ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ვალდშნეპის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ვალდშნეპის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
Mar 16 2013, 17:20
პოსტი
#31
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი |
ტყის ქათამი, ჩვენი ნადირობის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. ის ყოველმხრივ საინტერესოა მეძებრით მონადირისათვის. აქ, მინდვრისგან განსხვავებით, აშკარად სჩანს ძაღლისა და პატრონის ურთიერთგაგება, ურთიერთკავშირი, ძაღლის ჭკუა, მონადირის შესაძლებლობლები (სროლის სისწრაფე და სიზუსტე).
ჩვენ ვნადირობთ, როგორც გაზაფხულზე (გადაფრენისას), ასევე შემოდგომაზე. გაზაფხულზე, დაწყვილების პერიოდია და ამ დროს ტყის ქათამი ადვილი მოსანადირებელია. მონადირეს თითქმის არაფერი პრობლემა არა აქვს, შესაბამისი ადგილის მონახვის გარდა. ასეთ ადგილებს მიეკუთვნება ნებისმიერი ზომის მინდვრები შიგ ტყეში, ტყის პირი, ტყეში გზები, ახალგაზრდა, დაბალი სიმაღლის ხეები და ა.შ. პატარა მდინარეების და ღელეების სიახლოვეს. მზის ჩასვლიდან 15-25 წუთის შემდეგ დედალი ქათამები ასეთ ადგილებში ჯდებიან და ელოდებიან მამლის გამოფრენას. მამალი მოფრინავს ხეების სიმაღლეზე და ხშირად ეშვება უფრო დაბლა, როგორც კი ღია ადგილს ნახავს. ფრენის დროს გამოსცემს თავისებურ ხმას, რაც "ხორ-ხორს" და " წივ-წივს" მოგავს. დედალი ამ დროს (როცა მამალის ხმას გაიგებს) იწყებს ადგილიდან "წამოხტომას" (წამოფრენას). ტყის ქათამის საქორწილო ძახილი, შედარებით შორი მანძილიდან ისმის და ამიტომ მონადირეს აქვს გარკვეული დრო, რომ მოემზადოს გასროლისათვის. სროლა გაცილებით ადვილია, რადგანაც, პარტნიორის ძებნაში მამალი გაცილებით ნელა მოფრინავს. გასროლის ხმა ტყის ქათამს არ აფრთხობს. ის შეიძლება რამდენჯერმე დაბრუნდეს იმ ადგილას, საიდანაც ესროლეს. ინტენსიური გამოფრენა (ტიაგა) დაახლოებით 1 საათი გრძელდება. შემდეგ ნაკლები სიხშირით და დილით, მზის ამოსვლამდე ისევ ძლიერდება (ტიაგა გრძელდება მთელი ღამე), თუმცა, ღამისას სიხშირით ჩამოუვარდება. შემოდგომაზე/ მადირობა ისევე ტარდება, როგორც ჩვენთან - ძაღლებით ტყეში ან გადმოფრენის დროს. მერი ტიაგაზე კარმენი ტიაგაზე შემოდგომით |
|
|
Mar 16 2013, 19:36
პოსტი
#32
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Коба
მშვენიერი მთხრობელი ხართ და შესანიშნავი ფოტოებია Коба |
|
|
Mar 16 2013, 19:44
პოსტი
#33
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Mar 17 2013, 11:08
პოსტი
#34
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი |
|
|
|
Mar 17 2013, 19:59
პოსტი
#35
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Mar 18 2013, 02:39
პოსტი
#36
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი |
ბატონო კობა ძალიან სასიამოვნოა თქვენი გამოჩენა ამ ფორუმზე, ბევრი გვსმენია თქვენი ძაღლების შესახებ. ჩემთვისაც ტყის ქათამი არის №1 სანადირო ობიექტია. თქვენის ნებართვით დავდებ რამოდენიმე ფოტოს. მადლობა, გიორგი! მეც ძან მსიამოვნებს თქვენი წარმატებების ნახვა. ამიტომ, რაც უფრო მეტ სურათებს დადებთ, მით უფრო უკეთესი იქნება. კიდევ ერთი სათხოვარი მექნებოდა გიორგი თქვენთან. თუ შეიძლება დაწერეთ როგორ ადგილებში ნადირობთ, სად უყვარს ტყის ქათამს ჩვენთან დაჯდომა, როგორ იქცევა ჩვენს პირობებში ძაღლის ქვეშ და ა.შ. თქვენს ძაღლებზეც დაწერეთ ერთი-ორი სიტყვა მაინც. დარწმუნებული ვარ, რომ, ყველაფერი ეს სურათებზე არანაკლებ დააინტერესებს ფორუმელებს და სტუმრებსაც. |
|
|
Mar 18 2013, 09:57
პოსტი
#37
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მადლობა, გიორგი! მეც ძან მსიამოვნებს თქვენი წარმატებების ნახვა. ამიტომ, რაც უფრო მეტ სურათებს დადებთ, მით უფრო უკეთესი იქნება. კიდევ ერთი სათხოვარი მექნებოდა გიორგი თქვენთან. თუ შეიძლება დაწერეთ როგორ ადგილებში ნადირობთ, სად უყვარს ტყის ქათამს ჩვენთან დაჯდომა, როგორ იქცევა ჩვენს პირობებში ძაღლის ქვეშ და ა.შ. თქვენს ძაღლებზეც დაწერეთ ერთი-ორი სიტყვა მაინც. დარწმუნებული ვარ, რომ, ყველაფერი ეს სურათებზე არანაკლებ დააინტერესებს ფორუმელებს და სტუმრებსაც. ბატონო კობა, როგორც ჩანს თქვენ საქართველოში ტყის ქათამზე არ გინადირიათ, თუ ვცდები შემისწორეთ. ტყის ქათმის მასიური გადაფრენა იწყება ოქტომბრის შუარიცხვებიდან. პირველი შეხვედრები ტყის ქათამთან შეიძლება მოხდეს ალპურ ზონებში სადაც ხის ნასახიც კი არ არის, მაგრამ აღნიშნულ ადგილებში ესეთი შეხვედრები ხშირი მოვლენა არ არის და აქდან გამომდინარე ამ პერიოდში სპეციალურად ტყის ქათამზე არ ვნადირობთ უბრალოდ მწყერზე ნადირობისას თუ წააწყდები გულს უხარია. ამის შემდგომ ვალდშნეპი ნაწილდება მაღალ მთიან რაიონებში(წალკა, დმანისი, რაჭა, გომარეთი და ა.შ) ძირითადად წიწვოვან ტყეებში. განსაკუთრებულად სასიამოვნოა ნადირობა ამ პერიოში, რადგან ამ დროს ტყის ქათამი არ არის დამფრთხალი და ძაღლის ქვეშ იქცევა შესანიშნავად , რასაც ვერ ვიტყვი შემდგომ პერიოდზე, როდესაც ის ატარებს გასაოცარ ხრიკებს რათა გაუსხლტეს მონადირეს და მის ოთხფეხა მეგობარს, რაც თქვენ დარწმუნებული ვარ მოგეხსენებათ. ოქტომბრის ბოლოს ყინვებთან ერთად ტყის ქათამი ნელნელა იწყებს დაშვებას უფრო დაბალ ზონაში როგორიც არის თეთრი წყარო, კოჯორი, წყნეთი და ა.შ და ბოლოს ნოემბის მიწურულს და დეკემბერშიც მისი ნახვა შეიძლება მტკვრის , არაგვის ჭალებში და ბევრ სხვა ადგილებში. მე პირადად არ ვნადირონ ე.წ ტიაგაზე, იმის გამო რომ არ მხიბლავს, მირჩევნია ერთი ქათამი მოვიპოვა ჩემი ძაღლის ნაბულიდან ვიდრე 10 ტიაგაზე. რაც შეეხება ძაღლებს, ჩემი და ჩემი მეგობრის ძაღლები, რომლებიც იხილეთ ფოტოებზე, არიან ჩვეულებრივი ე.წ საბჭოთა სისხლების ინგლისური სეტერბი, რომელთა საგვარეულოებში უზით ისეთი ძაღლები, როგორიც იყვნენ ტიუტკინის "ტრიფი", კაზანკინის "მაიკი", და ა.შ ძაღლების შესახებ არ გავაგრძელებ, რათა არნიშნული თემა არ გავაოფო . უმეტესობა ფორუმელების ჩვენი ძაღლების შესახებ ინფორმირებულია და თუ რამე კონკრეტულად დაგაინტერსად შემიძლია პირადში მოგწეროთ. ერთს დავამატებ მხოლოდ, რომ საქარტველოში რუსეთთან და უკრაინასთაბ შედარებით ინგლისურ სეტერს არ დაუკარგავს ის პოპულარობა რომელიც ჰქონდა ადრე და ითვლება ერთერთ პოპულარულ და მრავალრიცხოვან ჯიშად პოინტერთან ერთად. |
|
|
Mar 18 2013, 10:52
პოსტი
#38
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი |
ბატონო კობა, როგორც ჩანს თქვენ საქართველოში ტყის ქათამზე არ გინადირიათ, თუ ვცდები შემისწორეთ. ..... ................................................................................ ............................................................................. მე საქართველოში თითქმის არაფერზე არ მინადირია, რადგანაც, სამწუხაროდ იშვიათად მიწევდა ჩამოსვლა და როცა ჩამოვდიოდი მაინცდამაინც მაშინ იქცეოდა ქვეყანა. ერტი თვის წინ ვიყავი ერთი კვირით, მანამდე კი ბოლო ჩამოსავლა 2008 წლის 8 აგვისტოს გვქონდა. ჩვენი რეისი ბოლო იყო, მერე აეროპორტი დაკეტეს. Eრტადერთი რაზეთ ასე თუ ისე ვარ ცვენთან ნანადირევი, ეს მწყერია. ისიწ 2000 წელს. მაშიმ ჩემი უფროსი ძაღლი, მერი, 5,5-6 თვის იყო. პირველსავე დღეს 4 მწყერი ავიყვანე ძაღლის სტოიკის ქვეს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. სადღაც მაქვს ერთ-ერთი პირველი ნადავლის (ჩემს ძაღლთან ერთად) სურათი და მერე დავდებ მწყერთან დაკავშირებულ თემაში. ასე რომ, მე ყველაფერი მაინტერესებს, რაც შეეხება საქართველოში ნადირობის ობიექტებს და ნიუანსებს . მადლობა, ვრცელი და საინტერესო პასუხისათვის. გიორგი, ძალიან მაინტერესებს, რა იგულისხმება ჩვენთან " ტიაგაზე ნადირობის" ქვეშ. ეს უბრალოდ ნადირობაა ტყიდან ვალდშნეპის მინდვრებში გადმოფრენის დროს, თუ, ისევეა, როგორც ჩვენთანაა გაზაფხულზე, "საქორწილო ძახილით"? |
|
|
Mar 18 2013, 11:54
პოსტი
#39
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Коба
გიორგი, ძალიან მაინტერესებს, რა იგულისხმება ჩვენთან " ტიაგაზე ნადირობის" ქვეშ. ეს უბრალოდ ნადირობაა ტყიდან ვალდშნეპის მინდვრებში გადმოფრენის დროს, თუ, ისევეა, როგორც ჩვენთანაა გაზაფხულზე, "საქორწილო ძახილით" ჩვენთან გაზაფხულზე ვალდშნეპზე ნადირობა აკრძალულია.თანაც არამგონია ვალდშნეპი ჩვენთან წყვილდებოდეს,შესაბამისად საქორწინო ძახილიც არ ხდება. "ტიაგაზე" ნადირობას რაც შეეხება,აქ ტერმინი"ტიაგა"ბიჭების მიერ არასწორად არის ნახმარი. ჩვენთან გავრცელებულია ტყიდან მინდორში გადამფრენ ქათამზე ნადირობა. |
|
|
Mar 18 2013, 12:56
პოსტი
#40
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
გიორგი, ძალიან მაინტერესებს, რა იგულისხმება ჩვენთან " ტიაგაზე ნადირობის" ქვეშ. ეს უბრალოდ ნადირობაა ტყიდან ვალდშნეპის მინდვრებში გადმოფრენის დროს, თუ, ისევეა, როგორც ჩვენთანაა გაზაფხულზე, "საქორწილო ძახილით"? ბაბუ-ს დავეთანხმები, რომ ეს ტერმინი უბრალოდ არასწორად ვიხმარე. ჩვენთან საღამოს გადაფრენის დროს ნადირობენ ძირითადად დასავლეთში, აღმოსავლეთშიც მაგრამ მე პირადად აღნიშნული ნადირობა ნაკლებად მიზიდავს. ბატონო კობა თუ თქვენ შეძლებთ და მომავალი სეზონისთვის ჩამობრძანდებით საქართველოში დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებდით ტყის ქათამზე სანადიროთ. |
|
|
Mar 18 2013, 13:46
პოსტი
#41
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი |
დიდი მადლობა, გიორგი!
სურვილი დიდი მაქვს საქართველოში ნადირობის, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, არ გამომდის. იმედი მაქვს ყველაფერი დაეწყობა და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ერთად წავინადიროთ. |
|
|
Mar 29 2013, 22:06
პოსტი
#42
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi |
|
|
|
May 13 2013, 15:31
პოსტი
#43
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი |
ეს "ტიაგის" ვიდეოკადრები და პირველი 2 სურათი რიმოდენიმე დღის წინ გადავიღე (6 მაისს) . იქვე სხვა როლიკებიცაა ამ ნადირობიდან.
ყველაზე მსუქანი. უმრავლესობის წონა 300 გრამს არ აღემატეროდა (ამ გაზაFხულის მოკლე სეზონში 13 ცალი ავიყვანე) image hosting 12mb |
|
|
May 13 2013, 16:04
პოსტი
#44
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Коба
მშვენიერი საგაზაფხულო ნადირობა მოგიწყვიათ კობა ბატონო ''ნაბეღლავი'' მართლა ყველას ჯობია |
|
|
May 14 2013, 19:49
პოსტი
#45
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:41 |