ერთი მეთევზის დღიური - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ერთი მეთევზის დღიური
amroci
პოსტი Nov 13 2009, 14:16
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ამ თემაში პოსტვის უფლება აქვს მხოლოდ თემის ავტორს, ნებისმიერი სხვა პოსტი იქნება წაშლილი,
ეს არის მისი სავტორო თემა და გთხოვთ პატივი ეცით, თუ რაიმეს განხილვა გინდათ შესაბამის თემებშიც
გააკეთებს იგივე პოსტებს და იქ განიხილეთ
ვიტო

===================================================
აი ჩემი მშობლიური პრიჩალი


არ ვიცი როდის ააშენს მაგრამ ნამდვილად ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, რაც თავი მახსოვს ასე გამოიყურება
პირველად ჩაინგრა 90-იანი წლების დასაწყისში როცა მანდარინს ტვირთავდნენ სატვირთო მანქანიდან სატვირთო გემზე. მას შემდეგ ბევრჯერ გავაკეთეთ მეთევზეებმა თვითნაკეთი დაკიდული ხიდი მაგრამ ყოველთვის ზღვა გვინგრევდა . თანაც მეორე მხარე უფრო და უფრო შორდება ნაპირს

ერთი პერიოდი ვიღაცამ ზედ რესტორანი გააკეთა სახელად ”ნათიას ტივი” და კარგი რკინის კონსტრუქციაც გაუდო ხიდად. მაგრამ რად გინდა დათვრნელ უკრანულ სათევზაო სეინერზე ის ბასიაკები და ამხელა ზღვაში მაინცდამაინც ამ ხიდს დაეტაკენ (წარმოგიდგენიათ!!).
მას შემდეგ ხან ნავით გადავდიავართ, ხან კატამარანით, ზოგჯერ სულაც ცურვით

ერთის მხრივ კარგიც არის. ზედმეტი ტვინის მბურღველები აღარ გაწუხებს თევზაობის დროს და მართლაც რო მოწყევეტილი ხარ ამ ცხოვრების სანერვიულოებს. მაგრამ მეორესმხრივ, თუ შუა ხიდზე მოგისწრო შტორმმა მეყოლე ვარდივით. ნავი ვერ მოადგება და მოგიწევს გადმოხტომა წყალში. ამიტომ ჰორიზონტს ყოველთვის უნდა აქცევდე ყურადღებას.
ხიდზე გამოსვლის დროს ყველა დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით არის აღსავსე

პრიჩალი ორ სართულიანია და ორივეგან თავისებურად კარგი სათევზაოა. ორივეს თავის თავისი პრივილეგიები აქვს,
ქვედა სართულზე ძალიან კარგია ბარაბულკების, ზღვის ოკუნების, ღორჯოების და ქოთეხის ჭერა.

ხანდახან საკუთარი თვალით უყურებ როგორ კიდებტ პირს თევზი შენს სატყუარას

ამასთან ზაფხულში იქ ისე გრილა რომ მთელს ქობულეთში უფრო სასიამოვნო ადგილს ნამდვილად ვერ იშონი

თუმცა უფრო ხშირად ზემოდან ვთევზაობთ.

აქ მოგეცათ ჯანი. ყველაფერი იჭირება სეზონისდა მიხედვით.
ყველაზე გავრცელებული სტავრიდკა - მოდის სულ, გარდა თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი ნახევრისა
ასევე:
ზღვის ოკუნი (იგივე სმარიტკა) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
ზღვის კარჩხანა (იგივე ზელენუხა) - მხოლოდ ზაფხულში. ძალიან იშვიათია
სარღანა - ოქტომბერი, ნოემბერი
ლოფა (იგივე ლიფიორი) - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
სელდი (იგივე სილიოტკა) - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი
სკუმბრია - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
კეფალი - მოდის 3 სეზონად პირველი სეზონი -მაისის მეორე ნახევარი ივნისი. მეორე სეზონი - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. მესამე სეზონი დეკემბერი იანვარი. ყოველ სეზონზე განსხვავებული სატყუარათი და ანკესით იჭირება.
კამბულა - ნოემბერი, დეკემბერი, ინავარი, თებერვალი, ხანდახან მარტშიც იცის
სკატი - არის სულ ზოგიერთი მხოლოდ მისთვის ცნობილი გამონაკლისის გარდა.
კატრანი - დეკემბერი იანვარი. სხვადროს იშვიათად
ღორჯო დიდი (აზოვის) - მარტი, აპრილი, ნოემბერი
ბარაბულკა -ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
ზღარბი - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი.
დრაკონი - არის სულ. უფრო ცხელ სეზონებში
კუზანა ქვიშის (იგივე ქოთეხი ვერცხლისფერი) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
კუზანა ქვის (იგივე ქოთეხი იასამნისფერი) ივლისი, აგვისტო, სექტემბერი
ნალიმი - ზაფხულის თვეებში, მხოლოდ ღამით.
ხამსა - ზაფხული შემოდგომა ზამთარი
გარდა ჩამოთვლილისა ვიჭერ კიდე პატარ-პატარა ქარავნის თევზუკებს რომელთა სახელები სამწუხაროდ არ ვიცი. მათ ცოცხლად ვიყენებ სატყუარად.
==========================================================================
თუ გადაწყვეტთ მოსვლას, მაშინ ნავის ამბავს ეხლავე აგიხსნით:
ნავები გადიან ზღვაში დილით გამთენიისას და შემდეგ იმისდამიხედვით თევზი როგორ მოდის გამოდიან სადილზე ხან 10-11 საათზე ხან 2-3საათზე. მერე რათქმაუნდა ყველა ბრუნდება სახლში შებინდებისას.
წოდა უნდა გადაწყვიტო როდის გინდა თევზაობა. დილას, საღამოს თუ მთელი დღე.
თუ დილას გინდა, მოხვალ გამთენიისას და იმ 4-5 ნავიდან რომელიც პრიჩალის წინ გადიან ნებისმიერი გაგიყოლიებს პრიჩალამდე და დაგტოვებს, სადილამდე.
თუ საღამოს გინდა მოდი 12- საათზე და და სადილიდან დაბრუნებულები ან მიმავლები გადაგიყვანენ. მაგრამ მერე საღამომდე იქ უნდა იყო.
თუ მთელი დღით აპირებ მაშინ წამოიღე სადილითან და მოდი გამთენიისას.
გაითვალისწინე თუ შტორმი ამოიჭრა იმდენად სწრაფად რომ ნავებმა ნაპირთან ტალღების მომეტებამდე ვერ მოასწრეს, მაშინ ნავთან ვეღარავინ მოადგება იმიტომ, რომ ტალღამიახეთქებს ნავს პრიჩალზე და დაამტვრევ. ასე რომ ამ შემთხვავაში მოგიწევს ...ამპრედუზო მედუზოოო... newsmile035.gif
===========================================================================
ბოლოს ვითევზავე შაბათს და კარგი სარღანები ვიჭირე. იმ დღეს დინება დაემთხვა და იმიტომ გააქტიურდა მტაცებელი. პატარა სტავრიტკები ბრინჯივით მოდიოდა, მაგრამ მე მარტო სარღანას ჩავაცივდი და დავიჭირე ასე 30-35 ცალი 2 საათამდე.
მეორე ანკესი კამბულაზე მქონდა გადაგდებული მაგრამ არაფერი. ერთ კვირიანი შტორმის მერე ერთი დღეც არ იყო გასული, ამიტომ ფსკერზე ლაფი ჯერ არ იყო დამჯდარი და იმიტომ არ მოვიდა ფსკერის თევზი. თუმცა ხიდის ქვეშ ტიპმა მართლა გიგანტი ღორჯოები დაიჭირა 3 ცალი. ასე მტკაველნახევარი სიგრძის იქნებოდნენ. ეგეთების უხა სუ კანკალს დაგაწყებიებს სიამოვნებისგან.
ეხლა მომავალ შაბათ კვირას ველოდები მაგრამ მეტეოჯიმ წვიმა იქნებაო. იმედია ცდება.
შაბათს იმედი მაქვს სარღანა კიდე იქნება. ისე განსაკუთრებიტ სკუმბრიას ველოდები. აგვიანებს წელს ძალიან. პრიჩალზე მაგაზი უფრო ბავეკი თევზაობა არაფერზეა. ნამდვილი ომი უნდა გაუჩაღო ძალაშიც და ნებისყოფაშიც.

==========================================================================

სკუმბრია

ორიოდე სიტყვით ჩემს მშობლიურ პრიჩალზე სპინინგით სკუმბრიაზე თევზაობის შესახებ მოგახსენებთ. რადგან ეს თევზი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს გულში
სკუმბრია ნავში ჯერ კიდე სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა.
ნავში როცა სტავრიდაზე თევზაობ მაშინ იცის გამოკიდება. მაგრამ სტავრიდის პავადოკი რადგან გაქვს სკუმბრია მას წყვიტავს. თუ გაგიმართლა და 300 გრამზე პატარები მოყვა 2 ცალამდე, მაშინ გაქვს შანსი ამოიყვანო. მაგრამ ამის მერე პავადოკი ან ივარგებს ან არა.
პრიჩალზე სხვა ამბავია. თუ მოსული ხარ უბრალოდ თევზის საჭერად მაშინ სკუმბრიაზე არავინ იქნევს. რადგან სკუმბრიაზე მარტო სპორტული ჟინით უნდა იყო რო ითევზაო.
პრიჩალზე სექტემბრიდან უკვე მოსალოდნელია სკუმბრიის მოსვლა და ნოემბრის შუა რიცხვებამდე ნამდვილად ჩერდება, ამის შემდეგ უკვე ყოველ წელიწადს თავისებურად.
ეხლა როგორ უნდა ითევზაო:
უნდა გქონდეს ისეთი სპინინგი რომლითას 30-40- გრამის ტყვიას რაც შეიძლება შორს გადააგდებ. ამასთან ძირითადი ძუა არ უნდა იყოს 0.35მმ.-ზე ნაკლები პავადოკიც შეგიძლია იგივე სიმსხო გააკეთო მაგრამ უფრო გირჩევთ 0.25მმ. ძალიან სუფთა ძუას. დრეკადობას დიდი მნიშვნელობა არ ქვს. კავები აცმული უნდა იყოს ისევე როგორც სტავრიდის პავადოკია, ოღონდ დიდი, გრძელღერძიანი, უყუნწო და ბრჭყვიალა კავებით, ამასთან უკეთესია თუ კავები არ იქნება მძიმე ლითონისგან და სქელი მავთულისგან გაკეთებული. ჯობია დიდი ზომის მაგრამ თხელი და მჩატე იყოს. რადგან დიდი ზომის კავებია ხოლო პავადოკის სიგრძე შენი სპინინგის 3/4 უნდა შეადგენდეს, პავადოკზე ყენდება 7-დან 9 კავამდე. შეგიძლია ბუმბულის დაბნევაც, ეს ხშირად მაგრად ჭრის (ანუ მოდის). არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კავზე არაფერი ფერადი. მხოლოდ თეთრი ან სარკისებრად ბრჭყვიალა.
სიმძიმე განსაკუთრებული საკითხია. სამწუხაროდ ფოტო არ მაქვს და არც ტელეფონზე მაქვს გადამღები მაგრამ აგიხსნი რამდენიც შემიძლია
სიმძიმეს 3 მთავარი პრინციპია:
1. უნდა იყოს იმისიმძემე რომ პავადოკი გადაგაგდებინოს რაც შეიძლება შორს ამასთან 0.25მმ. ძუა არ გაგიწყვიტოს როგორც წესი 25-35 გრ. ამიტომ არის თხელი და მჩატე კავები საჭირო რომ ნაკლებად დაგიტორმუზოს გადაგდებისას პავადოკი.
2. უნდა იყოს ამრეკლი ზედაპირის ანუ სარკესავით, მას წყალში 4-5 მეტრ სიღრმეზე მზის ანარეკლი უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად ნათელი, რომ სკუმბრიას რაც შეიძლება შორს მოხვდეს თვალში არეკლი სხივი. ამისათვის ტყვიას ვასხამთ 6-7 სმ. სიგრძის და სანტიმეტრ-სანტიმეტრნახევარი სიმსხვილის ლატუნის მონიკელებულ რადიო ანტენის ნაჭერში. თან ბოლოში ყუნწისათვის ვუყენებთ უჟანგავი ტროსის რამოდინემე წვერს.
3. ტყვიას არ უნდა ჰქონდეს მბასრი და წაბრტყელებული მხარეები. რადგან გადაგდების დროს არ ჰქონდეს ჰაერთან დიდი წინაღობა, ასევე წყალში უკან გამოტარებისას არ აბრზრიალდეს (აქ ასევე მნიშვნელოვანია კავების სიმჩატე და სითხელე დიდი ზომების მიუხედავად). როცა სკუმბრია დაებება, განსაკუთრებით რამოდენიმე ერთად აუცილებლად ათასნაირად დაგრიხავს შენს პავადოკს სანამ 30-40 მეტრს გამოატარებ, ამიტომ თუ ტყვიას მბასრი კუთხეები აქვს სადმე ძუას გადაგიწყვეტს. ამიტომ გვერდები შემოუქლიბეთ.
როგორც წესი სკუმბრიას უყვარს როცა ნახევრად ავდარია მაგრამ არაფერი სერიოზული, ამასთან წყალი არ უნდა იყოს ამღვრეული. განსაკუთრებით მოდის დილის საათებში. თუმცა არც დღის სხვა დროს ღირს ხელის ჩაქნევა.
გაფრთხილებთ სკუმბრიას ხიდზე ვერ დაიჭერთ ბევრს. ამიტომ ვინც სტავრიტკაზეა მიჩვეული ბევრ ჭერას მას გაუჭირდება სკუმბრიაზე თევზაობის რეჟიმი. ასევე ვაფრთხილებთ ნაჟივკით თევზაობის მოყვარულებს, სკუმბრიაზე თევზაობისას დაივიწყეთ დასვენება. აქ ნამდვილი მარაფონისტის მონაცემები გჭირდებათ.
ვიმეორებ სკუმბრიაზე თევზაობა მხოლოდ სპორტული ჟინით ღირს.
რაც შეეხება თევზაობის სტილს: მოდიხარ დილით გათენებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხსნი პავადოკს და სპინინგს. დგები პრიჩალის ზედა იარუსზე სულ ბოლოში (სიღრმისკენ) და ისვრი პავადოკს იმისიშორეზე რაც ძალი და ჭაპანი გაქვს . მაგრამ თან მეორე ხელს კატუშკასთან ახლოს ტოვებ რადგან როგორც კი ტყვია წყალს შეეხება ხელათ უნდა გააჩერო და ჩაკეტო კოჭა. ტყვიის წყლის ზედაპირზე შეხებიდან 3-4 წამში ( როგორც კი ძუა გასწორდება) სპინინგს ქაჩავ უკან რამდენზეც მკლავი და ჯოხი გამოდის. ამ დროს პავადოკი, რომელმაც უკვე მოასწრო დაახლოებით 3-4 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა მაქსიამლური სიჩქარით ამოდის თითქმის ზედაპირზე. ისევ მიუწევ ჯოხს წინ რო მიუშვა ტყვია. დაიძიროს ისევ 3-4 მტრზე, პარალელურად კოჭათი ვახვევთ მორჩენილ ძუას და ისევ მაქსიმალური სიჩქარით ამოქაჩავ შენკენ, რითაც ისევ ამოიტან ტყვიას ზედაპირთან. ასე უნდა იმეორო სანამ პავადოკი არ მოვა შენთა. ან სპინინგი არ დაიკვნესებს "ვაიმე ნანაო". რადგან როცა სკუმბრია ამ სიჩქარეებზე ებმება პავადოკს, ხელში ისეთი შეგრძნება გაგქვს თითქოს იდატყვი უკან ბეტონს მიარტყი მთელი ძალით. დამიჯერეთ ამ დროს გული ლამის ამოგივარდეს ისე ფეთქვას ენდორფინი.
სკუმბრიისთვის მნიშვნელოვანია რომ სატყუარა (პავადოკი) მოძრაობდეს ძლიერი რივოკებით. ამ დროს ის ძალიან ჰგავს ლიფსიტის ქარავანზე დადევნებულ სტავრიდის ან სილიოტკის ქარავანს და სკუმბრიაც ზუასტად ამას დაეძებს ზღვაში. სკუმბრია ასეთ ბატალიებს სუფთა და მზიან წაყალში კარგი 10-15 მეტრის სიშორიდან ამჩნევს და სანამ შენი ერთი მოქაჩვის დასაწყისიდან, მის მკლავის ბოლომდე მისვალამდე, ასწრებს ამ მაძილის დაფარვას და შენი პადსეჩკის (მოქაჩვის) შუაგზაში გზაგადაჭრის ტრაექტორიით დაკავებას. ამოყვანისას მოგატარებს მთელი ზღვისმხარე ნახევარსფეროს სანამ მოიყვან პრიჩალამდე. დამიჯერეთ, ანკესზე დაბმიდან ასე ჩქარა და დიდ მანძილზე მოცურავე თევზს საქართველოს ვერცერთ სხვა თევზი შეედრება.
ჰუჰ დავიღალე დანარჩენი მერე
აგერ ჩემი ორი წლის უკან თევზაობაზე უცნობი რიბაკის გადაღებულეები



დააკვირდით ამინდს. ასეთი ძალიან უყვარს სკუმბრიას
აქ პატარა სკუმბრიებია ასე 300 გრამამდე. ისე კილოიანიც კი მიჭერია. ზოგადად საშუალოდ ნახევარკილოიანები იცის ხოლმე, პლიუს-მინუს 200 გრამი
==========================================================================

რაც შეეხება ზღვის ჭიას (ეგრედწოდებულ მარსკოი ჩერვს) ეს ჭია ჩემს პრიჩალზე ნამდვილი პანაცეაა. მასზე მოდის ყველაფერი რაც კი რამე კიდებს ნაჟივკას პირს. გარდა კამბულა, კატრანი და სკატისა. ამ ჭიაზე იმდენად კარგად მოდის თევზი რომ ეს მის ნაკლად გადაიქცა. სამქე იმაშია რომ მიუხედავად იმისა რომ მასზე საუკეთესო თევზე მოდის მაინც ძნელი ხდება მისი დანიშნულებიდ გამოყენება, იმის გამო რომ აბსოლიტურად ყველა თევზი რომიც კი ახლოა დასწრებაზე ეძგერება მას. შესაბამისად შენ რო თევზის ჭერა გინდა, მაგალითად ქოთეხის ან კეფალის ის ვეღარ ასწრებს ამ პატარა ნაბიჭვრებს. თევიდან გიხარია, ჩაგდებისთანავე ეცემა ოკუნი, ბარაბულკა, სტავრიდკა, შპარიცა და კიდევ ვინ იცის რაა არა, მაგრამ ბოლოს როცა ერთი 50 ცალ ჭიას დახარჯავ და ბოლოსდაბოლოს მოუწევს ერთ რომელი მე ბრონტოზაურს როგრიცა 2-3 კილოიანი ქოთეხი ან 5-6 კილოიანი ლობანი მაშინ მიხვდები რა ტყუილად გიხარჯია ჭია. ასეთი ლაფსუსისგან თავის დაცვა მხოლოდ ერთია - ითევზავე მაში როცა პატარა თევზები არა არის. ანუ ან სეზონი შეურჩიე ან ღამით ითევზავე. მართალია მთლიანად თავს ვერ დააღწევ პატარებს მაგრამ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქთება ტყუილი ჯაფა. ეხლა აგიხსნით ჩემს მშობლიურ პრიჩალზე როდის რა თევზი და როგორ იჭირება ზღვის ჭიით. მივყვები სეზონის თანმიმდევრობით
-იწყება ყველაფერი ივნისში ლობანით (კეფალი). აკეთებ კლასიკურ ზღვის პავადოკს ნაჟივკისთვის. ანუ ქვემოთ ტყვია, ძუა 0.25მმ. ან 0.30მმ., კავი შავი თხელი (ჭია ნაკლებად ზიანდება) 3- 4 ცალი დაწყებული ტყვიასთან ახლოდან და ერთმანეთისგან დაშორებული მტკაველნახევრით ზემოთ მოყოლებული. კავს ყუნწი გაუკეთეთ დაახლოებით გრძელი თითის სიგრძე. სპინინგი ჯობია ნელი იყოს ანუ ძლიერ დრეკადი და დიდი წონის გამძლე. კოჭა დიდი მნიშვნელობა არ აქვს მთავიარია ძუა ამოგიხვის ნორმალურად, გაქნევა არაა საჭირო იქვე უშვებ 3-5 მეტრის მოშორებით. ასეთნაირად მოდის ხოლმე ლობანები 4-5 კილოგრამიანი, რომლის 8-9 მტრი სიღრმიდან ამოყვანა სახუმარო საქმე არ გეგონოთ. ისე კარგი იქნება თუ კოჭაზე ფრიქციონი მუშაობს კარგად (რომელიც ძუას ავტომატურად მიუშვებს ზედმეტი დატვირთვის შემთხვევაში).
- შემდეგ მთელი ზაფხულის განმავლობაში მასზე მოდის ყველა წვრილი სახის თევზი და ასევე ქოთეხი და კეფალი (შავთვალა). პავადოკი აბსოლიტურად იგივეა რაც ლობანის შემთხვევაში. სირთულე იმაში მდგომარეობს (გარდა პატარა თევზების თავშეწყენისა) რომ ზაფხულში დიდი რაოდენობით ორფეხა 50-150 კილოგრამიანი თევზები გიშლის ხელს ძალიან newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif . ამიტომ ასეთ დროს ვთევზაობთ ან დილით ძალიან ადრე, ან სულ ღამით.
- შემოდგომის მეორე ნახევარში პატარა თევზები კლებულობს რომლებიც ზღვის ჭიას გიჭამს და ორ ფეხა თევზებიც რომელიც თვალის ჭიას გიხარებს :small3d012: და ყურადღებას გიფანტავს. ამიტომ ამ დროს ძალიან კარგია ზღვის ჭიით პრიჩალიდან ქოთეხსა და კეფალზე (შავთვალა) თევზაობა
მსურველებს გაფრთხილებთ 100% გარანტირებული ჭერა მხოლოდ აკვარიუმში საჩოკით ან ბაზარში საფულით. ჩემს მშობლიურ ხიდზე კი მოულოდნელობისთვის ყოველთვის იყავით მზად.
ისე მე პირადა ზღვის ჭიას პალიასტომის ტბაში ვიღებ მშრალ ხიდთან. შევდივარ წელამდე წყალში ლაფათქით და ხის სილის საცერით ორი ან მეტი კაცი. ვიღებ ლაფათქით წყლის ფსკერიდან სავსე ლაფათქა სილას და საცერში ვუშვებთ. საჩერი ნახევრად ჩაყოფილი უნდა იყოს წყალში და ისე გამორეცხო უნდა სილა შიგნიდან. თუ გაგიმართლა თიტო ლაფათქის პირზე 2-3 მოზრდილი ზღვის ჭია მოგყვება. მაგარი ძნელი სამუშაოა. ამიტომაც ფასობს ჩვეში ძალიან მაგაზე თევზაობა.
ეხლა ზღვის ჭიით პრიჩალზე გარდა ბარაბულკის სტავრიდის, ოკუნის, ღორჟოს გარდა ქვიშის ქოთეხი და შავთვალა კეფალის ჭერა შეიძლება.
თუ გინდა რო არ შეგაწუხოს პატარებმა ხიდის უფრო შუა წელთან ახლოს უნდა გაიქნიო ნაპირის გასწვრივ. პავადოკი ჟობია მაღალი არ იყოს. ამ დროს მიწასთან ძან ახლოს დადის კეფალიც და ქოთეხიც.
გისურვებ ბევრ ნადავლს და იმედი მაქვს მალე მოხვალ სათევზაოთ. იმედია მეც იქ ვიქნები იმ დროს newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Nov 18 2009, 10:33
პოსტი #2


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



=====================================================================
ლიფიორას შესახებ

http://i027.radikal.ru/0909/0a/65795a0f3fce.jpg
ლიფიორას ყოველ წელიწადს ვიჭერ ქობულეთის პრიჩალიდან, აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ჩათვლით. ამისთანა აგრესიული თევზი შავ ზღვაში მეორე არ მეგულება. ნამდვილი სეკატორია. ერთხელ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ ეცა წყლის ზედაპირზე მცურავ საშუალო ზომის (მტკაველი სიგრძის) სტავრიდას ქვემოდან ამოვარდნით ლუფა და მხოლოდ თავი დატოვა სტავრიდის. წამის შემდეგ მეორე ამოვარდა და ის თავიც გაქრა ზედაპირიდან. ამსთან მე ვიცოდი რო ეს ლოფა იქნებოდა თორე ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რო მხოლოდ ლანდის მოკვრას მოვასწარი თვალი და არა თვითონ ლუფასი. არა მცოდნე რო შესწრებოდა ამ სცენას გაიფიქრებდა რო სტავრიდას თავიდან ქვემოთ გაუქრა ტანი, რაღას ჰოლივუდური სპეცეფექტებით და შემდეგ თვითონ თავიც აორთქლდა.
ეხლა რაც შეეხება მასზე თევზაობას, ანუ თუ როგორ ვთევზაობთ ლუფაზე ქობულეთის პრიჩალზე:
პირველ რიგში გეტყვით, რომ დიდ ლუფების ჭერა ჩვენთან შიძლება, მაგრამ მე პირადად ჯერ კიდე ვერ ამომიხსნია ამოცანა როგორ მივაღწიო ამას. დიდ ლუფას კბილები აქვს თეთრი ემალისფერი როგორ კაცს. იგი სულ რამოდენიმეჯერ მყავს დაჭერილი შემთხვევითობის წყალობით (როგორიც მაგალითად შემთხვეით გვერში გამოდება არის).
ჩვენ მას ვიჭერთ ისევ და ისევ სტავრიდაზე სათევზაო პავადოკის მსგავსით. მხოლოდ ერთი განსხვავებით, კერძოდ კავები უნდა შევურჩიოთ ძალიან გრძელი ყუნწებით. ეხლა ძალიან ჭირს ეგეთი კავების პოვნა. ჩემს ბავშვობაში მახს იყიდებოდა მგრვალ ნაცრისფელ პლასმასის კოლოფში ნიკელის ფერი ძალიან გრძელღეძა უყუნწო კავები, რომელიც ზღვაში 2 საათის (!) შემდეგ იმდენად იჟანგებოდა რომ მის ნიკელის ფერისგან აღარაფერი რჩებოდა. და არც იყო საჭირო მეტხან გაძლება, რადგან პავადოკი მაინც ვერ ძლებდა. მახსოვს თითო თევზაობაზე, რომელიც გამთენიიდან 2-3 საათი გრძელდებოდა 5 პავადოკი დამიხარჯია და ეს ჩვეულებრივი ამბავიი იყო.
დამიხარჯია მეთქი ტყვილა არ ვახსენე. საქე იმაშია რომ, როცა ლიფიორი მოდის პრიჩალზე, ყველამ იცის ნებისმიერ პავადოკს სახლში დაბრუნება აღარ უწერია. თევზაობის დროს, როცა ლუფა ბრჭყვიალა კავს დაედევნება, ის კავის გადაყლაპვას კი არ ცდილობს, როგორც მტაცებელთა უმეტესობა არამედ კბილებით გადაჭრას ლამობს პირველი ჩავლებით. ამ დროს თუ შენი კავი თუ გადავიდა მთლიანად ლუფას პირჩი,ძუას გადაჭრის პირწმინდად. ამიტომ არის კარგი ძალიან გრძელი კავები, რადგან მთლიანად ვერ გადავიდეს ლუფას პირში და მხოლოდ კავის ღერძი მოყვეს კბილებში.
ერთი შეხედვით პრობლემა მოგვარებულია მაგრამ საქმე არც მთლად მასე იოლადაა და აი რატომ: პავადოკს დადევნებული ლუფას ქარავანი ხშირად ურთიერთ დასწრების მცდელობისას აცილებენ პირს კავს და კბილები არა კავს არამედ ძუაზე, პავადოკის ძირითად ღეძზე მოდის, რაც გამოგასალმებს ჩვენს ქებულ პავადოკს სამუდამოდ. ჩვენ კი ის დაგვრჩენია მომდევნო პავადოკი ამოვიღოთ, დაუგოთ და ცოტახანს კიდე განვაგრძოთ თევზაობა.
თქვენ იტყვით: რატო ყანყალათი ან სილიკონით არ შიძლება ითევზაოო? შეიძლება, როგორ არ შეიძლება ყანყალათიც და სილიკონითაც თევზაობა, მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები: სიჩქარე, სიღრმე და სიშორე.
როგორც ერთხელ უკვა სადღაც დავწერე - სულ სხვა მაშტაბებია ზღვაში.
პირველ რიგში სიჩქარე: ლუფა არავითარ შემთხვევაში არ არის ლეშის მჭამელი. ლუფა რომ რაიმეთი დაინტერესდეს, ის უნდა იყოს სხარტად მოცურავე და მასზე პატარა თუ არა მისი ტოლაზე მეტი არ უნდა იყოს. ე.ი. მისდევს ჩქარა მოცურავე, ვერცხლისფერად მბზინავ და არა მასზე დიდ ობიექტს.
მერო სიღრმე: ლუფას პრიჩალზე ვიჭერთ 6-დან 10-14 მ. სიღრმეზე. იმხელაზე რა ყანყალა და სილიკონი უნდა ატარო, ან რო გადააგდებ რამდენი უნდა უცადო როდის ჩავა იმ სიღრმეზე
და სიშორე - რამხელაზე შეიძლება გადააგდო სატყუარა, რომ მაღალ სიჩქარით წამოღებისას საკმარისი დროის განმავლობაში იყოს იგი მუშა ტერიტორიაზე ლუფასთან.
მივიღეთ შემდეგი: სპინინგის სატყუარის გამოტარების ტრაექტორიიდან გაომდინარე ვერ ვღებულობთ საკმარის ეფიქტიანობას საიმისოდ, რომ რაღაც თითო მტკაველიანი ლუფები ვიჭიროთ სკაკმარისი რაოდენობით იმისათვის, რომ გაეჯიბროს ადგილობრივი მეთოდით თევზაობას. რომლის სახელი მე ნამდვილად არ ვიცი რა უნდა იყოს სათევზაო ტერმინებში.
ადგილობრი მეთოდით თევზაობის ეფექტიანობა შემდეგშია:
1. მთავარი, შესაძლებლობა ერთ ამოყვანით ამოიყვანო რამოდენიმე ლუფა ერთდროულად, რასაც ვერაფრით ვიტყვით სასპინიგე სატყუარაზე.
2. პავადოკის გადაგდება ხდება საკმაოდ შორს და გამოტარებას აქვს ვერტიკალურად ზიგზაგისებრი ტრაექტორია მაღალი სინუსოიდით, რაც სპინიგთან შედარებით სატყუარას გავლილ მანძილს და შესაბამისად დროს, ლუფასგან მუშა ტერიტორიაზე ზრდის რამოდენიმეჯერ.
რა თქმა უნდა მინუსიც შესამჩნევია - დაკარგული ბევრი კავები და პავადოკები.
--------
მართალია ლუფას სეზონი ახლახან გავიდა, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ მომავალ სეზონამდე ინტერესი არ გაქრება და ეწვევით ჩემს მშობლიურ პრიჩალს. განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი კომპეტენტური ექსპერიმენტები რა შედეგებით გამოიჩენს თავს. რაც მთავარია ლუფა არის და თანაც ბლომად.
გელოდებით აგვისტოს მეორე ნახევრიდან პრიჩალზე, ერთად ამოვხსანთ ამოცანა.
---------

როცა ლიფიორა მოდიოდა და კილონახევრამდე დავიჭირდი, მერე გადავედი რამოდენიმეჯერ ექსპერიმენტებზე. სატყუარები მაინდამაინც ბევრი ნაირნაირები არ მქონია. მქონდა რა: სასუალო ზომის ყანყალა და ტრიალა, პატარა ზომის ყანყალა ტრიალა, სილიკონი და ვობლერი.
ეხლავე აგირხსნით როგორ აიღო:
აიღო მხოლოდ მაშინ როცა მძლავრი დინება იყო, ძალიან პატარა (მგონი საკალმახე იყო) ტრიალაზე. ტრიალა მიბნეული იყო დაახლოებით 30 სმ. სიგრძის 0.16მმ. დიამეტრის წმინდა მონოლითზე. ძირითადი ძუა კი იყო 0.3 მონოლითი.
ვიდექი პრიჩალის დაბლა იარუსზე და გადავაგდე ტრიალა დინების მიმართულებით, რამხელაზეც შემეძლო. დაველოდე (კარგახანი დამჭირდა) სანამ ტრიალა ფსკერამდე (ზღვაში არაფერს მოედება) არ დავიდა და დავიწყე გამოტარება შედარებით დაბალი სიჩქარით. უკვე ზემოთ რო გამოჩნდა დავინახე როგორ რამოდენიმე ლიფიორა მივარდებოდა მიიტანდა ცხვირს და უკან გავარდებოდა მორიგეობით. ამიტომ ავდექოდა მეორე ჩაგდებაზე უფრო დიდი დრო ვაცალე, დინებას რო შორს წაეღო ტრიალა და ამასთან 10გრ.-ანი ტყვია დავაბნიე ძირითადი ძუაისა და წმინდა ძუის გადაკოჭვის ადგილზე. წამოვიღე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარით და სადღაც ორი მესამედი უკვე გამოტანილი მქონდა რო მტკაველზე ოდნავ დიდი ლიფიორა ამოვიყვანე. იმ დღეს ასეთი თევზაობით 4 ცალი 1 საათის განმავლობაში დავიჭირე. სუ ტყუფის ცალივით ერთნაირები. მერე ისიც გადამიჭრეს მაგ საცელავებმა newsmile089.gif .
ეხლა სხვებმა რა ქნეს:
ვობლერი კარგად თამაშობს და ამსთან გრძელი ენის წყალობით სიღრმე იდეალურათ უჭირავს, მაგრამ ჩქარა როგორც კი წამოიყვან თამაში ირღვევა და ეფექტი ნულზე დადის. სანამ თამაშობს მივა ლიფიორა (ეს სულ ერთხელ შევამჩნიე) მიიტან ცხვირს ახლოს ვობლერთან და გაბრუნდება უკან.
ქაქნქარა სამწუხაროდ არ მქონდა საკმარისად პატარა სამკვავათი. ლიფიორას კი არ აქვს ქარიყლაპიასნაირი ნიანგის ზომა პირი. მეც მაგას დავაბრალე უშედეგობა და თანაც ბევრჯერ არც მისინჯია. რო გავჯიუტებოდი იქნებ რაიმე შედეგი გამომეღო.
სილიკონი მე მომიტანა ჩემმა თბილისელმა ამხანაგმა, თან მასწავლა მისი კავზე დაბნევა, მაგრამ მაგას მემგონი ჟიგი ქვია, როგორც ამ ფორუმზე წავიკითხე. სილიკონი წითელი ფერის იყო და იგი მე პავადოკის სახით ავაცვი 5 ცალი. ვთევზაობდი როგორც ადგილობრივი ტრადიციით თევზაობით. ყველა მეორე ამოქაჩვა გაშვებაზე (პატსეჩკაზე) უძაძგურებდა. მეთქვი ახლა დაებება ახლა დაებება მეთქი, მაგრამ ბოლოს მომწყინდა და ამოვიღე. ამოვიღე და ჰოი საოცრებავ. ყველა ჟიგი იყო ისეთნაირად დაკბილული, დასაცერებული გეგონებოდა. newsmile071.gif სამწუხაროდ კავს არცერთმა არ გამოსდო (გვერდში მაინც გომსდებოდა ოხერს newsmile089.gif ). ამის მერე დავვეჭვდი ვერცხლის ფერებზე ჩემი მკაცრი ერთგულება რამდენად მართებულია ლიფიორასთან მიმართებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Nov 19 2009, 10:08
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



==================================
2009 წელი, 5 ნოემბერი, პარასკევი, ქობულეთი, პრიჩალი.

ამინდის პროგნოზში ვნახე - შაბათიდან ერთი კვირა ავდარი იქნებაო. ვერ მოვითმინე და პარასკევს სამსახურის მაგიერ დილით სათევზაოდ წასვლა გადავწყვიტე.

მშვენიერი ამინდი იყო ამ დღეს. დილით მე და ჩემი ამხანაგი გათენებამდე გავედით პრიჩალზე . იქ უკვე გველოდებოდა კიდე ორი მეთევზე. ყველა ერთად ველოდებოდით ზღვაში ნავით მიმავალ მეთევზეებს. რომლებიც უკვე იქ იყვნენ, უბრალოდ ერთერთი ნიჩბებისთვის იყო გაგზავნი მოსატანად. როგორც კი ინათა ჩვენ უკვე პრიჩალზე ვიყავით და ანკესებს ვშლიდით.
პირველი რასაც დავაკვირდით, არის თუ არა დინება და როგორია.

დინება საერთოდ არ იყო, რაც ცუდად მაქვს დაცდილი. სუყველამ გახსნეს სტავრიდის პავადოკები რათა დაგვეჭირა სატყურად დასაჭრელი მთელი დღის საყოფი სტავრიდა. მაგრამ მე პირადად განსვავებულად მოვიქეცი. გავხსენი სკუმბრიის პავადოკი და პირდაპირ შეუდექი მუშაობას. ხანდახან ვჩერდებოდი ხოლმე რო გამეხსნა კამბულის და ღორჯოს ანკესები.

სკუმბრიას 9 საათამდე არ მოვშორებივარ. მაგრამ ერთიც არ გამომკიდებია. არც გამკვირვებია, რადგან არ იყო სკუმბრიის არც ამინდი არც წყალი. ზღვა სტეკლოსავით სუფთა კი იყო, მაგრამ სტეკლოსავითვე უძრავი. მხოლოდ რამოდენიმე სარღანა მოვატყუე და სულ ეს იყო. ერთიც შემთხვევით მოხეტიალე კეფალს გამოედო გვერდში.
არც სხვებს უმართლებდა. სტავრიდა ძალიან ცოტა მოვიდა, მიუხედავად იმისა რო საკუთარი თვალით ვხედავდით როგორ იყო გაბნელებული წყალი სტავრიდკით. არ ღებულობდა რა!! სამაგიეროდ ვინც სარღანაზე გადავიდა იმათმა დაიჭირეს რამოდენიმე კარგი ზომის სარღანა. ერთი მეთევზე თავიდანვე ქორჭილაზე თევზაობდა და დაიჭირა კიდეც საშუალო ზომის ქორჭილები.

მეც გადავედი სკუმბრიიდან სტავრიდის პავადოკზე; დავიჭირე რამოდენიმე (ერთი ცალი პატარა ლიფიორაც კი მომყვა); დავჭერი; დავაგე ანკესებზე და მოვისროლე. ასე დავიჭირე რამოდენიმე ზღვის ქორჭილა და ორი დრაკონი. ხოლო ღორჯოს ანკესმა ერთი არაუშავს ზომის ღორჯო დაიჭირა და ერთიც ზღარბი.


კამბულას ანკესი სულ უშედეგო გამოდგა. ვერც სკატი დაიჭირა, ვერც კატრანი. კამბულას რო თავი დავანებოთ.
აი მთელი ნადავლი დღის 12 საათამდე

ნავში მოთევზავემ, რომელმაც ჩვენ პრიჩალიდან გამოგვიყვანა, დაიჭირა აი ეს.

პატივცემულო მეთევზეებო, ეს თევზი თუ დაიჭირეთ, აუცილებლად გაუშვით უკან ზღვაში. ძალიან გთხოვთ. ზღვის მამალი გადაშენების პირასაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Nov 25 2009, 16:14
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ზოგადად შავ ზღვაზე თევზოაბის შესახებ

ზღვაზე თევზაობა მკვთრად განსხვავდება სეზონების მიხედვით. თუმცა ართი შეხედვით ერთნაირი აღჭურვილობით ვართ ყოველთვის. სამწუხაროდ მსოფლიო სათევზაო ტერმინოლოგიებს და კლასიფიკაციებს ახლა ვეუფლები (მანამ ინტერნეტი არ მქონდა), ამიტომ აღწერის დროს შემოვიფარგლები უშუალობით და ბუკვალობით.
ჯოხი და კოჭა - რაც შეეხება ჯოხსა და კოჭას - მე ბევრი სახის ჯოხი მინახია ამ ბოლო წლებში ზღვაზე მოთევზავეების ხელში, მაგრამ თითქმის ყველას ან მარილი აფუჭებს ან მზე. და თუ ვინმეს რაიმე განსაკუთრებული ჯოხი აქვს (ძვირად ღირებული), რომელიც არ ფუჭდება ზღვაზე მე ესეთებს არ ვიცნობ, ამიტომ გეტყვით იმას რაც მე მაქვს უკვე 15 წელია და ჯერჯერობით მედგრად არის. ეს არის საბჭოთა წარმოების თეთრი ტელესკოპური ჯოხი. ძალიან მძიმე და დრეკატი. 4 მ. სიგრძის. 5მ.-ანი იყო, უბრალოდ მე ერთი მუხლი მოვაკელი.
კოჭებს ყოველთვის ვყიდულობ უინერციოს, 15-20 ლარის ღირებულების და აუცილებლდ ერთი მოდელისას. რადგან როცა ერთი გაფუჭდება, მისი ნაწილები სათადარიგოდ გამოვიყენო მომდევნოზე. არ დავდებ თავს იმაზე, თითქოს ზღვაზე არცერთი ჯოხი და კოჭა არ არის გამძლეო, მაგრამ სანამ პირადად არ ვნახავ მანამ არ ვიცი რომელი ძლებს. კოჭას ჯობია ქონდეს ბევრი ადგილი ძუისათვის და კარგი შორსქნევის მახასიათებელი. რაც შეეხება მის ტვირთამწეობას, პრიჩალზე ამას დიდი მაჩვენებელი არ სჭირდება, ხოლო ნავიდან თევზაობისას ჯობია ინერციული გამოიყენოთ.
კავები და სიმძიმე კი ნამდვილად განსხვავებულია საჭირო. ზღვაზე ყოველთვის ვიყენებთ ეროზიისგიან კარგად დაცულ კავებს. ასორტიმენტი ძალზე დიდია. მე პირადად ამ წუთას თითებზე ჩამოვთვალე და 8 ერთეულზე ავედი. სიმძიმე მარტო ტყვიისაგან გვაქვს. ზოგიერთს თავისებურებები ახასიათებს (როგორც სკუმბრიის შემთხვავაში მოგახესენეთ). რაც შეხება მათ აცმულობის არქიტექტურას, ეს ცალკე თემაა.
აცმულობა (იგივე პავადოკი) - აქაური პავადოკები რომც საკუთარი თვალით ნახო ეს ბევრ შეღავათს არ მოგცემს მისი საკუთარი ხელით გაკეთებისას. ბევრი გამზადებულს ყიდულობს, მაგრამ თუ მოყვარულობის კატეგორიიდან გამოსვლას აპირებ პავადოკს აუცილებლად საკუთარი ხელით უნდა აკეთებდე (თან ეს გაცილებით იაფი გამოდის). აქ პრიჩალზე პავადოკს ვეძახით ნებისმიერ აცმულობას , რომელიც ძირითად ღერძზეა მიბმული. თუმცა სხვაგან პავადოკს ეძახიან მარტო სტავრიდაზე სათევზაო აცმულობას. ეხლა ჩამოგითვლით აცმულობის სახეობებს.
ღორჯოს - ყველაზე უბრალოა. ერთი მცოცავი ტყვია (მთელ სიგრძეზე წვრილი ნახვრეტით) და ერთი კავი (ჯობია შავი) 15მმ. სიგრძის და 6-8მმ. სიგანის. თუმცა ხშირად რამოდენიმე კავსაც უკეთებენ. შესაბამისად წყობა იცვლება. ტყვიის შემდგომ ორი თანაბარი სიგძის ყუნწით და ერთიც ზემოთ, ყველა 5-6სმ. სიგრძის ყუნწით. ზედა კავი ფსკერს (ტყვიას) არ უნდა შორდებოდეს 10 სმ.-ზე მეტს. ძუა 0.2მმ.-დან 0.3მმ.-მდე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტყვია 15გრ.-დან 40გრ.-მდე იმისდა მიხედვით დინება რამდენად ძლიერი იქნება.
ასეთ კავზე მარტო ღორჯო კი არ იჭირება. თუ თევზის ფილეს დააგებ, ღორჯოსთან ერთად ზღარბი ან დრაკონიც შეიძლება მოყვეს. თუ გარჩეულ მიდიებს ან ჭიებს, ბარაბულკებზეც გამოდგება. თუ ზღვაზე ორი ან მეტი ჯოხით მოდიხარ ესეთი აცმულობა ყოველთვის უნდა იქონიო. თან ჯობია ორი-სამი ცალი, რადგან ღორჯოს ამბავი ყველამ იცით. თუ დროზე ვერ შეამჩნიე აუცილებლად სადღაც შეათრევს და ჩაგიბავს.
კამბულის - ძალიან გავს ღორჯოსას თავისი არქიტექტურით, ორი განსხვავებით: კავები, ძუა და სიმძიმე გაცილებით დიდი ზომის არის საჭირო და ყუნწები კავებზე 12-16სმ სიგრძის უნდა იყოს. სიმძიე დაახლოებით 40-60გრ. ამ აცმულობით გარდა კამბულისა იჭირება ასევე სკატი, კატრანი და ერთი ამ ბოლოს ძალიან დაკარგული თევზი, სახელად "ლოსიკს" უწოდებთ ჩვენ. თუმცა თუ ბევრი კატრანი წამოვიდა აჯობებს კავების ყუნწები მეტალის სპეციალური სათევზაო ტროსებისგან იყოს.
ცომისათვის - ვიყენებთ ეგრედ წოდებულ "ჩაშკებს" და "ჩაკიდულს". ესენი მხოლოდ შავთვალა კეფალზე გამოდგება და ისიც აგვისტო-სექტემბერში. დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამას სიტყვიერად ვერ აგიხსნით. ამის მარტო ჩვენებას აქვს აზრი. თუ ჩამივარდა ფოტოაპარატი ხელში შეიძლება კიდეც გაჩვენოთ. თვითონ ცომის შეზავებასა და დაგებას მინიმუმ ვიდეო ჭირდება.
სტავრიდის - პავადოკი ყველაზე ხშირად გამოყენებადია და მისი წყობა გამოყენებულია ასევე სარღანის, სკუმბრიის, სელდის, ლუფას, ხამსას, მერლანკის და ქორჭილას საჭერად.
მე როგორც წესი ორი ან სამი სხვადასხვა სტავრიდის პავადოკი მაქვს ხოლმე მზად. განსხვავება მათ შორის საკმაოდ დიდია და შეიძლება ვარიაცებით ათეულზე ავიდეს. განსვავება შემდეგში მდგომარეობს: 1. კავების ზომა; 2. ძუის სიწმინდე (სიმსხვილე); 3. კავებზე სატყუარის სახეობები; 4. დაშორება კავებს შორის (შესაბამისად მათი რაოდენობა).
კავები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს გრძელ ღერძიანი, უყუნწო, ბრჭყვიალა და უჟანგავი ლითონისგან. აი ზომები კი გააჩნია რა ზომის სტავრიდაზე გაქვს გათვლილი (რომელი წამოვა თევზაობის დროს). შესაბამისად ზომა მერყეობს 0.5სმ სიგანიდან 1სმ. სიგანემდე.
ძუა რა თქმა უნდა მონოლითი და თანაც რაც შეიძლება წმინდა (გამჭვირვალე). არცერთი ფერი არ იპატიება. მხოლოდ უფერო. სისქე მერყეობს 0.12მმ.-დან 0.2მმ.-მდე. რა თქმა უნდა როცა წვრილი კავები გიყენია ძუაც წვრილი უნდა იყოს. მაგრამ ეს არ ნისნავს რომ, მსხვილ კავებზე აუცილებლად მსხვლი ძუა უნდა იყოს. უნდა გქონდეს: მსხვილ კავიანი და მსხვილ ძუით, ასევე მსხვილ კავიანი და წვრილი ძულით და წვრილ კავიანი და წვრილი ძულით. და აი რატომ: როცა სტავრიდა იჭირება მოზრდილი და კაპრიზობს, დავაგებთ მსხვილ კავიან და წვრილ ძუიანს. მაგრამ თუ უეცრად მოვარდა ძალიან ბევრი და არცერთ კავს უკვე ცარიელს არ გიტოვებს (ასეთი ხშირად ხდება) ჯობია სასწრაფოთ შეცვალო მსხვილი ძუიანზე, რომ პავადოკმა გაუძლოს. ხშირად მოდის წვრილი სტავრიდები და თუ დააგებ წვრილ კავიან და წვრილ ძუაიან პავადოკს, ერთი ორის ნაცვლად სუ ბრინჯივით ამოყრი წვრილ სტავრიდებს.
რაც შეეხება სატყუარებს კავზე. მე პირადად დიდი ხნის განმავლობაში ვცდიდი ნაირნაირი ფერის ბუმბულსა და კაკილაკებს (მძივის ბურთულები). თანაც ექსპერიმნტს სელექციური წესებით ვატარებდი იმისათვის, რომ გამომერჩია კაკილაკების ფერი და ზომა (დავითხარე თვალები მაგ კაკილაკების კეთებაში). შედეგი ჯერჯერობით ასეთია: განსხვავება კაკილაკებიანი და უკაკილაკებო პავადოკში შეუმჩნეველა, ხოლო ბუმბულიან და უბუმბულო პავადოკში კარდინალური. აქაც ერთი ნიუანსია. ზოგჯერ ბუბმულიან პავადოკზე კატეგორიულად წინააღმდეგია სტავრიდა, ხოლო უბუმბულო პავადოკზე ყოველთვის მოდის. უბრალოდ, ხშირად გაცილებით ნაკლები ვინემ ბუმბულიანზე. ბუმბულს ვიყენებთ ბატის ან თოლიის. გამოდგება ასევე ნებისმიერი წყლის ფრინველის (ლასტისფეხიანის) ბუმბული. როგორც წესი თეთრი ფერის. არის ასევე ზოგიერთი მტკიცებულება, რომ ხანდახან შავი ფერის ბუბულზე გაცილებით უკეთესად მოდის, თუმცა მე ვერ დავადგინე ზუსტად როდის და რა შემთხვევაში. თუ როგორ კეთდება ბუმბული კავზე ამას მარტო სურათი ან ვიდეო უნდა მინიმუმ.
სიმძიმე 20გრ.-დან 30 გრ.-მდე გააჩნია დინებას.
ასეთ კონკრეტულად სტავრიდის პავადოკზე, ყოველგვარი გადაკეთებების გარეშე მოდის ასევე სელდი, ხამსა, მერლანკა, ლიფიორი (მალევე გაგიფუჭებს პავადოკს) და უბუმბულოზე თუ დაჭრილ თევზის ხორცს დააგებ და ფსკერზე გააჩერებ მოვა ასევე ქორჭილა და დრაკონი.
სარღანას - პავადოკი ზუსტად ისე გამოიყურება როგორც სტავრიდის, ოღონდ ბუმბულებისა და კაკილაკების გარეშე. ასევე ძუა უნდა იყოს 0.25მმ. კავები 2-2.5სმ.სიგრძის და 1სმ. სიგანის. ტყვია უნდა იყოს ჩამოსხმული მონიკელებული რადიოანტენის ან ქოლგის ტარის მილის ნაჭერში ჩასხმული. დაახლოებით 30 გრ.
ხშირად სარღანის პავადოკს კავებზე უგებენ ნაძვის ხის წვიმებს. ეს მართლა ეფექტიანია მაგრმა დროებითი. ერთ თევზაობის შემდეგ წვიმები უფერულდება და რჩება მარტო ცელოფნები.
სკუმბრია - ამის პავადოკის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ აქ ნახოთ: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=844 ან კიდე აქ: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1226
ზღვის ჭიის - პავადოკიც ცოტათი გავს სტავრიდის პავადოკს. მასზე არის 3 ან ოთხი კავი. ოღონდ ყუნწები უნდა ონდეს 4-5 სმ. სიგრძის. კავი უნდა იყოს შავი. თხელი მავთულისგან, რადგან ზღვის ჭია ძალიან ფაქიზია და ნაკლებად რომ დაზიანდეს. ძუა 0.25მმ.+-0.5მმ..
ამ პოსტში სხვა უფრო ეგზოტიკურ პავადოკებს არღარ ჩამოვთვლი, რადგან ისინი დიდი იშვიათობობით გამოიყენება და განსაკუთრებული მოწყენილობის დროს თუ მიმართავს ვინ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Apr 30 2010, 22:37
პოსტი #5


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



2010 წელი 25 აპრილი

ერთი კვირა დილის გამოტაცვა მოვახერხე სათევზაოდ
სამწუხაროდ ზღვაში ჯერ-ჯერობით არაფერი მოდის.
ამ თვის პირველი ორი კვირის განმავლობაში ჩემს მშობლიურ პრიჩალზე დიდრონი ღორჯოები იჭირებოდა.
მაგრამ ძალიან ცოტა. თანაც იშვიათია ის მეთევზეები ვინც იცის ეს სეზონი და დადის სპეცალურად ღორჯოზე.
ეტყობა იმათაც ნაკლებად ეცალათ. შედეგად სულ რამოდენიმე შედეგიანი ღორჯოს ჭერა შესრულდა პრიჩალზე რაშიც მე მონაწილება არ მიმიღია.
დღეს დილით 6:30 ჩავალაგეთ ანკესები და ათასი ჯურის სატყუარები ჭაობსა და მდორე მდინარეზე სათევზაოდ.
გავედით მდინარე ჩოლოქის იმ მონაკვეთზე სადაც დინება ძალიან მდორეა და შესაბამისად წყალი და ტორფი თბილია. რაც თავის მხრივ თევზის გაღვიძებას უწყობს ხელს.
სატყუარად წავიღეთ ჩვეულებრივი ჭია და ხორცის მატლი. რომელიც მე და ჩემმა ამხანაგმა პირველად გამოვიყვანეთ და სიხარულით არ ვიყავით.
მე ასევე წავიღე ყანქარა და ვობლერი.
სამწუხაროდ ფოტოაპარატი არ გვქონდა რომ სურათები დამედო.
თუმცა იქ ერთი მეთევზე იყო რომლემაც სახლში მიტანილ თევზებს გადაუღო სურათები და მეც გამომიგზავნა
აი ისინიც:


სამწუხაროდ მე ვერ ვიყავი ეგეთი შედეგიანი.
დავიჭირე ორად-ორი ქარიყლაპია ზუსტად ეგეთიბი როგორც სურათზეა და ძალიან პატარა კარასები, ჩოჩიები და ქაშაპები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 14 2010, 13:24
პოსტი #6


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



7 მაისი 2010 წელი


მოკლედ და კონკრეტულად გადაწყდა 7 მაისს გაგვეხსნა საზღვაო თევზაობის სეზონი.
ჩემი ძმა - მეგობრები და ჭეშმარიტი მეთევზეები (მათშორის ჩვენი ფორუმელი Lava ) დაიძრა დედაქალაქიდან შავი ზღვის ასაღებად.
ჰოდა მეც დავხვდი რაც შემეძლო ვაჟკაცურად.
თავიდან ქარიყლაპიის იმედით მივაშურეთ მდინარე ჩოლოქს. თევზი იყო მაგრამ ჩვენ არ გვიკადრისა :( თვალით დაინახავდი ქარყლაპიებსა და დიდრონ ქაშაპებს.
სულ რამოდენიმე გამოსვლა გააკეთეს. ისიც ვეჭვობ, რომ ჩემი სტუმრების მოტანილი სუპერ პროფესიონალური სატყუარების ხათრით თორე იმასაც არ გვაკადრებდნენ ალბათ.
მოკლედ აქ რო ოფი არ გამოვიდეს გადავიდეთ შავ ზღვაზე.

პრიჩალზე გასვლისათვის ნავის პრობლემა რო მოვაგვარეთ უკვე 10 საათი იქნებოდა დაწყებული.

ზღვა წყნარი და შუშასავით სუფთა იყო. თუმცა საშუადღო სამხრეთული ნიავი უკვე წამოწყებული ქონდა.

რათქმაუნდა პირველი და მთავარი იმედი სტავრიდაზე იყო. მაგრამ რადგან საკმირისი რაოდენობის სტავრიდის პავადოკი (მონტაჟი როგორც პატივცემულმა Lava-მ ახსენა) არ გამაჩნდა, ნაწილი მეთევზეებისა გადავიდა სატყუარიან თევზაობაზე. გამოყენებულ აცმულობებსა (მონტაჟებს) და სატყუარების შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.

თევზაობა ლატარიას გავს მოგებას ელი მაგრამ მაინც მოულოდნელობაა!

სტავრიდა საერთოდ არ მოვიდა არცერთი ცალი. მიუხედავად იმისა რომ მისი ნიშანი, წვრილ თევზიანი ქარავნები დავინახეთ. სამაგიეროდ სატყუარებიანმა ანკესებმა გვახარა გვარიანად.

თავდაპირველად განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რომ ყველაზე მეტად გამაოცა Lava-ს შთამბეჭდავი ზომის ნადავლმა "ნალიმ"-მა. ერთობ იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელი ტროფეია ნალიმი. იგი მხოლოდ ღამით იჭირება ხოლმე ზაფხულობით. თუმცა ეხლა მას ქვირითობა აქვს და შანსები ოდნავ მეტია.
ნალიმი როგორც წესი თევზის ფილეებზე მოდის ჩვეულებრივ ფსკერული თევზაობისათვის აგებულ ენკესზე. ისევე როგორც ღორჯო და ბარაბული იჭირება. ფილეს ზაფხულობით ვამზადებდით იქვე დაჭერილი სტავრიდისაგან. თუმცა შავ ზღვაზე სატყუარას სახით ფილეებს შორის საუკეთესოდ მაინც ხამსა არის და ამას წყალი არ გაუვა.


დაუბრუნდეთ თემას. ხამსა ავართვთი ნაცნობ მებადურებს პრიჩალზე გამოსვლის დროს და ამან ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია შემდგომში. თუმცა ღორჯო და ზღარბი ისე კარგად მოდიოდა, რომ ხამსა არ გვეყო და წინდახედულად ჩოლოქიდან წამოღებული პაწია კარასები და ტობები წავიდა ხარჯში.
ეს ყველაფერი (ნალიმი, ღორჯო და ზღარბი) იჭირებოდა ხიდის ნაპირისკენა მხარეს ანუ ბოლოში. ვიჭერდით ამისათვის ბოძებს შორის განსაკუთრებით შერჩეულ საიდუმლო ადგილებში newsmile05.gif. 10 სანტიმეტრი იქეთ ან აქეთ და დრო ფუჭად ჩაივლიდა.

გამოვტყდები რომ იმდენად აცანცარებული ვიყავი ამდენი ხნის მანძილზე პირველად ჩემს საყვარელ პრიჩალზე გამოსვლის გამო, რომ ერთი სულმოკლეობა გამოვიჩინეთ. კერძოდ: გამოვეკიდეთ პირველივე დაჭერილ თევზსს. ანუ როგორც კი Lava-მ დაიჭირა ნალიმი, სუყველამ გადავედით ხიდის იმ კუთხეში რითაც უყურადღებოდ დავტროვეთ ხიდის თავი. რათქმაუნდა რამოდენიმე ანკესი იქაც გვქონდა ჩაგდებული მაგრამ ძირითადად უყურადღებოთ იყო მიტოვებული.
უკვე შუადღე იქნებოდა როცა მე ავიღე ჩემი იღბლიანი ჭაღარა ვეტერანი სასტავრიდე ანკესი და შემოწმების მიზნით გადავედი ხიდის თავში. რამოდენიმეჯერ მოვიქნიე ისევ და ისევ სტავრიდის იმედით, მაგრამ არაფერი.
შემდეგ გავარჩიე მიდიები, დაუგე ორად ორი ცალი და ჩაუშვი იქვე. ის იყო მის დატოვებას ვაპირებდი, რომ ჩემმა ვეტერანმა პირუეტების შესრულბა დაიწყო. ამოვიღე და რას ვხედავ, ზედ სასიძოდ გამოწყობილი (ასე ვეძახითხოლმე ზღვის ქორჭილას შეწყვილების პერიოდში შეფერილობის გამო) სმარიდი უბერავს ლამბადას.

თან გამიხარდა და თან სინანულმაც შემიბყრო. ვინ იცის როდის შემოვიდა და რამდენი დრო ვხარჯეთ ღორჯოსა და ზღარბზე, როცა ქორჭილის ჭერაც შეიძლებოდა ამავდროულად.

ერთი საბრძოლო ყიჟინა ვტყორცნე ხიდის ბოლოს მდგომემბთ და შეუდექი მიდიების დარჩევა-აგებას რეპეტეს იმედით.
მეგობრებმაც დაიწყეს ნელა-ნელა გადმობარგება ხიდის თავში. მიუხედავად იმისა რომ იქაც კარგად იჭერდნენ თევზს, განსხვავებულის დაჭერის სურვილმა მაინც დასძლია.

მეორე ჩაგდება უშედეგო გამოდგა, მიუხედავად იმისა რომ მიდიები დამიჭამა, გამოჭერა მაინც ვერ მოვახერხე.
დავაგე სამი მიდია, გადავედი ხიდის მარჯვენა კუთხეში და იქ ჩაუშვი. თავად შეუდექი მეგობრების დახმარებას რათა ისინიც გადმოსულიყვნენ მიდიებზე.
გადის დრო.

თევზი ან საერთოდ არ ეკარება ანკეს ან თუ ეკარება, გვიჭამს მხოლოდ სატყუარებს. მეგობრებმაც იმედგაცრუებით დაუბრუნდნენ ხიდის ბოლოს.
მე კი იქვე ხიდის თავში, მარჯვენა კუთხეში წამოვწექი ჩემი ჭაღარა ვეტერანის ფერხთით. ის იყო წათვლემას ვაპირებდი, რომ ვიგრძენი ანკესის კოჭა როგორ დამეცა მუხლზე. გავახილე თვალები და დავიწყე წამოწოლილმა მაღლა ცქერა, თუ ვინ მომეპარა და მაღვიძებს. მაგრამ ჰოი საოცრებავ! თურმეც ანკესი თავისთავად აკეთებს ბუქნებს. ჩავავლე ხელი და ამოვიღე ერთდროულად 4 ზღვის ქორჭილა სუ ცისარტყელას ფერებში. ნამდვილად ამაღელვებელი სანახავი იყო. ჩემმა "ვეტერანმა" ისევ მასახელა!
საოცრება ის არის რომ სატყუარა (მიდია) მხოლოდ სამი ცალი მებნია. გამოდის, რომ ერთმა ქორჭილამ მეგობრების მხარდასაჭერად ცარიელი კავი გადასანსლა newsmile035.gif
Lava-მ ვიდეოთიც აღბეჭდა ეს ეიფორია

ძმა ხარ Lava გაიხარე!!

ამის შემდეგ დაიწყო მართლა აქტიური თევზაობა. წამოვიდა ქორჭილაც და ბარაბულიც. თანაც ბარაბულები მართლა სოლიდური ზომების.

მიდიების დარჩევას ვერ აუდიოდით. მართალია უმეტესობას გვიჭამდა მაგრამ ჭერითაც ვიჭერდით. ეს კი თევზაობას გაცილებით მეტ ინტერესს სძენდა.
ვისაც სტავრიდის ანკესები გვქონდა უფრო მეტ ქორჭილებს ვიჭერდით ვიდრე ბარაბულებს, ხოლო ვისაც ფსკერისათვის განკუთვნილი ანკესები ქონდათ მათ უფრო ბარაბულები იჭირეს ვინემ ქორჭილები.

საერთო ჯამში თევზაობა შედეგიანი გამოდგა და თანაც მოულოდნელობაც ახლდა. კერძოდ იმას ვგულისხმობ, რომ როგორც წესი ქობულეთში საზღვა თევზაობისსეზონი აპრილის ბოლო რიცხვებში სტავრიდის (მარტის 2 კვირიან ღორჯოს ჭერას თუ არ ჩავთვლით) უხვი შემოსვლით იწყება და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი თევზი. წელს კი პირიქით მოხდა. რათქმაუნდა წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით სტავრიდამ კი დაასწრო მაგრამ იმდენად უმნიშვნელო რაოდენობით იყორომ მას სეზონის გახსნა ვერცერთმა მეთევზემ ვერ დააბრალა.
ამაწლის ასეთი მოვლენა ჩემს მეხსიერებაში პრეცენდედნტის სტატუს იძენს.


გამოყენებული აცმულობები და სატყუარები


როგორც ზემოთა პოსტში სახელად "ზოგადად შავ ზღვაზე თევზაობის შესახებ"-ში არის აღწერილი აცმულობები, მათგან დღეს გამოყენებული იქნა ორი სახის მონტაჟი. კერძოდ: ღორჯოსა და სტავრიდის.

ღორჯოსათვის განკუთვნილი აცმულობა ამ შემთხვევაში შევასრულე შედარებით წვრილი ძუით (0.16 მმ. დიამეტრის მონოლითი), რადგან გარდა ღორჯოსა და ზღარბისა იყო შანსი დაგვეჭირა ქორჭილა და ბარაბული. ეს უკანასკნელნი კი ძალიან მომთხოვნი არიან ძუის სიწმინდის მიმართ. შედეგმაც არ დააყოვნა.

ღორჯოდან გადმოსულმა მეთევზეებმა აცმულობის შეუცვლელად გააგრძელეს თევზაობა და იჭირეს როგორც ქორჭილა ასევე ბარაბულიც. საჭირო იყო მხოლოდ სატყუარად თეზის ფილეების ნაცვლად გარჩეული მიდიების დაგება.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთმა აცმულობამ უფრო ბარაბულისთვის გაამართლა ვინემ ქორჭილაზე. რადგან ბარაბული წმინდა ფსეკის ბინადარია, ქორჭილა კი ყველაგან დახეტიალებს.


სტავრიდისათვის განკუთვნილი აცმულობა შევასრული 014 მმ. დიამეტრის მონოლითისაგან. აქაც გათვლა იყო იმაზე რომ სტავრიდის შეჩერების ან/და სულ არ მოსვლის შემთხვევაში გომოსადეგი ყოფილიყო ქორჭილისა და ბარაბულის საჭერად. საჭირო იყომხოლოდ სასტავრიდე ცარიელ კავებზე დამეგო გარჩეული მიდიები. ბარაბულისათვის სულ ქვედა კავზე, ხოლო ქორჭილასათვის რომელიმე ზედა კავებზე. აქაც ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სტავრიდის აცმულობაზე ტყვიის ქვემოდან კავი არ არის. ამიტომ ბარაბულს უჭირდა პირის მოკიდება. ხოლო ქორჭილას პირიქით, რადგან სტავრიდის აცმულობით სატყუარას ყველა სიმაღლეზე ვაღვედრებდი ქორჭილას.
სამწუხაროდ სტავრიდის აცმულობის სურათი არ აღმომაჩნდა. შემდეგში აუცილებლად იმასაც მოგაწვდით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 29 2010, 09:10
პოსტი #7


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



23 მაისი 2010 წ.

დღეს პრიჩალზე გვესტუმრა ფორუმელი ბიჭები.
მე მოვახერხე ნავის თხოვება და გადასვლაზე პრობლემა არ გვქონია.
პრიჩალზე მისულთ ადგილზე ღამენათევი რამოდენიმე მეთევზე დაგვხვდა, რომელთაც სოლიდური ნადავლი ქონდათ. ძირითადად სტავრიდა და კეფალი.
სტავრიდა რეზინის სამადურით იჭირეს ხოლო კეფალს ზღვის ჭიით იჭერდნენ.
ზღვის ჭიის მოტანა მეც ვთხოვე ჩვენს ფორუმელ ბიჭებს უბრალოდ სასინჯათ. დამხდურებს დაუსწრია ჩემთვის და არც წაუგიათ. კარგა 8 კილოგრამამდე შავთვალა კეფალი დაიჭირეს.
სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ცოტა ჭია გვქონდა და შესაბამისად სულ რამოდენიმე თავი დავიჭირეთ. მაგრამ !
მაგრამ ჩემი მშობლიური პრიჩალი რა პრიჩალია რომ ერთიორი დიდი სურპრიზი არ მომიმზადოს ყოველ თევზაობაზე. არც ეს დღე იყო გამონაკლისი.
როცა ჭიები დაგველია (10 წუთში) ამოვიღე სტავრიდის სამადური და შევეცადე სტავრიდის დაჭერა. პირველათ გავატარე ფსკერთან ახლოს. როცა არაფერი მოედო გადავწყვიტე მეთოდურად მომექექა მთელი სათევზაო არეალი, ყველა სიღრმეზე. ამიტომ მეორე გადოსროლით ფსკერიდან ამოვწიე ანკესი დაახლოებით შუა სიღრმეში. (ასე 3-4 მ ზედაპირიდან) მესამე გამოკვრაზე გამოდო მაგრამ რა გამოედო. სანამ დავინახავდე რა იყო სუ "ვაი დედიკო" გვაძახებია მე და ჩემს ანკესს. სული მძვრებოდა ისე მინდოდა გამეგო რა მოედო და მერე თუგინდ გაქცეულიყო.
საქმე იმაშია, რომ სტავრიდის სამადური აწყობილი მქონდა 0.14მმ. ძუაზე რომლის მაქსიმალური ტვირთამწეობა ვერაფრით აცდება 2 კლ.
ამ გარემოებამ უიმედო განწყობაზე დამაყენა. მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო. დიდის სიფაქიზითა და მთელი ჩემი ოსტატობის დახარჯვის შემდეგ როგორც იქნა გამოვაჩინე ის ბრონტოზაური რაც ამ ბეწვის სამადურზე მოეგო და რას ფიქრობთ რა იქნებოდა?! ეს იყო დაახლოებით ნახევარკილოიანი შავთვალა კეფალი. უბრალოდ სამადურზე გამოკიდებული იყო რაღაც უკუღმართად და თანა ცძლიერად ჩახვეული. რაც ქმნიდა მცდარ შთაბეჭდილებას თითქოს რახაც უზარმაზარი აბიაო ანკესზე. ეს მართლაც, რომ განუმეორებელ ინტერეს სძენდა თევზს ამოყვანის პროცესს. ასეთი პირობები გაძლევს საშუალებას კარგ მეთევზეს რეალიზება გაუკეთოს მთელ ოსტატობას.
მეორე და მესამე დაჭერისას დავაკვირდი და აღმოვაჩინე რომ კეფლები შემთხვევით კი არ იყვნენ გამოდებული კავებზე, არამედ თითო კავი მაინც ქონდა გადაყლაპური. უბრალოდ მას შემდეგ რაც კავს გადაყლაპავდა და გამოედებოდა, იწყებდა მძლავრი პირუეტების კეთებას რის გამოც მთელი სამადურს იხვევდა ტანზე და ამოყვანისას რჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს გვერდში გამოკვრით დაჭერილები ყოფილიყოს.
მთლიანობაში დაახლოებით 8 ცალი კეფალი დავიჭირე. მათ შორის ორი თუ სამი ცალი 300-დან 500 გრამამდე. დანარჩენები 100-200 გრამიანები.
ასეთმა კეფალის ჭერამ შეიწირა ორი სამადური და ოთხი ტყვია (სიმძიმე). სამაგიეროდ შემძინა იმისთანა ენდორფინის დოზა, რომ კიდე კარგა ხანს მეყოფა.
დღემ უკეფალოდაც საკმაოდ შედეგიანად ჩაიარა. ძირითადად მიდებზე ვიჭერდით რაზეც ბარაბულებმა ისახელა თავი და აქაიქ რათქმაუნდა ზღვის ქორჭილებიც ერეოდნენ.
შუადღე ახალ გადასული იყო რომ თურქეთიდან შტორმის ნიშნები გამოჩნდა. ბიჭებს ვანიშნე რომ სასწრაფოთ რეტირება იყო აუცილებელი და შეუდექით ლარების ახვევას.
ძლივს გავასწარით ნაპირში. სამწუხაროთ ნავი პატრონს ვერ დაუბრუნე მის ადგილზე. სადაც ქარმა მომისწრო იქვე ავიყვანეთ ნაპირში და მივაბით ჯებირს.
ჩვენმა ფორუმელმა კარგი სურათებიც გადაიღეს. აი ისინიც.




გაიხარეთ ბიჭებო! მადლობთ ამისთანა მასალისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 29 2010, 10:49
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



26 მაისი 2010 წ.

გუშინ შევიკრიბეთ სამი მეთევზე და გადავწყვიტეთ ზღვის ჭიის მოპოვება ფოთში მალთაყვას ხიდთან. კარგად მოვაგროვეთ.
პირველივე ანკესის ჩაშვებამ გვანიშნა რომ დღეს შედეგიანი კეფლის ჭერა იქნებოდა.
ისე კარგად მოდიოდა მომცრო კეფლები, რომ მხოლოდ თითო ანკესის გახსნა მოვახერხეთ. დანარჩენს უბრალოდ ვერ აუდიოდით.
დაახლოებით სამ-სამი კილო ჩილარები ავაგროვეთ.
მთელი თევზაობის მანძილზე ვწადილობდი როგორმე მესინჯა სამადურით ჭერა უფრო მოზდილი კეფლების. მაგრამ ჭიით თევზაობა ნამეტარი აზარტული და ჩამთრევი აღმოჩნდა.
ასე 8 საათისთვის, როცა უკვე სამსახურში წასვლას ვაპირებდი მაინც ვსინჯე სამადურით კეფალის ჭერა ისე როგორც ეს წინა თევზაობაზე იყო, მაგრამ არაფერი.
ან უკვე გვიანი იყო ან ის გუშინწინდელი შემთხვევა უნიკალური. სულ მცირე ძალიან იშვიათი გამონაკლისი.

პ.ს. გადავწყვიტე ყოველდილით გამოვიდე სათევზაოდ 5 საათიდან 8 საათამდე. ადრე თენდება, სამსახურში მისვლამდე კი დრო საკმაო მრჩება. მთელი 3 საათი თევზაობა დილით არ იქნება ურიგო. ფიზიკური ჯამრთელობისთვის კარგი იქნება და სულირისთვისაც. მაგრამ ამდენი თევზი სად წავიღო ჰა ?

გილოცავთ საქართველოს დმოუკიდებლობის დღეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 30 2010, 13:14
პოსტი #9


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



29 მაისი 2010 წ.

დღესაც ზღვის ჭიით გავედი პრიჩალზე. ფორუმელმა ბიჭებმაც შემპირდენ შემოერთება მაგრამ ეტყობა ვეღარ მოახერხეს.
მოკლეთ კეფალი იყო ისევე როგორც ოთხშაბათს ოღონდ გაცილებით მოზრდილები.
სულ დავიჭირე 14 ცალი. აქედან 6 დაახლოებით 700-800 გრამი იქნებოდა დანარჩენები ნახევარ კილომდეც ვერ ადიოდნენ.
სახლში მოსულმა ვებკამერით გადაუღე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Jun 14 2010, 10:33
პოსტი #10


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



14 ივნისი 2010 წ.

ძალიან ცუდად მიდის საქმე.
რისი გეგმაც მქონდა თითქმის ვერცერთი შევასრულე.
ყველა უქმე დღეებზე ამხანაგებმა საზანზე ამიყოლიეს.

საზანზე თევზაობა კარგია მაგრამ მე ის ძალიან უნიათო გამომივიდა.
ოთხი დღე ვიარე საერთო ჯამში და ამ ხნის განმავლობაში საზანი მხოლოდ ერთი ცალი დავიჭირე და ისიც ნახევარკილოიანი. ეხლაც სინდისი მქენჯნის, რომ არ გაუშვი ის დაბნეული ობოლი თევზი.
სამაგაიეროდ აურაცხელი კარჩხანები ვყარე პანტი-პუნტად. თანაც სუ ხელისგულისხელეები. კიდევ კარგი რომ ამ თევზის განადგურება პირიქით უხდება ნებისმიერ იქტიოფაუნას.
სამწუხაროდ არცერთი სპინინგისტი არ გვეხლა თან ვინც შეიძლება ამყოლოდა ქარიყლაპიაზე სათევზაოდ. მარტომ კიდე არ დავიწყე "წითელკვერცხობა". შემდეგში ამის გამო ძალიან მწარედ ვინანე, რადგან გუშინ ჩემ თვალწინ მინიმუმ 4 კილოგრამიანმა ქარიყლაპიამ მოინადირა რომელიღაცა წვრილი თევზი. ისეთი შდაბეჭდილება დატოვა თითქოს დედა შეეგინებინოს ჩემთვის. შურისძიების სურვილი იმხელა მქონდა, რომ მთელი დღის განმავლობაში მკლავი არ გამიჩერებია ვობლერის ქნევაში. მიუხედავად იმისა რომ პაპანაქება სიცხე იდგა უკვე და ქარიყლაპიის აღების შანსი ასეთ ამინდში ნულს უდრიდა. იმდენად გამომიყვანა მწყობრიდან, რომ ორი ვობლერი ჩავწყვიტე და სამი ქანქარა.

ვაპირებდი ყოველ დილით პრიჩალზე თევზაობას სამსახურში წასვლამდე მაგრამ ერთხელაც არ გავსულვარ. ამან კიდე უფრო მომიმატა სინდისის ქენჯნა.
როცა საღამოს მოვემზადებოდი ხუთიანზე, რათა დილით 5 საათზე პრიჩალზე გადამეცურა. ან ღამით ქარიშხალი იჭრებოდა ან დილით თითოსაათიან წვიმას უშვებდა. მაგრამ მთელი დღე მაინც პაპანაქება სიცხეს იჭირდა.
ალბათ იმიტომ რომ გამოტოვებული თევზაობისა და ბანაობის სიამოვნების გამო, გულგატეხილობის გრძნობა ხარისხში აეტანა engruss.gif

ხვალისთვის მოვემზადე განსაკუთრებულად.
საქმე იმაშია რომ ქოთეხი გამოჩნდა და ახალ ექსპერიმენტებს მინდა მივმართო.
ექსპერიმენტის სისრულის უზრუნველსაყოფად კიდე ბერვრი წვრილმანი მოწყობილობები მაკლია, მაგრამ იხტიბალს მაინც არ ვიტეხ და იღბალის იმედზე ვარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Jun 15 2010, 10:23
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



15 ივნისი 2010 წ.

დილის 5 საათზე საზიზღარი ამინდი იყო.
ქარი, სიცივე და მოღუშული ცა.
მაგრამ იმხელა მუხტით და ჟინით ვიყავი რომ მინც ჯიუტად გადავცურე პრიჩალზე.
იქ ღამენათევი და გატრეტილი მთვრალი ვითომ მეთევზები დამხვდნენ. უთევზოდ და გაბოროტებულ პახმელიაზე.
კომპანიამ ამინდს დავი უთხრა.

შედეგი მოსალოდნელი იყო: ერთი შუაგზიდან მოწყვეტილი კეფალი და ერთი სტავრიდი.

ერთი კი მივხვდი. ექსპერიმენტები და იღბალი სხვადასხვა პლანეტის მაცხოვრებელებია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Jun 21 2010, 09:15
პოსტი #12


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



20 ივნისი 2010 წ.

მშვენიერი ამინდია.
იდელურად სუფთა და წყნარი წყალი.
დღეს მეორე დილაა ვცდილობ კუზანა დავიჭირო სამადურითა და ცოცხალი ლიფსიტათი.
ვთევზაობ სტანდარტულად ორი ანკესით. ერთი პასიურ რეჟიმშია სატყუარათი და მეორეთი აქტიურად ვეწევი სამადურით თევზაობას.
თავდაპირველად სანამ ლიფსიტას შევამჩნევდი ვეცადე სამადურით მომეხიბლა კუზანა ან სტავრიდა.
რამოდენიმეჯერ შორსაც გავისროლე სხვა და სხვა მიმართულებით. ამით მოვსინჯე ერთდროულად სამი რამ:
1. კეფალი ისევე როგორც ეს 23 მაისს იყო.
2. სარღანა.
3. მოზრდილი სტავრიდა.
მცდელობამ ორი საშუალო ზომის სტავრიდი და ერთიც პატარა სარღანა მოინადირა.

როგორც კი ლიფსიტების ქარავანს მოვკარი თვალი არ დავაყოვნე და სამადურით რამოდენიმეს გამოვკარი. აქედან ზოგი მეორე ანკესს გადაუნაწილე და ორივე ჩაუშვი ხიდის დამბებთან ახლოს კუზანას იმედით.
მცდელობამ ერთი მოზრდილი სტავრიდი მოინადირა.

ამ დროს წყლის ზედაპირზე ვაკვირდებოდი თუ როგორ ნადირობდნენ მტაცებელი თევზები იმ ლიფსიტების ქარავნებზე რომლისგან ცოტახნის წინ მეც რამოდენიმე ლიფსიტა დავიჭირე. ამან ერთი იდეა მომაწოდა.
კერძოდ ვივარაუდე რომ მტეცებლების უმეტესობა დღეს უფრო წყლის ზედაპირთანაა ახლოს. ამასთან შორს გადაგდებულმა სამადურმაც შედარებით მაღალზე დაიჭირა სტავრიდები. ეს წინ დღითაც შევამჩნიე და ამიტომ დღეს ერთი უზარმაზარი ტივტივა წამოვიღე. თითქმის იდაყვის სიგრძე

ჯერ ავაწყვე კლასიკური ტივტივის არქიტექტურით. ერთი კავით. ზედ კი რათქმაუნდა ცოცხალი ლიფსიტა.
ტივტივა გადავაგდე რაც შეიძლებოდა შორს, რადგან ტივტივასა და მისი ტყვიის დიდი წონა ამის საშუალებას იძლეოდა.
თანაც დილა იყო, არც ქარი მაწუხებდა არც დინება.
მზე ხმელეთის მხრიდან ანათებდა და ჩემი ტივტივა ისე ლამაზად გამოიყურებოდა შორს ჰორიზონტის ფონზე, რომ გულწფერად ვინანე ფოტოაპარატის უქონლობა.
10 წუთში ჩემმა ტივტივამ ლამაზი საბალეტო ილეთების შესრულება დაიწყო. შედეგად დაახლოებით 150-200 გრამიანი სტავრიდა.
როცა მეორე სტვრიდი და ერთი სოლიდური ზომის დრაკონიც, დავიჭირე მივხვდი რომ ამ ტივტივას მეტი პოტენციალი ქონდა. საქმე იმაშია რომ ლიფსიტის ქარავნებზე მონადირე სტავრიდი არასდროს ნადირობს მარტო. შესაბამისად ჩემმა ტივტივამ თითო დაჭერაზე არაერთი სტავრიდა გაუშვა ფუჭად მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი სატყუარა ჰქონდა დაგებული.
შეუდექი ტივტივის ახალი ექსპერიმენტალური არქიტექტურით აწყობას. შედეგად გამომივიდა 4 კავიანი სატივტივე მონტაჟი. აქედან ერთი ტყვიის ქვემოთ იყო, ხოლო დანარჩენი სამი ტყვიის ზემოთ, საჩვენებელი თითის სიგრძე ყუნწებით.
პრაქტიკამ მაჩვენა რომ ექსპერიმენტის ერთადერთი შეცდომა ძუის გამძლეობა გამოდგა. რადგან 15 წუთში ჩემს ტივტივას მხოლოდ ერთი სტავრიდიანი კავი შერჩა. დანარჩენი სამი კავი და ტყვია კი სუ ნაკუწებად მიქციეს 150-200 გრამიანმა სტავრიდებმა. შეიძლება სხვა რამეც ყოფილიყო.

კუზანამ მხოლოდ ერთხელ მოედო ცოცხალ ლიფსიტაზე და თანაც ვერ ამოვიყვანე. მომიგო ბრძოლა რა. კერძოდ გამასწრო პრიჩალის დამბებისკენ მანამ სანამ ანკესს მიუსწრებდე და ხეირიანად ამოვქაჩავდე.
ამის შემდეგ სამადური გამოვცვალე უფრო წმინდა ძუის სამადურით და მიდიებით ვიჭირე ბარაბულკები, შპარიცები და ერთი ზღვის კარჩხანაც მოედო.
გასაკვირალია მაგრამ არცერთი ქორჭილა არ მოედო არავის.

12 საათიდან სამხრეთულმა ქარმა იმძლავრა, რამაც დაასრულა ტივტივათი თევზაობა. ხოლო 13 საათისთვის იმდენად დავიწვი მზეზე, რომ უკვე შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. ამიტომ გადავხტი ზღვაში, ცოტა გავცურ-გამოვცურე და წავედი სახლში.

P.S. ტივტივათი თევზაობა მართლა მაგარი გამოდგა. მომავალში უფრო მსხვილ ძუას გაუკეთებ და ვნახავ რა გამოვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Jul 22 2010, 12:42
პოსტი #13


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



17 ივლისი 2010 წ.


ამ კვირაში სამჯერ ვითევზავე პრიჩალზე.
მოზრდილი სტავრიდები სტაბილურად მოდიოდა და ქოთეხიც ერეოდა რეგულიარულად.
ცოცხალი ლიფსიტით ვიჭერ ორივეს კონკრეტულად "ატერინაზე" http://forum.ochopintre.ge/index.php?s=&am...ost&p=29473
თავიდან სამადური მქონდა აწყობილი 0.14 მმ წმინდა ძუით. შესაბამისად დიდი ქოთეხები მებლატავებოდენ დაუსჯელად.
მეც მივყევი და მეთოდურათ ვამატე სამადურის ძუის დიამეტრი, რათა გამომევლინა ისეთი სიწვრილის ძუა რომლითაც ლიფსიტა არ დაფრთხებოდა და სტავრიდაც არ იტყოდა უარს. მაგრამ იმდენად მსხვილი, რომ ცოტა სოლიდური ზომის ქოთეხს გაუძლებდეს.
ერთდროულად რამოდენიმე სიმსხო სამადურის თან წაღებას აზრი არ ქონდა, რადგან დილის 5-დან 8 საათამდე არასკმარისი დროა იმისათვის რომ ერთზე მეტი ტიპის სამადური გამოსცადო სრულყოფილად. არც რამოდენიმე ანკესით ცდას აქვს აზრი, რადგან არჩევანს ორანკესს შორის მაინც წვრილზე გააკეთებს სტავრიდაც და ქოთეხიც.
მოკლეთ მეორე დღეს ვსინჯე 0.16მმ. შედეგი: ლიფსიტაც იჭირება და სტავრიდაც ღებულობს ამ ლიფსიტაზე, მაგრამ ქოთეხმა მაინც გამიწყვიტა.
მესამე დღეს 0.18 მმ. შედეგი: ლიფსიტა იჭირებოდა ცუდად. (საქმე იმაშია, რომ იმ ლიფსიტებს შორისაც საჭიროა გამორჩეული იქნეს უფრო პატარები, თუმცა ეს ცალკე თემაა, რომელსაც მოგვიანებით დაუბრუნდები) სტავრიდა კი თითქოს ისევ კარგად ღებულობს. მაგრამ იმ დღეს ქოთეხმა სხვას გაუმართლა.

დღეს წამოღებული მაქვს 0.25მმ. ჩემთვისაც და ჩემი ამხანაგისთვისაც.
მეც და ჩემს ამხანაგსაც ძალიან გვიჭირდა პატარა ლიფსიტების ჭერა. იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა როცა კავი ლიფსიტას შემთხვევით გვერდში გამოედებოდა ხოლმე.
დიდი სტავრიდებიც სულ 5 თუ 6 ცალი დავიჭირეთ ორივემ. გასაკვირალია მაგრამ წვრილი სტავრიდები დღეს ამ მსხვილი ძუით უფრო მეტი დავიჭირეთ ვინემ წინ დღეებში წვრილი ძუით. ალბათ მსხვილ ძუიან სამადურზე ნაკლები კონკურენცია იყო , რამაც წვრილ სტავრიდებს მეტი საშუალება მისცა.

რაც შეეხება ქოთეხს. პირველად იღბალმა ჩვენი ფორუმის სტუმარ nikakuxo-ს გაუღიმა. მაგრამ მისთვის ეს საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა. ალბათ იმიტომ რომ წინა კვირის თევზობასთან შედარებით დღეს გაცილებით ნაკლებათ ვიჭერდით დიდ სტავრიდებს და ყურადღებაც მოდუნებული ქონდა.
შედეგად ქოთეხმა შეასწრო ბოძებში. გასაკვირალია მაგრამ არცერთი კავი არ იყო არც დაზიანებული და არც მოწყვეტილი. ის უბრალოდ ამოძვრა ან უფრო სავარაუდოა ამოეგლიჯა თევზს, რადგან ძალდატანება არ მიუკლია ნამდვილად.
რამოდენიმე საშუალო ზომის სტავრიდის დაჭერის შემდეგ მე გამიმართლა ცოტათი. ქოთეხი ძალიან პატარა გამოდგა. სულ რაღაც 200 გრამი თუ იქნებოდა დაახლოებით. მასეთს 0.14მმ.-თაც უპრობლემოდ ვიჭერ.
უკვე 11 საათი იწყებოდა და აღარ ველოდი მეტს არაფერს, რომ კიდევ ერთხელ მომიქაჩა ჯოხი ქოთეხმა. მეც არ მოვერიდე და რაც 0.25მმ. ძუას ტვირთამწეობა ქონდა იმ ძალით მოვქაჩე. გამიმართლა იმ თვალსაზრისითაც, რომ დარტყმა ზუსტად იმ დროს მოხდა როცა ანკესი ხელში ავიღე და რეაქცია მყისიერი იყო. იმდენად დიდი იყო თევზის ენერგია რომ აშკარა გახდა, თევზის ბედს წამები გადაწყვიტავდა. ამიტომ მაქსიმალურად ვამუშავე ჯოხი და კოჭა თითქმის არ დამიტრიალებია. ჯოხი ავწიე იმდენზე რამდენზეც მკლავი და ჯოხის სიგრძე ავიდა ჰაერში. შემდეგ ძუა ხელით მოვქაჩე პირველი მიმმართველი რგოლიდან და ისევ ავწიე ჯოხი მაღლა. მეორე ასეთ ამოქაჩვაზე უკვე თევზი თითქმის ზედაპირზე მაგრამ უკვე ბოძებისკენ ამოვიდა. მესამეთაც ხელით მოვჭიმე ძუა და ქოთეხიც გამოჩნდა პრიჩალის ქვემოდან.
მართალი გითხრა იმ ჭიდაობასთან შედარებით რაც მე მაგან მეჭიდავა დანახვისას თვალში მეპატარავა. თუმცა წინა დღეების მწარე გამოცდილებამ მაიძულა მეტი პატივი მეცა მისთვის. ამიტომ ანკესი გადავეცი მეგობარს, თავად კი გადავხტი წყალში და საკუთარი ხელით ამოვიყვანე.
აი მეგობარმაც გადაგვიღო მე, ჩემს ჭაღარა ვეტერანს უკანა ფონზე და პირდაღებულ მთავარ ტერორისტს.

ამის შემდეგ მეტი ქოთეხი არ გამოჩენილა. ჩვენ კიდე რამოდენიმე სტავრიდი დავიჭირეთ და დავასრულეთ ამით თევზაობა.
სახლში მისულმა ავწონე. ტროფეი გამოვიდა 1,2 კგ.

P.S. საუკეთესო ამბავი უნდა შეგატყობინოთ: პრიჩალზე გასასვლელი ბეწვის ხიდი გაკიდეს! სასეირნო გემების ბიზნესმა იზრუნა. მე ეს ამბავი დიდად არ გამიხარდებოდა რომ არა დანაპირები, რომ ხიდს არ აიღებენ სეზონის შემდეგ. მას მუდმივათ უპირებენ დატოვებას!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Jul 31 2010, 00:33
პოსტი #14


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



კეფალის საჭერი ცომის დამზადება და მისთვის განკუთვნილი მონტაჟი

ცომი
კეფალი ცომით იჭირება ზუსტად აგვისტოს თვეში და ხანდახან გრძელდება სექტემბრის შუა რიცხვამდე.
მოგეხსენებათ მეთევზეები შემოქმედი ხალხი ვართ და არ ვკმაყოფილდებით რაიმე სტანდარტებით.
კეფალის ცომის რეცეპტიც არა არის გამონაკლისი. ყველა თავისებურად უბერავს.
თუმცა განმაზოგადებელ პრინციპები მაინც ახასიათებს ისევე როგორც ყველაფერს.
არის ოთხი ძირითადი კონპონენტი: პურპროდუქტი, რძის ნაწარმი, ზეთი და არომატიზატორი
პურპროდუქტი
პურპროდუქტი შეიძლება იყოს პური ან ჩვეულებრივი 25 თეთრიანი ფუნთუშა. გინდ ორივე ერთად.
უბრალოდა არ შეიძლება ახალი პურისა და ფუნთუშის გამოყენება.
აუცილებელია, რომ იგი რამოდენიმე დღის მოძველებული იყოს.
პური უნდა იყოს ისეთნაირად მოძველებული რომ ხელში იოლად იფუნჩხებოდეს. ეს ხდება მაშინ როცა პური ნახევრად გამომშრალია, მაგრამ არა იმდენად რომ ხელით მისი დამტვრევა გაჭირდეს. იგივე ეხება ფუნთუშასაც.
რძის პროდუქტი
გამოდგება მაწონი, ხაჭო ან უარეს შემთხვევაში არაჟანი.
მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ მაწონს. ოღონდ მაწონი უნდა იყოს ცოტათი მოძველებული. აი ისეთი რომელსაც ნამცხვრებისთვის იყენებეს. რაც უფრო ცხიმიანია მით უკეთესი.
ზოგი ამტკიცებს რომ ხაჭო გაცილებით უკეთესიაო. არ ვიცი მე რამეის დამტკიცება გამიჭირდება. თუმცა ვიცი რომ არაჟანი უარესი ვარიანტია.
ზეთი
ზეთებში თამამად შეიძლება ითქვას რომ საუკეთესოდ ითვლება გაუფილტრავი (არარაფირინებული) მზესუმზირის ზეთი.თუმცა აქ სრული თავისუფლებაა იმპროვიზაციისთვის.
არომატიზატორი
დასაწყისისთვის ჯობია უბრალო ვანილი გამოიყენოთ. დამიჯერეთ თავიდან არომატიზატორებით ნუ ითამაშებთ.
მე პირადად გამომიყენებია გაფუჭებული თევზის ცხიმიდან დაწყებული საცივის წვენამდე დამთავრებული. ზოგმა უკეთესად იმუშავა ზოგმა უარესად. მაგრამ არცერთი არ ყოფილა სტაბილურად მომუშავე ან არმომუშავე. მოკლეთ ხან ეს ჯობს ხან ის. როდის რომელი მე არ ვიცი. თუმცა ვეჭვობ რომ ეს დამოკიდებულია იმაზე კერძოდ რით არის საეთევზაო ადგილზე წყალი იმ დროისთვის გაჟღენთილი/დანაგვიანებული. ანუ შექმნილი ფონიდან ზოგიერთი არომატიზატორი ქმნის მომგებიან კონტრასტს.
პროპორცოები
ერთ ჩვეულებრივ პურზე ვიყენებ ნახევარ ლიტრიანი ბანკით მაწონისგან ნახევარს (ანუ 250 გრ.), და ერთ 10 თეთრიან ვანილის დოზას. ზეთი დაახლოებით ერთი სუფრის კოვზსს.
დამზადება
ჯერ ვფშვნით ჯამში პურს ან/და ფუნთუშას რაც შეიძლება წვრილად (ხო გახსოვსთ პური იოლად უნდა იფუნცხებოდეს)
შემდეგ ვასხამთ დაახლოებით 200 გრამ მაწონს და კარგათ ვებოქსავებით ჯამის ფსკერზე. ვაყრით ერთიანად ვანილის მთლიან პაკეტს და ვისველებთ ხელს ზეთით.
ვაგრძელებთ ზილვას და თანდათანობით ვამატებთ ზეთსა და მაწონს მანამ სანამ არ გადაიქცევა მკვრივი ერთფეროვანი ცომის მასად. ამისათვის საჭიროა მჯიხით კარგად ვაზილოთ ცომი ჯამის ფსკერზე.
როცა ცომისაგან გააკეთებ ბურთულას იგი ხელზე არ უნდა გეწებებოდეს და არც უნდა იფუნჩხებოდეს. როცა ბურთულას გადაამტვრევ ორ ნაწილად იგი არ უნდა გადაიწელოს, არამედ ლამაზად გატყდეს შუაზე თუმცა წვრილი ფუნჩხების გარეშე. როგორც ეს ქვემოთ ვიდეოზეა ნაჩვენები.

მონტაჟი
ადრე მონტაჟს ვაკეთებდი ტყვიის ფირფიტისა და ძველებური ვანის საცობისაგან. ეხლა ვანის საცობების მაგიერ ვიყენებ იგივე ზომის ათასგვარი პლასტამსის ბოთლის ხრახნიან სახურავებს.
ამჯერად გამოყენებულია ძრავის ზეთის ბოთლის სახურავი. რომელზეც ქვემოდან სპილენძის მავთულით აკრული მაქვს ელექტრო კაბელის გარსიდან მოძრობილი ტყვიის ორმაგი ფენა.
სახურავს უკეთდება ერთი ნახვრეტი გვერდიდან, ხრახნების შუა ნაწილში სიმაღლის მიხედვით.
კავებს უკეთებთ 6 ცალს თანაბარი სიგრძეზე ერთ კონად შეკრული. ძუა გამოყენებულია 0.25მმ. კონას სიგრძე რამოდენიმე მილიმეტრით უნდა აღემატებოდეს სახურავის დიამეტრს.
ასეთი კავების კონას მივამაგრებთ 0.3მმ. დიამეტრის წმინდა მონოლითზე, რომელიც წინასწარ გამოტარებული იქნება სახურავის ჩვენს მიერ გაკეთებულ ნასვრეტში. ისე რომ კავები სახურავის შიგნითა მხრიდან მოექცეს ხოლო ძუას დაახლოებით ნახევარი მეტროდან ერთ მეტრომდე მიეცით სიგრძე და გაუკეთეთ გადაგრერხვის საწინააღმდეგო ყუნწი უჟანგავი ლითონისაგან.

ცომის დაგება მონტაჟზე
პირველად ამოვწევთ კავებს სახურავიდან და ამოვავსებთ სახურავს ცომით.
შემდეგ თითით გაუკეთებთ შუაგულში ნახვრეტს ფსკერამდე.
შემდეგ მოვწევთ უკან კავებს და ჩავაწყობთ ცომისგან წარმოქმნილ ბორტებში კავებს წრიულად და თანაბრად. აუცლებლად წვეტებით ცენტრისკენ.
შემდეგ დავმალოთ კავები ზემოდან ცომის დამატებით, მაგრამ ისე რომ ის შუაგული სადაც თითით ნასვრეტი გაუკეთეთ ფსკერამდე ისევე ისე დარჩეს. ეს მნიშვნელოვანია!
საერთო სახით მთელი სატყუარა ღებულობს დაბალი და სქელკედლა ჭიქის ფორმას.


რატომ ასე?
სატყუარის ეს ფორმა იძლევა ორმაგ ეფექტს.
1. ზღვაში ჩაგდებისას ,როცა იგი ფსკერისკენ მიემართება ღრმულში იქმნება უარყოფითი წნევა, მაშინ როცა ტყვია ექაჩება დაბლა . შესაბამისად სატყუარა იდალურად დადგება ფსკერზე ცომით მაღლა და ტყვიით დაბლა.
2. ჭიქის ფორმა მის ცარიელ ცენტრში ქმნის ცომიდან გამოჟონილი წვენების მაღალ კონცენტრაციას. ეს დინებაში განსაკუთრებით მომგებიანია. კეფალი ცდილობს ზუსტად მაგ ცარიელ ადგილზე ჩაყოს პირი და ამოწოვოს მაღალკონცენტრირებული ცომის წვენი. როგორც ღორი სალაფავს სალაფავიდან. ყოველივე ამ პროცესმა უნდა გამოაშიშვლოს კავების წვეტები ცომის დნობასთან ერთად. რომლებიც ირგვლივ შემოერჭობა კეფაფალს ტუჩებზე.

როცა ეს ყველაფერი მოხდება ფიდერის ტიპის ჯოხის წვერი იწყებს თამაშს. და ზუსტად აქ გჭირდებათ კარგი ნებისყოფა მეკარპეებსა და მესაზანეებს. ამ დროს არაფრით არ შეიძლება ჯოხზე ხელის მოკიდებაც კი. როცა ჯოხი კარგა გვარიანად დაიწყებს ქანჯალს მაშინაც არ შეიძლება მინიმალური გამოკვირის გაკეთებაც კი. კეფალს ძალიან სუსტი ტუჩები აქვს. იგი ძალიან იოლად იხევა. ამიტომ საზანზე მიჩვეულმა გავარიანი გამოკვრა რომ გაუკეთო კეფალი ტუჩებით კოცნას გამოგიგზავნის და თავად უტუჩებოდ გააგრძელებს გზას newsmile05.gif.
მოკლეთ რომ დარწმუნდებით რომ კეფალი უკვე გამოდებულია და იმ სტადიაშია რომ ანკესს ეჭიდავება გასაქცევად, უნდა მიხვიდე ჯოხთან და ყოველგვარი მკვეთრი მოძრაობების გარეშე ამოიყვანო კეფალი პრიჩალზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Sep 14 2010, 20:15
პოსტი #15


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



აგვისტო 2010 წ.


აგვისტო გამოდგა არანორმალურად ცხელი. რამაც უარყოფითად იმოქმედა თევზაობაზე.
პრიჩალზე დღისით პრაქტიკულად ვერ ვთევზაობდი.
ღამით თევზაობაც ნაკლებად შედეგიანი და კიდე უფრო ნაკლებად სასიამოვნო იყო. რადგან იმისთანა ხმაური და აურზაური იდგა რომ მეთEვზეები ერთმანეთს ყურში ჩავყვიროდით რამე რო გაგვეგონებინა ერთმანეთისთვის.
ყველაფერი იჭირებოდა ძალიან ცოტ-ცოტა, ისიც დიდის ხვერწნა-მუდარით.
იმდენად ცოტა რომ სახლში წაღება არც ღირდა ხოლმე. მაგალითად ამ კუზანას გაუმართლა. ის უკან გაუშვით უვნებელი.

აგვისტოს პრიჩალზე თევზობიდან რამოდენიმე აღსანიშნავი ფაქტი იყო:
1. წაყალი იმდენად გაცხელდა, რომ ბოძებზე მიდიები დაიხსნა და ჩაცვინდა.
2. აღმოვაჩინე კუზანასათვის ახალი სატყურა - პატარა კიბორჩხალა
3. ზოგიერთ გოგოსაც ყვარებია თევზაობა newsmile05.gif

მოკლეთ იძულებული გავხვდი თევზაობის წყურვილი ჭაობებსა და მდინარეებზე დამეოკებინა ცოტათი მაინც.
იქ კი არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა გარდა ნახევრად ამომშრარი წყლებისა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 10:24