ტყის ქოთამი. კლუბის ერთობლივი გასვლა., 2014 წლის 16 ნოემბერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტყის ქოთამი. კლუბის ერთობლივი გასვლა., 2014 წლის 16 ნოემბერი |
Nov 17 2014, 12:25
პოსტი
#1
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო.
2014 წლის 16 ნოემბერს, კლუბმა ''ოჩოპინტრე'' 2 კვირიანი დაგეგმვის შემდეგ, გადაწყვიტა მოეწყო კიდევ ერთი ლამაზი ნადირობა და კიდევ უფრო ლამაზი ე.წ. მეორე სერია. შევიკრიბეთ სერ ტამპლიერის სახლთან. მივიკითხეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი. ვიყაყანეთ, ცოტა ვიცინეთ და გზას ბარაქაც დავაყენეთ. გასვლა მოხდა დილის 6:30-ზე თეთრიწყაროს მიმართულებით. ვიყავით 8 მანქანა, 24 კაცი და დაახლოვებით 15-მდე ძაღლი. მივედით ადგილამდე, ავაწყვეთ თოფები, ავისხით ''პატრონტაჟი'' და დავიშალეთ სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადი მასა ხელმარცხნივ წავიდნენ. მე, ილარიონიჩი, გოჩა, თაზო და გენერალი კი მარჯვენა მხარეს წავედით. ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ.... შემდეგ კიდევ ვიარეთ, ვიარეთ , ვიარეთ. ამ სიარულში ახალციხელი და ჟოლა შეგვხვდნენ. იმათაც კარგად უვლიათ და განაგრძეს სიარული.... მერე კიდევ ვიარეთ, ვიარეთ,ვიარეთ, ვიარეთ და გადავაწყდით პაატას.... იმასაც კარგად უვლია... აქა-იქ გასროლის ხმები ისმოდა.... ბოლოს დავრჩით მე და პაატა და გავაგრძელეთ ბოდიალი. კარგად რომ ვიბოდიალეთ და ვიგრძენით, რომ დავიღალეთ ვეკითხები პაატას: რა ვქნათ პაატა, რა გავაკეთოთ მეთქი და პაატამ წავიდეთ ნელ-ნელაო და დააწვა ქვევით მხარეს.... კი ვიფიქრე სად მიდის მეთქი და ვკითხე: ეგრე საით მიდიხარ მეთქი და მანქანებთანო.... არა პაატაჯან, მანქანები ზედა მხარეს არის მეთქი. უი ეგ რა მითხარი-ო? კლიანუს მეთქი რაა, თუ გინდა გარანტიით დავიგინები მეთქი.... მოკლედ, მცირედი კოლოქვიუმის შემდეგ გადავწყვიტეთ ზემოთ წამოვსულიყავით და არც შევცდით.... მანქანებთან უკვე პატარა სუფრა დაგვხვდა გაშლილი... მოშივდათ და აბა რა ექნათ? განვაიარაღდით და მივუჯექით მე და პაატაც სუფრას. მეოთხე სადღეგრძელოზე იყვნენ უკვე ეს ლოთები ესენი.... მოკლედ რომ ვთქვათ, მოვგროვით უმრავლესობა. მხოლოდ ჭალიმგელა, მეგრელი, მარკო-პოლო, დარჩო და ლეკი იყვნენ მოსასვლელები. გადავწყვიტეთ მეორე სერიისთვის მზადება და ლოკაციის შეცვლა. წავედით 4 მანქანა, რომ გაგვემზადებინა სუფრა მშვენიერ დახურულ სივრცეში სადაც ძველი ნამოსახლარი იყო და არც ისე შორი შეკრების ადგილიდან.... დავანთეთ ცეცხლი, მივასუფთავეთ ჩვენი ხიჟინა. გენერალმა და დავითუსმა ხორცის გამზადება დაიწყეს. მე ხახვზე და სუფრის გაშლაზე ავიღე პასუხისმგებლობა.... ამასობაში ბიჭებიც დაბრუნდნენ და დაიწყო და რა დაიწყო. დიდებული ქეიფი და ამაში ფოტოებს რომ თვალს გადაავლებთ მაშინ დარწმუნდებით. ჟირაფის რძე არ ეკლდა სუფრას. გენერალმა და დავითუსმა გმირულად შეწვეს უუუუგემრიელესი მწვადი. ჭალიმგელა გმირულად იბრძოდა სადღეგრძელოებით. ღვინო ''ოჩოპინტრე'' კი ნელ-ნელა გვეპარებოდა და თანდათან სიყვარულით თბებოდა თეთრიწყაროს ტყეები... хостинг картинок bmp 1. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში. 2. განსაკუთრებული მადლობა გენერალს და დავითუსას თავგანწირვისთვის. აბა ეხუმრები 10 კილო მწვადის შეწვას? 3. დიდი მადლობა ტყის ქოთამს რომ არც კი დამენახა, მოკვლაზე ვიღა ლაპარაკობს? გაგწყვიტათ ჭირმა. 4. დიდი მადლობა თაზოს არაჩვეულებრივი თოფის თხოვებითვის, რომელიც არც კი გამისვრია. 5. დიდი მადლობა ჟოლას მშვენიერი ჟილეტისთვის და ბოდიში 1 პატრონა რომ დაჰგიკარგე 6. დიდი მადლობა გენერალს, 7 ნომერი ტყვიების მოცემითვის 7. და ბოლოს დიდი მადლობა გურგენ კაცს რომ წამიყვანა და მომიტანა უვნებელი სახლში გკოცნით და გეხვევით, თქვენი: ნიკო კეცხოველი..... |
|
|
Nov 17 2014, 12:31
პოსტი
#2
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Nov 17 2014, 12:35
პოსტი
#3
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
კარგად გამიზრდიხართ
"სიამაყისცრემლიანისმაილიკი" |
|
|
Nov 17 2014, 12:37
პოსტი
#4
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Nov 17 2014, 12:45
პოსტი
#5
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Nov 17 2014, 12:50
პოსტი
#6
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
фотохостинг бесплатный მე მოვრჩი ფოტოებს. იმედი მაქვს დაყრით ვინც იღებდით და უფრო გაალამაზებთ ამ თემას.... |
|
|
Nov 17 2014, 12:50
პოსტი
#7
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მართლაა მაგარი დღე იყოო მაგარ ხალხთან ერთად. დიდი მადლობა ყველას. მართალია "პახმელიას" ვებრძოდი მარა მაინც დამამარცხააა მე მაგისს :@:@:@
თქვენი თავი და ერთად ყოფნაა არ მოგვიშალოს ღმერთმაა არასდროსს. მიყვარხართ და მევასებით |
|
|
Nov 17 2014, 12:58
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
საღოლები მითქვია, მაგრები ხართ.
|
|
|
Nov 17 2014, 13:58
პოსტი
#9
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
კარგად გიქეიფიათ . ქათამზე სულ არაფერს გვეტყვით?
|
|
|
Nov 17 2014, 13:59
პოსტი
#10
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უხხხ დამბურძგლა ტანში, გენაცვალეთ ჯანში.
თქვენთან ერთად რომ ვერ ვიყავ, ხელი ვირტყი თავში. |
|
|
Nov 17 2014, 14:02
პოსტი
#11
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
საღოლ საღოლ რა დრეს გამოვაკლდი მოკლეთ რაა გენაცვალეთ გკოცნით და გეხვევით ბიჭებო
|
|
|
Nov 17 2014, 14:02
პოსტი
#12
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta |
ჯიგრები ხართ,კარგი დღე გაგიტარებიათ ერთად.
|
|
|
Nov 17 2014, 14:20
პოსტი
#13
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მაგარი დღე იყო!
გამეორება უნდა!!!!!! |
|
|
Nov 17 2014, 14:55
პოსტი
#14
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Nov 17 2014, 15:02
პოსტი
#15
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 733 რეგისტრ.: 13-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საღოლებიიი თქვენ , მალადეც, ასეთი დღები უმრავლოს ღმეთმა ჩვენს დიდ ოჯახს.
სამწუხააროა , რომ გარკვეული მიზეზების გამო გამოვაკლდი ამ შეკრებას .:(((( |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 23:47 |