დრევერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დრევერი |
Oct 17 2012, 11:02
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
დრევერი ნაკლებადაა ცნობილი სკანდინავიური ქვეყნების ფარგლებს გარეთ. თუმცა ღა შვედეთში ის ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია. ეს ჯიში მიღებულია, შვედური მონადირე ძაღლების დართვით ქალაქ დრევერის მახლობლად გავრცელებულ ტაქსებზე. დრევერს ძალიან აქცს მსგავსებები ტაქსასთან და ბიგლთან ერთდორულად. XX საუკუნის დასაწყისში ჯიში იყო ცნობილი გერმანული სახელწოდებით ტაქსისმაგვარი ბრაკი. მაგრამ მას შემდეგ რაც შვედმა სელექციონერებმა მიზანმიმართულად დაიწყეს ჯიშის სრულყოფა და ექსტერიერული დახვეწა , მან მიიღო ახალი სახელწოდება - დრევერი. ამ სეხელით იქნა ეს ჯიში რეგისტრირებული შვედეთის მთავარ ძაღლსაშენ კლუბში 1949 წელს, ხოლო 1959 წელს საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში. მაგრამ ამ მშვენიერ მონადირე ძაღლის ჯიშს დღემდე არ აღიარებს ინგლისის და აშშ-ს მთავარი მეძაღლეობის კლუბები. დრევერი არც ისე ავია სხვა ცხოველების მიმართ, მაგრამ საოცრად ამტანი ძაღლია შესანიშნავი ყნოსვით. გამოიყენება ; მელიების გარეული ღორების და შვლების მოსაძებნად ტყეში, აგრეთვე მათ გამოსარეკად მონადირის სასროლზე. სკანდინავიის ქვეყნებში დრევერი ძალიან პოპულარული ასევე როგორც ოთახის ძაღლი. მისი მსგავსი ძაღლი სტრელლუფსსტოვარე გავრცელებულია დანიაში. დრევერი არის მომცრო ტანის მაგრამ დაკუნთული მდევარი მიმსგავსებული ტაქსას. შეფერილობა წითური თეთრში, ოქროსფერი თეთრში და სამფერა. თეთრი ფერი არ უნდა იყოს დომინანტური მაგრამ უნდა ეტყობოდეს ვიზუალურად ნებისმიერი კუთხიდან. ჯოან პალმერი. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 20:26 |