თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფლეიმი _ საჩვენო მოთხრობები

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 2 2014, 13:05

თქვენის მებართვით გავხსნი ამ თემას თუ რამე ისეთი არაა ან არ მოგეწონებატ შეგიძლიათ წაშალოთ


http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/app.php

ავტორი: გივი ტაბატაძე
წყარო: http://tagiweb.com/

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 2 2014, 13:06

შენ გაიხარი. რა კარგი თემა გახსენი. მშვენიერი გასართობია. ვიაქტიუროთ და გავამდიდროთ თემა.

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 2 2014, 13:12

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

ავტორი: რევაზ ინანაშვილი

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

ავტორი: ქეთევან ჭილაშვილი
წყარო : http://children.dsl.ge/
უიარაღო
გაიხარე რამდენიმე ძალიან მაგარი მოთხრობა ვიცი ნადირობაზე მაგრამ ჯერ ვერ ვპოულობ სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 2 2014, 13:32

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

წყარო:http://tagiweb.com/

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 2 2014, 13:32

კარგი წიგნი მქონდა ნადირობა ტიანშანში.ჯიხვებზე ნადირობა იყო აღწერილი. თუ ვნახე სახლში ავტვირთავ მეც

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 2 2014, 13:39

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

წყარო:http://tagiweb.com/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

წყარო: http://tagiweb.com/

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 2 2014, 17:53

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

ავტორი: რევაზ ინანაშვილი
წყარო:http://litklubi.ge/

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 2 2014, 18:02

გავაგრძელო დაყრა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 2 2014, 19:51

ამ მოთხრობას დავამატებ მაინც ძალიან მომწონს
ავტორი: გურამ რჩეულიშვილი
წყარო: http://litklubi.ge/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: საბო Jul 2 2014, 19:58

newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 2 2014, 20:49

საბო
blashe.gif

იქნებ ვინმემ ჯემალ მეხრიშვილის ვინჩესტერი დადოთ რა ძალიან მაგარია

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jul 2 2014, 21:52

assassin29
საღოლ...მე მგონია ყველაზე კარგი თემაა ამ ფორუმზე. newsmile05.gif მაიტა მოაყარე თუ რამე გაქვს. მეც მოვძებნი რაღაცეებს.

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 2 2014, 22:01

ლეონ-ბლექი
სამწუხაროდ ხვალ სოფელში მივდივარ და ცოტა ხანს წვდომა არ მენება ინტერნეტთან მეხრიშვილის ვინჩესტერი მინდა მოვძებნო და დავდო ძალიან კარგი მოთხრობაა
ის მომენტი მიყვარს თოფის ყიდვაზე რჩევას რომ აძლევენ კაცს
თოფს და ქალს სხვისი რჩევით ვერ აარჩევო, ისინი ერთმანეთს გვანანო
ზოგს გამხდარიი მაღალი ქალები მოსწონს ზოგს ფერხორციანი თოფების ეგრეაო, მოგლედ მაგარია რა

პოსტის ავტორი: rachveli11 Jul 2 2014, 22:36

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jul 2 2014, 23:00

ისე..პატივცემულოტმაში ადმინისტრაციავ. ამ თემის ადგილი.. არამგონია ფლეიმში იყოს. აშკარად უკეთეს ადგილს იმსახურებს. სადმე ნადირობის თემაში უნდა გადავისროლოთ ალბათ. აი იმასთან ახლოს.. ძველ მონადირეებზე რომ არის საუბარი.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jul 3 2014, 02:29

assassin29
მაგარი ვისიამოვნე მოთხრობებით "მგლის მოკვლა" და "ოჩოპინტრე" სხვათაშორის იმ მონადირის წიგნშიდაც არის მოთხრობა მაგ ელიზბარზე. ერთი ეგ წიგნი უნდა გამოვქექო სად დევს..

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 3 2014, 06:11

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

წყარო:http://litklubi.ge/

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 3 2014, 06:38

აუ ეს მოთხრობა კარგი ხარისხით მინდოდა დამედო მაგრამ არსად არააა ცისკარში დაიბეჭდა ძაან ადრე, წაიკითხეთ არ ინანებთ
ავტორი: ჯემალ მეხრიშვილი
წყარო: guns.ge
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 4 2014, 18:02

ავტორი: რათქმაუნდა ვაჟა ფონად რომელსაც ვაჟა აქვს ყველა მისი დაწერილია
წყარო: http://tagiweb.com/ (ვაჟა ფშაველას თითქმის ყველა ნაწარმოებია + მოგონებები შესული ძალიან კარგი საიტია მადლობა ავტორს)

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 4 2014, 18:22

წყარო :http://www.nplg.gov.ge/
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 4 2014, 22:58

კიდევ ერთი კარგი მოთხრობა
წყარო :http://khirimi.ge/
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 8 2014, 12:53

თხოვნა იქნება რომ წაიკითხოთ უძლიერესი ნაწარმოებია
ავტორი: ევგენი მარკოვი
წყარო: http://bazieri5.ucoz.ru/sxvadasxva/dzaghlis_gamo_pdf.pdf

ძაღლის გამო

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 21 2014, 18:18

ავტორი: ევგენი მარკოვი
წყარო: http://forum.guns.ge/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 28 2014, 10:08

წყარო: bazieri.ge
http://postimage.org/
http://postimage.org/


პოსტის ავტორი: assassin29 Jul 28 2014, 10:41

რამდენიმე შემეცნებითი ნარკვევი ვნახე ნადირობაზე და მასთან დაკავშირებულ რიტუალებზე და აქ დავდებ თქვენის ნებართვით

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 28 2014, 10:50

ეპისკობოზი ნადირობაზედ
ავტორი: ნიკო ლორთქიფანიძე
წყარო: http://www.nplg.gov.ge/

- შეგვარცხვინა ძეძილეთმა, ისეთი კარგი ეკლესია აუშენებიათ! - დაიწყო „ორმოცის“ წირვა და პანაშვიდი არაჩვეულებრივ დღეს ოჯახისთვის სიდარბაისლისა და სიდინჯის ელფერის მისაცემათ მოწვეულმა კნეინამ თეოლინემ.

- მართალი ბრძანებაა! - ჩამოართვა სიტყვა მღვდელმა, - ფარნაშვილების ეზოს რომ გასცილდებით, უკვე დაინახავთ, ბამბასავით თეთრ, ლამაზათ აღმართულ ეკლესიას.

- ჩვენშიაც ქე შეიძლებოდა, თუ აშენება არა, შეკეთება მაინც, მარა ვინ არის პატრონი?

- გულნატკენათ შენიშნა ბებერმა გლეხმა.


- რა ვქნა, ჩემო ექვთიმე? ქადაგებას არ გაკლებ და რჩევას, მაგრამ არაფერი გამოდის.

- ეჰ! ჩვენი სოფელი საჯირითოთ და სანადიროთ უნდა ჩვენს მღვდლებს, თვარა... - გაისმა ენამწარე გაბრიელა შიქარაძის ხმა.


- კაცო, რას ჩააცივდით ამ ჩემ ნადირობას, ვის რა დააკლდა? მღვდელმსახურებას არ ვასრულებ, თუ? თუ რამეს მკითხავთ, არ გირჩევთ და არ გიშუამდგომლებთ?! რა წახდება მაინც, რომ წელიწადში ერთი ინადიროს კაცმა?..

„წელიწადში ერთხელ კი არა, დღეში ორჯერ“, - გაიფიქრა მობაასე აზნაურმა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.


- შე დალოცვილო, მერე მღვდელს არაფრის ჭამა უნდაო, ვინ თქვა... ხან ხოხობს მოკლავს, ხან კურდღელს, და ცოტა დაეხმარება ოჯახს.


- მაგი კი ვერაა მართალი, მამაო; ჩვენში მომგებიანი ნადირობა შეუძლებელია... ძაღლები რომ მჭადს შეჭამენ, იმის საღირალს ვერაფერს იშოვნი.


- ნურც მასე ბრძანებ... აბა, რით არჩენენ მონადირეები ცოლშვილს!


- იქ, სადაც ნადირია, თვარა ჩვენში თითო მამასახლისზე თითო კურდღელი მოდის, რა უნდა მოიგო?


- არც მასეა საქმე: დათიას ერთი ფუთი წვერა ამოუყვანია.


- თევზაობაზე არ მოგახსენებთ... მოაქსოვიე დედაკაცს ბადე, და მერე ურტყი ამ ღელის პირათ, რამდენიც გინდა... თევზი თუ არ მოხვდა, კიბო და კიბორჩხალა მაინც იქნება!..

- საკვირველია, ჩვენში რომ გადირევიან მღვდლები ნადირობაზე, სხვაგან რატომ არ არის ასეთი ამბავი?

- რაზე ბრძანეთ მაგი, ბატონო?

- რაზე და ჩვენი მასპინძლის ბაბუის ამბავი არ გაგიგონია?

- რავა არა, შე კაცო, - შენიშნეს აქედან და იქიდან.

- ?!

- ბავშობაზე კი გამიგონია რაღაცა, მაგრამ ნუთუ მართალია?


- მართალია, ბატონო, მართალი, ჩვენი ბაბუა მღვდელი ყოფილა...


- მერე, თუ მართალია, ამ შენს ბავშს მაინც ნუ დაუკარგავ უპირატესობას, - სერიოზულათ შესცვალა მუსაიფის ძაფი იქვე მჯდომმა სოფლის მასწავლებელმა.


- რავა, შენი ჭირიმე? - ვერ გაიგო გლეხმა.


- როგორ და, სასულიერო წოდების შვილებს ნება აქვთ სასულიერო სასწავლებელში უფასოთ ისწავლონ... მერე სემინარიაში გადავა და თუ ნიჭი გამოიჩინა, - შენი ბიჭი მეტად ბეჯითი და გონიერია, - ვინ იცის, იქნებ, აკადემიაშიც მოხვდეს, და კაცი გამოვა...

გლეხმა შეატყო, რომ რაღაც კარგი ამბავია, თუმცა „სემინარია“ ბუნდოვანი ცნება იყო მისთვის, ხოლო „აკადემია“ ზარასავით დაირეკა.

- მართალს ბრძანებს მასწავლებელი, მართალს...

- თუ კი რამე გახერხდება და მიშველით... - და გლეხმა დახმარების თხოვნით გადახედა სტუმრებს.

- არაფერი დიდი დახმარება არ არის საჭირო, შეიტანე თხოვნა და გათავდა, - შენიშნა ისევ მასწავლებელმა.

- არც მასე ადვილია, თქვენ რომ გგონიათ; ვინმე დიდკაცს რომ იშოვიდეს მფარველათ, უკეთესი იქნებოდა.

- შენდა ბედათ, ახლა ეპისკოპოზი აქეთ მოდის, მოეხვიე მუხლზე და, მგონია, უარს არ გეტყვის.

- მით უმეტეს, ჩვენს მხარეზე არც ერთი ნასწავლი მღვდელი არ გვყავს...

2

სოფელ ძეძილეთის ახლათაშენებულ ეკლესიის კურთხევის ამბავი სწრაფათ მოედვა იმ კუთხეს, რომლის ცისქვეშ არა თუ ეპისკოპოზი, ბოქაულიც არ ჩნდებოდა.

დიდი და პატარა სასწაულს და მთელი ცხოვრების შეცვლას თუ არა, ერთი ორი დღის სიამოვნებით გატარებას მაინც მოელოდა.

დედაკაცებს იმედი ჰქონდათ დანამდვილებით გაეგოთ, მართლა გამოჩნდა თუ არა უცხოეთში კუდიანი ქალი. მართლა დადაღეს ის, თუ კუდიანებს მთავრობა ხელს არ უშლის პატარა ბავშის გულ-ღვიძლით უაქიმონ „გათვალულს?“

გლეხები ფიქრობდენ, რომ ამ დიდი დღესასწაულისათვის მოახერხებდენ გაესაღებიათ დარჩენილი ღვინო, რქამოტეხილი ხარი და ძუძუგამშრალი ძროხა...

ახალგაზრდა გოგოები ხომ ირეოდენ სიხარულით: ყველა აქ მოელოდა საქმროს შოვნას.

მსხვილ ილარიონ დიაკონს უკვე ჩაეტანა მახლობელ დეკანოზისთვის ძღვენი და მიერთმია ცოტა „ხელის ჭუჭყი“, რათა ახლა მაინც ეკურთხებიათ მღვდლათ:

„ახლა თუ არა, მაშ როდის? ღმერთი ვერ ჩამოვა ქვეყნათ და ეპისკოპოზი ეს არის“.


* * *


როცა ილარიონ დიაკვნის საქმეს დეკანოზი ეპისკოპოზს მოახსენებდა, დაუმატა:

- თედორე მღვდელს მეორე მღვდელიც გვერდში ამოვუყენოთ, კეთილი იქნება, რადგან ის... ვერ ასწრებს...


- როგორ თუ ვერ ასწრებს? ას კომლს ვეღარ გაუძღვება ერთი მღვდელი? რას ამბობ, მამაო იაკინთე.


- ასეაო... ვერ ასწრებსო, ჩივიან.


- ვინ ჩივა? ვინმე ამპარტავანი იქნება; ერთ დაწრუპუნებაზე ვერ გაიქცა იქნება საწყალი მღვდელი და აუჩივლდენ... სვამს, გარყვნილია, თუ სხვას რას შვება, რომ ვერ ასწრებს?

- სმის და გარყვნილობის არაფერი გამიგია... მოგახსენებენ.... ნადირობსო...


- რაო? გადირია? რა მისი საქმეა ნადირობა?


- კი, თქვენო მეუფებავ, ასე მოგახსენებენ... წირვას აგვიანებს ნადირობისთვისო.

- იმე!... შენ რას იტყვი, ბერო კაცო, მგონია, შენც იქაური ხარ, - მიმართა ეპისკოპოზმა გლეხს, რომელსაც აღარ მოეცადა ეპისკოპოზის სოფელში ჩამოსვლისათვის და ქალაქში წინასწარ აღეძრა თხოვნა, რომ სოფელში სრულიათ დაებოლოებინა შვილის სწავლის საქმე.


- ჩვენ, ბატონო არ ვუჩივით ჩვენს მღვდელს. ღვთისნიერი კაცია!


- შენ იქნება სატანასაც არ უჩივი?.. ჰო კაი... მარა შენ რა გინდა?

- რა, ბატონო, და ერთის მთხოვნელი ვარ: ბაბუაჩემი მღვდელი გხლებია... მამაჩემი ისე ადრე გარდაცვლილა, რომ დიაკვნათაც ვერ მოუსწრია კურთხევა, მე ვინღა მიპატრონებდა და ქე დავრჩი უსწავლელი... ახლა მინდა ჩემი ბიჭი სემინარიაში მივაბარო და იქნებ წყალობა მიყოთ, მომცეთ მოწმობა, - ძლიერ მოკლეთ მოსჭრა გლეხმა, რომ არ გაერისხებია მეტათ მოხუცი ეპისკოპოზი.

- ბაბუა თუ მღვდელი გყავდა, შენ რაღა დაგემართა, შე საცოდავო?


- გრძელი ამბავია, ბატონო, თუ ნებას მომცემ, მოგახსენებ...

- თქვი, ჰო, თქვი.

- ჩემი ბაბუა მღვდელი ყოფილა, ბატონო.

- ეს მეც გამიგონია, - კვერი დაუკრა დეკანოზმა.


- ერთხელ თურმე ჩვენს სოფელში გზათ გამოუვლია კვირა დილას მეფეს... უცადა, უცადა მღვდელს... ეძებენ, უძახიან... შენ არ შეგჭამოს მიწამ, სადაა?!. ცხონებულს თურმე ნადირობა უყვარდა. ნაშუადღევი რომ გადავიდა, გამოჩნდა მღვდელი ჯორზე, წინ აქენთელებული ძაღლები მორბიან, უკან ხურჯინში კურდღლის ყურები მოჩანს... მღვდელს შეშინებია, მეფე რომ დაუნახავს, დაუხევია უკან. „არ გაუშვათ მაგ წუწკიო“, დაიყვირა თურმე მეფემ, და კარისკაცები გამოენთენ. მღვდელმა ჰკრა დეზი და გავარდა... წავიდა... და წავიდა არ ვიცი, მერე მღვდელს რა დაემართა, მოკლეს, თათარში გაიქცა თუ ხრამში გადავარდა, ოღონდ უგზო-უკვლოთ დაიკარგა. მას მერე არავის უნახავს... მის მაგიერ კი მიწერილი მღვდელი იყო თურმე იქ, ახლანდელი ჩვენი მღვდლის ბაბუა, და მას უბრძანა მეფემ: - „შედი და შენ წირეო”.

- იმე! თქვენს ქვეყანაში მონადირეობის სენი ხომ არ არი? - ოდნავ გაეღიმა ეპისკოპოზს. - იმის შთამომავლობა ახლა მე უნდა გავასამართლო.

- რავა, შენი ჭირიმე?


- რავა და ხომ გაიგონე, რა თქვა დეკანოზმა, ჩივიან, ნადირობსო... შენ რას იტყვი?

- თქვენთან, ბატონო, ტყუილს რავა ვიტყვი... სხვაფერ კაია... წირვა-ლოცვას არ გვაკლებს, მარა, მართალია, ნადირობს.


- რავა თუ ნადირობს?


- სულ, ბატონო, დღე და ღამე - ხან თევზაობს, ხან კი ხოხბობს... ერთი არაა იმისთანა ბადის მსროლელი და მიმინოს გამწვრთნელი.


- ნეტა, სად აქვს იმ საწყალს დრო? რა ეშმაკი შეუჯდა?


- მოგახსენებ, ექიმებმა ურჩიეს, სისხლმეტი კაცი ხარ და მოძრაობა მოგიხდებაო. რა ქნას, აბა, საწყალმა?


- შე სულელო, და ექიმმა რომ გირჩიოს, წითელ პარასკევს, დიდ მარხვაში გოჭი ჭამეო, - ჭამ?


ამ მოსაზრების გასაბათილებელი სასწრაფოთ ვერაფერი მოძებნა მოხუცმა გლეხმა; თან შეეშინდა, ჩემმა ურწმუნოებამ ეპისკოპოზი ჩემზე არ განარისხოსო და მოწმობაზე უარი არ ათქმევინოსო; გულში მაინც გაიფიქრა: „ღმერთს რათ უნდა ეამოს, რომ ქრისტიანმა კაცმა გოჭის გულისთვის თავი მოიკლასო“.


გლეხმა თავი ჩაღუნა და ნიშნათ შეცდომის შეგნებისა უკან დაიხია.

- ჰო, მეძებარი ჰყავს უსათუოთ, და დაატარებს ხელზე ეჟვნებიან მიმინოს; ღამეში, ჩამი-ჩუმი რომ არ ისმის და შავათ ტივტივებს მდინარე, ესვრის მხარზე აკრეფილ ბადეს... ფართხალობენ წვერა და... - ეპისკოპოზმა შეაჩერა გემოიანი ლაპარაკი.

- მიმინო არ ყავს, ბატონო, და კურდღლებზე ქე ნადირობს.


- მღვდელი ცას უნდა უყურებდეს და ლოცულობდეს, ის კი მთა-ღრეებში დაგლიჯინობს, წყალში თევზებს არ ასვენებს, - ახლა უკვე პირქუშათ თქვა ეპისკოპოზმა. - ჰო, ახლა მაინც მოვდივარ იქეთკენ და ვაყურებიებ სეირს იმ თქვენ მონადირე თადეოზ მღვდელს, ასე გადაეცი, თუ ნახო, ჩემ მაგიერ, - და ეპისკოპოზი ადგა.

- ნუ გამირისხდები, თავს გაბეზრებ, მარა ჩემს საქმეზე რას მიბრძანებ? - ისევ შეეკითხა გლეხი.


- ჰო, ჰო, კარგი... იუსტინე, - მიმართა ეპისკოპოზმა საქმისმწარმოებელს, - გამოიძიე საქმე და თუ შესაძლებელია, მიეცი მოწმობა, ისწავლოს, ნუ დარჩება ტყის კაცათ!

- მესმის, თქვენო მეუფებავ.


- ღმერთმა ნუ მომაკლოს შენი წყალობა და ლოცვა-კურთხევა, - დიდის თაყვანით მადლი მოახსენა მოხუცმა გლეხმა.


- ჰო, შენ რა გქვია?


- თეიმურაზი, ბატონო.


- ჰო, თეიმურაზ, მართალი თქვი, თადეოზი, თქვენი მღვდელი, ცუდი კაცია?

- არა, ბატონო, არა, თქვენი მადლი არ გამიწყრეს: მარა აფხაზივით რომ შეაკივლებს და კახელი თავადივით გაიჩეჩავს თმას ნადირობაზე, რაცხა არ მოგეწონება, - გლეხმა ალღო აუღო ეპისკოპოზს.


- ჰო, მართალი ხარ, მართალი! - ეპისკოპოზმა დარბაზი დატოვა.



- რას ჩაფიქრებულხარ, ნებროთ ბატონო? - შეეხუმრა ერთ დილას თადეოზ მღვდელს მეზობელი მონადირე აზნაური.


თადეოზ მღვდელს მრავალი ზედმეტი სახელი ჰქონდა სოფელში მიცემული: ნებროთ, ქორ-მიმინო, ბადე-მღვდელი და სხვა.


- ეჰ, ნეტავი შენ! გადიგდებ ამ თოფს ზურგზე და გადიქაჩები კურო მოზვერივით, არც არავინ ბატონი გყავს და არც არავინ დამშლელი.


- და შენ რაღა ობოლი ქალიშვილი დამრჩი?


- რა და, მთელი ქვეყანა ამიყაყანდა, ნუ ნადირობ, ნუ ნადირობო... რა უნდათ ჩემგან, ნეტავი ვიცოდე! ზოგს ხასა უზის სახლში, ზოგი საქურდალში დადის და - არაფერი! შენ კი, მღვდელი ხარო და კურდღელს არ გაეკიდოო. ვის რას ვუშავებ? კურდღლები რომ მიჩიოდენ, კიდევ მესმის, თვარა მღვდელმთავარს ჩემ ნადირობასთან რა ხელი აქვს?

- რა მოხდა, აღარ იტყვი?


- რა და ის, რაც გითხარი: მღვდელმთავარს შემოუთვლია, გაგპარსავო; აქ სოფელმა დაიწყო ყაყანი, მღვდელი არ გვყავს, როცა გვჭირდებაო. ეს სულ იმ ილარიონ-გოდორას ბრალია... სხვა ვერაფერი მომიხერხა და ნადირობას დააწვა. ექიმს მაინც არ ეთქვა, ერთადერთი შენი წამალი მოძრაობა, ჯაფა, სიარულიაო... მეც ვამჩნევ, რომ მომიხდა, მოვრჩი... არა და ბავშივით ჯოხზე ხომ ვერ შევჯდები და დავიწყებ ჩინდრიკს... მერე წინათ რომ ეთქვათ რამე, სხვას შევეჩვეოდი და ახლა რას უნდა მოვკიდო ხელი?


- ბურთაობა დაიწყე.


- მარტო ვიბურთაო? - მღვდელმა უიმედოთ ჩაიქნია ხელი. - ავადმყოფობას ჯანი გავარდეს, სანამ ვიცოცხლებ, ვიცოცხლებ, მარა ახლა მგონი ეპისკოპოზი პირდაპირ მიპირებს თურმე გადაყენებას...


- ა, რავა შეიძლება, გაგიგონია ასე ადვილათ ორჯერ ნაკურთხი მღვდლის გადაყენება?!

- ბევრია, ჩემო მიხეილ, მღვდლობის მოსურნე... მარტო ილარიონი რათ ღირს?.. ახლა უსათუოთ გაბმულია ქსელი მასა და ჩვენს დეკანოზს შორის... მიდიან და მოდიან!.. მიდიან და მოდიან!


- ნუ გეშინია... ეპისკოპოზი რავა ჩაიდგამს შენი წვრილი ცოლ-შვილის ცოდვაში ფეხს... შენიშვნას მოგცემს, გაგაფრთხილებს და მერე, თუ არ მოიშალე, ქე იზამენ რაცხას, აბა, რავა იქნება?


- შენს პირს შაქარი! ახლა რომ გადავრჩებოდე, ვინ მამაძაღლი ხელს მოკიდებს ან თოფს, ან ბადეს.


- გეუბნები, ნუ გეშინია-თქო, „ღმერთი არ გასწირავს კაცსა მისგან განაწირსა“...


- გამარჯობა!


- რა მიგაჩქარებს?


- მინდა, ერთი დავისვენო და ამეღამ წისქვილის სათავე გავხსნა...


- შენც მიაგენი?


- რავა, შენ საიდან იცი?


- რავა თუ საიდან ვიცი, ერთი თვეა იმას ვეზმანები... თითო წყდა წვერაა... კიბო, კიბო ხომ უთვალავი...


- თუ წასვლას აპირებდი, არ გრცხვენია, რომ არაფერი მითხარი?


- შენ რატომ არ მითხარი, მე რომ მისაყვედურებ, თანაც რა უნდა მეთქვა, შენ ხომ მაინც ვერ წამოხვიდოდი, დღეს-ხვალ ეპისკოპოზი მობრძანდება.


- ღამე, შე კაცო, მზვერავები ხომ არ ეყოლება ეპისკოპოზს დაყენებული?


- მზვერავები, არა მარა ხმა მაინც გავარდება...


- ჰე, ჯანი გავარდნია, წადი, ღმერთმა მოგახმაროს ჩემი ნათვალთვალევი და მოვლილი სათევზაო ადგილები.

* * *

ღამეში, როცა მიხეილი არღვევდა წისქვილის სათავეს, ზემოდან თადეოზ მღვდელმა დაჰკრა ორჯერ-სამჯერ ბადე. და, როცა მოფართხალე წვერა და კიბოები აბგაში ჩაიწყო, ნეტარების ღიმილით გაიფიქრა:

„აწი, ჩემო მიხეილ, გინდ გაუშვი და გინდ გადმოუშვი წყალი... კიბოს კიდევ ბევრს იშოვნი, და წვერასი კი რა მოგახსენო... მაგრამ წვრილი თევზითაც დაკმაყოფილდები... შენ უნდა გამომავლო პირში ჩალა? ეპრუწ შენს საქმეს! მე ჯერ კიდევ მებადურს მეძახიან“.

4

ქალაქიდან ეპისკოპოზი დიდის ამალით დაიძრა. გზაზე ბევრი ხვდებოდა. ერთი წყება რომ ჩამოშორდებოდა, მეორე შეუერთდებოდა.

აღმართს რომ შეუდგენ, მოისმა ძაღლების გაბნეული ყეფა.


- თადეოზ, თადეოზ, ეტყობა, შენი მრევლია აქ, - მრისხანეთ მიიხედა ეპისკოპოზმა უკან ჩამორჩენილ მღვდლისაკენ, რომელიც ამ ხმის გაგონებაზე, ქუსლების რტყმევით და „ჩიშ-ჩიშ“-ის ძახილით დაფეთებული გაექანა.


- რა მიბრძანე, თქვენო მეუფებავ?


- რა და, შენ მრევლს ეტყობა შენი მოღვაწეობა: ზარების რეკის მაგიერ ძაღლების ყეფა ისმის.

- რა ვქნა, ბატონო, ზარებს რეკენ, მაგრამ პატარაა და წვრილი ხმა აქვს.


- ერთი ხეირიანი ზარა ვერ აყიდვიე მრევლს?


- ღარიბი სოფელია, ბატონო.


- ძაღლები კი ყველასა ჰყავს, შე საწყალო? სულიერი მამა ასეთს მაგალითს აძლევს, რა ნაყოფი იქნება უკეთესი?


- ბატონო, მე ამ სოფლიდან შორს ვარ. აქ ერთხელაც არავის უნახავს, მე რომ მენადიროს... მომიტევე, თუ შეგცოდე.


- ჰო, ჰო, აქაურები ყრუ და ბრმები არიან, ვერ გაიგებდენ და სხვა სოფელში ვერ ნახავდენ თავიანთ სულიერ მამას, კურდღელს რომ დასდევს...


აღმართი გათავდა.


დაღმართზე დაეშვენ.


ეპისკოპოზი შეჩერდა; ბარტყულა მოიხადა; სიოს შუბლი შეუშვირა და მიდამოს გადახედა.

ბუჩქნარიანი ფერდობი თავდებოდა ტრიალი მინდვრით.


ძაღლების შეწყობილი ხმა ახლოვდებოდა.


„წევიდა, წევიდა, არ გოუშვა, არიქა, ლაბაშა. შენ იცი, ტურია“. - ქაქანებდენ ქვემოდან მონადირეები.

უეცრათ ბუჩქებში გამოჩნდა კურდღელი.


ჩაცუცქდა და წუთით უცნობ ხალხს შეაჩერდა.


- კურდღელი! - დაიყვირა ეპისკოპოზმა, მისგან მოულოდნელი სისწრაფით დატრიალდა უნაგირზე, რომ რისთვისმე ხელი ეტაცნა სასროლათ და, როცა სხვა არაფერი ჰპოვა, ისევ ბარტყულა ესროლა; მაგრამ კურდღელი უკვე დაადგა შარაგზას.

- არ გაუშვათ! არ გაუშვათ ეს ეშმაკის კერძი! - იძახოდა ეპისკოპოზი და თან ჯორს მიერეკებოდა.

- კვერთხი მომეცი, ბიჭო, კვერთხი, მაგ ოხერი! - უფრო და უფრო ცხარდებოდა ეპისკოპოზი.

კურდღელი ვიღაცას ეზოში გადახტა.


ეპისკოპოზი ღობეს ქაქანით მივარდა:


- გააღეთ ჭიშკარი! გააღეთ ჭიშკარი! კურდღელი ჩამოვარდა! არავინ ხართ მანდ დასაქცევში? არ გაუშვათ!.. ამოწყდით?


ამ ყვირილზე სადღაც შორს ნაგაზმა დაიყეფა...


კურდღელი ეზოდან უკანვე გადმოვარდა.


ეპისკოპოზმა მსახურის მიერ წინათ მიწოდებული კვერთხი ესროლა... ამ ჭოლოკით დაშინებულმა კურდღელმა გაჭრილის გზის მაგიერ თავდაღმართს მისცა თავი და ჭალებისკენ გაეშურა.


ეპისკოპოზმაც შეაბრუნა ჯორი და დაღმართისკენ უქნა თავი, მაგრამ ჯიუტმა ცხოველმა გზის ბრეკს მიაბჯინა ფეხები და ადგილიდან არ იძროდა, გაბრაზებული მღვდელმთავარი ამაოთ ყვიროდა:


- ჩიშ, შეგჭამა მამალმა მგელმა, - მაგრამ საჩქაროთ, დაუხმარებლად ჩამოხტა ჯორიდან და ფეხდაფეხ გადაეშვა ბუჩქნარში; გზაზე გაიხადა ანაფორა, გადააგდო და ამოკაპიწებულ კაბით გარბოდა, ხტოდა, მიხოხავდა. გაჩეჩილი თმა-წვერი, დაოფლიანებული სახე... ძლივს ითქვამდა სულს.


კურდღელმა მინდორს მიატანა, უნდოდა ისევ შეეხვია ბუჩქნარში, მაგრამ სამის მხრიდან მეძებრები ამოუდგენ და თითქოს ყეფით უკარნახებდენ - „ჭალას გაჰყევ, ჭალას გაჰყევო“.


- აუშვით მწევრები! აუშვით მწევრები! რას უცდით? - გაჰკიოდა ეპისკოპოზი, და, როცა კურდღელმა გადაწყვიტა ურხევი, პირდაპირი ხაზით გადაეჭრა ველი, როცა გაიმართა წელი და გაერთხო მიწას, მას ორის მხრივ ამოუდგნენ მწევრები...

- ოჰ, თქვენი ჭირიმე, თქვენი! - აღტაცებით მიაძახა ეპისკოპოზმა ახლათგამოჩენილ დამხმარე ძალას.


ისინი არ ყეფდენ, ისინი სიკვდილის აჩრდილივით უახლოვდებოდენ მიზანს... და კურდღელი გრძნობდა. აჰა, ერთი კიდევაც დაწვდა... და კურდღელი თითქოს ჰაერში გადატრიალდაო, შემობრუნდა და უკანვე გაკურცხლა... პირველი მწევარი დაიბნა, ვერ შეჩერდა, ცოტა ხანს კიდევ მირბოდა წინ...


- აი, შე ეშმაკის ფეხო, შე!.. - მოუღირა მუშტი ეპისკოპოზმა.


კურდღელმა კარგა გზა გაიარა, მაგრამ მეორე მწევარი, თითქოს მოელოდა პირველის მარცხს, თვალს ადევნებდა ოინს და, როცა გონებადაბნეული, გზაარეული კურდღელი არ ელოდა, დაწვდა არა გავაზე, არამედ შიგ შუა წელში და ააგდო ჰაერში, ჰაერშივე სტაცა კბილები და ქვეშ დაიგდო.


- ოჰო! - ამოიოხრა ეპისკოპოზმა და კიდევ უფრო სწრაფის სირბილით მივარდა ბრძოლის ადგილზე.


ძაღლები, მონადირეები, ამალა მოცვინდა.


ძაღლს ნანადირევი ჩამოართვეს.


ეპისკოპოზი ოფლს იწმენდდა.


- გვაკურთხე, მეუფეო! - მიმართა მონადირემ.


- გაკურთხოს, შვილო, ღმერთმა, კაი სეირი მაჩვენე სიბერის დროს, ღმერთი იყოს თქვენი მწყალობელი!


- ნება გვიბოძეთ, ბატონო, მცირე რამეა, მაგრამ დღევანდელი ნანადირევი მოგართვათ, - და მოხუცმა მონადირემ კურდღელი ეპისკოპოზს გაუწოდა.


- არა, შვილო, რათ მინდა ამ გზაზე კურდღელი, მე სეირიც მეყოფა.


- ბატონო, მოგეხსენებათ ჩვენი ძველებური ჩვეულება: ნანადირევი ეკუთვნის ყველა დამსწრეს, და ამდენ კაცს რომ ერთი კურდღელი გაუნაწილოთ, თითოს პოჭოკი არ ერგება, თანაც ჩვენთვის მეტათ სასიამოვნო დარჩება, თუ იკადრებთ...

- კარგი, შვილო, გმადლობთ, - დაეთანხმა ეპისკოპოზი და ყველას გადასახა პირჯვარი. და მხოლოდ მაშინ შეკრთა, როცა სამთხვევათ გადაწვდილ ხელს აქა-იქ გაკაწრული შეამჩნია. მერე ტანზე დაიხედა და ანაფორა ვეღარ დაინახა.


- ცოდვილია ადამიანი, ცოდვილი... მეც გამიტაცა ამ ამაოებამ, - გაიღიმა ეპისკოპოზმა და ფეხზე წამოდგა.


თადეოზი შორი ახლოს იდგა და ათასი აზრი ირყეოდა მის თავში, და ათასი გრძნობა უღელავდა გულში.


გაჭირვებამ, გაპარსვის შიშმა დაავიწყა სიამოვნება - ნადირობაში მიეღო მონაწილეობა, და ახლაც არ იცოდა, ეპისკოპოზი თავის ცთუნებისათვის თადეოზზე იყრიდა ჯავრს, თუ ამ ამბის გამო სრულიათ აპატიებდა შეცდომას.


- ა, მეც მონადირეთ გამხადე არა, მამაო თადეოზ?! - ღიმილით მიმართა ეპისკოპოზმა ფიქრებში გართულს, შორს მდგომ თადეოზს... - ასეთი ყოფილა ამ კუთხის სენი...

- მე არ ვარ მეუფეო, დამნაშავე...


- არა, არა! ვინ გაბრალებს!.. ღმერთია ყველას მსაჯული... - დამორჩილებულის კილოთი თქვა ეპისკოპოზმა.


* * *

ეკლესიის კურთხევაზე ეპისკოპოზმა შეცვალა თავისი ქადაგება: „მღვდელ-მონაზვნის მოვალეობის“ მაგიერ მან თემათ აიღო:



„ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“...


სიტყვას არ ჰქონდა დამზადებული პათოსი, აკლდა საღვთისმეტყველი ტექსტები, ვერ იყო მოქნილი მჭევრმეტყველების კანონების მიხედვით, სამაგიეროთ იგი იყო სათნო, წრფელი, სადა და ბევრათ უფრო შეეფერებოდა მილეულ მოხუცის ლმობიერ ხმასა და სახეს.


* * *


კნეინა თეოლინესთანაც ჩამოვარდა ვახშმის დროს ნადირობაზე ლაპარაკი...

ეპისკოპოზი წინააღმდეგი იყო ასეთი გასართობის, გულახდილათაც აღიარა დილის ცთუნება.

აქა-იქ ისმოდა: „თორმეტი მოციქული“, „ვახტანგ გორგასლანი“, „ტფილისის დაარსება“, „ნებროთი“...


ნებროთის ხსენებაზე ჩუმმა სიცილმა გადირბინა.


- ნადირობა, უეჭველია, ღვთის ნებაა, აბა, რათ დააწესებდა ასე, დიდება მის სახელს?!

- თქვა მოხუცმა, მეტათ პატივცემულმა და ღვთისმოსავმა აზნაურმა, რომელსაც ყველა, მათ შორის მღვდელმთავარიც, თადეოზის მოწინააღმდეგეთ სთვლიდა.


- გადარჩი! - ჩაუფუჩუნა მამა თადეოზს ამ დილანდელი ნადირობის მეთაურმა.


- შენის წყალობით.


- შენზე ერთი კარგი მასპინძლობაა.


- კი, შენი ჭირიმე... იქეიფე, ისიამოვნე... ნუ დამზოგავ...


ფუჩუნს ყური მოჰკრა ეპისკოპოზის მდივანმა იუსტინემ, რომელიც სწორეთ იმ წუთში თეიმურაზს ეუბნებოდა:


- ხვალ დილით გამოცხადდი, მოწმობაც დამზადებული იქნება და ეპისკოპოზის წერილსაც მოგცემ სასწავლებლის გამგისადმი, რომ უეჭველათ მიიღონ შენი ბიჭი... ნიჭიერი ბავშიაო, - ბრძანა ეპისკოპოზმა... უნდა დავეხმაროთო...


და როცა თადეოზის სიტყვები გაიგონა, მას მიუბრუნდა:


- ეს არ გეყოფა... კიდევ უნდა დაგვპატიჟო მეგობარ-მოყვრები.


- კი, ბატონო, მიმსახურეთ!


თეოლინესთან გამართული ვახშამი რომ მამა თადეოზის ხარჯზე იყო, ყველამ იცოდა, მაგრამ ყველა ცალყბათ ლაპარაკობდა და სინამდვილეს არ ამჟღავნებდა.
1926 წ.

to previous section

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 28 2014, 13:23

არ კითხულობთ არავინ? newsmile058.gif იაქტიურეთ რა მეგობრებოო

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 28 2014, 15:50

საკმაოდ ბლომად მოგიგროვებია. ხვალიდან შევუდგები წაკითხვას. ახლა გადავავლე თვალი და საკმაოდ დამაინტერესა. მადლობა შენ გაწეული შრომისათვის.

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 28 2014, 16:25

უიარაღო
მადლობა ძაღლის გამო როა ეგ წაიკითხე მაგარი მოთხრობაა.
დიდი არაფერი შრომა არ შწირდება ქოფი ფეისთია, რო დავბოდიალობ საიტებზე და ასეთ რაღაცეებს ვაწყდები აქ ვდებ ხოლმე ჩვენებმა რომ წაიკითხონ

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 28 2014, 18:11

ავტორი: შალვა ჩახნაშვილი
წყარო: bazieri.ge
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/index.php?lang=german

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 28 2014, 18:39

ავტორი: მანანა ჯრელიშვილი
წყარო: http://www.nplg.gov.ge/
ვისაც მითები და თქმულებები გიყვართ მოგეწონებათ
მითი ხის ბეჭზე, ანუ ნადირთ ღვთაების მიერ მოკლულ და გაცოცხლებულ ნადირზე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მითოსური სიუჟეტის ლოკალურ კლასიკურ ვარიაციას წარმოადგენს. ელ. ვირსალაძე მას გენეტიკურად მსოფლიოს ხალხთა სამონადირეო ეპოსში ფართოდ გავრცელებულ მოკვდავ და აღდგენად ღვთაებებზე არსებულ წარმოდგენებს უკავშირებს (1, 33-5). აღნიშნული მითის საფუძველს, თ. ოჩიაურის აზრით, წარმოადგენს ანიმისტური რწმენა პარ-ციალური (საკუთარი) სულის შესახებ. ძვლის სიმტკიცით გაოცებული პირველყოფილი ადამიანი, ბუნების სხვა მოვლენათა მსგავსად, მასაც სასიცოცხლო უნარს მიაწერდა და თვლიდა, რომ, ისევე, როგორც ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებს, ძვალსაც საკუთარი სული გააჩნდა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მითის წარმოქმნაში მიცვალებულთან დაკავშირებულმა რწმენა-წარმოდგენებმაც. პირველყოფილ ადამიანს სწამდა, რომ გარდაცვლილ ადამიანს ან მოკლულ ცხო-ველს სიცოცხლე კვლავ უბრუნდება, მაგრამ ამისათვის მისი ძვლები იმავე თანმიმდევრობით უნდა განლაგდეს, როგორც სიცოცხლეში ჰქონდა. საკმარისია ჩონჩხს ერთი ძვალი მაინც დააკლდეს, რომ მკვდარი არ გაცოცხლდება (2, 226). ამ რწმენის საფუძველზე მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული ძვლის დაცვა-შენახვის ტრადიცია. მაგ., რ. ერისთავისა და ალ. რობაქიძის გამოკვლევვით, საქართველოში დღემდეა შემორჩენილი ძვლის შენახვის ჩვეულება. როდესაც შესანახი ადგილი აღარ ჰყოფნიდათ, ძვლებს მიწაში მარხავდნენ, ან წყალში ყრიდნენ, ან წვავდნენ. ნადირის ძვლის დახ**ა ძაღლსაც კი ეკრძალებოდა, მას ცხოველის შიგნეულობით კვებავდნენ. სვანეთში ძვლების დაცინვაც იკრძალებოდა (2, 228; 3, 162).

ძვლის ფეტიშიზაციამ ზღაპრულ ეპოსშიც ჰპოვა ასახვა. მაგ., ქართულ ზღა-პრებში ხშირია ძვლის მეტამორფოზასთან დაკავშირებული მაგალითები - მიწაში ჩამარხული ძვლის ადგილზე ვაშლის ხე ამოდის, მიწაში ჩამარხული ძვალი რაშად იქცევა და სხვა (2, 227).

კავკასიურ ზეპირსიტყვიერებაში ხის ბეჭის ქართული, ოსური, ჩეჩნური, სომხური და აფხაზური ვარიანტები დასტურდება. საქართველოში აღნიშნული მითის ვარიანტები რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, ხევსურეთსა და თუშეთშია ჩაწერილი. ყველაზე არქაული სახით, მეცნიერთა აზრით, იგი ხევსურულმა მითოლოგიამ შემოინახა. ქვემოთ მოგვყავს მითის ქართული ვარიანტები.

ხევსურული ვარიანტი

მონადირეს ტეში შემოაღამდა. ღამის გასათევად ერთ კლდის ეხში (გამოქვაბულში) დაბინავდა, ცეცხლი დაანთო და ნანადირევი ჯიხვის შეწვას შეუდგა, მაგრამ მოულოდნელად ნადირი გაცოცხლდა და გაიქცა. ამ საოცრებით გაოგნებულ მონადირეს გაკვირვების შეძახილი აღმოხდა.

- საკვირველი ეს კი არა, ის არის, რაც ბათირს გადახდა,- მოესმა კაცს ეშმაკების ძახილი. გაკვირვებულმა მონადირემ ბათირს დაუწყო ძებნა. ბევრი წვალების შემდეგ მიაგნო კიდეც და სთხოვა, თავისი თავგადასავალი მოეთხრო მისთვის.

- იმ გამოქვაბულში, სადაც შენ ღამის გასათევად დაბინავდი, მეც ვიყავი, - დაიწყო ბათირმა თავისი ამბავი. - შუაღამეს ეშმაკების ძახილი შემომესმა - ჩემს მასპინძელ ეშმაკს ქორწილში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ მან ჩემი სტუმრობა მოიმიზეზა და უარი უთხრა. „არა უშავს, წამოდი და სტუმარიც თან წამოიყვანე“, - დაუძახეს ეშმაკებმა ჩემს მასპინძელს. ორივე იქითკენ გავეშურეთ. ადგილზე რომ მივედით და ტაბლებს შემოვუსხედით, ჩემმა მასპინძელმა ჩამჩურჩულა - ჩემს უკითხავად ხმა არავის გასცეო. ეშმაკებმა სამი ჯიხვი დაკლეს, მოხარშეს და ხორცი და არაყი სტუმრებს ჩამოურიგეს. ერთი სასმისი მეც მომაწოდეს, მაგრამ არ დავლიე.

- რატომ არ სვამს შენი სტუმარი? - ჰკითხეს მექორწილეებმა ჩემს მასპინძელს.

- გამოელის რამესო,- უპასუხა იმან.

- ხვალ ერთ ჯიხვს მოკლავო, -აღმითქვეს ეშმაკებმა და არაყი ხელმეორედ შემომთავაზეს, მაგრამ დალევაზე კვლავ უარი ვანიშნე.

- რა სწყინს შენს სტუმარსო, -კვლავ ჰკითხეს ეშმაკებმა ჩემს მასპინძელს.

- გამოელის რამესო,- კვლავ უპასუხა იმან.

- ხვალ ორ ჯიხვს მოკლავსო, -კვლავ აღგვითქვეს ეშმაკებმა და არაყი მესამედ მომაწოდეს, მაგრამ კვლავ ვიუარე.

- ხვალ სამ ჯიხვს მოკლავო, -მესამედ აღმითქვეს ეშმაკებმა. ამ შემოთავაზებამ დამაკმაყოფილა და ავსულებს არაყიანი ჭიქა ჩამოვართვი.

ნადიმი რომ გათავდა, ეშმაკებმა პირველად შეჭმული ჯიხვის ძვლები ისევე დაალაგეს, როგორც სიცოცხლეში ჰქონდა, შემდეგ ტყავი მოახვიეს, მათრახი დაჰკრეს და გააცოცხლეს. მკვდრეთით აღმდგარმა ნადირმა ტყეს მისცა თავი. ასევე გააცოცხლეს მეორე ჯიხვიც. ჯერი მესამეზე მიდგა. დრო ვიხელთე და მასპინძლის რჩევით ბეჭის ძვალი დავმალე. რაკი ბეჭი ვერ იპოვეს, ეშმაკებმა ხის ბეჭი გამოთალეს, მესამე ჯიხვის ჩონჩხს ჩაუდგეს, ტყავი მოახვიეს და შეულოცეს:

„ადეგ ადეგ, ხეჭეჭაო,
ხისა გიგდავ ბეჭადაო!“

ნადირმა ხორცი შეისხა და გაცოცხლებული ტყეში გაუჩინარდა. მეორე დღეს სანადიროდ წავედი და სამი ჯიხვი მოვკალი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხის ბეჭი ჰქონდა ჩადგმული.

შემდეგ ბათირი ყვება, როგორ დაჰკრა რძალმა მათრახი და როგორ აქცია ძაღლად, როგორ გადაარჩინა ძაღლადქცეულმა მგლის ხროვისაგან ცხ**ის ფარა და როგორ იქცა მკითხავის შელოცვის შედეგად კვლავ ადამიანად (8, 40-42).

თუშური ვარიანტი

ნადირობაში ხელმოცარულ კაცს ტყეში შემოაღამდა და ღამის გასათევად გამოქვაბულში დაბინავდა. მონადირე და მისი მასპინძელი ადგილის დედა ეშმაკებმა სტუმრად დაპატიჟეს. ნადიმზე სამ ჯიხვს შეექცევიან. ლხინის დროს ერთ-ერთი ეშმაკი ყვება, თუ როგორ მიეპარა დღეს ნადირს და როგორ დატოვა მშრალზე უცნობი მონადირე.

ნადიმი რომ გათავდა, ეშმაკებმა ჯიხვების ძვლების მოგროვება დაიწყეს. მონადირემ დრო იხელთა და ერთ-ერთის ბეჭის ძვალი ჩუმად მდინარეში გადააგდო. მის მაგიერ მასპინძლებმა ხის ბეჭი გამოთალეს, ჩონჩხს ჩაუდგეს და შესძახეს:

„ადეგ, ადეგ, ხეჭეჭაო,
ხისა გიდგავ ბეჭადაო!“

ჯიხვები გაცოცხლდნენ და გაიქცნენ. მეორე დღეს მონადირემ ხისბეჭიანი ჯიხვი მოკლა (8, 42-43).

რაჭული ვარიანტი

მონადირემ ნაწილიანი ჯიხვი მოკლა, ხორცის ნაჭერი ამოჭრა, მწვადი შეწვა და შეჭამა. როდესაც შიმშილი მოიკლა და უკან მოიხედა, დაინახა, რომ მოკლული ჯიხვი გაცოცხლებულა და განზე გარბის. ამ სურათით გაოგნებული მონადირე ჯიხვს დაედევნა.

- ტყუილად მომდევ, სულერთია ვერ მომკლავ,- გამოსძახა უკანმობრუნებულმა ნადირმა მდევარს.

- რატომ?! - მიაყახა ჯიხვს უფრო მეტად გაკვირვებულმა მონადირემ.

- ამირან ბათუყოელს ჰკითხე და ყველაფერს აგიხსნის, - გამოსძახა ჯიხვმა მონადირეს. კაცმა ამირანი მოძებნა, ყველაფერი უამბო და სთხოვა, მისთვის თავისი თავგადასავალი მოეყოლა.

განთქმული მონადირე ვიყავი და ნადირიც ბევრი მყავდა დახოცილი,- დაიწყო ბათუყოელმა თავისი ამბავი. - ერთხელ კარზე ორი კაცი მომადგა და შემატყობინა, რომ ნადირთ ანგელოზი თავისთან მიბარებდა. შეშინებულმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გავბედე და კაცებს უკან მორჩილად გავყევი. ჩემმა მეგზურებმა ერთ გამოქვაბულში მიმიყვანეს. შიგ ლხინი ჰქონდათ გამართული. კაცებმა გამაფრთხილეს, ვიდრე არ განიშნებთ, პური არ ჭამოო.

სუფრასთან მსხდომნი რომ შევათვალიერე, შევამჩნიე, რომ ყველას ნადირთ ანგელოზის გარდა ნადირის სახე ჰქონდა, მხოლოდ ნადირთა გამგებელს ჰქონდა ადამიანის სახე.

- რატომ არაფერს ჭამს ჩვენი სტუმარი? -ჰკითხა ნადირთ ანგელოზმა ჩემზე კაცებს.

- თქვენ წყალობას ელისო, - მოახსენეს ჩემმა მეგზურებმა.

- ერთი ამ ნადირებს გადახედეთ,- მიმართა ნადირთა გამგებელმა კაცებს, - ზოგი მათგანი კოჭლია, ზოგი ბრმა, ზოგიც დაჭრილ-დასახიჩრებული. ყველანი თქვენმა სტუმარმა გააფუჭა.

- მიუხედავად ამისა, მაინც თქვენს წყალობას გამოელის, - მოახსენეს კვლავ ჩემმა მომყოლებმა.

- თუ ასეა, მაშინ ყოველ დილას კარზე თითო ჯიხვი მისდგომოდეს, ეგ კი სანადიროდ არ გამოვიდესო,-აღუთქვა ნადირთ ანგელოზმა ჩემს მეგზურებს, მაგრამ არც ამჯერად ვჭამე პური.

- კარგი, მაშინ დაე თქვენი სტუმრის კარზე ჯიხვთან ერთად ყოველ მესამე დღეს თითო არჩვიც მივიდეს, მიჩუქებიაო, - აღუთქვა ნადირთა გამგებელმა ჩემს მეგზურებს. ამჯერად მისმა სიტყვებმა დამაკმაყოფილა და პური გავტეხე. ნადირთ ანგელოზმა დანაპირები პირნათლად აასრულა. იმ დღიდან მოყოლებული ყოველ დილას კარზე თითო ჯიხვი მომდიოდა, ყოველ მესამე დღეს კი თითო არჩვიო, - დაასრულა ამირან ბათუყოელმა თავისი თავგადასავალი (3, 195).

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, „ხის ბეჭის“ მითი კავკასიის სხვა ხალხთა ზეპირსიტყვიერებაშიც დასტურდება. გამოქვეყნებულია მისი ოსური, სომხური, ჩეჩნური და აფხაზური ვარიანტები. ქვემოთ მოგვყავს შესაბამისი ტექსტები:

ოსური ვარიანტი

მონადირე ჯამბულათს ტყეში შემოაღამდა და დასაძინებლად ხის ქვეშ წამოწვა. შუაღამისას კაცი ლაპარაკის ხმამ გამოაღვიძა. მონადირემ მიაყურადა და დაასკვნა, რომ ხმა ხეთა კენწეროებიდან მოდიოდა. ლაპარაკიდან ჯამბულათმა გაარკვია, რომ ავსათი (ნადირთ პატრონი ოსურ მითოლოგიაში) კადი რუხს-ტყეთა მფარველ წმინდანს ნადიმზე ეპატიჟებოდა.

- კადი რუხს, ძალიან გთხოვ, სტუმრად მეწვიო. ახალშობილი ირემი დავკალი და წვეულებას ვმართავ. სხვა წმინდანებმა კარგა ხანია თავი მოიყარეს, შენღა გვაკლიხარ, - მიმართა ავსათმა კადი რუხსს.

- არ შემიძლია, ავსათი, მონადირე ჯამბულათი მყავს სტუმრად,- იუარა ტყეთა მფარველმა.

- არაუშავს, ეგეც თან წამოიყვანე, ხელს არ შეგვიშლის, - დააიმედა ნადირთ პატრონმა.

წმინდანმა მონადირე გააღვიძა და მასთან ერთად წვეულებაზე მივიდა. ავსათის ჩათვლით ყველა სტუმარმა ადამიანის სახე მიიღო.

მასპინძელმა მთლიანი შველი მოხარშა და შეკრებილებს შესთავაზა. ჭამის დროს სტუმრები ძვლებს ერთ ადგილას აგროვებდნენ, ჯამბულათმა კი საერთო უყურადღებობით ისარგებლა და შვლის ნეკნი მალულად უბეში შეინახა. ნადიმი გათავდა. დანაყრებულმა სტუმრებმა ავსათს გამასპინძლებისთვის მადლობა გადაუხადეს. ნადირთ პატრონმა შეჭმული შვლის ჩონჩხის აღდგენა დაიწყო. ყველა ძვალი დაალაგა, მაგრამ ნეკნს ვერსად მიაგნო. ავსათმა შესანიშნავად იცოდა, რომ ძვალი ჯამბულათმა მოიპარა, მაგრამ სტუმრის შეურაცხყოფას მოერიდა და არ გაუჩხრეკია. დაკარგული ნეკნის მაგიერ ნადირთ პატრონმა ბზის ტოტი მოტეხა, მისგან ჯოხი გამოთალა და შვლის ჩონჩხს ჩაუდგა, შემდეგ მათ-რახის დაკვრით გააცოცხლა. მკვდრეთით აღმდგარმა ნადირმა ტყეს მიაშურა.

დანაყრებული სტუმრები დაიშალნენ. მეორე დღეს ჯამბულათმა შველი მოკლა. გატყავებისას ნადირს ხის ნეკნი აღმოაჩნდა. მონადირე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის შველი იყო, რომლითაც ავსათი სტუმრებს გაუმასპინძლდა (5, 63-66).

ჩეჩნური ვარიანტი

სამი ძმა სანადიროდ წავიდა, მაგრამ იმ დღეს ხელი მოეცარათ. საღამოსთვის ღმერთმა მოწყალება მოიღო და მონადირეებს გარეული თხა გამოუგზავნა. ძმებმა თხა მოკლეს და შინისაკენ გასწიეს. კარგა ხანს მიდიოდნენ ნაცნობ გზაზე. მზე დიდი ხნის გადასული იყო. ცაზე მთვარე ანათებდა, სახლი კი არსად ჩანდა. ახლა კი მიხვდნენ ძმები, რომ მათ ალმასი (მდედრობითი სქესის ბოროტი სული) ამასხარავებდა. უცებ ერთმა ძმამ შორს გამოქვაბული შენიშნა. გახარებული მონადირეები იქითკენ გაეშურნენ ღამის გასათევად. ახლოს რომ მივიდნენ, ძმებს გამოქვაბულიდან სამი ალმასი - ცალთვალა გოლიათი ქალი გამოეგება. მათ დანახვაზე გულგახეთქილი მონადირეები შიშით ადგილზე გაქვავდნენ, მაგრამ მასპინძლებმა დაამშვიდეს და ღამის გასათევად გამოქვაბულში მიიპატიჟეს. ერთ-ერთმა ძმამ ქალებს ვახშმად მოკლული თხა შესთავაზა, მაგრამ მასპინძლებმა იუარეს. დედა ალმასმა თავისი ქალიშვილები ტყეში გაგზავნა ნანადირევის მოსატანად. დები მალე დაბრუნდნენ, თან არჩვი მოიყვანეს. ქალებმა ნადირი დაკლეს, მოხარშეს და ძმები ვახშმად მიიწვიეს, თან გააფრთხილეს, რომ ჭამის დროს ძვლები კი არ გადაეყარათ, არამედ ერთ ადგილას დაეგროვებინათ. ძაქ რაღაც ცუდი ამბავიაძ, - იფიქრეს ძმებმა. ჭამის დროს ერთ-ერთმა მათგანმა მასპინძლებისგან მალულად ბეჭის ძვალი უბეში შეინახა.

ვახშამს რომ მორჩნენ, ქალები ძვლების მოგროვებას შეუდგნენ. ბეჭის გაუჩინარება რომ შენიშნეს, ძმებისთვის სიტყვაც არ უთქვამთ, ისე გამოთალეს ხისგან ახალი, შემდეგ ძვლები ნადირის ტყავში ჩაყარეს და შესძახეს - „არჩვო, ტყეში დაბრუნდი!“ გაცოცხლებული ნადირი ტყეში მიიმალა.

ვახშმობის შემდეგ ქალებმა ძმები გამოქვაბულის წინ მოედანზე მიიწვიეს და მათ პატივსაცემად ცეკვა გამართეს. როკვის დროს გოლიათები ისე მძიმედ ხტოდნენ, რომ მიწას ზანზარი გაჰქონდა. შიშით თავზარდაცემული ძმები ძრწოლით შეჰყურებდნენ, როგორ ტრიალებდნენ მათ წინ ქალები მხრებზე გადაკიდებული ვეება ძუძუებით, ზემოთ აშვერილი ხელებითა და ხარხარით.

ცეკვით რომ გული იჯერეს, ალმასები მიწაზე დაენარცხნენ და ხ**ინვა ამოუშვეს, შეშინებულ მონადირეებს კი დილამდე თვალი არ მოუხუჭავთ.

დილით ძმებმა გოლიათებს გამასპინძლებისთვის მადლობა გადაუხადეს და კვლავ სანადიროდ წავიდნენ. ტყიდან რომ გამოდიოდნენ, წინ არჩვი გადაუხტათ. შუათანა ძმამ ნადირს თოფი ესროლა და მოკლა. მონადირეებმა არჩვი შინ წაიღეს და ცოლებს უბრძანეს, მათთვის საჭმელი მოემზადებინათ. მეზობელ-ნათესავებმა რომ ძმების დაბრუნება შეიტყეს, შინ ეწვივნენ და მათ პურობას შეუერთდნენ. უცბად ჭამის დროს ერთ-ერთმა სტუმარმა ხორციდან ხის ბეჭი ამოაძრო და შეკრებილებს უჩვენა. მის დანახვაზე ძმები მიხვდნენ, რომელ არჩვს წააწყდნენ ნადირობისას და სტუმრებს ყველაფერი უამბეს, შემდეგ ის ბეჭის ძვალი აჩვენეს, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა გუშინ ალმასებთან ვახშმობისას დამალა. ახლა კი მიხვდნენ სტუმრები, ვინც უმასპინძლა ძმებს ტყეში და გახარებულებმა მონადირეებს შინ მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს (6, 265-266).

აფხაზური ვარიანტი

მონადირე გარეულ თხას დაედევნა, მაგრამ ვერ მოკლა. ნადირმა იგი უღრან ტყეში შეიტყუა, სადაც ვეება კოცონს ღმერთები შემოსხდომოდნენ. მათ მონადირე ცეცხლთან მიიპატიჟეს, თხა დაკლეს და სტუმარს ხორცით გაუმასპინძლდნენ. ჭამას რომ მორჩნენ, ღმერთები ძვლების ტყავში ჩაყრას შეუდგნენ. მონადირემ დრო იხელთა და ერთი ძვალი მოიპარა, მის მაგიერ კი ჯოხი დადო (ზოგი ვარი-ანტით დანა).

ძვლების ჩაყრას რომ მორჩნენ, ღმერთებმა დაკლული თხა გააცოცხლეს და იგი ჩვენს მონადირეს მიაკუთვნეს. მეორე დღეს კაცმა მართლაც მოკლა გარეული თხა. ნადირს რომ ატყავებდა, ხორცში ჯოხი (დანა) აღმოაჩინა.

მითის ჩამწერი ცნობილი აფხაზი მეცნიერი ნ. ჯანაშია აღნიშნავს, რომ ანალოგიური თქმულება მეგრულ ზეპირსიტყვიერებაშიც დასტურდება, ოღონდ იქ ნადირთ პატრონის ფუნქციას ტყაშმაფა ასრულებს, ნადირისას კი ტახი (7, 54-55).

სომხური ვარიანტი

აბრაამს სტუმრად უფლის ანგელოზი ეწვია. მასპინძელმა ძვირფასი სტუმრისთვის ხბო დაკლა. ხორცს სუფრაზე რომ აწყობდა, მაგიდას ძროხა მიადგა და ბღავილი მორთო. ამის შემხედვარე ანგელოზმა აბრაამი აიძულა ხბოს ძვლები ტყავზე დაეწყო, რის შედეგადაც პირუტყვი გაცოცხლდა (4, 89).

როგორც ზემოთმოყვანილი ტექსტებიდან ჩანს, „ხის ბეჭის“ კავკასიური ვარიანტები, სომხური, სვანური და ზოგი რაჭული ვარიანტის გამოკლებით, თითქმის არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან - ყველგან სანადიროდ წასული კაცი ნადირთ ღვთაების წვეულებაზე ხვდება, რომელზეც მასპინძელი მონადირეს მის მიერ შეჭმული ნადირით ასაჩუქრებს. მეორე დღეს კაცი მართლაც კლავს ცხოველს, რომლის ძვლებშიც მის მიერ მოპარული ძვლის ხის ანალოგიას პოულობს, როგორც ღვთაების პირუტეხობისა და ძლევამოსილების სიმბოლოს.

ირ. სურგულაძის აზრით, აღნიშნული სიუჟეტი გვაროვნული წყობის პირობებში წარმოიშვა და მიზნად ისახავდა მაგიური რიტუალის საშუალებით ტოტემური, „წმინდა“ ნადირის გამრავლებას (4, 84-104).

ზემოთმოყვანილ მითებს გულდასმით თუ გავეცნობით, ადვილად შევამჩნევთ, რომ ისინი ნადირთ ღვთაების სახის ევოლუციის სხვადასხვა საფეხურს ასახავენ, ამიტომ, საკითხის უფრო ნათლად წარმოსაჩენად, საჭიროა მოკლედ განვიხილოთ ნადირთ პატრონის სახის ევოლუციის საფეხურები.

ნადირობას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებაში. ისევე, როგორც ადამიანის საქმიანობის სხვა დარგებს, ნადირსა და ნადირობასაც საკუთარი ღვთაება მფარველობდა. თავდაპირველად ადამიანს იგი ზოომორფული (ცხოველური) სახით ჰყავდა წარმოდგენილი. ეს იყო ჯიხვი, არჩვი ან ირემი, რომელსაც მისივე ჯიშის სხვა ცხოველებისგან რაიმე განსაკუთრებული ნიშანი - თეთრი ფერი, ოქროს რქები, ცალი რქა ჭრელი ტყავი ან სხვა ამდაგვარი გამოარჩევდა (1, 29).

მატრიარქატის ეპოქაში ნადირთ პატრონის ზოომორფულმა სახემ ანთროპომორფიზაცია (გაადამიანება) განიცადა და ქალის სახე მიიღო. სანადიროდ წასვლის წინ მონადირეები მის სახელზე ლოცვას აღავლენდნენ, ნადირობაში ხელის მომართვას შესთხოვდნენ, იღბლიანობის შემთხვევაში კი ქალღვთაებას აუცილებლად ნანადირევიდან წილს სწირავდნენ.

კავკასიელთა რწმენით, მდედრობითი სქესის ნადირთ პატრონი ახალგაზრდა, ლამაზი, ოქროსთმიანი ქალია. იგი ინტიმურ კავშირს ამყარებს ახალგაზრდა, უცოლო მონადირეებთან და მათ ხორციელ ქალებთან ურთიერთობას უკრძალავს, სამაგიეროდ ნადირობაში იშვიათი იღბლიანობით ასაჩუქრებს. თუ მონადირრემ ნადირთ ღვთაებას ინტიმურ კავშირზე უარი უთხრა, მისი დაღუპვა გარდაუვალია. საქართველოში ქალი ნადირთ პატრონის ყველაზე გამოკვეთილ სახეს სვანური დალი და მეგრული ტყაშმაფა - ტყის მეფე-ქალი წარმოადგენენ. მათი კავკასიური კორელატები არიან: ოსებში ქალი-ხაირაგები, ვაინახებში მდედრობითი სქესის ალმასები, აფხაზებში - მამრობითი სქესის ნადირთ პატრონის - აჟვეფშაას ქალიშვილები (1, 29-64; 91-113). სწორედ ამ - ნადირთ პატრონის განვითარების მეორე საფეხურს ასახავს მეგრული მითი ხის ბეჭზე, რომელშიც მონადირის დამსაჩუქრებლის როლს ტყაშმაფა ასრულებს. მითის განვითარების ეს საფეხური ნამსხ**ევის სახით თუშურ ვარიანტშიც ფიქსირდება, სადაც მონადირეს ადგილის დედა მასპინძლობს. მითის თავდაპირველ ვარიანტში, რა თქმა უნდაა, მის მაგიერ ადგილობრივი ნადირთ პატრონი ქალღვთაება იქნებოდა.

მატრიარქატის პატრიარქატით შეცვლის შედეგად ქალ ნადირთ პატრონს მამაკაცი ნადირთ პატრონი ჩაენაცვლა სატრფოს, ქმრის ან ძმის სახით. ხანგრძლივი დაპირისპირებისა და ბრძოლის შემდეგ მან ნაწილობრივ ან სრულებით გამოდევნა ქალი ნადირთ პატრონის სახე ადამიანის მეხსიერებიდან და გაბატონებული ადგილი დაიკავა. მონადირე ახლა უკვე მას ევედრება ნადირობის წინ იღბლიანობას და მასვე სწირავს წარმატების შემთხვევაში ნანადირევიდან წილს. ასეთები არიან ქართულ მითოლოგიაში ოჩოპინტრე, ანთარი, ანატორი და სხვა (1,32, 74-90, 116-126). მათ კავკასიურ კორელატებს წარმოადგენენ: ოსებთან ავსათი, ვაინახებთან ელტა, აფხაზებთან აჟვეფშაა. ნადირთ პატრონის სახის განვითარების აღნიშნული პატრიარქალური საფეხური ოსურმა მითმა შემოგვინახა, სადაც მონადირის დამსაჩუქრებლის როლში მამაკაცი ნადირთ პატრონი ავსათი გამოდის. მითის თავდაპირველ ვარიანტში, რა თქმა უნდა, ქალი ნადირთ პატრონი ხაირაგი იქნებოდა. ოსებს ავსათი გრძელმათრახიანი კაცის სახით ჰყავდათ წარმოდგენილი. სხვა ღმერთების მსგავსად ისიც ცაში ბინადრობს და დროგამოშვებით მიწაზე ეშვება. ოსთა რწმენით, სწორედ მასზე იყო დამოკიდებული ნანადირევის რაოდენობა, ამიტომ, ღვთაების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, მონადირეები ნადირობის შემდეგ ყოველთვის ტოვებდნენ ავსათისათვის ირმის შიგნეულობას.

ავსათი ყოველ ახალშობილ ირემს კლავს და დაუნაწევრებლად, ტყავიანად ქვაბში აგდებს. ხორცი რომ მოიხარშება, ღვთაება სტუმრებს ნადიმზე ეპატიჟება და შვლის ხორცით უმასპინძლდება. ჭამის დროს სტუმრები ძვლებს არ ამტვრევენ და არც ყრიან, არამედ ერთ ადგილზე აგროვებენ. ხალხი რომ დანაყრდება, ავსათი ძვლებს იმავე რიგზე ალაგებს, როგორც ნადირს სიცოცხლეში ჰქონდა და მათრახის დაკვრით აცოცხლებს მას (5,63).

მამაკაცი ნადირთ ღვთაებები განაგებენ ნადირსა და მონადირეობას აფხაზეთსა და ჩეჩნეთშიც. ესაა ელტა (ჩეჩნებში) და აჟვეფშაა (აფხაზებში). ორივემ სრულებით გამოდევნა ქალი ნადირთ ღვთაება ადამიანთა მეხსიერებიდან და ნადირისა და მონადირეობის ერთადერთ მფარველად დიქცა. ისევე, როგორც ოსებში, აქაც ჩეჩნებსა და აფხაზებსაც სწამდათ, რომ მონადირის იღბლიანობა ნადირობის დროს მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული, ამიტომ, სანადიროდ წასვლის წინ აფხაზი და ჩეჩენი მონადირეები აუცილებლად ლოცვას აღავლენდნენ თავისი ღვთაებებისადმი, ევედრებოდნენ არ დაეფრთხოთ მათთვის ნადირი, იღბლიანი ნადირობის შემდეგ კი მადლიერების ნიშნად ნანადირევიდან წილს სწირავდნენ (6,54; 7, 54-55, 128; 9, 76-87).

პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე გადასვლის შედეგად, წარმართულმა ღვთაებებმა როგორც ხარისხობრივი, ისე ფიზიკური დაკნინება განიცადეს - მრისხანე და ყოვლისშემძლე ნადირთ ღვთაებებიდან ფიზიკურად მახინჯ, ბოროტ, ადამიანებისადმი მტრულად განწყობილ არსებებად იქცნენ. განსაკუთრებით ეს ქართულ და ვაინახურ ზეპირსიტყვიერებას დაეტყო - ლამაზი და ყოფლისშემძლე დალი და ტყაშმაფა საქართველოს ზოგ კუთხეში მახინჯ, საზარელ ალებად იქცნენ, მამაკაცი ნადირთ პატრონები კი - ქაჯებად და ეშმაკებად (1, 114-117). ასეთივე დაკნინება განიცადეს ვაინახურ მითოლოგიაში წარმართულმა ნადირთ პატრონებმა ქრისტიანობისა და ისლამის ზეგავლენით. ქალი ნადირთ ღვთაება, რომლის სახელიც ვაინახურმა ზეპირსიტყვიერებამ ვერ შემოინახა და მამაკაცი ნადირთ პატრონი ელტა ვაინახებში ქრისტიანობისა და ისლამის ზეგავლენით მდედრობითი და მამრობითი სქესის ალმასებად იქცნენ. ორივე მახინჯი, ბალნით დაფარული არსებაა. კაცებს მკერდიდან ნაჯახი მოუჩანთ, ქალებს ვეება ძუძუები მხრებზე აქვთ გადაკიდებული, მწითური თმა კი ერთ ნაწნავად დაწნული. ორივე ბოროტი და ვერაგი არსებაა, ორივეს სძულს ადამიანი და მათთან შეხვედრა ამ უკანასკნელისათვის კარგს არაფერს მოასწავებს (6, 52-53).

ნადირთ პატრონის სახის განვითარების ეს ბოლო საფეხური „ხის ბეჭის“ ვაინახურმა და ქართულმა ვარიანტებმა შემოინახა, სადაც მონადირის დამსაჩუქრებლის როლში ერთ შემთხვევაში ეშმაკები (ქართულში) გამოდიან, მეორე შემთხვევაში (ჩეჩნურში) მდედრობითი სქესის ალმასები.

ქრისტიანობის გაბატონების შემდეგ, „ხის ბეჭმაც“, სხვა მითების მსგავსად, ახლებური გააზრება-გადამუშავება განიცადა და ახალი რელიგიის აგიტაცია-პროპაგანდის სამსახურში ჩადგა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მითის სომხური ვარიანტი, სადაც წარმართი ნადირთ პატრონი უფლის ანგელოზით არის შეცვლილი, რომლის ბრძანებითაც აბრაამი ხბოს აცოცხლებს (4,89).

ამგვარად, ნაშრომში განხილული ხის ბეჭის კავკასიური ვარიანტების მაგალითზე, საშუალება მოგვეცა გვეჩვენებინა ნადირთ პატრონის სახის ევოლუცია მატრიარქატიდან ქრისტიანობამდე. რა თქმა უნდა, განხილული ტექსტები სიუხვითა და თანმიმდევრულობით არ გამოირჩევიან - რაც ერთი ხალხის მითოლოგიაშია შემონახული, დაკარგულია მეორისაში და პირიქით, მაგრამ ისინი ავსებენ ერთმანეთს და საშუალებას იძლევიან ჩვენთვის საინტერესო საკითხი მეტ-ნაკლები სისრულით წარმოვაჩინოთ. მაგ., ქართულ მითოლოგიაში შემონახულია ნადირთ ღვთაების სახის განვითარების მატრიარქალური საფეხური ტყაშმაფას სახით, მაგრამ დაკარგულია პატრიარქალური საფეხური, რომელიც, თავის მხრივ, ოსურმა მითმა შემოინახა. ასევე ქართულ და ჩეჩნურ მითებში მოიპოვება „ხის ბეჭის“ განვითარების ქრისტიანულ-ისლამური საფეხური, რაც ოსურ და აფხაზურ ვარიანტებში დაკარგულია. ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ცხადყოფს კავკასიის ხალხთა ზეპირსიტყვიერებების გენეტიკურ სიახლოვეს.

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 31 2014, 11:19

newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif შედევრია
ავტორი: აკა მორჩილაძე
წყარო:guns.ge

ეს იყო ქვეყანა, სადაც იარაღი დაივიწყეს. ყველანაირი: გრძელი და მოკლე, ბასრი და ბლაგვი, სასროლი და საკაფი, ლამაზი და ულამაზო, ძვირი და იაფი. ყველანაირი დაივიწყეს. ფასი და გემო იარაღისა აქ არავის ესწავლებოდა. უყვარდათ კიდეც. ისიც ნათქვამია, რომ რკინა სწორედ აქ გამოსჭედეს პირველად და ხმლის იერიც აქ მისცეს პირველად.მართალია, იარაღის ჭედვაში ის პირაფთარი ეშმაკეული აზაზელო მონაწილეობს, რადგან, როგორც ამბობენ, სწორედ იმას უსწავლებია კაცთათვის რკინის ხანჯლად ათლა, მაგრამ ვერ წაუხვალ, რომ სადაც ეს მოდგმაა, იქაც – იარაღი, და არა მარტო ნადირ-ფრინველის სახოცად.
აქაც ასე გამოვიდა, რომ კაცის ერთი ხელის გაგრძელება თოხი თუ იყო, მეორისა კიდევ – ხმალ-ხანჯალი და მერე თოფ-დამბაჩეულიც. ასე გამოვიდა. რახან კალამზე მეტათ ხანჯალი აგრძელებდა ხელსა. იმ განთქმული ფოლადობის წარსულს აღარ მოვყვებით. ის შენახულია ძველსა და მეცნიერულს წიგნებში, თუ ვითარ იყო ხალიბობა ძველი დროისა. ახლა არ იქნება, უფრო შთამბეჭდავ განცდით არ მოვიხსენიოთ ის ამბავი, რომ ვერაგმა ნადირ-შაჰმა შემოიხსნა თავისი ხმალი, ღირებული სამას ათას მანეთ სულ წმინდა ოქროთ, მორთული სულ ლალ-იაგუნდითა და აელვარებული დამასკურ თვლებითა და შეაბა გივი ამილახვარს, კაციც შენა ყოფილხარო. შეაბა იმისთვის, რასაც ლექსიც გვეუბნება:
,, შენ, გივო ამილახვარო,
სვიანო, თაღლითიანო,
ხან აქეთა ხარ, ხან იქით,
საითაც ქარნი ქრიანო``.
სად გახლავს ახლა ეს ხმალი დავიწყებული? მითამ დიდი არაფერი იყვეს. მეფის ირაკლის ხმალმუსაიფზე აღარაფერს ვიტყვი, მოგახსენებთ კია იმას, რომ აქა ყოველმა გლეხმა ფრიადოსნურად იცოდა იარაღის მოხმარა, რადგან გლეხი ჯარი იყო და აკი მოგახსენებს ძველი დროების ერთი მწუხარე ქრონისტი, ერთდერთი სწავლა, რომელიც მიიღება ჩვენს თავადობაში, არის სწავლა იარაღის მოხმარებისაო. ვით არ ითქვას, რომე იმ მოხდენილ ლეკურს ბრმა კაცი, ალექსანდრე ყაზბეგი ცეკვავდა თორმეტი ხანჯლით. ბრმა იყო, სათვალეს არა კადრულობდა, ისე აიქნევდა და დაიქნევდა თორმეტ ხანჯალს ცეკვა-ჩოქვისას, რომ ერთხელაც არ დაუსვია ფეხის ცერში. მეტი რაღა გინდა, უხანჯლოდ ქუჩაში გამოსული კაცი ვის ენახა? უთოფიარაღო გლეხკაცი ყანაში გაჩერდებოდა?ლეკი მოსულიყო ვინმე... ახლა პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი როგორ ცეკვავდა რევოლვერების სროლა-სროლით.ერთიც არ მოურტყია ვინმესთვის. ამ ჩუბინობით იმის თქმა გამოდის, რომ იარაღისა ყველამ ყველაფერი იცოდა. ყოველი კაცი გაშინაურებოდა მას, ოღონდ არა სულელურად, არამედ ცოდნით და ტყუილად არავინ გამოაცდენდა. აი, ანდაზაც: ფრთხილად, ეშმაკის მოგონილიაო. სცოდნოდათ აზაზელოს ამბავი.
იყო ერთი პოლკოვნიკი გარდაფხაძე, ბაბუაჩემს ემსახურა იმასთან ჯარში. დაადებდა დენშჩიკს თავზე ვაშლს, წამოვიდოდა ორმოც ნაბიჯზე და დაახლიდა. თქვენ იხარეთ ას წელიწადს, მას არც მაღლა მოსვლია ოდესმე და არც დაბლა, განზე ხომ – არა და არა. ერთი იყო, აწყენინებდა დენშჩიკიო, კვერცხს დაადებდა და ასე დასჯიდაო. აბა, ახლა მოვიდეს ვინმე და ისე ამოაძროს ხანჯალი ქარქაშიდან, ხელი არ გაიჭრას. დაივიწყეს და იმიტომ.
გრძელი ხმალი მაინცდამაინც არ იყო ვაჟკაცობის ნიშანი. ერთ ფიცხელ ომში მეფე ერეკლეს დაუნახავს, რომ ერთი რომელიღაც აზნაური განზე მიმდგარა და დაუძახია, ბიჭო, რას ამთქნარებო. მოკლე ხმალი მაქ, ბატონოო, უპასუხია იმას. ფეხი წინ წადგი და დაგრძელდებაო, ურჩევია პატარა კახსა.
აბა, იარაღის მოხმარების ამბავი არ იყო, რომ კონსტანტინე დადეშქელიანმა ერთი დამბაჩითა და ხანჯლით გამოიარა მთელი ქუთაისის გუბერნატორის სასახლე, მოჰკლა გუბერნატორიც, იმისი ხალხიც და მთელი ქალაქი გადაირბინა? იყო, გახლდათ. ყოველს სახლში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას იარაღი ეკიდა იმ ლამაზ ხალიჩაზე. ისეთი კოხტა საცქერი იყო, ისეთი კოხტა და შინაური რამ გამოდიოდა, ახლა ვეღარავის დააჯერებ.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც მობრძანდა ახალი მთავრობა, რომელმაც, დიახაც, იცოდა, რომ ომში გამარჯვებას კარგა ხანია, აღარ გადასწყვეტს მხოლოდ იარაღის მოხდენილად ტრიალი და ნიშანში სროლა, არამედ ათასი სხვაც. ეს იყო წითელი მთავრობა, რომელმაც თოფ-იარაღს დაუდგინა საზღვრები. იმან, უბრალოდ, აკრძალა იარაღი. ხმალი დაუტოვა მხოლოდ სააღლუმე ჯარს ქუჩაზე ჩამოსავლელად, ხანჯალი – მხოლოდ ეროვნულ ცეკვა-თამაშობათა გუნდებს, ტყვიის სასროლი კი ყოველნაირად აკრძალა, მხოლოდ ჯარს და მონადირეს დაუტოვა. თუ ადრე ხალიჩაზე მიეკიდათ, ახლა დასამალი შეიქნა და დამალული ვის უყვარს, ყოველმხრივ ცხადია. და დარჩა დამბაჩეული მხოლოდ ავაზაკთა და იმათ მდევართა ხელში, ხალხი კი დარჩა განზე. გასროლამ გააჩინა შიში. თოფი ცხრაკლიტულში ჩაიდო. ყველას გადაავიწყდა იარაღი და თუკი გაახსენდებოდა ვინმეს, მხოლოდ ჟრუანტელით. დაირბენდა ჟრუანტელი საზიზღარი. დეკემბრის ქარივით, ცივათ. იმიტომ, რომ იარაღით ხალხს ხ**ეტდნენ. ბაახ – და აღარ იყო კაცი.
გაჰქრა ხელობა მეხანჯლისა, გაჰქრა სევადიანიც და უსევადოც. იმის ადგილი დაიჭირა ყოვლად საზიზღარმა ჯიბის დანებმა, რომელთა ტარისაგანაც ისე გამოსრიალდებოდა პირი, როგორც ენას გამოასრიალებს ხოლმე გველი.
და ერთხელაც დაიწყო დიდი გამოძრავება და ალაყაფნი როდესაც გამოხსნეს, ხოლო ის ძველი და ამკრძალავი ქვეყანა დაინგრა, გამოჩნდა იარაღიც.
ის ნაწყენი, ხორკლიანი და გაუხეშებული ბრძანდებოდა. ასე დაემართება ხოლმე ყოველს, როცა დაივიწყებენ. ხოლო ადამიანებმა კი აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ თავიანთი ხელების ერთ-ერთს ძველს გაგრძელებას. იარაღი იოლად მოვიდა ამათთან. გამოჰკრავდი და ისროდა. შურს იძიებდა დავიწყების გამო, იმიტომ, რომ არ გახლავს იოლი ვინმე თუ რამე. დამიზნების ხერხიც აღარავინ იცოდა და დამიზნების საჭიროებასაც არავინ ხედავდა. იარაღს კი უხაროდა, რომ ამდენი ხნის დავიწყებული ვიღაცის ხელში იყო და იმ ხელს გამოცდილება და შინაურობა არ ეტყობოდა. იმ ხელში, აბა, რამდენს გაბედავდა. და ბედავდა, ვინ გააჩერებდა. თვითონ იცოდა ხელის ამბავი, ხელმა კი არაფერი იცოდა მისი. ამიტომაც ისროდა ესა და ხვდებოდა ყველას, ვისაც წარმოიდგენდა და ვერ წარმოიდგენდა. იაფობა იყო სროლისა. აბა, ამდენი ხნის დაგროვილზე ვინ დაუთვლიდა. ყურიც მიეჩვია და თვალიც, ოღონდ კი ხელი – ვეღარ. უჭირდა და უჭირდა. ესეც ეომებოდა, არ უთმობდა. გრძნობდა, რომ ხელი ჩარბილებულიყო და ჩაოფლილიყო. ჩაოფლილი ხელი კი, აბა, როგორ აჯობებს ფოლადსა და სიკვდილს? აბა, სადღა იყო ის ხმელი ხელები, რომ მოსჭიდებდა რქებში და თავის ჭკუაზე მომართავდა, ვითარცა ბუღას. შეიყვარეს, მაგრამ უცოდინრათ. ეგრე იცის დავიწყებულმა

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 13 2014, 18:39

წყარო: guns.ge
ნადირობა-გარისობა



“იცია, ირაობასა ქოჩობაც თანა მოჰყვება,
მაშინდელს ნადირობასა სულ წვრილად ვინღა მოჰყვება.”
არჩილ მეფე

მოვარჯიშეთა ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ბუნებრივ პირობებთან შეგუება, ლაშქრობა, სენთი (ორიენტირება), ბანაკად დგომა, საკვებისა და სამკურნალო მცენარეების მოპოვება და ა.შ.

ამ მიმართულებას ვუწოდეთ გარისობა. დამუშავდა შესაბამისი ტერმინოლოგიაც, რომელიც რამდენიმე ჯგუფისგან შედგება და ასევე გამოსადეგია მონადირეთათვის.

გარისობის მიმართულებით მუშაობს ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევართა ჯგუფი არჩილ გოგალაძისა და ბექა ოტიაშვილის თავკაცობით.

საერთოდ ნადირობა, გარდა ყოფითი დანიშნულებისა, იმთავითვე ფიზიკური აღზრდის ერთ–ერთი უმთავრესი შემადგენელი იყო და ეს არაერთი წყაროთია დადასტურებული.

თრიალეთის მცირე ხრამის კლდის მხატვრობის ერთი ნაწილი ნადირობის სცენებს ასახავს. ყველა ნახატში ხაზგასმულია, რომ ნადირობაში მთავარია არა დევნა ან მონადირება, ან უშუალოდ სანადირო იარაღი, არამედ წინასანადირო რიტუალი.

კომპოზიციის ძირითადი ფიგურაა მონადირე ხელში სახრით, იმდროინდელი სარიტუალო იარაღით, ხოლო მშვილდ–ისარი იქვე გვერდითაა გამოსახული.

ნადირობის თვალსაზრისით ასევე ძალზე საინტერესოა ბადით შეპყრობილი ირმისა და ცხენის გამოსახულებანი, რაც ამ ტოტემური ცხოველების მონადირის მიერ ფლობის ნიშანია და მონადირეში ქურუმის ფუნქციის აღმოცენებაზე მეტყველებს.

ამ პეტროგლიფთაგან ყველაზე უხნესი მეზოლითის ხანისაა (ძ.წ. XII–IX ათასწლეულები).

არქანჯელო ლამბერტი (”სამეგრელოს აღწერა”) მოგვითხრობს, რომ ნადირობა “მეგრელთა უმთავრესი საქმიანობაა და მას ყოველი წოდებისა და მდგომარეობის მეგრელი ეტანებაო” და იქვე მოჰყავს მეგრული ანდაზა – “ბედნიერი ის არის, ვისაც ჰყავს კარგი ცხენი, უკეთესი ძაღლი და საუკეთესო მიმინოო”.

ნადირობაში მონაწილეობა ფეოდალურ საქართველოში ვასალური მოვალეობა იყო. ა. რობაქიძის აზრით “ნადირობის გასამხედროებული ბუნება უდავო ფაქტად გვეხატება”.

საინტერესოა ისიც, რომ ასეთ ნადირობაზე გამომსვლელნი სადროშოებად იყვნენ დაყოფილნი.

ივანე სურგულაძე “დასტურლამალის” კვლევისას ამბობს: – “ნადირობა აქ ისეა აღწერილი, როგორც ლაშქრობა: ჯარის გამოძახება, მისი სადროშოდ დაყოფა, სწორად სიარული ნადირობის წინ და სხვა”.

ზერელედ განათლებულ მავანთაგან გვსმენია – ქვეყანა თავს გვექცეოდა და ამ დროს მეფეები პოემებსა წერდნენ ნადირობასა და დროსტარებაზეო.

ამ დროს კი ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს ვახტანგ VI–ის დამოკიდებულება ხალხის მიერ ერთხელ მიგნებული ხერხისა და წლობით დაგროვილი ცოდნის მიმართ. ამის ნათელი მაგალითია ეს მცირე ჩანაწერი:

– “მუხის ფითრი მარიამობის თვეში დაკრიფე, რომელიც მკუხე იყოს. დაჭყლიტე, მერე წყალში ჩასდევ, იმაში კარგად ჭყლიტე, დააცალე. მერმე გარდასწურე. რაც ძირს დარჩეს, ან 10 – 12 წვეთი ზეთისხილის ზეთი, ან თაფლი დაასხი. მერე ალვახაზივით რა ზეთი გაერიოს და კარგად აიზილოს, ერთ ქილაში ჩადევ. როდესაც გინდოდეს, ჩხირებზედ წაუსვი, ქანდარებად გააწყევ ასეთ ადგილას, ფრინველი შესხდეს. რაც ფრინველი ან შეჯდება, ან ფრთას შეახებს – ვერსად წაუვა, დაიჭერს”.

მეფე თეიმურაზ ნადირობას მიმართულებებად ახარისხებს – “აქა ისრით ნადირობის თქმა”, “აქა ქორისა და მიმინოს ნადირობის ამბავი”, “აქა თევზის ნადირობის ამბავი” და სხვანი.

არჩილ მეფემ კი, ნადირობის აღწერით, არა მარტო უდიდესი ცოდნა შემოუნახა შთამომავლობას, არამედ კიდევ ერთხელ წამოსწია ომებსშუა განუწყვეტელი ვარჯიშის მნიშვნელობა და ყმაწვილთა აღზრდის საგანგებო ზნედ დასახა.

ივანე ჯავახიშვილის აზრით (”საქართველოს ეკონომიური ისტორია”) სანადირო ბეგარა დაკავშირებული იყო სამხედრო ბეგარასთან: – “ნადირობას მარტო კერძო გასართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო და ბეგარასავით სამხედრო ვალდებულებას წარმოადგენდა”.

“იმერეთის მეფემ ალექსანდრე II–მ დაიმორჩილნა დადიან–გურიელნი და მთავარნი სხვანი ლაშქრობათა, ნადირობათა და მეფედ მათთა ხმობითა მსახურებათათა”– აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი.

ვახტანგ VI–ს გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოსათვის შეუწირავს 3 სოფელი, ოღონდ – “ლაშქარსა და ნადირობასა გვეახლებოდნენ”–ო, ანუ სრული თარხნობა იმიტომ არ მივეცით, რომ “ლაშქრობა ქვეყნის სიმაგრე არის და ნადირობა – ლაშქრობის მასწავლებელი”.

იმერეთშიც ასევეა: ბაგრატ მეფემ გელათს შესწირა სოფელი ნავენახევი “ხელშეუვალად და განთავისუფლებით, თვინიერ ნადირობასა კიდე და ნადირის ჯერგად ნუ დაგვაკლდებიანო”.

ნადირობის სამხედრო ბუნებაზე ნათლად მეტყველებს ფარსადან გორგიჯანისძის ეს ფრაზაც: “მას ჟამსა, ოდეს მეფემა როსტომ რომ სანადიროდ გაილაშქრა”…

ნ. ურბნელის თქმით “ძველ დროში ახალწელიწადს ვაჟკაცობის იერი ედო და მაღალი წოდებაც ამ დღესასწაულს ისე მიეგებებოდა ხოლმე, თითქოს საომარი დღეაო, საომარი ვარჯიშობაო… საახალწლო დღეობის სულსა და გულს ნადირობა შეადგენდა”.

ასეთი სულისკვეთება სულ რაღაც საუკუნენახევრის წინ მეფობდა ჩვენში.

” კავკასიის სადარი, ვგონებ, არ არსებობს სხვა მხარე, სადაც ნადირობა ესოდენ იყოს განვითარებული და სადაც ამდენი საოცარი ნაირსახეობით იყოს წარმოდგენილი, დაწყებული ყველაზე მარტივითა და უაღრესად სრულყოფილი ხერხებით დამთავრებული” – განცვიფრებით აღნიშნავს 1900 წელს დასტამბული “კავკასიური ნადირობანი”–ს ავტორი ა. კალინოვსკი წიგნის შესავალში.

ეს თემაც ცალკე და განსაკუთრებული შესწავლის საგანია. ამავე დროს, რაკიღა ნადირობის კულტურაში რაიმე საგანგებო წყვეტას ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოა, რომ არაერთი საინტერესო მასალის მოძიებაა კიდევ შესაძლებელი. საჭაშნიკოდ მოვიტანოთ რამდენიმე მათგანი:

ნადირობის მოყვარულის გივი ბადაშვილის გადმოცემით ნანადირევის შესანახად გამოიყენება შემდეგი ხერხი: ნანადირევი უნდა შეიტანო თოვლის ჩამონაზვავში მდინარის ან ნაკადულის მიერ გაჭრილ გვირაბში იმ სიღრმეზე, რომ მზის სხივი ვერ მისწვდეს. ინახება დიდხანს და, რაც მთავარია, არ ეკარება მწერი და ნადირი.

ასევე საინტერესოა გადმოცემა იმის შესახებ, რომ სახლიდან შორს გასული მთიელები გათოშვისგან თავდასაცავად სამოსსშუა ნამჯას იფენდნენ.

გასული საუკუნის დასაწყისში ჩაწერილი ფერეიდნული სანადიროდ გასვლა: “საღომის სადაცღა რო მაგარ ტინებჩი დალაგდეს თხები, იმ ღამით ადგებიან და შაატყობინებენ ერთმანეთს. დაქუჩდებიან ერთგანა ჩუმ ჩუმადა, რო ხმა არ ავიდეს თაჩი.

ნამაი ქეჩის ქულაჯებს ჩაიცმენ და ფაითმანგებს დაიხოვენ ფეხებზე, ჯულის ქალმნებს ჩაიცმენ (ტუმარა – ქეჩა რაქთენი პირი და ემისი ქალამანია), ნამა დაიკოლთებიან და ფაიშამზე წავლენ თასათი”.

ნაწყვეტი გიორგი ბოჭორიძის წიგნიდან “თუშეთი”: “ძუის მახე – კვერნის დასაჭერი მახეა. აკეთებენ ადგილობრივ: დაგრეხავენ ძუას, გააკეთებენ ხის გირკალს (კირკალი, ანუ მოხრილი ხე), დააბამენ ქვაზე. ძუას იმ გირკალში შუაზე გაუკეთებენ შატით (ყულფით). მერმე ხეს გადასდებენ წყალზე.

გირკალს, ქვასა და ძუას ერთად შეაერთებენ, დასდებენ ამათ გადებულ ხეზე. კვერნა წყალზე რომ გადავიდეს, უეჭველად იმ გირკალში უნდა გაძვრეს. გაძრომისას თავს ძუაში გაჰყოფს და თან გაიტანს. ქვა დატოკდება, წყალში გადავარდება და კვერნას თან გადაიყოლებს. პატრონი დამხრჩვალ კვერნას ამოიღებს.”

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 27 2014, 13:55

პოეზიაც თუ შეიძლება ამ თემაში. თან თვითონ კითხულობს ავტორი და კითხვით არ დაგღლით.


პოსტის ავტორი: assassin29 Oct 30 2014, 10:01

საინტერესო შეხედულებაა

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს ერთ-ერთი ამერიკული გაზეთიდან, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კითხვა დაუსვა ინდიელთა ტომის ბელადს- თუ რას ფიქრობდა ის თეთრკანიანი ადამიანების შესახებ. ამ კითხვაზე მან მრავლისმთქმელი და ბრძნული პასუხი მიიღო:
რა თქვა ინდიელთა ტომის ბელადმა თეთრკანიანი ადამიანების შესახებ.

"აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინდიელთა ტომის უხუცეს ბელადს, რომლის სახელია "ორი არწივი", კითხვა შემდეგნაირად დაუსვა: "თქვენ აკვირდებით თეთრი ადამიანების ცხოვრებას და მოღვაწეობას უკვე 90 წელი, თქვენ გინახავთ მათი ომები და ტექნოლოგიური მიღწევები, თქვენ ნახეთ მათი წინსვლა და ზარალი, რომელიც მათ ერთმანეთს მიაყენეს". ბელადმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

მაშინ ხელისუფლების წარმომადგენელმა ჰკითხა: "რომ გავითვალისწინოთ ყველა ეს მოვლენა, თქვენი აზრით, რაში შეცდნენ თეთრი ადამიანები? სად აირჩიეს მათ არასწორი მიმართულება?"

ბელადმა შეხედა თეთრ ადამიანს და უპასუხა:

"როცა თეთრმა ადამიანმა იპოვა მიწა, ის ინდიელებს ეკუთვნოდა, არ იყო გადასახადები, არ იყო ვალები, წავებით და კამეჩებით სავსე იყო მინდვრები, წყალი იყო სუფთა და საკვები უამრავი. ქალები აკეთებდნენ ოჯახის საქმეს, ექიმები არ იღებდნენ ფულს. ინდიელი მამაკაცები მთელ დღეს ნადირობაში ატარებდნენ, ხოლო ღამით თავიანთ ცოლებს ეფერებოდნენ".

შემდეგ ბელადმა თავი უკან გადასწია, გაიღიმა და დაამატა:

"მხოლოდ თეთრი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად სულელი, რომ იფიქროს ამაზე უკეთესი სისტემის შექმნაზე".

წყარო: bazieri.ge

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 30 2014, 14:50

კომუნიზმში უცხოვრიათ ინდილელებს.

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 12 2015, 12:28

დიდი ხანია აქ არაფერი დამიმატებია
მოკლედ გთავაზობთ პატარა მოთხრობას, ჩემი ლექტორის, საუკეთესო ღვინოთმცოდნის და ძალიან კარგი ადამიანის, გიორგი ბარისაშვილის წიგნიდან "ბუხრისპირული"
ისიამოვნეთ
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: achiko-l Sep 17 2015, 11:57

assassin29
ჩემი მეზობელია გიორგი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 17 2015, 12:21

achiko-l
newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 17 2015, 14:14

გულში ჩამწდომი მოთხრობაა . ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება small3d018.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 17 2015, 14:19

უიარაღო
სხვებიც დავდო? კარგი მოთხრობები წერია ოღონდ ყველა ნადირობაზეე არაა
ისე თუ გურჯაანისკენ მოხვდებით შემომირბინეთ და წიგნსაც გათხოვებთ

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 17 2015, 15:55

ციტატა(assassin29 @ Sep 17 2015, 15:19) *
უიარაღო
სხვებიც დავდო? კარგი მოთხრობები წერია ოღონდ ყველა ნადირობაზეე არაა
ისე თუ გურჯაანისკენ მოხვდებით შემომირბინეთ და წიგნსაც გათხოვებთ

მოვხვდები რას ქვია. ყოველ დღე აქ არ ვარ D.gif . აქ ვმუშაობ. დადე რაც არის საინტერესო. საჩვენო მარტო ნადირობის თემას ხომ არ გულისხმობს.

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 19 2016, 02:18

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 19 2016, 08:04

ალფონს დოდე "ტარტარენ ტარასკონელი" small3d018.gif ბავშვობაში მაქვს წაკითხული მაგარია ძალიან.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 20 2016, 14:36

კარგი ნაწარმოებია...

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 29 2016, 21:31

აბა ძმებო დიდი ხანია აქ არაფერი დამიდია მაგრამ შედევრით ვბრუნდებით
ავტორი თედო რაზიკაშვილი
მონადირე
წყარო: wikisource.org

მონადირე
ხევსური შიშია განთქმულ მონადირედ ითვლებოდა. იმისი გაუვალი მთა აღარსად იყო. გუდამაყრის ჩონჩხები, ხევსურეთის მთების კუდები და თვით გერგეტიც მოვლილი ჰქონდა. იმისგან შეწირული ჯიხვისა და კლდის ვაცის ადლიანი რქები ხახმატისა და გუდანისჯვრის იფნებზე ეკიდა და სალუდე ყორის კედლებზე იყო ჩამწკრივებული. ეს ხატისათვის მირთმეული ძღვენი იყო მადლობის ნიშნად და ქრთამადაც შიშიასაგან, რომ საკვლაოდაც მოემართა ხელი. ერთი “არწივისმაღალი” ჰქონდა გულში ჯავრად ჩაყოლილი. იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდან შესცქეროდნენ ხევსურები შურითა. იმის წვერზე აუარებელი იარაღი და ზინათი ეგულებოდათ, არწივებისაგან მიზიდული. იქა ბუდობდნენ ეს მთის ამაყი შვილებიც და ბარტყებსაც იქა ზრდიდნენ გულმოსვენებულები, რომ კაცი იქ ვერ მიუდგებოდა. აქ იყო იმათი სასხდომი და სალხინო ადგილი. იქიდან დასცქეროდნენ მთელს ხევსურეთს და ხევ-გუდამაყარს ამაყი თვალით და ათვალიერებდნენ თავის საკბილო ლუკმასა.
“არწივისმაღალმა” თოვლი არ იცოდა, რადგან ზედ იმდენი სწორე ადგილი არ მოიპოვებოდა, რომ თოვლი დაედო და დამრჩალიყო. მთის ძლიერი ქარი ხელად გადაფხეკდა თოვლს და რაც დარჩებოდა, იმასაც მზის სხივები ჩამოადნობდნენ ხოლმე, ჯერ ლოლუებად დაეკიდებოდა და მერე კლდის ნაპრალებში იკარგებოდა. ქვებში ამომძვრალი ქუჩი აღარა კვდებოდა, ზღარბივით ეყუნტა კლდის ნახეთქებში. შავი ქვები არწივებისა და სვავების სკინტლით იყო თეთრად ჩამოთხაპნული. ეს იყო ადამიანის ფეხისგან შეულახველი ადგილი და ბევრ ხევსურის ვაჟსაც ენატრებოდა იქ ასვლა. იცოდნენ რომ იმისთანა ვაჟზე ხევსურის ქალებიც კი ლექსს გამოსთქვამდნენ. იმისი ქების ხმა მთელ მთას შემოივლიდა და მერე შვილიშვილს გადაეცემოდა.
შიშიას ბევრჯერ ეჩვენებოდა სიზმარში “არწივისმაღალი”, ოცნებობდა, როცა ის იქ ავიდოდა, როგორ აიშლებოდნენ არწივები და შეშინებულები თავზე დაუწყებდნენ ტრიალს და ყეფას. როგორ იპოვიდა იქ უპატრონოდ დახოცილ ვაჟკაცების იარაღსა და მარჯნებს, ფრინველებისაგან ატანილსა. ქვემოთ კი “არწივისმაღალის” კალთები და ხევები სავსე იყო თოვლით და მისდღეში დაუდნობელი ყინულით. კლდის ვაცი და ჯიხვიც აქაური განთქმული იყო.

მზე ამოსული იყო, როცა შიშია “არწივისმაღლის” კალთას შეუდგა. თოვლის ცქერით თვალები სტკიოდა და ცისარტყელასავით წითელ-ყვითელი ელანდებოდა. ზვავი მდნარიყო და რამდენიც ძირს დაეწია, იმდენი ჩამოეფხოჭნა კლდეებიდან ისეც მცირე მიწა და სილა და ატალახებულ თოვლზე ჭუჭყად იდო. სადაც ან ხის ნაკოდალი (ნარიყი) ან ქვა, ან ზვავისგან მოგლეჯილი ქუჩი დაცემულიყო ზვავზე, - თოვლში ჩაფლულიყო, თოვლი შემოეჭამა ირგვლივ, თითქოს ცეცხლს მჩვარი ამოუწვავსო. ზოგან ჩახ**ეტილიყო კიდეც და შიგ მღვრიე ქვიშიან-ტალახიანი აქაფებული მდინარე ჩაქუხდა ბნელ ჯურღმულში, მზეთუნახავი. სადაც მოესწრო დედამიწას თოვლისგან განთავისუფლება, თავყვითელა ყვავილს და დათვის ტერეფას ამოეყოთ თავი. ბუერასაც გაეღვიძნა და თავის მწვანე ქათიბს მზეს უცხუნებდა. ზაფხულის მზე სიცოცხლეს უხვად აძლევდა. საღამოთი ცარიელი მოტვლეპილი ადგილი, მეორე დღეს საამურად ჰყვაოდა.
შიშია ზვავს მოერიდა, გაღმა გავიდა. საშიში იყო ზვავი ზაფხულში! გარედან მზისგან შეჭმული და შიგნიდან წყლისგან ადვილად ჩაიმზღვლეოდა და კაცსაც თან ჩაიტანდა სამუდამოდ. ზვავზე ჯიხვების ნავალი მრავლად იყო. ეტყობოდა წყლის დასალევად აქ ევლოთ ზევიდან. ზაფხულისგან შეშინებულებს ზევით აეწიათ, რაკი ზვავები შრებოდა, ნაზვავრებში ნოყლა ბალახი ჩნდებოდა და არცა ცხელოდა.
კაი დიდი ფარა ჩანდა. ნავალზე ეტყობოდა, რომ ციკნებიც ბლომად ერია ფარაში და ჯარჯიხვებიც. შიშია გულიანად ათვალიერებდა ამ ნაფეხურებს. ერთი ნაფეხური ყველაზე დიდი იყო, სწორედ მოზვრის ტოლა ფეხი იქნებოდა. ყველას ნავალს სჭყ**ტდა, ეტყობოდა, უკან მისდევდა ფარას, რადგან ან ფარას ჰპატრონობდა, ან სიმძიმით სიარული უჭირდა.
შიშიას გულმა ფთხრიალი დაუწყო. შურით ჩასცქეროდა ჯიხვების ნავალს. გული უსივდებოდა, რომ ამდენი ნადირი აქ თავისუფლად დაიარებოდა; შიშია კი იმათი მძებნელი ზვავზე ქერის ჯინჯილასა და არაჟანმოხდილი ძროხის რძისგან ამოწურულ კურსა (ყველსა) ხრავდა. ათასიც რომ ყოფილიყო, თუკი როგორმე შესძლებდა, სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიც ძლივს წაეღო სახლში. საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე. თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან იმათი ლაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ ვერსად წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი უნდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ და თავისუფლები.
ვინ არ მისტანებიხართ დასაჭერად ოთახში შემოფრენილ ჩიტს, რომელიც თავგადაკლული ეძებს გასასვლელ გზას და ხან ერთი სარკმლის მინას დაეტაკება თავით, ხან მეორესას, მანამ უგონოდ ძირს, სარკმლის ფიცარზე არ ჩამოვარდება თავგატეხილი. საწყალი კვნესის, სულს ჰლევს და თან კიდევ შიშით თრთის. შენ ხელში იყვან საჩქაროდ და ერთ წამს მაინც სიამოვნებასა გრძნობ, რომ ამ თავისუფალმა ფრინველმაც იგემა მონობის სიმწარე.
თავისუფლების შემფრფინავნი იმავე თავისუფლების დაუძინებელი მტრები ვართ.
შიშიამ შეჭამა ხელისტოლა პური, თოფს ფალია უნახა, დანარჩენი საგძალი ისევ შოლტაში (მელოტი გუდა) ჩააწყო და მგელივით ჯიხვების კვალს გაჰყვა.
ზვავი გამოილია და ქვიშიან ფერდას შეუდგა. წვრილი და შავი სიფრიფანა ბრჭყვიალა სიპების ნამტვრევებისაგან შემდგარი ქვიშა ფეხქვეშ არა დგებოდა, ელდასავით აქეთ-იქით ძვრებოდა. ფეხი შიგ ღრმად ეფლობოდა და ძალიან გამოცდილი მოსიარულე უნდა ყოფილიყო, რომ ისე მოესწრო ფეხის გადადგმა, სანამ ქვიშა გაშლას მოასწრობდა. შიშიაც სწორედ ასეთი იყო! ისე ოდნავ ადგამდა ფეხს, რომ ქვიშა მხოლოდ მაშინ დაიძვროდა, როცა იმას ფეხი კიდეც ჰქონდა გადადგმული და თოფის წამალივით იწყობდა ქვემოთკენ ზვავით დენას წკრიალით. ძირში წმინდა სილა იყო მოქცეული, ზემოდან უფრო მომსხო კენჭები და სიფრიფანა სიპები მისლიკინებდნენ. ყველანი ერთად მზეზე გიშერივით საამურად ბრჭყვინავდა. ხანდახან ჯიხვისგან დაგორებული ქვაც გაახმიანებდა არემარეს. ამ დროს შიშიას დიდი სიფრთხილე ემართა, რომ ქვას არ გაეტანა. უნდა წამოხურულ ლოდებსა მოჰკროდა ქვემოდან, ან სხვა მხარეს გაქცეულიყო.
მიდიოდა შიშია. ის საამურად მბრჭყინავი სილა, ის კლდეები, ის მკვდარი ბუმბერაზები, ის საბღოტი კინჭუხები, ბალახბულახით მორთული, იმას სულ თავის მტრებად მიაჩნდა. ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული, შიშია რომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა.
მიდიოდა შიშია როგორც ფრთხილი ვეფხვი, როგორც კატა ფრინველს ეპარება ხოლმე; დიდი სიფრთხილით მიცოცავდა სულ მაღლა და მაღლა. კლდის თავზე, ერთგან პატარა ბუსნო იყო, იქ დაჯდა. სული მოითქვა. ერთი ვიწრო ხევი კიდევ ჰქონდა გასასვლელი და მერე “არწივისმაღლის” ჩონჩხი იყო აყაყული უზარმაზარი მატურივით.
აგერ ჯიხვების ფარაც, კლდეებში მოდებული! ციკნებიც კი გარკვევით ჩანდა, რომ ეკრობოდნენ დედებს და მუცელქვეშ უძვრებოდნენ. სხვები ზოგი ჭიდაობდა, ზოგი კლდიდან კლდეზე ხტოდა. კინჭუხის თავზე შემხტარი პატარა ვაცუნა, ცერისტოლა რქიანი, დაცინვით ჩასცქეროდა თავის ძირსდარჩენილ ამხანაგებს, რომელთაც სწრაფად ვერ მოესწროთ ამხანაგთან ერთად მაღლა შეხტომა და თვითონაც ისევ ძირს აპირებდა გადაშვებას. სხვას კიდევ ძუძუ უნდოდა, დედას დასდევდა, დედაც ხან გაექცეოდა, ხან მოუბრუნდებოდა, სჩხვერდა და იქით აგდებდა. შვილი მაინც თავისას არ იშლიდა. უკანა ლაჯებიდან უყოფდა ცხვირსა. სხვა ჯიხვები ზოგი იწვა, ზოგი იქექებოდა, ზოგიც ქვებში ამომძვრალს გერმასავით რბილ ბალახს სწიწკნიდა.
არხეინად იყო ამ მთის შვილების ფარა, მაძღარი, მხიარული, თავისუფალი. არც უბინაობისა ეშინოდათ და არც ზამთარში გამოკვების გულისათვის ვისმე ბოსელში სურდათ თავის დაბმა. ზაფხულში შურთხისგან ბუდედ შეტანილი ბალახი ზამთარში ჯიხვს კაი სამსახურს უწევდა.
შიშია თვალით ზომავდა მანძილს, მიაწევდა ჯიხვებამდე ამისი ხირიმის ტყვია, თუ ვერა. კანკალმა აიტანა. თოფს რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ორი ხელით ბღუჯავდა, თითქოს ეშინიან, ხელიდან არ გამივარდესო.
თოვლი თოვს, ჯიხვი ფეხს უცემს, -
გულს გიგლის მონადირეო!
- ვერ დაგკარ თოფი, ტიალო,
სისხლი ვერ გაგადინეო;
ვერ გადმოგაგდე კლდეზედა,
რქებზე ვერ დაგაბჯინეო!
მოაგონდა ფშაველების ეს ლექსი შიშიას. ცხადად წარმოიდგინა მონადირის სულისკვეთება, როცა ერთმანეთისგან მანძილით დაშორებული მონადირე და ჯიხვი ერთმანეთს გასცქერიან. ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: რას მერჩი, რას გიჭამ, რას გტაცებ? რისთვის მდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც. შენს გამოსადეგ მინდვრებს და ველებს ხომ არ გეცილები? ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავ და ნახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ რომ შენ, კაცო, რაც კი შენი გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო, სხვას არ დაანებებდი და არც არავის ჩაიზიარებდი. იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთ მთას და კლდეს შეეხიზნენ, სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მოსდგამ, თორემ გუთანსა და ბარს ხომ ვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლო მეც ამ მწირს და ვაგლახ მთაში.
მონადირეს კი ჯიხვის სიშორე და მიუდგომელ ადგილას ყოფნა გულს უგლიდა, გაბოროტებულს შური ახრჩობდა. შიშიასაც შური, თუ ამაზე უარესი სისხლით გაუძღომელი გრძნობა სჭამდა. რამდენჯერმე წაუდო ქვაზე თავისი ვერცხლის სალტებით შაზიკული, მზეზე თეთრად მბრჭყვინავი ხირიმი და ისევ უკან გადმოიღო. სევდით და მწუხარებით დასცქეროდა ამ თავის გალაპლაპებულს ყელჭრელ ხირიმს; არ ეგონა, თუ იქამდე მიიტანდა ტყვიას. თუნდა მიეღწია კიდეც, ჯიხვს ვერ დაიმორჩილებდა. ტირილი მოსდიოდა, რომ შამფურივით გაშავებული რუსული “ბერდენკა” არა ჰქონდა. ის რომ ჰქონოდა, ერთსაც აღარ გაუტევდა ცოცხალსა. რუსებზედაც და “ბერდენკაზედაც” ჯავრი მოსდიოდა, რომ ამისი თორმეტ ძროხიანი ხირიმი იმ შავმა დუდუხამ ასე დაამცრო და დააჩალავა.
ამ დრომდე დაწოლილი ჯიხვებიც აიშალნენ და აღმართს შეუდგნენ. ის დიდი ჯიხვიც უკან იყო და დინჯად მიაბიჯებდა. შიშია ანთებული თვალებით გასცქეროდა ხარ-ჯიხვის გზას. ელოდა, როდის გასწორდებოდა თოფის სასროლად. აი, შეხტნენ ერთ ბექურზე ჯიხვები და მეორე მხრისკენ იწყეს დენა და მოფარება. ბოლოს შეებღოტა ხარ-ჯიხვიც და გაბრტყელებული ეეყუდა შიშიას პირდაპირ მოზვრის ტოლა. სულგაწყვეტილი შიშია თოფს დაჰკვროდა, თითქო ამის სიკვდილ-სიცოცხლე ამ წუთზე არის დამოკიდებულიო. ერთ წამია ხანს გაჰხვივლა ხირიმმაც. გაღმიდან, თითქო შეყვარებულთ ერთმანეთს დამალულებმა აკოცესო, ტკაცანი მოისმა. გაღმა-გამოღმა მთებმა თოფის ხმას კვნესით ბანი მისცეს. თოფის ქუხილი მთა-კლდეთა საკუთარი შეიქნა და ცოტახნის შემდეგ შორს, შორს ჩაბნელებულმა არაგვის ხეობამ როდის, როდის სადღაც მოსცა პასუხი და ხვივილით ხელმეორედ შემოიარა ისევ მთებისა და ხევების კუდები და სადღაც მთებს იქით გადაიკარგა.
“თოფის ხმა ჭიუხებშია
ვაჟკაცსა იამებაო!”
ტყუილად არ უთქვამთ ფშაველებს!
ჯიხვებსაც იამათ?! საწყ**ბს ცის დაქცევა და “არწივისმაღლის” ჩამონგრევა ერჩივნათ ამ ხმის გაგონებას! გაქცევა ვეღარ მოახერხეს და ერთ წამს ღონემიხდილნი, დაჩაგრულნი, თავზარდაცემულნი გაშეშებულები იდგნენ. აღარ იცოდნენ, რა ექნათ, საით გაქცეულიყვნენ. მაგრამ მალე ისევ გონს მოვიდნენ, ამოდენა ფარა დაიძრა და მოედო კლდეებს აღმა და დაღმა. ისმოდა ქვიშის ხრიალი და ქვების ჩახაჩუხი. რომელმაც საით მოასწრო, იქით გაიქცა. დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილი მისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა შვილსა.
შიშიას ხარ-ჯიხვის დარდი ჰქონდა. სხვები სადაც უნდა წასულიყვნენ. ჯიხვს წინა ფეხები ჰქონდა მაღლა შედგმული, როცა თოფი გავარდა. დატორტმანდა, უნდა უკანვე გადმოვარდნილიყო, მაგრამ თავი შეიმაგრა და ისე გაშეშდა. შიშიამ შეატყო, რომ ჯიხვი დაიჭრა. სანამ ეს თოფს ხელმეორედ გასტენდა, ჯიხვი კლდეზე ავიდა და მარდად გაუსვა მაღლა ფრიალოებისაკენ. სხვა ჯიხვები აღარსად ჩანდნენ, იმან კი “არწივისმაღლის” საფრებს მიმართა. ტყვია ვეღარ მიუწვდებოდა და სანამ შიშია ხევს გახდებოდა, ის თავს უშველიდა. აბა თავსღა დაანებებდა შიშია ჯიხვსა?
ჯიხვს სისხლი თქრიალით გასდიოდა. ეტყობოდა მუცელში ჰქონდა ტყვია მორტყმული და ფაშვსა და ტყავს შუა იყო გავლილი. მრავლად განადენი სისხლი იმედს აძლევდა შიშიას, რომ ჯიხვს მალე მოსჭრიდა მუხლს და ხელიდან ვეღარ წაუვიდოდა. “ტყავსა და რქებსაც ძლივ წავიღებო” ფიქრობდა შიშია, - თუ ცოტა რამე სამწვადეც გავატანე, კარგი იქნებაო”. მთელი ჯიხვის წაღება კი აზრადაც არ იყო მოსასვლელი, გინდა მარტო რბილი ხორცი გამოეჭრა და ძვლები იქ დაეყარა. წარმოიდგინა შიშიამ, რა გაკვირვებით დაუწყებდნენ ხევსური ვაჟები და ქალები ჯიხვის რქებს სინჯვას. “აბეჩავ, შიშიავ, შენს მეტიც ამას ვერავინ მაჰკლავდა, გუდანისჯვრის მადლმაო!” ტყავისა ხომ, საკუთრად ერთი ტყავი გამოუვიდოდა, მხოლოდ სახელოებს მოუნდებოდა თხის ტყავის მოკერება.
გაჰყვა შიშია მგელივით სისხლის კვალს. თუმცა სისხლი ისე აღარ გასდიოდა, მაგრამ კიდევ ალაგ-ალაგ ცვრები სცვიოდა და ზოგანაც, სადაც კლდეზე ახოხებულიყო, სისხლიანი ბეწვისაგან ქვები იყო მოსვრილი. ჯიხვზე კარგად ვის ეცოდინებოდა “არწივისმაღალზე” ასასვლელი გზა. ალბათ, წინათაც ბევრჯერ შეხიზნულა რქიანი ვაცი იქა და ახლაც დაჭრილი იქით მიიბრძოდა. იქ დაწვებოდა მოსვენებით, ვერც კაცი შეაწუხებდა, ვერც ნადირი და ვერც ბუზი, სანამ ნატყვიარი მოურჩებოდა. სჯეროდა, რომ იქ ადვილად ვერავინ ავიდოდა და არც არავინ გაიწირავდა თავს იქ ასვლისათვის. მაგრამ შიშია იმისთანა ბიჭი არ იყო, რომ უკან დაეწია! სად ქუჩს ეჭიდებოდა, სად ქვებს და კენჭებს ებღაუჭებოდა, ოღონდ ხელისმოსაკიდებელი ყოფილიყო. ბევრჯერ ცალი ხელით დაეკიდებოდა, სანამ ფეხს რამეზე მოიკიდებდა. მიცოცავდა მაღლა და ქვეშ რა უფსკრული ეზრდებოდა, იმაზე სულაც არა ფიქრობდა. ძირს არ იხედებოდა და არც დარდი ჰქონდა. წინ დაჭრილი ხარ-ჯიხვი ეგულებოდა და განა ახლა უკან დაბრუნებაზე იფიქრებდა?! ხელის ფრჩხილები სულ გადააცვითეს ქვებმა და მუხლისთავები გადაეყვლიფა. ბევრჯერ თვალითაც დაინახა ჯიხვი, მაგრამ თოფის სროლა არ შეიძლებოდა, ხელებს ვერ გაუშვებდა, კლდიდან რომ ჩავარდნილიყო, სულით და ხორცით დაიკარგებოდა სამუდამოდ.
ძირს ხეობა და შორს სოფლები თანდათან მერცხლის ბუდეებივითღა მოჩანდა. დაიღალა კიდეც, ღონეც ელეოდა. “არწივისმაღალის” წვერიც კი შორს აღარ იყო. ცოტა კიდევ და ჯიხვი და შიშია თითქმის ერთ დროს აებღოტნენ “არწივისმაღლის” კონცხზე. იმას იქით ვეღარსად ჯიხვი წავიდოდა და ვეღარსად შიშია, თუ უფსკრულში არ უნდოდათ დაღუპვა.
რამდენადაც შიშია გახარებული იყო, რომ ჯიხვი ვეღარსად წავაო, იმდენად ჯიხვი შეშინებული და თავზარდაცემული ჩამოსცქეროდა შიშიას. არ ეგონა თუ აქაც, ამ არწივების საბუდარში კაცი ფეხს დასდგამდა. ელდაცემული, გაშტერებული იდგა და შემოსცქეროდა მონადირეს. ასე ახლოს ამის მეტად არ ენახა კაცი, - ეს ამათი სიკვდილი! ახლა ჰხედავდა პირველად და ელდაცემული მთელი ტანით თრთოდა. გასაქცევი აღარსად ჰქონდა და დასამალი. თავის სიცოცხლეში მგელიც ბევრჯერ ენახა, კლდის ვეფხვიც; ზვავიც ბევრჯერ მოჰხეთქია და წაუღია, მაგრამ კაცზე საზარელი არა ეგულებოდა რა.
ადგილი სულ ერთი ფარდაგის გაშლა იქნებოდა. ერთმანეთის სულის ქცევა ესმოდათ. ჯიხვი მუდამ წამს მოელოდა, რომ კაცი ეცემოდა და ჩაჰყლაპავდა. შიშიაც ერთბაშად შეკრთა. მოაგონდა, რომ განთქმულმა აფშინამ ასე შერეკა საფარში ჯიხვები და თვითონ გზაში ჩაუდგა. უნდოდა ხანჯლით დაეჭრა ყელები, მაგრამ გაცოფებულმა ჯიხვებმა, რაკი გასავალი აღარსადა ჰქონდათ, ერთბაშად დაჰკრეს და გადაუძახეს უფსკრულში თავმომწონე მონადირე. ამაზე იყო ლექსი:
“ჯიხვებს ნუ ჩასდევ, აფშინავ,
ჯიხვთა ბანდუხის კლდისათა,
თორ კლდეზე გადაგაგდებენ,
ჯარს შაგიყრიან რქისასა”.
მოაგონდა არანაკლებ განთქმული მონადირე ჯარჯი და ჯიხვი რომ ერთად გადაცვივდნენ კლდეზე.
მაგრამ ჯიხვი სრულიადაც არა ფიქრობდა ბრძოლას. რომ ფარაში ყოფილიყო, შეიძლება გამგელებული სცემოდა მონადირეს, მაგრამ აქ არც უმწეო ციკნები იყვნენ სადმე, არც დედალი შუნები. რომ იმათთვის პატრონობა გაეწია. რაკი ჯიხვი შეშინებული ნახა: “ტყვია-წამალი რაღად დავხარჯოვო”, - იფიქრა მონადირემ და ხანჯალამოღებული გადუხტა ჯიხვსა. ჯიხვი ადგილიდან არ იძვროდა. დაშტერებით შემოსცქეროდა იმისკენ მიმავალ კაცს. ვინ იცის, ფიქრობდა: “რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო”. მაგრამ შიშიას ჯიხვის მეტი არა ადარდებდა რა. ჯიხვიც მიბრუნდა და ერთი თვალის დაფახვაში უფსკრულში გადაეშვა.
- ვაიმე, დავკარგე ჯიხვი! - დაიყვირა შიშიამ და გაიქცა დასანახად, თუ სად დაეცემოდა ჯიხვი. მაგრამ ჯიხვი უფსკრულმა ჩანთქა. სად დაეცემოდა, როცა ძირს თვალჩაუწვდენელი ფრიალოს მეტი არა ჩანდა რა. ახლაღა იგრძნო შიშიამ, რა საფრთხეც მოელოდა და თმა ყალყზე დაუდგა.
დიდხანს, დიდხანს უხმობდა ხეობები და მთები, როცა ძირს დაცემული ჯიხვის სიმძიმით მოგლეჯილი ლოდი ხეობაში საშინელი ჭექა-ქუხილით ჩაიჭრა და იმისგან შეშინებული ფრინველები წივილით გამოიშალნენ ჰაერში.
მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდა თავის დამხმარს ვისმე, მაგრამ ირგვლივ მარტო ფრინველებისგან დახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქით ფრიალო და თვალჩაუწვდომელი უფსკრული იყო. ასვლა შეიძლებოდა, მაგრამ ჩამოსვლა შეუძლებელი იყო.
იტყვიან შვიდი დღე კიდევ ისმოდა “არწივისმაღლიდან” შიშიას თოფის ხმა, მერე კი მისწყდა, ვეღარავინ ვეღარ უშველა რომ ჩამოეყვანათო.
ტყუილად არ უთქვამს ხალხსა:
ჯიხვების განავალი კლდე
რო ნახო, გაგიკვირდება,
იმათ განავალ გზაზედა
თოვლი არ მეეკიდება,
იმათ მიმყოლსა ვაჟკაცსა
რა კარგი წაეკიდება!
1903 წ.
ძროხად ითვლება ფული. ერთი ძროხა ერთი თუმანია. ავტორის შნიშვნა

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 30 2016, 11:33

მართლაც კარგია. მიუხედავად იმისა რომ ადრეც წაკითხული მქონდა ხელმეორედაც სიამოვნებით გადავიკითხე small3d018.gif .
assassin29 თუ შეძლებ ვაჟა ფშაველას დათვი რომ დადო აქ. ძალიან სახალისო მოთხრობაა.

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 30 2016, 12:40

უიარაღო
კიბატონო მოვძებნი

newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 30 2016, 14:01

კარგი იყო, არ მქონდა წაკითხული...

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 30 2016, 22:38

უიარაღო
თხონა ოპერატიულად შესრულებულია სერ
ვაჟა ფშაველა დათვი
წყარო: wikisource.org


გამარჯვებული დათვი სარკეში იცქირებოდა; წვერს ივარცხნიდა, ულვაშებს იწკეპავდა, იმშვენებდა; თვალებს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დიდად ხან გაახელდა, ხან მიჰლულავდა და გუნებაში ამბობდა: „იჰ, იჰ, რა ბიჭი ვარ, ძალიან მოხდენილი ვარ, ძალიან! ჩემზე ლამაზი დედამიწის ზურგზე არც ერთი ცხოველი არ მეგულება. ლომი? – კატაა. ვეფხვი? – ისიც ხომ კატაა. მგელი? – ძაღლია, ძაღლი. ტყუილია ჩემისთანა. ამ ტოტებს უყურებთ? რა ტოტები მაქვს, თუნდა მოვდვა და ეს ჭანდარი ეხლავე პირქვე დავცე?!“ – სთქვა რა ეს, უკანა ფეხებზე შედგა, ტოტი ტოტს შემოჰკრა და სიამოვნებით გაიღიმა. „არა, – განაგრძო დათუნამ, – მე რომ წინ მიდგებიან, ვითომ რაო? რა ჰგონიათ? არ იციან, რომ დავლეწავ, დავფშვნეტ, ყველაფერს ნაცარ-მტვრად ვაქცევ? ვინა ვარ მე? ვინ? ვის უბედავენ? – რადა სჭამო? – ჯერ ერთი, მშიან და ამასთანავე ძალაც შემწევს. მაშ ძალა, ღონე არ მოვიხმარო? გიჟი ვიქნები არ მოვიხმარო და თავს სიამოვნება მოვაკლო. ვერ მოხვდათ? ვერ იგემეს ჩემი ტორები? ეგრე უნდა, ბიჭმა იცის!“ ამას, იცით, ჩვენი დათვი როდის ამბობდა? – ომგადახდილი იკვეხოდა თავის სამფლობელოში, დაბურულს, უღრანს ტყეში, – მაშინ, როცა მთელი ნინიას ოჯახი და მისი მეზობლები გმინავდენ და ტიროდენ დიდიან-პატარიანა თავპირდამსხ**ეულნი, ტანდალეწილები ბიძია დათუნიას წყალობით. დათვი ნინიას სიმინდში დაეჩვია: ჯერ საქონელი გაულაგა ბაკიდან, რაც კარებზე პანტა-პუნტები ედგა, ის ჩამოლეწა და ახლა სიმინდს მიჰყო ხელი… გამწარებულმა ნინიამ ვეღარ მოითმინა, თითონ არ ჰქონდა თოფი და რის ვაინაჩრობით ქართული ჯაზეირი იშოვა, მთელი სოფელი შემოიარა იმის გულისათვის. მთელი ერთი კვირა მართა. როგორც იყო, ჩახმახი მოაკოწიწა, ტალიც ძლივძლივობით იშოვა, – ერთი-ორი სროლა ტყვია-წამალი, და ჩაუსაფრდა თავის დამღუპველს და გამაჩანაგებელს: „თუ ვერ მოვკლავ, გაფთხება მაინც ეგ ვერანაო“, – ამბობდა ნინია.

დათვი ჩვეულებრივ შებრძანდა სიმინდში და დაუწყო ტაროებს ლეწა-მტვრევა. ნინიამ თოფი დაახალა დათვს, მაგრამ ააცდინა. დათუნია ეცა ნინიას, ამოიდო ქვეშ და დაუწყო ბეგვა; კარგად მიტორა. ნინიამ მორთო ყვირილი: „მიშველეთ, მომკლა დათვმაო“, – ღრიალებდა საცოდავი კაცი. ქმრის ყვირილზე მოვარდა ნინიას ცოლი ნენე, დედას მოჰყვნენ თან შვილები, ჯოხებით და კეტებით შეიარაღებულნი. დათვმა ყველასაც ის დღე დააყენა, რაც საბრალო ნინიას, შეიქნა საშინელი წივილ-კივილი, მოცვივდენ მეზობლები კეტებით ნინიას მისაშველებლად. დათუნიამ არავინ გააბედენა, ყველა ერთმანერთს მიაკლა, ადგა და უჭირველმა გასწია თავის ბუნაგისაკენ. მოიგონა გარდახდილი ბრძოლა, უსამართლობა ადამიანისა, წინააღმდეგობა, ურჩობა, გამარჯვებამ თავი მოაწონებინა და სამერმისოდ გაამხნევა.

„როცა იციან მაგ ბრიყვებმა, – ამბობდა კვალად დათვი, – რომ ვერაფერს ჩამომრჩებიან, რატომ თავისთვის არა ყრიან?! არ ეტევიან თავიანთ ქერქში? მე დავტევ ძალით! ჩვენი შრომაო, ჩვენი ოფლი დათვს მოუნდაო, – გაიძახიან. მომინდა? ალბათ შამერგება კიდეც. თუ არ შამერგება, წაიღონ! ეცადონ, ვის, ან რაღას ელიან?! აი მე და აი ისინი! გაგიხარიან, კარგად მოვტორე ყველანი, ვგონებ რომ ვეღარ გაბედონ კრინტის დაძვრა. ბრიყვები, სულელები! ჰმ, ჰმ, ვერ უყურებ მაგათ თავხედობას!“ – ბურტყუნებდა თავისთვის დათვი კალხზე შემდგარი. უსვამდა ტოტებს წიფლისა და მუხის ბონცვრებს, ამსხ**ევდა, ჰლეწდა, – ეგონა, ისევ სიმინდში ვარ და ხალხს ვეომებიო.

როცა გული მოიჯერა ბობოქრობით და ორონტრიალით, დათვმა მიიხედ-მოიხედა, შემდეგ დაყუნთდა, თავი დაქინდრა და დაფიქრდა. "ჰოო, – წარმოსთქვა დაბოლოს, – ვიდრე ერთი ურჩია ქვეყანაზე, ჩემი ბედნიერად ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. სრულს ბედნიერებას მხოლოდ მაშინ მოვიპოვებ, როცა ურჩნი მთლად გასწყდებიან, აღიფხ**ებიან პირისაგან ქვეყნისა. ამიტომ საჭიროა ყველას გონების ჩარხი ასე მოიმართოს, ასე ფიქრობდეს და სხვაგვარად არა: დაემორჩილენით უძლურნი ძლიერთა, რამეთუ მათ ხელთ არის სიცოცხლე თქვენი, ე.ი. ჩვენიო".




II

მხეცთა შორის გავარდა ამბავი, რომ ბიძია დათუნას ბრწყინვალედ გაუმარჯვნია. დაჰრევია სოფელში უიარაღო ხალხს, დიდი და პატარა ერთმანერთისთვის მიუყოლებია. ერთს ვიღაცას თოფი დაუხლია. წაურთმევია, დაულეწია და გადაუყრიაო. ამ ამბის გამო მხეცებს თათბირი შაექნათ და გადასწყვიტეს ერთხმად დათვისთვის გამარჯვება მიელოცათ. სწორედ უნდა მიელოცათ, რადგან გამარჯვება დათვისა საერთოდ მხეცთა გამარჯვებას მოასწავებდა ადამიანთა ტომზე: სუსტს ამაღლებდა, ამაღლებულს ხომ სიმაღლეს ჰმატებდა. ამ ყრილობას ვეფხვი და ლომი არ დასწრებიან, ამიტომ მხეცებმა იმათთან დელეგატები გაგზავნეს, რათა შემოერთებოდენ საერთო გადაწყვეტილებას, მხეცთა განაჩენს. ლომს მოწიწებით ეახლნენ მგელი და მელა, სალამ-ქალამის შემდეგ განუცხადეს მხეცთა დადგენილება. ლომი სიბრაზისაგან თვალებიდან და კბილებიდან ცეცხლსა ჰყრიდა, იფრინა ორივენი, როგორც მელა, ისე მგელი, და კუდამოძუებულები გაგზავნა შემდეგის პასუხით: „როგორ? მე, ლომი, ნადირთა მეფე, ვეახლო ტარტლიანს, ყარტლიანს დათუნას, უიარაღო ხალხს რომ დაერია და დაგლიჯ-დაფლითა? დაიკარგეთ აქედან, თქვე არამზადებო, თქვე ქეციანებო, თქვენა!.. მე ათასი და ხუთასი შეიარაღებული მიფრენია, ჩემთვის არავის მოულოცია გამარჯვება, მე წავიდე და სიმშილისაგან გადახრწნეული ხალხის დამარცხება მივულოცო ცინგლიანს მძოვრიჭამია დათვსა?! გასწით და თქვენ მიულოცეთ, რაც ის არის, ის თქვენ ბრძანდებით, როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანაო“.

ვეფხვმა უფრო ზრდილობიანად დაითხოვა მხეცთაგან გაგზავნილი ჩაფრები: „არა მცალიან, საქმე მაქვს, ვერ წამოვალ. თქვენ წადით და მიულოცეთ. რაღა თქვენ, რაღა მეო“. ამ პასუხით მოიშორა ვეფხვმა თავიდან დელეგატები.

პირველად დათვთან გამარჯვების მისალოცად მგლები წარდგნენ. დათვი დაბღორილი, თავმოწონებული დაუხვდა მგლებს, დინჯად თავს უკრავდა და თითქოს აგრძნობინებდა – თქვენც ცემა-ტყებას მოელოდეთ, თუ ჩემი ხათრი და რიდი არ გექნებათ, ჩემი სახელის დამხობას, აბრუს გატეხას ეცდებითო. მგლებმა დაიწყეს: „დიდებულო, ყოვლად ძლიერო, ორგულთა შემმუსვრელო, ერთგულთა მოწყალევ, ყოვლისა კეთილით აღსავსევ, აღმატებულო, ცათამდე აღტყინებულო, მფლობელო ტყეთა და კლდეთა, მთათა და ბართა, მშვენიერო დათვო! გავიგეთ რა თქვენ მიერ სამაგალითოდ დასჯა ურჩთა და ორგულთა სოფლელთა, რომელთაც გაბედეს და გამოიჩინეს სიბრიყვე და სიჯიუტე თქვენს წინაშე, როცა თქვენ მოისურვებდით იმათ სიმინდისა და ყანის მირთმევასა, გილოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას იმათზე ყოველ ჟამს, უკუნითი უკუნისამდე. თქვენა ბრძანდებით უფროსი ძმა ჩვენი და გამარჯვება თქვენი არს ჩვენი გამარჯვება. ან რას ჯიუტობენ სოფლელნი და თავში ქვას იხლიან? რატომ არ უნდათ დარწმუნდენ, რომ ჩვენ ვართ იმათი ბატონი და ყოველი მათი სარჩო-საბადებელი ჩვენ ხელთ არის და რომ მოვინდომოთ, ერთს დღეს გავუჩანაგებთ მთელს საცხოვრებელს. ცხვარს ან ძროხას რომ ვიტაცებთ, თოფითა და ხმლით უკან მოგვდევენ და ძაღლებს გვისისინებენ… უსვინდისონი არა ფიქრობენ იმას, რომ ტყე და მინდორი ჩვენი საკუთრებაა და იმათი ცხვარი და ძროხა ამ ჩვენს ტყე-მინდორში იკვებება. უარესად უნდა დავსაჯოთ, უარესად! ცოტაა კიდევაც ეს სასჯელი, რაც აქამდის მივაყენეთ. გაუმარჯოს დიდებულს დათვსა, იმის ხმალსა და ძალასა!..“ ღმუოდენ მგლები, მარჯვენა კლანჭებს ჰაერში იქნევდენ, ხოლო კუდებს დაბლა მიწაზე ატყაპუნებდენ.

დათვმა თავისებურად, დარბაისლურად მადლობა გამოუცხადა: – „გმადლობთ, მგლებო. დიდად გმადლობთ, როგორც მოლოცვისა, ისე კეთილგონიერებისათვის, რომელიც თქვენ დღეს წინაშე ჩემსა გამოიჩინეთ. სწორედ სთქვით, სწორედ ჰბჭობთ. ნუ დაზოგავთ ამიერიდან სოფლელთ ნურაფერში, უფრო მომეტებული ჩვენი ხათრი მაშინ ექნებათ, როცა დაშინებულნი და შეძრწუნებულნი იქნებიან ჩვენ მიერ. ხოლო ერთი უნდა გახსოვდეთ, სახელი ჩემი და აბრუ აღამაღლეთ ქვეყნის თვალში ქებითა და დიდებითა, რათა თქვენც აღმაღლდეთ“.

მელებმა, ვიდრე დათვს ქებას შეასხამდენ, ლომი და ვეფხვი დაჰგმეს. იმათი უზრდელობა, უხეირობა აღიარეს დათვის წინაშე და დათვი კი ცამდე ასწიეს. ფიანდაზად გაეგნენ ფეხთ ქვეშ და დიდი ერთგულობა აღუთქვეს. ტურებიც საბრალოდ ჩხაოდენ მხოლოდ ერთს და იმასვე: „გაუმარჯოს დათვს, გაუმარჯოსო!“ თანაც თვალთაგან გულწრფელობისა თუ გულჩვილობისა გამო ცრემლები ჩამოდიოდათ ღაპაღუპით. მაჩვები დაჩოქილები იდგნენ დათვის წინაშე. ბურტყუნებდენ რაღაცას, იმათ ლაპარაკიდან მხოლოდ ეს გაირჩეოდა: – ჩვენო დათვო, ბატონო, ჩვენც შენის ჯიშისა ვართ, შენი უმცროსნი ძმანიო. მზად ვართ ავასრულოთ შენი ყოველი სიტყვა, ყოველი ბრძანებაო და სხვა…

ტყეში დიდი ამბავი იყო. ხემა და ქვამაც კი გაიგო, რომ მხეცები დათვს გამარჯვებას ულოცავდენ, ყველა მისკენ ქება-დიდების შესასხმელად მიისწრაფოდა. კურდღლებს ამ ამბის გაგონებაზე ტანში კანკალი მოჰკიდა, შეიყარნენ და მოილაპარაკეს: „ჩვენთვის დღესაქამომდე დათვს არაფერი დაუშავებია, არც გამოგვდგომია დასაჭერად და ვაი თუ ამიერიდან, რომ არ მივულოცოთ, გაწყრეს და დაგვემტეროსო“.

ამ ფიქრის გამო გასწიეს იმათაც დათვთან სალმის მისართმევად. ახლოს ვერ მიჰბედეს და შორიდან უცხადებდენ თავიანთ გრძნობებს წვერების ცმაცუნით და ყურების ბარტყუნით, ხტომით და ფუნდრუკით.

კორდზე ვირი ება საბლით, გაიგო, რომ დათვს ულოცავენო, მხეცთა მიდენ-მოდენამ აუტოკა იმასაც გული, გაწყვიტა საბელი და გვერდზე ცხვირგაჭრილი გაიქცა დათვთან სახელის მოსალოცად. აჰყვა ვირიც ფეხის ხმას.

დათვის მილოცვები ორი-სამი დღე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, დათვს მოჰშივდა. ვირის დანახვა ძალიან ესიამოვნა. თუმცა ვირი დაფითა და საყვირით ულოცავდა დათვს გამარჯვებას და თანაც ფუნდრუკობდა, უვლიდა თამაშობით გარშემო დათვის საბძანებელს. დათვი ღრმად მადლობას უცხადებდა, ტოტებზე შემდგარი პირქვე ემხობოდა და უწოდებდა თავისთან: „დიდად გმადლობ, ვირო, სახელოვანო ვირო, – ეუბნებოდა დათვი, – შენისთანად არავის უსიამოვნებივარ, შენისთანა სალამი ჩემთვის არავის მოურთმევია. მოდი, გაკოცო, გენაცვალე, გაკოცო მაგ მშვენიერ ყელში, საიდანაც ეგ მარგალიტი სიტყვები ამომდინარებსო“. ვირს ქებამ თავბრუ დაჰხვია და მიიჭრა დათვთან. დათვმაც მაგრა ტოტები მოჰხვია და დაუწყო ლოღნა. წამოაწვინა და, ვითომ ყელში ჰკოცნიდა, პირს უსვამდა, თან კბილები უკაწკაწებდა ლეშისთვის. ვირმა სული განაბა, თვალები დახუჭა, სიამოვნების მორევში შესცურდა: ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, – დათვი, დიდებული დათვი, ეალერსებოდა. დათვმა, ალერსით გატაცებულმა, ყრონტში კბილი მოუჭირა. ვირმა შეჰყვირა: „ვაჰმეო“, მაგრამ დათვი უფრო უჭერდა კბილს და თან მაგრა ჰბღუჯავდა ვირს ღონიერის, მძლავრის ტოტებით. ვირმა მორთო ღრიალი: „სუ, ჩუმად, რა გაყვირებს? – ეუბნებოდა დათვი: – მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ჩემო ვირო!“ ეუბნებოდა რა ამას, თან მაგრა კბილებს უყრიდა. ამ ალერსში და ხვევნა-კოცნაში, რაღა ბევრი გავაგრძელოთ სიტყვა, ვირი გათავდა. დათვი თავის სატრფოს ყვავსა და ყორანს ხომ არ გადაუგდებდა შესაჭმელად, იმაზე უპრიანი იყო და მიჰყო კიდეც ხელი და არც სინიდისი ჰქენჯნიდა. რატომ არა? იმიტომ, რომ დათვი ძლიერია და ვირი სუსტი, – პირველი ბატონია და მეორე ყმა. ვირი იმიტომ მივიდა დათვთან – ესიამოვნებინა, დათვს კი დღეს მილოცვა აღარ ესიამოვნებოდა, რადგან ჰშიოდა, ცარიელი სიტყვების რახარუხი მას ხომ სასმელ-საჭმელობას ვერ გაუწევდა?! მაშასადამე, სრული, უნაკლულო, ნამდვილი მილოცვა – ვირისა გამოდგა, რადგან მთელი თვისი არსება ძღვნად მიართვა თავის ბატონს. ბატონყმობა, თუ ვიტყვით, ამისთანა უნდა სწორედ. დათვი ასე სჯიდა: ვინც ჩემი ნამდვილი პატივისმცემელია, ჩემი სიამოვნება უნდა, რო შევჭამო, ხმა-კრინტი არ უნდა დაძრასო… დათვის შეხედულება, აზრი მსოფლიო ცხოვრებაზე ასეთი გახლავთ საზოგადოდ: თუნდა სტუმრად მივიდეს ვინმე მასთან, თუნდა მისალოცად, ნამეტნავ მაშინ, როცა ჰშიან, უნდა შაჭამოს. სიმშილი თავისთვის იყოს, – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია.



III

გავიდა ცოტაოდენი ხანი და დათვის სრასახლის კარებზე ჯაშუშების გუნდი გაჩნდა. ვინ გინდა, რომ არა ჯაშუშობდა: მაჩვებიც კი, რომელთა ათი ნახტომი ერთი ადლი არ გამოვა; და ყველა დათვისაგან რაღაც გამოუთქმელს და დიდს წყალობას მოელოდა; ხოლო არავის არა ჰქონდა კარგად გამორკვეული, ეს მოწყალება დათვისა რა ჯურისა, რა თვისებისა იქნებოდა. თუ დათვი გაიმარჯვებდა, ყველა მათგანი უსათუოდ უნდა დიდს ბედნიერებას მოჰსწრებოდა. ასე ჰქონდა ყველა ჯაშუშს აღბეჭდილი წარმოდგენა გულსა და გონებაში. ამიტომ დიდს ფაცაფუცში იყვნენ, მიდიოდენ და მოდიოდენ. ყოველი ჯაშუში იმას ცდილობდა, საუკეთესო რამ ცნობა მოეტანა ბატონისთვის.

პირველად განგაში მელამ დაჰკრა. მოიტანა დათვის წინაშე და დააგდო თავი კურდღლისა. „შეთქმულობაა, ბატონო ჩვენო, შეთქმულობა თქვენს წინააღმდეგ: შეკრებილიყვნენ კურდღლები და ჩურჩულ-კურკულებდენ – უნდა დათვი დავამხოთო, – უყურებ წყეულებს!.. მე დავუქროლე, ერთს ვსტაცე ხელი, წავაგლიჯე კისერი, სხვები შეშინდენ და გაიქცნენ. აი ეს გახლავთ თავი იმ წყეულის ბოროტგამზრახველისა“. – სთქვა მელამ, გადისო ულვაშზე ხელი და თანაც დოინჯი შემოიყარა.

– ყოჩაღ, – უთხრა მას დათვმა: – ტანი რა უყავი, ვსთქვათ, ეს თავი აქ არი.

– ტანი, ბატონო? – განაგრძო მელამ, – ჯურღმულს მივაბარე.

– როგორ, ჯურღმულს? – დაეკითხა დათვი.

– ისე რომ, – განაგრძო მელამ, – ავიღე და კლდიდან ღრმა ხევში გადავუძახე.

მელამ იცრუა: კურდღლის ხორცს თითონ გიახლათ, მაგრამ ამას ხომ არ გაამჟღავნებდა.

– კარგი იქნებოდა, თან წამოგეღო, – სთქვა დათუნამ. – რომ გაგვეროზგნა სხვებთან, სხვების სამაგალითოდ.

– გაბრაზუბულმა რომ ვეღარ მოვისაზრე, ბატონო! – სთქვა მელამ.

– რაღა გაეწყობა – დააბოლოვა სიტყვა დათვმა, – მხოლოდ შემდეგისათვის გაფრთხილდი, თუ კიდევ მოასწრო სადმე, რამდენსაც თავი მოჰკვეთო, მთლიანად აქ მომართვიო.

მელამ თავის მიწაზე დაყრდნობით „ბალი-აღა“ მოახსენა. დათვმა მელა გაისტუმრა ამ სიტყვებით: – მელები, საზოგადოდ, მოხერხებულები ხართ, თქვენი იმედი დიდად მაქვს, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ერთგულები იქნებით ბოლომდე და ჩემს ბრძანებასაც სავსებით შეასრულებთ. ხოლო ამას ნუ დაივიწყებთ, ტყეში ნადირობას დროებით ხელი უშვით და სოფლებს მიჰყავით ხელი. ტყეში ნადირი მუდამ ჩვენს ხელთ არის, სოფელში კი – არა. ხომ გესმის? „მესმის, ბატონო!“ – მოახსენა მელამ თავის დაქინდვრით.

– სწორედ ეგრე მოიქეცი! – სთქვა დათვმა.

მელამ ძუნძულით გასწია. მელიას წასვლა და მგლის მოსვლა.

– ბატონ დათვს გაუმარჯოს! – დაიძახა მან შორიახლოდან.

– გაგიმარჯოს მგელსაც! – მიუგო დათვმა, – ამბავი, ხაბარი? – ამ დროს დათვი ვირის კანჭალასა ჰხრავდა. მგელსაც მსხვილი ნერწყვები მოუვიდა პირში, მაგრამ რა გაეწყობოდა.

– მშვიდობა, თქვენი კარგად ყოფნა და დღეგრძელობა, – სთქვა მგელმა.

– მაინც შენ უსაქმოდ არ გაირჯებოდი? – განაგრძო დათვმა.

– არც კაი ამბავია, – განაგრძო მგელმა: – თქვენა ბრძანდებოდეთ კარგად, თორემ მაინც არც არაფერი იმითი იქნება.

– რაო! რისაგან რა უნდა იყოს? – სთქვა დათვმა.

– ეჰ, განა არ მოგეხსენება, ბატონო, ბრიყვი ქვეყანაა და თანაც სხვები აბრიყვებენ და თქვენს წინააღმდეგ ამხედრებენ. – სთქვა მგელმა.

– როგორ, ჩემ წინააღმდეგ? ვინ არიან ის ავაზაკები? – სთქვა დათვმა თვალების ბრიალით.

– ჩემი თქმა რა საჭიროა? თქვენც ხომ კარგად იცით.

– მაინც ვინ არიან? ვინ არიან ის ავაზაკები? – ამბობდა დათვი განრისხებული და გამწარებული.

– დასამალი რაა, ბატონო? – განაგრძო მგელმა, – სულ ციყვებისა და კვერნების ბრალია, აბრიყვებენ და აბუნტებენ ქვეყანას.

– ააახ! ვერ უყურებ მაგ მატლებს, მაგათ! მოიცადონ, მე ვაჩვენებ მაგათ სეირს! – სთქვა დათვმა განრისხებით და სამი მუჭა ქაფი გადმოაგდო პირიდან.

– დღეს დილით, – განაგრძო მგელმა, – შეკრებილიყვნენ შვლები, ირმები, არჩვები, ღორები, და ვინ იცის კიდევ სხვა რამდენი… თათბირი ჰქონდათ, მე ჩუმად მივეპარე და ყური დავუგდე…

– მერე რას ამბობდენ? – გააწყვეტინა სიტყვა დათვმა.

– ერთხმად იძახოდენ: „უსათუოდ უნდა დათვი განვდევნოთ, დავამხოთო. მთელი ტყე, ტყისა და დედამიწის მოსავალი მაგას მოუნდაო“.

– ხა-ხააა! ხა-ხააა!! – გადიხარხარა დათვმა: – მერე ვინ მიპირებს დამხობას, ან რით, შენ ეს მითხარი? შვლები? ირმები? არჩვები? ჰმ, ჰმ… – დაეკითხა დათვი გაკვირვებით.

– არა, ბატონო, ისინი არა! – სთქვა კვალად მგელმა, – სხვები გახლავანო.

– ვიღა სხვები? – ჰკითხა დათვმა.

– ტახები… მერე რა ჯონგა-ჯონგა ტახებია! უჰ, ღმერთო, შამიწყალე… თითოს ოროლი მტკაველი კბილი აქვს. იმათ კბილებს რომ ვუცქეროდი, ტანში ჟრუანტელი მივლიდა; თქვენთან საბრძოლველად ისინი ამოირჩიეს ერთხმად, და ტახებმაც თანხმობა გამოუცხადეს, დაიწყეს ეშვების ლესა და ისეთი ხმაურობა გამოსცა იმათმა კბილებმა, თითქოს ცა სჭექდა. თანაც წარმოსთქვეს: „ჩვენ ამოვაშხამებთ დათუნას, რაც ჩვენთანა ზიარი რკო და წიფელი შესანსლაო“.

– მობრძანდენ, იმათ მე გავცემ პასუხს, – სთქვა დათვმა რიხიანად, თუმცა გულში კი რამდენიმე ძარღვი ჩასწყდა. არ ესიამოვნა ტახების ამხედრება. – სხვას ხომ არაფერს იტყვი?

– არაფერს, ბატონო. ეგ იყო ჩემი სათქმელი და მოგახსენეთ კიდეც. – მიუგო მგელმა.

– ძალიან კარგი, – განაგრძო დათვმა: – ყველას პასუხს გავცემ, ხოლო თქვენ, მგლები, – განაზრახე ყველანი, – უნდა ამიერიდან სოფლებში ჰნადირობდეთ. ტყეს ხელი უშვით, აქაური ცხოველი და ფრინველი არსად გაგექცევათ და, რაც შეიძლება, სოფლები შეაწუხეთ, გაიგონე?

– დიახ, ბატონო! – მიუგო მგელმა.

– გასწი და აასრულეთ ყოველივე წმინდად, უკლებლად! – უბრძანა დათვმა რიხიანის ხმით.

– ბატონი ბრძანდებითო! – სთქვა მგელმა და გასწია, ხოლო ვირის კანჭალას თვალს ვერ აშორებდა.

არ გაიარა დიდმა ხანმა, ახლა მაჩვი მობობღდა. დიდის ამბით დათვს: „გაუმარჯოს ჩვენს სახელს, ჩვენს დიდებას, ბ-ნს დათვს!“

ოჰ, ბიძაშვილსაც გაუმარჯოს! – დათვი მაჩვს ბიძაშვილს ეძახდა და მაჩვსაც ამით თავი მოსწონდა.

– სხვა, როგორ რასმე ხარ? როგორ გიკითხო, ბიძაშვილო? – მოიკითხა დათვმა მაჩვი დამცინავის კილოთი, – უსაქმოდ არ გაირჯებოდი!

– საქმე ფრიად საყურადღებო არს, უფროსო ძმაო და ჩვენო ბატონო, ფრიად საყურადღებო. – სთქვა მაჩვმა ბოხის ხმით, ხოლო ნაღვლიანის კილოთი. – მაინც რა ამბავია? – ჰკითხა კვალად დათვმა.

– ეჰ, უბედურება და უკეთურება ქვეყნისა: შეთქმულობა! გუშინწინ სოფელში გახლდით: დიდი ამბებია. ხალხი იარაღს ისხამს და აპირობს თქვენზე თავსდასხმას. დიდს მზადებაში არიან ყველანი, დიდი და პატარა, – სთქვა მაჩვმა ამოოხ**ით.

– მერე რას წაიღებენ? ნუთუ აღარ ახსოვსთ ჩემის ტოტის და კბილის გემო? მობრძანდენ და გაიგებთ ყველა, როგორ კუდით ქვა ვასროლინო და ჟანგიანი თოფები თავზე გადავამტვრიო, – სთქვა დათვმა.

– ეგ მართალია, ბატონო, მაგრამ აუტკივარი თავი კაცმა ძალათ რად უნდა აიტკივოს?! – უთხრა დათვს მაჩვმა შთაგონებით. – „სიფრთხილეს თავი არა სტკივაო“, – ნათქვამია.

– ძალას სიფრთხილე არ ესაჭიროება. – განაგრძო დათვმა. – სიფრთხილე სისუსტეს ეწამლება მხოლოდ და უნდა იწამლოს კიდევაც, რომ ფონს გავიდეს. ამ ტოტებს უყურებ? ჰხედავ? კარგად დააცქერდი და! – დათვმა ტოტებს მაღლა ასწია. – ამათი პატრონი და სიფრთხილე?! სასაცილოც არის.

– მე, როგორც ტანითა ვარ პატარა და ღონით სუსტი, რა თქმა უნდა, ჭკუითაც სუსტი ვიქნები – სთქვა მაჩვმა, – შაიძლება ვცდები და მომიტევე, ბატონო!..

– მიპატივებია. მხოლოდ შენ ამას გავალებ, რომ ტყეებს თავი დაანებო და, როგორც ჩვეულება გაქვს, სოფლელთა ხნულში და ბოსტნეულობაში განაგრძე მიწის თხრა. რაც შეიძლო მხნედ იმუშავე. – დათვმა ამ დარიგებით გაისტუმრა მაჩვი და თავად სოროში შებრძანდა, მთელი ერთი წელი სოფელში აღარ გაუჭაჭანია და აღარც ვისთვის რამ დაუშავებია; სამაგიეროდ მგლები, ტურები, მელები, მაჩვები და სხვანი მუშაობდენ სოფლად თანახმად დათვის მიერ ბოძებულის პლანისა: ააოხრეს, დააწიოკეს სოფლელები ქურდობით, ტაციობით, სხვადასხვა ავაზაკობით. სოფლელებმა დათვის ავკაცობა დაივიწყეს; დათვს თითქმის კიდეც ემადლიერებოდენ და ამბობდენ: „დათვს იმის მეასედი ზარალიც არ მოუცია ჩვენთვის, რაც ამ მგლებმა და მელა-ტურებმა მოგვცესო“. დათვსაც ამის მეტი არაფერი უნდოდა, ჩუმ-ჩუმად გუნებაში იცინოდა.

ტახები კი მაინც თავისას არ იშლიდენ, ერთხელ დასკვნილს პირზე იდგნენ. დათვის მეზობლად ყოფნა არ ეჭაშნიკებოდათ, რადგან მთა-ბარს, ტყე-ველს ისაკუთრებდა. აუარებელი რკო და წიფელი უნდებოდა მის გაუმაძღარს კუჭსა. ამის გამო სხვა ცხოველებს, და უფრო კი ღორებს, საზრდო აკლდებოდათ.

ერთს მშვენიერს დღეს ადგა ორი ამორჩეული ტახი და მოადგა დათვს კარებზე.

– დათვო, დარბაისელო დათვო! – იძახოდენ, – სადა ხარ, ბატონო?! გამობრძანდი კარში, მოისმინე ჩვენი საჩივარი.

დათვმა თავი მოიმძინარა, ვითომ არ მესმისო.

– ნუთუ გეკადრება თავის მომკვდარუნება? – განაგრძობდენ ღორები ყვირილს. – თავის მოკატუნება ვეღარ გიხსნის, ბიძიავ, დროა, ანგარიშები გავასწოროთ, ბევრი საუბარი ბევრი თავის ტკივილია. გიჯობს ნებით გამოხვიდე, თორემ ძალით გამოგაბძანებთ. ჩათრევას ჩაყოლა გირჩევნია! დათვი მაინც ხმას არ იღებდა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ჰგრძნობდა, ტახების მოსვლა კარგს არაფერს მოასწავებდა.

ოროლი ტახი, – აშკარად დათვის დამარცხების ნიშანი იყო. ცალი თვალით გამოიხედა, და რა დაინახა მათი მოელვარე ეშვები, თავისთვინ წარმოსთქვა: გაგიხმესთ ეშვები, დაგცვივდეთ, აჰადე! ვსთხოვ მეუფეს, რომ დაგცვივდესთ კბილები! ააახ! მექნება თქვენისთანა ეშვები, გაგიხარიანთ, მე თქვენ კუდით ქვას გასროლიებდით, მაგრამ რა ვქნა, რომ კბილებისა და ტოტების მეტი არაფერი მაბადია! – სთქვა რა ეს დათვმა, თვალები დახუჭა, რომ ტახების მოელვარე ეშვები არ დაენახა, უფროც გაიტრუნა, სული განაბა, ფიქრობდა: იქნება დამშორდენ თავიდან, სთქვან – შინ არა ყოფილაო და წავიდენ. მაგრამ ტახები სოროს კარებს ჰსუნავდენ და კარგად ჰგრძნობდენ, რომ დათვი სოროში ბრძანდებოდა.

– ვიცით, – განაგრძეს ტახებმა: – ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, რომ შინა ხარ. სად დაგვემალები?! თუ არ გამობრძანდები, ჩვენ გიახლებით და გამოგაბრძანებთ. – ამ დროს ღორების ეშვების კაწა-კუწი ისე ისმოდა, თითქოს რამდენიმე ფოლადის ხმალს ერთმანერთზე სცემენო. პირიდან ქაფს ისროდენ, ბრაზობდენ, ჯაგარი აუშვეს, მოთმინება გაუწყდათ და დაუწყეს თხრა სოროს. საღამო ხანმა მოატანა, როცა მოშავფრო, დიდრონმა ტახმა უკვე დათვის ბეწვი აღმოაჩინა მიწის ქვეშ და დაუყვირა თავის ამხანაგს: „თეთრონო! აქა ბრძანდება, აქ არის ვაჟბატონი! როგორ მაგრა დასძინებია ამ სულკურთხეულის გაზდილს და! ისიც როდის?.. როცა ამისთანა ძვირფასი, ოქროს სტუმრები ვეწვიენით. აბა, მოთხარე ცოტაც კიდევ და მისი აღმატებულება ჩვენ ხელთ იქნება! – სთქვა რა ეს, ამოჰკრა მაგრა მიწას დინგი ისე, რომ დათვსაც კი მოახვედრა გვერდებში. დათვმა იღმუთუნა, იუკადრისა. აუდგომლობა, ხელის შეუბრუნებლობა შაუძლებელი გახდა. ამოდგა დათვი და შედგა კალხზე.

– ჰაი, თქვე უნამუსოებო, თქვენა! – წარმოსთქვა დათვმა: – უჯეროა, ოროლი მესხმით თავსა? თითო მობრძანდით, თითო, თუ ბიჭები ხართ! განა ეგრეც არი? არა გრცხვენიათ? ვაჟკაცობაზე თავსა სდებთ და სულ უბრალო წესი ბრძოლისაც არ იცით, თქვე მოუნათლავებო, ურჯულოებო, თქვენა!

– თეთრონო! – დაუყვირა მოშავფრო ტახმა, – შენ შორს დადეგ, სეირს უყურე მხოლოდ. ვნახოთ, მართლა ღირსია ბატონად იყოს, თუ არა.

თეთრონი ტახი გვერდზე გადგა, შავფერა ტახმა მოიღრიცა ოდნავ გვერდზე კისერი და მიესია დათვს. დათვი ჯერ ისევ კალხზე იდგა, იცოდა, რომ ღორი პირველი დაუტევდა და ფიქრობდა ქერჩოს ვტაცებო, მაგრამ მოტყუვდა. ტახმა კბილი მუცელში ამოჰკრა. ჭრილობა დათვს ემწვავა, დაიბღავლა. რამდენჯერაც ტახი კბილს გაჰკრავდა, დათვი თვითეულს ჭრილობას ბღავილით ამოწმებდა. მეორე ტახს, თეთრონს, სილაჩრე დათვისა ძალიან გაუკვირდა. „ეგ უბედური რა ლაჩარი რამ ყოფილა და ქვეყანას კი როგორ აშინებდაო“ – ამბობდა თეთრონი ტახი.

დათვმა უკან-უკან იწყო დახევა, თან შავფერა ტახს ტოტებს უქნევდა, ცდილობდა პირი ჩაევლო, მაგრამ ვერ ახერხებდა. ტანიდან სისხლმა დაუწყო დენა, დათვი წყლულებმა შეაწუხეს და მოიწადინა გაქცევა, მაგრამ ამ დროს თეთრონი ტახი წინ გადაეღობა.

– სად გაჰრბიხარ? დადექ, თუ ბიჭი ხარ! – ვეღარ მოითმინა, იმასაც ბრძოლის, ომის ჟინმა მოუარა და გაუსო დათვს ყელში კბილი ისე მარჯვედ, თითქო სასულეში ძროხას ყასაბმა დანა დასცაო; დათვს წარმოსქდა თქრიალით სისხლი, საზარლად დაიღრიალა, დაიჩოქა და უკვე განემზადა სასიკვდილოდ.

– ეყოფა, არა? – ყოჩაღ, მარჯვედ დაჰხვდი ბიჭო! – უთხრა შავფერამ თეთრონს ტახს. – მეტი აღარ უნდა, მაგისი საქმე მორჩაო.

– დამითმია, აღარა ვცემ! – წარმოსთქვა თეთრონმა ტახმა და გაჰშორდა. დათვი ამ დროს აღარა ღრიალებდა, არამედ ყელში ხრიალებდა. ტანმა რყევა უწყო, ფამფალებდა და… დაგორდა, უზარმაზარი ტანით ჰგვიდა რაც ფერდობზე ხე, ფოთოლი და ქვა შეჰხვდა. მელა წამოსულიყო დათვთან რაღაც ამბის მოსატანად. რა ნახა ტახების და დათვის ომი, იქვე შორიახლოს დაიმალა, ხოლო თვალ-ყურს ადევნებდა ბრძოლას: დათვის სიკვდილი კიდევაც ესიამოვნა გუნებაში. ტახების თვალი რომ იცდინა, ჩუმად მივიდა დათვთან და მთელი ჩალაღაჯი მოაღრღნა, თუმცა ცხოველების წინაშე სწყევლიდა ტახებს, ჰგმობდა, კისრად ძრახვას ადებდა: „ბატონი დათვი ღალატით მოჰკლეს იმ უღმერთოებმაო“, – ამბობდა. ყველა მტაცებელი ცხოველები აღელვდენ: – როგორ გაბედეს ღორებმა ჩვენის ბატონის მოკვლაო, გაიძახოდენ. სწყინდათ დათვის უდროვოდ სიკვდილი, რადგან იმისგან დიდსა და მდიდარს წყალობას მოელოდენ. ხოლო წმინდა, ალალის ლუკმის მჭამელი ცხოველები სიხარულით ცას დაეწივნენ. კურდღლები, რომელნიც გუშინ დათვთან მისალოცად გარბოდენ, დღეს ცმუტავდენ, ხტოდენ, სიხარულით აღარ იცოდენ, რა უნდა ექმნათ.

ჩვეულებისამებრ ყოველდღე დათვს ამორჩეული ჯაშუშები ატყობინებდენ ვინც რა ამბავსაც გაიგონებდა. მელა ხომ მოვიდა, გამოძღა ბატონის ხორცით და წაბრძანდა, ხოლო ცხოველებს შეატყობინა დათვის სიკვდილი; მელას მოჰყვა ტურა, ნახა ნაომარი ადგილი, – სისხლი, მიეყუდა მკვდარს დათვს, ახლოს მისვლას ვერ ჰბედავდა, მაგრამ რაკი დარწმუნდა, რომ მკვდარი იყო და თანაც ლეშიც რაღაცას ეჭამა, ტურამაც არ იუკადრისა პირი გაესველებინა… კარგად რომ გამოძღა დათვის ლეშით, გაიპარა და ტყეში ჩხავილს მოჰყვა გლოვისა და ტირილის ხმაზე. როგორც მელამ და ტურამ დაიტირეს დათვი, იმავე წესით მგელმა, აფთარმა და სხვებმა. ასე რომ მეორე დღეს, როცა მთელი ცხოველების კრება მივიდა დათვის დასატირებლად, თავიანთ ბატონისა ნახევარი ლეშიღა დაუხვდათ, ისიც ნაჯიჯგნი, ნაჭამ-ნუჭამი, რამაც მხეცები უფრო გააბრაზა და ააღელვა… მართლა სწყრებოდენ თუ არა, ეს ღმერთმა უწყის, ხოლო ერთიმეორეს ისე აჩვენებდენ, ვითომ ძალიან გვწყინსო, უფრო დიდსა და ბევრს ოხრავდენ. ცხელს ცრემლს ისინი ღვრიდენ, რომელთაც მკვდარი დათვი არ დაინდეს და იმის ლეშს გიახლნენ. დათვის სხეულის გაჯუღურებაც ღორებს დააბრალეს; გვამი დათვისა დიდის ამბით და დიდებით მიწას მიაბარეს. ძეგლად დაადგეს კოშკი ძვლებისა, რომელიც მოკრიბეს ტყე-ღრეებში მხეცთაგან გამოხრული. ერთხმად გადასწყვიტეს დათვის მოღალატე მხეცები სასტიკად დაესაჯათ. საშიშარი, ეშვიანი ღორების გზებზე ორმოები მოთხარეს, რათა ბნელს ღამეში ჩაცვივნულიყვნენ შიგ და დამრჩვალიყვნენ.

ერთს დღეს მთელს ტყეს მტაცებელმა მხეცებმა ალყა შემოარტყეს, დაჰკრეს საყვირს, ასტეხეს განგაში და მთელს ცხოველებს ერთად მოუყარეს თავი-თავს; კურდღლებიც კი, მუდამ მოხერხებულნი ჯაგებში შესაძრომად და დასამალავად, ვეღარსად დაემალნენ. ყველას კბილებს უღრჭენდენ, ჰგლეჯდენ, სწეწდენ და ისე ერეკებოდენ ერთად, გასასამართლებლად. მოაგროვეს ირმები, შვლები, არჩვები, ჯიხვები, კურდღლები, ნეზვი ღორები და სხვა (ტახები არ ერივნენ, ისინი ხაროებში ჩაეყარათ).

უზარმაზარი ნადირის ჯოგი მოაქუჩეს ერთად, დააჩოქეს ყველა და აბღავლეს: „გაუმარჯოს დიდებულს, ჩვენს ბატონ-პატრონს დათვს, რომელმაც დასდვა თავი სამშობლოსათვის, მხეცთა გვარისა სადიდებლად… ცხონება დათვსა, ხოლო მის ერთგულთ და პატივისმცემელთ დღეგრძელობა და გამარჯვება!“

უცოდინარნი ნადირნი ძალაუნებურად ყვიროდენ, ღრიალებდენ, ჩხაოდენ თავის ჰანგზე, თავის ხმაზე, ხოლო შაერთებული მათი ხმა ჯოჯოხეთის ცეცხლში ტანჯულთა გოდებას მოაგონებდა ადამიანს.

მგლები, აფთრები, მელა-ტურები ამით არ დაკმაყოფილდენ: დაინახეს რა უკბილო ნადირთა მორჩილება, მოწიწება და შიში, მტაცებელნი უფრო გამხნევდენ, აეშალათ საღერღელი. ეს როდი აკმარეს უპატრონო ცხოველებს, დასცეს კიჟინა: „გაუმარჯოს დათვსაო“, დაერივნენ და დაუწყეს ჟლეტა. ნადირნი ზოგნი იხოცებოდენ, სხვანი თავგადაგლეჯილნი გარბოდენ. მტაცებელნი ნადირნი დღესასწაულობდენ. დაჩაგრულნი, უმწეონი, ბეჩავნი წიოდენ, კიოდენ, იმათ გოდებას მთა და ბარი ზეცას აჰქონდა… მთაც მდუმარებდა, ტყეც, მდინარეთაც სახე როდი ეცვალათ, ისევ ძველებრივ მოჩუხჩუხებდენ. გოდება ისმოდა ყოველ მხრით, ხოლო შებრალება არსაიდან.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 22 2016, 23:29

ესეც იყოს რა აქ სანადირო თემასთან არააქვს შეხება მარა ძაან მაგარია
ზურაბ გურული
25.02.2016
პრინციპის ვადა ?!..

...1996 წელს გავიცანი ნიუ ორლეანელი აუგუსტ ბერნერი, 80-ს მიტანებული ბაბუა, ძველი სამხედრო მფრინავი და მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანი.
წარმოშობით გერმანელი გახლდათ მისტერ ბერნერი. ძველი, ტრადიციული ოჯახის შვილი. მშვენივრად უკრავდა საქსოფონზე და პიანინოზე. ძალიან შევეჩვიე და დავუახლოვდი მას და მის ოჯახს. მეუღლე სიცილიელი ჰყავდა, უსაშველოდ სათნო და თბილი "მამა-ანჯელა"; ასე ვუძახოდი მეც ამ ღვთისნიერ ადამიანს. საკუთარი ოჯახის წევრივით მიმიღეს და შემითვისეს ბერნერებმა...
...ერთი უცნაური აკვიატება ჰქონდა ოჯახის უფროსს. არაფრით არ ყიდულობდა იაპონურ მანქანას და მისი პატივისცემით, ბერნერების უზარმაზარი კლანის ყველა წევრი ტრადიციული ამერიკული მოდელის მანქანებით დადიოდა. მართალი გითხრათ, მე არ შემინიშნავს ეს, არც დავკვირვებივარ. უმცროსმა ბერნერმა, ჩემმა განუყრელმა მეგობარმა ტიმოთიმ გამიმხილა საიდუმლოდ ერთხელ, როცა ავტომანქანების ღირსებებზე ჩამოვარდა საუბარი და მე გულუბრყვილოდ შევაქე იაპონური ძრავები;
- არ უყვარს მამაჩემს იაპონელებიო -.
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, თავად ჩამოვუგდე საუბარი ამ თემაზე მისტერ ბერნერს...
- ხუთი მეგობარი მფრინავი დამეღუპა პერლ-ჰარბორის დაბომბვის დროს -,
მითხრა მოხუცმა;
- ჰოდა, ომის შემდეგ დავთქვით გადარჩენილმა მეგობრებმა, რომ მათი ხსოვნის პატივსაცემად არასოდეს გვესარგებლა იაპონური ნაწარმითო-.
გამეღიმა. შემამჩნია; თავადაც გაეღიმა;
- პრინციპებს ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. იმ დაღუპული ბიჭების ხსოვნას მე ასე ვცემ პატივსო-
დაასრულა და ფეხზე წამოდგა, მერე კედლისაკენ მიტრიალდა, ომიდან ჩამოტანილი, დაძენძილი დროშის წინ გაიჭიმა და მხედრული სალამი მისცა ...
უნებურად მეც წამოვდექი ...
ბაბუა ბერნერის დასაფლავებაზე, გამოსამშვიდობებელ სიტყვას რომ ვამბობდი, მაშინ გავიხსენე ეს ისტორია...
რამდენიმე ბებერი ჯარისკაცი იყო იქ, სამხედრო ფორმით. სასაფლაოდან რომ გამოვდიოდი, უნებურად გამექცა თვალი; ყველა მათგანი ამერიკული მანქანით იყო მოსული ...
დღეს, 2016 წლის 25 თებერვალს ისევ გამახსენდა ეს მივიწყებული ამბავი...
ისევ მეტკინა სადღაც...
- პრინციპებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვსო- გამახსენდა მისტერ ბერნერის ნათქვამი.
ჩემთვის არ ექნება !!!...

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 23 2016, 08:17

assassin29

კარგია--- 36_1_11.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 20 2016, 21:57

მოკლედ ვისაც გიყვართ თამადის ინსტიტუტი და გსურთ აიმაღლოდ კვალიფიკაცია, გირჩევთ შეიძინოთ ეს წიგნი
http://postimg.cc/image/nhqb0fv7v/http://postimage.org/

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 21 2016, 08:21

მაგარია ძალიან. ერთი ორი გვერდი დადე გავიგოთ რა შინაარსისაა small3d018.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)