თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საქართველოს სოკოები _ ჩანთიანი სოკოები

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 25 2009, 18:04

წითელი ლამბაქა

aleuria aurantia


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


ნაყოფსხეული - ლამბაქის ფორმისაა, 3-6 სმ დიამეტრის, შიგნითა ზედა ნაწილში კაშკაშა მონარინჯისფრო-წითელია, გარედან უფრო ღია ფერისაა, მოყვითალო ელფერით.
რბილობი - თხელია, ცვილისებრი, მყიფე.
სპორები - ელიფსისებრია 15-20X8-12 მკმ, მარცვლოვან-ხორკალიანი, შემდეგ კი - ბადისებრი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნესტიან შიშველ ნიადაგზე ტყეში, ღია ადგილზე, გზების გასწვრივ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
გამოყენება - ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ. ადვილად შესამჩნევი სოკოა.



წყარო საქართველოს სოკოები

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 25 2009, 18:27

მურა ჯამა სოკო

plicaria badia



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


ნაყოფსხეული - 1-6 სმ დიამეტრისაა. ჯერ ბურთისებრია, შემდეგ იხსნება და მოგვაგონებს ღრმა ჯამს, შიდა ზედაპირი წაბლისფერ-მურაა, გარედან უფრო ღია ფერისაა, მარცვლოვანი ზედაპირით.
სპორები - ელიფსისებრი 15-18X7-10 მკმ ზომით, მარვცვლოვან-ხორკლიანი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია 300X12-15 მკმ, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება დიდ ჯგუფებად (10-20 და მეტ ეგზემპლარამდე) ნიადაგზე ტყეში, პარკებში, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
გამოყენება - ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ.



წყარო საქართველოს სოკოები

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 25 2009, 18:50

ხუჭუჭა უნაგირასოკო

helvella crispa



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru



ქუდი - 2-4 დიამეტრისაა, არასწორი ფორმისა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს, ტალღოვანი ან ხუჭუჭი კიდეები აქვს, მოთეთროა ან ღია მოყვითალო.
ფეხი - სიგრძით 3-7 სმ, სიგანით 1-1,25 სმ-ია, სიგრძივ წახნაგოვანდარარული, ცილინდრული, ძირში უფრო მსხვილია, მოთეთრო.
სპორები - ელიფსისებრი სადა 15-20X10-2 მკმ. ჩანთები ცილინდრულია 300 მკმ-მდე სიგრძისა და 14-18 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე უნდა იხარშოს 20 წთ-ის განმავლობაში, რის შედეგადაც წყალი გადაიღვრება. საჭმელად იხმარება ახალი.



წყარო საქართველოს სოკოები

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 25 2009, 19:29

უნაგირა სოკო

helvella lacunosa


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru



ქუდი - 2-8 სმ დიამეტრისაა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს. ქუდის კდეები თავისუფალია ან ოდნავ შეზრდილი ფეხთან; ნაცრისფერია ან მურა ნაცრისფერი.
ფეხი - 2-5 სმ სიგრძისაა და 1-1,5 სმ სისქისა, სიგრძივ დაღარულია; ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს რამდენიმე მილია ერთად შედუღებული; ნაცრისფერია ან მოშავო.
სპორები - ელიფსური 15-17X10-12 მკმ ზომისა, გლუვზედაპირიანი. ჩანთები ცილინდრულია 400 მკმ სიგრძისა და 12-15 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნიადაგზე ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე წინასწარ წყალში უნდა მოიხარშოს 20-30 წთ, ნახარში წყალი კი გადაიღვაროს.



წყარო საქართველოს სოკოები

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 26 2009, 12:06

ნაოჭა სოკო

gyromitra esculenta


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru



ქუდი - 2-10 სმ დიამეტრისაა; ტალღოვანი, ტვინისებურად დანაოჭებული ზედაპირით. კიდეები ნაწილობრივ ფეხთანაა შეზრდილი; მუქი ყავისფერი ან წაბლისფერია.
ფეხი - 3-9 სმ სიგრძისა და 1,5-4 სმ სისქისაა; ცილინდრულია ან ბოლქვისებური, სიგრძივ ნაოჭიანი, ფუყე; მოთეთრო ან მოყვითალო, ზოგჯერ მოწითალო ფერის.
სპორები - ელიფსურია, 16-25X8-13 მკმ. ჩანთები ცილინდრულია 200-300X12-16 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ფიჭვნარებში, გზებთან ახლოს, გაზაფხულზე.
გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა, იხმარება მხოლოდ წყალში 20-30 წთ დუღილის შემდეგ, წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწამვლა გარდაუვალია. სხვა ქვეყნებში ნაოჭა სოკოთი მოწამვლის მრავალი სასიკვდილო შემთხვევაა აღნიშნული. ჩვენში საჭმელად არ ხმარობენ.




წყარო საქართველოს სოკოები

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 26 2009, 12:23

კონუსური ხარისფაშვა

morchella conica



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru




ქუდი - 8 სმ-მდე სიმაღლისა და 5 სმ-მდე სიგანისაა; კონუსის ფორმისა, ზოგჯერ კვერცხისებრიც. ზედაპირი დაფარულია მოგრძო ფიჭისებრი ნაოჭებით, რომელთა შიგნითაც მეორადი ტიხრებია განვითარებული, კიდეები მთლიანად შეზრდილია ფეხთან. მოყვითალო-მურაა, უფრო მუქი ან იმავე ფერის ნაოჭებიბიანი კედლებით. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგება ცილინდრული ზომის 200-250X15-20 მკმ ჩანთებისაგან, თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა.
ფეხი - ცილინდრულია, ფუყე. მოთეთრო.
სპორები - ზომით 18-20X10-15 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, უფრო ხშირად ერტეული ეგზემპლარების სახით ფიჭვნარებში, ნაძვნარებსა და შერეულ ტყეში გაზაფხულობით.
გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა, მოხარშვამდე საჭიროა წვრილად დაჭრა და მდუღარე წყალში გათუთქვა 5-10 წთ-ის განმავლობაში. წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.



წყარო საქართველოს სოკოები

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 2 2009, 21:40

საჭმელი ხარისფაშვა

morchella esculenta


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru




ქუდი - 3-10 სმ სიმაღლისა და 2-4 სმ სიგანისაა;კვერცხისებრია ან ელიფსისებრი, სიგრძივ და განივ ნაოჭიანი, რის გამოც ზედაპირზე იქმნება უსწორმასწორო უჯრედები; ჟანგმიწისფერ-მურა ან მურაა.
ფეხი - 3-7 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებულია, ფუყე; მოთეთროა ან მოყვითალო.
სპორები - ელიფსური ფორმის ზომით, 18-24X10-12 მკმ. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგებაცილინდრული ჩანთებისაგან ზომით 300-350X15-17 მკმ. თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნიადაგსა და ღია ადგილებზე ფოთლოვან ტყესა და პარკებში ზაფხულობით.
გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა, გამოყენებამდე საჭიროა წვრილად დაჭრა და5-10 წთ მდუღარე წყალში გათუთქვა, წყალი უნდა გადაიღვაროს.




წყარო საქართველოს სოკოები

პოსტის ავტორი: ბესო Dec 5 2009, 11:39

იგივე თხოვნა მექნება შენთანაც - თუ შეძლებ ლათინური დასახელებების დაწერას - მიუწერე ყველა სოკოს!

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 5 2009, 12:49

ჩასწორებულია უფროსო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 6 2009, 19:24

საჭმელი ტრიუფელი

tuber aestivum




http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru




ნაყოფსხეული - მიწისქვეშაა, 3-10 სმ დიამეტრისა, კარტოფილის ტუბერისებური ფორმისაა, ზედაპირზე ახასიათებს მეჭეჭისებური წარმონაქმნები; ყავისფერ-შავია.
რბილობი - ჯერ თეთრია ან ნაცრისფერი, შემდეგ კი - მურა თეთრი ჩანართებით.
სპორები - 24-45X17-30 მკმ. სპორების მტვერი -მუქყავისფერი; ჩანთები 5 სპორიანია, ცილინდრული.
იზრდება ნიადაგში ზედაპირულად, ფოთლოვან ტყეში.
გამოყენება - ითვლება ძვირფას საჭმელ სოკოდ, საქართველოსათვის იშვიათი სოკოა.




წყარო საქართველოს სოკოები

პოსტის ავტორი: mamuka555 Dec 17 2009, 18:35

ისე კი მოდის რო ეს სოკო საქართველოში?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 17 2009, 19:23

mamuka555
თუ სწორად მახოსვს ტრიუფელის რომელიღაც სახეობები არის საქართველოში.

პოსტის ავტორი: mamuka555 Dec 17 2009, 19:33

ციტატა(კუდიგორელი @ Dec 17 2009, 20:23) *
mamuka555
თუ სწორად მახოსვს ტრიუფელის რომელიღაც სახეობები არის საქართველოში.

ხო არ იცი რომელ მხარეს ?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 17 2009, 19:48

mamuka555
ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გავიგებ აუცილებლად. მეც დაინტერესებული ვარ ამ სოკოთი

პოსტის ავტორი: mamuka555 Dec 18 2009, 12:38

თუ რამე გაიგე დაწერე აქ რა

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jan 20 2010, 21:32

mamuka555
რაჭაში და იმერეთში მოდისო ეს სოკო როგორც მე გავიგე. ადგილები კონკრეტულად ნამდვილად არ ვიცი სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: mindia Nov 29 2010, 14:48

http://a.pix.ge/f/obv6t.jpg

http://pix.ge/

http://www.youtube.com/watch?v=FZ7tXdu7fjw

http://www.youtube.com/watch?v
FZ7tXdu7fjw

პოსტის ავტორი: გოგა Nov 29 2010, 16:19

mindia
რას გვერჩი ის მაინც გვითხარი

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 29 2010, 17:03

mindia


სად სოკო, სად ეს სურათ-ვიდეოები,
საით ხარ მეგობარო?

პოსტის ავტორი: jadakis Sep 27 2015, 12:25

შეგიძლიათ მითხრათ რა წიგნია და სად იშოვება?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)