ჩაქირა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩაქირა |
Dec 20 2009, 17:26
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჩაქირა .რაიცით ამ ძაღლის შესახებ? იქნებ მოვიძიოთ ეს გადაშენების გზაზე მდგომი ერთად ერთი ქართული მონადირე ჯიშის მეძებარი ჩაქირა (იგივე მეკვერნე)მე ეხლა გავიგე ამ ძაღლის შესახებ და ძალიან დავინტერესდი .პრინციპში ქათული ნაგაზის ქვეყანაში არც არის გასაკვირი რომ ასეთი ძლიერი და უნივერსალი ქართული მეძებარიც გვყოლოდა .ირკვევა რომ ეს ძაღლი ძირითადად გურიაში მაღალ მთიან აჭარასა და ტაოკლარჯეთში (ეხლა უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ) იყო გავრცელებული .და მას ძირითადად კვერნაზე და კატაზე სანადიროდ იყენებდნენ.ეს იმიტომ რომ ძალიან შეუპოვარი და ჟინიანი ყოფილან და ამის გამო დიდ ნადირზე არიდებდნენ ნადირობას იმიტომრომ ხშირად ნადირობა სიკვდილით მთავრდებოდა მას ამის გამო თვითმკვლელი ძაღლიც კი შეარქვეს . მაგრამ შესანიშნავად ნადირობდა მსხვილ ნადირზეც როგორიცაა; დათვი,ღორი,ირემი,და ა შ.....მოკლედ კურდღელზეც კარგად ნადირობდა და ფრინველზეც .მე ერთ -ერთ წიგნში მაქვს წაკითხული რომ გურიაში ძველ მონადირეებს უთქვამთ რომ ერთხელ პოინტერთან ერთად ვანადირეთო და როგორც ის უკეთებდა ფრინველს ნაბულსო (სტოიკას) ჩაქირამაც ისე დაუწყო ნაბულის კეთება ფრინველსო . და თანაც მოკლული ფრინველი მოიტანაო.ჩაქირას წყლის ფრინველებზე სანადიროდაც იყენებენ თურმე ,კიდე წერენ თუ როგორ ნადირობს სოროს ნადირზე ;მაჩვზე,ტურა მელაზე ,მოკლედ უნივერსალიაო , რომ წავიკითხე გავგიჟდი თუ რა ჯიში გვყოლია და გადაშენების გზაზეა .რაც შეეხება აღწერილობას მე სურათიც მაგვს ნანახი ის 45-50-სმ სიმაღლისაა; წაბლისფერია მოწითალო თვალებით, თავით ტურას წააგავს დაცკვეტილი ყურებით ,დაშვებული კუდი და ყველაზე მთავარი და გამორჩეული ნიშანი აქვს მას ყელზე (კისერზე )თეთრი რკალი დასდევს გეგონება თეთრი საყელო აქვსო გაკეთებული ,მოკლედ ;ყელი ,გულმკერდი, მუცელი,ფეხები სახსრებს დაბლა და კუდზე ნახევარს ქვევით სულ თეთრი აქვს და რაც მთავარია ააქვს ძლიერი ყნოსვა . ძალიან წააგავს მყეფარებს (ლაიკას) და არსებობს ვერსიებიც რომ ლაიკას სისხლში დიდი პროცენტი ჩაქირას სისხლი ურევიაო .ასერომ ეხლა თქვენ გაანალიზედ თუ რაოდენ ძლიერი და უნივერსალური ჯიში გვყოლია ქართველებს ჩაქირას სახით .ასერომ სელექციური თვალსაზრითითაც შეიძლებოდა ამ ჯშიდან მაგარი ჯიშებიც გამოგვეყვანა . ერთს კიდევ დავამატებ რომ არიან ძალიან ავები და თითქმის სულ დამბულები ყოლიათ იმიტომ რომ სულ სანადიროდ უნდათ წასვლა და თუარ დაამბავთ ან დაამწყვრევთ თვითონვე გარბის სანადიროდ .არ ეკარებს უცხოპირს და არიან ძალიან შეუპოვარი და ავები რის გამოც მას ღორზე აღარ ანადირებენ იმიტომ რომ სავალალოდ სიკვდილიდ მთავრდება მისი ტახზე ნადირობა იმდონის შეუპოვარია .რაც შეეხება ამ ჯიშის საქართველოში არსებობას როგორც ვიცი ძალიან ცოტა ყოფილა ისიც ნაჯვარები .მაგრამ გეტყვით რომ ჩვენს მეზობელ თურქეთის მთიან რაიონებში( ანუ ლაზეთში) ეს ჯიში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება იქიდან მაგის შემოყვანა .დასაერთოდ იქნებ ვინმეს მეტი იმფორმაცია ქონდეს ამ მართლაც უნიკალურ და უნივერსალ ჯიშზე და იქნებ დავწეროთ რამე .
|
|
|
Dec 23 2009, 11:31
პოსტი
#31
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Dec 23 2009, 16:40
პოსტი
#32
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
არაა მასე თქვენ რომ გგონიათ .. ბევრი ძაღლია რომელმაც ნადირობის ფუნქცია დაკარგა მაგრამ არ კარგავენ ჯიშს და უფრთხილდებიან .. უბრალოდ ხარხო ამხელა ისტორია გვაქ და სირცხვილია რაც გვაქ იმასაც ვკარგავთთთთთთთთთთთთთთთთთთ!!!!!! ელემენტარულად საქართველოში გვყავს სულ 3 ჯიშის ძაღლი კავკასიური ნაგაზი. ქართული მთის ძაღლი .. და ჩაქირა ... ეხლა ჩვენ თავს ვიტყუებთ კავკასიური ნაგაზი ოფიციალურად ქარტული ძაღლი არაა გაიგეთ ეს რუსებმა დაარეგისტრირეს მასჰინ როცა ზოგიერტები ერთ ადგილს იფხანდნენ .. ანუ გვყავს ქართული მთის ძაღლი და ჩაქირა მთის ძაღლსაც დიდი მომავალი არ უწერია ასე ტუ გაგრძელდა საქმე და ჩაქირას კიდე უარესი მომავალი აქ .. მე ლიჩნად ქართველი რომ ვარ რო მქონდეს არჩევანი რუსულ გონჩს და ჩაქირას შორის ჩაქირას ავირჩევ თან ჩანს რომ არ არის ცუდი ძაღლი ცხოველზე სანადიროდ !!!!!!!!!
http://www.fcg.ge/geo/index.php?option=com...7&Itemid=12 გადახედეთ ამას და ნახეთ კავკასიური ნაგაზის წარმოშობა რა წერია ... და ჩვენ ოფიციალურად გვყავს 1 ძაღლი სირცხვილია ხალხნო .... უნდა უშველოთ ჩაქირას !!!!!!!!!!! |
|
|
Dec 24 2009, 16:41
პოსტი
#33
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
გუშინ მივწერე წერილი საქართველოს კინოლოგიის ფედერაციას თხოვნით მოეცად რაიმე ინფორმაცია ჩაქირაზე და ასევე ფოტო მასალა და ის ტუ სად შეიძლება ამ ძაღლის ლეკვების შოვნა დგეს მივიღე პასუხი ... Gamarjobat! informatsia gvakvs ,mobrdzandit klubshi da kvelapers agixsnit!... ანუ დამაიმედებელი პასუხია .. ჩემდა სამწუხაროდ მე ტბილისში აღარ ვარ თორემ აუცილებლად მივიდოდი ვინმეს თუ აქვს დრო რომ იქ მივიდეს ???
საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია პეკინის გამზირი 39 0160 თბილისი ტელ. + 995 32 37 02 59 ფაქსი + 995 32 37 02 59 E-mail: fcg-dog@caucasus.net |
|
|
Dec 24 2009, 17:21
პოსტი
#34
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
კავკასიური ნაგაზი რუსების ბრალია რომ გადაშენების პირას იყო ახლა რამდენადაც ვიცი საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. კავკასიის დაპყრობის პერიოდში ყველა კარგი ეგზემპლიარი მაგათ გაიყვანეს და თავიაანთ ძაღლებთან აჯვარებდნენ . ეგენი დაჟე გვედავებიან ჯიში ჩვენ გვეკუთნისო. ჩაქირას გადაშენებისა რა მოგახსენოთ
|
|
|
Dec 24 2009, 17:38
პოსტი
#35
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
aragveli
გვედავებიან კიარა მაგათია ძმაო ძაღლი ოფიციალურად ... ლინკი რო დავწერე იქ შედი და ნახე კავკასიური ნაგაზის სამშობლოდ რუსეთი წერია .. ეგ ვიცი უკვე კაი 5 წელია .. და მაგიტომ ვამბობ 1 ძაღლი გვყავს ჩვენ ოფიციალურად ქართული მთის ძაღლი და იკნებ ჩაქირაც მივამატოდ მაგ სიას ... |
|
|
Dec 25 2009, 11:04
პოსტი
#36
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
თუ არ მეშლება ამ ჯიშზე წაკითხული მაქვს პაჭუ ჟორდანიას ძველ წიგნში რაღაცა ინფო შევეცდები მოვძებნო ეგ წიგნი
|
|
|
Dec 26 2009, 18:26
პოსტი
#37
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
თუ არ მეშლება ამ ჯიშზე წაკითხული მაქვს პაჭუ ჟორდანიას ძველ წიგნში რაღაცა ინფო შევეცდები მოვძებნო ეგ წიგნი მართალია, პაჭუ ჟორდანიას აღწერილი აქვს ეს ჯიში თავის წიგნში, რომელიც 50-იანების მეორე ნახევარშია გამოცემული, თუ არ ვცდები. ფოტოც აქვს დართული და სწორედ ის ფოტოა, თუ სწორად მახსოვს, რაც მეორე გვერდზეა დადებული. იმ წლებში ეს ჯიში უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა... და ის პატარა წიგნიც იშვიათობაა უკვე. |
|
|
Dec 28 2009, 10:10
პოსტი
#38
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მართალია, პაჭუ ჟორდანიას აღწერილი აქვს ეს ჯიში თავის წიგნში, რომელიც 50-იანების მეორე ნახევარშია გამოცემული, თუ არ ვცდები. ფოტოც აქვს დართული და სწორედ ის ფოტოა, თუ სწორად მახსოვს, რაც მეორე გვერდზეა დადებული. იმ წლებში ეს ჯიში უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა... და ის პატარა წიგნიც იშვიათობაა უკვე. სამწუხაროდ აქ ვერ ვიპოვე ეგ წიგნი და სოფელში უნდა მოვძებნო,იმედია იქ მაინც იქნება. |
|
|
Dec 29 2009, 00:22
პოსტი
#39
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კაცო რა გახდა ეგეთი პრობლემა ვინმეს თუ გეცლებათ შეიარეთ ფედერაციაში და ინფოს მოგვცემენ არ ვარ ახლა თბილისში თორე 1 დღეში მოვაგვარებ ამ საქმეს თან ესაო ისაო ამის ლეკვი რო მომცა გავზრდიდიო ა ბატონო მივწერე ფედერაციას მეთქი ინფო მოგვეცით ლეკვის აყვანა გვინდა და ძაღლის ისტორიაც თუ გაქვთქო . კიო იმ კაცმა მოდითო და არავინ არ მიდის
|
|
|
Dec 29 2009, 08:47
პოსტი
#40
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ლევანა90
მე შევივლი დღეს |
|
|
Dec 29 2009, 22:41
პოსტი
#41
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ვიყავი დღეს ფედერაციაში, ვესაუბრე იმ პიროვნებას ვისაც ყავს რამოდენიმე ქარტული მყეფარა ძაღლი, ჩაქირა. მოკლედ კონტაქტი გვექნება მაგ ადამიანთან რა და ინფორმაციასაც გამოვართმევ ახალი წლების მერე. სამწუხაროდ პირადა ვერ ვნახე და ტელეფონით ვესაუბრე მარტო. მთლად დაღუპული არ არი ეს ჯიში რა და საბედნიეროდ არსებობს ისეთი პიროვნება ბატონი ლაშას სახით რომელმაც აიღო საკუთარ თავზე ამ ჯიშის გადარჩენა შეიძლება ასეც ითქვას. დანარჩენი ახალი წლების მერე ვნახოთ რა როგორ განვითარდება მოვლენები.
|
|
|
Dec 30 2009, 07:25
პოსტი
#42
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კუდიგორელი
კარგი ქენი ავთო, იმედია ჩვენი კლუბიც ჩაებმება ამ საქმეში ცოტა ხანში |
|
|
Dec 30 2009, 10:34
პოსტი
#43
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ვიტო
გახვალ დღეს კინოლოგიის ფედრაციაში? |
|
|
Dec 30 2009, 10:48
პოსტი
#44
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კი გავალ, მაქეთ მოვხდები სარამოსკენ და შევივლი
|
|
|
Dec 30 2009, 12:45
პოსტი
#45
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
გაიხარეთ ასე უნდა საქმის გაკეთებას.. ერტი ეგაა ფოტო რო ვნახოთ როგორი ეხსტერიერი აქ ძაღლს კარგი იკნება ფინიას თუ არ გავს
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2024 - 13:14 |