IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

......ვოიაჟი ელადაში....., თბილისი-ათენი-თბილისი გადის მესამე ლიანდაგიდან.....
ჩელე
პოსტი Sep 15 2009, 00:27
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თბილისი-ათენი-თბილისი
1.მანძილი: დაახლოვებით 2500 კილომეტრი
2.გასავლელი საზღვრები: საქართველო-თურქეთი, თურქეთი-საბერძნეთი
3.სამგზავრო დრო: დაახლოვებით 55 საათი (ავტობუსით)
4.ენა: ბერძნული, ცოტა ინგლისური, ცოტა ოღონდ........ ზოგმა საერთოდ არ იცის ინგლისური, ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, გიკვირთ ხოო შუა ევროპაში და ინგლისური არ იცოდე........... მეც მიკვირს..........
5.დროის ცდომილება: -1 საათი
6.ხალხი: ოდნავ გამოყლიავებული, მაგრამ გართობა იციან, ვერაფერს იტყვი, სამაგიეროდ 1 ჭიქა ღვინოზე შეუძლიათ დილამდე იქეიფონ და თქვან: აუ გუშინ რამდენი დავლიეეეეე......... რამდენი- რომ კითხავ, გიპასუხებს: 1 ბოთლი ღვინო, 7-მა კაცმაო, შენ კიდევ ეტყვი, ხოოოო ჩამხრჩვალხართ ძმაო რა გინდა-ო??..... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
7.სამუშაო საათები: დილის 9-დან შუადღის 2-მდე და საღამოს 5-დან 9-მდე, არის დღეები, მაგალითად (თუ არ ვცდები)ორშაბათი, ოთხშბათი და პარასკევი როცა არ მუშაობენ 5-დან, 9-მდე
8.ათენი: ძალიან დიდი, აი ძალიან დიდი, გუგლში რომ ვნახულობდი ვიცოდი რომ დიდი იყო, მაგრამ ასეთი დიდიც თუ იქნებოდა, ვერ წარმომედგინა, ცენტრიდან 40 კილომეტრი მივდიოდი სახლში და ისევ ათენში ვიყავი........... ,,ჩიორტ ევო ზნაეტ??,,....... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
9.სამზარეულო: გადასარევი, უბრალოდ უმარილო უყვართ
სალათები - ნაირ-ნაირი, მაგარ ხოდშია
სუვლაკები- ჩვენებურად მწვადი, მაგრამ პატარა ხის ჩხირებზეა აგებული
გირო- შაურმის პონტშია, მაგრამ იმაში კარტოფილი აქვთ დამატებული და სხვანაირად შეხვეული
10.სპირტიანი სასმელი: სამეგრელოში უკეთეს ღვინოს აკეთებენ დამერწმუნეთ, დასპირტული, რაღაც საშინელება, მეორე დღეს 2 თავი გაქვს წინა ღამით დალეულ ერთ ბოთლზე......... არ ვუწევ რეკომენდაციას....... ხიხია........
11.გართობა: ძირითადად შაბათ დღეს იციან, მთელი კვირა ვირებივით მუშაობენ და შაბათს გრიალობენ, კვირას პახმელიაზე გამოდიან, აბა 1 ჭიქა ღვინოს ეხუმრებით? დალევა ხომ უნდა? ათენში არის უბანი გაზი (რატომ გაზი დღემდე ვერ ვხვდები, მაგრამ შეგიძლიათ გადაიკითხოთ მეექვსე პუნქტი დ დაახლოვებით მიხვდებით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ) ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული დიკოთეკა-ბარები, რომ ჩაივლი ერთი დიდი მუსიკალური კოლაჟია, პალიტრაც კი შეიძლება დაერქვს, შეხვალ შიგნით და სამოთხეა, ყინავს არა, მაგრამ არც ბევრი უკლია, ნემსს ვერ ჩააგდებ იმდენი ხალხია, მაგრამ ძალიანაც რომ გინდოდეს ოფლის სუნს ვერ შეიგრძნობ ჩვენი დისკოთეკებისგან განსხვავებით
12.პატრიოტები: არიან თავის ამბავში, იშვიათად შეხვდები ინგლისურენოვან წარწერებს, ძირითადად გზის მანიშნებელ ტრაფარეტებზე
13.მოძრაობა: ქალაქში მაგრად გაზაობენ განიერ ქუჩებზე, დაახლოვებით 80კმ/სიჩქრით დადიან, საშინელი საცობებია, მაგრამ მხოლოდ ტრანსპორტის სიმრავლის ხარჯზე, არ გეგონოთ რომ დაარღვიონ მოძრაობის წესები, წითელი წითლობს, უამრავი მოტოციკლი დადის საშინელი გრუხუნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ავტობუსი, მეტრო, ტროლეიბუსი და ,,ნავაროჩენი,, ტრამვაი, მაგრამ ყველა უბანში არ დადის, ბილეთები იყიდება სპეციალურ ჯიხურებში, მაგრამ მხოლოდ იმ მარშრუტის სადაც გაივლის ესა თუ ის მარშრუტი, მინიმალური ფასი-- 1 ევრო, ახვალ ავტობუსში, შეყოფ რაღაც ყვითელ ყუთში, დაგიბეჭდავს და გამაიღებ, აი ,,ნუ პაგაძიში,, რომ არის, მგელს რომ ჩააბეჭდინებს ბეჰემოტი ისე რაა, არის საათნახევრიანი ბილეთებიც, ანუ რომ დაბეჭდავ ამ ბილეთს, იმგზავრებ საათნახევრის განმავლობაში ავტობუსით, მეტროთი, ტროლეიბუსით და მგონი ტრამვაითაც, ისეც შეიძლება რომ არ დაბეჭდო, არავინ შენი პატრონი არ არის, მაგრამ ვაი და ამოვიდა ქალბატონი კონდუქტორი, მაგარი დარხეული გაქვს, 60 ევრო ზურგზე აკიდებული და თუ საბუთი არ გაქვს, ეგრევე- დეპოორტ...... მეტროს ვაგონებში კონდიცირება და ძალიან მინიმალური ხმაური, ჩვენ ვაგონებს კი არ გვანან, ბრახაბრუხით რომ დადიან და გარეთ რომ გამოხვალ, რომ არაფერი გესმის, უი ქალბატონო დაბრძანდით-- არ მოსულა, იჯექი მანამ, სანამ ერთი ადგილი არ გეტკინება, შენ ხომ ამ ადგილისთვის 1 ევრო გადაიხადე? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ტაქსები უამრავი, მხოლოდ ყვითელი ფერის, მრიცხველებით აღჭურვილი, ომონიამდე 3 ევროდ გამიყვან?---არ მოსულა, ძალიან წვრილი ქუჩები აქვთ, რაც დიდ დისკომფორტს გიქმნის ადამიანს, მაგრამ როგორც წეღან ავღნიშნე, აქვთ განიერი ქუჩებიც. პარკირება--- უფასო , დააყენე და იდგეს სანამ არ დაჟანგდება, მაგრამ დაყენება და ადგილის მოძებნა ძალიან ჭირს...... newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 08:21