ოჩოპინტრე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ოჩოპინტრე
ზახარა
პოსტი Jun 13 2009, 22:23
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოჩოპინტრე (ქართ.)- ნადირთა მწყემსი, მხეცთა პატრონი, ნახევრად ღმერთი, უფრო დემონი, ბერძნულ პანისა და ლათინთა ფავნის მსგავსი, ნადირთა მწყემსი და მფარველი ხევსურთა მითოლოგიაში. მის სადიდებლად სრულდება წარმართული მაგიური ჰიმნი. საბას განმარტებით( ; ცრუმონადირენი ნადირთ წინამძღვრად იტყვიან ) . ნადირთ პატრონი სვანეთში დალი და აფსათი არიან, ფშავ-ხევსურეთში ადგილის დედა და სამძივისა, აღ-სა და იმავე მთაში ოჩოპინტრე (არის ქალიც და კაციც). თუ ხევსური ნადირობის წინ ოჩოპინტრეს არ შეევედრა, ნადირი არ დამიფრთხოო , ისე ვერაფერს გახდება : ” მომეც ბედი, მომაკვლევინე ნადირთ სული , ხომ მაინც შენია, შენს ჯოგს კი რა გამოაკლდებაო.” თუ არ შეევედრა, არ გამოსთხოვა ნანადირევი მონადირემ და ისე შეუდგა ნადირობას, ოჩოპინტრე გააფრთხილებს ჯიხვებს: აბა, გაიქეცით მონადირე გეპარებათო! ზოგჯერ ოჩოპინტრე მონადირეს სიზმრად ვაჟის სახით ეცხადება, თოფს უწვდის და ეუბნება: წამო, სანადიროდ წავიდეთო. ეს იმი ცხადი ნიშანია, რომ ოჩოპინტრე უხვ ნანადირევს ჰპირდება მას. დილით მონადირე თამამად მიდის სანადიროდ, ღრმად დარწმუნებული, რომ ბედნიერი ნადირობა ექნება. თუ დალი ან ტყაშიმაფა მონადირეს თავის სიყვარულს სთავაზობს ოჩოპინტრე - ძმობას . კარგი მონადირე ოჩოპინტრეს ძმადნაფიცია, ნადირთ მწყემსი მისთვის ჯიხვებს არ იშურებს. სანაცვლოდ როგორც დალი და ტყაშიმაფა, მონადირისგან ოჩოპინტრეც ერთგულებასა და საიდუმლოს დაცვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონადირეს არათუ ხელი მოეცარება, არამედ გარდაუვალი დაღუპვა მოელის. ხალხში თქმულება იყო, რომ ვინც ბევრ ნადირს დახოცავდა, ოჩოპინტრესათვის სული ჰქონდა მიცემული, რაც მონადირის საიდუმლო იყო. თუ ხევსურს, კახელს ჯიხვი გაექცეოდა. ოჩოპინტრეს პერანგს შეუკერავდა, ხეზე დაჰკიდებდა : “ წყალობა მოიღე , ბევრი შენ და ცოტა მეო” ლოცვაში ; ნადირთ ანგელოზსაც; ეძახიან. ოჩოპინტრე უფრო კომიკური სახეა, დალი - ტრაგიკული. კონკრეტული მითები ოჩოპინტრეზე არ შემონახულა . არის ლექსები მაგ: ( ოჩოპინტრე ბედნიერი, ოჩოპინტრე მშვენიერი, მოგვეც შენი წყალობა, ნამწყესური ნადირი) .


ინფორმცია აღებულია მითოლოგიური ლექსიკონიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 13 2009, 23:10
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ოჩოპინტე - ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.


ბოჩი - ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმიდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.


ტყაშმაფა – ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი. ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო “ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როცა ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის...


ოჩოკოჩი — ქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან; მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, ივანე ჯავახიშვილის აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. ვერა ბარდაველიძეს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა.

გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.


დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.




წყარო: ვიკიპედია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jun 14 2009, 14:34
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაღთალი ხარ ვიტოnewsmile05.gif ეგრეა!! ჩვენ ყოველი ნადირობის დაწყებისას ვსვავტ ოჩოპინტრეს სდღიგრდზელოს და ვთხოვთ იმდენი მოგვაკლევინოს რამდენიც საწიროა ჩვენთვის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 16 2009, 15:23
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზახარა
ვიტო

ყოჩაღ ძმებო, მაგარი ინფოებია newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 16 2009, 18:20
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(zaxara @ 13th June 2009 - 11:23 PM) *
მომეც ბედი, მომაკვლევინე ნადირთ სული , ხომ მაინც შენია, შენს ჯოგს კი რა გამოაკლდებაო.”

ციტატა(zaxara @ 13th June 2009 - 11:23 PM) *
ოჩოპინტრე ბედნიერი, ოჩოპინტრე მშვენიერი, მოგვეც შენი წყალობა, ნამწყესური ნადირი


ისღა დაგვრჩენია ეს ფრაზები დავიზუთხოთ და ნადირობის თუ თევზაობის წინ ყველამ სათითაოდ ან ერთად ვთქვათ............ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Jun 16 2009, 20:34
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო
ტყაშმაფა და ოჩოკოჩი მეგრულ დიალექტში შემორჩენილიაააა, "ტყაჩუ"- ინფორმაციისთვის,ნიშნავს ტყის მცველს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 16 2009, 23:44
პოსტი #7


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოჩოკოჩი ალბათ ოჩო-კაცს ნიშნავს მეგრულად...ისე მშვენიერი თხოვნა ქონიათ ხევსურებს..ბევრი ნადირი მოგვაკვლევინე სული მაინც შენთან რჩება და შენს ფარას არაფერი მოაკლდებაო..ლოგიკურია ხო იცი..ხორცი მოგვცეს და სულები სულ იმისი იყოს....
ზახარ და ვიტო მართლა მაგრად გაგიკეთებიათ...ყოჩაღ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 16 2009, 23:52
პოსტი #8


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საჭიროა, შეიძლება ისეთი სტუმარი შემოვიდეს რომ არ იცოდეს ოჩოპინტრე რა ნიშნავს, ამის წამკითხვარე ზოგადად მიხვდება ყველაფერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 17 2009, 01:07
პოსტი #9


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სტუმარი რაა..რაც მე ოჩოს სადღეგრძელო მაქვს დალეული...თან ხო იცი როგორ, დილას რომ მანქანას მიაყენებ..სანამ გათენდება ბოლომდე..კვერცხს რომ გატეხავ კაპოტზე...დალოცავ ოჩოს..მერე დალის..მერე ვინც სახლიდან გამოგვაცილა..მერე საქართველოს ბუნებას..მერე ვინც კაი თვალით შემოგვხედავს და ბოლოს ისევ ოჩოპინტრეს გაუმარ....ჯოს..ჯოს...ჯოს...მერე შეხვალ მინდორში და მთელი ნადირ-ფრინველი დათესილია იქედან... newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif ამხელა პრაქტიკის მქონე ადამიანმა არ ვიცოდი ბევრი რამე....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 17 2009, 19:01
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



newsmile027.gif newsmile027.gifშელოცვა რადგან ვიცწავლეთ ახლა ჩვენს ხელშია ნადირი ძმებო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jul 23 2009, 13:52
პოსტი #11


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზახარა
ვიტო

გაიხარეთ

newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 23 2009, 14:14
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყოჩაღ ბიჭებო, ეს რა საინტერესო ინფოები დაგიდიათ...
ბავშვობაში მიყვარდა ტყაშმაფებზე ისტორიების მოსმენა, ერთი სული მქონდა სადმე ტყეში შემხვედროდა
newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jul 23 2009, 19:41
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Bonehill @ Jul 23 2009, 03:14 PM) *
ყოჩაღ ბიჭებო, ეს რა საინტერესო ინფოები დაგიდიათ...
ბავშვობაში მიყვარდა ტყაშმაფებზე ისტორიების მოსმენა, ერთი სული მქონდა სადმე ტყეში შემხვედროდა
newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif



newsmile015.gif newsmile01.gif
შეგხვდება უეჭველი,შეგხვდება,თან მის სახელს რო ნახავს ჩვენს მაისურ-კეპ-ბენდენა-ჟილეტზე,აი მაშინ ნახე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 18 2010, 22:05
პოსტი #14


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგით რა ნუ გააჯაზებთ, თორემ დავხურავ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jagermeister
პოსტი Feb 19 2010, 00:15
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 19-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს თემა არ მქონდა ნანახი, მაგარი ინფოებია newsmile027.gif
ამირანის ამბავი არ ვიცოდი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 13:18