IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ჰაერთოფელები ცეცხლოვან ოჩოპინტრელებთან ერთად, ანუ რა უნდოდათ ამათ სათევზაოთ
ilariona
პოსტი Oct 30 2013, 13:56
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ესე იგი იყო და არა იყო რა, კარგზე უკეთესი რა იქნებოდა, ჰოდააა ესე იგი ჩვენი გასვლების იდეოლოგიურმა მამამ აწია თემა - წავიდეთ და ვითეოზაოთო....

როგორც წესი დაიწყო ხალხის სიაში ჩაწერა. მარა როგორც წესი მეთევზეები ჩვენგან..... გარკვეული დროის მერე გაირკვა რომ თურმე ილარიონა მოლაპარაკებებს ორ ფრონტზე აწარმოებდა... ჩვენთან და ოჩოპინტრელებთან, ჩანაფიქრი კი იყო ის რომ ორ გუნდს შორის შეჯიბრება მომხდარიყო ვინ მეტ თევზს დაიჭერდა....

მე დიდი მოთევზავე არ ვარ და თავს ვიკავებდი, თუმცა აღმოჩნდა სხვა ასეთი თავშეკავებული ხალხიც, მაგრამ…. ნუ გადაგვარწმუნეს რა. თევზის გარდა მწვადებიც იქნება და ბოლო-ბოლო პნევმო კლასი ვაჩვენოთ მონადირეებსო... ჰოო რაცხა ინტრიგის მარცვალი ჩავარდა და ავიხვეტენით ყველანი.

ავიხვეტეთ და იმდენი გამოვედით რომ თავდაპირველ დაგეგმილ სათევზაო ადგილზე წასვლა აღარ გამოდიოდა. მიზეზი მარტივი გამოდგა სად უნდა დაეტიოს 30-მდე დამშეული კაცი newsmile05.gif. ამიტომაც ანკესები გადაყრილი იყო, მიყვა მაგას თევზებიც, რაკუშკებიც და დავახვიეთ ყველამ ჩვენს საყვარელ ქესალოში newsmile05.gif

ქესალოში სტანდარტულად ჩვენს მაგიდასთან მიმოფანტული ნაგავი დაგვხვდა, ჩვეულისამებრ მივასუფთავეთ იქაურობა - როდის ისწავლის ხალხი თავისი ქეიფის და მუღამის გასწორების მერე, იმაზე ფიქრს რომ შემდეგში მისვლა მოუწევს და სუფთა რომ დახვდეს იქაურობა კარგი იქნება.

იმაზე აღარ ვამბობ რომ ჩვენს მაგიდასთან ქეიფობენ, უხვად ყრიან სიგარეტის კოლოფებს, ქაღალდებს ბოთლებს, ძეხვის კანებს, ხახვის ფურცლებს და.... მოკლედ აRარ ჩამოვთვლი მთელს სიბინძურეს newsmile05.gif

ესე იგი ჩამოვიცალეთ, გავმართეთ სათევზაო პრიბამბასები და... მაიცა კაცო აკი გადავყარეთ ანკესებიო newsmile05.gif



მოკლედ აღმოჩნდა რომ რამდენიმე მონაწილემ არ გადაყარა newsmile05.gif, ასე რომ ნაწილი წავიდა სათევზაოდ, ნაწილი მოგვიანებით ჩამოვიდა, დანარჩენი კი აგერ არიან ა... newsmile05.gif













ვიღაც ვიღაცები და ვიცხა ვიცხაები ქირქილებდნენ მოკბეჩილი ვაშლი ჯობიაო, მარა გეევსოთ ვაშლები ჭიებით და ვერ გადაიღეს ამ უსასრულობის ვიდეო. აი დასაცინმა პლასტმასის სამსუნგმა კიდო Full HD რეზოლუციით დააფიქსირა ყოლიფერი newsmile05.gif.

შეგიძლიათ დატკბეთ და უყუროთ







პირველადი შეჯიბრისა და აურაცხელი ვაზნის გასროლის შედმეგ დადგა დრო როდესაც უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული, მარა მოკბეჩილმა ვაშლმა აქაც რაცხა ის არ ქნა რაც უნდა ექნა newsmile05.gif მოკლედ რა თეფშების მტვრევის შეჯიბრს ფონად მიყვება ვაშლი vs სუმასუნი





გამარჯვებულიც გვყოლია შედეგად... ესე იგი მაიცა გავიხსენო, პირველ ადგილზე გავიდა ჩვენი კაკოიე newsmile05.gif გამოუსწორებელი ლოთი, მარა რა გინდა არ ახარებს თეფშ და ჰა newsmile05.gif. ამის საქმე ისეა 2 მონადირე ვერაფრით ვერ არტყავენ ხეზე შემომჯდარ თუთიყუშს. ამასობაში მოდის რუსი ვანია და ნიძლავს უდებენ რუსს - აგერ 50 მეტრში თითიყუში ზის ხეზე და თუ მოარტყავ ერთ ტყვიანი გლუვიდანო newsmile05.gif.... რუსიც ეუბნება ბაზარი არაა ოღონდ ჯერ 1 იაშიკი არაყი უნდა მოიტანოთო.
მიუტანეს დათქმული 1 იაშიკი არაყი. რუსიც გამოთვრა გატიალდა, აიღო ხელში თოფი და ერთი გასროლით ჩამოაგდო თუთიყუში ხიდან. დგანან ახლა ეს მონადირეები გაშტერებული და ვერ გაუგიათ როგორ მოახერხა ამ ვანიამ თუთიყუშის ჩამოგდება, ეკითხებიან რაფერ ქენიო. რუსიც პასუხობს თან ხელებით აჩვენებს:
-это же элементарно, у тебя десять стволов и тьма попугаев….

ასევეა ჩვენი კაკოიეც, დათვრება აიღებს თოფს ხელში და.... newsmile05.gif აქვს 60 ლულა და 3 მილიონი თეფში ერთს რომ არ მოხვდეს არ შეიძლება D.gif D.gif D.gif

მოკლედ პირველი ადგილი კაკოიეს, ანუ Airgun, მეორე ადგილზე ბაცაცუნა, იგივე ტამპლიერა, იგივე DEF-ი, იგივე ნიკო, იგივე... ე ბიჯო მომკლა ამდენმა სახელმა ერთი ამოირჩიე რა newsmile05.gif. მოკლედ ესეც მივაწერეთ Airgun-ს, მესამე ადგილზე გაიდა ჩვენი Beqa, ანუ ესევ Airgun. მეოთხე ადგილზე მგონი მე და ილარიონა ვიყავით, ანუ ისევ Airgun, შეკაცო აგი მონადირეები რას აკეთებთ ხოლმე ნადირობისას newsmile05.gif, „ტოლკო სკაზკი რასკაზივატ უმეეტე და“?!

ასე იყო თუ ისე მოგვიანებით შემოგვიერთდნენ დიდი რიბაკები, რომლებმაც ნაპირზე კაკ მინიმუმ ლოხ ნესის „ჩუდოვიშე“ ამოათრიეს, პროსტა რაცხა გაციებული იყო ეტყობა ეგ უბედური და ჰა-ჰა 4-5 სანტიმეტრი იქნებოდა სიგრძეში newsmile05.gif

ასე იყო თუ ისე ამ ხალხსაც მოუნდა გასროლა, ძლივს წამლად დატოვებული ტყვიები შეხვდათ ამ უბედურებს....





ისე იმ დღეს მგონი 1000-ზე მეტი ვაზნა გავარდა, ხალხი ლულებს მგონი წყლით აციებდა newsmile05.gif. მოკლედ შემდგომ რა თქმა უნდა ქართული სუფრა და შეპირებული მწვადები...





იყო მწვადების მოლოდინში დაბღვერილი ხალხიც newsmile05.gif



ბაზუკ იზვინი, პროსტა კადრში შემთხვევით მოხვდი, სულ სხვა რაცხას ვიღებდი, უცებ სანამ კამერამ გადაიღო ჩამოიარე და... ზატო რეპორტში პატარა კბენისთვის იდეალური კადრი გამოვიდა D.gif D.gif D.gif

იყო გამოცდილი Le sheff, შეეცადა ფრანციცული მენიუ შეეთავაზებინა ხალხისთვის მარა რათ გინა newsmile05.gif, ყველამ ქართული მწვადი ამჯობინა newsmile05.gif



ნუ შემდეგ ქართული სუფრა, შესაბამისი მწვადებით, ქურით სულით ღვინით და რა ტქმა უნდა სადღეგრძელოებით





და ვუი ვუი რას შობა აგი აბდალა.... ჩვენმა თამადამ დააძრო სასწაული განსხვავებული... newsmile05.gif





არა მე თქვენ გეუბნებით ამას კიდო ეს უნდოდა? ზომებს მაინც შეხედეთ სად ეგ სასმისი და სად მსმელი newsmile05.gif.... იმას რა უჭირს გვერდზე ამოდენა თამადა რომ უზის, იმას არაფერი მოუვა მარა ამას.....



აი ამ ვეებერთელა სასმისის შესმის მერე დაიწყო თავდავიწყება newsmile05.gif ვინ რას აკეთებდა კაცმა არ იცის newsmile05.gif...

ზოგი კუბელი დიქტატორივით იქცეოდა, პროსტა გაპარსულია რევოლუციის შემდეგ



ზოგიც სუფრაზე ისე იჯდა რავარც დამშეული ებრაელი კონსლაგერში



შემდეგ ყველა მობილში ქექვის ფუნქციონალში ჩაეერთო newsmile05.gif









ბოლოს კი აცივდა და კოცონთან შემოჯდა ის ნაწილი რომელმაც სმას ვერ გაუძლო, აი დანარჩენი კი ვავა...



ხან აქეთ გადმოხტებოდნენ და ცეცხლში ჩახტომას ლამობდნენ, ხან სკამებზე ფეხით დგებოდნენ თითქოს და სადღეგრძელოს სათქმელად მხოლოდ ფეხზე დადგომა საკმარისი აღარ იყო... მოკლედ ქართული სუფრის სტანდარტული „კანცოვკა“



ამის მერე უკვე დევიშალენით, ბექა ბიძიამ მთხოვა თავის პიპიასთან სურათის გადაღება, მარა იმდენი ფარი აანთო თვითონ აღარ ჩანდა კონტრაჟურის გამო newsmile05.gif



ასეთი ანთებული და განათებული ვითარცა ახალი წლის ნაძვისხე, დევიძერით სახლებისკენ, მარა რულთან დავითუსა დაჯდა... ნუ დავითუსამ იფიქრა იფიქრა და ნორიკა დღეს არ ყოფილა წამოსულიო და რაცხა იმ კაცის პატივსაცემად ხომ უნდა ვქნაო და ისეთ გზაზე წავიდა რომ აზრზე რომ მოვედით სად ვიყავით გაგებაში არ ვიყავით newsmile05.gif

მოგვიწია გუგული ბიძიას რუკების მეშვეობით გზის გამოკვლევა, მარა ნავიგაციისას მიმართულება შემეშალა და დავითუსას ნი ტუდა შევახვევინე newsmile05.gif. შედეგად შევაჭერით ასე განათებულ გაკაშკაშებული და ღრიალა მანქანით ვიცხა თათრის ეზოში newsmile05.gif. ისიც აშკარად ამ ხმაურზე და ნათებაზე გარეთ გამოვიდა დგას კარებთან ატუზული და აღარ იცის რა ქნას, იგინოს, თავს უშველოს, ცხვარი დაკლას, თუ ეს უბრალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით ქართველ პროვოკატორთა ბანდა იყო ჩუმად შემოპარული D.gif D.gif D.gif

დავხედე გუგული ბიძიას რუკას, მივეცი ჩამაკორექტივებელი დირექტივები მძღოლს და წამოვედით სამშვიდობოს... არა ჩვენ კი ჩამოვაღწიეთ მშვიდობით სახლამდე, მარა იმ თათარს მშვიდათ თუ ეძინა იმ ღამეს სახლში აი ეგ აღარ ვიცი D.gif D.gif D.gif, შეიძლება ქათქათა ბარაშკების მაგივრად დინგ მოთხვრილი ღორები ესიზმრებოდა და ძილში ტრიალებდა ცივ ოფლთან ერთად D.gif D.gif D.gif


რეპორტის ავტორი ჯაჯა

ორიგინალის ლინკი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ilariona   ჰაერთოფელები ცეცხლოვან ოჩოპინტრელებთან ერთად   Oct 30 2013, 13:56
- - ჩავლე   RE: ჰაერთოფელები ცეცხლოვან ოჩოპინტრელებთან ერთად   Oct 30 2013, 14:33
- - ჭალიმგელა   დიდებული დღე იყო. მ...   Oct 30 2013, 14:41
- - ilariona   ციტატა(Chalimgela @ 30th October ...   Oct 30 2013, 15:02
- - general   გადასარევი იყო მოვ...   Oct 30 2013, 16:00
- - გოგიტა   მაგარი იყო მაგარი, ...   Oct 30 2013, 16:54
- - feroni   საგოლ ბიჭებო, მეზო...   Oct 30 2013, 18:32
- - ზახარა   კარგი გასვლა გამოვ...   Oct 30 2013, 20:22
- - T A M P L I E R   feroni ციტატა(feroni @ 30th Octo...   Oct 30 2013, 20:24
- - nik@a   საღოლ, კარგები ხარ...   Oct 30 2013, 21:36
- - kaka8079   T A M P L I E R მაინც წამარ...   Oct 30 2013, 22:13
- - feroni   T A M P L I E R თოფის სროლა...   Oct 31 2013, 08:02
- - ilariona   kaka8079 ვააა აქაც მოხვ...   Oct 31 2013, 08:46
- - T A M P L I E R   kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 30th ...   Oct 31 2013, 10:02
- - Bone   სასიამოვნო შეკრებ...   Oct 31 2013, 19:32
|- - feroni   ციტატა(Bone @ Oct 31 2013, 20...   Oct 31 2013, 21:14
- - HUNTER FREDY   გამოვიარეე დამტვრ...   Oct 31 2013, 19:52
- - HUNTER FREDY   გამოვიარეე დამტვრ...   Oct 31 2013, 19:52
- - გურია   ასეთ კაი საქმეში მ...   Nov 17 2013, 15:42
- - ilariona   გურია ეს სპონტანუ...   Nov 17 2013, 19:46
- - გურია   ხოდა ეგ მაინტერესე...   Nov 17 2013, 20:52
- - ilariona   გურია სამწუხაროდ ...   Nov 17 2013, 22:26
- - გურია   კარგი,მადლობა...მარ...   Nov 18 2013, 00:00


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 07:47