ძუა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ბესო
პოსტი Dec 17 2009, 12:30
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სასპინინგე/საკალმახე ძუები არის საკმაოდ დიდი თემა და კიდევ უფრო დიდი კამათი მოყვება ხოლმე newsmile05.gif

ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო კამათის მიზეზებიც და ძუების ძირითადი + და - მოგაწოდოთ.

არსებობს ძუების 2 ძირითადი ტიპი:
1. მონო;
2. წნული.

განვიხილოთ ამ 2 ძუის ერთმანეთის შედარების მიღებული დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მონო

+

- ნაკლები ხილვადობა;
- წელვადობა/დეფორმაციის უნარი;
- არ იწოვს წყალს.

-
- წელვადობა/დეფორმაციის უნარი;
- ნაკლები სიმტკიცე;
- კვანძების გაკეთების მეტი შესაძლებლობა;
- კვანძის გახსნის ნაკლები შანსი;
- კვანძის ადგილზე მკვეთრად შემცირებული სიმტკიცე;
- ყულფის მცირე სიმტკიცე;
- მახსოვრობის უნარი;
- ხახუნის დროს "დაწვის" დაზიანების შესაძლებლობა;
- ნაკლები მედეგობა ცვეთის/ხახუნის მიმართ;


წნული

+

- თითქმის ნულოვანი წელვადობა;
- დიამეტრთან შედარებით ძალზე დიდი სიმტკიცე;
- კვანძების გაკეთების ნაკლები შანსი;
- კვანძის გახსნის დიდი ალბათობა;
- კვანძის შემთხვევაში თითქმის უცვლელი სიმტკიცე;
- ყულფის თითქმის უცვლელი სიმტკიცე;
- ყულფის სწრაფი და საიმედო ფიქსაცია;
- მახსოვრობა არ გააჩნია;
- ხახუნის მიმართ ძლიერი მედეგობა არ აქვს "დაწვის" უნარი;
- ხახუნის.ცვეთის მიმართ გაზრდილი მედეგობა.

-
- ხილვადობა;
- თითქმის ნულოვანი წელვადობა/დეფორმაციის უნარი;
- წყლის შეწოვის უნარი.


განვიხილოთ ძუების ზემოთ აღწერილი მონაცემები:
წელვადობა - საკამათო თემაა, მაგრამ მე დავწერ ჩემს აზრს. როდესაც ძუას წელვადობა და შესაბამისად ამორტიზაცია გააჩნია თევზის გაქცევის ნაკლები შანსია. სამაგიეროდ ძუა, რომელის წელვადობაც ნულის ტოლია უფრო აზარტულს ხდის თევზჭერას ვინაიდან სატყარასთან თევზის ნებისმიერი შეხება მყისიერად გადაეცემა სპინინგის წვერს, ხოლო თუ მეთევზეს მაღალი ხარისხის სპინი აქვს მაშინ თევზის ქმედებას ხელში გრძნობს. ასე, რომ წარმოუდგენელი ენით აღუწერელი სიამოვნებაა წნული ძუისა და მაგარი ხარისხის სპინის ტანდემით თევზაობა. თან ამორტიზაციის კომპენსირება შესაძლებელია კოჭის მუხრუჭის სათანადო ზომაზე დაყენებით და მგრძნობიარე სპინინგის წვერის ამორტიზაციით და შესაბამისად მე წნულ ძუას ვამჯობინებ.

სიმტკიცე - წნული ძუის მასალა გაცილებით უფრო მტკიცეა ვიდრე მონოსი. კაპრონის რაღაც მინაერთებით მზადდება და ზუსტ ფორმულას აქ ვერ დავწერ ვინაიდან ფირმის საიდუმლოა newsmile035.gif

კვანძების გაკეთების ნაკლები შანსი - წნულ ძუას კვანძის გაკეთების ნაკლები შანსი აქვს ვინაიდან მასალას უფრო მაღალი სრიალის კოეფიციენტი გააჩნია და დეფორმაცია არ გააჩნია.

კვანძის გახსნის დიდი ალბათობა - აქაც წნული ძუა ჯაბნის მონოს. დეფორმაციის არ არსებობის გამო მისი 2 მხრიდან გაქაჩვით შესაძლებელია წნულის კვანძის მარტივად გახსნა. მონოს შემთხვევაში კი ეს ქმედება სავალალო შედეგს მოიტანს და მოუწევს იმ ადგილზე გადაჭრა სადაც კვანძი გაკეთდა.

კვანძის/ყულფის ადგილზე შემცირებული სიმტკიცე
- წნულს მსგავსი პრობლემები არ აწუხებს მონოსგან განსხვავებით, თუმცა კი არის ყულფების ისეთი შეკვრები, რომლებზეც ამბობენ, რომ 97%-მდე სიმტკიცეს უნარჩუნებს მონოსო რისიც მე არ მწამს. მაინც განიცდის ყულფის ადგილას მონო დეფორმაციას და შესაბამისად მისი სიმტკიცე ეცემა.

მახსოვრობის უნარი - მიუხედავავ იმისა, რომ თანამედროვე მონო ძუებს მახსოვრობის უნარი ძალზედ დაწეული აქვსთ წნულთან შედარებით მაინც აქვს. ანუ სატყუარას სროლის დროს მონო მცირედით მაინც იმახსოვრებს იმ ფორმას რა ფორმაშიც მაქოზე იყო დახვეული და შესაბამისად რგოლებად ან ტალღოვნად იშლება.

ხახუნის დროს "დაწვა" - მონოს აქვს ეს თვისება, ძლიერი ხახუნის დროს იქვება და დაწვის ადგილას მისი სიმტკიცე მკვეთრად მცირდება. წნულს ეს პრობლემა არ აწუხებს.

ხახუნის მიმართ მედეგობა - ისევ და ისევ წნულის მასალა გაცილებით მტკიცე და მედეგია ვიდრე მონოსი.

ხილვადობა - მონოს ნაკლები ხილვადობა გააჩნია ვიდრე წნულს. თუმცა კი თანამედროვე მონოები, რომელთაც დიდი სიმტკიცე და ნაკლები მახსოვრობა აქვს მეტწილად თეთრი შეფერილობის არის (არ არის გამჭვირვალე) ამიტომ ეს თვისება არა აქტუალური ხდება. თან ამას ემატება ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში კალმახი (მტაცებელი) ნაკლებად აქცევს ყურადღებას ძუის ფერს. მე პირადად მწვანე ფერის ძუებს ვიყენებ ძირითადად იმიტომ, რომ ჯდება წყლის ფერში და თუ მდინარე/წყალსაცავი ოდნავ შეფერილია თითქმის უხილავი ხდება ხოლმე. თუმცა ზოგ სპინინგისტს ურჩევნია მყვირალა ფერის ძუები რათა თვითონ ხედავდნენ სატყუარის გატარების ტრაექტორია. ზოგ შემთხვევაში ეს უკანასკნელი მომენტი დადებით უპირატესობად შეიძლება იქნეს აღქმული უხილავ ძუასთან შედარებით.

წყლის შეწოვის უნარი - მონო ძუა წყალს არ იწოვს. ხოლო თანამედროვე წნულებიც კი იწოვენ წყალს მცირე რაოდენობით. თუმცა მე მონოს უპირატესობას ამ პარამეტრში ვერ ვხედავ. ვინაიდან დასველებული წნული სისწორეს ინარჩუნებს ნებისმიერ შემთხვევაში. ამ ყველაფერს გარკვეულ წილად ისევ მახსოვრობის ქონა-არ ქონასთან მივყევართ.

ძუებზე ჩემი აზრიც ჩამოყალიბებული მაქვს და ერთმნიშვნელოვნად უპირატესობას ვანიჭებ წნულს.

ვიყენებ SHIMANO-ს ბრენდის ქვეშ გაერთიანებული PowerPro-ს წნულ ძუებს:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Feb 18 2011, 15:11
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კიდევ ერთი თემა მივაიმასქნე newsmile05.gif

შეაფასეთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Feb 18 2011, 15:49
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



xoshian.gif xoshian.gif elementarno-vatson.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Mar 7 2011, 14:43
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



xoshian.gif xoshian.gif ravari-misca.gif ravari-misca.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fuego
პოსტი Mar 7 2011, 17:17
პოსტი #5


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 78
რეგისტრ.: 1-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კახურად ვიკითხავ - მა ფლუოროკარბონიიიიი? drankd.gif

წელვადობაც მცირე აქ, წყალშიც არაი სჩანს და წყალსაც მონოზე გაცილებით ნაკლებსაი სვამს. blashe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 9 2011, 13:22
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Fuego @ Mar 7 2011, 18:17) *
კახურად ვიკითხავ - მა ფლუოროკარბონიიიიი? drankd.gif

წელვადობაც მცირე აქ, წყალშიც არაი სჩანს და წყალსაც მონოზე გაცილებით ნაკლებსაი სვამს.
blashe.gif

წყალს ალბათ წნულზე გაცილებით ნაკლებს სვავს, მაგრამ ჩემი აზრით წნული "წლის სმის" გამო მძიმდება და უფრო კომფპრტული ხდება შორ დისტანციებზე სასროლად.
პლუს ამას ფტოროკარბონის სიმტკიცე არ მგონია რომ წნულის სიმტკიცეს ჯობდეს newsmile05.gif
და ამ ყველაფერს თუ დავაგვირგვინებთ ამ ძუის ფასებით - სურვილს დაგიკარგავს კაცს თევზაობის newsmile035.gif newsmile035.gif - დაჟე ჰიბრიდებიც კი ძვირი ღირს!
შესაბამისად სანამ დამზადების იაფ ტექნოლოგიებს არ მოიძიებენ მანემდე ისევ წნულის ერთგული დავრჩები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Mar 9 2011, 13:56
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ფტორო არა ფლუოროს ეძახიან
ისე კი მართლა ძვირებია და უხეშები წნულთან შედარებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 9 2011, 14:32
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nika @ 9th March 2011 - 14:56) *
ფტორო არა ფლუოროს ეძახიან

ვინ ეძახის?
შენი აზრით fluorine რა ნივთიერებაა?

ციტატა(nika @ 9th March 2011 - 14:56) *
ისე კი მართლა ძვირებია და უხეშები წნულთან შედარებით

+1
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 18:45