ჰაერის (გაზის) ზამბარა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ჰაერის (გაზის) ზამბარა
minchanin
პოსტი Sep 29 2012, 10:43
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ მეგობრებო,გადავწყვიტე თქვენს ფორუმზედაც განვაახლო ჩემი გამოჩენა. მოვიდა დრო დავიწყო ქართული ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება. თუ რა არის ჰაერის ზამბარა უკვეა ფორუმზე ნახსენები, და ჩემი აზრით გამეორებას არ საჭიროებს. ჰაერის ზამბარის ფასი იქნება 35 დოლლარი პლიუს ტრანსპორტირების ხარჯი. მინდოდა ფასი უფრო დამეწია, მაგრამ ე.წ. "ზაგატოვკა'', რიდანაც ჰაერის ზამბარა მზადდება, საქართველოში ორჯერ ძვირი აღმოჩნდა ვიდრე ბელორუსიაში, ამიტომ უფრო იაფად ვერ გავაკეთებ. მინდა ავღნიშნო რომ ლაპარაკია
ჰაერი ზამბარაზე 8 მმ.-იანი ''შტოკით''. 10 მმ-იანი ''შტოკიანი'' ზამბარის დამზადებას ჯერ ვერ მოვახერხებ, რადგან მისთვის ''ზაგატოვკა'' ჯერ ვერ მოვძებნე. გადაგზავნის ფასი (ფოსტით) მაგ. ზესტაფონიდან თბილისამდე ჯდება 7.5 ლარი. ისე საოცარია რომ მინსკიდან ზესტაფონამდე ფოსტით გადაგზავნის ფასი 1.5 ჯერ უფრო იაფია ვიდრე ზესტაფონიდან

თბილისამდე. გარანტია 6 თვე. ამ პერიოდში უვარგისი ზამბარა შეიცვლება ვარგისი ზამბარით. ზამბარის გადატენვა უფასოა ერთი წლის განმავლობაში, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდით. გარანტია არ ვრცელდება იმ ზამბარებზე რომლების კორპუსი ან ''შტოკი''იქნება მექანიკურად დაზიანებული. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ თუნდაც მცირეოდენი

განაკაწრი , ან ჩაჭ*ლეტილობა ''შტოკზე'' იწვევს ზამბარის გამოუსწორებელ უვარგისობას. გარდა ამისა, თუ ჩვეულებრივ ზამბარაზე სამონტაჯო სიგრძის 5-8 მილიმეტრით უზუსტობა საშინელებას არ წარმოადგენს, ჰაერის ზამბარის შემთხვევაში 1 მილიმეტრიც კი შეიძლება გადამწყვეტიც იყოს. იმის გამო რომ ერთი და იგივე მარკის თოფები, მაგრამ გამოშვებულები

სხვა და სხვა დროს განსხვავდაბიან ზამბარის სამონტაჟო ზომებით, საჭიროდ მივიჩნევ, ზამბარის შეკვეთის დროს შეტყობინებული იქნას მისი (ზამბარის) სამონტაჟო პარამეტრები : სამონტაჟო სიგრძე ( დგუშის ფსკერიდან ზამბარის მისაყრდენამდე), დგუშის შიგა დიამეტრი, და დგუშის გადაადგილების (ფეხზე შეყენების დროს) მანძილი. კიდევ უფრო

უკეთესი იქნება თუ თოფს, ან მარტო საკომპრესიო ცილინდრს (აწყობილ მდგომარეობაში) გადმოაგზავნით. ამ შემთხვევაში მე თვითონ ჩავსვამ ზამბარას და გამოვცდი (თოფის შემთხვევაში). ამ შემთხვევაში ზამბარის ჩაყენების ფასი იქნება 10 დოლლარი. არ მინდა რომ ვინმეს ეგონოს, რომ ეს თითქოს წაგლეჯვა იყოს, მინსკში ერთხელ ერთმა კაცმა ორი ზამბარა

გააფუჭა ზედიზედ, და მესამის დაყენებამ მე თვითონ მომიწია. თუმცა როგორც ვიცი თბილისში უკვე არიან ამის სპეციალისტებიც. მე მგონი ძირითადი გასაგებად დავწერე, თუ რაიმე არის გაუგებელი ან დასაზუსტებელი ბრძანეთ, და დაუყოვნებლივ გავარკვევთ.

მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩემთვის ამ საქმეში (და არა მარტო ამ საქმეში ) მთავარია ის, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი.
მე მგონი სწორად მოვიქეცი ამ თემის აქ დაწერაზე. თუ რამეში შევცდი მზად ვარ მივიღო შენიშვნა და გამოვასწორო. ასევე მზად ვარ , საჭიროების შემთხვევაში , უფრო ღრმად ვილაპარაკოთ Hაერის ზამბარაზე. ყველას მიმართ პატივისცემით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
minchanin
პოსტი Oct 1 2012, 09:19
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



აი სტეოგერ х50-ის მონაცემები (ტყვიის სიჩქარეები) ჩემი ჰაერის ზამბარით, შედარებულია ჩვეულებრივ ხვეულ ზამბარასთან
[quote name='guricha' date='Sep 29 2012, 11:31 PM' post='99616']


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 07:57