მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს, :D :D
Maverick
პოსტი May 19 2011, 14:42
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვებ პორტალი,110511008, 11.05.2011

სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016016



საქართველოს ენერგეტიკისა და

ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №30

2011 წლის 10 მაისი ქ. თბილისი


ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე



„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №34 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



მინისტრის პირველი მოადგილე

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი მ. ვალიშვილი



ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები



მუხლი 1

ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:

ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.



მუხლი 2

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:

ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;

(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)

გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე.



მუხლი 3

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:

ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;

ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.



მუხლი 4

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:

ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;

ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე.



მუხლი 5

შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;

ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;

დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.

მუხლი 6

პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი (ლობანი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;

ბ) კეფალი (პილენგასი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;

გ) ოქროსფერი კეფალი – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;

დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;

ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;

ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.



P.S. ხოოოო, 2010 წლის აგვისტოს ბრძანება ცუდი იყოს, არა ადეკვატურად წარმოაჩენდა ალბათ საკითხს,

აბა იპოვეთ 2 განსხვავება ახალ და ძველ ბრძანებას შორის newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ნეტა როდის დასრულდება ამ ქვეყანაში ჭუჭუების წელვა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 19 2011, 14:50
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ველით ბლექს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი May 19 2011, 14:53
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საინტერესოააააა newsmile040.gif
ესეიგი გდი ლიკვიდირებულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი May 19 2011, 16:13
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Maverick @ May 19 2011, 15:42) *
P.S. ხოოოო, 2010 წლის აგვისტოს ბრძანება ცუდი იყოს, არა ადეკვატურად წარმოაჩენდა ალბათ საკითხს,

აბა იპოვეთ 2 განსხვავება ახალ და ძველ ბრძანებას შორის newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ნეტა როდის დასრულდება ამ ქვეყანაში ჭუჭუების წელვა?


მე ვიპოვე 2 განსხვავება (შეიძლება მესამეც არის): პრიზიც ჩემია newsmile035.gif newsmile035.gif

1. ბრძანების თარიღია სხვა;
2. ბრძანების ნომერია სხვა;
3. ხელმომწერიც სხვა არის (ალბათ)! newsmile035.gif newsmile035.gif

და რა მაინტერესებს.... არალიცენზირებულ თევზჭერას რას ვუპირებთ - მაგალითად სპორტულს და სამოყვარულოს? თუ თევზჭერის ეს სახეობები კონტექსტიდან ამოვარდნილად ითვლება უკვე? newsmile05.gif

ციტატა(Nikolo @ 19th May 2011 - 15:42) *
ნეტა როდის დასრულდება ამ ქვეყანაში ჭუჭუების წელვა?

ისე რას ერჩი ის მაშინ გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივა იყო და ეხლა ახალი სამინისტროს პრეროგატივაა ეს ბუნებრივი რესურსები და რა ქნან? სხვა სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე ხომ არ იმუშავემდნენ? newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 17:58