IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კანონი ოფერისტობის შესახებ, უძალიანმკაცრესი !!!
გიორგი
პოსტი Dec 2 2010, 22:31
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი




საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრეს"
კანონი ოფერისტობის შესახებ


ზოგადი დებულებანი

მული 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს ოფერისტობის სახეებს, არეგულირებს ოფერისტების უფლება/მოვალეობებს და ზოგადად ოფერიზმის შესახებ ბევრი სიტყვები წერია

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ოფერისიტი - ტიპი, რომელიც აოფებს

გაოფება - ქმედება, რომელიც იწვევს კონკრეტული თემის შინაარსიდან გადახვევას, ცვლის თემის შინაარს და ზოგადად ნერვებს უშლის პატიოსან ტიპებს. ასევე ისეთი სიტყვების ერთობლიობა, რომელიც ქმნის წინადადებას ან თუნდაც არ ქმნის, მაგრამ არ არის კავშირში თემის შინაარსთან. ჩერეზ ჟოპუ კავშირები არ ითვლება და შესაბამისად გამართლებას არ ექვემდებარება.

ტიპი - ფორუმზე მეკლავიატურე ჰუმანოიდები, რომლებიც ბევრ სიტყვებს წერენ სხვა და სხვა თემებში

ანტი-ოფერისტი - ნავაროჩენი ტიპი, რომელსაც სუპერ-ტიპისგან მინიჭებული აქვს ზე-შესაძლებლობები. ფაქტიურად ჯიდაი, რომელიც განსხვავდება სხვა მეკლავიატურე ჰუმანოიდებისგან ფუნქციებით და ნავაროტებით.

ადმინი - სუპერ-ტიპი, რომელიც ანტი-ოფერისტზე უფრო ნავაროჩენი და უფრო ნარინჯისფერია. სხვა მეკლავიატურე ჰუმანოიდებისგან განირჩევა ზებუნებრივი ფუნქციებით და სუპერ დაცვით. შეუძლია დაბანვა, მიბანვა, ჩამობანვა და ბანვასთან დაკავშირებული სხვა რამე-რუმეები.

კლუბის წევრი - ტიპი, რომელიც სხვა ტიპებისგან განსხვადება. ძალიან არა მაგრამ მაინც. მთლად ზე-ბუნებრივი არა, მაგრამ ეგეც კაი ნავაროჩენია... ხედავს უფრო მეტს ვიდრე სხვა ფორუმელი. გააჩნია რაღაც-რუღაც შეღავათები და ნავაროტები. ეშინია ჯეკოსი

ფორუმელი - მეკლავიატურე ჰუმანოიდი, რომელიც ემორჩილება ფორუმის წესებს და საქართველოს კონსტიტუციას. არა-რეგულირებად თემაში - ადმინის, ანტი-ოფერისტის ან კლუბის წევრის მოთხოვნებს.

ნავაროჩენი ტიპები - ადმინები და ანტი-ოფერისტები


მუხლი 3. ოფერისტობის სახეები

ოფერისტობა შეიძლება იყოს მსუბუქი, მძიმე და ჩახლართული.

მსუბუქია ოფერისტობა, რომელიც არ არის მძიმე და ჩახლართული.

მძიმეა ოფერისტობა, რომელიც არ არის მსუბუქი და ჩახლართული.

ჩახლართულია ოფერისტობა, რომელიც პატრონიც ვერ ცნობს რომ იოფერისტა, მაგრამ მაინც ოფერისტობაა. ხოდა კიდე პოლიტიკაზე ლაპარაკი.


მუხლი 4. ოფერისტობის ადგილები

ოფერისტობა დასაშვებია მხოლოდ იმ თემაში სადაც არის ნიშნები "ოფერისტობა დასაშვებია", "ოფერისტობა დასაშვებია ლუწ რიცხვებში" და "ოფერისტობა დასაშვებია მაგრამ არაა სასურველი" და ასევე სხვა ფორუმებზე.

ოფერისტობა დაუშვებელია ისეთ თემებში, სადაც ზედა პუნქტში ნახსენები ნიშნები არ არის და პრინციპში არც იმ თემებში, სადა ეგ ნიშნები არის.... უსამართლობაა, მაგრამ რას იზამ... ცხოვრებაა ასეთი...

ოფერისტობა ვააბშე არ შეიძლება სადაც არის ნიშნები "ნუ ოფერისტობ - დაიჭიპები", "ყველა პონტში დაიჭიპები" და "დაიჭიპები, მაგრამ ხვალ"


მუხლი 5. ოფერისტობა და ჯანმრთელობა

ოფერისტობა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.
ოფერისტობა აჩენს კიბოს და იწვევ იმპოტენციას. ასევე ნერვულ სტრეს, ვორნებს, ბანებს და სხვაგვარ უსიამოვნო მოპყრობას ნავაროჩენი ტიპებისგან.

ოფერისტობით გამოწვეულ ჯანგამოლევას ვერ კურნავს კოლდრექსი და ვალერიანის წვეთები. და თუ კურნავს - მაშინ მათი მიღება აკრძალულია.


მუხლი 6. ოფერისტების და ნავაროჩენი ტიპების უფლება - მოვალეობები

ოფერისტს უფლება აქვს მიიღოს გაბრთხილება, იგივე ვორნი, ასევე ბანი, შენიშვნა და სხვა არასასიამოვნო ამბები ნავაროჩენი ტიპებისგან.

ოფერისტს უფლება აქვს შერცხვეს მისი საქციელის და კუთხეში დადგეს.

ოფერისტი ვალდებულია გამოიყენოს ზემოთ დაწერილი უფლება.


მუხლი 7. ჩვენი საყვარელი ოფერისტები

კლუბის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას ჩვენი საყვარელი ოფერისტების სია.

ჩვენი საყვარელი ოფერისტის გაოფება არ ითვლება გაოფებათ ამ კანონის მიზნებისთვის და შესაბამისად არ ისჯება დამსჯელი სასჯელებით.

ჩვენ საყვარელ ოფერისტებს უფლება აქვთ გააოფონ ყველა თემა ამ ფორუმზე და კიდე სხვა ფორუმებზე.

ნავაროჩენი ტიპები ვალდებულები არიან დაალაგონე ხოლმე თემები ჩვენი საყვარელი ოფერისტების ნაბოდიალებისაგან და მადლობ მოუხადონ მათ, რომ გაუოფეს თემა.

ჩვენს საყვარელ ოფერისტებს ასევ უფლება აქვთ დაწერონ გაუგებარი სიტყვები, დაყარონ ასოები და გვაიძულონ ჩვენით შევქმნათ მათგან სიტყვები და წინადადებები.

ჩვენი საყვარელი ოფერისტი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ კლუბის წევრი, მხოლოდ და მხოლოდ ფოთელი, მხოლოდ და მხოლოდ გიგი და მხოლოდ და მხოლოდ გვარად ხომერიკი. აუცილებელი ფორუმული ნიკი არის - ნოსო.

მუხლი 9. მუხლი, რომლის საფუძველზე და მიხედვით, ნავაროჩენი ტიპს შეუძლია დასასჯელი სასჯელით დასაჯოს ოფერისტი.

ამ მუხლის საფუძველზე და მიხედვით, ნავაროჩენი ტიპს შეუძლია დასასჯელი სასჯელით დასაჯოს ოფერისტი.

მუხლი 9. კანონის მოქმედების დრო

კანონი ძალაში შედის წაკითხვამდე, წაკითხვისთანავე და მერე კიდევ ერთხელ

კანონი ძალაშია ბოლომდე, შაბათ კვირების და უქმეების ჩათვლით. 25 საათი 9 დღე კვირაში

კანონი ძალიაშია მაშინაც კი, როდესაც გგონია, რომ არ არის ძალაში.

კანონი ძალაშია მაშინაც, როცა გგონია რომ ღადაობაა და ტყუილად წერია

კანონი ძალაში იყო დაჟე მაშინ, როდესაც ეს კანონი ჯერ არ იყო დაწერილი.


ჩ. ნორისი

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 19:49