თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ შეკითხვა

პოსტის ავტორი: peggi Jul 30 2012, 00:04

მოგესალმებით მონადირეებო.
მადლობელი დაგრჩებით, თუ გამცემს ვინმე პასუხს ჩემს კითხვაზე.

ვარ სანადიროდ ნათესავებთან ერთად. წაღებული მაქვს მეორე თოფიც, რა თქმა უნდა ოფიციალურად გაფორმებული ჩემს სახელზე.

არის თუა არა კანონის დარღვევა, თუ ჩემი კუთვნილი მეორე თოფით ინადირებს ჩემს გვერდით მდგომი ნათესავი ან მეგობარი, რომელსაც გადახდილი აქვს სალიცენზიო მოსაკრებელი გადამფრენ ფრინველებზე?
მხედველობაში მაქვს მწყერზე ნადირობა.


წინასწარ გიხდით მადლობას.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 30 2012, 02:03

კანონის დარღვევა არის ნამდვილად, რადგან შენზე გაფორმებული თოფის ტარების და ქონის უფლებამოსილი პირი ხარ, მხოლოდ შენ!

ანუ ვინმე კანონით უფლებამოსილი პირი რომ დაგადგეს, შეუძლია დაგაჯარიმოს, ან კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს!


მეორე საკითხია რამდენად გამართლებულია, შენზე გაფორმებული თოფის არ თხოვება მეგობრისთვის, შუა მინდორში, სადაც მინიმალურია იმის შანსი რომ "ვინმემ რაიმე მოგთხოვოს" newsmile05.gif

კანონით აკრძალულია!

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 30 2012, 07:47

ციტატა(Davitus @ Jul 30 2012, 03:03) *
კანონის დარღვევა არის ნამდვილად, რადგან შენზე გაფორმებული თოფის ტარების და ქონის უფლებამოსილი პირი ხარ, მხოლოდ შენ!

ანუ ვინმე კანონით უფლებამოსილი პირი რომ დაგადგეს, შეუძლია დაგაჯარიმოს, ან კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს!


მეორე საკითხია რამდენად გამართლებულია, შენზე გაფორმებული თოფის არ თხოვება მეგობრისთვის, შუა მინდორში, სადაც მინიმალურია იმის შანსი რომ "ვინმემ რაიმე მოგთხოვოს" newsmile05.gif

კანონით აკრძალულია!



100% მართალია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 30 2012, 08:42

საბჭოთა კავშირის დროს 14 დან 18 წლამდე მოზარდზე შეგეძლო გადაცემა თუ შე იყავი უთოფოდ (ანუ სულ ერთი თოფით) და ადევნებდი თალყურს, 18 წლის ზემოთ შეგეძლო მეორე თოფის გადაცემა თუ მასთან ერთად შენც ნადირობდი. ამ კანონმა გასტანა სანამ მონკავშირი არსებობდა, დღეს სანადირო თოფი და სახვა დანარჩენი იარაღი გამიჯნული აღარ არის და ეს კანონი დარჩა ჰაერში და პოასუხგაუცემელი როგორც ბევრი სხვა სამონადირეო კანონის ნიუანსი.

ესე გამოდის რომ 18 წლამდე ბავშვმა თოფი რომ ისროლოს უკვე ჯარიმაა, რადგან ნახევარ მეტრშიც თოფის მიწოდება უკვე იურიდიულად ხელში გადაცემა გამოდის ხო?

აქედან გამომდინარე ვერ გაიგებ აკრძალულია თუ არა.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 30 2012, 11:23

ციტატა
აქედან გამომდინარე ვერ გაიგებ აკრძალულია თუ არა.


რას ვერ გაიგებ კაცოო, კანონით აკრძალულია და მორჩა. არსებობს ისეთი დებილი ჰუმანოიდების სახეობა, რომლებიც ყოველგვარი ნამუსის გარეშე, თამამად გთხოვენ ათხოვო შენზე გაფორმებული სანადირო თოფი

სხვანაირად რომ ვერ ვუხსნი ხოლმე, კანონს ვიშველიებ!

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 30 2012, 11:28

ციტატა(Davitus @ Jul 30 2012, 12:23) *
რას ვერ გაიგებ კაცოო, კანონით აკრძალულია და მორჩა. არსებობს ისეთი დებილი ჰუმანოიდების სახეობა, რომლებიც ყოველგვარი ნამუსის გარეშე, თამამად გთხოვენ ათხოვო შენზე გაფორმებული სანადირო თოფი

სხვანაირად რომ ვერ ვუხსნი ხოლმე, კანონს ვიშველიებ!



საღოლ დავით კარგი ფორმულირება იყო D.gif მეც არა ერთხელ მქონია შემთხვევა და ზუუუსტად ეგრე ვიგერიებ ხოლმე ეგეთ ჰუმანოიდებს D.gif


არადა კანონით მართლა იკრძალება თუმცა მაგაზე გამომდევნებელი არავინაა მთავარია იარაღის სბაუთი მწყობრში იყოს და იარაღის კანონიერი მეპატრონეც იქვე იყოს!


პოსტის ავტორი: Davitus Jul 30 2012, 12:32

hunter777

+1000



უბრალოდ, ჩვენ მაგის პროპაგანდირება ნამდვილად არ გვინდა


ისე მე თუ მკითხავთ, ცოლი, იარაღი და "ნასკები" საზიარო არ უნდა გქონდეს ნორმალურ ადამიანს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: peggi Jul 30 2012, 21:26

ყველას დიდი მადლობა,
შვილს როგორ უნდა ასწავლო ნადირობა, თუ თოფი არ ასროლინე მინდორში და არ ასწავლე?
აი ესაა პრობლემა. ჩვენ ყველას ვიღაცამ მინდორში დაგვაჭეერინა პირველად თოფი და შეგვაყვარა ნადირობა.

ის რომ თოფის და ცოლის თხოვება არ შეიძლება. 1000%-იანია

პოსტის ავტორი: Davitus Jul 30 2012, 21:45

peggi

ნუ ჩვენ კანონის ფარგლებში მოგახსენეთ რაც ხდება, შვილისთვის თოფის თხოვების მომენტები მონადირე კაცზე უკეთესად ვინ უნდა იცოდეს newsmile045.gif

ეგეთ რამეზე ვინმე დაჯარიმებული ცხოვრებაში არ გამიგია

პოსტის ავტორი: nik@a Jul 30 2012, 23:21

მთავარია მფლობელი გვერდით იყოს... თორემ რომ მოვა დამჯარიმებელი, თუ კი საერთოდ არსებობენ, ვეტყვით რომ ჩვენ არისტოკრატი თავადები ვართ და ხელქვეითი დაგყვება, რომ ვაზნები გამოცვალოსო... D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 31 2012, 00:59

ციტატა(peggi @ Jul 30 2012, 22:26) *
ის რომ თოფის და ცოლის თხოვება არ შეიძლება. 1000%-იანია


ცოლის თხოვება რო არ შეიძლება სხვა საქმეა, მაგრამ მე სტუმრის თოფს ვეძახი, სპეციალურად სათადარიგო თოფი მაქვს, ან სტუმარი დავპატიჟო სადმე, ან უცხოეთოიდან ჩამოსული ან აქაური.

ერთი ამ ოჩოს უთოფო ბებიებისგან მიკვირს newsmile05.gif რამდენს გინადირიათ ჩემი თოფით თქვე ბემურაზებო ჰა? კაი დავიმახსოვრებ რო თოფის თხოვება არ შეიძლება D.gif newsmile087.gif

როვერას ნასკები და ნიფხავი ვინ ათხოვა? D.gif აბა გამოტყდით

ისე ბრაუნინგი მართლა არავისთვის მითხოვებია და არც ვაპირებ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ხანჯალა Jul 31 2012, 06:44

თოფის გადაფორმების დროს იგივე კითხვით მივმართე ერთ სამართალდამცავს . მითხრა კანონით აგრძალულია და 200 ლარი ჯარიმააო. და იგივე დაამატა "ჯერ არ გამიგია ვინმე დაეჯარიმებინოთო"

ასე რომ ............ ashh.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 31 2012, 09:08


ციტატა(ხანჯალა @ 31st July 2012 - 07:44) *
ასე რო

ასე რომ გააჩნია ვინ შეგხდება.ზოგთან ტკბილი სიტყვა ჭრის ზოგთან არა.
10 წელია თოფი მიჭირავს ხელში და ერთელ მყავს გდი ნანახი,ეგეც ლენცეზიები მანახეთი არც დაუხედია თოფის საბუთისთვის.არც ის უთქვამს მანახეთ რა გყავთ მოკლულიო. ათხოვე მთავარია იცოდეს თოფის ჭერა და ის წესები რაც საჭიროა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: peggi Jul 31 2012, 21:35

მადლობა მეგობრებო, წარმატებულ სეზონს და მშვიდობას გისურვებთ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)