მოყვარულ მსროლელთა ლიგა, მონადირეთა კლუბი „ლეგიონის“ ყოველსეზონური ტურნირი სასტენდო სროლის სახე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მოყვარულ მსროლელთა ლიგა, მონადირეთა კლუბი „ლეგიონის“ ყოველსეზონური ტურნირი სასტენდო სროლის სახე |
Sep 4 2014, 15:02
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 16 რეგისტრ.: 16-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
მონადირეთა კლუბი „ლეგიონის“ ყოველსეზონური ტურნირი სასტენდო სროლის სახეობა სპორტინგში „მოყვარულ მსროლელთა ლიგა“
აღნიშნული ტურნირის ამოცანებს წარმოადგენს, სასატენდო სროლის ერთერთი სახეობის, სპორტინგის, პოპულარიზაციას მთელი საქართველოს მაშტაბით, იარაღთან მოპყრობის და სროლის ეთიკის დანერგვა და განვითრებას ახალბედა თუ გამოცდილ მსროლელთა შორის, მოყვარულ მონადირეთა შორის ნადირობის, როგორც დასვენების და ბუნებასთან დაახლოების ერთერთი საშუალების პროპაგანდირებას და მონადირეებს შორის გამოცდილების და ცოდნის გაზიარების საშუალებას. ზოგადი ინფორმაცია შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა“ ჩატარდება წელიწადში ოთხჯერ 1. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა“ 2. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - ზამთარი“ 3. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - გაზაფხული“ 4. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - ზაფხული“ ყოველი ტურნირის შემდგომ შედგება რეიტინგები და მოაწილეები შედეგების მიხედვით გადანაწილდებიან ორ ლიგაში. ეს საშუალებას მისცემს დამწყებ მსროლელბს, იასპარეზონ მათთვის შესაფერის მსროლელბთან და გამორიცხავს უკონკურენციო ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის. პირველი შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“ გაიმართება 2014 წლის შემოდგომაზე და მასში მონაწილებaს მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს. მსროლელები წინასწარ დარეგისტრიდებიან „მოყვარულ მსროლელთა ლიგაში“ და მიენიჭებათ უნიკალური ნომერი, რომლითაც ისინი მონაწილებას მიიღებენ შემდგომ შეჯიბრებზე. პირველი შჯიბრის „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“-ის დასრულების შემდგომ, პირველ 12 ადგილზე გასული მსროლელები გადავლენ პირველ ლიგაში, ხოლო დანარჩენი და შეჯიბრის შემდგომ დარეგისტრირიებული მონაწილეები მეორე ლიგაში. შემდეგი შეჯიბრისთივის, ზემოთ აღნიშნული 12 მონაწილე, რომლებიც პირველ ლიგაში მოხვდნენ იასპარეზებენ ერთმანეთში, ხოლო ახლად დარეგისტირიებულები და პირველი ტურნირის ის მონაწილეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ პირველ 12 მსროლელში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შემდგომ შეჯობრზე მეორე ლიგაში გამრჯვებული 6 მონაწილე დაიკავებს პირველ ლიგაში ბოლო 6 ადგილზე გასული მსროლელის ადგილს პირველ ლიგაში, ხოლო ეს უკანასკლენი გადაინაცლებენ მეორე ლიგაში. https://www.facebook.com/amsligue იმისათვის, რომ მონაწილემ შეძლოს ტურნირებში მოაწილება, აუცილებელი ტურნირზე რეგისტრაციამდე, მან გაიროს რეგისტრაცია და დაფიქსირედეს "მოყვარულ მსროლელთა ლიგის: ბაზაში... აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაცია უფასოა; რეგისტრაციის წესები: რეგისტრაციისთვის მონაწილემ ელექტრონულ მისამართზე ams-ligue@outlook.com-ზე უნდა გამოაგზანოს თავისი მონაცემები : სახელი, გვარი, პირადნი ნომერი და საკონტაქტო ნომერი; დარეგისტრირებულ მონაწილეს მინეიჭება უნიკალური კოდი, რომლიც მიუვა მოკლე ტექტრი შეტყობინების საშულებით. მონაწილე მისის უნიკლაური ნომრის საშუალებით შეძლებს დარეგისტრირდეს ტურნირებში. დარეგისტრირებულ მონაწილეს მოკლე ტექტური შეტყობინების საშულებით მიუვა ინფორმაცია ყველა დადგემილ ტურინირის თუ ღონისძიების შესახებ... ახლად დარეგისტრირებული მონაწილე ავტომატურად ხვდება "მოყვარულ მსროლელთა ლიგის" მეორე ლიგაში, და მხოლოდ ტურნირებში მიღწეული წარმატებების შემდგომ გადავა პირველ ლიგაში. ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე : 599 747722 https://www.facebook.com/amsligue www.legion.ge ტურნირებში მონაწილების მისაღებად "მოყვარულ მსროლელთა ლიგის" ბაზაში რეგისტრაცია აუცილებელია... მონადირეთა კლუბი „ლეგიონის“ პირველი ყოველსეზონური ტურნირი სასტენდო სროლის სახეობა სპორტინგში „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“ უსაფრთხოების წესები 1. თოფებს ვკეტავთ მხოლოდ სასროლ პოზიციაზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ; 2. ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე იმოძრავებენ ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ. 3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად იკრძალება და ისჯება დისკვალიფიკაციით. 4. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიწყნარე 5. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება. 6. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა 7. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი. 8. ვაზნა თოფში ჩაიდება სასროლ პოზიციაზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ 9. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით. თოფები და ვაზნები ყველა მონაწილე ვალდებულია წარსდგე 12 კალიბრის გლუვლულიანი თოფით, რომლის ლულის სიგრძე არ იქნება 66 სანტიმეტრზე ნაკლები. ყველა მონაწილეს ადგილზე დაურიგდება 28 გრამიანი 10 ნომერი ვაზნები; შეჯიბრის ჩატარების თარიღი და ადგილი შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“ გაიმართება 2014 წლის 12 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზებზე იქნება აღნიშვნები, რათა მონაწილეებს გაუდავილდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლა. 12 ოქტომბერი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“ 9:00 - შეკრება; 9:15 - კებჭისყრა; 9:35 - ინსტრუქტაჟი; 10:00 - შეჯიბრის დაწყება; მოაწილეების რეგისტაცია და შეჯიბრიში მონაწილების საფასური მსროლელების რეგისტაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 5 ოქტომბერი. რეგისტრაციის მსურველმა მონაწილემ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქოტო ნომერი უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე : ams-ligue@outlook.com ან მოგვმართოს საიტის www.legion.ge -ს ადმინსტრაციას, სადაც შეავსებს სპეციალურ ფორმას. ამის შემდგომ მონაწილე დარეგისტრიდება „მოყვარულ მსროლელთა ლიგის“ ბაზაში და მიენჭება უნიკალური კოდი, რომელის ასევე მიუვა მოკლე ტექსტური მესიჯის სახით, რომლის საშუალებითაც ის ნებისმიერ დროს შეძლებს მისი შედეგების და მიმდინარე პოზიციის შესახებ ინფორმაციის მოძებას ვებ გვერდზე www.legion.ge-ზე შესაბამის განყოფილებაში . დარეგისტრირებულმა მონაწილემ ტურნირიში მომაწილეობის მისაღებად კლუბ „ლეგიონის“ ანგარიშზე თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ა/ნ GE78 TB71 4783 6020 1000 01/GEL უნდა შემოიტანოს 50 (ორმოცდათი) ლარი და დანიშნულებაში უნდა მიუთითოს მისი უნიკალური ნომერი, რომელიც მინენიჭა რეგისტრაციის შემდგომ და შეჯიბრის დასახელება, „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“. კენჭისყრა კენჭისყრა ჩატარდება 2014 წლის 12 ოქტომბერს 9:15. თითოეული მონაწილე კალათიდან ამოიღებს დახურულ ნომერს, გახსნის და აჩვენებს დამსწრეებს და მთავარ მსაჯს, რომლიც გასაზღვრას თუ მერემდენე გავა იგი სასროლ პიზიციაზე. სასროლი პოზიციის სიახლოვეს იქნება 6 მონაწილე, ხოლო დანარჩენი ოდნავ მოშორებით, სპიციალურ შემოსაზღვრულ ადგილზე, როდესაც პირველი ექვსეული დაასრულებს სროლას, მათ ადგილს დაიკავებს შემდეგი ექვსეული, ხოლო დანარჩენი გადაინაცვლებს სპეციალურად მითითებულ ადგილზე და ასე გაგრძელდება სანა უკნასკნელი მსროლილი არ დაასრულებს აპარეზობას. შეჯიბრის რეგლამენტი, ქულების დათვლა და გამოარჯვებულის გამოვლენის წესი ასპარეზობა დაიწყება 2014 წლის 12 ოქტომბერს 10:00-ზე. თითოეული მსროლელი განახორცილებეს 35 გასროლას 5 სხვადასხვა პოზიციიდან. პირველი პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა) მეორე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა) მესამე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა) მეოთხე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა) მეხუთე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა) დუპლეტებში ჩართული იქნება მიწაზე მოძრავი სამიზნე ე.წ „რაბითი“ ასპარეზობის დასრულების შემდგომ დაითველბა თითოეული მონაწილის ქულა და დადგინდება პირველი 12 მონაწილე, რომლებიც შემდგომ შეჯიბრზე იასპარეზებენ პირველ ლიგაში, ხოლო სხვა დანარჩენი ავტომატურად მოხვდებიან მეორე ლიგაში. იმ შეთხვევაში თუ მროლელბს ექნებათ ერთნაირი ქულები და ვერ მოხერხდება პირველი თორმეტეულის დადგენა ყველაზე მცირე ერთანირ ქულების მქონე მონაწილეებს შორის მოხდება გადასროლა პირველ აცილებამდე მესამე პოზიციიდან იგივე წესით დადგინდება პირველი ექვსეული, რომლებიც მოანწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტპზე. ფინალურ ეტაპზე გასულ 6 მსროლელს გაუნულდებათ დაგროვილი ქულები და განახორციელებენ 10 გასროლას ორ ეტაპად (5 – 5) მეორე და მესამე პოზიციებიდან და იმ განსხვავბით, რომ ნაცლად 3 ერთეულის და 2 დუპლეტისა იქნება 3 ერთეული და 1 დუპლეტი. იმ შემთხვევაში თუ ვერ დადგინდა პირველი 3 ადგილი ერთნაირი ქულების მქონე მსროლელებში მოხდება გადასროლა მესამე პოზიციიდან პირველ აცილებამდე. ქულა - აცილება თეფში გატეხილად ითველბა თუ იგი მთლიანად დამიტვრევა ან მოსცილდება თვალით ხილული ნატეხი, ამას გასაზრღვრავს მაჯთა კოლეგია, რომელიც შედგება 2 მსაჯისგან და ერთი მთავარი მსაჯისგან. „რაბითის“ შემთხევაში თეფში გატეხილად ითველბა თუ იგი მთლიანად დამიტვრევა ან მოსცილდება თვალით ხილული ნატეხი. გასროლა ჩაითველბა აცილებათ თუ მისი გატეხვა მოხდება სპეციალურად აღნიშული ადგილის იქით, ამას გასაზრღვრავს მსაჯთა კოლეგია, რომელიც შედგება 2 მსაჯისგან და ერთი მთავარი მსაჯისგან. იმ შემთხვევაში, თუ სასხლეტზე გამოკვრის შემდგომ არ მოხდება ვაზნის დეტონაცია მთავარი მსაჯი შეამოწმებს ვაზნას, თუ მაზსე აღინიშნება ნემსის კვალი მსროლელს გადაეცემა ახალი ვაზნა. აღნიშნული შემთხვევის ზედიზედ 3-ჯერ განმეორების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება აცილება. თუ ვაზნაზე ნესის კვალი არ გამოჩნდება გასროლა ჩაითველბა აცილებათ. ნახევრად ავტომატური თოფის შემთხვევაში, გასროლის შემდეგ თუ ვერ მოხერხდა გადატევნა, მსროლელი გასროლას განახორციელებს ხელმეორედ. დუპლეტის სრილს დროს, თუ დაფიქსირდა არ გადატენვა ან არ მოხდა ვაზნის დეტონაცია, დუპლეტი (2 გასროლა) შესრულდება თავიდან მიუხედავად იმისა გატყდა თუ არა რომელიმე სამიზნე. პრეტენზიები იმ შემთხევეაში თუ მონაწილე თვლის, რომ რაიმე დაღვევას აქვს ადგილი უშუალოდ მისი სროლის დროს, იგი ვალდებულია ხელის აწევით ანიშნოს მთავარ მსაჯს აღნიუშნულის შესახებსა სასროლი პოზიციდან გამოსვლის გარეშე, აღნიშნული პრეტენზია განიხილება მსაჯთა კოლეგიის მიერ და დაკმაყოფილდება ან არ დაკმაყოფილდება დასაბუთებულად ახსნის შემდგომ. დაჯილდოება დაჯილდეობა მოხდება შეჯიბრის დასრულების შემდგომა. პირველ სამ ადგლზე გასულ მონაწილეს გადაეცმათ შესაბამისი ყალიბის მედლები, სიგელები, და ფასიანი საჩუქრები. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს სხვა დანარჩენ პრიზებთან ერთად გადაეცემა თასი და სპეციალური ფასიანი საჩუქარი; მონაწილეთა შორის დარიგდება სხვადასხვა პრიზები სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სიგელი „,მოყვარულ მსროლელთა ლიგაში“ მონაწილებისთვის. https://www.facebook.com/amsligue www.legion.ge |
|
|
Sep 4 2014, 19:27
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 113 რეგისტრ.: 30-July 14 ნიკის ჩასმა ციტირება |
skilter
ბოდიშს ვიხდი დილეტანტური შეკითხვისთვის, მაგრამ ნახევრად ავტომატური თოფის პატრონს ექნება რაიმე უპირატესობა 2 ლულიანთან შედარებით? |
|
|
Sep 4 2014, 21:48
პოსტი
#3
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
shotaa
რატომ უნდა ქონდეს??? |
|
|
Sep 4 2014, 22:27
პოსტი
#4
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 113 რეგისტრ.: 30-July 14 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჭალიმგელა
ხო ეგ მაინტერესებს 2 ლულიანები ხო არ დავიჩაგრებით თქო? რეგისტრაციის ბოლო ვადაა საინტერესო ? |
|
|
Sep 5 2014, 00:38
პოსტი
#5
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 19 რეგისტრ.: 24-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
არავითარი უპირატესობა არ ექმენათ, იბრალოდ დუპეტის სროლის დროს თუ არ გადაიტენა, რაც 28 გრამიანის შემთხვევაში ფაქტიურად გამორიცხულია, მაშინ გასროლას გააკეთებს ხელახლა....
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი.... |
|
|
Sep 5 2014, 09:55
პოსტი
#6
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Sep 5 2014, 10:03
პოსტი
#7
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
Gugash
ვიღაც რომ გამოცხადდეს ისეთი თოფით რომელიც 28 გრამიანებზე ჭედავს (არი ეგეთებიც) რამდენიღა უნდა ისროლოს, გაგაწვალებთ shotaa ბოდიშს ვიხდი დილეტანტური შეკითხვისთვის, მაგრამ ნახევრად ავტომატური თოფის პატრონს ექნება რაიმე უპირატესობა 2 ლულიანთან შედარებით? პროსტა ორ კუროკიანთან შედარებით მეორეს გაისვის უფრო სწრაფად, ისეთი არაფერი |
|
|
Sep 5 2014, 10:09
პოსტი
#8
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Sep 5 2014, 10:10
პოსტი
#9
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
ზახარა
მც-ც? მახსენდება 2 ემცე და ერთი სტოგერი მგონი 3500, ჩემგან გამორთმეული 28 გრამიანი ვაზნები რომ გაჭედეს პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია assassin29: Sep 5 2014, 10:15 |
|
|
Sep 5 2014, 13:48
პოსტი
#10
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 19 რეგისტრ.: 24-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ძალიან იშვიათია რომ 28 გრამიანი ჭედავდეს, და იმ შემთხვევაში თუ სამჯერ ზედიზედ გაჭედა მაშინ ჩაითვეება პრომოხად...
ნუ ეს წესებში არ წერია, მაგრამ იქვე ადგილზე გამოვაცხადებთ, უბრალოდ ასეთი რამე დარწმუნებული ვარ არ მოხდება... |
|
|
Sep 14 2014, 17:14
პოსტი
#11
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 19 რეგისტრ.: 24-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
შეჯიბრი დაგეგმლი 12 ოქტომბრის მაგივრად, ჩატარდება 18 ოქტომბერს.
ეს გამოიწვეულია იმით, რომ 12 ოქტომბერს არის ზესტაფონის 140 წლისთავის და ადგილობრივმა გამგეობა თხოვნით მოგვმართა, დამსახურებული ზესტაფონელი მონადირეებისთვის ჩაგვეტარებინა მინი ტურნირი, რაზეც უარი ვერ ვთქვით, რადგანაც მართლები არ ვიქნებოდით არც ქვეყნის და არც იმ ღვაწმოსილი ხალხის წინაშე, რომლეთა საპატავციმოლადც ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები და მათ შორის მინი ტუნირი სპორტინგში. პატივისცემით, "მოყვარულ მსორლეთა ლიგის" ადმინისტარცია. |
|
|
Sep 15 2014, 08:14
პოსტი
#12
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 337 რეგისტრ.: 16-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვააა ვააა აბა ზესტაფონში გავახურებ ლულებს
|
|
|
Sep 15 2014, 14:36
პოსტი
#13
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჰა ვინ ეწერებით აბა
|
|
|
Sep 16 2014, 13:20
პოსტი
#14
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 43 რეგისტრ.: 6-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით, იმედია არვინ დამძრახავს აქ რომ ვკითხულობ უბრალოდ ვეძებდი და ვეღარ ვპოულობ თბილისის ზღვაზე არსებული სტენდის ტელეფონის ნომერს იქნებ დამეხმაროთ და მომწეროთ თელეფონის ნომერი, წინასწარ გიხდით მადლობას
|
|
|
Sep 16 2014, 15:50
პოსტი
#15
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
აბა მე რომ ჩავეწერო, ვიცი ყველაფერს მე მოვიგებ და არ მინდა ამდენი ხალხი გულდაწყვეტილი დაგტოვოთ....
ჰააა ეხლა აბა, თქვენ ჩაეწერეთ და მე ფოტოებს გადაგიღებთ, მეტი რა ვსქნა? |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 21:04 |