IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ყაზახური ტაზი, სტანდარტი და აღწერილობა
ლევანა90
პოსტი Oct 21 2013, 10:34
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შუაზიური მწევარი ტაზი
შუაზიის უკიდეგანო სტეპებზე ოდიდგანვე ცხოვრობენ ადამიანები და მათან ერთად ეს უძველესი , ულამაზესი დახვეწილი აბორიგენული ძაღლები რომლებსაც ტაზის უწოდებენ , ეს არის ერთადერთი ძაღლი რომელსაც ძაღლად არ მოიხსენიებენ და აძლევენ უფლებას იურტაში შევიდეს.
ოდიდგანვე ეს ძაღლები ეხმარებიან ადამიანებს ნადირობაში ძაღლს შეუძლია ყნოსვით მოძებნოს მსხვერპლი კილომეტრები ზდიოს მას დიდი სიჩქარით და ბოლოს დაჭერის შემდეგ აპორტირება გააკეთოს რითაც ის განსხვავდება სხვა მწევრებისგან .

თავი:
მშრალი,წაგრძელებული.
ყურები მშრალი, ქვემოთ ჩამოყრილი , სამკუთხა ფორმის საკმაოდ წაწვეტებული და არც ისე გრძელი.
ტუჩები: საკმაოდ თხელი, კარგათ მიბჯენილი. Mნანკლი: სქელი და ჩამოყრილი ტუჩები და მასიური თავი.

თავის ქალა
ნორმალურად ფართე. თავის ქალაზე ბეწვი სუსტად აქვს განვითარებული ,
გადასვლა შუბლიდან ცხვირზე სუსტად არის გამოხატული.

ცხვირი : ძირითადად შავი, ძაღლის ღია შეფერილობისას ასავე დასაშვებია ყავისფერიც.
ნაკლი: ვარდისფერი ცხვირი.

კბილები: კარგად განვითარებული ,თეთრი, მაკრატლისებური თანკბილვა.

თვალები: დიდი, ოვალისებური (ნუშისებრი) თვალი ყოველთვის წაბლისფერი ნებისმიერი შეფერილობის დროს
ნაკლი : ღია ფერის თვალები.
პატარა , ჩავარდნილი , ღია ფერის ქუთუთოებით.

ყურები : დაკიდებული,სამკუთხა, თხელი, აუცილებლად გრძელი ბეწვით დაფარული. დასმული თვალის სისწორეზე ცოტათი მაღლა და წამოწეული დასაწყისში .
ნაკლი : საკმაოდ წამოწეული და მოკლე ყურები.

წელი: სწორი ან უმნიშვნელოდ მოხრილი, კარგად განვითარებული კუნთებით, საკმაოდ ფართო..

მკერდი : ფართო , მომრგვალებული , საკმაოდ ჩამოწეული .

კუდი : წვრილი , წყნარ მდგომარეობაში ჩამოწეული, ბოლოში საკმაოდ მოხრილი მოკაუჭებული. . მოძრაობისას აწეული აქვს არა უმეტეს ზურგისა ,
ნაკლი: სწორი , მსხვილი , ძალიან გრძელი ან მოკლე კუდი .

წინა კიდურები: მშრალი, წინიდან დათვალიერებისას სწორი და პარალელური ,
თათები : ოვალური ცოტათი დაგრძელებული განსაკუთებით უკანა თათები ) თითები მიბჯენილი ერთმანეთზე , ბრჭყალები მიმართულია მიწისკენ .
ნაკლი: პატარა, მასიური თათები.

უკანა კიდურები : მშრალი უკნიდან დათვალიერებისას პარალელური ფართოდ დასმული .

ბეწვი : მოკლე სწორი საკმაოტ რბილი, თივთიქის გარეშე , ყურებზე ფაფუკი გრძელი დაშვებული 5-6 სანტიმეტრიტი ყურებიდან, წინა და უკანა კიდურების უკანა მხარეს ფაფუკი ზომიერად გრძელი , Kკუდზე საკმაოდ გრძელი ქვემოთ დაშვებული, .
ნაკლი: გრძელი ბეწვი სხეულის სხვა ადგილებში. ხუჭუჭა ბეწვი ყურებზე კიდურებზე და კუდზე.

შეფერილობა: თეთრი, ჭრელი , ჟანგისფერი ,ნაცრისფერი ყველა ტონალობაში, ერთფერი შავი , შავი შეფერილობისას ასევე დასაშვებია თეტრი ლაქა გულმკერდზე .
ნაკლი წითელი , და ზოლებიანი შეფერილობა . Uუზბეკურ ყაზახური ტიპი : საშვალო საშვალოზე მეტი ზომის , სიმაღლე მინდაოში ხვადები 60დან 70 სმ. ძუ 55 დან 65 სმ.
თურქმენული ტიპი : ძაღლები სასვალო ზომის , სიმარლე მინდაოსი , ხვადები 55დან 65 სმ, ძუ 53 დან 60 სმ
ნაკლი ,სიმაღლე მეტი ან ნაკლები 2 სანტიმეტრით.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 05:49