Beretta DT10 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Bone
პოსტი Jun 16 2011, 12:50
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





DT10 -ი ლეგენდარული ფირმის მორიგი, ბრწყინვალე კონსტრუქციის თოფია.
ბერეტას ამ პოპულარულ თოფში, ყველა დროის , საუკეთესოდ აღიარებული კვანძების მთელი "ბუკეტია" გამოყენებული...

თოფის კალაპოტი ძალიან დაბალია. ვერტიკალურად განლაგებული ლულების ჩამკეტი მექანიზმი ბოს ვუდვარდის ჩაკეტვის სისტემის სახესხვაობაა. ლულები, კალაპოტს გვერდითი შვერილებით უართდენბა (არ არის ღერძზე დაკიდების სისტემა)



ლულები კალაპოტთან დამატებითი შვერილებით , მჭიდროდ ერთდება. ამისთვის კალაპოტის ფარზე შესაბამისი ღრმა ჭრილებია დატანილი.



ეს კი კალაპოტის ფარის ჭრილები



ორი დამატებითი შვერილი ლულებს კალაპოტთან კიდევ ერთი დამატებითი ჩამკეტით მჭიდროდ აფიქსირებს. ეს უკანასკნელი გრინერის ლეგენდარული ჭანჭიკის სახესხვაობაა და მის დადებით თვისებებზე არ ღირს გაჩერება





მორიგი ჩამკეტი სისტემის ნაწილი , ასე ვთქვათ ბერეტას "მშობლიური" კვანძია , უფრო კონკრეტულად ალბათ სამარკო ნიშანი .
მკვეთრად ამოღებული კალაპოტის გვერთითი კედლები ბერეტას 682 სერიისთვისაა დამახასიათებელი და მისთვის სიმტკიცის ნიშანს წარმოადგენს .



ვესტლი რიჩარდის გადასაწევმა ბერკეტმა ასევე განიცადა მცირედი მოდერნიზაცია . ის გაცილებით მასიური და ნიჩბისებური მოყვანილობის გახდა . პრაქტიკამ დაადგინა რომ ასეთი გადასახსნელი ბერკეტი ბევრად ამარტივებს გადახსნაზე საჭირო ძალას და რაც მთავარია ცაცია მსროლებისათვის გაცილებით კომფორტულია .



სასხლეტ დამცემი მექანიზმი (სდმ ) უნივერსალური , ერთ სასხლეტიანია , დამცავზევე მოთავსებული სელექტორით .
ს დ მ ე.წ. ადვილად მოსახსენლი. საჭიროების შემთხვევაში (დაზიანების-გაფუჭების ) ასეთი მექანიზმი რამდენიმე წამში შეიძლება შეიცვალოს სათადარიგოთი.



ლულების სიგრძე ვარიაბელური 71, 76 , 81 სმ . ლულები ყოველთვის მონობლოკია.
გაბურღვა 18,6 მმ
სავაზნე 76 მმ სტანდარტული
ჩოკები სურვილისამებრ , მობილური ან ფიქსირებული.
სამიზნე თამასა ნებისმიერი კონსტრუქციის , ზომ 10 სმ X 7სმ . ლულების შემართებელი ღერძები ვინტილირებული ან საერთოდ მათ გარეშე.
კონდახი და ტიბჟირის გეომეტრია თოფის დანიშნულებისამებრ.
კაკალი მაღალი და უმაღლესი კლასის.
წონა 3,300 კგ


DT10 -ი შუალედური ვარიანტია 682 სერიასა და so -ს შორის.
DT10 მა მსროლელებისგან და ექსპერტებისგან შემდეგი შეფასება მიიღო:
10 ქულიან შკალაზე.
აწყობა - 9
დამუშავება და დიზაინი - 8
ფასი - ხარისხი - 9

დღეს დღეობით ამ მოდელის თოფიდან ისვრიან ისეთი სროლის ვირტუოზები როგორებიც არიან რიჩარდ ფოლდსი და ვინსენტ ჰენკოკი და არა მარტო ისინი ......

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
2 გვერდი V  < 1 2  
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 15)
ქსოვრეთელი
პოსტი Mar 6 2016, 14:13
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 10:48