საგამოცდო ბილეთები, სანადრო, სპორტული და თავდაცვის იარაღი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საგამოცდო ბილეთები, სანადრო, სპორტული და თავდაცვის იარაღი |
Jan 25 2016, 13:15
პოსტი
#1
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
იარაღის მოხმარების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ.
საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგებადა გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად იარაღის შეძენის მსურველს 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იარაღი 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენის შემთხვევაში გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ უწევს. აქ მოცემული ბილეთები გახლავთ ქართულ და რუსულ ენებზე.... წარმატებებს გისურვებთ იქნებ ვინმეს გამოგადგეთ პატივისცემით: მე.... წყარო: საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ქართული: 1. თავდაცვითი matsne_2991861_1.doc ( 287.5 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 72 2. სპორტული sportuli.pdf ( 324.76 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 36 3. სანადირო sanadiro.pdf ( 329.05 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 197 რუსული: 1. თავდაცვითი _1TAVDACV.pdf ( 469.43 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 26 2. სანადირო _2sanadiro.pdf ( 486.47 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 34 3. სპორტული _3sportuli.pdf ( 582.11 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7 |
|
|
Mar 6 2016, 15:06
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 276 რეგისტრ.: 12-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
პასუხებით არ დევს სადმე ბილეთები?
როგორც მართვის მოწმობის ბილეთებია |
|
|
Mar 6 2016, 15:40
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
REZI 444
პასუხები ბოლოში წერია -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
Sep 30 2016, 15:09
პოსტი
#4
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi |
შეკითხვა: რომელი პასუხია სწორი
სწორი პასუხი: აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას თქვენს მიერ გაცემული პასუხი: აუცილებელი მოგერიების უფლება პირს არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ შეუძლია თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას ვინმეს შეუძლია ამიხსნას ეს კითხვა? თუ ძაან არ ჩამოვრჩი კანონმდებლობას სწორი პასუხი მცდარი მეჩვენება ან რაღაცას მე ვერ ვგებულობ. |
|
|
Sep 30 2016, 20:51
პოსტი
#5
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 527 რეგისტრ.: 14-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ანუ შენ გაქვს თავდაცვის უფლება იმის მიუხედავად შეგიძლია თუ არა ვინმეს დაძახება საშველად
|
|
|
Sep 30 2016, 22:00
პოსტი
#6
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
samsoni777
კანონით ეგრეა მერე შენზეა დამოკიდებული გაიქცევი ან ვინმეს დაუძახებ და ისე გადაირჩენ თავს თუ მთელ მჭიდს ჩაახუტებ თავდამსხმელს |
|
|
Oct 1 2016, 09:41
პოსტი
#7
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi |
samsoni777 კანონით ეგრეა მერე შენზეა დამოკიდებული გაიქცევი ან ვინმეს დაუძახებ და ისე გადაირჩენ თავს თუ მთელ მჭიდს ჩაახუტებ თავდამსხმელს არა მთლად მასეც არაა მჭიდის ჩახუტება, ქმედება აუცილებელ მოგერიებაში ჩაეთვლება პირს თუ ამ ქმედებით დაზიანებული ქონება ან სიკეთე ნაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე გადარჩენილი ქონება ან სიკეთე, გარდა ამისა აუცილებელი პირობა რაც არის და მთავარი ამ ქმედების ჩადენის დროს შენ სხვა გამოსავალი არ უნდა გქონდეს,უფრო მსუბუქი გზა არ უნდა იყოს თორემ აუცილებელ მოგერიებაში არ ჩაგეათვლება. აი მაგალლითად მე თუ ჩემი ქონების ან სიკეთის დაცვა შემიძლია ისე რომ არ დავაზიანო სხვსისი მაგრამ დაცვის დროს დავაზიანებ ეს აუცილებელ მოგერიებაში აღარ ჩამეთვლება, ანუ აქ ის პრინციპი ირღვევა რომ სხვანაირადაც შემეძლო ჩემი ქონების დაცვა. გამომდინარე აქედნ ვეწინააღმდეგები ძემოთთქმულს, რომ აუცილებელი მოგერიების უფლლება მაქვს მიუხედავათ იმისა შემიძლია თუ არა თავიდან ავიცილო ხელყოფა. მე ასე მასწავლეს უნივერსიტეტში რავი. ჩემ მოსაკლავად თუ კაცი მოვიდა იარაღით და ჭიდილის დროს მე ის იარაღი წავართვი და დავაცალე აბოიმა ეს მკვლელობაა და არა აუცილებელი მოგერიება, აუცილებელი მოგერიება აღარარი იმ მომენტიდან როცა მე მას იარაღი წავართვი და უპირატესობა ჩემ ხელში გადმოვიდა. samsoni777 კანონით ეგრეა მერე შენზეა დამოკიდებული გაიქცევი ან ვინმეს დაუძახებ და ისე გადაირჩენ თავს თუ მთელ მჭიდს ჩაახუტებ თავდამსხმელს არა მთლად მასეც არაა მჭიდის ჩახუტება, ქმედება აუცილებელ მოგერიებაში ჩაეთვლება პირს თუ ამ ქმედებით დაზიანებული ქონება ან სიკეთე ნაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე გადარჩენილი ქონება ან სიკეთე, გარდა ამისა აუცილებელი პირობა რაც არის და მთავარი ამ ქმედების ჩადენის დროს შენ სხვა გამოსავალი არ უნდა გქონდეს,უფრო მსუბუქი გზა არ უნდა იყოს თორემ აუცილებელ მოგერიებაში არ ჩაგეათვლება. აი მაგალლითად მე თუ ჩემი ქონების ან სიკეთის დაცვა შემიძლია ისე რომ არ დავაზიანო სხვსისი მაგრამ დაცვის დროს დავაზიანებ ეს აუცილებელ მოგერიებაში აღარ ჩამეთვლება, ანუ აქ ის პრინციპი ირღვევა რომ სხვანაირადაც შემეძლო ჩემი ქონების დაცვა. გამომდინარე აქედნ ვეწინააღმდეგები ძემოთთქმულს, რომ აუცილებელი მოგერიების უფლლება მაქვს მიუხედავათ იმისა შემიძლია თუ არა თავიდან ავიცილო ხელყოფა. მე ასე მასწავლეს უნივერსიტეტში რავი. ჩემ მოსაკლავად თუ კაცი მოვიდა იარაღით და ჭიდილის დროს მე ის იარაღი წავართვი და დავაცალე აბოიმა ეს მკვლელობაა და არა აუცილებელი მოგერიება, აუცილებელი მოგერიება აღარარი იმ მომენტიდან როცა მე მას იარაღი წავართვი და უპირატესობა ჩემ ხელში გადმოვიდა. |
|
|
Oct 1 2016, 11:06
პოსტი
#8
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 167 რეგისტრ.: 27-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
სავარაუდოდ ცხოველისგან აუცილებელი მოგერიება იგულისხმება. თორე ადამიანს რო არ უნდა ესრელო ორი აზრი არაა...
|
|
|
Oct 1 2016, 16:55
პოსტი
#9
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
სავარაუდოდ ცხოველისგან აუცილებელი მოგერიება იგულისხმება. თორე ადამიანს რო არ უნდა ესრელო ორი აზრი არაა... ადამიანზეც იგულისხმება, მაგრამ სხვა გზა არ უნდა გქონდეთ თავდასაცავად გარდა სროლისა. ისე იმედია არ დაგჭირდებათ, მაგრამ სანამ ისვრით ათასჯერ სცადეთ თავიდან აიცილოთ თორემ მერწმუნეთ ბევრი ხლაფორთი მოგიწევთ სამართალდამცავებთანაც და საკუთარ მე-სთანაც. |
|
|
Oct 1 2016, 20:23
პოსტი
#10
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi |
ადამიანზეც იგულისხმება, მაგრამ სხვა გზა არ უნდა გქონდეთ თავდასაცავად გარდა სროლისა. ისე იმედია არ დაგჭირდებათ, მაგრამ სანამ ისვრით ათასჯერ სცადეთ თავიდან აიცილოთ თორემ მერწმუნეთ ბევრი ხლაფორთი მოგიწევთ სამართალდამცავებთანაც და საკუთარ მე-სთანაც. ხოდა იმ კითხვის სწორ პასუხს რა ვუყოთ, რომელიც მე საკამათო მგონია? |
|
|
Oct 2 2016, 21:24
პოსტი
#11
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 35 რეგისტრ.: 26-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი |
|
|
|
Oct 3 2016, 22:46
პოსტი
#12
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi |
გამოცდაზე სანამ მიხვალთ უკვე ჟამრთელობის ცნობაც აუცილებლათ დაგჭირდებათ, ამიტომ თან იქონიეთ თორემ ჩემსავით უკან გამობრუნდებით
|
|
|
Oct 11 2016, 10:25
პოსტი
#13
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 27-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ხოდა იმ კითხვის სწორ პასუხს რა ვუყოთ, რომელიც მე საკამათო მგონია? ამ კითხვის სწორი პასუხია: აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. წყარო: http://tcc.gov.ge/uploads/kanonebi/sisxlis...is_kodeqsi.pdf: მუხლი 28, პუნქტი 2. როცა პირის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგება, თვითგადარჩენის ინსტიქტით, რაც ყველა მოკვდავს აქვს, არავინ იწყებს იმაზე ფიქრს, მოგერიების ოპტიმალური ვარიანტი ავირჩიო და ზედმეტი არ მომივიდესო. პირველივე შესაძლებლობას, რაც იმ წამში მიეცემა (თუნდაც მთლიანი მჭიდის ჩახუტება) იყენებს ამ დროს ადამიანი და ამის გამო რა თქმა უნდა არ უნდა დაისაჯოს. |
|
|
Oct 11 2016, 10:37
პოსტი
#14
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 459 რეგისტრ.: 14-June 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მასე მარტივადაც არ არის მეგობრებო საქმე...
|
|
|
Oct 11 2016, 11:39
პოსტი
#15
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi |
ამ კითხვის სწორი პასუხია: აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. წყარო: http://tcc.gov.ge/uploads/kanonebi/sisxlis...is_kodeqsi.pdf: მუხლი 28, პუნქტი 2. როცა პირის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგება, თვითგადარჩენის ინსტიქტით, რაც ყველა მოკვდავს აქვს, არავინ იწყებს იმაზე ფიქრს, მოგერიების ოპტიმალური ვარიანტი ავირჩიო და ზედმეტი არ მომივიდესო. პირველივე შესაძლებლობას, რაც იმ წამში მიეცემა (თუნდაც მთლიანი მჭიდის ჩახუტება) იყენებს ამ დროს ადამიანი და ამის გამო რა თქმა უნდა არ უნდა დაისაჯოს. გეთანხმები ერთში, როდესაც ამბობ იმ წამს თორემ სხვა შემთხვევაში მასე არაა. აქ უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო და ვიდაოთ მაგრამ ფაქტია რომ ცუდი განმარტებაა. ჩემი აზრით სისხლის სამართალში რა განმარტებაც აქვს ის უნდა იყოს გადმოტანილი, ასევე მაგ კანონშივე სხვა კითხვაშიც კარგად არის ჩამოყალიბებული რა არის აუცილებელი მოგერიება და იმის შემხედვარე მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის ეს განმარტება. თუკი პირი სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე. ეს მართებულია თუმცა ეს უკიდურესი აუცილებლობის განმარტებაა მაგარ ზევით მოყვანილშიც დაახლოებით ასეთი მდგომარეობა უნდა გქონდეს და არა ისე როგორც მე გამიხარდება. მაგალითად მიუხედავათ იმისა შეუძლია თუ არა საშველად მოუხმოს სხვას. მოდით სხვაში ვიგულისხმოდ საპატრულო პოლიცია იმიტომ რომ შედის სხვაში, ესეიგი რა გამოდის მე შემიძლი არ მივმართო პოლიციას და ისე ვიმოქმედო? მოკლედ დასკვნა ასეთია კიბატონო იმოქმედე აიცილე თავიდან ოღონდ კანონი არ დაარღვიო და ისე, ამშემთხვევაში მომდავებელიც არავინ იქნება და ალბათ კანონშიც ეს არის ჩადებული. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:27 |