სამონადირეო სიტყვა-თქმანი (მოკლე ლექსიკონი) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
სამონადირეო სიტყვა-თქმანი (მოკლე ლექსიკონი)
შადი შამოდი
პოსტი Nov 30 2015, 18:24
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობრებო! კაი ხანია, სამონადირეო ლექსიკონისათვის რაღაცებს ვიწერდი და ვიწერ ხოლმე. მაგრამ უთავბოლოდ და უსისტემოდ.მერე ვეღარც ვპოულობ , სად რა ჩავინიშნე . ახლა ერთ ძველ ბლოკნოტს წავაწდი და ამ მასალებს გთავაზობთ. თან მივხვდი, რომ ამ საქმეს (მასალების შეგროვებას) ერთი კაცი ვერ გაწვდება და რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება საქარტველოს სხვადასხვა კუთხიდან, მით უკეთესი. ღვთის წყალობით, ჩვენი საიტი იძლევა ამის საშუალებას. დასაწყისისთვის ეს იყოს. ყველამ შევაწიოთ თითო სიტყვა თუ იდიომი. მეც მივამატებ,რასაც ვიპოვი. newsmile041.gif

ბეჩო - დათვის ბუნაგი (რაჭ-იმერ)
ჟრუნი - შურთხი
ნაქი - დათვის პენისი
განგური - ბეწვის გამოცვლა.
გამოლვა - (რაჭ) იხ. განგური
გამოლვილი - ბეწვგამოცვლილი (გაზაფხულზე)
ფაცახი - ზედა ბეწვი
თივთიკი - შიდა, რბილი ბეწვი
დორბუნი - კლდის ქვაბი, სადაც ჯიხვები იზამთრებენ.
კლდის თარო - ფეხმოსაკიდებლად ვარგისი შვერილი კლდისა, შენაჭერი
რქა ეფოტკვრება (რაჭ) - რქა ექერცლება,უსკდება, უწვრილდება..
საჯიხვეები - ჯიხვთა საბინადრო ტერიტორიები
თიკანი - წლამდე (ჯიხვის ნაშიერი)
კვებულა - იგივე, წელმოვლილი
ბოიკი - 1-დან 4 წლამდე(მამალი)
წალა - 1-დან 4 წლამდე (დედალი)
ვაცი და თხა - იგივენი, ზრდასრულები
დარჩევა (დაერჩევიან) - თხებად და ვაცებად დაიყოფიან
მირევა, დევნილობა, ბოტარობა,ხურაობა… - მძუნაობა
თხები ატყდნენ - ამძუნდნენ
თხები დაგრილდნენ - თხებმა თავი დაიცვეს - შეჯვარდნენ.
ცილაობა - ვაცების ჭიდილი, როცა თხებს ეცილებიან ერთმანეთს.
მემარტივე - არჩვის მეტსახელი (რაჭ) ვაცების და თხების ცალ-ცალკე ბინადრობის გამო ეძახიან.
ვეძა - მჟავე წყალი
დედა მთა - დიდი მთა, მაღალმწვერვალიანი

წისაკონი - პაიჭის დასამაგრებელი წვრილი ღვედი
ბანდულა - მსუბუქი, ღია ქალამანი, ძირგამოწნული, გამობანდული
თომი - ქალამანში ჩასადები ბალახი
ჭაპი - თასმა
თაბლუყი - მარყუჟიანი წაპი
სასწრაფო - არჩვის რქისგან დამზადებული თოფის წამლის (დენთის) დოზარანტი
მუჯირა - (რაჭ) შუბისმაგვარი იარაღი, მთაში სიარულისას ხელჯოხადაც ხმარობდნენ (“ე საწყალი ბოხოტაო, შოდის მთაზე მოხტოდაო, წინ მუჯირა მიუძღოდა, უკან ქვები მოსწყროდაო”)
ჭვილთი - (გურ) იგივენაირი დაახლოებით, გამოიყენებოდა ჩირაღდნებით თევზზე ნადირობისას
გამჭრელი - მონადირის დანა
მილიონი - დურბინდი
საპირწამლე - რქის სადენთე
ჯანთაუ - ნანადირევის გადასაკრავი თყავის ღვედი
ტოლობა - წვრილფეხა, ახალგაზრდა მონადირეების ერთობა
ამხანაგობა - უფროსი მონადირეების ერთობა.. (ჩვენიანები, ჩვენები)

წინდამხვდური - პირველი შემხვედრი სანადიროდ მიმავალისთვის
ფეხის გამოცვლა - შინ დაბრუნება და ხელმეორედ გამოსვლა
მოსაჭირვები - ნადირის გამოსასვლელი, ჩასაფრებისთვის ხელსაყრელი ადგილი ( რუს. Лаз)
მოჭირვა - სავალი ბილიკის ჩაკეტვა
მეძირეები - ქვედა მხრის ჩამკეტი მარეკები
მაწვერეები - ზედა მხრის ჩამკეტი მარეკები

გულის დაკვლა - გულის ამოღება და გაჭრა (მანამდე ცხოველი მკვდრად არ ითვლებოდა)
ფერთხი (ფერთხები) - გვერდი, გვერდები
წილის რგება - ნანადირევის ვინმესთვის, არამონადირესთვის რგუნება
ხელის გამოსაბრუნებელი - წილის სამაგიერო, მცირე საჩუქარი, რომ “ხელი არ გაყოლოდა”.
ხელის გაყოლა - ხელის გაცუდება, უიღბლობა

საყუჩი - თოფის ლულის ჩამოსადები დამიზნებისას
სასვარი - ძაღლის სალაფავი, ქატო თბილ წყალში არეული.
ჩარმა - თოფის სახეობა
ქართული თოფი - თოფის სახეობა, კაჟიანი
ყირიმული, ყირიმი - ასევე თოფის სახეობა
ერეჯიბი - ასევე თოფის სახეობა (კაჟიანი)

ლოტონი - მგლის ხროვა
ჯილდა - სამიზნე, სანიშნე (мишение)

მურა დათვი - მორუხო ან მოწაბლისფერო
კლდის დათვი - შავ-მოლურჯო
ღორდათვა - ყველაზე პატარა და ავია
ყელქედანა დათვი - დათვი ყელზე თეთრი ზოლით
რილო - თოვლშემდნარი ალაგი
ჭარო - წყლიანი, დაჭაობებული ადგილი გაზაფხულობით, ნადნობი თოვლით გაჯერებული

ნიკოფიჩხი (რაჭ) ჩიბუხა, ბეკასი
ბერისა (რაჭ) ჩხართვი
ბერისობა (რაჭ) ტრადიციული ნადირობა ძველად რაჭაში, ჩხართვების ჭერის სეზონი, მარტი-აპრილი

მწყერაობა - მწყერის ჭერა ღურუკოთი
ღურუკო - მწყრის საჭერი მარტივი მოწყობილობა
ფორია - ფრინველთა მცირე გუნდი
ტყრინი - სხვადასხვა სოფლის საერთო სანადირო ადგილი
ჭანჭახი - უკაცრიელი ადგილი
გეზის შეკვრა - იხ. მოჭირვა. სავარაუდო გასასვლელების ჩაკეტვა
გვერდების დაჭერა - ფლანგების გადაკეტვა
თავდავლა - მოძრაობის მიმართულებით გადასწრება, წინ დახვედრა

დაორკვალება - კვალის არევის მიზნით, თავის კვალზე უკან მობრუნება (კურდღელმა იცის)
კვალის გაკეცვა, გადაკეცვა - იხ. დაორკვალება
მარყუჟი, დამარუჟება - კვალის გადაჭრა, საკუთარ კვალზე პატარა წრის გაკეთება ( კურდღელი ძალზე ხშირად, მელიაც იყენებს ამ ხერხს )
დაორკვალებულის გატანა, გაკეცილის გადაფურცვლა, მარყუჟის გახსნა - მდევრისგან კურდღლის ამ ეშმაკობების დაძლევა, კვალის სწორად წაღება
გამომფრთხალი - გამორიდებული, იხ. გამოპარული
გამოპარული - ძაღლის ან მონადირის უჩუმრად გამოსული
გაიმანძილა - დაშორდა
დაბლა გადასუნა(ძაღლმა) - ზემოდან მოატარა ცხვირი, ზემოდან ქვემოთ იყნოსა

ცერობი - ციცაბო ფერდობი
ყათარი - სავაზნე
ცერი - გორის თავი, მწვერვალი
ცერზე ასვლა
წყლის გადასახტომი - საჩანჩქერე, ჩანჩქერი
სიმაგრე - დასამალი ადგილი, გაბურდულ-ეკლიანი

ძაღლებმა ამოთხარეს - შეამოწმეს, ძებნეს
ადგილის გასინჯვა - დათვალიერება ნადირის აღმოსაჩენად.. ასევე, ძაღლების მიერ ადგილის შემოწმება.

დათვტიალა, მგელტიალა - ფარას, ჯოგს შემოჩვეული ნადირი
სამზირი - ნომერი, სათვალთვალო, სახუნდარი
სამზირში ჯდომა - ნომერში ჯდომა

მიმინოს გამართვა - მიმინოს გაწვრთნა
ნარდი - დედალი მიმინო
გეზელა - მამალი მიმინო (მდევარი ძაღლის სახელიცაა)
კაპოეტი (ბურდღანაყარი) - წელგამოვლილი მიმინო, ქორი

მომხედვარი - დამჯერე (მიმინო, მდევარი)

ნაწანწალევი - ღამის კვალი მელიის,ტურის
ნაცმუცნევი - კურდღლის ღამისეული კვალი, ჭამისას დატოვებული (жировка)
ნატარი - ნადირის ნაკვალევი
გასული კვალი, საწოლი კვალი - დილის კვალი ნაცმუცნევიდან საწოლ ადგილამდე
იკარგება (მდევარი) - კარგი გამსვლელია, შორს გადის, დიდ ფართობს ამუშავებს ძებნისას
ნამეტი - ცივკვალობა, ცივ კვალზე ყეფა, добор, როცა ხმას ამეტებს
ხმამეტი - იგივე, ნამეტიანი, როცა ზედმეტად ყეფს
ფუჭადმყეფარი,ყეფატყუილა, - მდევარი, რომელიც განუწყვეტლივ უმიზეზოდ ყეფს пустобрех
ხმამომჭირნე - როცა პირიქითაა, ყეფას აკლებს Редкоскалая
ჩაიყლაპა (მდევარზე ითქმის) - გაქრა, გადაიკარგა.ხმა არარ ისმის დიდი ხნის განმავლობაში


სახუნდარი - “ნადირთა მოსავალი ადგილი” საბა. იხ. მოსაჭირვები, ნადირის ყელი
ნადირის ყელი - ნადირის გამოსასვლელი ადგილები( რუს. Лаз)

უყელა - წინ დაუხვდა, ჩაესაფრა
მესახუნდრე - ნომერში მდგომი მსროლელი (სახუნდარებში უდგებიან)
მასრის კივილი - მდევრის მასრაში ჩაბერვით მოხმობა. ასევე, მოვკალიო, დანარჩენებისთვის შეტყობინება. (“ამხანაგს მასრის კივილით შეატყობინებს: აქ ძესო!” თეიმურაზი, ირმის ყვირალობა)
მეყორუღე - ეგერი (ვახტანგ მეექვსესთანაა “დასტურმალალი”)
ჩუბინი - სნაიპერი, მარჯვე მსროლელი
მოსამკვლელო - მომნადირებელის წილი კოლექტიური ნადირობისას (თავი, რქები, ტყავი, ხან გულ-ღვიძლიც)

полаз - გასვლა (მდევრის თვისება)
добычливость - ფეხღალიანობა, პოვნა, მპოვნელობა
ფერები:
подласый - თრთვილა
багряный - მუქწითელა, ჟღალი
შავზურგა
ბაცზურგა
ჩალისფერი

მდევრის ხმები:
ორდინალური, უბრალო
ფიგურული, მუსიკალური
გაბმული ყეფა
ხმაჩაგდებით ყეფა,ხამუშად ყეფა
შორს გასაგონი, შორსგამწვდენი, გამყივარი
სუფთა, წკრიალა
ჩახლეჩილი, ხრინწიანი
ბოხი ხმა
სლუკუნი
დოღრიალა


ფეხმარდობა - паратость
მოუღლელობა - нестомчивость
მხრის აბმა - свалчивость

ჩაკარგვა - დევნის დროებით წყვეტა გაახლებამდე (скол) ყოვნი
კვალის გატანა - ჩაკარგულის გაახლება
გახტუნება - დაწოლილი კურდღლის პოვნა
გაცხადება , გაიცხადა - კვალის დანამდვილება, თავდაჯერებულად, აზარტულად დევნა
შეცხადება - თვალით დანახულზე ძალზე აზარტული ყეფა და კივილ-წივილი
კვალს ღეჭავს - იქექება, დიდხანს უნდება კვალის გატანას, ყნოსვა არ ყოფნის
ჩიჩქნის - იგივეა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Nov 30 2015, 18:41
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგია!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 30 2015, 20:25
პოსტი #3


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif
საინტერესო მასალები მოგიგროვებია შადიმან newsmile05.gif
რელიქვიური ლექსიკონი გამოვა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 30 2015, 23:32
პოსტი #4


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა
მემარტივე - არჩვის მეტსახელი (რაჭ) ვაცების და თხების ცალ-ცალკე ბინადრობის გამო ეძახიან.


მემარტივე მთავარი ვაცი არჩვია ფარაში ბოტორობის დროს. ასევე განდეგილ მარტოხელა დიდ ვაცებსაც ეძახიან, რომელიც ფარას შორიდან დაყვება და საფრთხის შემთხვევაში სტვენით ატყობინებს.


სკიჭამია (რაჭ)- კვირიონი. ანუ სკისჭამიადან მოდის, ფუტკრისჭამიასგან

უნდილი (რაჭ) - უმწიფარი, მკუხე, ახალგაზრდა, ზრდადაუსრულებელი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 1 2015, 02:33
პოსტი #5


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შუნი- დედალი ჯიხვი.
ძალიან მაგარი იდეაა. ძალიან კარგი იქნება.. ასოების მიხედვით თუ დავალაგებთ. ერთიდაიგივე სიტყვები რომ არ დავწეროთ ადვილი გადასამოწმებელი იქნება. გარდა მაგისა.. მშვენიერი ცნობარი გამოდის. საჭირო სიტყვასაც ადვილად ვიპოვნით.

ციტატა(Chalimgela @ 1st December 2015 - 01:32) *
უნდილი (რაჭ)

ეგ კახეთშიც გამიგია. კინოშიც კი არის(სიყვარული ყველას უნდა) ნუ იქცევი უნდილი გოგრასავითო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Dec 1 2015, 10:18
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დევილობა(რაჭ)-არჩვების შეჯვარების პერიოდი. ნოემბერში თხა არჩვები ტყდებიან და მზად არიან შეჯვარებისთვის. მემარტივეები-(ვაცი არჩვი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეჯვარების პერიოდამდე მარტო ცხოვრობს) ცდილობენ ადგილი დაიმკვიდრონ პარტიაში (პარტია(რაჭ)-არჩვების ჯოგი). მემარტივეები ერთმანეთს დევნიან და ცდილობენ პარტიაში არ შეუშვან სხვა მემარტივე. რომელიც ყველაზე ძლიერი აღმოჩნდება რჩება პარტიაში გაზაფხულამდე. გაზაფხულზე როცა უკვე არჩვი შობს თიკანს, თხა არჩვები აგდებენ მას პარტიიდან, რადგან მემარტივე რატომღაც თიკანს ერჩის.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Dec 1 2015, 10:30
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სახრავი(რაჭ)-კლდის შეჭრილი, მარილიანი, პატარა ქვაბული სადაც არჩვი შედის მარილის სალოკავად.
ფარი(რაჭ)-მთის ფერდზე ამოსული ბალახი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Dec 1 2015, 11:29
პოსტი #8


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(jaba_gugesha @ Dec 1 2015, 11:18) *
დევილობა(რაჭ)-არჩვების შეჯვარების პერიოდი. ნოემბერში თხა არჩვები ტყდებიან და მზად არიან შეჯვარებისთვის. მემარტივეები-(ვაცი არჩვი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეჯვარების პერიოდამდე მარტო ცხოვრობს) ცდილობენ ადგილი დაიმკვიდრონ პარტიაში (პარტია(რაჭ)-არჩვების ჯოგი). მემარტივეები ერთმანეთს დევნიან და ცდილობენ პარტიაში არ შეუშვან სხვა მემარტივე. რომელიც ყველაზე ძლიერი აღმოჩნდება რჩება პარტიაში გაზაფხულამდე. გაზაფხულზე როცა უკვე არჩვი შობს თიკანს, თხა არჩვები აგდებენ მას პარტიიდან, რადგან მემარტივე რატომღაც თიკანს ერჩის.

კი ეგრეა, უფრო კარგად ახსენი

სალოკი, სალოკები

ადგილი სადაც მინერალური წყალი, მარილს ან სხვა მინერალებს ტოვებს, რასაც არჩვი და ჯიხვი ლოკავს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Dec 1 2015, 15:36
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



შადიმან-აბა თუ სადმე წაგიკითხავს ჩვენი აწგარდაცვლილი მეგობრის ანგი მხეიძის ლექსიკონით მდევრის აღწერილობა.ჯიმაყიანი ძაღლი იყო ჭყუპარტი; ლაბავოი ;ჟმოტი თავი ჰქონდა კაი ძაღლი იყო მარა კენტი კვალი არ იცოდაო.კენტი კვალი გავიგე თოვლიან კვალზე დაორკვალების მერე საწოლ კვალზე მიმავალი ყოფილა დანარჩენს ვერ გაუგე ვერაფერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Dec 1 2015, 19:54
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(giuli @ Dec 1 2015, 16:36) *
შადიმან-აბა თუ სადმე წაგიკითხავს ჩვენი აწგარდაცვლილი მეგობრის ანგი მხეიძის ლექსიკონით მდევრის აღწერილობა.ჯიმაყიანი ძაღლი იყო ჭყუპარტი; ლაბავოი ;ჟმოტი თავი ჰქონდა კაი ძაღლი იყო მარა კენტი კვალი არ იცოდაო.კენტი კვალი გავიგე თოვლიან კვალზე დაორკვალების მერე საწოლ კვალზე მიმავალი ყოფილა დანარჩენს ვერ გაუგე ვერაფერი.

კენტი კვალი - საინტერესოა. დანარჩენიც newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 14:10