თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ ნადირობის სეზონი 2023-2024

პოსტის ავტორი: alex77 Aug 6 2023, 21:56

ყველას მოგესალმებით მეგობრებო, ნაცნობებო...უცნობებო...

შარშანდელ სეზონთან დაკავშირებული ამ ტიპის თემა გაიხსნა ბატონი გიორგის მიერ 'ჭალიმგელა'. წელს , აგერ უკვე კარს მოგვადგა სეზონი , და სიჩუმეა...ამიტომ თავს უფლება მივეცი მე ვყოფილიყავი ამ თემის ავტორი. იმედია ფორუმის თუ კლუბის ადმინისტრაცია არ გამინაწყენდება ))

ალბათ კლუბს აქვს დახურული საკომუნიკაციო საშუალებები , მაგრამ აქ ღია ფორუმზე აქტიურობა ვფიქრობ თვითონ ფორუმის გამოცოცლებისთვისაც და ინფორმაციის კუთხითაც საჭიროცაა და სასიამოვნო წასაკითხი თუ სანახავი იქნება ყველა თქვენთაგანის პოსტი თუ ფოტო რაც ამ თემაში დაიდება თუ დაიწერება...ამიტომ გთხოვთ მხარი ამიბათ და ყველამ თავისი აზრი გამოთქვას ამ სეზონთან,ტყვიაწამალთან,მეძებ
რებთან,ტოფებთან , ბრაკონიერობასთან,მანოკებთან , სიხარულთან თუ წუხილთან დაკქვშირწბით...ვინ როგორ ხვდება ნადირობის სეზონს და რა მოლოდინები აქვს წლევანდელ ნადირობის სეზონთან დქკავშირებით....
აბა გისმენთ მეგობრებო.....ცოტა გავაღვოძოთ მიძინებული ფორუმი
აქვე აღვნიშნავ რომ (როგორც ფაქტობრივად ცნობილია) ნადირობის სეზონი ბარში იხსნება აგვისტოს მესამე შაბათს.... ხოლო მთაში მეოთხე შაბათს...ყველქს მშვიდობიან ნადირობებს გისურვებთ

პოსტის ავტორი: alex77 Aug 6 2023, 22:01

https://youtu.be/9dntMoQMAT8


ეს არის ბ-ნი გირგის ინტერვიუ სეზონთან და სიხლეებთან დაკავშირებით. ვიდეოს სქხით ვერ ვდებ...იქნებ ვინმე დამეხმაროთ და დადოთ?

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 15 2023, 08:12

სალამი
ნელ ნელა კვდება აქაურობა newsmile05.gif)


ყველას წარმატებული სეზონი მინდა უსურვო.

პოსტის ავტორი: alex77 Aug 19 2023, 00:10

ოთო.
თითოეული ჩვენგანი თუ ვიაქტიურებთ აღარ მოკვდება newsmile05.gif) ხალხი ცოტა მაინც შემოდის მაგრამ არაფერს წერენ და დაწერას რაღა უნდა ან ფოტოს დადებას ან ნადირობის რეპორტის დაწერას...ადრე ვინც აკეთებდა ამ ყველაფერს ის ხალხი ,ყველა თუ არა ზოგი მაინც, ეხლაც შემოდის დიდი ალბათობით მაგრამ არაფერს წერს...

მაგრად იწვიმა ეხლა და იმედია დილას ხელი არავის შეეშლება...

პოსტის ავტორი: alex77 Aug 24 2023, 18:34

მეგობრებო 1 ფოტო მაინც დადეთ რამე სიმბოლურად.დავიჯერო არავინ გასულხართ სანადიროდ ?

მე მეძებარი აღარ მყავს სამწუხაროდ და ქედნებზე ვაპირებდი გართობას მაგრამ თითქმის არ არის ამიტომ ჯერ თოფიც არ გამისვრია((

პოსტის ავტორი: ოთო. Oct 17 2023, 10:02

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)