თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ SOS! ნადირ-ფრინველის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია!

პოსტის ავტორი: მონადირე Aug 24 2009, 09:28

რა უბედურებაა ამის დედა ვატირე?!!! - მთელი საქართველოს მასშტაბით მწყრის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. განა შეიძლება ასე პირუტყვულად მოექცე ბუნებას?


რას ჰქვია პროჟექტორით და მანიოკით "ნადირობა"??? ე.ი. ესენი ჭკვიანები და ჩვენ Y**ები?!



ტფუი რა................. გინებადაც არ ღირს ეს უნამუსო ხალხი....









მაპატიეთ ბიჭებო ამ დილაუთენია პირის ამყრალებისთვის, მაგრამ საითაც არ დავრეკე ყველგან მწყრის სიმცირეა და + ყველგან პროჟექტორებით დარბიან...

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 24 2009, 10:17

მონადირე
ზვიად,მეც იგივე ინფო მაქვს.ღამით პროჟექტორებით ნადირობაა მოდაში.ასევე სეზონამდეც იგივე ხდებოდა.ამიტომ,2-3 წელიწადში აზრი არ ექნება,მწყერს ვერ ვიპოვით.
ვიტო
ამ თემაზე იქნებ იმათ მივაწოდოთ რამე.თოფის ხმას ვერ იგებდნენ სეზონამდე ხო გახსოვს,აბა გვითხარით სად ნადირობენო.სიბნელეში თუ შუქებიც ვერ შენიშნეს,ბრმები ყოფილან ძმაო ეგენი.გავიდნენ ნებისმიერ მინდორში ღამით და აბა თუ ვერ იპოვეს პროჟექტორებით,ნახავენ მერე.

პოსტის ავტორი: Maverick Aug 24 2009, 10:39

მწყერი გადამფრენი მფრინველია,
პროჟექტორებით ნადირობა ახვრობაა მეტი არაფერი,

პოსტის ავტორი: მონადირე Aug 24 2009, 10:57

Maverick

ციტატა(Nikolo @ 24th August 2009 - 11:39 AM) *
მწყერი გადამფრენი მფრინველია,

ნაწილობრივ

სადაც ჩვენ ვნადირობდით და კახეთშიც - ადგილობრივი მწყერია ხოლმე.

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 24 2009, 10:59

პროჟექტორებით ნადირობენ ყველგან,დასავლეთშიც და არა მარტო მწყერზე.აი მოვა ქათმის სეზონიც დაიწყება

პოსტის ავტორი: მონადირე Aug 24 2009, 11:05

ციტატა(zaza @ 24th August 2009 - 11:59 AM) *
პროჟექტორებით ნადირობენ ყველგან,დასავლეთშიც და არა მარტო მწყერზე.აი მოვა ქათმის სეზონიც დაიწყება

რათქმაუნდა არა მარტო მწყერზე. ნადირობენ პრაქტიკულად ყველაფერზე: ქათამზე, იხვზე, კურდღელზე.....


კარგი რა ამის დედავატირე.... ეს ხომ მარტო სახელმწიფოს ბრალი არ არის?! ეს ხომ უკულტურობის და სიბნელის ბრალია პირველ რიგში...

კულტურული მონადირე არასდროს მოკიდებს ხელს ასეთ სიბინძურეს ან თუ მოკიდა უცოდინრობის და ასაკის გამო, როგორც კი გაერკვევა ავ-კარგში, ეგრევე გაანებებს თავს. ასე მოიქცა ჩვენი კლუბის ზოგიერთი წევრიც მე როგორც ვიცი და დღეს ისინი სხვებზე მეტად იცავენ ბუნებას.


როგორც იმ დღეს მე ზაზა და საფგიო ვსაუბრობდით, საჭიროა მედია-პიარი ამ სფეროში!!!!!!!!! მარტივი და გასაგები ენით უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, თუ რა არის ნადირობა და რა ხორცის რეწვა.... ამ ყველაფერს ჭირდება ფული, რომელიც კლუბს არა აქვს და ახლო მომავალში ალბათ არც ექნება სამწუხაროდ...

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 24 2009, 11:46

ზაზა
ამ კინკს ჩავსვავ იმ თემაში და თითონ ეს ტემა ბრაკონიერებში ხომ რ გადავიტანოთ?

პოსტის ავტორი: aragveli Aug 24 2009, 11:48

აბა რა კურდღლის რაოდენობა პირველ რიგში პროჟექტორით ნადირობამ შეამცირა თორემ როდის იყო გონჩით ნადირობა წყვეტავდა კურდღელს newsmile089.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 24 2009, 11:49

ვიტო
დამასწარი, ეგ უნდა დამეწერა ეხლა ჯობია გადავიტანოთ სერიოზული პრობლემაა მწყერზე პროჯექტორით ნადირობა

პოსტის ავტორი: bigmisha Aug 24 2009, 12:01

ციტატა(zaza @ 24th August 2009 - 11:59 AM) *
პროჟექტორებით ნადირობენ ყველგან,დასავლეთშიც და არა მარტო მწყერზე.აი მოვა ქათმის სეზონიც დაიწყება


ეგრეა, დასავლეთში ქათამზე მაქსიმუმ 2 დღე თუ უნადირებ ტყეში კარგად, დანარჩენს ღამე ხოცავენ ფარზე... !!!

პოსტის ავტორი: მონადირე Aug 24 2009, 12:28

ციტატა(mishka @ 24th August 2009 - 01:01 PM) *
ეგრეა, დასავლეთში ქათამზე მაქსიმუმ 2 დღე თუ უნადირებ ტყეში კარგად, დანარჩენს ღამე ხოცავენ ფარზე... !!!

მაგიტომაც წერია ქვესათაურში რაც წერია !!!

იმ დღეს ვსჯაბაასობდით და მივედით დასკვნამდე, რომ რაც არ უნდა იმატოს მონადირეთა რაოდენობამ (თუ რათქმაუნდა, 3 მილიონიდან სამივე არ გახდა მონადირე), ნადირ-ფრინველის გონივრული რაოდენობის შენარჩუნება პრობლემა არ იქნება, თუ ყველა მონადირე ინადირებს კანონის დაცვით და ფართომასშტაბიან ხოცვა-ჟლეტას არ ექნება ადგილი.

ეს ფაქტია და უბრალოდ საზოგადოებამ უნდა გაათვითცნობიეროს ეს!!! ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ ინფორმაციული კუთხით. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მიხვედი შენს სოფელში, აგარაკზე, ნათესავთან და ნახე ტიპები მსჯელობენსად წავიდნენ ამაღამ ფარნით მწყრის დასაჭერად. სხვა ხო არაფერი შეგიძლია, ადექი და ჩაუტარე ლექცია გლეხურ ენაზე და ეცადე შეაგნებინო საკუტარი საქციელის სიავე.

ვინც გაიგებს, გაიგებს. ვინც არ გაიგებს, მისთვის უნდა იყოს გედეი.

ეს არის მთელი ფილოსოფია.

პოსტის ავტორი: bigmisha Aug 24 2009, 12:50

მონადირე

გეთანხმები 100% ით,

ბევრისთვის ჩამიტარებია ეგეთი ლექცია მაგრამ სოფლად ეს ლექცია ლექციად რჩებოდა, ამ ფრინველებს და ცხოველებს დაცვა და შენარჩუნება უნდა, ერთ ღამეში რო 30 ქათამს დახოცავს ადამიანი მან უკვე კანონის წინაშე უნდა პასუხი რო სამაგალითო იყოს სხვისთვის.

გდი-ს რაც შეეხება ისინი მარტო ვერაფერს ვერ გააკეთებენ თუ ჩვენ მონადირეებმა და უბრალო ხალხმა არ შეუწყვეთ ხელი.

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 24 2009, 13:34

ხო ძალიან საჭირო თემას შევეხეთ,რაც რაც საქართველოში ცხოვროვს იმაზე 100% გეთანხმებით და არასოდეს მინადირის არც ხოხობზე და არც ქათამზე ფარით,მაგრამ ზემოთ თქმულში არმოვიზარები ალბათ,მე იხვზეც ვნადირობ ფარით .
მონადირე

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 24 2009, 13:56

aragveli
+ 100000
ნოსო
მერე რო ნადირობ კაი საქმეს შვები?

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 24 2009, 14:02

Bonehill
არა კაი არა მაგრამ მე არა ვარ მიზეზი ფრინველის სიმცირისა.ისე რაც მონადირემ თქვა ვეთანხმები !!!

პოსტის ავტორი: ქევხო Aug 24 2009, 14:42

ციტატა(მონადირე @ Aug 24 2009, 11:57 AM) *
Maverick

ნაწილობრივ

სადაც ჩვენ ვნადირობდით და კახეთშიც - ადგილობრივი მწყერია ხოლმე.



მწყერი არაა ადგილობრივი ფრინველი, აქ რაც რჩება ან სუსტია ან დაჭრილი.

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 24 2009, 15:04

ქევხო
არ გეთანხმები,რჩება ,ისევე როგორ იხვი!!!

პოსტის ავტორი: Maverick Aug 24 2009, 16:11

ციტატა(მონადირე @ Aug 24 2009, 11:57 AM) *
Maverick

ნაწილობრივ

სადაც ჩვენ ვნადირობდით და კახეთშიც - ადგილობრივი მწყერია ხოლმე.

ადგილობრივ მწყერს ვეძახით იმ მწყერს რომელიც გაზაფხულზე გადაფრენისას რჩება საქართველოს ტერიტორიაზე და აქ ბუდობს,
გადამფრენი ფრინველებმა რომ ბუდობა გაგრძელონ, აუცილებელია ბუდობის პერიოდში ხელსაყრელი გარემო შეექმნათ,
პროჟექტორით ნადირობა ახვრობაა, მაგრამ ეგ მაინც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მოძრავი მწყერზე გამოიყენება და მაჩინა რის ეფექტური

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 24 2009, 17:53

Maverick
მართალია ,შეიელბა არაა კარგი საქმე მაგრამ ეგ სხვა რაღაცააა,აი ადგილობივზე ნადირობა დიდი დანაშაულია და მეც ვეთანხმები ამას!!!

პოსტის ავტორი: 919 Aug 24 2009, 18:39

ისე მე ძველ ხერხებს მივმართავდი, რასაც ბატონები თუ თავად-აზნაურობა
ბრაკონიერებს უშვებოდა ევროპაში - სარზე აგებდა ან მათზევე ნადირობას
მართავდა...

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 25 2009, 00:09

ციტატა(qevxo @ 24th August 2009 - 03:42 PM) *
მწყერი არაა ადგილობრივი ფრინველი, აქ რაც რჩება ან სუსტია ან დაჭრილი.

სრულიად ვეთანხმები...ის, რაც ჩვენთან რჩება, არის სუსტი(მესამე თაობა) რომელიც გაზრდას ვერ ასწრებს..მიგრაციამდე..და ასევე დაჭრილი, დასუსტებული...მაგათ იძულებით უწევთ ჩვენთან გამოზამთრება...თუ გადარჩნენ შემდეგ სეზონზე ტოვებენ აქაურობას...კახეთისკენ კი იმიტომ რჩება, რომ იქ უფრო ასატანი კლიმატია მაგათთვის...ყოველშემთხვევაში მე ეგრე მაქვს წაკითხული.

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 25 2009, 06:08

ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 24th August 2009 - 02:34 PM) *
მე იხვზეც ვნადირობ ფარით .

გიგი შენ დალაგებული თუ ხარ საერთოდ? აზრზე თუ ხარ რეებს წერ?
მერე მე მეტყვი რა ამბავია ამდენი შენიშვნებიო......... რატომ ნადირობ მერე ფარით?
არ იცი რომ არ შეიძლება? ან ფარით ნადირობა ნადირობაა?

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 25 2009, 09:09

ვიტო
კაცო ცუდი არაფერი დამიწერია უბრალოდ ვთქვი რა,თორემ მე პერელიოტზე და ნაბულზე უფრო ვნადირობ,მაგრამ აბა როგორ ვიარო ნავით კალანში ღამე ფარი თუ არ ცავიღე,გზა დამესიზმევა?ხოდა ხურდაში ყვება ,თორემ მე ღამეებით არ ვუზივარ იხვსnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 25 2009, 09:28

ციტატა(giorgixomeriki @ 25th August 2009 - 10:09 AM) *
ხოდა ხურდაში ყვება

newsmile090.gif newsmile090.gif ოხ ნოსო ნოსო მაგარი ხარ რა, ფრთხილად იყავი კანონმა არ დაგახურდავოს შენც.

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 25 2009, 09:31

ზახარა
არა ,მე საერთოდ ვიცავ კანონს,ყოველშემთხვევაში ყველანაერად ვცდილობnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 25 2009, 10:25

აუ რა ვწერო არ ვიცი,ათჯერ წავშალე,არ ეწყინოთ-მეთქი,მარა აგერ დავწერე ისევ.რადგან ყველა ჩვენი ძმაა,ამიტომ ვიტყვი და თუ უფროსობა მოიწონებს,მაშინ მიიღოს ჩემი წინადადება.
აგერ, ვირაცამ აღიარა,რომ ნადირობს ფარით,მიუღებელი და არამონადირული ხერხით,ან კიდევ ვიღაცამ ვთქვათ ასეთი ნადირობა მოუწონა მას ან გაუკეთა რაიმენაირი პოპულარიზაცია,ადრე თუ გახსოვთ ერთი წერდა ძაღლებიც კი მომიკლავსო,ასეთი ფორუმელის მიმართ რაღაცნაირი ზემოქმედების ღონისძიება უნდა იყოს.ეგ რა იქნება,უნდა მოიფიქრონ მოდერატორებმა,ერთდღიანი ან რამე მაგდაგვარი არშეშვება ფორუმზე,ერთობლივ ნადირობებზე არწაყვანა,რა ვიცი.ეგ არავის არ უნდა ეწყინოს.მე მიხარია,რომ ყოველდღე იმატებს ფორუმელთა რაოდენობა,400-ზე მეტნი ვართ ქსელში ყოფნის 85-ე დღეს.ამიტომ ფორუმის წესები უნდა შევქმნათ,სეზონზე კიდევ იმატებს ხალხის რიცხვი.ყველამ უნდა წაიკითხოს და გაითავისოს აქ რაც ხდება,მერე მისი ნებაა დარჩება თუ წავა.ფორუმზე წერა არაკანონიერი,მიუღებელი მეთოდებით ნადირობა-თევზაობაზე და მისი პოპულარიზაცია უნდა აიკრძალოს.
ამაზე კამათი უაზროა.

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 25 2009, 10:37

ციტატა(zaza @ 25th August 2009 - 11:25 AM) *
ფორუმზე წერა არაკანონიერი,მიუღებელი მეთოდებით ნადირობა-თევზაობაზე და მისი პოპულარიზაცია უნდა აიკრძალოს.


წერა კი არ უნდა აიკრძალოს, ასეთი ქმედება უნდა აიკრძალოს...



უფრო სწორად ერთიც და მეორეც

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 25 2009, 11:18

ზაზა
უნა აიკრძალოს პოპულარიზაცია გეთანხმები!!!

პოსტის ავტორი: მონადირე Aug 25 2009, 11:32

ნოსო
დაანებე იხვებზე ფარით ნადირობას თავი! შენ თუ არ დაიჯერებ კლუბის წევრთა რჩევას, სხვას რა მოვთხოვოთ?

ქევხო
Maverick
ახლა მწყრის ადგილობრივობა-გადამფრენობაზე ვიდავოთ? დავყოთ ფრინველი ამ კატეგორიებად? ანუ თუ მწყერი გადამფრენია, მასზე ბრაკონიერობას არაუშავს?

ვიცი რომ ასე არ ფიქრობთ და რატომ ართულებთ?

ამ თემის ამოსავალი პრინციპია ის, რომ ბრაკონიერობა ნებისმიერ სახეობაზე არის ერთის მხრივ არაკაცობა, ხოლო მეორესმხრივ, მძიმე სამართალდარღვევა.

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 26 2009, 00:41

ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 25th August 2009 - 12:18 PM) *
უნა აიკრძალოს პოპულარიზაცია გეთანხმები!!!

მერე მაგას რომ ამბობ შენ თავს დაუსვი რა კითხვები!
აბა იქნებ მიხვდე ზაზა რას გულისხმობს.............

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 26 2009, 01:08

ზაზა
newsmile027.gif newsmile027.gif
მართალია ეს კაცი...ჩვენი ფორუმელების(განსაკუთრებით კლუბის წევრების) მიმართ მართლაც უნდა შემუშავდეს რაღაც მექანიზმი...მე ვფიქრობ ეს არ უნდა იყოს დამსჯელი..ალბათ აჯობებდა იყოს შეგნებაზე გათვლილი...უბრალოდ სულ მაინტერესებდა...ის ადამიანები, ვინც ამას ყველაფერს აკეთებს..და სანამ ჩენ სეზონის გახსნას ველოდებით..ისინი დარბიან ფარებით, სეზონს ხსნიან ივნისში...რატო თვლიან თავს ჩვენზე ჭკვიანებად????...ამასწინად სერიოზული გაწევ-გამოწევა მქონდა მაგ თემაზე....რადგან ჩვენ სეზონის გახსნას ველოდებით პატიოსნად და არც ფარზე ვნადირობთ...ისინი უბრალოდ..პიტალო Y******..გვთვლიან...თან დამიდასტურეს..."თუ ელოდებით ეგრე გამოდის....ვინ გიშლით..აიღეთ და თქვენც ინადირეთო"...მოკლედ მაგათ მოლიპულ ტვინამდე დიდხანს არ დავა ეს საკითხი....მე კი არანაირი სურვილი არ მაქვს..ეგეთი ტვინგაწყალებული ადამიანები ჩვენთანაც მომრავლდნენ..პირიქით..კარგი იქნება, თუ ჩვენთან..სწორ გზას დაადგება ყველა, ვინც არასწორი გზით მიდის....მოკლედ რამა უნდა მოვიფიქროთ....

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 26 2009, 10:41

გუშინ გვიან გავედით ნიჩბისში მე,საფგიო და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი.სულ ვნახეთ 10 მწყერი.ორი ვერ ვიპოვეთ ,8 ავიღეთ.სხვათაშორის,საფგიოს იაგმა ოთხი ააფრინა.მწყერი გარბოდა და უჭირდათ პოინტერებს.ნანადირევი იქვე გზაზე რესტორანში გავაკეთებინეთ და კარგადაც მოვილხინეთ.
ახლა მთავარი ბიჭებო:ყველა მინდორში მანქანების კვალია,ანუ ღამით ნადირობენ პროჟექტორებით,ეს რესტორნის მომსახურე პერსონალმაც დაგვიდასტურა.ყველას უკვირს გდი-ს გამოჩენა სეზონის გახსნის დღეს და ნებართვა-საბუთების შემოწმება მათი მხრიდან.ადრე სად იყვნენ დალოცვილებიო.
რას გაიგებ?
ახლა ჩვენ რომ ველოდოთ,როდის დავა მათ (ბრაკონიერების) ტვინებამდე(პრინციპში არც აქვთ),ასეთი ხერხით მოქმედების (და არა ნადირობის,ამას ნადირობას ვინც ეძახის,ისიც მათნაირია)მიუღებლობა,ან გდი როდისღა დაიწყებს საქმიანობას მათ გამოსავლენად,არათუ მწყერი,არაფერი არ დაგვრჩება სანადიროდ.
ამ თემაზე ჩვენი ინიციატივით რომ შევხვდეთ ისევ იმ ხალხს საჩინოვნიკოში,არ იქნება ცუდი.სერიოზულად მაინტერესებს,ერთი მეფარნე მწყერიჭერია რატომ არ დააჯარიმეს????????
მაგის დედა ვატირე,თოფი ვიყიდე,ამ ძაღლის აღზრდა-სწავლა-განათლებას გადავყევი,სეზონს ველოდები 6 თვეა და ტიპები დაგვცინიან,10 ლარიანი ფანარით და პეპლის დასაჭერი საჩოკით უკეთეს შედეგს აჩვენებენ
რა გვეშველება,დაწერეთ რა ვინმემ

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 26 2009, 10:48

ზაზა
კაი ხანია აღარ გამოჩენილან ჩვენთან სამინისტროს ხალხი

პოსტის ავტორი: მონადირე Aug 26 2009, 10:58

ზაზა
გეთანხმები, რომ მხოლოდ ვიღაცის იმედზე ვერ დავრჩებით, მაგრამ ეს "ვიღაცაც" უნდა დაგვეხმაროს კომპეტენციის ფარგლებში! რა ვქნათ - ცოტა რთული სათქმელია იმ პირობებში, როდესაც საჯარო უფლებებით აღჭურვილი არა ვართ.

გამოსავალი გარემოს დაცვასთან მჭიდრო და ქმედით ურთიერთობაშია!

პოსტის ავტორი: ბესო Sep 2 2009, 14:27

მე "უკეთესს" გეტყვით. ზღვაზე უზარმაზარ ბადეებს ჭიმავენ და "ბერეგავოი" პროჟექტორით დასდევენ მწყერს, ამ ბადეებიდან ჩამოყრილ ფრინველს კი მეშოკებით აგროვებენ... კონკრეტულ ადგილებზე ხდება ასეთი ბარბაროსობა...

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 2 2009, 17:43

ბესო
ეგ უკვე ვიღაცა მოხელ ს ხელია მაგაში ეგ ჩვეულებრივ მოკვდას არც შეულია!!!

პოსტის ავტორი: bigmisha Sep 2 2009, 20:26

ციტატა(giorgixomeriki @ 2nd September 2009 - 06:43 PM) *
SOS! ნადირ-ფრინველის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია!


ისე მემგონი ცოტა ამოძრავდა და გამოჩნდა მწყერი, ალბათ დამეთანხმებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: aragveli Sep 2 2009, 20:44

ციტატა(ზაზა @ Aug 25 2009, 11:25 AM) *
აუ რა ვწერო არ ვიცი,ათჯერ წავშალე,არ ეწყინოთ-მეთქი,მარა აგერ დავწერე ისევ.რადგან ყველა ჩვენი ძმაა,ამიტომ ვიტყვი და თუ უფროსობა მოიწონებს,მაშინ მიიღოს ჩემი წინადადება.
აგერ, ვირაცამ აღიარა,რომ ნადირობს ფარით,მიუღებელი და არამონადირული ხერხით,ან კიდევ ვიღაცამ ვთქვათ ასეთი ნადირობა მოუწონა მას ან გაუკეთა რაიმენაირი პოპულარიზაცია,ადრე თუ გახსოვთ ერთი წერდა ძაღლებიც კი მომიკლავსო,ასეთი ფორუმელის მიმართ რაღაცნაირი ზემოქმედების ღონისძიება უნდა იყოს.ეგ რა იქნება,უნდა მოიფიქრონ მოდერატორებმა,ერთდღიანი ან რამე მაგდაგვარი არშეშვება ფორუმზე,ერთობლივ ნადირობებზე არწაყვანა,რა ვიცი.ეგ არავის არ უნდა ეწყინოს.მე მიხარია,რომ ყოველდღე იმატებს ფორუმელთა რაოდენობა,400-ზე მეტნი ვართ ქსელში ყოფნის 85-ე დღეს.ამიტომ ფორუმის წესები უნდა შევქმნათ,სეზონზე კიდევ იმატებს ხალხის რიცხვი.ყველამ უნდა წაიკითხოს და გაითავისოს აქ რაც ხდება,მერე მისი ნებაა დარჩება თუ წავა.ფორუმზე წერა არაკანონიერი,მიუღებელი მეთოდებით ნადირობა-თევზაობაზე და მისი პოპულარიზაცია უნდა აიკრძალოს.
ამაზე კამათი უაზროა.

გეთანხმები ზაზა დამსჯელი ზომების მიმართვა აუცილებელია. დროა შევიმუშაოთ და ავამოქმედოთ ფორუმში

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 3 2009, 15:49

ახლა შვებულებაშია ნახევარი საჯარო სამსახური,იმიტომაა ნაკლებად რომ ჩნდებიან ფორუმზეც.ჯერ მინდორი არ მინახია,სადაც ბორბლების კვალი არ ემჩნეოდეს,ე.ი. პროჟექტორებით ბრაკონიერობენ

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 5 2009, 14:25

ციტატა(zaza @ 3rd September 2009 - 04:49 PM) *
.ჯერ მინდორი არ მინახია,სადაც ბორბლების კვალი არ ემჩნეოდეს,ე.ი. პროჟექტორებით ბრაკონიერობენ

მაგ ნაკვალევს, ხშირად დღისით-მზისით მწყერის ნახვის დროს..მინდორში შევარდნილი მანქანებიც ტოვებენ...ეგრე ნახულობენ მწყერი არის თუ არა...

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 5 2009, 23:38

შემცირდება აბა რა იქნება ბაზალეთზე ტურმე გამე პიკაპებით დაზდევენ . და პიკაპები ვის ყავს ყველამ ვიცით.. არ ტიებენ არაფერ მოძრავსო დგეს ველაპარაკე ნატესავს newsmile038.gif

პოსტის ავტორი: aragveli Sep 6 2009, 05:17

ციტატა(ლევანა90 @ Sep 6 2009, 12:38 AM) *
შემცირდება აბა რა იქნება ბაზალეთზე ტურმე გამე პიკაპებით დაზდევენ . და პიკაპები ვის ყავს ყველამ ვიცით.. არ ტიებენ არაფერ მოძრავსო დგეს ველაპარაკე ნატესავს newsmile038.gif

ხო მაგ ამბავზე მეც ვწერდი ეგრეა ზუსტად. ტყე და მინდორი ხომ აიკლეს და არც ტბაა კარგ დღეში მაგათთგან. ბაზალეთზეც და გრემისხევზეც იგივე მდგომარეობაა

პოსტის ავტორი: AlekoN Oct 11 2009, 17:08

QUOTE (ზაზა @ Aug 26 2009, 11:41 AM) *
.ყველას უკვირს გდი-ს გამოჩენა სეზონის გახსნის დღეს და ნებართვა-საბუთების შემოწმება მათი მხრიდან.ადრე სად იყვნენ დალოცვილებიო.
რას გაიგებ?
ამ თემაზე ჩვენი ინიციატივით რომ შევხვდეთ ისევ იმ ხალხს საჩინოვნიკოში,არ იქნება ცუდი.სერიოზულად მაინტერესებს,ერთი მეფარნე მწყერიჭერია რატომ არ დააჯარიმეს????????

იმორიგეონ გედებმა ღამღამობით, დადგნენ შემაღლებულ ადგილებზე და პროჟექტორის დანახვას რა უნდა?
მაისში ნადირობენ თბილისის ზღვაზე, ლისზე, მწყერზე. ვუთხარით სამინისტროში და, როცა ნახავთ დაგვირეკეთო, რა იქნება დილა-საღამოს ერთხელ შემოუარონ მაგ ადგილებს? მე ხომ არ დავუყარაულდები? სიგნალები შედის და მეტი რა უნდათ?


QUOTE (ლევანი @ Aug 26 2009, 02:08 AM) *
მოკლედ მაგათ მოლიპულ ტვინამდე დიდხანს არ დავა ეს საკითხი

QUOTE (ზაზა @ Aug 26 2009, 11:41 AM) *
ახლა ჩვენ რომ ველოდოთ,როდის დავა მათ (ბრაკონიერების) ტვინებამდე(პრინციპში არც აქვთ),ასეთი ხერხით მოქმედების (და არა ნადირობის,ამას ნადირობას ვინც ეძახის,ისიც მათნაირია)მიუღებლობა

კუზიანს სამარე გაასწორებს!
Давить надо их...
დიდი ჯარიმა უნდა მაგას, 400-500 კი არა მინიმუმ 1000, სიზმარშიც რომ ვეღარ იოცნებონ ... განმეორებით კი თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე და ტუალეტების რეცხვა ყაზარმებში, აეგრე!!!
აუცილებლად უნდა აიკრძალოს ნანადირევი მწყრის ჩაბარება რესტორნებსა და სასადილოებში. ეგაა ბრაკონიერობის სტიმული, ისევე როგორც თევზის შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: 919 Oct 11 2009, 19:59

აქ 50 წელიწადია საჭირო, ამ ხალხის შეგნებამდე ეს მარტივი ჭეშმარიტება ვერ მიდის!
ჩემი ნება იყოს, მოვაწყობდი 1933-წელს (გერმანია)...

პოსტის ავტორი: გრიზლი Oct 20 2009, 20:31

არ ვიცოდი სად დამედო რა პროსტო ნახეთ ეს რა საშინელებაა რა და რა ამაყად უჭირავთ თავი ამ ტიპებს

http://www.radikal.ru

ეს არის ღორობის, სიძუნწის, წინდაუხედავობის, არამონადირეობის, ტვინჩაკეტულობის და საზიზღრობის ზეიმი ამ ხალხის თავზე, ამას რომ კაცი ჩაიდენს დედა დათვს რომ მოკლავ ორ ბელთან ერთად ის კაცი უნდა მიაყოლო ზედ რა, გინდა საქართველო იყოს, გინდა დაღესტანი და გინდა სან-ფრანცისკო, ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება უპირველეს ყოვლისა

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 20 2009, 20:37

გრიზლი
საქართველოა?

პოსტის ავტორი: გრიზლი Oct 20 2009, 21:05

აბა მე რა ვიცი, ეს ფოტო შემთხვევით ვიპოვე ერთ საიტზე, საქართველო იქნება ალბათ, ამას რაღა მნიშვნელობა აქვს? ამის გამკეთებელი ყველგან ჩაიდენს ამ ვაჯკაცობას

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 20 2009, 21:17

გრიზლი
ნაბიჭვრები

პოსტის ავტორი: 919 Oct 20 2009, 21:24

ამათ ჯარიმა კი არა, დედის ძვლები უნდა აღრნევინო... თესლები newsmile051.gif newsmile051.gif newsmile051.gif და ჟაკანი უნდა ესროლო ანუსში
ან დედა დათვს უნდა შეუგდო ბუნაგში საჯიჯგნად

პოსტის ავტორი: ნოდარიძია Oct 20 2009, 21:55

აესეთი ახვარი კიდე იტყვის მონადირე ვარო newsmile051.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 20 2009, 22:52

საქართველოა,სიფათებზე ეტყობათ!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 20 2009, 23:41

კომენტარის გაკეთება მიჭირს....ეგ ბრაკონიერობა აღარ არის...ეგ იმის დამადასტურებელი ფაქტია..ხანდახან რა გულის ამრევი შეიძლება იყოს ადამიანი..

პოსტის ავტორი: bigmisha Oct 20 2009, 23:48

ვახ ბიჯო ეს რა ფოტოა? ვინეები არიან ამათი ........... ქართველები არიან ეტყობათ newsmile051.gif newsmile089.gif


უნდა გასროკო უეჭველი

პოსტის ავტორი: ბესო Oct 21 2009, 01:01

და ამის მიერე კიდევ რაიმეზე გვაქვს პრეტენზია? newsmile038.gif

ზედგამოჭრილია ჩვენზე "ბედნიერი ერის" სტატუსი!

პოსტის ავტორი: salamandra Oct 21 2009, 01:16



ეს არის ღორობის, სიძუნწის, წინდაუხედავობის, არამონადირეობის, ტვინჩაკეტულობის და საზიზღრობის ზეიმი ამ ხალხის თავზე, ამას რომ კაცი ჩაიდენს დედა დათვს რომ მოკლავ ორ ბელთან ერთად ის კაცი უნდა მიაყოლო ზედ რა, გინდა საქართველო იყოს, გინდა დაღესტანი და გინდა სან-ფრანცისკო, ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება უპირველეს ყოვლისა
[/quote]
არა ხალხო ამის გამკეთებელს მარჯვენა უნდა მოაჭრა,ეს რა უქნიათ............

პოსტის ავტორი: Davitus Oct 21 2009, 02:37

აუ რა საშინელებაა ტო, გული დამეწვა იმენნა newsmile038.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 21 2009, 09:34

ეს არის ჩემს მერე გინდა წარღვნაო! მინდა გითხრათ, რომ ესეთი სურათი გამონაკლისი არ არის. მშრალ ხიდზე ახალახალი ტყავები, რომ იყიდება ისიც საქართველოში მოპოვებულია. newsmile051.gif

პოსტის ავტორი: pepe7 Oct 21 2009, 13:42

გაუმარჯოს ყველას. ჩემი აზრით ფარით ნადირობა გინდა გადამფრენი იყოს და გინდა ადგილობრივი მაინც ბრაკონიერობაა, თან ეხლა გავრცელდა მაგრა ტო მწყერზე მანოკებით ნადირობა. არვის შეურაწყოფას არ ვაყენებ მაგრამ ჩემი აზრით მეხორცეობაა.

პოსტის ავტორი: 919 Oct 21 2009, 14:53

pepe7

ამით შენ აქ არავის არ მიაყენებ შეურაწყოფას - აქ ყველა ასე აზროვნებს! newsmile045.gif
ანუ თანამოაზრეებში მოხვდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: pepe7 Oct 21 2009, 15:36

ხო და ზაან მაგარ ადგილას მოვსულვარ.))

პოსტის ავტორი: დათო ბუ Oct 22 2009, 00:11

ეს არ გაუკეთებიათ კარგი საქმე.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)