როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა
minchanin
პოსტი Jan 11 2014, 22:02
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობრებო. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკა თუ როგორ განვსაზღვროთ ხელმისაწვდომი მეთოდით, ოპტიკური სამიზნის ვარგისიანობა. როდესაც პნევმატიკით ვიყავი გატაცებული, და ვატარებდი მრავალნაირ ტესტებს - სიმძლავრე, სიზუსტე გამძლეობა და ა. შ. მივაქციე ყურადღება ერთ გარემოებას - როდესაც გავასწორებდი ოპტიკურ სამიზნეს (ძირითადად ვასწორებდი 25 მეტრზე ზდპ-ს), შემდეგ სხვა დისტანციაზე ხშირად მიზანს ვერ ვარტყავდი, მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებდი ტყვიის ტრაექტორიის ნოლებსა და ეგრეთწოდებულ "პროვისანიეს". და მერე ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი - ოპტიკური სამიზნე გავასწორე 25 მეტრზე დაწოლილ მდგომარეობაში საყრდენი ბალიშის გამოყენებით. ვისროდი "ჰატსან 105"-დან. ტყვიები "ბარაკუდა მატჩი", 10,5 გრ. 7 გასროლით ჯგუფი გაკეთდა ნორმალური, დაახლოებით 15 მილიმეტრიანი. ზუსტად არ გამიზომია, რადგან ეს არ იყო ჩემი მიზანი. შემდეგ გადავწიე სამიზნე 5 მეტრით. კიდევ 7 გასროლა. შემდეგ ისევ გადავწიე 5 მეტრზე. და ისევ 7 გასროლა. და ა. შ. 60 მეტრამდე. სროლა ხდებოდა ტყეში სრული შტილის დროს. შემდეგ დავიმეორე სროლები 25 მეტრზე უფრო ახლოს მოახლოებული (5 მეტრით) 10 მეტრამდე. და რა შევამჩნიე. ჯგუფები იყო გადაადგილებული არა მარტო ვერტიკალურად. რაც სრულიად მოსალოდნელია (მხედველობაში მაქვს ტყვიის "პროვისანიე") არამედ სრულიად მოუწესრიგებელი (სხვანაირად ვერ გადავთარგმნე "ნეზაკონომერნო") სხვა და სხვა მხარეს, მარჯვნივ, მარცხნივ, ცოტა ზემოთ, ცოტა ქვემოთ და ა. შ. შემდეგ ჩავატარე სროლები ოპტიკის გარეშე. სიზუსტემ მოიკლო, მაგრამ ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება შეწყდა. შემდეგ იგივე ოპტიკით ჩავატარე სროლები "ედგან მატადორით" (კალ. 5,5). იქაც ჯგუფების გაბნევა მოგვცა. შემდეგ ედგანზე დავაყენე "მაკ სნაიპის" ოპტიკა. უკვე გაბნევას ადგილი აღარ ჰქონდა. ამის მერე ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ სხვა და სხვა თოფზე, სხვა და სხვა ოპტიკით (ძირითადად იყო ჩინური ოპტიკები, რომელთა დასახელებებსაც ყველას ვერ გავიხსენებ. მახსოვს იყო "ტასკო", "გამო" ...).აქედან გამოვიტანე დასკვანა, რომ თუ ასეთ გარემოებას აქვს ადგილი, ეს არის ოპტიკის ბრალი , და ასეთი ოპტიკა არ გარემონტდება.
და კიდევ ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება. ეს ეხება იმ ოპტიკებს, რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული მოახლოება, ანუ ობიექტის გადიდება. იაფფასიან ჩინურ ოპტიკებზე ზუმერის ტრიალის დროს ხდება ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება. ამის მიზეზია ოპტიკურ სამიზნეში არსებული მოძრავ მექანიზმებს შორის არსებული "ლუფტი".
მართალია ეს სროლები ხდებოდა პნევმატური თოფებიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს ცეცხლსასროლიდან სროლის დროსაც. მართალია ამ შემთხვევაში სროლის დისტანცია უფრო მეტი იქნება, მაგრამ ეფექტი კი ანალოგიური.
გარდა ამისა, დამწყებებს შემიძლია შევთავაზო "ბარაბნების" ტრიალის ჩემი მეთოდი, რომელიც მდგომარეობს შემდგომში - ავირჩიოთ "ბარაბნების" დამაფიქსირებელი ბრუნვის მიმართულება. მე არჩეული მაქვს საათის ისრის მიმართულება. მე მხედველობაში მაქვს სიტუაცია, როდესაც საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება მაგ. ზემოდან ქვემოთ 3 "შელჩოლით", ვატრიალებ "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულებით 3 "შელჩოკით". ასევე , თუ საჭიროა სროლის წერთილის გადადგილება მარჯვნიდან მარცხნივ 4 "შელჩოკით", ვატრიალებ ჰორიზონტალური რეგულირების "ბარაბანს" 4 "შელჩოკით" საათის ისრის მიმართულებით. ახლა , იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება ქვემოდან ზემოთ 3 "შელჩოკით", ვატრიალებ ვერტიკალური რეგულირების "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ 10 "შელჩოკით", და შემდეგ კი საათის ისრის მიმართულებით 7 "შელჩოკით". იგივეს ვაკეთებთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირების დროს. თუ საჭიროა 4 "შელჩოკით" სროლის წერტილის გადაადგილება მარცხნიდან მარჯვნივ - 11 "შელჩოკი" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ, და შემდეგ 7 შელჩოკი საათის ისრის მიმართულებით. ეს საჭიროა იმისათვის რათა სარეგულირებელ მექანიზმებში არსებულიმა "ლუფტებმა" ხელი არ შეგვიშალოს.
რა თქმა უნდა ასეტი ოპერაცია არაა აუცილებელი "სვაროსკისა" და "ცეისის" ძვირფასი ოპტიკების გამოყენების შემთხვევაში.
ვიმედოვნებ, რომ ზემოთ ხსენებული ინფო რაიმე სარგებლობას მოუტანს მკითხველს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 32)
მაქსიმუსა
პოსტი Feb 21 2014, 22:09
პოსტი #31


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



ციტატა(minchanin @ 21st February 2014 - 22:13) *
ნუ... მოხარული ვიქნები თუ დაბრუნდება. ვფიქრობ ფორუმისთვის საჭირო ადამიანია.

+1
ნამდვილად, ნამდვილად! მე გამიხარდებოდა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Dec 28 2014, 21:06
პოსტი #32


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობრებო, ეველას მოგილიცავთ დამდეგ ახალ წეკს. და გისურვებთ წარმატებებს ცხოვრებაში.
როგორც ალბათ შეამჩნევდით (შესაბამიშ თემაში) რამოდენიმე კვირის წინ დავიწყე შაშხანებზე ოპტიკური სამიზნის დაყენება- გასწორება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით. და მივაქციე ყურადღება ერთ გარემოებას. ბიუჯეტური ოპტიკური სამიზნეები (200 დოლარამდე ფასში), რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული ზუმი, იძლევა საქრძნობ ცდომილებას ზუმის ცვლილებისა და საკუთარ თვალზე "მორგების" მიზნით პირველი ლინზის ბრუნვის დროს. ეს ცდომილება კარგად იგრძნობა 200 - 300 მეტრზე მისროლის დროს. და ის (ცდომილება) ზოგჯერ 300 მეტრზე ნახევარ მეტრს, და ზოგჯერ მეტსაც აღწევს. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება მისროლის მერე ოპტიკური სამიზნის ზემოთ ხსენებულ სარეგულირო ნაწილებს ხელს ნუ ვახლებთ. ანუ , ზუმისა და თვალზე "მოსარგებელი" სარეგულირო ნაწილები არასდროს არ ვატრიალოთ. ჩემი აზრით საკმარისია ზუმის დაყენება 5-ზე, ან 6-ზე და ასე დავტოვოთ. ასევე თვალზე 'მოსარგებელი" ლინზაც ხელშეუხებლად დავტოვოთ. მაშინაც კი როცა თქვენი შაშხანიდან თქვენი მეგობარი გაისვრის.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია minchanin: Dec 28 2014, 21:08
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Jan 4 2015, 21:19
პოსტი #33


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ახლა შევამჩნიე, რომ კიდევ ერთი რამ გამომრჩენია, რასაც დიდი მნიშვნელიბა აქვს ოპტიკური სამიზნის არჩევისა და გამოყენების დროს -პარალლაქსი.
როგორ გავიგოთ აქვს თუ არა ოპტიკას პარალლაქსი. ამისათვის ოპტიკას ვამაგრებთ უძრავად გირაგში, ან მსგავს ხელსაწყოში, ან სხვა რაიმე საშუალებით, და ვასწორებთ "ჯვარს" რაიმე ობიექტზე. ამის მერე გადავაადგილებთ თვალს ოპტიკური

ღერძის პერპენდიკულარულად, და ვაკვირდებით მიზანს. თუ დამიზნებული "ჯვარი" სამიზნე ობიექტს არ მოცილდა, ანუ არ გადადგილდა ეს იმას ნისნავს, რომ თქვენ გაგიმართლად -ოპტიკური სამიზნე კარგია (ანუ პარალლაქსის გარეშეა). თუ გადადგილდა -ცუდია. თუმცა ოპტიკა შეგიძლიათ არ გადააგდოთ, და გამოიყენოთ დანიშნულებისამებრ. ამისათვის საჭიროა გამოვიყენოთ რაღაც დამატებითი ოპტიკურ სამიზნეზე.
რათა ჩვენი თვალი ყოველთვის იყოს ოპტიკურ ღერძზე, ანუ ლინზის ცენტრში. ამისატვის სამიზნეზე შეიძლება წამოვაგოთ რეზინის "ნაგლაზნიკი".
ან უფრო ხელმისაწვდომი მეთოდი. დავაწებოთ თვალიდან პირველ ლინზაზე შავი ფერის თვითმაწებარა ლენტა ("სამოკლეიუშჩაიასია პლიონკა") შუაში 5 მილიმეტრიანი ხ**ელით. ასეთი მეთოდი იძულებულს გაგვხთის თვალი ლინზის შუაში დავიჭიროთ. და გამოვრიცხოთ პარალლაქსის უარყოფითი ქმედება ოპტიკური სამიზნის გამოყენების დროს.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია minchanin: Jan 4 2015, 21:22
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 00:10