია???...ყენია ყავს აღზრდილი ბოლობოლო..
ციტატა(grizli @ 14th September 2009 - 12:34 AM) *
კლუბები ტუ იქნება მაგას რა ჯობია მე მხოლოდ მივესალმები ამ თემას

კიმარა ეს გუნდები, რაც დღეს ფუნქციონირებს...კლუბები არ არის???...
ციტატა(zaza @ 13th September 2009 - 06:34 PM) *
ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას ვერ შეაჩერებ

რათქმაუნდა მაგას ვერავინ შეაჩერებს..არც არის საჭირო...პრინციპში...ევროპაშიც ეგრეა..ყველა გადადის-გადმოდის...აი სწორედ მანდ ხდება დონის აწევა...უბრალოდ ჩვენთან არანაკლები(მიახლოებული მაინც) დაფინანსებაა საჭირო, რომ ფეხბურთელს არჩევანის საშუალება მაინც ქონდეს...თუნდაც ნაკლები ფული+ პატრიოტიზმი და უკვე შეიძლება თავი შეიკავოს წასვლისგან...ეხლა რა გვაქვს...ერთ მხარეს ყველაფერი(უზრუნველყოფილი ცხოვრება სიბერემდე..არადა მაგას თუ მოასწრებ, თორემ მერე ასაკი თავისას შვება) მეორე მხარეს კი მხოლოდ პატრიოტიზმი...+რაღაცა კაპიკები...ხოდა შედეგიც ეგ არის რაა....აი რეალობა ეგ არის და მაგას ვერც ფედერაციის პრეზიდენტის შეცვლა უშველის და ვერც ტრენერის...ფულია საჭირო..ბევრი ფული....ეგ ფული კი კლუბებმა და სპონსორებმა უნდა მოიძიონ...როგორც ევროპაშია....

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 14 2009, 06:09

ზაზა

ციტატა(zaza @ 13th September 2009 - 06:34 PM) *
ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას ვერ შეაჩერებ

ზაზა ხალხი მიდის საერთოდ ამ ქვეყნიდან ,ჩემძმას მივატოვებინე ფეხბურთი,იმიტომ რომ მე ერთ გუნდში(აქ ვერდავწერ)3000 ლარი მითხსეს ასნავნოიში რომ მომხვდარიყავი.
(ფული რომ მქონოდა უკრაინაში მინიმუმ გაუშვებდი)პრობლემა ზუსტად რომ "პედერაციაშია"არაა ახლის მოსვლის პრობლემა ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ფეხბურთელები გვყავდა და მოვლენ,თუ გინდა ჩივაძე ,კეტაშვილი.მაგრამ კეტაშვილი ისე გამწარდა რამოდენიმე წლის უკან ოქროს მედალი გამოითხოვა ამ ქვეყნიდან მივდივარო გემახსოვრება ეგ!


(დიდი რონალდინია არც ჩემგან დადგებოდა მაგრამ მიღწევები მქონდა )ბოლოსდაბოლოს 2 გოლი კიევის დინამოზე მაქ გატანილი და 1 ფინალში თავით ზენიტზეnewsmile05.gifnewsmile05.gifქართულ კლუბებში გავქაჩავდი რა!

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 14 2009, 09:57

ციტატა(giorgixomeriki @ 14th September 2009 - 07:09 AM) *
ბოლოსდაბოლოს 2 გოლი კიევის დინამოზე მაქ გატანილი და 1 ფინალში თავით ზენიტზე

რავიცი 1 გოლი მე ვერ გამიტანე და.... newsmile090.gif newsmile090.gif
ციტატა(giorgixomeriki @ 14th September 2009 - 07:09 AM) *
ზაზა ხალხი მიდის საერთოდ ამ ქვეყნიდან

ნოსო...პოლიტიკა აღარ გინდა რაა...ამ ქვეყანაში ხალხი ჩამოდის კიდეც..ეგრეა... დიდი ცვლილებებია..განაწყენებულები მიდიან..გახარებულები ჩამოდიან...
ციტატა(giorgixomeriki @ 14th September 2009 - 07:09 AM) *
იმიტომ რომ მე ერთ გუნდში(აქ ვერდავწერ)3000 ლარი მითხსეს ასნავნოიში რომ მომხვდარიყავი.

ნეტა იმას რამდენი მოთხოვეს(გვარი არ მახსოვს) რუსეთიდან ძლივს რო გადმოიბირეს???...ახალგაზრდა ბიჭი როა...

პოსტის ავტორი: გრიზლი Sep 14 2009, 10:42

ლევანი

ეს რაც დღეს ხდება არც ფეხბურთია, არც კლუბია, არც სკოლაა და რა ვიცი რა არის მე უკვე კაი ხანია ქართული ფეხბურთი არ მიყურებია, ესენი უფრო "სავრჩიკების" კამანდაა, ფედერაცია კიდევ მაგათი პრარაბები და ფულის მჭამელები

დამთავრდა ამაზე ყველაფერი

პოსტის ავტორი: შალვა Sep 14 2009, 11:26

ციტატა(giorgixomeriki @ 14th September 2009 - 07:09 AM) *
პედერაციაშია"

ნოსო ასე სწორედ არავი სახელი არ დაგიწერია ძმაო! ისე დანიის ნაკრებები ხომ გახსოვთ სხვადასხვა პერიოდის.... ლარსენები და ოლსენები არცერტი არ თამაშობდა თავისი ქვეყნის ჩემპიონატებში მაგრამ არც ევროპაში და არც მსოფლიოზე არავის აგულავებდნენ, მოსახლეობაც ჩვენზე ძალიან მეტი არ ყავთ, ბუნებრივი პირობებში ვჯობივართ იქ 8 თვე ზამთარია ტო!

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 14 2009, 20:48

ლევანი
ანანიძე.იქ რახდება კაცმა არიცის კიდევ,ან ძალიან პატრიოტია ,ან არააა მთლად სრულ ჭკუაზე!

შალვა
გეთანხმები ეგრეა!!!

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 15 2009, 15:03

არ ვეშვები ამ თემას.მაგრა მიყვარს ფეხბურთი.თან ვხედავ,თქვენც მაგრები ხართ.
აი მე რას ვფიქრობ:არსებობს რამდენიმე სტილი:1)ბრაზილია უტექნიკურეს ფეხბურთს თამაშობს,ბაძავენ ზოგ-ზოგიერთები,2)იტალია-კატენაჩოს მისდევს,სხვამ რომ მიბაძოს სტვენას დაუწყებენ,მარა ამათ უხდებათ(ტიფოზი ვარ და მათზე ცუდი არ წამოგცდეთ),3)ინგლისი-სწრაფი ფეხბურთი მაღალი ჩაწოდებებით,ბრძოლა ყველგან.კაი საყურებელია;4)გერმანული-დისციპლინა და შედეგი.არის ამათი ნაზავი,რომელთაგან ყველაზე მაგრად მომწონს ესპანეთი-ჰოლანდია.გუნდების ნაწილი ხან ტექნიკური ფეხბურთისკენ იხრება(პორტუგალია),ხან ისევ და ისევ ამათ აჯაფსანდალს თამაშობს.არის კიდევ ერთი გუნდი - არგენტინა,რომელიც მე პირადად იტალიურ-ბრაზილიურად მეჩვენება.ნაკრებების უმრავლესობას სხვა ქვეყნის მაისურა რომ ჩააცვა,მაინც სტილით ეგრევე მიხვდები,ვინცაა.
დანია,რომელზეც წერდა შალვა,ტიპიურ ევროპულ ფეხბურთს თამაშობს,უფრო ბრიტანულთან ახლოს მდგომს,სისწრაფე ფლანგებზე და ჩაწოდებები,როგორც გამოსდით 1992 წელი გაიხსენეთ.მანამდეც 1986-ში კაი გუნდი ჰყავდათ.



საფრანგეთი სხვა მოვლენაა,მსოფლიო ფეხბურთს თამაშობს(არა იმ გაგებით,რომ საუკეთესოა),მათ ნაკრებში ყველა ერია გაერთიანებული.იტალია ისევ ისეთივეა,როგორიც ვთქვათ 70-იანებში იყო,საფრანგეთი კი 80-იანებში სხვა სტილს თამაშობდა,90-იანების ბოლოს და დღეს სხვაა.მაშინ მეტი ევროპელი იყო მანდ,ახლა უფრო აფრიკელები ჭარბობენ,ამიტომ მათზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი.ზიდანი კი ფენომენი იყო.
ახლა რას ვთამაშობთ ჩვენ?დამფრთხალ ფეხბურთს.ბურთი როცა გვაქვს,მაშინაც კი გვეშინია და უკან მეკარისკენ ვიყურებით.ხშირად მსაჯი მოძებნეო გაიგებ ტრიბუნიდან,ვის მისცეს არ იცის ტიპმა და აღადავებენ.

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 15 2009, 15:53

ციტატა(zaza @ 15th September 2009 - 04:03 PM) *
ახლა რას ვთამაშობთ ჩვენ?დამფრთხალ ფეხბურთს

აი ეგ ნაღად ეგრეა..და ეგ არის ჩვენი გასაჭირი... ან გარკვეული კომპლექსები აწუხებთ ჩვენებს(ვაიმე...ის ხომ იტალიაა) ან თავს უფრთხილდებიან ან თამაში არ იციან....(ის, რომ თამაში არ იციან..პირადად მე მეეჭვება) მე მაინც მგონია თავს უფრთხილდებიან+ კომპლექსი... და ეგ სიმფრთალე სწორედ მაგისი ბრალია....

პოსტის ავტორი: bigmisha Sep 15 2009, 17:56

ქართული ფეხბურთი? და არსებოს საერთოდ საქართველოში ეგეთი რამე? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 15 2009, 18:06

ქეცბაია გაათავისუფლესო და ნეტა რატომ ხომ არ იცით? newsmile035.gif newsmile035.gif

bigmisha
სწორი კითხვა დასვი, მე გიპასუხებ: არსებობდა.......... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 15 2009, 23:05

ციტატა(chele @ 15th September 2009 - 07:06 PM) *
ქეცბაია გაათავისუფლესო და ნეტა რატომ ხომ არ იცით?

იმიტომ რომ ტვინი არ ეყოთ...ეტყობა ვერ შეიშვნეს...სხვათაშორის დღეს ობოლაძემ თუ შოთიმ თქვა მგონი ჩვენი ნაკრებისკენ უმიზნებენ...ძალ,ანაც კარგი იქნება და მივესალმები...იქნებ მაგან მაინც უშველოს..

[

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 16 2009, 15:19

ქეცბაია რაც მანდ მივიდა 5 მოიგო და ერთი ფრედ დამთავრდა.მაინც მოხსნეს.ვერ გავიგე ვერაფერი.
ნეტა აქ დანიშნონ

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 18 2009, 23:44

ციტატა(zaza @ 16th September 2009 - 04:19 PM) *
მაინც მოხსნეს.ვერ გავიგე ვერაფერი.

იქაც კაი მაფიაა...ეგ დიდ ფულთან არის დაკავშირეებული.. და ეგრე მარტივად დარჩენა რთულია...ყველა თავისკენ ექაჩება საბანს და ეტყობა ქეცბაიას "კრიშა" არ ყავდა...წამოვიდეს ჩვენთან და ამათ მიხედოს კარგს იზავს...თან ეხლა ახალკაციც გადადგა...თუ მართლა ეგენი იყო მიზეზები(რასაც თქვენ წერდით) გადავრჩენილვართ და ეგ არის...აწი ყველაფერი უკეთესად იქნება...

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 19 2009, 00:02

ლევანი
აბა ლევან რას ამბობ, მკვდარს რომ გვირილით აცოცხლებდნენ ეგ ვარიანტია ზუსტად.......... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 19 2009, 08:30

მთავარია წავიდა დამანგრეველი ,ახლა ველოდოთ ამშენებელს!!!

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 19 2009, 12:15

ნოსო
ახალკაცზე ზღაპრობ??........... ეგ ანგრევდა ქართულ ფეხბურთს ხოო, მაგისი ბრალია კალაძემ რომ 2 ცალი თხარა საკუთარ კარში ხოოო???........... newsmile035.gif:D:D მოვა ეხლა ვიღაც სხვა და მერე სანამ ეგ გაძღება, მანამდე ქართული ფეხბურთი სამუდამოდ დასამარდება............ გრუზინული ბიზნესია ერთგვარი.........

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 19 2009, 12:56

ციტატა(giorgixomeriki @ 19th September 2009 - 09:30 AM) *
,ახლა ველოდოთ ამშენებელს!!!

ეგეთად ვინ გეგულება???...ეგება და გაგვანდო....

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 19 2009, 13:04

ლევანი
ქართველი კაცი რომელსაც ქართულ ფეხბურში რაღაც მიხწევები ქონია და უმუშავია,აი რასაც ახალკაცზე ვერ ვიტყვით.
თუგინდ ქეცბაია,ოღნდ ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს და არა ზარით დაინიშნოს,ძალაუფლება ყოვეთვის გამოიწვევს განდიდების მანიას!!!
ამი გარდა არის ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი,კეტაშვილი,სულაქველ
იძე,ისევ ნემსაძე(იყო და ვინ აცალა)და რავიცი კიდევ შეილება ხალხის გამონახვა მთავარია ხელი არ შეუშალონ ჩვეულად!!!

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 19 2009, 13:25

ეხლა მზეზე გადის ძველი ჩანაწერი, ჰამბურგი-თბ. დინამო, გესიამოვნება ისეთ ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ..........

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 19 2009, 14:03

ციტატა(giorgixomeriki @ 19th September 2009 - 02:04 PM) *
ქართველი კაცი რომელსაც ქართულ ფეხბურში რაღაც მიხწევები ქონია და უმუშავია

ნოსო..გასაგებია შენი პათოსი...მაგრამ ის, რომ ფეხბურთში მიღწევები ქონია ვინმეს..იმას არ ნიშნავს რომ კარგი ხელმძღვანელია და სწორად დაალაგებს ყველაფერს....მაგას მაგარი ბიზნეს+დიპლმატიური+შინაგანად თავისუფალი აროვნების უნარებით შემკობილი ადამიანი ჭირდება...თანაც ფულის ღორი და გრანტიჭამია არ უნდა იყოს...ის, რომ ადამიანი მაგარი ფეხბურთელი იყო თავის დროზე..მაგ ყველაფერს არ ნიშნავს...პირიქით...მაგ ადამიანების სოლიდური ნაწილი(ვინც შენ ჩამოთვალე) საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს და ჩუმად იყო...იმ დროს..როცა ქართულ ფეხბურთს მართლა მაფია და იმდროინდელი ხელისუფლება თავზე ეჯდა...იმიტომ რომ თავის წილს იჯიბავდა....შინ ალბათ იტყვი..ეხლა ეგრე არ არისო????...შეიძლება ეგრეა. მაგრამ ისინი რატო არიან ამათზე უკეთესები????...რასაც ეხლა ამათზე ამბობ..ისინი მაგას არ შვებოდნენ???...ან ეგეთი იდეალური ხელმძვანელი რომც იპოვნო.....როგორ გგონია არ გამოჩნვებიან ადამიანები..ვინც იგივეს ილაპარაკებს მაგ იდეალურ ხელმძღვანელზე რასაც ეხლა შენ ამბობ???...ეგ ყოველთვის ეგრე იქნება...ხან შენ იქნები კმაყოფილი და ხან სხვა...ამ დროს კი სათავეებში ყველა..ყოველთვის ფულს მოჭრის...და იქედან მოტეხილი ადამიანები ყოველთვის შეეცდებიან ძირის გამოთხრას...და პრივილეგიების უკან დაბრუნებას....აუ რა ვწერე......

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 19 2009, 14:15

ლევანი
+1 კარგი ფეხბურთელი არ ნიშნავს კარგ ხელმძღვანელს, ეს იგივეა რაც, შეიძლება იყო კარგი პედაგოგი, გაზარდო მომავალი მსახიობები, მაგრამ არ იყო თვითონ კარგი მსახიობი..........

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 19 2009, 16:16

ჩელე
მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე კარგა იცის რა ჭირდება მის მომავალ თაობას,აი ჩამოსულმა და აქ არ მყოფმა არიცის, ამას ვამბობ თორემ მაგაში მეც გეთანხმებით რომ ყველა არაა კარგი ხელმძღვანელი.ხო რაც ჭამას შეეხება, ამას ყველა აკეთებდა.

მე გეტყვით ნათელ მაგალითს აი ავიღოთ დედაჩემი,ქალი მთელო ცხოვრება სახლს ალაგებდა,ჩვენ ამვიდოდით ბავშვები და დავსვრიდით სახლს ,ქალი ხელახლა ალაგებდა,და ასე. ბოლოსდაბოლოს გავიზარდეთ და ვისწავლეთ ,რომ შემოხლვალ სახლში ფეხზე უნდა გაიხადო.

ანუ დასკვნა სანამ ფულის მჭამელები იქნებიან და კანონდამრღვვები სულ უნდა გამოიცვალოს იმ დრომდეს სანამდე კულტურა არ გაიზდება ჩვენი ხალხის(აბა დედაჩემს რომ მიეტოვებინა და ეთქვა მაინც ისვრება და რატომ გამოვხვეტოოო) არ გამოვიდოდა არაფერი, ადრე ყვლა ჭამდა. ესეც ჭამდა და ვსო უნდა გამოვცვალოთ,და ეს მარტო ფედერაციის თავჯდომარეს და ფეხბურთ არ ეხება ,ყველაფრში ეგრე უნდა იყოს ვინ არღვეს ის უნდა განთავისუფლდეს!!!

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 19 2009, 16:27

ნოსო
შენც მართალი ხარ........

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 19 2009, 16:43

ახლა ამას რომ ვკითხულობ,იმაზე დავფიქრდი,რამდენი დღეა ეს თემა არსებობს,ვწერთ ყველა ჩვენს ნააზრევს,მარა შორს ჩვენგან და არც გვიჩხუბია და არც გვიგინებია ერთურთისთვის.ახლა,წარმოიდგინ
ეთ,ისინი,ვისაც ამბიცია აქვს,პირდაპირ ეთერში რომ დასვამ,რამდენ სიბილწეს ეტყვიან ერთმანეთს,ჰოდა,ჯობია ისინიც აქ შემოვიყვანოთ ამ თემაში წარმოადგინონ თავიანთი სამომავლო გეგმები,ჰა,რავარი იდეაა. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

სერიოზულად კი ვიტყვი,რომ რადგან ბოლო 4 წლის მანძილზე ვერც ერთმა ქართულმა კლუბმა ვერ მიაღწია უეფას ტურნირებში სექტემბრამდე,რადგან ნაკრები ვერ ასცდა ბოლოდან მეორე და ბოლო ადგილებს,ისინი უნდა წასულიყვნენ.
იმედია,ვინც მოვა ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებს,მაგრამ ანალოგიური თუ განმეორდა,ისინიც უნდა წავიდნენ.ეს ქვეყნის ხელძღვანელობა ხომ არაა,არის ჩვეულებრივი ფედერაცია,რომლის სათავეში მოდის გუნდი კონკრეტული მიზნებით და დაპირებებით,ვერ აკეთებ ძმაო,წადი!!!
აგერ მეზობელი ფედერაცია(ძიუდოსი),რა დღეშია,ბიჭებს კითხვები აქვთ მათთან,რატომ გაუშვით ხაბარელიო.არადა ხაბარელი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად რამდენჯერმე დასახელდა.
კითხვები არის ბლომად დაგროვილი სხვა სახეობებშიც,პასუხები გვაინტერესებს გულშემატკივრებს და ღირსნი ვართ,რომ მივიღოთ ამომწურავი პასუხები.

რაც შეეხება ქეცბას,მე ლობანოვსკის ვადარებ,მკაცრია,ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას აქცევს,იცის როგორ ითამაშოს შედეგზე.შარშან მაურინიოს ინტერთან მატჩის შემდგომ,თვით ჟოზემაც აღნიშნა მისი ტალანტი.ქეცბას ნაკრები მე მგონი სრულიად განსხვავებული ტაქტიკით ითამაშებს,შეიძლება გულშემატკივრებს არც მოეწონოთ ჩაკეტილი ფეხბურთი,მაგრამ შედეგი იყოს რა,მთავარი ესაა,მეჟდუ ნოგები კი აკეთე რამდენიც გინდა,მესხის ფინტებით აპამპულავე მოწინააღმდეგე,შედეგს თუ ვერ აღწევ,ეს მალე დაავიწყდებათ.გაიხსენეთ ჩემი ნათქვამი ქეცბა თუ მოვიდა

ლევან,გეთანხმები და ნოსო -- შენც(ისე მაინც პოლიტიკას ეხები ნოსო)

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 19 2009, 17:35

ზაზა
ეგ ჩემი ბრალი არაა ლევან,თავისით მოდის,აი თუგინდა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის განთავისუფლება(პოლიტიზირება არ შეილბა ესეთი სტრუქტურების)

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 19 2009, 19:12

ნოსო
გეთანხმები,რომ მანდ პოლიტიკა თამაშობს დიდ როლს,განა უარვყოფ.უბრალოდ ჩვენ არ გვინდა-მეთქი,თორემ მაგაში მართალი ხარ

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 20 2009, 00:14

სხვათაშორის დღეს ვუსმენდი აჩის და ჩემი პოზიცია გაიზიარა ზუსტად...ეხლა მიდის საუბარი..ჩვენი მწვრთნელი უნდა იყოსო...არა და მაგრად მახსოვს...სულ დედისგინება მიდიოდა ხელისუფლების..."რა გახდა ერთი ნამდვილი მწვრთნელის აყვანა"-ო....ყველა ითხოვდა ვინმე ფირმა მწვრთნელი ჩამოეყვანათ...კლაუსა რო ჩამოიყვანეს დიდი ზარზეიმი იყო...."ეხლა კი ეშველა ქართულ ფეხბურთსო".....მერე მიყვა და შედეგი ნული...ეხლა ქართველი მწვრთნელიო....კი ბატონო...რათქმაუნდა მართლა გამიხარდება თუ ეგ უშველის..მაგრამ მადაც მეეჭვება...უბრალო ჭეშმარიტებაა...მუსიკა რო შეუკვეთო..უნდა გადაიხადო..ხოდა ჩვენები ვერ იხდიან....აი როცა ჩვენ შევუკვეთავთ მუსიკას..ნმაშინ ითამაშებენ ჩვენთვის მაგრად...მარტო მწვრთნელები ქაფავენ ფულს და მიდიან სახლში...ისე კი მართლა ქართველი იყოს ჯობია....ის ფული ისევ საქართველოში მაინც დაიხარჯება ძირითადად...

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 20 2009, 07:36

მარტო მწვრთნელი ვერას გახდება.მიზანმიმართული მოქმედება უნდა იყოს.ვერავის ვერ მოთხოვ ეს ბოლოადგილოსანი გინდა თუ არა პირველზე გაიყვანეო.4 -6 წლიანი გეგმა უნდა შედგეს,ამ დროს პირველ რიგში უნდა ამაღლდეს შიდა ჩემპიონატის დონე:ორგანიზაციული საკითხები,ჩაწყობების მოსპობა,მსაჯებისთვის დამოუკიდებლობის მიცემა და არა ისე,როგორც ახლა არიან,ყველა მათ ცემს საწყლებს.ამის გამო ვაკრიტიკებთ ფედერაციას.ამ დროს გაიზრდება აქ ახალი თაობა.მერე კი, როცა არჩევანის საშუალება მიეცემა ნაკრების მწვრთნელს და თუ ვერ გაართვა თავი,დამნაშავე ფედერაცია კი არა,სწორედ ის იქნება.აქ კი პირიქით ხდებოდა,ცნობილ ტრენერზე იხარჯებოდა მილიონები,შიგნით კი აბა ვინ გაიზარდა?ისეც ძველი თაობაღა თამაშობდა რაღაცას,ახლები კი ვინც დაემატათ,ვერაფერს თამაშობდნენ,აბა ჩვენი ჩემპიონატში როგორ გაიზრდება ფეხბურთელი.

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 11 2009, 09:01

ვაშაააა!!!!
მოვიდა ის კაცი,ვინც გვინდოდა.მგონი ყველა მიესალმება იმას,თუ რა ხდება დღეს.ახალი მწვრთნელი,პრინციპული და საკუთარი ხედვის საჯაროდ მთქმელი.თუ უსმინეთ მის საუბარს გუშინწინ დიმა ობოლაძესთან?ქეცბაიამ ისაუბრა დამაჯერებლად.პატარების მწვრთნელი დევდარიანი როგორ არჩევს თამაშებს თუ უსმინეთ.ან ჟორჟიკაშვილი მანდ რომ იყო.აი ძმაო ხალხი,გასაგები ენით,პროფესიონალურად მოსაუბრე.იქეთ კიდევ შოთა არველაძეა ევროპაში,მალე ალბათ ჩაუდგება რომელიმე გუნდს.მწვრთნელები არ გვყავსო,არ ვთქვათ.
მე ზემოთ ვწერდი 4-6 წლიანი გეგმა უნდა შედგეს-მეთქი,აქ წაიკითხეს ეტყობა newsmile041.gif newsmile035.gif 10 წლიანი გეგმაო ბრძანეს ბატონო.იდეა მომპარეს რა newsmile035.gif ეს ხალხი ეგრევე არ გვპირდება შედეგს,დიდი მუშაობა უნდა ამასო.ადრე რა ხდებოდა?მოიყვანდნენ უცხოელ ცნობილს და აჰა შედეგი იქნება 2 წელიწადშიო.იხარჯებოდა მილიონები.
მთავარი,რა მინდა გითხრათ ყველას:ბიჭებო,ვიცი,რომ ყველას გიყვართ ფეხბურთი.თუ სურვილი გექნებათ,ერთად ვიაროთ ნაკრების თამაშებზე,ფანკლუბ ,,ოჩოპინტრე" რა.დროშები და ა.შ. ისე როგორც ეს დასავლეთში ხდება.700 მეტია ფორუმზე.50 კაცი მაინც თუ იქნება მსურველი მაგას რა ჯობია.ვიყიდით ერთად ბილეთებს,დავჯდებით და ერთხმად სა-ქა-რთვე-ლო!!!გო-ლი,გო-ლი!!!

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 11 2009, 10:49

ზაზა
იავიც იავიც
და რა ქეცბაიაზე გამოცდილი, რეზულტატიანი და უკეთესი მწვრთნელები არ გვყავდა?
6 წელიწადში კუპერიც მოახერხებდა რამეს, რატომ არ დააცადეს, თუ მიაქციეთ ყურადღება
რატომ ატრაკებდა ქეცბაია ჩემ საქმეში არ ჩაერიოთო? მე პირადად კითხვა გამიჩინა ამან...
შემთხვევით წინა მწვრთნელების კომპეტენციაში ხომ არ ერეოდნენ შიგადაშიგ?

არ ვიცი რა რა ჭირი გვჭირს, დავიჯერო იეღოვათი უშველით 50 კაცი ამათ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 11 2009, 10:54

ქეცბამ იცის რა აკეთოს. მაგარია. მაგრა გამეხარდა

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 11 2009, 10:56

ჭალიმგელა
კიმარა საიდან იცით რომ იცის რა აკეთოს, საქმეში ნახეთ თუ როგორაა საქმეები, მასე და მაგაზე კარგად
იცოდა ყველა წინამორბედმა, რაღაც სხვაშია საქმე, და ის დეტალები თუ არ გამოსწორდა არც ქეცბა უშველის
ვერც ვერავინ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 11 2009, 10:59

ჯერ ერთი თუ უსაშველოა, რაღა კუპერმა ჭამოს მუქთა ფული, ბარემ ქართველი შეჭამს. მეორე კუპერი ფეხბურთელებთანაა მუშაობას შეჩვეული, ჩვენებს კიდევ პასის სწავლება ჭირდებათ

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 11 2009, 11:05

მე გეტყვი ვიტო რაშიც არის საქმე.
ჯერ იმაზე,თუ რაში იყო საქმე:ეს ნათლად ჩანს წინა უცხოელი მწვრთნელების შედეგებიდან,კინკლაობები წამყვან ფეხბურთელებთან,აქ მოთამაშეების გამოცდა.შედეგი არ იყო.მერე ეს უცხოელები შესარჩევის დასრულების მერეღა ამბობდნენ:არაჯანსაღი სიტუაცია იყო,ის არ გაკეთდა,რა დაპირებაც მივიღეთო.ამას ვიტო,ამბობდნენ მაშინ,როცა უკვე ძაან გვიან იყო,ანუ კონტრაქტის ამოწურვამდე 2 თვით ადრე.ქეცბაიამ კი რაო?რაო და თუ დაპირება,რომელიც მივიღე არ შესრულდა ეგრევე ვიტყვიო,ანუ მთელს ფულს კი არ ჩაიჯიბავს,როგორც სხვებმა ქნეს,არამედ იტყვის სათქმელს და წავა კაცურად.ესაა განსხვავება ქეცბაიასა და მათ შორის.იმათ ეს რომ ექნათ,კონტრაქტი უნდა გაეწყვიტათ საკუთარი ნებით და მაშინ თანხას სრულად ვერ შეისრუტავდნენ.ხო ხედავთ,თურმე არც ერთ ნაკრებს არ ჰქონია ბაზასთან სავარჯიშო მოედანი,როდესაც ჩვეულებრივ 5-6 აქვთ თურმე სხვებს,ქეცბაიამ ერთი მაინც გაგვიკეთეთო.მე მხოლოდ ქეცბზე არ ვიძახი მაგრი-მეთქი,დევდარიანზე ვამბობ,ეს კაცი პროფესიონალია,მე კაპელოსთან არ ვყოფილვარ თამაშის ტაქტიკაზე როგორ საუბრობს არ ვიცი,მარა ეს რომ ძაან მაგრია ჩვენს პირობებში,მოისმინეთ და დარწმუნდებით.დამიჯერეთ,მართლ
ა სხვაგვარად მიდის საქმე,უკეთესობისკენ

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 11 2009, 11:11

არავინ არაფერი არ იცის,ხალნო,საქართველოს ნაკრები ერთი5 წელი ვერაფერს მიახწევს, და რატომ გავშიფრავ,მე პესიმისტი არა ვარ.


ანუ ეს არის წლები რაც თაობების ზრდას ჭირდება,ანუ ამ 5 წელიწადში უნდა გაკედეს ყველაფერი ბავშვთა ფებურტისათვის,ქეცბა ვერ უშველის საქმეს,უბრალოდ რა მოხდება გეტყვით ახლა ,კუპერი გამოჩენილი მწრთვნელია და მისმა გუნდა რომ წააგო 6 ით 2 სენსაცია იყო,ხოლო ქეცბას გუნდი რომ ცააგებს არ იქნება იმიტომ რომ ქეცბა ქართველია და არც ისე დიდი როგორ კუპერი.


ახლა ჩადით ბათუმში(ბათუმს შეიძლება სარჩევნო რამე გაუკეთონ),ფოთში,ზუგდიდში(მე სიჭინავას გაკეთებულს არ ვვთვლი)ფედერაციის ნაკეთებს,
და რიგი ჩამონათვალებია და რადღეშია ბავშვთა ფეხბურთი ნახავთ! სანამ ეს არ შეიჩვლება არაფრი არ მოხდება დამიჯერეთ.

ხოდა ისე სიჭის და ქეცბას იმედი მეც მაქ,მარგამ შედეგებზე და წარმატებებზე ზუსტად ამ 5 წელიწადში ვისაუბროთ.


ისე აქაც ზევიდანაა ნება საჭირო.რავიცი მე დავინახე სიცოცხლის ნაპერწკალი და ყველამ დაინახა ,მაგრამ ეგ პირველად არააააა.ხოდა თუ იქნება ნება ზევიდან გვეშველება თუ არა და 6 თვეში სიჭინავას ჩმოგდებას დაიწყებენ და ქეცბა იქნება (გალელი)და არა ქართველი.



ესაა სიმართლე სამწუხაროდ.newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 11 2009, 12:20

ნოსო,გაზაფხულზე გამოჩნდება დაიწყო თუ არა საქმის კეთება,მანამდე უნდა გაკეთდეს ბაზაზე ნორმალური სტადიონი,ჩემპიონატშიც -- რაღაც დაძაბულობა კარგი გაგებით.შესარჩევი შემოდგომიდან დაიწყება და მანამდე ამხანაგური თამაშებიც უნდა დაინიშნოს,სასურველია ჩვენზე მაღალი კლასის ნაკრებებთან.მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და იქნება რომელიმე აფრიკულმა ან აზიურმა ნაკრებმა ისურვოს ჩვენთან თამაში,თუ ისევ მალტას,კვიპროსს ან ეგეთებს გავეამხანაგეთ,არაფერი გამოვა.კლასი ძლიერთან გამოჩნდება,ეს კი ფედერაციამ უნდა გააკეთოს.მოკლედ,მე იმედი მაქვს რომ დაიწყო რაღაც კარგის კეთება,შედეგი კი 2 წელიწადში იქნება-მეთქი რომ ვთქვა,გიჯი ვიქნები.აქ არა ვართ,ვნახოთ...

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 11 2009, 15:00

ზაზა
ზაზა ამაში გეთანხმები მარგამ ეს არ შველის,მთავარია ტაობის ზრდა,თორემ კალაძის იმედზე რომელი თამაში მოიგე ერთი?


თუ ძალიან ვირტუოზი არაა,1 კაცი არ იგებს თამაშს და თუ იგებს კი იცი ესეთი ხალხი ერთი ოროლა იბადება!!!

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 11 2009, 16:55

მე იმას კი არ ვამბობ,ამ შესარჩევს პირველ ადგილზე დავასრულებთ ქეცბაიას ხელში-მეთქი,ეს ფანტაზიაა.მე ვხედავ,რომ ფეხბურთისადმი სწორი მიდგობა დაიწყო,ჯერ მხოლოდ საუბრის დონეზე,მაგრამ ისეთი ხალხი უდგას ყველა ნაკრებს სათავეში,რომ თუ რამე ისე არ წავიდა,როგორც დაპირდნენ,იტყვიან მაინც და ჰონორარებს არ დაელოდებიან.მართალი ხალხი მოვიდა მწვრთნელებად,რომლებიც ჩემის აზრით დაუმსახურებლად არავის არ ათამაშებენ.ხომ თქვეს კიდეც:არა აქვს მნიშვნელობა რომელ გუნდში ირიცხება,თუ მანდ არ არის ზირითადში და თამაშის პრაქტიკა არა აქვს,ნაკრებშიც არ გამოვიძახებთო.ამას გააკეთებენ.ჩვენ ისღა დაგვრჩენია,ვუგულშემატკივროთ

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 11 2009, 23:51

კუპერი რამდენი ხანი იყო????....ეგ კაციც კი ამბობდა დამაცადეთო..მარა ვინ აცალა....10 წელიწადში მეც კი მოვამზადებ ნაკრებს....მოვამზადებ რა....შეუშვებდი სადიონზე და თვითონვე შეთამაშდებოდნენ....მე კი ფეოლას რეჩებით გამოვიდოდი... newsmile035.gif newsmile035.gif

ისე კი ღმერთმა ქნას...მართლა კარგი შედეგები ქონდეს...მართლა გამეხარდება...მაგას რა ჯობია..

პოსტის ავტორი: ბესო Dec 1 2009, 16:55

რა დროს ქართული ფეხბურთია? ელ-კლასიკოსთვის გეცქირათ ჯობდა newsmile035.gif ბარსელონა-მადრიდის რეალი 1:0 newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Dec 1 2009, 18:19

საქართველოში ფეხბურთს არაფერი არ ეშველება 100 წელი. კლოუნები და სულით არაქართველები იყვნენ არიან და იქნებიან ქართული ფეხბურთის სათავეში.

პოსტის ავტორი: იკო1981 Apr 6 2010, 13:57

ბრაცი ბურთი ხომ არ გაგვეგორებინა?ჩემთან უბანში კოხტა სტადიონიაnewsmile05.gif 30X15 ტზე!! ჰა რას იტყვით????ხელოვნური საფარიტაა და Gამის განათებით newsmile05.gifnewsmile035.gif

პოსტის ავტორი: aragveli Apr 6 2010, 15:01

ცოლიანები უცოლოებზე ? haied.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Apr 6 2010, 15:07

როგორც ჩვენ გვინდა ისე newsmile05.gifnewsmile035.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Apr 6 2010, 15:10

გავაგოროთ რა newsmile035.gif newsmile035.gif ნოსო აქ არი ისე? newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gogita.m Apr 6 2010, 16:13

ბოლო თამაში არ დამავიწყდება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Apr 6 2010, 16:56

1-ით რო წავაგეთ უცოლოებმა ხო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 6 2010, 18:32

ციტატა(Kudigoreli @ 6th April 2010 - 16:10) *
ნოსო აქ არი ისე?

რა მნიშვნელობა აქვს რა....კარში თუ მე ჩავდექი..გოლს მაინც ვერ გამიტანს... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მაგას მარტო კიევის დინამოს მეკარეს შეუძლია გაუტანოს გოლი. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Apr 6 2010, 19:10

ლევანი
ეგ თუ აქ იქნება სხვებიც ვერ გავიტანთ მაშინ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Apr 6 2010, 20:13

მაინცდამაინც მე უნდა ჩავერთო თამაშში რო უცოლოებმა გაიმარჯვოთ კაცო?! ეს ბებერი კაცი უნდა მამკლათ არა?! newsmile05.gif ცოტა დათბეს და მერე ჯობია თამაში.

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 6 2010, 20:17

გოგა
ქო,ჩვენი 2 ბრძოლა წავაგეთ, თუმცა ომი ჩვენია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Apr 6 2010, 20:45

ნოსო
კაი გაჩერდი კაცო,რა ომია ჩვენი,მცხვენია რო უცოლო ვარ newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: aragveli Apr 6 2010, 21:47

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი wtfg.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 7 2010, 02:34

ციტატა(aleksandre @ 6th April 2010 - 22:47) *
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

მაგათთვის რა აზრი აქვს...ცოლიანებს ისეთი კამანდა გვყავს...საქართველოს ნაკრებსაც მოვუგებთ(რა იცის ჩვენმა ფედერაციამ თორეეე)...მაგათ თუ მესი და კრიშტიანუ არ დაიქირავეს..შანსი არ აქვთ... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: jola Sep 10 2013, 21:42

რა მაგარი თემა ვიპოვე newsmile05.gif)) 2010-ში ცოცხალი იყო???

პოსტის ავტორი: Che Sep 11 2013, 00:20

ეჰ საწყალი, 72 ში გადაფრინდებოდა მოსკოვში, მოიგებდა, გადმოფრინდებოდა... აწყობილი ქვეყანა დაანგრიეს

პოსტის ავტორი: ilariona Sep 11 2013, 01:00

ვიყავი, ვუყურე, ვისიამოვნე, წამოვედი სახლში!

ტფუი ბლიაძ რა!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 11 2013, 07:31

გუშინ ბირჟაზე 10 კაცამდე შევიკრიბეთ. წამო ბარში ფეხბურთ ვუყუროთო, მე ვუთხარი დავრჩეთ ხასიათს მაინც არ გავიფუჭებთთქო newsmile05.gif

ნუ უყურებთ და იქნებით მშვიდათ. ქეცბაიას მეზარბაზნეები არ ყავს და თვითონ ვერ იქნება მთელი გუნდი.

პოსტის ავტორი: ams Sep 11 2013, 07:40

ციტატა
მე ვუთხარი დავრჩეთ ხასიათს მაინც არ გავიფუჭებთთქო
ჭალიმგელა
ეს პოსტი გუშინ მაინც დაგეწერა იქნებ მეც არ მეყურებინა D.gif
ამის დედა ვატირე ხალხი დაბერდა და თამში მაინც ვერ ისწავლეს აბა კაპიტანი წითელს რო მიიღებს იმას სხვა რა უნდა უთხრას ან გუნდი რა შემართებიტ უნდა განააწყოს მარტო ნადირობაშI კი არა სპორტშიც არ არის ჩვენი საშველი bliadzl.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 11 2013, 10:07

ეგენი უახლოეს ოცი წლის განმავლოვაში ვერ ისწავლიან თამაშს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: სკვითია Sep 11 2013, 10:50

ქართული ფეხბურთი მკვდარია კარგა ხანია...

პოსტის ავტორი: ilara Sep 11 2013, 10:56

რასამბობ ბიჭები დაფრინავენ newsmile042.gif newsmile042.gif newsmile042.gif რატო ახარჯებენ ამხელა ფულს აზე არვარ არაფერს ეგენი არ აკეთებენ newsmile019.gif newsmile019.gif newsmile019.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Sep 11 2013, 13:49

ციტატა(ilara @ 11th September 2013 - 11:56) *
რატო ახარჯებენ ამხელა ფულს აზე არვარ არაფერს ეგენი არ აკეთებენ

არასწორი მიდგომაა, ფული თუ არ ჩადე ისე ვერაფერს ვერ მიიღებ, ახალგაზრდა გუნდია, გამოუცდელი, ცოტა მეტი ყურადღება რომ მიექცეს შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა და მაგ გუნდიდანაც რამის გამოყვანა, როცა ინდომებენ შეუძლიათ, ეს საფრანგეთთანაც დამტკიცდა და ესპანეთთანაც, ცოტა წინა ხაზის გამოსწორება გვჭირდება რა

რახან წავაგეთ მაშინ მივაგდოთ ყველაფერი და ვუყუროთ შორიდან?

პოსტის ავტორი: kajuberi Sep 11 2013, 13:50

ციტატა(KTX-100 @ 11th September 2013 - 14:49) *
რახან წავაგეთ მაშინ მივაგდოთ ყველაფერი და ვუყუროთ შორიდან?

საქართველოში ფეხბურთს არ ეშეველება კიდე 30 წელი. კარში დაარტყეს და კომენტატორი იძახის ეს უკვე კარგიაოო .სირცხვილიააა უბრალოდ 11 კაცი რომ არა ამხელა ქვეყანაში რომელიც რამეს გააკეტებს.იმან მაკარტელა, ის კარში ვერ ურტყავს.კარგი რა .

პოსტის ავტორი: კუთხა Sep 11 2013, 14:26

კი ძმა, ბაზარი არაა, მაგრამ თუ არ მიეხედა იმ 30 წლის მერეც არაფერი გამოვა და ჩავრჩებით ასე სამუდამოდ, როდისღაც ხომ უნდა დაიწყოს ცოტა განვითარება ამ სპორტმაც? ეხლა საჭიროა 10-15 წლის ბიჭების გაზრდა რომ მომავალში მაინც ქნან რამე, მაგრამ მანამდე ესენი უნდა ვათამაშოთ, სხვა რა გზა გვაქვს

პოსტის ავტორი: kajuberi Sep 11 2013, 14:32

ციტატა(KTX-100 @ 11th September 2013 - 15:26) *
კი ძმა, ბაზარი არაა, მაგრამ თუ არ მიეხედა იმ 30 წლის მერეც არაფერი გამოვა და ჩავრჩებით ასე სამუდამოდ, როდისღაც ხომ უნდა დაიწყოს ცოტა განვითარება ამ სპორტმაც? ეხლა საჭიროა 10-15 წლის ბიჭების გაზრდა რომ მომავალში მაინც ქნან რამე, მაგრამ მანამდე ესენი უნდა ვათამაშოთ, სხვა რა გზა გვ

რამდენი კაგი ბიჭია ვისაც არ ეძახიან? მე ვაბშე შორსვარ მაგ სპორტტან მარა რასაც მე უყურებ და უყურე საცოდაობა. ამას არ ქვია თამაში 7 თამაში 3 გოლს რომ გაიტანს და სან მარინო აჯობებს რომელიც სოფელივით ქალაქია ტეხავს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: სკვითია Sep 11 2013, 14:52

ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და ვთამაშობდი კიდეც...
უკვე აღარ ვუყურებ საერთოდ...
მოსპეს და მოდაგეს საქართველოში ფეხბურთი...

პოსტის ავტორი: rezident Sep 11 2013, 14:52

ერთი საფრანგეთთან თამაშს ვერ დავესწარი და ნიჩია გააგორეს. გუშინაც არ ვაპირებდი წასვლას მეთქი იქნება რამე გამოვიდეს მარა ძმაკაცმა წამათრია ძალით. ისევ წავაგეთ. ჩემი ბრალია ქართული ფეხბურთის წარუმატებლობები, კარტოფილი შემიწვით და არ მაჭამოთ, კაკტუსებიან მინდორზე ფეხშველა მათამაშეთ D.gif
არ უნდა ვიარო სტადიონზე D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 12 2013, 03:59

ციტატა(rezident @ 11th September 2013 - 16:52) *
კარტოფილი შემიწვით და არ მაჭამოთ, კაკტუსებიან მინდორზე ფეხშველა მათამაშეთ

კატოკებს შემოგიგორებთ დაბადების დღეზე და საჩუქარიააააოოო. გეტყვით. D.gif
ისე მართლა ლორია თამაშობს მარტო ეტყობა. სადაც ლორია ათამაშეს..ყველგან გადავრჩით. მაგრამ მაგასაც მაგარ გუნდებთან გამოდის თამაში. ამ გორის დილასთან და ეგეთებთან ეგეც ვერ ქაჩავს. D.gif

პოსტის ავტორი: jola Sep 12 2013, 04:04

მე მგონი აჯობებს ბალახის მაგივრად რამე მარცვლეული დავთესოთ სტადიონებზე და ფრინველი მოვამრავლოთ :( newsmile05.gif

პოსტის ავტორი: სკვითია Sep 12 2013, 07:54

jola
თავადვე გავამარგვლინოთ და ავაღებინოთ მოსავალი.
აი მერე მგონი დაფიქრდებიან და გადაწყვეტენ: ან მინდორში ბურთით ან კიდევ თოხით!

პოსტის ავტორი: კუთხა Sep 12 2013, 08:23

kajuberi
ხოდა მაგას ვამბობ მეც, რომ ამ პატარა და კარგ ბიჭებში უნდა ვეძებოთ პერსპექტივა და არა კანკავებში და ბებერ ხიზანიშვილებში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 12 2013, 09:44

კუთხა
გასაგებია შენ რასაც ამბობ და გეთანხმები მარა ეს პატარა ბიჭებიც იზრდებიან და მერე იგივე ხდება რაგაც სხვა რაგაც უნდათ მაგათ.არადა ჩვენი ფეხბურთი დონე იყო და საკმაოდ დიდ ფეხბურთს ვთამაშობდით,ძველ დინამოს ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: კუთხა Sep 12 2013, 09:47

ციტატა(ilara @ 12th September 2013 - 10:44) *
რაგაც სხვა რაგაც უნდათ მაგათ

დაფინანსება მეგობარო, დაფინანსებაა newsmile045.gif უფულოდ აღარაფერი აღარ გამოდის არსად

პოსტის ავტორი: ilara Sep 12 2013, 09:49

არვიცი მაგათ უშველით რო ეგ?

პოსტის ავტორი: kajuberi Sep 12 2013, 09:51

ციტატა(KTX-100 @ 12th September 2013 - 10:47) *
დაფინანსება მეგობარო, დაფინანსებაა

ეს საქართველოა როგორც რამეს მიაღწევენ და დაენიშნებათ კარგი ხელფასი მერე კიდიათ ფეხბურთი. წაიფაფხურებს რაღასაც გახდება ცნობილი და ვსო მანდ მთავრდება მაგის კარიერა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ilariona Sep 12 2013, 09:54

კუთხა
ეხ, კანკავა მართა გულით თამაშობს, ოქეიაშვილიც და საერთოდ ეს ნაკრები ძველებისგან განსხვავებით ჟილკით დარბიან!

აქ მწვრთნელის მითითებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, არ შეიძლება 10 თამაში სულ ბურთის მოცილებას ავალებდე გუნდს, არ შეიძლება სულ დაცვაში დგომა!

სანამ ქეცბაია იქნება მწვრთნელი, მე ნაკრების თამაშს ტელევიზორშიც კი აღარ ვუყურებ.


პოსტის ავტორი: ilara Sep 12 2013, 09:58

მართალია უნდა გამოიცვალოს მწვრთნელი.მარა არც ეგ უშველით მაგათ.კავდათ მსოპლიო დონის მწვრთველები მარა მაინც ლეღვებად დარჩნენ.

პოსტის ავტორი: kajuberi Sep 12 2013, 09:58

ციტატა(ilariona @ 12th September 2013 - 10:54) *
ქ მწვრთნელის მითითებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, არ შეიძლება 10 თამაში სულ ბურთის მოცილებას ავალებდე გუნდს, არ შეიძლება სულ დაცვაში დგომა!

ილო მეტი არ შეუძლიათ და აბა რა ქნან? წინე ვერა, შუაში ვერა, უკან დგანან და მაგასაც ვერ აკეთებენ .მაშინ დაშალონ და გააკეთონ ბამბიქტონის გუნდი ან რამე ეგეთი D.gif

პოსტის ავტორი: Che Sep 12 2013, 10:04

ციტატა(kajuberi @ 12th September 2013 - 10:58) *
მეტი არ შეუძლიათ და აბა რა ქნან

kajuberi
მეტი შეუძლიათ დამიჯერე, უბრალოდ მწვრთნელი მგონი რომ ნამეტანი დაცვითს ათამაშებს, ასევე თამაშის დაწყებიდანვე ვიცი ხოლმე ვის რომელ წუთზე ვისით ჩაანაცვლებს, ძალიან ადვილად გასაშიფრ თამაშს ათამაშებს ნაკრებს. ერთნაირად თამაშობენ ძლიერთან და სუსტთან. მგონი რომ ქეცბაიამ ამოწურა თავისი რესურსი. დანიშნონ გეგუჩაძე ან დევდარიანი

პოსტის ავტორი: ilara Sep 12 2013, 10:06

რავიცი სხვა ქვეყნებში მეზღვაურებმა,სვარჩიკემბა,სამ
ხედროებმა,მალიარებმა და კიდე ათასი სხვა პროფესიის ხალხმა ისე ისწავლა ფეხბურთის თამაში რო ასახელეს თავის ქვეყანა და ამათმა რაც იცოდნენ ისიც დაავიწყდათ

პოსტის ავტორი: ilariona Sep 12 2013, 10:07

kajuberi
რატომ გგონია, რომ არ შეუძლიათ? არაა მასე, მშვენიერი ბიჭები გვყვავს, არაა მასე გიო, ნორმალურ გუნდებში თამაშობენ, კარგი ტექნიკა გვაქვს და ტვინიც უჭრით.

უბრალოდ ნაკრებს უჭირს შეტევა, როდესაც მწვრთნელი გაძლევს მითითებას, რომ არ წახვიდე წინ რა უნდა ქნა? 9 თამაში ეუბნებოდა, რომ მოიცილეთ ბურთი, არ წახვიდეთ წინ, მოიცილეთ ბურთიიი.

ხო და მეათე თამაშზე კი დაჭირდა შეტევა, მოგება! რა გამოვიდა მაგით? იმ 9 თამაშის სტრატეგიამ იჩინა თავი, ანუ პირველ გუნდათ ვერ მოვიდნენ მოედანზე, გამოვიდნენ ისევ მეორე გუნდათ, ეს ფინეთი ვერ გვიტევდა თავიდან, რომ ჩვენ კონტშეტევაზე გადავსულიყავით, ფინეთი თითონ დაცვიდან თამაშობდა, ჩვენ კიდე წარმოდგენა არ გვქონდა როგორ უნდა შეგვეტია.

ესაა გიო მთელი ჩვენი მინუსიც.

მორალი რაშია? ქეცბაია უნდა წავიდეს, რომ ახალმა მწვრთნელმა იქნებ ასწავლოს პაწა შეტევა კიდეც და ბურთის მოცილების ნაცვლად, რამე სტრატეგია დახაზოს, როგორ უნდა შეუტიო მოწინააღმდეგეს.

პოსტის ავტორი: kajuberi Sep 12 2013, 10:29

ilariona
რავიცი რავიცი რასაც უყურებთ საწენია ესე რომ ხდება.საერთო ჯამში როგორც არის ის დავწერე

პოსტის ავტორი: Che Sep 12 2013, 10:38

ilariona

ციტატა(ilariona @ 12th September 2013 - 11:07) *
მორალი რაშია? ქეცბაია უნდა წავიდეს, რომ ახალმა მწვრთნელმა იქნებ ასწავლოს პაწა შეტევა კიდეც და ბურთის მოცილების ნაცვლად, რამე სტრატეგია დახაზოს, როგორ უნდა შეუტიო მოწინააღმდეგეს.

dastur.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Sep 12 2013, 10:41

შეიძლება მართლებიც ხართ და ქეცბაია მართლაც წასასვლელია, მაგრამ ფაქტია რომ არაფრიდან მაინც რაღაც გამოიყვანა, ეხლა შეიძლება უფრო გამოცდილი და ჭკვიანი კაცის დაყენება, მაგრამ ისიც ფაქტია რომ დაფინანსება და ყურადღება არ ექცევა ქართულ ფეხბურთს

პოსტის ავტორი: ჭაღარა Sep 12 2013, 11:09

ilariona
+ 1.

მეც ვფიქრობ, რომ ქეცბაია ვერ ხელმძღვანელობს ისე, როგორც საჭიროა. ვუყურებდი მთელი 90 წუთის განმავლობაში და ვერ მივხვდი ნაკრები რა სტრატეგიითა და ტაქტიკით თამაშობდა... და კიდევ, მგონი ჯობია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კარგ ფორმაში მყოფ ფეხბურთელებს მიეცეთ შანსი, ვიდრე საზღვარგარეთ მოთამაშე სათადარიგო მოთამაშეებს... რამდენი ხანია იძახებს ხალხს დილადან და როგორც იქნა ბოლო თამაშში დავინახე ერთი მათგანი. შე კაი დედმამიშვილო თუ არ უნდა ათამაშო, აიღე და ნუ დაუძახებ. თუ არა და მიეცი შანსი. ვგიჟდები რაა... ვფიქრობ, რომ ქეცბაიამ ნაკრებს ვერ მოარგო ტაქტიკა. სულ მახსენდება ხოლმე დევდარიანის სტრატეგია ჰაიდუკთან თბილისში გამართული თამაშის დროს. დაინახა კაცმა, რომ ვერ უტევდა ხოშიანათ და დაუთმო ცენტრი ჰაიდუკს და დაიწყო კონტრშეტევები და გაამართლა კიდევაც. გუნდის გადაწყობა არ შეუძLია მგონი რა :( არა და ამ ფორმაციის ნაკრებს ნამდვილად შეუძლია ფინეთის დამარცხება რაა...

კუთხა
როდის იყო არაფერი აბა? newsmile029.gif ფარერებს და ალბანეთს მაინც ვეთამაშებოდით ხოლმე ნორმალურად newsmile029.gif

დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ნაკრებში დევდარიანს... მშვენიერი, ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელია...

ციტატა(ilariona @ Sep 12 2013, 11:07) *
მორალი რაშია? ქეცბაია უნდა წავიდეს, რომ ახალმა მწვრთნელმა იქნებ ასწავლოს პაწა შეტევა კიდეც და ბურთის მოცილების ნაცვლად, რამე სტრატეგია დახაზოს, როგორ უნდა შეუტიო მოწინააღმდეგეს.


ზუსტად მაგიტომ ვაფასებ დევდარიანს

პოსტის ავტორი: კუთხა Sep 12 2013, 12:02

ჭაღარა

ციტატა(IZH58 @ 12th September 2013 - 12:09) *
როდის იყო არაფერი აბა? ფარერებს და ალბანეთს მაინც ვეთამაშებოდით ხოლმე ნორმალურად

რომელ ფარერებს ეთამაშებოდი კარგად, სახლში რომ 1-1 დაგიმთავრებს იმას?

პოსტის ავტორი: ჭაღარა Sep 12 2013, 13:34

კუთხა
ეგ როდის იყო ხომ არ გახსოოვს? newsmile045.gif)

მე ამას ვგულისხმობდიი http://www.geotimes.ge/index.php/css/?m=home&newsid=1303

ფაქტია, რომ ხვალ იგივე ლუქსემბურგი ან სომხეთი ჩამოვა და ისევ ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორც ფინეთთან... უდიდესი პრობლემა გახდა ეს კარში დარტყმა, დავიჯერო შორიდან მაინც არ შეიძლება რომ დაარტყაან? დარტყმის გარეშე კი გოლი არ გადის მოგეხსენებათ

კიდევ კარგი არ წავედი თამაშზე.

პოსტის ავტორი: კუთხა Sep 12 2013, 15:12

ციტატა(IZH58 @ 12th September 2013 - 14:34) *
მე ამას ვგულისხმობდიი

მაგ თამაშის განმეორებითი შეხვედრა ჩვენთან 1-1 მორჩა, მაგ ჩემპიონატზე ფარერებმა მგონი ეგ 1 გოლი გაიტანეს და ისიც ჩვენთან და ქულა ნამდვილად მარტო ჩვენთან აიღეს მაგ საცოდავებმა

პოსტის ავტორი: ჭაღარა Sep 12 2013, 15:16

კუთხა
ნამდვილაად? რაღაც ეგ მგონი ცოტა მოგვიანებით იყო newsmile045.gif პირველი გოლი ჩვენ რომ გაგვიტანეს ისიც მახსოვს, თუმცა მაშIნ თბილისში 3:1 მოვიგეთ. ისე ძალიან ჰუმანური ნაკრები გვყავს, პირველად ჩვენ მოგვიგო ყაზახეთმა, პირველი გოლი ჩვენ გაგვიტანა ფარერებმა... საინტერესოა შემდეგი რა იქნება newsmile05.gif მოკლედ მე მიმაჩნია, რომ ქეცბაიას ამ ნაკრებით და ამ შემადგენლობით უკეთესად უნდა ეთამაშებინა გუნდი

პოსტის ავტორი: megreli Mar 1 2014, 10:56

თემამ მოიტანა დაა 3 მარტს საქართველო-ლიხტენშტეინის თამაშია,ლოკომოტივზე,18:00 საათზე...

სხვა დეტაალებზე თუ დაინტერესტდით,გაცნობებთ newsmile05.gif newsmile045.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)