12-13.12.2009 ბათუმი, ფოთი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
12-13.12.2009 ბათუმი, ფოთი |
Dec 15 2009, 22:11
პოსტი
#1
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
აბა ცხელ ცხელი რეპორტი
ესე იგი პარასკევს გავშანსე ბათუმისკენ წასვლა. ვიტოს დავურეკე (ეხლა სხვებამ არ დამიწყოთ რატო მე არ მითხარიო, არ იყო პონტი და იმიტომ) და საღამოს შევუბერეთ დასავლეთისკენ. რაღაც საქმეები მქონდა დასავლეთში და დანარჩენ დროს გეგმაში იყო თევზაობა თევზაობა და კიდევ ერთხელ თევზაობა. გავჩერდით რიკოთზე, რესტორან ჯარგვალში. ცოტა წავიხემსეთ სადღაც 11 საათისთვის ჩავედით ბათუმში. მინდა გითხრათ მაგარი სითბო იყო. თბილისის მერე ისეთი შეგრძნება გქონდა კაცს, რომ უცბად ადრეულ შემოდგომაზე დაბრუნდა დრო. საკაიფოდ თბილოდა, იმის და მიუხედავად, რომ უკვე ღამე იყო. ბათუმში დაგვხდა კახაბერი, მისი ძმა - ლაშა და ჩვენი ძმაკაცი ირაკლი. ხოდა დავჯექით და დავიწყეთ ხვალინდელი დღის დაგეგმვა. მოთმინება არ გვეყო და შუაღამისას ვცადეთ გვეთევზავა პორტში. ხოდა დავაწექით პორტისკენ. შევუბერეთ პორტისკენ. კახამ გაშალა თავისი ანკესები. იქვე სახელდახელოთ დავჭერით სახლიდან წამოღებული და ძმარში ამოვლებული ხამსა. წამოვაგეთ ნემსკავებზე და ვცადეთ ბედი. |
|
|
Dec 15 2009, 22:43
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
აგი ხართ სულ?
|
|
|
Dec 15 2009, 23:02
პოსტი
#3
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ნუ იმ საღამოს არაფერი გამოვიდა... იქაურმა რიბაკებმაც გვითხრეს, რომ გვიანიაო უკვე და აზრი არა აქვს....
მეორე დღეს, დილაუთენია კახამ სადღაც გაგვაქანა მდინარეზე... აქ ვსინჯოთო რამე მდინარის თევზი თუ მოვაო... ხოდა ჩვენც დავაწექით... დიდად იმედი არაფრის არ გვქონდა, მაგრამ მაინც წავედით... იქ დაგვხდა ერთი კაი კაცი - ძია ზია. ძალიან ლამაზი სასტუმრო სახლი ჰქონდა გაკეთებული, თანაც ძალიან ლამაზ ბუნებაში. გაგვიმასპინძლდა ყავით და თაფლის ფიჭით - რაც სხვათაშორის საკმაოდ დროული იყო, იმიტომ რომ, დილიდან არაფერი გვქონდა ნაჭამი.... მოკლედ გავშალეთ ანკესები, გავემზადეთ და შევუყევით მდინარეს. |
|
|
Dec 15 2009, 23:07
პოსტი
#4
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
დეეიჯირეთ რამე თუ ტყვილა იქნიეეთ
|
|
|
Dec 15 2009, 23:07
პოსტი
#5
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ერთ ადგილას მოგვიწია შემოვლითი, ძაააალიიიააანნნ დამღლელი გზით გავლა
|
|
|
Dec 15 2009, 23:08
პოსტი
#6
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
კი მარა ნადავლი სად არის ნადავლი, ან შპროტი მაინც გამოაჩინეთ სურათებში
|
|
|
Dec 15 2009, 23:35
პოსტი
#7
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ხოდა კარგად დავიღალეთ კიდევაც
დავიღალეთ და შევისვენეთ ვიღაცის ეზოში |
|
|
Dec 15 2009, 23:38
პოსტი
#8
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 176 რეგისტრ.: 27-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ლამაზი ადგილებია ზაფხულში აისეირნებდა მანდ კაცი, რა მდინარეა, მაგ კაცის კოორდინატიც დაწერე, ვესტუმრებით ზაფხულში თუ მშვიდობა იქნა და მთავარი, რამე დაიჭირეთ? ან რამე იჭირება? ზაფხულში? მაგრად შემშურდა სიამუვნებით ავუყვებოდი მაგ დინებას .
|
|
|
Dec 15 2009, 23:41
პოსტი
#9
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
geojorjika
თვით ამ საქმის პროფს აზრიც რომ არკითხეს იმიტომ არაა ნადავლი პ.ს. შურიან იარა ვარ არ გეწყინოთ ბიჭებო მაგრამ ასეთ დროს მკითხეთ მაიცნ |
|
|
Dec 15 2009, 23:47
პოსტი
#10
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
კითხვებზე მოგვიანებით გიპასუხებთ. რეპორტს როგორც კი მოვრჩები.
ვაგრძელებ.... მოკლედ ცოტა შევისვენეთ და გავაგრძელეთ გზა მთლად უშედეგოდ ამ დღეს არ დავბრუნებულვართ, მაგრამ დიდი არაფერი მოკლედ სადღაც პირველი საათისთვის წამოვედით სასტუმროსკენ, სადაც კარგადაც გაგვიმასპინძლდნენ |
|
|
Dec 16 2009, 00:05
პოსტი
#11
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi |
საღოლ თქვენ მაგარია
|
|
|
Dec 16 2009, 00:09
პოსტი
#12
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
კარგად მოვილხინეთ და წამოვბედით ბათუმისკენ. წინ კიდევ ზღვაზე თევზაობა გველოდებოდა. გზა და გზა მომავალ გეგმებსაც ვარჩევდით
აი პორტშიც მოვედით და გავშალეთ ისევ ანკესები თევზი არ მოდიოდა. ისევ დაგაგვიანდათო, მაგრამ მერე ერთმა კარგმა ადამინმა პრიჩალის შეცვლა გვიღცია... ჩვენც შევიცვალეთ ადგილი და თევზაობაც წავიდა ხო აქ ერთი საინტერესო მომენტიც მოხდა რიტასთან ნაყიდი ჩემი 15 ლარიანი ფანარი ჩავარდა ზღვაში, ანთებულ მდგომარეობაში... ხოდა დარჩა მანდ ასე ანთებული... ზღვიდან ისე ანათებდა, ვინც არ იცის რა ხდება - ჭკუაზე გადაირეოდა... |
|
|
Dec 16 2009, 00:17
პოსტი
#13
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
ეუფ რა თევზია ჭიანჭველამ არ წაგართვათ ფრთხილად იყავით
|
|
|
Dec 16 2009, 00:21
პოსტი
#14
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ამით დამთავრდა შაბათი დღე. კვირას დაგეგმილი გვქონდა ზღვაში ნავით გასვლა. მწვანე კონცხზე გავქანდით დილა უთენია. მაგრამ სამწუხაროდ უამინდობა იყო გამოცხადებული და ნავით ვერ შევედით.
ამიტომ იქვე პრიჩალზე მოვსინჯეთ ჩვვენი ძალები. სმარიდკების გარდა არაფერი არ იჭირებოდა. რა აღარ ვცადეთ: სამადურიც, ხამსაც, რეზინკაც... მაგრამ უშედეგოდ ხოდა მე და ვიტომ გადავწყვიტეთ დრო ტყუილად არ დაგვეკარგა და დავაწექით ფოთში. ბარემ ქარიყლაპიაც მოვსინჯოთ თქო. გზად გავჩერდით საჭმელად და მივადექით ნაბადას ტბებს.... საკმაოდ ქარიანი ამინდი იყო... და ზოგ-ზოგიერთები, რომ ავრცელებენ ინფორმაცია - ბალახი დაიწაო, ტყუილია !!!!!!!!!!!!!!! არაფერიც არ დაიწია... დაახლოებით 1.5 საათი ბოდიალის შემდეგ, მხოლოდ ერთი ქარიყლაპია გამოეკიდა ჩემს სატყუარას და ისიც გამექცა... ამით დავამთავრეთ ჩვენი ტურნე დასავლეთში და დავაწექით მშობლიური თბილისკენ ლამაზი ადგილებია ზაფხულში აისეირნებდა მანდ კაცი, რა მდინარეა, მაგ კაცის კოორდინატიც დაწერე, ვესტუმრებით ზაფხულში თუ მშვიდობა იქნა და მთავარი, რამე დაიჭირეთ? ან რამე იჭირება? ზაფხულში? მაგრად შემშურდა სიამუვნებით ავუყვებოდი მაგ დინებას . მართლა მშვენიერი ადგილებია....კოორდინატები კახაბერმა იცის და ფორუმზე რომ შემოვა დაგიPMებს... დაჭერით დავიჭირეთ, მაგრამ ბევრი არაფერი.... ძია ზიამ გვითხრა ეხლა ცოტა ცუდი დრო შეგირჩევიათო და ზაფხულისკენ ჩამოდითო geojorjika თვით ამ საქმის პროფს აზრიც რომ არკითხეს იმიტომ არაა ნადავლი პ.ს. შურიან იარა ვარ არ გეწყინოთ ბიჭებო მაგრამ ასეთ დროს მკითხეთ მაიცნ რისი პროფი ხარ ერთი ???? აჭარაში სპინინგზე რამდენჯერ გითევზავია ?????? |
|
|
Dec 16 2009, 00:24
პოსტი
#15
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
გიორგი
ზუსტაგ ეგ გეშლება აჭარაში თევზაობის კულტი ფაზისიდან შევიდა და ბევრი აჭარელი ფოთში ჩამოდის თევზის საყიდლათ და დასაჭერადაც, ვოტ!!!:) ეგ იგივება ფოთიდან რომ ზღვაზე ჩადიან დაახლოებით ბათუმში რა |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:42 |