Carp Fishing ''ზიარის ტბა'' 2017 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Carp Fishing ''ზიარის ტბა'' 2017, რიგით მეხუთე შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
ჩელე
პოსტი Jun 28 2017, 15:27
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



2017 წლის 11 ივნისს, კახეთში, კერძოდ კი სოფელ ზიარში, ზიარის ტბაზე მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრე'' ჩაატარა რიგით მეხუთე შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ ტევზწერაში წყვილთა შორის. მონაწილეობა მიიღო 16 კლუბის წევრმა და შესაბამისად 8 გუნდი დაკომპლექტდა


1. ტამპლიერი-ჩელე
2. ალთაზარი - ნუკრი MAX
3. ჯოლა - კახა ხაჭაპურიძე
4. ჭალიმგელა - გენოძია
5. რეზო - ილარიონიჩი
6. დონ-G - ახალციხელი
7. საბო - კონდოლი
8. გენერალი - ჩავლე



გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

1 ადგილი- წონით ყველაზე დიდი თევზი 2,750 გრ. საზანი

ალთაზარი - ნუკრი MAX

2 ადგილი- წონით მეორე თევზი 2,450 საზანი

გენერალი - ჩავლე

3 ადგილი- წონით მესამე თევზი

რეზო - ილარიონიჩი

სპეციალური პრიზი: ყველაზე ბევრი თევზი (ჯამური წონა)

გენერალი - ჩავლე


ყველაფერი კარგად იყო. შეჯიბრი შედგა. ამინდმა ძალიან კარგად გვაცადა. წინა დრისით კი ჩამოიქცა ცა, მაგრამ შეჯიბრის დღეს იდეალური ამინდი გამოვიდა.
წინა დღისთ მე და ჯოლა წავედით ადგილების მოსამზადებლად. გავაკეთეთ სექტორები, 1-2 ადგილზე ტბიდან ხეებიც ამოვათრიეთ, კარგადაც დავსველდით და მემრე ღამით კარგადაც შევჟუჟუნდით.
დილით მოასკდა ტბას თევზაობას მოწყურებული ხალხი. ყველა კარგ ადგილს ეძებდა, მაგრამ კენჭისყრამ მაინც თავისი ქნა და დაალაგა ყველა თავის ადგილზე. ტბის 2 მხარე ავითვისეთ და დავიწყეთ თევზაობა. მონდომებულები ვკორმავდით ტბას. ვის რა გემოზე ჰქონდა კორმი გამოყვანილი კაცმა არ იცის, მაგრამ ფაქტი ერთია: თევზს ძალიან ესიამოვნა. newsmile05.gif
არსაიდან ხმა, არსით ძახილი. თევზი არ აქტიურობდა. მაიმუნობდა მხოლოდ კარჩხანა 200-300 გრამამდე. მონაწილეებს უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული და უკვე ფეხის ჩაქნევას აპირებდნენ რომ გურულმა ჩავლეიშვილმა სიხატულის ზარს შემოსცხო და პირველი ნადავლიც დაჯდა. მონაწილეებმა ამოვისუნთქეთ და იმედი მოგვეცა. მალევე მეორე სასიხარულო ზარმა დაარღვია მყუდროება რომელიც უკვე ნუკრის ძუას მოსდევდა, შემდეგ მესამე, მეოთხე და ა.შ.
ცოტა რამ ტბის შესახებაც. ტბა ძალიან კარგ ადგილზეა. ირგვლივ ტყეა. საკმაოდ დიდი ტბაა და რაც მთავარია თევზი არის. მასპინძლები არაჩვეულებრივი ხალხია. ზრუნავენ სტუმრის კომფორტზე. სიცხე არ გაწუხებს და უწყლოობა. მოკლე გირჩევთ მოსინჯოთ და ისიამოვნოთ ამ ულამაზესი ტბით.

დიდი მადლობა ჩვენს მსაჯებს: ზახარას, ფიშმენს და დაჩის. ასევე დიდი მადლობა ჭალიმგელას და ლევანს გაწეული დახმარებისთვის. დიდი მადლობა ჯოლას. საკმაოდ ბევრი გააკეთა, რომ მეორე დღეს კომფორტში ეგრძნო მონაწილეს თავი. დიდი მადლობა ტბის მეპატრონეებს როლანდის და სალომეს. ასევე ძია კაცს, რომელმაც ღამე გაგვათენებინა და სასიამოვნოდაც გვესაუბრა.


ესეც პატარა ფოტომასალა რათა წარმოდგენა შეგექმნათ ტბაზე და იქ განვითარებულ მოვლენებზე.... newsmile05.gif























































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ლაშა თევზაძე
პოსტი Aug 5 2017, 11:04
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა

D.gif D.gif D.gif

საბო

საბოჯან, მობილურით ვარ და ვერ შევძელი ამორჩევა ^_^
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 00:10