байки - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
байки, მოსმენილი ამბები ნადირობასა და ნადირობის ობიექტების ქცევებზე
კახაბერ
პოსტი Nov 19 2010, 08:51
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ერთი ბაბუა სვანი მყავდა კოდორის ხეობიდან. რა თქმა უნდა მონადირე იყო. იქ მოსახლეობის 70-80% პროფესიონალი მონადირე იყო იმ პერიოდში. ნადირობდნენ ჯიხვზე, ირემზე (როცა იყო), დათვზე, მაჩვზე და ა.შ. როჭოზე და გნოლზე აღარაფერს ვამბობ. მთელი სახლი მოფენილი იყო ტყავებით, კედლებზე ირმის რქები იყო მიმაგრებული. ჯიხვის რქებით კი ყანწები მზადდებოდა და ახარებდა კაცი თავის ჭიას.
ერთხელაც, ცხონებული მთიდან ბრუნდებოდა თოფმხარზეგადაკიდებული. გორაკს შეუყვა და როცა თავში მოექცა, მეორე ფერდობიდან ასევე მოექცა თავში ერთი უშველებელი დათვი, რომელიც ბაბუაჩემის დანახვაზე ორ ფეხზე დადგა. ბაბუაჩემი დაბალი კაცი იყო და ეს შეხვედრა დაახლოებით ზაზა ფაჩულიასა და რამაზ შენგელიას შეხვედრას დაემსგავსა.
ბაბუაჩემი იმდენს კი "მიხვდა", ამას სვანური არ ეცოდინებაო და, რამდენადაც თოფისკენ ხელის ოდნავი მოძრაობაც ფატალური შედეგის მომასწავებელი იყო, რუსულად (ანუ უცხო ენაზე) უთხრა: ничего, ничего, ничего... და, ჰოი საოცრებავ, დათვმა ამოიქშინა, მოიხარა და დაგორდა გორაკზე.
აი, ასეთი უცნაურები არიან ხანდახან.
რაც შეეხება დათვის გონიერებას, მეორე ისტორიასაც მოგიყვებით.
მეუღლის ბიძა ცხოვრობს მარტვილის რაიონის ერთ მთიან სოფელში. სიმინდის ყანები სახლებიდან მოშორებით აქვთ მთის ფერდობებზე. ერთ ზაფხულსაც დათვმა და მაჩვმა გაუნადგურა ხალხს ნათესები. გადაწყვიტეს ხაფანგები დაეგოთ. მაჩვს მარყუჟები დაუგეს, დათვს ხაფანგი. ერთ საღამოს მეზობელმა ჩამოიარა და ხალხი გააფრთხილა ხაფანგში დათვია გაბმული, მე თოფი თან არ მქონდა და ადითო. წავიდა 6-7 კაცი. მეუღლის ბიძა ამბობს, რომ დათვისთვის იმ საღამოს მას არ უსვრია და არც არასდროს ესვრის. მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვერ გადაიტანა იმ სცენის ნახვა, როცა საცოდავმა დათვმა ადამიანების დანახვაზე თავზე აიფარა ტორები და თავს იფარავდა. არაფერს ვამბობ, რომ სადიზმია ხაფანგში გაბმული დათვის ზალპური ცეცხლით ლიკვიდაცია, მაგრამ წარმოვიდგინე, როგორ მალავდა თავს ამ ცეცხლისაგან.

P.S. ამ თემაში, ჩემი სურვილია მოვყვეთ ისეთი ისტორიები, რომლებიც მოგვისმენია სხვა მონადირეებისაგან. ზოგი უკვე ცოცხალი აღარ არის, მათი ხსოვნა იყოს. აგერ დღეს დავითუსის ბიძა ოპერაციას იკეთებს და ჯანმრთელობა ვუსურვოთ. დავითუსი ამბობს, რომ ნადირობის საიდუმლოებას სწორედ მან აზიარა. ასეთ ამბებში სანადირო ობიექტების ქცევის თავისებურებებიც ჩანს და ისედაც სასიამოვნო მოსაყოლი და მოსასმენია, ჩემი აზრით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 19 2010, 10:22
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კახაბერ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 23 2010, 14:01
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გენაცვალეე ძმაა, კახა მაგარი კაცი ხარ ძმაოო, სულ ჟრუანტელმა დამიარა რაა. ყოველთვის როცა დათვზე ნადირობის ვიდეოებს ვუყურებ სულ რაღაც უსიამოვნო გრძნობა მტანჯავს როცა ამ გონიერ არსებას პატარა ვირთხასავით კლავენ, არ ვიცი რატო, მაგრად მიყვარს ეს ცხოველი, ძველი ანდაზაა: დათვმა თქვა მე ადამიანის სიყვარულით ვერ ვძღები ის კიდევ ჩემის მტრობითაო. ბევრჯერ მინახავს სახლში რომ გაუზრდიათ ბელი და როგორი მოსიყვარულე ცხოველია. მთავარია ადამიანმა ადამიანობა და ღირსება არ დაკარგო იმ დროს როცა ადრენალინი გულსა და გონებას გირევს. მაგრამ ვერც იმ გლეხს გავამტყუნებ წლის სარჩოს რომ ართმევს ნადირი და ნაწვალებს წყალში უყრის. მაგრამ მონადირეს უნდა გააჩნდეს პირადი ღირსების კოდექსი, რომელიც მას ბრაკონიერისა და ცივსისხლიანი მკლვლელისგან განასხვავებს. მაპატიეთ გაოფებისთვის მარა თავის შეკავება მიჭირს ასეთი ამბების მოსმენისას.
მეც მაქვს გაგებული მასეთი ამბავი, ჩემთან მოხდა. სსრკ-ს დროს მუსიკის სკოლის დირექტორი და მისი ქალაქელი სტუმრები ყოფილან დათვზე სანადიროდ. ნომერში გამოსვლია დათვი. თოფი როცა დაუმიზნებია ორ ფეხზე დამდგარა და თათები ჰაერში აუწევია, ისეთი თვალებით მიყურებდა ნამუსმა ვერ გამიჭრა და არ ვესროლეო, წადი ეხლა გაიქეციო უთქვამს და დათვი წასულა, თან უკან იყურებოდა თითქოს მანამუსებდა ზურგში არ მესროლოვო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 24 2010, 09:06
პოსტი #4


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter87
კი, მეგობარო, ასეა. ხშირად ვუშვებთ შეცდომებს იმით, რომ ვერ ვუძლებთ ცდუნებას. ბუნება კი თავის შვილებთან მიმართებაში შეცდომებს არავის პატიობს დროთა განმავლობაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სანდრიკა
პოსტი Nov 25 2010, 18:28
პოსტი #5


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 177
რეგისტრ.: 7-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th June 2024 - 22:08