ედა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
ედა, ციმბირული ჰასკი
ჩელე
პოსტი Jul 21 2015, 16:13
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ რომ ვთქვა, 2011 წლის მერე ქალბატონი ჩელსის გარდაცვალების შემდეგ, არც კი გამიხედავს ძაღლისკენ. ძალიან დიდი ტკივილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი მყავდა. აღარ ვაპირებდი ძაღლის აყვანას და გაზრდას. მაგრამ ისევ მეუღლის დიდი სურვილის და დაჟინებული ზუზუნის გათვალისწინებით, ავიყვანე ისევ ციმბირული ჰასკი და ისევ მეუღლის დაბადების დღეზე სიურპრიზად მივართვი. newsmile05.gif სიურპრიზმა აშკარად გაამართლა...

მაშ ასე, გაიცანით newsmile05.gif



ლეკვის წარმოშობა:

საგვარეულო ნომერი: FCG-1000
სქესი- ძუ
სახელი- ედა
შეფერილობა: შავ-თეთრი
დაბადების თარიღი- 20.02.2015
დაბადების ადგილი- ბორჯომი
მამა- ბუფი FCG-0590
დედა- დეზი FCG-0617

მოყვანის დღიდან მოუსვენარი, ხანდახან თავხედი და მაიმუნი. ჭამს ყველაფერს რაც იღეჭება. არ აქვს მნიშვნელობა რა არის: ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ა.შ. ძირითადად კი მისი საჭმელი როიალ კანინის MEDIUM JUNIOR. დილაობით 0%-იანი ხაჭო. 2 დღეში ერთხელ მოხარშული თევზი- მოივა. ასევე 2 დღეში ერთხელ ქათმის ფილე მოხარშული. თევზს და ქათამს მონაცვლეობით ვაჭმევ. ვაპირებ დავუმატო საქონლის ხორცი რა თქმა უნდა მოხარშული.

დამუშავებულია ჭიებზე და აცრილია ცოფზე 23.06.2015
(ეს ისე, ჩემთვის newsmile05.gif )

მოკლედ რაღა დავამატო და შემოგთავაზებთ ფოტო-ვიდეო მასალას ქალბატონი ედას მოყვანის დღიდან კაცმა არ იცის როდამდე. newsmile05.gif სანამ მეყოლება განვაახლებ ხოლმე თემას.



















ასეთი არეულობა ბევრჯერ დამხვედრია მისი წყალობით









პირველი ბანაობა newsmile05.gif









სტუმრად ვიტოს ცხოველებთან: დეგისთან და ტარასთან... newsmile05.gif ასევე ცხ**იებთან, კატებთან და კურდღლებთან... newsmile05.gif
































фото хостинг



ისე კი დიდი გეგმები მაქვს ამ ძაღლთან დაკავშირებით. ბევრს გაგეცინებათ დარწმუნებული ვარ და იფიქრებთ ამას აკლია-ო. ნუ ამას ზრდილობიანად newsmile05.gif უზრდელურად კი ვიცი როგორც არის ეგ ამბავი newsmile05.gif მაგრამ ჩემი აზრით ცდას წინ არაფერი უდგას და თუ გამოვიდა რამე ხომ კარგი, თუ არა და იმას მაინც ვიტყვი, რომ ვცადე და არ გამოვიდა მეთქი. გეგმები კი ასეთი მაქვს. ნადირობა უნდა დავიწყო მეც და ამანაც.
ინსტიქტები აქვს ძალიან კარგად განვითარებული. რაც კი მოძრაობს ყველაფერს დასდევს. რამდენიმე კუ უკვე მომითრია სახლში მეხობლის ეზოდან. ასევე ზღარბები იპოვნა და არ მოეშვა სანამ მე არ მივედი და არ გამოვიყვანე. მფრინავ ხოჭოებს იჭერს, აი მარტორქასავით ხოჭოები რომ არის იმათ და ჭრიჭინებს კიდევ. ზოგიერთს გავახარებ და გეტყვით, რომ პეპლებსაც დასდევს newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif თან ძალიან სწრაფია ეს ოხერი. ამასწინად დიდი ბუზი იყო რაღაც. ეს იწვა ჩემს გვერდით. გამოიფრინა ამ ბუზმა და უცებ წამოხტომა და ამ ბუზის ედას პირში აღმოჩენა ერთი იყო. newsmile05.gif
მოკლედ ძალიან მინდა, რომ მწყერზე მაინც ქნას რამე, რომ მეც მომემატოს ჟინი და იქნებ მეც დავიწყო ნადირობა newsmile05.gif რა ვიცი, ვნახოთ. თქვენგან ველი რეკომენდაციებს. რითი და როგორ დავიწყო, რომ ედამ მასახელოს და საბოლოოდ დავანგრიოთ მითი იმის შესახებ, რომ ჰასკის არ შეუძლია ნადირობა. ჩემი ოპტიმისტური აზრით, ძაღლს აღზრდა უნდა თორე ყველა ძაღლი ნადირობს.... newsmile05.gif



თავისი მოთრეული კუ მეზობლის ეზოდან newsmile05.gif



ასე ძინავს ხოლმე newsmile05.gif








хостинг фото



პრობლემები:

ხასიათი- ძალიან ჯიუტი. თუ ხასიათზე არ არის, ზედაც არ შემოგხედავს. ისე პატრონმა მითხრა, დედამისიც მასე იყოო. იმედი მაქვს ასაკის მატებასთან ერთად გამოსწორდება.

1. პირველი და დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ მკბენს. რა თქმა უნდა ბოროტად არა, თამაშში. როგორ შეიძლება გადავაჩვიო კბენას.
2. სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიე. ღამით კარი კი მაქვს ღია, რომ გავიდეს და მოისაქმოს, მაგრამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ამიტომ რამენაირად უნდა გადავაჩვიო.
3. თუ ეზოს გაცდა, რაც არ უნდა ეძახო არ მაქცევს ყურადღებას. იქნებ აქაც მირჩიოთ რამე.
4. რას მირჩევთ, აპორტირება თოკით ვასწავლო?
5. მტრედი თუ ფერმის მწყერი?... თან მეშინია მერე ქათმებზე არ გაიწიოს და არ დამღუპოს newsmile05.gif
6. ჩემ გვერდით სიარული როგორ ვასწავლო. ესეც თოკით ალბათ newsmile05.gif

ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას...

ედამ ბოყაყი გაიცნო



ედა და ზღნარბი









ვიდეოებს ეტაპობრივად დავამატებ....

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Gcckoka
პოსტი Jul 21 2015, 20:09
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 527
რეგისტრ.: 14-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძაან მაგარი ტიპია newsmile045.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Jul 21 2015, 22:32
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კარგი გოგოა სასახელო გაგეზარდოს small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 21 2015, 22:48
პოსტი #4


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გაიხარეთ. ვეცდები სასახელო გავზარდო.... newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
darcho
პოსტი Jul 21 2015, 22:49
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 452
რეგისტრ.: 3-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Rustavi



მაგარი ტიპია ძაან წარმატებები ჩელე შენც და ედასაც newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 22 2015, 17:38
პოსტი #6


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თუ ასწავლი ინადირებს, ლაბრადორი მყავს ნანახი პრაფესორა იყო, პუდელიც მყავს ნანახი, ცოტა თავისებურად უსტოიკებდა მაგრამ, ნადირობდა რა. ჰასკი არ მყავს ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია სწავლა, ყნოსვა არა აქვს სეტერ-პოინტერ-კურცჰარივით, მაგრამ არც ნაკლები აქვს.
ერთი ეგაა რომ, როგორც კი მზე ამოვა, მაგრა გაჩერდება, მინდორში სიცხეს, ეგ კიარა, ბევრი მოკლე ბეწვიანი ვერ იტანს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Jul 23 2015, 09:05
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



ჩელე
ციტატა(chele @ 21st July 2015 - 17:13) *
ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას...

ზუსტად მაგიტომ ვერ მომყავს ჯერ ძაღლი..
მესამე შვილის დრო და ნერვები არ მაქვს ჯერ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 23 2015, 12:15
პოსტი #8


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Davitus
ციტატა(Davitus @ 22nd July 2015 - 18:38) *
თუ ასწავლი ინადირებს, ლაბრადორი მყავს ნანახი პრაფესორა იყო, პუდელიც მყავს ნანახი, ცოტა თავისებურად უსტოიკებდა მაგრამ, ნადირობდა რა. ჰასკი არ მყავს ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია სწავლა, ყნოსვა არა აქვს სეტერ-პოინტერ-კურცჰარივით, მაგრამ არც ნაკლები აქვს.
ერთი ეგაა რომ, როგორც კი მზე ამოვა, მაგრა გაჩერდება, მინდორში სიცხეს, ეგ კიარა, ბევრი მოკლე ბეწვიანი ვერ იტანს.


აი ჯიგარი ხარ ძია კაკო რააა.... აბა ოლეგას რომ ვუთხარი ეგ ამბავი, ზაგესში ესმოდათ მაგის კივილი.... newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

არა ვიცი რომ პოინტერივით, კურცხაარივით და ა.შ ვერ ინადირებს, მაგრამ რაღაცას ხომ იზამს არა? არც მე ვარ მონადირე, მაგრამ ფრინველი რომ ფრინდება ვცდილობ ჩახმახს მაინც გამოვკრა newsmile05.gif უბრალოდ მინდა ვცადო, იქნებ რამე გამოვიდეს? მერე მეც უფრო მეტი საბაბი და მოტივაცია მექნება და იქნებ მომიბრუნდეს გული ნადირობისკენ? newsmile05.gif

Ellimyst

ხოოო, შენ ჩემზე რთულად გქონია საქმე. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Jul 23 2015, 15:30
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



ჩელე
თან მეექვსე სართულზე )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lupus
პოსტი Aug 14 2015, 10:20
პოსტი #10


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7
რეგისტრ.: 14-August 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



მაგარი ტიპიაა)) მეც მყავს ჰასკი. მამალი 1 წლის) საერთოდ ვფიქრობ რო ეს ჯიში არ არის საქართველოს კლიმატისთვის ზოგადად, მაგრამ ნუუ თუ შეუქმნი პირობებს შეიძლება რო კარგად იგრძნოს თავი. მადირობით ჩემიც პატარაობიდან სულ რაღაცას ეძებს და დასდევს)) მარა მე მგონია რო უფრო დიდ ცხოველებზე უფრო კარგად ინადირებს ანუ ლაიკას ნაირად რაა. ის რო იხვი გამოიტანოს ტბიდან დიდი ხალისით ეგ არამგონია) რაც შეეხება ხასიათს, უჯიუტესი ძაღლია! სისხლი გამიშრო მარა ჯერ ლეკვია და შევძელი უკვე რო გარეთ გაშვებული დამყავს და რო ვეძახი მორბის ჩემთან) ჯერ მაინც ცანცარაა მარა რო მოემატება ასაკი წესით უფრო დამჯერი უნდა გახდეს. ყველას ვურჩევ თუ დარწმუნებული არ ხართ რო დაუთმობთ დიდ დროს და ენერგიას, მაშინ ჰასკი არ აიყვანოთ, იმიტო რო ძაალიან რთული გასაწვრთნელია! მით უმეტეს პირველ ძაღლად ჰასკის არავის არ ვურჩევ! არ არის პატრონზე ზედმეტად დამოკიდებული ძაღლი. ძალიან უყვარს თავისუფლება, მარა მიუხედავად ყველაფრისა მაინც შეიძლება რო შენ ჭკუაზე მოიყვანო) უბრალოდ პატარაობიდან მაქსიმალურად ყოველდღე კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეს, ოღონდ ისე რო თან უხაროდეს და აინტერესებდეს შენთან კონტაქტი და ურთიერთობა, თორე ზედმეტად სიმკაცრემ და ვარჯიშებმა შეილება უკურეაქციაც გამოიწვიოს! უნდა აინტერესებდეს შენ რას გააკეთებ, საით წახვალ წამოხვალ რო დაგელოდოს და მერე მიიღოს თვითონ გადაწყვეტილება, ამის მიღწევა არ არის ადვილი ჰასკის შემთხვევაში, მაგრამ შეუძლებელიც არ არის))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 14 2015, 11:47
პოსტი #11


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



lupus

ძალიან კარგია, რომ გამოჩნდა ადამიანი რომელსაც ჰასკი ყავს და თან ფორუმზეა newsmile05.gif კი ნამდვილად ასეა, ძალიან ჯიუტია. თუ არ უნდა არც კი შემოგხედავს. შენი კიდევ უფრო დამჯერი იქნება. ჩემი ეხლა 20 რიცხვში ხდება 6 თვის. იქნებ შენც გააკეთო მსგავსი თემა როგორიც ეს არის? არ იქნებოდა ცუდი. გავუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Aug 14 2015, 11:51
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



ისე კარგი ლეკვი რა ღირს დაახლოებით? საბუთებით და ამბებით...
mymarket-ზე რომ გადავხედე, ძალიან განსხვავებული ფასებია...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Aug 14 2015, 12:15
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



ისა და...
ჰასკისა და ლაიკას შორის რა სხვაობაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 14 2015, 12:48
პოსტი #14


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



MORGAN

მე პირადად 350$ მივეცი. თუმცა მანამდე 400-450$ გაყიდა ამის დაძმები ამის ყოფილმა პატრონმა. ასევე ძალიან განსხვავებული ფასები აქვთ. ვერ გაიგებ. 1200-იც ღირს, 800-იც, 600-იც და 300-იც... არის ასევე 2 კლასის: მუშა და საგამოფენო. საგამოფენო უფრო ძვირი ღირს... მოკლედ დიდი ბალამუტია რა... newsmile05.gif))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Aug 14 2015, 12:57
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



იასნო
ციტატა(chele @ 14th August 2015 - 13:48) *
მუშა და საგამოფენო

მუშა რა პონტში ?
რა დანიშნულება აქვს ანუ... გარდა იმისა რომ მოდაშია და ვაკეში უნდა ასეირნო D.gif
და
ციტატა(Ellimyst @ 14th August 2015 - 13:15) *
ჰასკისა და ლაიკას შორის რა სხვაობაა?

ამაზე რა სიტყვი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

3 გვერდი V   1 2 3 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 15:46