კალმახის დაჭერა უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ თევზის პოპულარიზაციას ხელი რომ შევუწყოთ
საჭიროა სწორედ მოვექცეთ თევზს რათა იგი მეორედაც დავიჭიროთ.
თევზთან მოქცევა დიდი ფილოსოფია არაა, მთავარია:
არ გადავღალოთ თევზი
არ გამოვიტანოთ ნაპირზე
არ ამოვგლიჯოთ სატყუარა
არ გავაჩეროთ უწყლოთ 15 წმ– ზე მეტხანს
არ ავწიოთ სიმაღლეზე
არ გადავაგდოთ წყალში
კარგათ ვაფიქსირებთ ხელში, სატყუარას ვაძრობთ სპეციალური ინსტრუმენტით, წყლიდან მაღალზე არ ვწევთ,
ვუღებთ ფოტოს, ვსვავთ წყალში, ვიჭერთ კუდით და ნელა ნელა (წინ–უკან) ვამოძრავებთ სანამ არ მოცოცხლდება
შემდეგ ვუშვებთ ხელს.
ასე არც თევზს დავაზიანებთ, სპორტულ ჟინსაც მოვიკლავთ, ფოტოც დაგვჩება და თევზის გამრავლებას
არ ვუშლით ხელს.
გთხოვთ გამოიყენოთ უენო ნემსკავები.
კალმახის დაჭერა უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ თევზის პოპულარიზაციას ხელი რომ შევუწყოთ
საჭიროა სწორედ მოვექცეთ თევზს რათა იგი მეორედაც დავიჭიროთ.
თევზთან მოქცევა დიდი ფილოსოფია არაა, მთავარია:
არ მოვკიდოთ მშრალი ხელი
არ გადავღალოთ თევზი
არ გამოვიტანოთ ნაპირზე
არ ამოვგლიჯოთ სატყუარა
არ გავაჩეროთ უწყლოთ 15 წმ– ზე მეტხანს
არ ავწიოთ სიმაღლეზე
არ გადავაგდოთ წყალში სიმაღლიდან
კარგათ ვაფიქსირებთ ხელში, სატყუარას ვაძრობთ სპეციალური ინსტრუმენტით, წყლიდან მაღალზე არ ვწევთ,
ვუღებთ ფოტოს, ვსვავთ წყალში, ვიჭერთ კუდით და ნელა ნელა (წინ–უკან) ვამოძრავებთ სანამ არ მოცოცხლდება
შემდეგ ვუშვებთ ხელს.
ასე არც თევზს დავაზიანებთ, სპორტულ ჟინსაც მოვიკლავთ, ფოტოც დაგვჩება და თევზის გამრავლებას
არ ვუშლით ხელს.
გთხოვთ გამოიყენოთ უენო ნემსკავები.
კარგია რომ ეს მხოლოდ კალმახს არ ეხებოდეს,
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ისევ დაგიჭერ
აი რით განსხვავდება გაშოლტვით თევზაობა სხვა ნებისმიერი სტილისაგან.
ისევ დაგიჭერ
ხო მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით მდინარის კალმახზე აგრძალულია თევზაობაო თუ რამე შეიცვალა და მე არ ვიცი?
აქ ლაპარაკია, დაიჭირე-გაუშვის პრინციპზე, არანაირად შეწვაზე, სახში წაღებაზე,
მხოლოდ დაიჭირე-გაუშვის პრინციპით, მსოფლიოს სტანდარტების დაცვით.
სპეციალური უენო ნემსკავებით,
ეს სტანდარტი შემოღებულია განვითარებული ქვეყნების მიერ, სადაც სათევზაო ტურიზმი ყვავის,
ასეთის ბევრის დასახელება შეიძლება.
ჩვენ ვაფუძნებთ სტანდარტს და არა სახში წაღებას.
Fly Fishing Club
მესმის შენი და მივესალმები თქვენს წამოწყებას, მეც დიდი სურვილი მაქვს კალმახზე გასვლის, მხოლოდ სპინინგით (და დაიჭირე გაუშვის პრინციპით) და მშვენიერი ადგილებიც მეგულება
მაგრამ როგორც ვიცი კალმახი წითელ ნუსხაშია და მისი ჭამა კი არა დაჭერაა აკრძალული.
ისე რა ანკესზეა საუბარი სვანეთში ქლორით წამლავენ და ანადგურებენ
წითელი წიგნი არის საერთაშორისოც, ანუ მაშინ გამოდის რომ მთელი მსოფლიო წითელი წიგნის კანონს არღვევს ?
კანონი ვერ კრძალავს თევზის დაჭერას მისი შემდგომ გაშვების მიზნით, აქ საქმე სხვა რამეშია,
არის ასეთი გეგმა რომ საკუთარი სახსრებით გავუშვათ მდინარეებში ველური კალმახი, ლიფსიტა ვიცით სადაც იყიდება.
მთავრობას კაი ხანია ვთხოვთ გამოგვიყონ მდინარე ან მდინარის მონაკვეთი, ვნახოთ მოკლედ.
მთავარია დავაფუძნოთ დაიჭირე-გაუშვის პრინციპი, ასე ბევრი თევზიც გვეყოლება და სპორტულ ჟინსაც მოვიკლავთ.
antibraki
ჩემი აზრით ცდას წინ არაფერი უდგას. ძალიან კარგი წამოწყებაა და მივესალმები. აგიტაციას ხშირად მოაქვს სასურველი შედეგი. მართალია, ის ვინც დენით დადის სადღაც სოფელში და მუსრს ავლებს თევზს, ის ყოველთვის იგივეს გააკეთებს რაც არ უნდა აგიტაცია ჩაუტარო, მანამ სანამ მის ჯიბეს ან თავისუფლებას არ შეეხებიან. მაგრამ ჩვენ ჩვენი ვეცადოთ, არ იქნება ურიგო.
Fly Fishing Club
მშვენიერი წამოწყებაა, იმედი მაქვს გაგრძელება მოჰყვება ამ ყველაფერს
იარაღზე რაც არის იგივე უნდა იყოს დენის აპარატზე!!! 3დან 7მდე
კიდევ ერთს დავამატებ ზემოთ ხსენებულს, დაიჭირე გაუშვი არა მარტო ფლაიზე ვრცელდება. იგივე ფიდერში, იგივე მატჩით მოთევზავეებსაც აქვთ და საკმაოდ წარმატებულად ხმარობენ უეკლო ნემსკავებს (barbless). ასე რომ ეს დევიზი შეიძლება არა მარტო კალმახზე იქნას მორგებული, არამედ ნებისმიერ თევზზე, რომელიც ეკლით შეიძლება დაშავდეს.
P.S.
უეკლო ნემსკავი არ აზიანებს როგორც თევზს, ისე სატყუარას. მაგალითად, თეთრი ბუზის მატლი, გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს მის შიგთავს უეკლოზე ვიდრე ეკლიანზე. ეკლიანი, ესე ვთქვათ სკლიცავს მატლის თხელ აპკს და ის მალევე იცლება თავისი თხევადი შიგთავსით. ასე რომ განსაკუთრებით სპორტული შეჯიბრების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს უეკლოს გამოყენებას. და ის მითი, თითქოს და თევზი უეკლოზე შეიძლება დავკარგოთ, არამართებულია. მცოდნე მეთევზეს ერთნაერი შანსი აქვს, როგორც უეკლოზე, ისე ეკლიანზე.
კარგია რომ გამოხმაურება მოყვა ამ თემას,
1. რატომ გაშოლტვით თევზაობა პრიორიტეტად ? მე ამ სტილით ვარ გატაცებული და ჩემი აზრით საუკეთესოა. ამაზე ნუ ვიდავებთ.
რა უნდა ვქნათ და როგორ უნდა დავიწყოთ ამ ყველაფრის გინდ აგიტაცია, გინდ რაიმე პროექტის სახე რომ მივცეთ.
დაიჭირე - გაუშვი ასოცირდება ერნესტ ჰემინგვეისთან, თუმცა მან მხოლოდ გააჟღერა და რეალური ავტორი საზოგადოებისათვის
ნაკლებად ცნობილი ფიგურა იყო, ამიტომაც გააჟერა ცნობილმა.
ჩვენ შემთხვევაში ასეთი პიროვნება არავინ გვყავს სამწუხაროდ.
ჩვენ (კლუბი) ვცდილობთ მთავრობა დავიყოლიოთ იჯარით გასცენ მდინარე ან მისი მონაკვეთი, მდინარე რომელიც საკალმახედ გამოდგება,
დიდათ არ იმღვრევა და მოკლედ კარგი პირობები იქნება.
აჭარაში არის საკალმახე სადაც გამოყავთ მდინარის კალმახის ლიპსიტა, საჭიროა წინასწარ შეკვეთა და გაამზადებენ რამდენსაც ვეტყვით.
ამ ლიპსიტას გავუშვებთ ამ მდინარეში,
როგორი იქნება კონტროლი ?
აქ საქმე ცოტა ცუდათაა, არ უნდა გახმაურდეს, ადგილობრივებს უნდა ვთხოვოთ რომ ითევზაონ მხოლოდ ანკესით.
ადგილობრივს თევზაობას თუ დაუშლი ჩათვალე მეორე დღეს ადუღდება იქაურობა.
ახლა რაც შეეხება მეთევზეებს, რა თქმა უნდა მეთევზემ ელოდოს 2-3 წელი ეს აბსურდია, ამიტომ ასეთ ადგილას უნდა დავუშვათ
დაიჭირე-გაუშვის პრინციპი, მხოლოდ უენო ნემსკავებით, მეთევზე სპორტულ ჟინს იკლავს, თავის გაშვებულ თევზს გაუფრთხილდება,
ხშირად ივლის იმ ადგილას და ეს ერთგვარი ყურადღების მიქცევა იქნება,
ეს ადრე თუ გვიან გახდება შემოსავლის წყარო, ამას მიბაძავს სხვაც და მდინარის იჯარით გაცემა თევზის მოშენების მიზნით
ვფიქრობ პოპულარული გახდება, რატომ ვფიქრობ ასე ? ასე მოიქცა განვითარებული ქვეყნები რომლებიც დღეს მეთევზესათვის
საოცნებო ქვეყნებათ იქცნენ.
მე ვიცი რომ არაერთხელ იყო მიმართვა სახელმწიფოსადმი დაეშვათ კალმახზე თევზაობა, თუნდაც სამოყვარულო და სპორტული.
მე პირადათ ამას არ ვეთანხმები, მე რომ ვიყო არ დავუშვებდი ან რის საფუძველზე უნდა დაუშვან ? თხოვნის ?
რის საფუძველზე იყო ასეთი მოთხოვნა პასუხი არ მაქვს, ეს აბსურდია და გამორიცხულია ! ამის გარანტიას გაძლევთ, არაერთხელ მქონდა
ლაპარაკი მაღალ ეშელონებთან, სიტყვა კალმახი იწვევს თვალების გადიდებას და არ გისმენენ ბოლომდე, არა არა გამორიცხულია, ასე გპასუხობენ,
ნუ ეჭვი მაქ რაღაც რაღაცეებზე მაგრამ ეს ცალკე თემაა.
ჩემ მოშენებულ თევზზე მე დავუშვებ დაიჭირე-გაუშვის პრინციპს, ეს თევზს გამრავლებაში არ უშლის ხელს და ნამდვილი მეთევზესთვის საკმარისიცაა.
აი როდესაც მომრავლდება მდინარეებში კალმახები მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოვთხოვოთ კანონში ცვლილების შეტანა.
სათევზაო ტურიზმი, სლოვენია იდეალური მაგალითია, ცოტა ხნის წინ ბრაკონიერებით ადუღებულ მდინარეებში თევზი თითქმის არ იყო
დარჩენილი, შეისწავლეს და კანონში სცვლილება შეიტანეს, მოამრავლეს თევზი და დაუშვეს დაიჭირე-გაუშვის პრინციპი,
დღეს სლოვენია საოცნებო ქვეყანაა, აუარება თევზია, ყველა თევზაობს მაგრამ ისევ უშვებენ,
1 დღეში ჩვეულებრივი მეთევზე იმდენ თევზს იჭერს რომ იღლება თევზაობით ეს სამოთხეა ჩვენთვის
მაქმდე მისვლა გვჭირდება, ხოდა რო ვწერ ასეთ რაღაცას ზოგი ისე აღიქვამს რომ არიქა ბრაკონიერობას თესავსო
ამიტომ ჩემო მეგობრებო ასეთი მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, ასეთია ჩვენი იდეა,
კალმახის მოშენებას როცა ვამბობ ლაპარაკი ცისარტყელა კალმახზე არაა, მდინარის ველურ კალმახზეა ლაპარაკი.
ერთმა ამერიკელმა მეგობარმა მითხრა რომელიღაც შტატში აკრძალულია ასეთი კალამხის მდინარეში გაშვებაო,
ეს კალმახი სხვა ჯიშს ავიწროვებს და ხელს უშლის გამრავლებაშიო.
ამიტომ მეგობრული თხოვნა მაქვს, ააააა კალმახი არ ვახსენოთ ასეთი პრინციპით შორს ვერ წავალთ, მოდის დეტალურად შევისწავლოთ,
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)