სადამდე შეიძლება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Closed TopicStart new topic
სადამდე შეიძლება, გაგრძელდეს მიწა-წყლის გაყიდვა?
შოთა.03
პოსტი Jun 16 2010, 23:00
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების მიერ საქართველოს ცამეტი ტბის ხანგრძლივვადიანი სარგებლობის მიზნით ერთობლივი სალიცენზიო პირობები შემუშავდა. გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სულხან სისაურმა აუქციონის პირობების შესახებ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია წყლის რესურსებით, ტბებით, თევზის მრეწველობაში გვაქვს პრობლემები. ამის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში, 20 წლიანი სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოვაცხადოთ აუქციონი. გვინდა მოსახლეობა იყოს უფრო ინფორმირებული და აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ასევე ლიცენზირებისთვის გამოდის ტყის მასივები. ნებისმიერი ბუნებრივი რესურსით სარგებლობაში, თუ ინვესტორების მხრიდან მისი გონივრულად გამოყენების და ინვესტიციების ჩადების ნება არსებობს, ჩვენ ორივე სამინისტრო მზად ვართ მსგავსი წინადადებები განვიხილოთ და ხელი შევუწყოთ ბუნებრივ რესურსებში მსგავსი ტიპის ინვესტიციებს. ჩვენ მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას.“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
„ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ თევზჭერის მიზნით გამოცხადებულია აუქციონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 13 ტბაზე, ასევე ხე-ტყის დამზადების მიზნით აუქციონი 13 ტყის მასივზე. მინდა გითხრათ, რომ ფასები არის საკმაოდ დაბალი. მოსახლეობას და ამ სახის ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში, იაქტიურონ. ყველაზე მცირე ტბებზე საწყისი ფასი არის 10 000-ს ზემოთ, აუქციონის პირობებიდან გამომდინარე ის კონკურენციის შემთხვევაში გაიზრდება.“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სულხან სისაურმა.
აუქციონზე გამოტანილია სანატას, ახმაზის, გედესან გიოლის (შიშველი), ზრესის, სულდის, სამსარის, უძირო, პანტიანის, კაიშაურის ტბები და ალგეთის, ლიპის, სიონისა და ტყიბულის წყალსაცავები. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადების მიღება 16 ივნისიდან დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ტბების სარგებლობისთვის აუქციონი 16 ივლისს გაიმართება.
გოგა ხაჩიძის და სულხან სისაურის განმარტებით, ტბები რეკრეაციულ ფუნქციას შეინარჩუნებს და სპორტული თევზაობა ნებისმიერი მოქალაქისთვის შესაძლებელი იქნება. მოსახლეობისთვის ამ ტბებით სარგებლობისას რაც იყო უფასო, ის დარჩება კვლავ უფასო. საქართველოს ყველაზე დიდი ტბების აუქციონზე გატანისთვის გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს.



http://moe.gov.ge/?site-path=mainnews/news&id=1647

ხო არაა შემთხვევით იმის დრო რომ გაჩერდეს ამდენი რამის გაყიდვა?
ცოტახანში არცერი ველური ბუნება აღარ გვექნება....
იქნებ არ გვინდა ამ "აკვარიუმებში" თევზაობა?
განა ის ვინც ამას იყიდის იქ თევზს მომრავლებს? თუ თვალუწვდენელ ბადეებს გადაჭიმავენ? როგორც ჯინვალზეა? მითუმეტეს არა კერძო ტბაა...
სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე უსამართლოდ ეს ყოველივე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jun 17 2010, 00:56
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მერე ჩაჯექით აბაზანაში და იქ ითევზავეთო?
"უფასო" ეს ხომ თავიდანვე დაბოლებაა ხალხის, ან ტყე შეგვრჩება კიდევ?

ვინც ამ ტბებს აიღებს, ის რომ იქ ცხვირს აღარ შეგვაყოფინებს ეს ხომ ფაქტია. ეხლა ჩემია და ან გადაიხადეთ, ან დავაითო.......... ამას გვეტყვის...........
თუ მოამრავლებს რაიმეს, მერე რა ფასსაც დაადებს ეს ყველამ კარგად ვიცით, ამის მაგალითები მრავლადაა.........
ყველაფერს თავი , რომ გავანებოთ , ბოლოს აღარც საღი ბუნება შეგვრჩება,აღარც ტყე, აღარც წყალი............. თოფებიც დაგვიჟანგდება და ანკესებზე სარეცხს გავაფენინებთ ჩვენს მეუღლეებს.
ვაი ჩვენს პატრონს უბედურს....................
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jun 17 2010, 08:15
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



აქ მყოფი საზოგადოების ნაწილმა იცის მე როგორ ვარ განწყობილი საერთოდ ასეთი " გენიალური აზრების მიმართ" თუმცა რამიდნა ვთქვა კონტრაქტში თუ ჩაიდება ის რომ ბადეები არ უნდა ჩაიდოს თევზი უნდა მომვრავლდეს და გადასახდელი ჩვეულებრივი მეთევზის არ უნდა აღემოატებოდეს რაღაც სიმბოლურ თანხას, ცუდი არაა ის რომ ტბა კერძოში გადადის, მაგრამ ტბის გაყიდვა კიარ უნდა იყოს თვითმიზანი? არამედ მისი მოვლა პატრონობა და კერძოში გადაცება ამას უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ. აი პრობლემა ზუსტად იმაშია რომ ესენი ფიქრობენ ოღნდ გაყიდონ და ფული აიღონ დანაჩენი პოხუი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DATKA
პოსტი Jun 17 2010, 08:36
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 593
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ცამეტ შიდა წყალსატევში თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება

ამ სათაურს დააკვირდით, მემგონი ყველაფრის მთქმელია, არც არაფერს მოამრავლებენ და არც არავინ არაფერს არ მოუვლის, ამოასუფთავებენ უკანასკნელ თაღლითამდე და მიაგდებენ.
ასეთი მაგალითები ბევრი ვიცით თვითოულმა ჩვენთაგანმა.

ოფასო იქნებაო, მაგრამ არ შეგიშვებენ და აგ არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Jun 17 2010, 09:45
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ნოსო
ციტატა(giorgixomeriki @ 17th June 2010 - 09:15) *
თუმცა რამიდნა ვთქვა კონტრაქტში თუ ჩაიდება ის რომ ბადეები არ უნდა ჩაიდოს თევზი უნდა მომვრავლდეს და გადასახდელი ჩვეულებრივი მეთევზის არ უნდა აღემოატებოდეს რაღაც სიმბოლურ თანხას,

ეს რომ ესე მოხდეს, მაშინ ეს ტბები უნდა იყიდოს ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც არ ჭირდება პირადი მიზნებისთვის ეს ტბა და უბრალოდ უნდა, რომ ხალხისთვის იყოს და ასიამოვნოს ხალხს...
მაგრამ ვინც ამ ტბას იყიდის 100% ით ვიცი, რომ ჯერ ბადეების გამოფენას მოუწყობს ადგილობრივ თევზებს, შემდეგ დააშრობს ტბას და იტყვის, რომ უნდა გამესუფთავებინა ფსკერიო, (ამოასუფთავებს თევზებისგან), მერე ისევ გაავსებს, ზრდილობისთვის ჩაყრის 2-3 კილო ლიფსიტას და გაუკეთებს დიდ პიარს, ჩვენ ტბაში თევზი იჭირებაო, მერე ჩვენც უგუნურებივით მივალთ გადავიხდით ფულს და მაქსიმუმ 1 ცალი კარასი დავიჭიროთ ეგეც გაგვიხარდება....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DATKA
პოსტი Jun 17 2010, 10:19
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 593
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შოთა.03

1000% გეთანხმები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Jun 17 2010, 10:31
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



DATKA
ციტატა(DATKA @ 17th June 2010 - 11:19) *
1000% გეთანხმები.

ეჰ, ნეტა შენ არ მეთანბხმებოდე და გარემოს დაცვა მეთანხმებოდეს ეგ უფრო გამიხარდებოდა
newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Jun 17 2010, 18:38
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეორედ მიწევს ამის თქმა ერთი ამ თემაში მეორე სხვა თემა იყო,
გთხოვთ ნუ მივაყენებთ პირად შეურაცყოფას ადამიანებს ვისაც არ ვიცნობთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 17 2010, 20:03
პოსტი #9


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(gio2515 @ 17th June 2010 - 19:38) *
მეორედ მიწევს ამის თქმა ერთი ამ თემაში მეორე სხვა თემა იყო,

იქ მე მითხარი..ოღონ სულ ტყუილად... newsmile035.gif newsmile035.gif აქ კი მეც გეთანხმები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 17 2010, 23:04
პოსტი #10


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



GIZOVICHI
რამე ისეთს რო გააკეთებს მთავრობა რაც ხალხს არ მოეწონება უნდა ელოდოს კიდეც ადეკვეტურ რეაქციას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 18 2010, 01:25
პოსტი #11


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



T A M P L I E R
კაი რაა ნიკუშ..... რა არ უნდა მოეწონის ხალხს. ეგ მეთოდი...დიდიხანია უკვე მუშაობს მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში.... ეგ კაპიტალიზმია და არა გდს-ს ახირება. უბრალოდ ეგ ჩვენთან არ იყო აქამდე და სიახლეა. ეხლა მითხარი....სად მეტია ნადირ-ფრინველი და მაგარი სათევზაო...ჩვენთან თუ იმათთან???... ყველაფერს პატრონი ჭირდება...და მერე კეთდება საქმე. უპატრონო ეკლესიას კი ეშმაკები ეპატრონებიან.(როგორც აქამდე იყო...იმიტომ ყვაოდა ჩვენი ტბები და მდინარეები)თან ეგ კერძო საკუთრებაში არ გადადის...იჯარაა გრძელვადიანი...რომელიც შეიძლება გაუქმდეს...პირობის არ შესრულების შემთხვევაში. თან......იქვე გაუკეთებია განცხადება..."ჩვეულებრივი მეთევზეებისთვის...თევზაობა იქნება უფასო"-ო...ხოდა მიხედონ რა ფულიანმა ხალხმა მაგ ყველაფერს. თვითონაც იხეირებენ და ტბებსაც მიხედავენ. აბა რომელი გიჟი გადაიხდის ფულს ტყუილად..და მერე მიაგდებს. ეგრეა კუმისი..ლისის ტბა და რავიცი..კიდე იქნება რამე..... ზუსტად დღეს ვიყავი ლისზე და მაგარი გუგუნი მიდის...თევზიც ოხრად მოდის..და მეთევზეებითაც სავსე იყო იქაურობა..... არადა ამ 4-5 წლის წინ...მარტო ბაყაყები იყო დარჩენილი მანდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 18 2010, 09:12
პოსტი #12


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გეთანხმები მაგრამ ქართველებს სხვანაირად ესმის კაპიტალიზმი ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 00:41