როგორ გაატარეთ ზაფხული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
როგორ გაატარეთ ზაფხული |
Aug 15 2012, 17:05
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მოგესალმებით მეგობრებო , დიდხანს ვიფიქრე გამეხსნა თუ არა ამდაგვარი თემა ....
ალბათ ყველას გვქონია ასეთი ამბავი ზაფხულიდან დაბრუნებულები რომ მივდიოდით სკოლაში და მასწავლებელი გეკითხებოდათ თუ როგორ დაისვენეო ? თქვენც იწყებდით თხრობას თუ როგორ დაისვენეთ . მართალია ჯერ ზაფხული არ მორჩენილა მაგრამ თემა იყოს მაინც არც ჩემი ამბავი მორჩენილა პრინციპში იმედი მაქვს თქვენც დასწერთ რამეს მე ფაქტიურად ზაფხული გავატარე თბილისსში , ივლისის ბოლოს მოვრჩი ბუღალტერიის სწავლას და ჩემებმა გამიშვეს ბაზალეთზე წადი დაისვენეო , რათქმაუნდა ვიცოდი მათ სიტყვებში რაღაც მაცდური იმალებოდა თქო მაგრამ მაინც დავუჯერე , პრინციპში აქაც სიცხეებმა უმატეს და სუფთა ჰაერი მომენატრა , ჩავედი აგარაკზე მოვეხვიე ჩემს მონატრებულ მალამუტს და შევუდექი ბარგის ამოყრას (რამოდენიმე ცალი წინდა , მაისური , სპორტული , შორტი , და ჰიგიენური საშუალებები) , რათქმაუნდა სათევზაო ატრიბუტიკაც წავიყოლე , მაინც ბაზალეთის ტბაზე ვითევზავებთქო . გავიღვიძე თუ არა მამაჩემი პრარაბთან და ერთ მუშასთან ერთად დამხვდა პირველ სართულზე , თავიდან მეგონა მეგობრები ამოიყვანა მეთქი მაგრამ , როცა ყური ვუგდე მათ საუბარს , ამდენი ეს იმდენი ეს კაფელიო მეტლახიო ცემენტიო ... მივხვდი რომ ცუდად მაქვს საქმე. მივესალმე მოსულებს მამაჩემმაც დამიძახა მოდი შვილო აქო , ხომ იციო როგორ მიყვარხარო "ამ ფრაზის გაგონებისას მივხვდი რომ მართლაც დარხეული მქონდა" . საქმე რაში იყო ბაბუაჩემმა როდესაც სახლი ააშენა ბაზალეთზე გარაჟში დააყენა გათბობის სისტემა კომუნისტური "ვეში" რომელიც სალიარკაზე მუშაობდა და ზამთარში ახურებდა მთელ სახლს , გაძვირდა სალიარკაც , დაინგრა ის წყობაც და შეგვრჩა ეგ "ვეში" . თანაც ჩემს ბაბუა ბებიას უკვე სიარულიც უჭირთ , ერთს სახსრების პრობლემა აქვს მეორეს ვენების , და თხოვნით მიმართეს მამაჩემს რომ თუ შეგიძლია ვანა ტუალეტი რომ გაგვიკეთოვო , ყველანაირად უწყობს ხელს . 1 დავალება ასეთი იყო გადმომეზიდა მთელი სატვირთო , ცემენტი , ქვიშა , ტრუბები პლასტმასის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ . 2 დავალება 700 აგურის შეტანა გარაჟში რატა ამოშენება გაეკეთებინათ . 3 კურდღლებისთვის საჭმლის დაყრა + ბალახის ყიდვა დამავალა (გიგანტი კურდღლები რომ არიან 100-50 ლარიანები) 4 ბაბუაჩემისთვის მიხმარება "შეშის დაპობა და მისი დალაგება" 5 შეშის შესანახისა და კურდღლების თავშესაფრის გადაფარვა 6 ხორბლის აღება (რომელიც 8 ტომარაზე მეტი არ გამოვიდა) 1 საათის მანძილზე კომბაინი 10 ჯერ გაფუჭდა ხან ქვას გამოედო ხან , კუნძს შეასკდა , მთელი დღე 40 გრადუსიან სიცხეში გავატარე ) მოკლედ ვერთობოდი რა , შეშის პობა ნამეტნავად მტკივნეული თემა აღმოჩნდა რადგან მთელ ხელზე დამისკდა მაზოლები , რამოდენიმეჯერ უროც ჩავირტყი სოლის მაგივრად ფეხში... სათევზაოდ რათქმაუნდა ვერ წავედი ... ))) ანკესებიც იქ დავტოვე ესეც ფოტო მასალაც ძაანაც რომ არ მოიწყინოთ To Be Continue..... -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
Sep 23 2012, 19:22
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
ალთაზარ
ვაი შე საწყალო შენა............ |
|
|
Sep 23 2012, 19:41
პოსტი
#3
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მე სადაც დავისვენე თევზაობის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ ადგილს გურიაში ულამაზესი მდინარე იყო დავიჭირე ღორჯო და ჭარფალა თუ რაღაც ეგეთს ეძახდნენ იქაურელები, კასპში ქსანზე ცოცხალი უამრავი, ბულაჩაურში არაგვზე ძალიან კარგი იყო და ბოლოს ტუსტებში მშობლიურ სოფელში (უშედეგოდ ვითევზავე) მაგრამ იყო მიზეზიც იმის რომ ყოველ დღე კალმახს მდინარეში დენით ხოცავდნენ, ამ სოფელში ადამიანზე 3 ჯერ და 4 ჯერ მეტი კურდღელია მარტო იქაურელები ნადირობენხოლმე ისიც იშვიათად და კურდღელი კი მრავლდება და მრავლდება მოკლედ ავგწერე მაგრამ მშვენიერი ზაფხული იყო 2012 წელს (მაგრამ უკეთესს ველოდი )
|
|
|
Sep 29 2012, 18:36
პოსტი
#4
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 942 რეგისტრ.: 10-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
თებზაობაში გავატარე თითქმის მთელიზაფხული...
|
|
|
Aug 10 2013, 08:08
პოსტი
#5
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
უკეთესს ვერც ვინატრებდი წელს
|
|
|
Aug 10 2013, 09:28
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი |
ამ თემას მე 30 აგვისტოს შემდეგ დავუბრუნდები
|
|
|
Sep 4 2013, 10:54
პოსტი
#7
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Sep 4 2013, 11:06
პოსტი
#8
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
megreli
რაღაცა დაბალი ქულები გაქვს თუ მეჩვენება? ზოგადი უნარები - 37 რატომ ასე დაბალი |
|
|
Sep 4 2013, 11:15
პოსტი
#9
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
Davitus
არ გეჩვენება რატო ასეთი დაბალი და არ ვემზადებოდი მე ზარმაცი (პარალელურად კოლეჯშიც მიწევდა სიარული და სხვა მიზეზებიც იყო ) საერთოდ არ გადამიშლია ამ საგნების სახელმძღვანელოები ზოგადი უნარები - 37 რატომ ასე დაბალი რავიცი აბა მათემატიკასთან არც ისე ახლოს ვარ და კიდე კარგად გავქაჩე სამხატვრო აკადემია მინდოდა წელს მაგრამ ხატვის ქულით ვერ გავწიე კონკურენცია და აქ ჩამრიცხეს,ისტორიით გრანტის აღების ამბიციაც არ მქონია წელს,ოღონდ ჩავრიცხულიყავი და.... |
|
|
Sep 4 2013, 13:45
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela |
ზაფხულის პირველ ნახევარში გავედი 9 დღით შვებულებაში, ძირიტადად ვლოთობდი ივნის-ივლისის თვე მე და ფიშმენამ თითქმის ერთად გავატარეთ-ორივეს დილაადრიან გაგვყავდა ძაღლების სხვადასხვა მინდვრებში, ხან ფიზიკურად ვამზადებდით ხან საველე თვისებების ამაღლებაზე ვზრუნავდით. საღამოობით როგორც წესი თანამდებობიდან გამომდინარე დალევა მიწევდა სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში, ასევე რამდენიმე პაბში.
აგვისტოში კიდევ ავიღე შვებულება 9 დღით და მოვახმარე ნადირობას და ძაღლის დაყენებას მაგრამ მწყერმა არ გამახარა ხო ივნის-ივლისში ასევე ჩემს ფაზენდაში შეიწვა რამდენჯერმე მწვადი, კალმახი და დაილია ლიტრობით გიორგევიჩის და ნარსიას ღვინო. ერთი გასვლითი საღამო მე და Fიშმენამ ნარსიასთანაც მოვარტყით და საკმაოდ შედეგიანიც ეს იყო სულ ჩემი ზაფხული.... |
|
|
Sep 4 2013, 16:28
პოსტი
#11
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 468 რეგისტრ.: 13-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
საკაიფოდ
|
|
|
Sep 4 2013, 19:52
პოსტი
#12
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi |
ზაფხულის დასაწყისს ჯერ კიდევ მოსკოვში შევხვდი, ივლისის შუარიცხვებში დავიბრუნდი დედა სამშობლოს.
შეუდექი ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადადგმის ეტაპს, 3 აგვისტოს დავქორწინდი და გავყავი ღვთისგან ბოძებულ უღელში თავი. 3 აგვისტოს მერე აღარაფერი მახსოვს გამოფხიზლებას ვერ ვასწრებდი თითქმის ხოდა ჯერ კიდევ გადაპატიჟებ გადმოპატიჟებაში ვარ აღარმინდა ეს დალევა. |
|
|
Sep 4 2013, 20:41
პოსტი
#13
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
საერთოდ არ შემაწუხა სიცხემ ამ ზაფხულს !! რავიცი... გრილად ვიყავი საკაიფოდ მეტი რა ვთქვა
|
|
|
Sep 5 2013, 00:14
პოსტი
#14
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მე კიდე ამ ზაფხულსაც სულ ვმუშაობდი.(როგორც ბოლო 5 წელი) ერთდაერთხელ გავყავი ცხვირი ქალაქიდან 1 დღით და ისიც ხაშურში. ეგრე იცის ოჯახმა(ეს ჯეკსონას გასაგონად) სამაგიეროდ ჩემმა უფროსმა შვილმა გამახარა.. მაგისტრატურაზე ჩააბარა გრიხინით..გრანტიც მოიპოვა და 4500 ლარის ჯიბიდან ამოღლეტვას გადამარჩინა. მაგის გამო ალბათ მომავალ ზაფხულს..შეიძლება კიდეც დავისვენო სადმე.
|
|
|
Sep 5 2013, 05:07
პოსტი
#15
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ლეონ-ბლექი
გილოცავ! ტოისტ ვულოცავ! მერე ეგ ფული ბავშვს ეკუთვნის, შენ რა ნამუსით უნდა დაისვენო მაგ ფულით |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 23:15 |