გუწუს გადასახლება აღმოსავლეთში, საქართველოს მეთევზეთა კლუბი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გუწუს გადასახლება აღმოსავლეთში, საქართველოს მეთევზეთა კლუბი |
Jun 20 2016, 09:41
პოსტი
#1
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მეგობრებო ჩვენი მეგობარი კლუბის ინიციატივით იგეგმება გუწუს (Tinca tinca) გადმოახლება აღმოსავლეთში
უფრო დეტალურად გთავაზობთ შოთა კვარაცხელიას პოსტს. upload foto ტექსტს გთავაზობთ უცვლელად შოთა კვარაცხელია მეგობრებო, გავაკეთოდ საერთო ძალებით კეთილი საქმე! კლუბის აქცია - დიდი გადასახლება - აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში იქტიოფაუნის გამდიდრების მიზნით «საქართველოს მეთევზეთა კლუბი», გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეფობით (პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში), განახორციელებს დასავლეთ საქართველოს წყალსატევებიდან - გუწუს (Tinca tinca) გადმოსახლებას, შემდგომი გამრავლება-განსახლებისთვის. თევზი ჯერ განთავსდება რამოდენიმე კერძო ტბორში (უკეთ დაცვისთვის) და შემდგომ განსახლდება სხვა (ველურ) წყალსატევებში. კლუბს გააჩნია ჭერისთვისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ხელსაწყოები, სატრანსპორტო საშუალება და ადამიანური რესურსი. დაგეგმილი აქციის განსახორციელებლად საჭიროა 400 ლარის აკუმულირება საექსპედიციო ხარჯებისთვის. ასე რომ მეგობრებო - მეცენატებო და თევზაობის მოყვარულნო, მივიღოთ მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში! ანგარიშის ნომერია 393373468 eMoney გადმოსახლების პროცესს და შედეგებს გამოვაქვეყნებთ კლუბის Facebook გვერდზე. როგორ შევავსო eMoney ანგარიში OSMP სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით? eMoney ანგარიშის შესავსებად აირჩიეთ კატეგორია ”ინტერნეტი” და დააჭირეთ eMoney ლოგოს. მიუთითეთ თქვენი eMoney ანგარიშის ნომერი და დაელოდეთ ინფორმაციის დამუშავებას. ღილაკზე ”შემდეგ” დაჭერით დაადასტურეთ თქვენი მონაცემები, შეიტანეთ თქვენთვის სასურველი თანხა და დააჭირეთ ღილაკს ”გადახდა”. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:29 |