თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ტბები მარნეულში

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 20 2010, 12:10

მარნეულისკენ. სადღაც სოფელ შულავერთან ახლოს ყოფილა.
შესვლა ღირს კაცი 10,00 ლარიო და მერე 1კგ. თევზი 8,00 ლარიო. შეგიძლია გაუშვა თევზი და რისი ფულიც გექნება მარტო ის წამოიღო.
2 კილოიანი კარპები მოდის სულო. ეტყობა ერთ დროსაა თევზი გაშვებული და სტანდარტია.
სეზონის დასაწყისში 2 კილოიან კარპების დაჭერაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი თუნდაც შინაურის. და იქნებ გავარკვიოთ დეტალურად ამ ტბის შესახებ!?
აბა ვინმემ რამე თუ იცით ?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 20 2010, 12:17

FISHING CLUB
ეხლა გადავხედე გუგლერსს ხო და ყაჩაღონთანაა ახლოს უფრო რაღაც კერძო ტბები, ვიდრე შულავერთან და ეგ ხო არაა?
შულავერთან ხრამის პირას სულ 2 ტბა ვნახე...


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 20 2010, 12:49

შულავერიდან დაბლა 2 პატარა ხელოვნური ტბორია, მაგაზე ხომ არ ამბობენ? სანადიროდ სულ მად დავდივარ, მაგრამ დოდო თევზი ნაკლებად მგონია, ზედ დებედის ნაპირზეა. იქნებ შულავერთან არაა?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 20 2010, 12:53

ჭალიმგელა

ციტატა(Giorgi @ 20th April 2010 - 13:49) *
იქნებ შულავერთან არაა?

მეც ეგრე ვფიქრობ უფრო კაჩაგონის მხარესაა, ჩემი აზრით აქ სურათძეც ეგრე ჩანს...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 20 2010, 12:54

ჭალიმგელა
არა გიო ეგენი არ იქნება ეგ ტბორი ჯკი არა 20სმიანი ჭაობია.რაღაც მეურნეობასავით იქნება

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 20 2010, 12:59


აგერ კაჩაგონთანაა ეგ ტბები...
და რაღაც მეურნეობის მსგავსია...

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 20 2010, 22:53

შოთა.03
ეგენია. შარშან შემოდგომაზე კარგად იჭერდნენ და ბევრსაც პარავდნენ ანუ წამოსვლის დროს არ აჩვენებდნენ. ეგზემპლარები 5 კგ - მდეც ყოფილა. ბოლო ინფორმაციით ტბა დააშრო მეპატრონემ, თევზი რეალიზაციაში გაუშვა.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 21 2010, 16:05

მაღაზიაში მითხრა ტიპმა... 3 დღის წინ ვიყავით და 2 კილომდე კარპი მოდიოდაო. გავარკვიოთ რა იქნებ. ძვირი კია მარა რაღაც საინტერესო ჩანს.

პოსტის ავტორი: Rniko Apr 21 2010, 16:22

ეგ თუ სიმართლეა მართლა მაგარი რაღაც იქნება ჰმმ შეილება დაცვასაც რო დაელაპარაკო ......

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 21 2010, 19:06

დაცვას რაზე უნდა დაელაპარაკო ?

თუ ვინმე გამიგებთ როგორ მივიდე მაქამდე , წავალ ვითევზავებ და მოგახსენებთ მერე პირობებს..

პოსტის ავტორი: Rniko Apr 21 2010, 20:10

რო დაიჭირო ვთქვათ 10 კილო ღმერთმა ქნას სუ კარპები ეტყვი რა დაცვას და მთლად ეგრე ძვირადაც არ დაგიფასებს. ხო არ წავსულიყავით ამ შაბათ კვირას?

კაჩაგონიდან თუ შორს არ არის ყველას ეცოდინება მანდ და რო შეხვიდე 2 წუთი სოფელში ან გზაზეც გაიკითხავ რა და მიგასწავლიან ეცოდინებათ ეხა მაგათ.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 21 2010, 21:47

მამენტ ვინც წავა შესვლის 10 ლარი და კიდე 16 ლარი რო იქონიოს. და თითო თითო 2კგ იანი თევზი რო წამოიღოს კაცმა და თუ იქნა კიდე დანარჩენი გაუშვას.
არაა ძვირი კაცზე 26,00 ლარი.

აბა იქნებ ვინმემ იცით გზა ამ ტბისკენ. გვასწავლეთ რა.

პოსტის ავტორი: Rniko Apr 21 2010, 21:49

ხო ეგეც შეილება რა არ გამოდის ძვირი, ვახ მანდ როგორ ვერ უნდა მივაგნოთ

რა ადგილია არავინ არ იცის რა არი ეგეთი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 21 2010, 22:03

დღეს ველაპარაკე ტელეფონით მეპატრონეს (კახა 855 712 437): შესვლა 10 ლარი, წამოღება 1 კგ = 8 ლარს.
თევზი მყავსო და არც კლიენტების სიმცირეს უჩივიო.

მარნეულიდან წახვალ შულავერისკენ, შულავერიდან გახვალ და 1 კმ-ში გზა გაიყოფა, წახვალ მარცხნივ, გადახვალ რკინიგზის ხაზს შეხვალ დასახლებულ პუნქტში (სახელი არ ვიცი) ცენტრივითაა იქაც ორად იყოფა გზა გაყვები მარჯვნივ გადახვალ ხიდზე მდ. მაშავერა მარცხენა მხარეს დაინახავ სოფელს გადაუხვევ და დაალოვებით 1 კმ- ში ჩაუხვევ ტბებისკენ 500მ-ში ტბებია.

გუგლის სურათზე ძალიან კარგად ჩანს მისასვლელი, ძნელია მანდ დაკარგვა და ვერ მიგნება, გაითვალისწინე რომ შენ ჩრდილოეთიდან მოძრაობ ანუ რუკის ზედა მხრიდან ამობეჭდე და ყველაზე კარგი გზამკვლევი გექნება.

პოსტის ავტორი: Rniko Apr 21 2010, 22:21

ხო ვნახოთ ვინმე წავიდეს ჯერ მე წავიდე 1 ელი? newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 21 2010, 22:48

მე წავალ ჯანდაბას თქვენი თავი newsmile041.gif და მოგაწვდით ინფოს. მერე გადაწყვიტეთ ღირს თუ არა წასვალა...

პოსტის ავტორი: Rniko Apr 21 2010, 22:51

ძაან მაგარ საქმეს გააკეთებ ... მიდი მიდი წადი გავიგოთ რამე არის თუ არა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif წარმატებები და სუ 5 კილოიანი კარპები

და უფრო დიდებიც

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 21 2010, 23:13

თებერვალში მოვხვდი მაგ ტბებზე წელს, ვნადირობდი და ახლობლები თევზაობდნენ საზნები დაიჭირეს 2-3 კილოანები, ეხლა უფრი მაგარი იქნება მანდ თევზაობა, ზემოთ სწორედ დაწერეს ქართველების არის ეგ ტბები კახელები არიან კახა ქვია ერთ-ერთ ძმას, მაშავერა არ ვიცი მაგრამ მაგ ტბების ქვემოთ მდ.დებადა არის,წითელ ხიდისკენ მიდის ეგ გზა, სოფ არაფლოს, სოფ. კასუმლოს ტრაფარეტს რომ გაცდები მარცხნივ არის გზა და იქ არის ჩასახვევი მოკლედ მანდ ნებისმიერ თათარს კითხე და გეთყვის ზუსტად ადგილს

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 21 2010, 23:40

წავალ აუცილებლად და ვნახავ.

ზახარ
და რა ზომის იყო ეგ ტბები ?!

პოსტის ავტორი: aemthegreat Apr 22 2010, 00:14

ამ შაფათს ხო არ მიგვეცააა ??????

----------------------------------------------

პაძელნიკი მინდა newsmile035.gif:D ,,, სად ხაარ

meta

sbr200

პოსტის ავტორი: sbr200 Apr 22 2010, 13:00

ციტატა(aemthegreat @ Apr 22 2010, 01:14) *
ამ შაფათს ხო არ მიგვეცააა ??????

----------------------------------------------

პაძელნიკი მინდა newsmile035.gif:D ,,, სად ხაარ

meta

sbr200

მთვრალი ხო არ ხარ = ))

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 22 2010, 16:33

FISHING CLUB

ციტატა(FISHING CLUB @ 22nd April 2010 - 00:40) *
წავალ აუცილებლად და ვნახავ.

ზახარ
და რა ზომის იყო ეგ ტბები ?!

თუ რამე დააპირე მითხარი მაინც, თუ მეცალა წამოვალ...

პოსტის ავტორი: levani-78 Apr 22 2010, 17:40

სადახლოს მხარეს სოფელია თუ არ ვცდები კუშმი მანდ აკვტ კერძო ტბები შესვლა ფასიანია შემოდგომაზე ვიკავი წასული არ მოვიდა თევზი ციოდა უკვე მაგრამ მაინც კარგი გასვლა გვქონდა

გუშინ ვიყავი კარალეთში ტბებია იქაც 500 გრ კარპები დავიჭირეთ 20-30 ცალი

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 22 2010, 18:03

levani-78

ციტატა(levani-78 @ 22nd April 2010 - 18:40) *
გუშინ ვიყავი კარალეთში ტბებია იქაც 500 გრ კარპები დავიჭირეთ 20-30 ცალი

აბა დაწერე რაზე და როგორ?
რა ხდება მაგ ტბებზე და როგორ მივიდეთ?
ანუ როგორც შენ ამბობ 10-15 კილო კარპი დაიჭირე ხო?

პოსტის ავტორი: sbr200 Apr 22 2010, 18:22

ციტატა(შოთა.03 @ Apr 22 2010, 19:03) *
levani-78

აბა დაწერე რაზე და როგორ?
რა ხდება მაგ ტბებზე და როგორ მივიდეთ?
ანუ როგორც შენ ამბობ 10-15 კილო კარპი დაიჭირე ხო?

ხო არ გავიდეთ შაბათს ერთად? მეც წამოვიდოდი და aemthegreat იც

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 22 2010, 18:23

FISHING CLUB
100x100 სიღრმე 1-2 მეტრი 2 მხარე კამიშიანია

პოსტის ავტორი: CECEIRON Apr 22 2010, 18:32

კარალეტის ტემა გახსენიტ აბა

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 22 2010, 19:50

მაიცა კაცო ეს კარალეთი ცხინვალისკენ არაა?
newsmile035.gif
რაცხა დიდად არ მიზიდავს 10-15 კილო კარპი საკუთარი სიცოცხლე რო დავდო სასწორზე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: levani-78 Apr 22 2010, 19:52

მისასვლელად ადვილია სოპელია ძევერა კარალეთის მერე მაგ სოფლიდან შეხვალ . კარალეთიდანაც არის გზა მაგრამ პატარა მანკანით ვერ გადავედით . მაგრამ ცოტა გაგიჭირდებათ კერძო ტბებია თევზს აშენებენ და პულსაც არ იღებენ. ჩვენ შინაურულად ჩავედით და პრ არ გვკონია . წითელ ჭიაზე მოდის კერგი რაც არის კიდე ზაცეპი არ არის.ტბები დიდი არ არის 10 ჰექტარია თითო. მანდ წასვლას სადახლოში ჯობია დიდი თევზი ყავთ.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 22 2010, 21:10

მაიცა ეგ კარალეთის თემა გახსენით რა ცალკე!!! და დეტალურად მიმოვიხილოთ ვინ რა ვიცით.


ამ ტბებს კი რაც შეეხება. დღეს ველაპარაკეთ მეპატრონეს.
1 ტბა გვაქვს სათევზაოთო. გაშვებული გვყავს კარპი-საზანი 0,5კგ 1,5 კგ ფარგლებში. და ამური 0,5 - 1კგ ფარგლებშიო.

მე უფრო საინტერესო მეგონა. როგორც ჩანს ყოველ წელს აშრობენ დიდ თევზს ყიდიან და პატარას უშვებენ შემდეგ წელს გასაყიდათ.
მაინც წავალ და ვნახავ, იქიდან გამომდინარე რო სხვაგან საზნის დაჭერა ჭირს ამ ადრეულ სეზონზე..

პოსტის ავტორი: levani-78 Apr 22 2010, 23:03

აქ საუბარი იყო შულავერის ტდედზე მე სადახლოზე გეუბნებით. ნაგ ტბებეის პატრონებს რაღაც ოპისი აქვთ საბურთალოზე პოლიციის პორდაპირ სლოტკლუბები როა მანდ მაცივრების მაღაზია აქვთ ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ მიხვიდეთ და ზუსტ ინპორმაციას გაიგებთ

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 23 2010, 00:44

ლევან ამ ტბებზე იძახი ? http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=3205
თუ ეგ კიდე სხვაა ?

პოსტის ავტორი: levani-78 Apr 23 2010, 11:30

ციტატა(FISHING CLUB @ Apr 23 2010, 01:44) *
ლევან ამ ტბებზე იძახი ? http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=3205
თუ ეგ კიდე სხვაა ?

კიდევ სხვაა სადახლოსთან არის სოფელი კუშმი მემეგონი ესე ქვია მანდ აქვთ კერძო ტბები თევზაობაც ფასიანია

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 23 2010, 20:34

და დიდი ზომის თევზი ყავთ?

პოსტის ავტორი: levani-78 Apr 23 2010, 21:59

ციტატა(FISHING CLUB @ Apr 23 2010, 21:34) *
და დიდი ზომის თევზი ყავთ?

მაშინ მე რო ვიყავი 2-3 კილოიანები ყავდათ, ეხლა არ ვიცი გარკვევა უნდა . თუ ამ დღეებში ვნახე ეგ ხალხი გავარკვევ ყველაფერს და დავდებ ახალ ინ[ორმაციას.

პოსტის ავტორი: levani-78 Apr 25 2010, 22:15

გავარკვიე წინა კვირაში ყოფილიან ბიჭები და დავიჭირედ კარგადო სხვა არაფერი უთქვქმთ.

პოსტის ავტორი: Rniko Apr 26 2010, 15:53

ციტატა(levani-78 @ Apr 25 2010, 23:15) *
გავარკვიე წინა კვირაში ყოფილიან ბიჭები და დავიჭირედ კარგადო სხვა არაფერი უთქვქმთ.



რა თევზი დაიჭირეს კარპი? და რა წონა თუ იცი?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 26 2010, 22:18

მოკლედ ვიყავით მარნეულის ამ ტბებზე. შედეგი 0 . პატრონმა გვითხრა შუადღემდე თევზი არ მოდისო და ჩვენც 10,30სთ. მივედით. სხვა მეთევზეებიც ვნახეთ და დაველაპარაკეთ აღმოჩნდა რო მანდ ღამე თევზაობენ ხოლმე და დილის 9,00 საათის მერე თევზი საერთოდ არ მოდის ვისაც თევზი ყავდა დაჭერილი 1-1.5 საზნები ყველამდილის 8 საათამდე მოვიდაო.
მეპატრონეზე ძაან ნაწყენი დავრჩი და სავარაუდოთ აღარ წავალ მანდ.
2-3 ტბა იყო ერთიმეორეზე პატარები. ფსკერზე მოთევზავეები ცოტა ადგილშიც ვიწროდ ვიყავით. სიღრმეც გავზმე მარკერით საშუალოთ მხოლოდ 1.1მ იყო.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 26 2010, 22:34

FISHING CLUB
newsmile042.gif newsmile042.gif newsmile042.gif

პოსტის ავტორი: levani-78 Apr 27 2010, 20:36

ციტატა(FISHING CLUB @ Apr 26 2010, 23:18) *
მოკლედ ვიყავით მარნეულის ამ ტბებზე. შედეგი 0 . პატრონმა გვითხრა შუადღემდე თევზი არ მოდისო და ჩვენც 10,30სთ. მივედით. სხვა მეთევზეებიც ვნახეთ და დაველაპარაკეთ აღმოჩნდა რო მანდ ღამე თევზაობენ ხოლმე და დილის 9,00 საათის მერე თევზი საერთოდ არ მოდის ვისაც თევზი ყავდა დაჭერილი 1-1.5 საზნები ყველამდილის 8 საათამდე მოვიდაო.
მეპატრონეზე ძაან ნაწყენი დავრჩი და სავარაუდოთ აღარ წავალ მანდ.
2-3 ტბა იყო ერთიმეორეზე პატარები. ფსკერზე მოთევზავეები ცოტა ადგილშიც ვიწროდ ვიყავით. სიღრმეც გავზმე მარკერით საშუალოთ მხოლოდ 1.1მ იყო.

მაშინ ეგ ის ტბებეი არ არის მე რაზეც ვიძახი. სადღაც 5-6 ტბა აკვტ და მარნეულიდან საკმაოდ შორს არის ლამის სადახლომდე უნდა ჩახვიდე

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 27 2010, 20:50

FISHING CLUB

ციტატა(FISHING CLUB @ 26th April 2010 - 23:18) *
ფსკერზე მოთევზავეები ცოტა ადგილშიც ვიწროდ ვიყავით. სიღრმეც გავზმე მარკერით საშუალოთ მხოლოდ 1.1მ იყო.

წუმპე ყოფილა აბა....

პოსტის ავტორი: DS ARCHITEQT Apr 27 2010, 22:08

გამარჯობათ კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ფორუმზე
მაგ ტბებზე მე მაქვს პატარა გამოცდილება ვიყავი 3 კვირის წინ საგამოს და ერთი ნორმალური ეგზემპლიარი დავიჭირე 1 კგ. იყო ზუსტად, მეტი ვერ მოვასწარი სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: FISHING CLUB May 12 2010, 11:41

წუხელ ვიყავი ზემოთ ხსენებულ ტბებზე. მთელი ღამე საზნებს დავზდევდი...
მაგრამ 1.100 კილოგრამზე დიდი არცერთი არ ყოფილა...
საღამოს დავდებ სურათებს "თევზაობის სურათების " განყოფილებაში.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB May 12 2010, 12:12

4 ცალი სარკისებრი კობრი. 1.000კგ-1.100კგ. ოთხივე.
4 ცალი საზანი. ერთი იყო კილოიანი ორიც უფრო პატარა.

პოსტის ავტორი: levani-78 May 12 2010, 13:11

ციტატა(FISHING CLUB @ May 12 2010, 12:41) *
წუხელ ვიყავი ზემოთ ხსენებულ ტბებზე. მთელი ღამე საზნებს დავზდევდი...
მაგრამ 1.100 კილოგრამზე დიდი არცერთი არ ყოფილა...
საღამოს დავდებ სურათებს "თევზაობის სურათების " განყოფილებაში.

სადახლოსკენ იყავი თუ მარნეულთან

პოსტის ავტორი: FISHING CLUB May 12 2010, 16:18

რავი ერთგზაზე არარის ეგენი? შულავერს რო გაცდები მანდროა..

პოსტის ავტორი: Rniko May 12 2010, 17:10

ღირს წასვლა ? თუ ისევ მარაბდაზე ჯობს ?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB May 13 2010, 11:26

ღამისთევით თუ წახვალ, უეჭველი დაიჭერ. მარა ცოტა ძვირია და ზომებშია შეზღუდვა 2კგ დიდი არარის.

პოსტის ავტორი: Rniko May 13 2010, 20:13

მაშინ ჯობია ისევ მარაბდა

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 13 2010, 20:43

ციტატა(Rniko @ May 13 2010, 21:13) *
მაშინ ჯობია ისევ მარაბდა

მაცალე
მარაბდის ტბათამფლობელს 10 ლარიანზე შევაბამ
მერე მანდ ნახე თევზაობა
"დიალოგი ო რიბალკე"-ს პერსონაჟი გეგონება თავი newsmile093.gif




პოსტის ავტორი: Rniko May 13 2010, 21:42

წყალსაცავის მფლობელს ? თუ აი ის რო არი პატარა ტბა? ... წყალსაცავი ხო 5 ღირს

პოსტის ავტორი: zaza1978 May 14 2010, 10:09

(dila)adriano
მიდი მიდი მაგარ საქმეს გააკეთებ, დაგიფასდება ძმაო!

პოსტის ავტორი: მამუ May 14 2010, 11:46

(dila)adriano

მიდი უთხარი და 10 ლარსაც მივცემ 1 კაცზე და თევზსაც უკანვე ჩაუბრუნებ რასაც დავიჭერ. ნუ 1 ცალი შეიძლება წამოვიყვანო .

პოსტის ავტორი: levani-78 May 14 2010, 21:02

ციტატა(FISHING CLUB @ May 12 2010, 17:18) *
რავი ერთგზაზე არარის ეგენი? შულავერს რო გაცდები მანდროა..

რავიცი შულავერი იქვეა მე ლიანდაგზე გადავედი და მერე სდახლოსკენ წავედი რაღაც სოფლები გავიარე. აგ არარის რაზეც მე გაუბნები

პოსტის ავტორი: taktak Jun 30 2010, 14:51

გამარჯობათ,ტელ: ნომერი ხომ არ იციტ მეპატრონის?

პოსტის ავტორი: levani-gabo May 7 2011, 07:58

ციტატა(FISHING CLUB @ Apr 20 2010, 13:10) *
მარნეულისკენ. სადღაც სოფელ შულავერთან ახლოს ყოფილა.
შესვლა ღირს კაცი 10,00 ლარიო და მერე 1კგ. თევზი 8,00 ლარიო. შეგიძლია გაუშვა თევზი და რისი ფულიც გექნება მარტო ის წამოიღო.
2 კილოიანი კარპები მოდის სულო. ეტყობა ერთ დროსაა თევზი გაშვებული და სტანდარტია.
სეზონის დასაწყისში 2 კილოიან კარპების დაჭერაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი თუნდაც შინაურის. და იქნებ გავარკვიოთ დეტალურად ამ ტბის შესახებ!?
აბა ვინმემ რამე თუ იცით ?



ციტატა(FISHING CLUB @ Apr 20 2010, 13:10) *
მარნეულისკენ. სადღაც სოფელ შულავერთან ახლოს ყოფილა.
შესვლა ღირს კაცი 10,00 ლარიო და მერე 1კგ. თევზი 8,00 ლარიო. შეგიძლია გაუშვა თევზი და რისი ფულიც გექნება მარტო ის წამოიღო.
2 კილოიანი კარპები მოდის სულო. ეტყობა ერთ დროსაა თევზი გაშვებული და სტანდარტია.
სეზონის დასაწყისში 2 კილოიან კარპების დაჭერაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი თუნდაც შინაურის. და იქნებ გავარკვიოთ დეტალურად ამ ტბის შესახებ!?
აბა ვინმემ რამე თუ იცით ?



მე ბევრჯერ ვარ ნამყოფი მაგ ტბებზე/მართლა ისიამოვნებ,მაგრამ როგორც ვიცი ბოლო 2ტბა გაყიდა.ჩემი ინფორმაციით ვისაც მიყიდა ისიც 24 საათი მანდ თევზაობდა.

პოსტის ავტორი: levani-gabo May 7 2011, 08:16

ციტატა(levani-gabo @ May 7 2011, 08:58) *
მე ბევრჯერ ვარ ნამყოფი მაგ ტბებზე/მართლა ისიამოვნებ,მაგრამ როგორც ვიცი ბოლო 2ტბა გაყიდა.ჩემი ინფორმაციით ვისაც მიყიდა ისიც 24 საათი მანდ თევზაობდა.

2ტბა კიდევ აქვს მიბმული.ალბათ იქ გადასხავდა თევზს.ფასი 10 ლარი აყო და თუ გინდა10 ჯოხით გეთევზავა. მე დავაზუსტებ დაქოქავენ ტუ არა ტბებს და დავაგდებ საიტზე. ისე მანდ ნოემბრის ცივ დღეებშიც ბევრი გვყავს დაჭერილი

პოსტის ავტორი: davit.p May 8 2011, 20:22

მანდ მეც დამიჭერია შენთან ერთად ბატონო ლევან newsmile045.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)