James Purdey & Sons - ლეგენდა, რომელიც არ კვდება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
James Purdey & Sons - ლეგენდა, რომელიც არ კვდება |
Jun 11 2009, 20:13
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ ამ ლეგენდარული გლუვლულიანის და მისი შემქმნელის შესახებ.
პერდე ეს არის სანადირო თოფის წარმოების ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საფირმო ნიშანი, რომელიც იქცა უმაღლესი ხარისხის ეტალონად მთელს მსოფლიოში და რომლისთვისაც დრო არ არსებობს მსგავსად ეგვიპტური პირამიდებისა! ამგვარი ხოტბის გარეშე არ შემეძლო საუბრის დაწყება ამ ბრწყინვალე იარაღზე. პერდეს მანუფაქტურა შეიქმნა ლონდონში 1814 წელს ანუ როგორც პერდეს ოფიციალურ საიტზე წერენ, ერთი წლით ადრე ვატერლოომდე... არის ამ შენიშვნაშიც რაღაც აღმაფრთოვანებელი... მისი დამაარსებელი ჯეიმს პერდე უფროსი (James Purdey) სპეციალობით მეიარაღე, უფრო კონკრეტულად კი მეკონდახე გახლდათ და მუშაობდა იმ დროისათვის მთელს ბრიტანეთში განთქმულ მეიარაღის ჯოზეფ მენტონის (Joseph Manton) სახელოსნოში. მალე ჯეიმსის სახელოსნომ მისი დამფუძნებლის და მთავარი მეიარაღის ნიჭის წყალობით უპირატესობა მოიპოვა მენტონის სახელოსნოზე და უკვე 1838 წელს დედოფალმა ვიქტორიამ შეიძინა პერდეს წყვილი პისტოლეტი, რაც თავისთავად უდიდეს აღიარებას ნიშნავდა. 1858 წელს მამისგან კომპანია გადმოიბარა შვილმა - ჯეიმს პერდე უმცროსმა. ამ უკანასკნელის სიცოცხლის განმავლობაში პერდემ კარდინალური ცვლილებები განიცადა, კერძოდ მისი ხელმძღვანელობით სწრაფად ვითარდებოდა და სრულყოფილებას განიცდიდა თოფებისა და შაშხანების როგორც გარეგნული იერსახე, ისე მექანიზმი. 1880 წლისათვის პერდემ გამოიგონა და წარმოებაში ჩაუშვა უჩახმახო, თვითგამხსნელი თოფები. დაახლოებით ამ პერიოდში იქმნება ამომგდები სისტემა, ე.წ. "ეჟექტორი"... 1900 წელს ატოლ პერდემ (Athol Purdey) მამისგან მემკვიდრეობით მიიღო კომპანიის ხელმძღვანელობა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში (1914-1918) ატოლის ვაჟებმა (ჯეიმსი და ტომი) მძიმე ჭრილობები მიიღეს საფრანგეთის ფრონტზე და მხოლოდ 20-იან წლებში შეუერთდნენ ფირმას, ხოლო საბოლოოდ 1929 წელს გადაიბარეს მამისგან იგი. საგულისხმოა რომ 1913 წელს პერდემ ვუდვარდის პატენტი (Woodward Patent) შეიძინა რომლითაც მას ნება ეძლეოდა გამოეშვა ბოკფლინტი. აღნიშნული პატენტის გამოყენება პერდემ 1949 წელს დაიწყო კომპანია "ვუდვარდისა და შვილების" (Woodward&Sons) ნებართვით. 1946 წელს პერდეს კომპანია გაიყიდა. იგი გადავიდა რიჩარდ ბიუმონტის (Richard Beaumont) ხელმძღვანელობაში, რომელიც 1970 წლამდე ედგა სათავეში კომპანიას. მიუხედავად ამისა, 1994 წლამდე პერდე მაინც რჩებოდა ამ გვარის წარმომადგენელთა საოჯახო კომპანიად. მოგვიანებით ბიუმონტი თავი გაანება კომპანიის ხელმძღვანელობას და იგი გადავიდა რიჩმონტის ჯგუფის (Richemont Group) ხელში. 2007 წლიდან პერდეს სათავეში უდგას ნიგელ ბიუმონტი (Nigel Beaumont), რომელმაც ამ თანამდებობაზე შეცვალა რიჩარდ პერდე. დღეისათვის პერდე უშვებს 12, 16, 20, 28 და .410 ყალიბის გლუვლულიან სანადირო თოფებს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური შედუღების ლულებით, აგრეთვე ე.წ. შტუცერებსა და Bolt Action შაშხანებს შემდეგ ყალიბებში: 375, .470, .500, .577 და .600 ასე რომ, პერდე კვლავაც განაგრძობს თავის საქმიანობას - ტრადიციულად მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს და ისევ რჩება პლანეტის ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე მცხოვრები მონადირეების ოცნების იარაღად... გამოყენებულია მასალები პერდეს ოფიციალური სტატიიდან: www.purdey.com აგრეთვე საძიებო სისტემიდან google P.S. გარწმუნებთ ტექსტის მხატვრული გაფორმება მხოლოდ მე მეკუთვნის! |
|
|
Jun 17 2009, 13:23
პოსტი
#16
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ლევანი
ხოდა ეგაა რა, მაგის მაგაზია აქ რო იყოს თქვენი არ ვიცი მარა მე კი მაგრად გავღიზიანდებოდი |
|
|
Jun 19 2009, 14:33
პოსტი
#17
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
აგერ, პერდეს ოფიციალური წარმომადგენლის საპასუხო მეილი ჩემს შეკითხვაზე, აქვს თუ არა პერდეს საკუთარი წარმომადგენლობა გახსნილი აზერბაიჯანში:
Dear Sir Thank you very much for your email. Although there is not a Purdey store in Azerbaijan we do have a wholesale account which stocks a select range of Purdey accessories, however they do not sell our guns or clothing range. The company is SI Luxury World , their contact details can be found on our website www.purdey.com and I list them here for you: Azerbaidjan SI Luxury World Ltd Hyatt Tower 2 Izmir 1033 Baku AZ 1065 Tel : 00994 12 4977990 Please do not hesitate to contact me should you require further information. Yours sincerely Paul Cartledge Operations Director James Purdey & Sons Commercial Office 1 Felgate Mews Hammersmith London W6 0LY 020 8600 6839 გითარგმნოთ? |
|
|
Jun 19 2009, 14:48
პოსტი
#18
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ხომ ვთქვი წარმომადგენლობა არ იქნება თქო(ყოველ შემთხვევაში ვიცოდი რომ თოფები არ გაიყიდებიდა)
ყოჩაღ აქტიურობისთვის მონადირე |
|
|
Jun 19 2009, 19:23
პოსტი
#19
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
პერდეს არ აქვსო საკუთარი მაღაზია აზერეთშიო. მანდო გახსნილი აქვსო SI Luxury World Ltd ამ კომპანიას მაღაზიაო, სადაც ჩვენი ანუ პერდეს აქსესაურები იყიდებაო, თუმცა ისინი არ ყიდიან ჩვენს თოფებს და ტანსაცმელსო. ეტყობა სანადირო ტანსაცმელსაც უშვებს პერდე ბატონი.
ფაქტია რომ SI Luxury World Ltd ეს კომპანია პერდესთან ოფიციალურ ურთიერთობაშია, რადგან პერდე მწერს ამ კომპანიაზე იხილე ჩემს საიტზეო, მაგრამ როგორც გითხარით არც საფირმო მაღაზიის გახსნა და არც SI Luxury World Ltd-ს მიერ პერდეს თოფების გაყიდვა აზერბაიჯანში, პერდეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოლ კარტლეჯმა არ ამიდასტურა. |
|
|
Jun 19 2009, 19:40
პოსტი
#20
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
დიდი მადლობა მონადირეს! კაი კაცი ხარ ბრატ!! მომეშვა გულზე მაგის დედაც!! რათ უნდათ აზერებს პერდე?? მაგათ ნავთობიცეყოფათ,!!
|
|
|
Jun 19 2009, 20:30
პოსტი
#21
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ესეიგი მთლად ისე აღარ ვინერვიულებთ
|
|
|
Jun 25 2009, 22:58
პოსტი
#22
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Oct 27 2009, 12:48
პოსტი
#23
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Oct 27 2009, 20:34
პოსტი
#24
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
პერდე მეფეების ოცნება.....
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2024 - 22:50 |