VO Marksman 3.5-10x40 MARC M3 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
VO Marksman 3.5-10x40 MARC M3, ჩინელი საქართვლოში
Geoჟორჟიკა
პოსტი Sep 11 2009, 10:55
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მოკლედ როგორც იქნა ამდენი ნამუსზე აგდების შემდეგ თავი მოვაბი და ვდებ ჩემი ოპტიკის პაწა რევიუს newsmile05.gif (ჯაჯას დადებული რეპორტის მიხედვით საავტორო უფლებები დაცულია newsmile029.gif )
ოპტიკა არის VO Marksman 3.5-10x40 MARC M3 რომლის ჩამოტანაშიც მომეხმარა Jah-ი და დაჯდა 100 ტუგრიკი newsmile05.gif ლინკი იხილეთ აქ




1) ჯერადობა 3,5-10
2) გამომავალი ლინზის ხომა 40 მმ
3) მთლიანი სიგრძე მზის კეპკის გარეშე 305მმ
4) მზის კეპკა 3 დუიმი (უხეშად 7.5 სმ)
5) წონა 505 გრამი
6) პარალაქსის გასწორება ოფიციალურად 20 მეტრიდან თუმცა 3.5 ჯერადობაზე 5 მეტრზეც გადასარევად ვხედავ newsmile05.gif
7) 30 მილიმეტრიანი ნათელი მილი
8) წყალგაუმტარი
9) ნისლისგან დამცავი
10) აქვს ტაქტიკური ბარაბნები (ზრაპრული)
11) მილდოტის ბადე (საკმაოდ კარგი თხელია და მკვეთრი )

მპკლედ ჩამოვიდა ამ ყუთით , შიგნით იდო , თვითონ ოპტიკა, ცალკე მზისგან დამცავი მილაკი, რინგები (მაღლები სპეციალურად შევიკვეთე) , ოპტიკის დამცავი რეზინიანი ხუფები , დამცავი ხუფები მეორე ნაირი (რომელსაც არ ვიყენებ ) , ე.წ. "შესწიგრანიკი" ოპტიკის დასამაგრებლად (მხოლოდ ამ ერთი კლუჩით ხდება "დამაუნთება" ) , ინსტრუქცია, რომლეშიც საინტერესო არაფერი არ ეწერა და ნაფტალინი newsmile05.gif







მოკლედ ყველაზე დიდი პრობლემა რასაც გადავაწყდი დამაუნთებისას იყო ის რომ რინგები ვერაფრით ვერ ჩავსვი დისკოს მერცხლის კუდზე, არ ეტეოდა არაფრით , მოკლედ ერთი ნახევარის საათის წვალების და ნელ ნელა კაკუნის შემდეგ როგორც იქნა დავაყენე თავიანთ ადგილას და დავამაუნთე ოპტიკა საკმაოდ სწრაფად რადგან სულ 8 ვინტი იყო დასაჭერი და ყველა ერთი ზომის , თავიდან ძალინა არეული იყო ოპტიკა, ნასროლიც არ მქონდა რომ გავიხედე შიგნით იმდენად მარცხნივ იყურებოდა ალბათ 50 მეტრში ერთ 2-3 მეტრს მომცემდა სხვაობას მიზნიდან მარცხნივ და ქვემოთ ერთი 1.5-მეტრით , თუმცა გასწორებას სულ 25-30 ტყვისს სროლა დასჭირდა და გასწორდა , უნდა ავღნიშნო რომ ბარაბნები მუშაობს ზღაპრულად, ყველა წკაბი ძალიან მკაფიოდ ისმის და თუ არ გძინავს ადვილად გაიგებ რამდენით გადადიხარ newsmile05.gif , ჰო კიდევ ცოტა გამიჭIრდა ე.წ. სანშეიდის დაყენება იმდენად წვრილი რეზბა აქვს რომ ერთი საათი ვჩალიჩობდი რომ სწორად წასულიყო ასევე უნდა ავღნიშნო რომ გადასარევად მუშაობს ე.წ. flip-up ები




ეს არის დისკოზე დამაუნთებული ოპტიკის ხედები (ძალიანაც რომ შემეხვეწოთ ვერ მოვხსნიდი ძლივს დავაყენე newsmile05.gif )








ეხლა რატომ ვიყიდე მაღალი რინდები , აი ბაზუკას ფიშტოს თუ დააკვირდებიტ მაგას უყენია 3-9X32 ოპტიკა საშუალო სიმაღლის რინგებით და თითქმის დადებულია გამომავალი მილი ლულაზე, მე რომ ჩამომქონდა ჩემი ოპტიკა და ვიცოდი რომ გამომავალი მილი 40 მმ ექნებოდა ვიფიქრე უფრო მაღლები დამჭირდება მეთქი , მაგრამ ანგარიშში შევცდი, თუმცა საბოლოოდ არ შევმცდარვა, რადგან მაღაილ რინგებია არ დამჭირდა ღია სამიზნის მოხსნა ფიშტოდან ასე რომ ეხლა ორივე სამიზნით შემიძლია სროლა ერთდოულად, ნადირობისას კი ეს ძალინ მოსახერხებელია, ხანდახან გიწევს 5-10 მტრზე და უფრო ახლო სროლა ამ დროს ი ოპტიკა გამოუსადეგარია, მაგრამ მე სამაგიეროდ მაქვს ღია სამიზნეც და დიდი უპირატესობა მაქვს სხვასტან შედარებით აი იმ 4 ჩიტიდან ერთი ზუსტად ეგეთი შემთხვევის დროს მოვკალი სხვას ვეპარებოდი რომელიც გაფრინდა და დაახლოვებით 10-12 მეტრში დამიჯდა მეორე ჰოოდა ღია სამიზნით მოვუღე ბოლო newsmile05.gif , აი ამ სურათზე კარგად ჩანს ღია სამიზნეს როგორ არ უშლის ოპტიკა





მოკლედ საბოლოოდ რომ ჩამოვყალიბდეთ დავწერ პლიუსებს და მინუსებს:

პლიუსები : დაბალი ფასი, მილ-დოტი, ტაქტიკური ბარაბნები, ნათელი 30მმ-იანი მილი , ძალიან მჩატე (505 გრამი) , დამცავი ხუფები , პარალაქისი გასწორება შესაძლებელია გვრედითა ბარაბნიტ

მინუსები: ილუმინაციის არ ქონა, ქაღალდზე სასროლად 50 მეტრში 10-ი გადიდება ცოტაა პატარაა სხვა მინუსი მე ამ ოპტიკაას ვერ ვუპოვე


მოკლედ ტუ სანადიროდ აპირებთ ამ ოპტიკსი ყიდვას უკეთესს ვერ ინატრებთ , მე დავუწერდი 100 დან 99.99 ქულას ამ ჩინელს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 11 2009, 11:05
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



geojorjika
კარგია გიო, მიწექი, ნამდვილად გამიხარდება პნევმატიკის პოპულარიზაციას თუ მოება თავი, იქნება შეჯიბრებისთვის მეტი ხალხი მოქუჩდეს....
ციტატა(geojorjika @ 11th September 2009 - 11:55 AM) *
10-ი გადიდება ცოტაა პატარაა სხვა მინუსი მე ამ ოპტიკაას ვერ ვუპოვე

სანდიროდ ნორმალური გადიდებაა, მართალია უკეთესი იქნებოდა 12-14 მაგრამ ეგ არაფერია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 01:03