სანადირო თოფის ღირსებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სანადირო თოფის ღირსებები |
Jan 3 2011, 21:58
პოსტი
#1
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სანადირო თოფის ღირსებები
სანადირო თოფის ფასს მისი ღირსებები განსზღვრავენ . ეს ღირსებებია : 1.მხატვრული 2.ტექნიკური 3. ბალისტიკური ამ ღირსებათა ერთობლიობაში ყველაზე მეტად თოფის ფასზე ზეგავლენას მხატვრული ღირსებები ახდენენ . ტექნიკური პროგრესის საუკუნეში , როგორადაც მეოცე საუკუნე აღიქმება , ბევრი საგანი , რომელიც ტექნიკურ პროგრესის შედევრებს შეიცავს , ძალზე იაფ საგნად იქცა იმის გამო , რომ მის დამზადებაში ადამიანის შრომის მინიმალური რაოდენობაა ჩადებული . მაგალითად საათს , რომლის გამოც ერთი საუკუნის წინ კაცს კლავდნენ , ეხლა ერთი კილო ხორცის ღირებულებაც არ აქვს . სანადირო თოფის ღირსებათა განხორციელებაში - მხატვრული , ყველაზე მეტ ხელით შრომას მოითხოვს . სოციალურ აფეთქებათა მთელმა ჯაჭვმა , რომელსაც მე-19 და მე-20 საუკუნეები მოიცვა , ის მოიტანა , რომ ყველაზე ძვირათღირებული ,ესაა შემოქმედებით შრომასთან შერწყმული ხელით შრომა . ამჟამად სანადირო იარაღის ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა : ყველაზე მაღალი მხატვრული , ტექნიკური და ბალისტიკური მონაცემების თოფის ფასი 100 000 დოლარს აღწევს , ხოლო დაბლისა 150 დოლარია . როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან მაღალი კლასის თოფი , დაბალი კლასის თოფისგან ??? დავიწყოთ იმ ღირსებებით , რომელთა შეფასება ვიზუალურად შეიძლება . მხატვრული და ტექნიკური ღირსებების დადგენა : მხატვრული და ტექნიკური ღირსებების დადგენამდე უნდა გავიხსენოთ , რომ სანადირო თოფების კლასიფიკაციის სხვადასხვა პრინციპები არსებობს . სანადირო თოფებს ერთმანეთისგან განასხვავებენ : 1 . ლულების კალაპოტთან შეერთების ხასიათით : არის თოფები , რომელთა კალაპოტი და ლულები ერთმანეთს შორდება , არის თოფები რომლებიც არ იშლება . 2. ლულების შიდა ზედაპირით : გლუვლულიანი და კუთხვლულიანი. 3. ლულების რაოდენობით : ცალლულიანი , ორლულიანი , სამლულიანი და ოთხლულიანი . 4. დამცემი მექანიზმის განლაგებით : ჩახმახიანი და უჩახმახო . 5. ლულაში ვაზნის მოთავსების მექანიზმით : ხელით დასატენი , ავტომატური , ნახევრადავტომატური და ე.წ. პომპიანი - მოძრავი ტიბჯირის საშუალებით . თოფის შეძენისას მონადირემ უნდა გაარკვიოს თუ რა მოთხოვნილებებს უყენებს თოფს , რა მიზნებისათვის უნდა იგი . აქ რამდენიმე ვარიანტია მოსალოდნელი . მონადირეს თოფი უნდა : რიგითი ნადირობებისათვის , ნებისმიერი ამინდში სატარებლად ; აქვს უბრალო იაფფასიანი და უნდა ქონდეს მეორე . უფრო უკეთესი , რომლითაც ხანდახან წავა სანადიროთ ; ძვირფასი , მაღალი კლასისა , რათა დაიკმაყოფილოს ესთეტიკური მოთხოვნილებები , ახლობლის , მეგობრის ანდა საპატივცემულო პირის დასასაჩუქრებლად , უნდა როგორც ნივთი მატერიალური ქონების დასაგროვებლად , თუ შესანახად . ამ მიზნების უკეთ დასაკმაყოფილებლად გასათვალისწინებელია ის , რომ სანადირო თოფები მხატვრული და ტექნიკური ღირსებათა დონის მიხედვით არიან: 1.სტანდარტული 2. ცალობითი 3.ლუქსი 4.ექსტრა ლუქსი, ფაქტობრივად ანტიკვარული. სტანდარტულ თოფებს განეკუთვნება ის თოფები , რომელთა ყველა ნაწილი მანქანური წესითაა დამზადებული და ხელით შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი . ხელით , მხოლოდ აწყობა - მორგება ხდება . მექანიზმი ენსონ - დილეის სისტემისაა . მხატვრული გაფორმება ამ თოფებს არ გააჩნიათ , თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კლაკნილ ხაზს , წრეხაზს ან წნევის ქვეშ ამოტვიფრულ ცხოველების გამოსახულებას. ნაწილები უხეშადაა მორგებული . ტყვისსა და საფანტის მიტანა მათ შეიძლება ჰქონდეთ ძალიან კარგი , კარგი , საშუალო და ცუდი . ეს შემთხვევაზეა დამოკიდებული , თუ როგორი ეგზემპლიარი მოგხვდებათ ხელში . ასეთი თოფების ექსპლუატაციის ხანგძლივობა მცირეა . ისი 5-10 წლის ხმარების შემდეგ მოირყევიან ხოლმე . აქედან გამომდინარე , ეს თოფები ყველაზე იაფი ღირს. ცალობითი თოფი შედარებით მეტი ხელით შრომითაა შექმნილი . აქვს კაკლის კონდახი და უკეთესი მხატვრული გაფორმება . ისინი ენსონ - დილეის სისტემისაა , არასრული საკეტებით , ან სრული საკეტების იმიტაციით. ცალობითი თოფების ფასები მინიმუმ 2-ჯერ აღემატებოდა სტანდარტულებისას. ლუქსი კლასის მქონე თოფები შეიაძლება იყოს ენსონ - დილეის ანუ არასრული საკეტებით , სრული საკეტების იმიტაციის , ან სრული საკეტებით , ჰოლანდ - ჰოლანდის სისტემის ან სხვა . მხატვრული გაფორმება ამ თოფებისა მაღალ დონეზეა . გრავირება შეიძლება იყოს ინგლისური ტიპისა და ნადირობის სცენებით . ინგლისური ტიპის გრავირება წარმოადგენს არაბესკების ჯგუფს , კლაკნილ ხაზებს ან ყვავილების თაიგულის გამოსახულებას . გრავირება ნადირობის სცენებით შეიძლება იყოს განხორციელებული მეტალზე გაკაწვრით ან მასზე რელიეფური გამოსახულებების მოთავსებით . ეს უკანასკნელი უფრო შრომატევადია და მეტად ფასდება . კაკლის ხის კონდახი შეიძლება იყოს მოჩუქურთმებული . სოლიდური ფირმები , ისეთები , როგორებიცაა ჰოლანდ-ჰოლანდი , ჯეიმს პერდე , ლებო , ხის მხატვრულ გაფორმებას გაურბიან . ამ თოფებს ხშირად აქვთ ყუთი , რომლებშიც თოფის ლულების და კონდახის გარდა მოთავსებულია დასაზეთი და გასაწმენდი საგნები , შომპოლი , ვაზნა კაპსულის გარეშე - ჩახმახის დასაცემინებლად . ლუქსი კლასის თოფის ლულები საგულდაგულოდ აირჩევა და მოწმდება . მათი მიტანა საუკეთესოა და ხშირად დასტურდება სათანადო დოკუმენტით . საბჭოთა თოფებიდან ლუქსს განეკუთვნებოდნენ : TC – 1 , TC -2 , МЦ – 9 , МЦ – 11, МЦ – 109 , МЦ – 111 . უცხოური თოფებიდან ლუქსს განეკუთვნებიან რევოლუციამდე შემოტანილი ინგლისური , ბელგიური და ფრანგული თოფების დიდი ნაწილი , გერმანული თოფების მცირე ნაწილი მაგალითად : მერკელის 303 E მოდელი , ზიმსონის მოდელი “მონტეკარლო” , ზაურის 29 C მოდელი. ექსტრალუქსი თოფები ფაქტიურად საკოლექციო ნივთებია . მათი მხატვრული გაფორმება ვირტუოზულია . მათში შეიძლება გამოყენებული იქნეს ოქრო , ვერცხლი, სადაფი , სპილოს ძვალი და ძვირფასი ქვები . დამცემ - სასხლეტი მექანიზმი კოროზიისაგან დაცვის მიზნით მოოქროვილია . თოფი დევს უნიკალურ სქელი , ნატურალური ტყავისაგან დამზადებულ ყუთში . მათ წინა კლასების თოფებისაგან განსხვავებით ერთი მნიშვნელოვანი ნიშანიც განასხვავებს : ისინი საყოველთაო აღიარებული ფირმების ნახელავებია . ეს თოფები უმეტეს შემთხვევაში მატერიალური დოვლათის დაგროვების , მიღებისა თუ გადაცემის , ანგარიშსწორების საშუალებებია . ბევრმა მათგამნმა შეიძლება ათეული წლების განმავლობაში ისე გამოიცვალოს რამდენიმე პატრონი , რომ არცერთმა მათგანმა იგი ერთხელაც არ გაისროლოს . ავტორი ოთარ ლომთაძე |
|
|
Jan 4 2011, 10:23
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გადავირიე კაცი და ეგაა, დიდი მადლობა ზახარ ამ საინტერესო ინფორმაციის მოძიებისთვის.
ცალკე ვუხდი მადლობას ბნ. ოთარ ლომთაძეს. |
|
|
Jan 4 2011, 22:06
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ბატონო ოთარ, ზახარ
მიიღეთ ჩემი პატივისცემა თქვენი შრომისა და ცოდნისათვის. |
|
|
Jan 4 2011, 22:26
პოსტი
#4
|
|
. ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ზახარ
ძალიან კარგი და ამომწურავი ინფოა.. |
|
|
Jan 11 2011, 21:17
პოსტი
#5
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 93 რეგისტრ.: 4-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi,guria |
ძალიან კარგი და ამომწურავი ინფორმაციაა,მადლობას გიხდით.ხალხი რომელიც ახლა იწყებს ნადირობას ამას რო წაიკითხავს აზრზე მაინც იქნება რა არი იარაგი და რა გირებულება აქმას როგორც ესთეთიკური ისე მატერიალური და სულიერი ტვალსაზრისით.მარტო ის არ არის რო იყიდიან თოფს და საერთოდ არ იციან რას ყიდულობენ.
|
|
|
May 1 2011, 01:22
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
დიდი მადლობა სტატიის ავტორს ასეთი იმფორმაციისთვის, ეხლა კი ცოტა აზრზე მოვედი! მეგონა გამოვიღვიძე თურმე ისევ ჭურში მძინებია!
|
|
|
May 1 2011, 01:46
პოსტი
#7
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi |
გაიხარე მეგობარო კაი განწყობაზე დამაყენა ტკვენმა პოტო მასალამ.
|
|
|
May 1 2011, 10:51
პოსტი
#8
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ზახარა ჩემპიონ!!!
|
|
|
May 4 2011, 01:11
პოსტი
#9
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
|
|
|
Jun 16 2023, 11:06
პოსტი
#10
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 19 რეგისტრ.: 16-May 23 ნიკის ჩასმა ციტირება |
საინტერესოა იარაღზე ბევრი ვიცი მარა ნახატები მაინც უფრო საინტერესოა ჩემთვის და მაგაშიც ვერკვევი არანაკლებად.
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია bondoshondo: Jun 16 2023, 11:07 |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 01:52 |