ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
ჭალიმგელა
პოსტი Jul 2 2015, 13:32
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც იცით და ზოგმა შეიძლება არ ციცით გაფორმდა მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის

არსი მდებარეობს იმაში რომ ყველა მხრიდან დავარტყათ ბრაკონიერებს

თევზის კონტროლი დაიწყება ბაზრებში, საბითუმო წერტილებში, სადაც თეორიულად შესაძლებელია დენით დაჭერილი თევზის რეალიზაცია

შეგვიძლია ბრაკონიერების ფაქტებზე დავრეკოთ 112 და სამივე სამინისტროს თანამშრომლები ერთდროულ რეაგირებას გააკეთებენ ფაქტზე. ეს გააიოლებს ბრაკონიერებთან ბრძოლას

გუშინ შსს ში გაიმართა სხდომა, სადაც მოვიწვიეთ ყველა არსებული კლუბის წარმომადგენელი. მაპატიოს თუ ვინმე უნებლიედ გამომრჩა.

განვიხილეთ საკითხები და მოგვეცა დავალება წარვადგინოთ პროექტები როგორ ვევრძოლოთ ბრაკონიერებს უფრო ეფექტურად

ყველა კლუბს ეთხოვა მოამზადოს თავისი მოსაზრება და მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მთავრობიდან მხარდაჭერა გვაქვს რომ იმოქმედებენ ისე როგორც ჩვენ ვურჩევთ

ეს ფაქტიურად გამოწვევაა და თუ რამის მოფიქრება შეგვიძლია ეხლა მაგის დროა ზუსტად. (მერე სხვას რომ არარაფერი გადავაბრალოთ)

გთხოვთ განვიხილოთ თქვენი მოსაზრებები და თუ რამე კონკრეტული ფაქტი იცით ერთობლივად სამივე სამინისტროსთან შეგვიძლია დავეცეთ

ველი გამოხმაურებებს


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jul 2 2015, 14:11
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



აქამდე რაც მუშტები ვირტყით მკერდში ახლა მოგვეცა შანსი მართლ რამის გაკეთEბის!
ეხლა უნდა გავინძრეთ და ვიკაცოთ ყველამ!
მიხარია ასეთი ცვლილებები!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Jul 2 2015, 15:24
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



ძალიან კარგი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jul 2 2015, 15:41
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგია კარგიი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 2 2015, 15:43
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგია რომ საერთოდ დაიძრა ეს თემა. მიხარია, რომ შსს ჩაერთვება ამ ყველაფერში. იქნებ ახლა მაინც შეეშინდეთ. იმედი მაქვს, ის ''კრიშები'' რომლებიც მფარველობდა ამ ხალხს (თევზაობაზე მაქვს საუბარი ამჯერად) მოაძრობენ თავის სკამებს და ამ მხრივაც შემსუბუქდება ბრაკონიერობის ფაქტები.

რაც შეეხება ფაქტებს:

1. ყველამ კარგად იცის რა ხდება მტკვარზე და ხრამზე. ფონიჭალას რომ გახდები რუსთავამდე და რუსთავს რომ გაცდები თითქმის საზღვრამდე ნავები მოძრაობენ და ადუღებენ იქაურობას არა მარტო დღისით.
2. ასევე ყველამ კარგად იცით რა ხდება ტბებზე. კონკრეტულად კი სიონის წყალსაცავში, სოფელ ჩეკურაანთგორსა და ალოტს შორის ყურეში თითქმის 3 წელია დებენ ბადეს. ჩემს მიერ ''მოპარულმა'' ნავის ნიჩბებმა სულ რაღაც 3 დღე დააყოვნა ამ ბადის პატრონები. 3 დღის შემდეგ კი ისევ შეცურეს ბოთლებისგან დამზადებული ნავით და მოქმედებდნენ თავისუფლად.... ასევე სიონის მხრიდან, დაახლოვებით ინდაურების ფერმის გადასწვრივ მუდმივად დევს ბადე.... ასევე შესართავთან მაქვს შემჩნეული...

დანარჩენი თქვენ დაამატეთ... თუ სადმე რამეს შევამჩნევ, ძალიან წყნარად ავკრეფ 112 და არც კი გამიტყდება, თუ გამამტყუნეს გამიტყება და ვინც გამამტყუნებს იმ ნატეხებს გავუკეთებ ერთ ადგილზე...

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezo197313
პოსტი Jul 2 2015, 16:24
პოსტი #6


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 1-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



გრესის მიდამოებში(სოფ. თაზაქენდი) ყოვედღე დადიან ნავით დღისითაც და ღამითაც. იმედია იქნება რეაგირება...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია rezo197313: Jul 2 2015, 16:25
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Jul 2 2015, 16:27
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



ისე , მსგავსი ფაქტებისთვის ცალკე თემა რომ გაიხსნას, აჯობებს მგონი ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 2 2015, 16:28
პოსტი #8


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბიჭებო აქ გვინდა კონკრეტუ;ლი ქმედებები.

ხომ ვამბობდით რომ ესა თუ ის არ მოგვწონს. ეხლა ჩვენით დავგეგმოთ ოპერაცია და დავურეკოთ ვისაც საჭიროა და ავიყვანოთ თუ რამის ტრაკი გვაქვს

ამიტომ ზოგადად რომ მტკვარზე ბრაკონიერია არ გამოგვადგება

თუ რამე კონკრეტული ვიცით დავგეგმოთ და დავეცეთ. შეგვიძლია გარანტია გვქონდეს რომ ინფორმაცია არ გავა. გდი წამოგვყვება. თუ ეჭვი გვეპარება მაგასაც არ ვეტყვით სად მივდივართ. მოკლედ ისეტი წინადადება შემოგვთავაზეს რომ აწი ჩვენს თავს დავაბრალოთ თუ რამე არ გამოვა, ან შევეშვათ ლანძღვას

rezo197313
მაშინ მოამზადე ეგ რეიდი. ჩვენ დაგეხმარებით. გვითხარი რამდენი კაცი გინდა, რა ტექნიკა და დავეცეთ. წეღანაც დავწერე, ზოგადად ყველამ ვიცით რომ სადღაც ბრაკონიერი დადის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jul 2 2015, 18:38
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ჭალიმგელა
მისასალმებელია ეს ფაქტი თუმსა აქამდე ვისაც უნდოდა ის თავის წილ საქმეს მაინც გააკეთებდა. ჩემ სახელზე 2 ფაქტი იქნა გამოვლენილი თავის ვიდეო და ფოტო მასალებით. დავრეკე სადაც საჭირო იყო და მოახდინეს შესაბამისი რეაგირება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bashiachuki
პოსტი Jul 2 2015, 20:36
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Mისასალმებელი ამბავია ბიჭებო მალადეც კარგები ხართ მარა რა მაინტერესებს ეს გვერდშI დგომა მხოლოდ თევზჭერის უკანონო ფაქტებზე ვრცელდება თუ აკრძალული ნადირობის გამოვლენილ მეთოდებზეც?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jul 2 2015, 21:03
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მივესალმები წამოწყებას. იმედი მაქვს, ეხლა მაინც დაადგება საშველი ამ პრობლემის მოგვარებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 2 2015, 22:51
პოსტი #12


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Chalimgela @ 2nd July 2015 - 18:28) *
მოკლედ ისეტი წინადადება შემოგვთავაზეს რომ აწი ჩვენს თავს დავაბრალოთ თუ რამე არ გამოვა,

თუ ეგრეა.. ადრეც დავწერე და ეხლაც ვიტყვი აგერ. რეალურად თუ უნდათ ბრაკონიერობასთან ბრძოლა..სერიოზული კონტროლია საჭირო. ეგრე ლოკალური მივარდნები..არანაირ ეფექტს არ მოიტანს და საქმის კეთების იმიტაციის მეტს არაფერს მოგვცემს. მერე ვიღაცას დააჯარიმებენ..მერე ვიღაცის ახლობელი აღმოჩნდება და ა..შ.. 2 კვირა თავს შეიკავებენ და ისევ დაუბრუნდებიან თავიანთ "საქმიანობას". ყველას რომ ყველგან მივუვარდეთ.. 5000 კაციან ლაშქარი დაგვჭირდება..მუდმივ მზადყოფნაში. თან იმ ვადით..სანამ ახალი თაობა არ გაიზრდება..ვინ ეგეთებს აღარ იზავს. მოკლედ....ეგ..ბევრი ვერაფრის მომცემი იქნება. ამიტომ.
სერიოზული კონტროლი..უნდა დაიწყოს აღრიცხვით.. ანუ..ვის უნდა იყოს მონადირე და მეთევზე. ყველა...ვისაც უყვარს ნადირობა-თევზაობა..უნდა გაწევრიანდეს რომელიმე კლუბში.. ან შეიკრან ჯგუფებად და დააფუძნონ თავიანთი კლუბები. ეგ მოგვცემს იმას..რომ ეგ კონკრეტული ადამიანი..პასუხისმგებელი ხდება..თავისი კლუბის წინაშე და არა მთელი სახელმწიფოსი..რომელსაც ადვილად უსხლტება ხელიდან. იმ კონკრეტულ ადამიანს.. თვითონ თავისი კლუბი მიხედავს..რომ ეგეთები აღარ იჩალიჩოს..თორემ თვითონ კლუბს მოუწევს მიკეტვა. რას ნიშნავს მიკეტილი კლუბი?.. გაფუჭებულ რეიტინგს და თუ სხვაგან ვერ გადანაწილდნენ დანარჩენები და იმათი ქსივა არ ექნებათ ..საერთოდ ვეღარ შეძლებენ თევზაობა-ნადირობას. მაკონტროლებლებს კი მარტო ის მოუწევთ..შეუმოწმონ საბუთები და ვისი ქსივაც აღმოაჩნდება ჯიბეში..იმ კლუბს გამოუგზავნონ ჯარიმა. დამრღვევს თვითონ კლუბი მიხედავს. მოკლედ..პრინციპი ეგეთია.. აფუჭებს ერთი..ისჯება რამდენიმე. მისი უახლოესი თანამეინახეები. ამიტომ..თითონ მიხედავენ. კლუბის ქსივის გარეშე კი.. ნადირობა-თევზაობის ნებართვა არავის ქწონდეს. ეგ არ ნიშნავს..ადამიანების იძულებით შერეკვას..რომელიმე კონკრეტულ კლუბში. ვისაც სად მოესურვება..იქ გაწევრიანდეს..ან ახალი დააფუძნოს. მთავარია..ვინმე კონკრეტულ პირებთან იყოს პასუხისმგბელი და არა მთელი სახელმწიფოს წინაშე. აი ეგ..გააჩერებს ბრაკონიერობას გლობალურად. მაგისი კოპნტროლი ბევრად ადვილიც არის და ნაკლებ დანახარჯებსაც მოითხოვს.

ვისაც არ ექნება კიდე არცერთი კლუბის ქსივა.. გამოცხადდეს ოფიციალურ ბრაკონიერად და რაც წერია კანონში ბაკონიერებზე..ისე მიხედონ ვისაც ევალება.

ციტატა(Chalimgela @ 2nd July 2015 - 18:28) *
ან შევეშვათ ლანძღვას

თუ ისევ ესე იქნება ყველაფერი..და კონკრეტულ ბრაკებს დავუწყებთ დევნას..ნამდვილად არაფერი არ გამოვა. ცოტახნით დავაფრთხობთ ვიღაცას..მაგრამ მალე მოეცემა ისევ გული და გააგრძელებს თავის "საქმეს". ასე რომ ლანძღვის უფლება დაგვრჩება. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
cacciatore
პოსტი Jul 3 2015, 00:59
პოსტი #13


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7
რეგისტრ.: 19-June 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



თქვენის ნებართვით გამოვთქვამ მეც ჩემ აზრს აღნიშნულთან დაკავშირებით.
მართლაც მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა, იქნებ ეხლა მაინც ეშველოს რამე ამ ,, მოუშორებელ ჭირს"

1. უნდა აიკრძალოს ბრაკონიერული საშუალებებით ვაჭრობა, გაკონტროლდეს ყველა სამონადირე მაღაზია, ბრაკონიერული საშუალებებით ვაჭრობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კონტკრეტული მაღაზია ან ფიზიკური პირი დაჯარიმდეს სოლიდური ჯარიმით.
2. აიკრძალოს ნანადირევის გაყიდვა.
3. გაკონტროლდეს ისეტი ადგილები სადაც იყიდება თევზი (ბაზრები და ა.შ) იმ სახეობის თევზის აღმოჩენის შემთხვევაში რომელზედაც თევზაობა აკრძალულია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.
4. მაქსიმალურად გაშუქდეს ტელევიზიით, ყველა ბრაკონიერული გამოვლენილი პაქტი და სამართალდამცველების რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
5. ყველა ადამიანს რომელიც დაჯარიმდება ბრაკონიერობისთვის, ჩამოერთვას ან შეუჩერდეს რამოდენიმე წლით ნადირობის უფლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 3 2015, 01:03
პოსტი #14


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



cacciatore
ეგ ყველაფერი..ბოლო 20 წელია ეგრეც არის კანონით. მაგრამ...............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
cacciatore
პოსტი Jul 3 2015, 01:16
პოსტი #15


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7
რეგისტრ.: 19-June 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 3 2015, 02:03) *
cacciatore
ეგ ყველაფერი..ბოლო 20 წელია ეგრეც არის კანონით. მაგრამ...............


კანონით გინდ ყოფილა გინდ არა, თუ არ გააკონტროლე რა აზრი აქვს. კონტროლია მთავარი.
გვპირდებიან აგერ კონტროლს და ვნახოთ რა იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 01:51