IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Antonio Zoli - Kronos
Bone
პოსტი Sep 16 2011, 12:57
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



A Zoli - Kronos



ცნობილი იტალიური საიარაღო ფირმის სპორტული თოფი "კრონოსი" , კომპანიის რეპუტაციის მორიგი მხარდაჭერაა...
იგი შექმნილია ბოსს-ვუდვარდის ჩაკეტვის სისტემაზე და თავისმხრი პერაცის ბოკფლინტების მორიგ წარმატებულ 'კლონს' წარმოადგეს.
წარმატებული K4 -ის შემდეგ არანაკლები დამსახურებების მქონე 'ზოლი' ძალიან პოპულარული გახდა მსროლელების ფართო მასებში...

სასტენდო სროლის სამშობლოში(პირობითად) - ინგლისში, დამწყები , საშუალო მსროლელები და სპორტის ოსტატები ერთნაირი პოპულარობით და რაც მთავარია წარმატებით სარგებლობენ ამ მშვენიერი იტალიური თოფით. ასეთივე დიდი მოთხოვნილებაა ქვეყნებში, სადაც სასტენდო სროლის კულტურა მაღალ საფეხურზეა.



რასაკვირველია მხოლოდ ჩაკეტვის მექანიზმი ვერ გახდის კონკრეტულ მოდელს ფართო გავრცელების საგნად, მზარდი პოპულარობა დამოკიდებულია თოფის შემადგენელი ელემენტების მაღალ ხარისხზე, რაშიც შედის: მასალის ხარისხი და დამუშავების სისუფთავე...ყველაზე მთავარი კი თოფის რესურსი.
ლულები როგორც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ყურადღების საგანი newsmile05.gif მაღალი ხარისხის დამუშავებითაა. სალულე მასალად გამოიყენება ბიოლერის სალულე ფოლადი და ქრომ მოლიბდენის სალულე კონცერნი.
ზოლის ლულები ყოველთვის მონობლოკებია.



ლულის შიდა დიამეტრი 18.5 მმ რაც იტალიური სტანდარტით ცოტა დიდია (18.5მმ) მაგრამ მრავალი მეიარაღის აზრით , უკუცემისთვის სასურველი. უფრო მეტიც ზოგიერთი მსროლელი უპირატესობას ანიჭებს 18,7 -ს იმავე არგუმენტის გათვალისწინებით.
სავაზნე გაბურღულია 76მმ ვაზნაზე.
სამიზნე თამასა ვენტილირებადი. 11 მმ სიგანის . პროფესიონალებიდან ზოგის თქმით ზედმეტად განიერია.



ლულის სიგრძე კრონოსისათვის 76 სმ-ია . თუმცა საცალო თოფებზე გვხდება 81 სმ-იც.
სალულე შევიწროებები და გაფართოებები ჩასახრახნია. კომპლექტაციაში შედის 5 ჩოკი.
12 კალიბრის თოფის წონა 76 სმ ლულებზე ზუსტად 1480-ია. მკაცრად.

სასხლეტ დამცემი მექანიზმი , ერთ სასხლეტიანი. დამონტაჟებულია ცალკე პლათფორმაზე.
მიეკუთვნება სწრაფად მოხსნადი სასხლეტ დამცემი მექანიზმების ტიპს. ასეთი სდმ-ის დადებით მხარეებზე საუბრისთვის არ ჩევჩერდეთ ყველასთვის კარგად გასაგებია.


რაც შეეხება სდმ -ს ის მცირედი კორექტივებითაა დამზადებული: კერძოდ კი არ მიეკუთვნება ხელით მოსახსნელ სდმ-ებს. არამედ ინსტრუმეტით დახმარებით სრულდება ეს მარტივი და ხანმოკლე ოპერაცია. მიზეზი, უფრო მეტი უსაფრთხოება.
საბრძოლო ზამბარები სპირალური კოსნტრუქციის.



დამცველი არაავტომატური. ორივე ლულაზე ნებისმიერი თანმიმდევრობით გადასართავით.

კონდახი და ტიპჟირი , საშუალო ხარისხის კაკლისგან კეთდება. იშვიათ შემთხვევაში უმაღლესი კატეგორიის საკონდახე მასალა გამოიყენება.
კონდახის კონსტრუქცია სპორტინგის სტილშია სესრულები.
ზოგ სემთხვევაში გააჩნია კონდახის ზურგის სარეგულირებელი.



გრავირება მინიმალური. ან საერთოდ მის გარეშე.
ფაქტიურად მხოლოდ კალაპოტზე ოქროს მავთულით დატანებული წარწერა "კრონოსი".

თოფის პოპულარობის მიზეზი მგონი ყველასათვის გასაგებია. "კრონოსი" არის მაღალი სიმტკიცის და საკმაო რესურსის სპორტული თოფი. ძნელას გარჩევადი პერაცის ფირმის ბოკფლინტებისაგან . მაღალი ხარისხის ნაწილებით. ლულების მაღალი ხარისხის დამუშავებითა და ფოლადით.
რაც მთავარია "კრონოსის" ფასი 2-3 ჯერ ნაკლებია წამყვანი ფირმების სპორტული თოფების ფასსზე.


ფასი: დაახლოებით 3500 ევროდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Bonehill   Antonio Zoli - Kronos   Sep 16 2011, 12:57
- - Bonehill   გამზეურდა ეს თემაც...   Sep 18 2011, 17:20
- - Tarxana   Bone ბოსის ჩამკეტებს ...   Dec 8 2015, 10:44
- - Tarxana   ეგ კრონოსის ჩამკეტ...   Dec 8 2015, 10:52
- - ნუკრიMax   Tarxana ციტატა(Tarxana @ 8th De...   Dec 8 2015, 11:37
- - Tarxana   ნუკრიMax გასაგებია ...   Dec 8 2015, 12:30
- - ნუკრიMax   ციტატა(Tarxana @ 8th December 201...   Dec 8 2015, 15:00
- - Tarxana   ნუკრიMax გასაგებია ...   Dec 8 2015, 15:24
- - Tarxana   RE: Antonio Zoli - Kronos   Dec 22 2015, 15:28
- - Tarxana   Antonio Zoli Z Sport Black 71 sm 3.5 kg   Dec 22 2015, 15:47
- - PREDATOR   ვააააა გილოცავ ღმე...   Dec 22 2015, 17:37
- - Tarxana   PREDATOR გაიხარე მადლობ...   Dec 23 2015, 16:08
- - dima71   RE: Antonio Zoli - Kronos   Dec 23 2015, 16:33
- - PREDATOR   გიორგი იქნებ უფრო ...   Dec 23 2015, 19:43
- - ახალციხელი   Tarxana მაგარია, მშვიდო...   Dec 23 2015, 19:46
- - Tarxana   PREDATOR ახალციხელი იტ...   Dec 24 2015, 08:58
- - Tarxana   RE: Antonio Zoli - Kronos   Dec 24 2015, 09:18
- - Tarxana   ზოლის ჩამკეტებს რა...   Dec 24 2015, 09:35
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Tarxana @ Dec 24 2015, 10...   Dec 24 2015, 10:14
- - Tarxana   კიდევ რაც შეეხება zo...   Dec 24 2015, 10:49
- - უიარაღო   საინტერესოა ძალია...   Dec 24 2015, 14:15
- - Tarxana   უიარაღო მადლობა გ...   Dec 24 2015, 14:33
- - PREDATOR   ვეძებდი და ბოლოს ვ...   Feb 27 2016, 18:34
- - PREDATOR   RE: Antonio Zoli - Kronos   Feb 27 2016, 18:42
- - PREDATOR   Antonio Zoli глазами владельца   Feb 27 2016, 23:13
- - Tarxana   მე არ დავდე რუსული...   Mar 14 2016, 13:15
- - PREDATOR   RE: Antonio Zoli - Kronos   Mar 26 2016, 13:17


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 07:20