პირველადი დახმარება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
პირველადი დახმარება, საშიში დაავადებები
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 28 2009, 19:05
პოსტი #1


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აქ დავწეროთ როგორ გაუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს და რა საშიში დაავადებების გადამტანი შეიძლება იყოს ცხოველი ან ფრინველი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი May 28 2009, 19:30
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



დავიწყოთ პირველადი დახმარების მნიშვნელობით......



პირველი დახმარების მნიშვნელობა



ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ხშირია უბედური შემთხვევა, ამიტომაც სემტხვევის ადგილზე მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დამოუკიდებლი, სწორი გადაწყვეტილების მიღება და აქტიური ქმედება. ალბათ შეგხვედრიათ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ან ყოფილხართ სიტუაციაში, როცა თქვენს ახლობელს ესაჭიროება დაუყოვნებელი დახმარება და პირველ წუთებში მარტო ხართ



რა არის პირველი დახმარება?

ეს არის დახმარების სწრაფად და სწორად გაწევა ადამიანისთვის, რომლის ჯანმრთელობას უეცრად საფრთხე დაემუქრა. მისი შემდგომი ბედი ხშირად თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული. პირველი დახმარება რთული არ არის. ზოგჯერ ძალიან მარტივი ხერხით შეიძლება გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, დაეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე.



პირველი დახმარების მიზანი:
დაზარალებულის (ადამიანი, რომელიც ცუდად არის და ესაჭიროება დახმარება) სიცოცხლის გადარჩენა;
დაზარალებულის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება;
გამოჯანმრთელების ხელშეწყობა.





მოქმედების გეგმა



უბედური შემთხვევის დროს თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგი საფეხურებისაგან უნდა შედგებოდეს:
შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა;
უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
პირველი დახმარების გაწევა;
დახმარების დროული მოხმობა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა.

თქვენ უნდა მიუახლოვდეთ შემთხვევის ადგილს სწრაფად და მშვიდად. უნდა ეცადოთ მოკლე დროში შეაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია. პირველ რიგში თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ თქვენ, დაზარალებულს და თვითმხილველებს. ასევე საჭიროა სწრაფად შეაფასოთ, თუ რა სახის დახმარება გჭირდებათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. აუხსენით დაზარალებულსა და თვითმხილველებს, რომ თქვენ შეგიძლიათ პირველი დახმარების გაწევა.

პირველ რიგში დარწმუნდით:
არის თუ არა გარემოში საფრთხე?
არის თუ არა ვინმეს სიცოცხლე საფრთხეში?
არიან თუ არა თვითმხილველები, შეუძლიათ დახმარება?



უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ის გარემოება, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის მდგომარეობის დამძიმება, შეიძლება კვლავ მოქმედებს და საფრთხეს წარმოადგენს. ხშირად ძალიან მარტივი ხერხებით შეიძლება გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაგალითად, ძრავის გამორთვა, თუ ავტოავარიის შემდეგ მანქანა დაქოქილია). არასოდეს არ ჩააგდოთ თქვენი და დაზარალებულის სიცოცხლე საფრთხეში და ნუ ეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეცადეთ მოაშოროთ საშიშროების წყარო დაზარალებულს. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას. გახსოვდეთ, ზოგჯერ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სპეციალური სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, გაზის სამსახური) გამოძახება.



პირველი დახმარების აღმოჩენა.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდით გარემოს უსაფრთხოებაში, გაუწიეთ დაზარალებულს პირველი დახმარება (პირველი დახმარების ანბანი)



დახმარების დროული მოხმობა.

შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება ერთდროულად დაგჭირდეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება ტელეფონით, პირველი დახმარების გაწევა. ამიტომ დროულად მოუხმეთ დახმარებას. თუ დაგჭირდეთ სასწარაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება, მიეცით დისპეტჩერს (ადამიანს, რომელსაც ელაპარაკებით) ზუსტი ინფორმაცია:
თქვენი ტელეფონის ნომერი;
თქვენი მისამართი (უბედური შემთხვევის ადგილმდებარეობა);
რა უბედური შემთხვევა მოხდა და რამდენად სერიოზულია ის (მაგალითად, ავტოავარია, ორი მანქანა დაზიანდა, სამი ადამიანი დაზარალდა);
დაზარალებულთა რაოდენობა, სქესი, ასაკი და ზოგადი მდგომარეობა (მაგალითად, ბავშვი, სამი წლის, აქვს სისხლდენა ხელიდან);
ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაცია.


პირველი სამედიცინო დახმარება ტრავმების დროს



• ტრავმატიზმი

• შოკი

• სისხლდენა

• ჭრილობა

• ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტრავმა

• თავის მიდამოს ტრავმა

• თვალის დაზიანება









ტრავმატიზმი





ტრავმატიზმი არის ადამიანთა სიკვდილიანობისა და ინვალიდობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი. არჩევენ სხვადასხვა ტიპის ტრავმატიზმს: საყოფაცხოვრებო, საგზაო-სატრანსპორტო, ქუჩის, სპორტულს და სხვ.

ტრავმატიზმის შემთხვევებში, განსაკუთრებით, ეს ეხება საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმს, პირველი დახმარების გაწევისას უნდა ვიმოქმედოთ უკიდურესი სიფრთხილითა და ყურადღებით, რადგან ამ დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა სახის მრავლობით დაზიანებას. დაზარალებული შეიძლება იყოს შოკის მდგომარეობაში, აღენიშნებოდეს სისხლდენა, მრავლობითი მოტეხილობები. ხშირია თვალით შეუმჩნეველი დაზიანებები, შინაგანი ორგანოების დაზიანების და შინაგანი სისხლდენის სახით, რაც სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია და მოითხოვს დაზარალებულის დაუყოვნებლივ გადაყვანას უახლოეს სამკურნალო სტაციონარში.

არსებობს აზრი, რომ ტრავმატიზმი ყოველთვის შემთხვევითია, მაგრამ ამჟამად დადგენილია, რომ საჭირო ყურადღებითა და უსაფრთხოების წესების სათანადო გამოყენებით შესაძლებელია ტრავმატიზმის რისკის საგრძნობი შემცირება.







შოკი




გულ-სისხლძარღვთა სისტემა უზრუნველყოფს სისხლის გადატანას სხეულში, რაც აუცილებელია ქსოვილებში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდებისათვის. როცა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა, შეიძლება განვითარდეს შოკი. ე.ი. შოკი – ეს არის ორგანიზმში მწვავედ განვითარებული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც თან ახლევს ორგანოებისა და ქსოვილების შემდგომი ჰიპოქსია.

თუ ამ დროს დროულად და სწორად არ იქნება აღმოჩენილი პირველი დახმარება, შესაძლებელია განვითარდეს სიკვდილი. ეს მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს შიშისა და ტკივილის გამო. ამიტომ, როცა შოკის განვითარების საშიშროებაა, დაზარალებულის გამხნევება და მყუდრო მდებარეობის შექმნა შესაძლებელია საკმარისი იყოს მისი ზოგადი მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისათვის (არ უნდა აგერიოთ ჭეშმარიტი შოკი ე.წ. ფსიქოგენურ შოკში. ამ ტიპის შოკთან საქმე გვაქვს იმ დროს როდესაც ადამიანი განიცდის ემოციურ სტრესს).

შოკის მიზეზები საკმაოდ ბევრია. დღეს გამოყოფენ ძირითადად შოკის 4 სახეს:

ჰიპოვოლემიურს - ვითარდება სისხლის დიდი რაოდენობის სწრაფი კარგვის ან მოცირკულირე სითხის მოცულობის მკვეთრი დაქვეითების გამო (მაგ. სისხლდენის, ფაღარათის, პირღებინებისა და დამწვრობის დროს); სისხლის დაკარგვისას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სისხლის საერთო მოცულობის შემცირებას, არამედ სისხლდენის ინტენსივობას. 50% სისხლის მწვავე დაკარგვა ახალგაზრდა ჯანმრთელ ორგანიზმში იწვევს სისხლის მწვავე ნაკლებობას და ღრმა კომის განვითარებას. შოკის განვითარების დროს ადამიანის ორგანიზმში საპასუხოდ ხდება სისხლის გადანაწილება: სისხლი მიედინება ნაკლებ მნიშვნელოვანი ორგანოებიდან (კანი, ნაწლავები) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისაკენ. თუკი გამომწვევი მიზეზი არ იხსნება და დროულად არ იქნება გაწეული პირველი დახმარება, ვითარდება შოკი.

ანაფილაქსიურს - ვითარდება ალერგიული რეაქციის განვითარების გამო;

ინფექციურ-ტოქსიურს - ვითარდება მძიმე ბაქტერიული ინფექციების დროს სეპტიური პროცესების გართულების შედეგად;

კარდიოგენულს - რომელიც წარმოადგენს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის უკიდურესად მძიმე დაზიანების შედეგს და ხასიათდება გადმოსროლილი სისხლის მოცულობის მკვეთრი დაქვეითებით.

შოკის ისეთი სახეები, როგორიცაა ტრავმული, დამწვრობითი და ზოგიერთი სხვა, წარმოადგენენ შოკის შერწყმულ ფორმებს, ვინაიდან მათ პათოგენეზში ერთდროულად დევს რამოდენიმე მიზეზი, რომლებიც იწვევენ ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლის მიწოდების შეფერხებასა და ჰიპოქსიას.



შოკის ზოგადი ნიშნები და სიმპტომები:

• შფოთვა, აგზნება, რომელიც გადადის გონების დაბინდვასა და კომაში;

• ფერმკრთალი, მარმარილოსებრი, ციანოზური (მორუხო-მოლურჯო) ფერის კანი;

• ჰიპოთერმია (გარდა სეპტიური შოკისა);

• ტაქიკარდია, სუსტი ძაფისებრი პულსი;

• არტერიული წნევის დაქვეითება;

• ქოშინი, სუნთქვის რითმის დარღვევა;

• ოლიგურია ან ანურია.

თავდაპირველად აღინიშნება: აჩქარებული პულსი, მკრთალი ან მორუხო-მოლურჯო ფერის კანი, განსაკუთრებით ტუჩებზე, კაპილარული ავსების გახანგრძლივება, ნამიანი ცივი კანი.

შოკის განვითარებასთან ერთად აღინიშნება: საერთო სისუსტე და ძილიანობა, გულისრევა და შესაძლებელია ღებინება, წყურვილის შეგრძნება, გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, სუსტი, “ძაფისებრი” პულსი. (თუ მაჯაზე პულსი არ ისინჯება, ეს ნიშნავს, რომ სისხლის საერთო მოცულობის ნახევარია დაკარგული.)

მას შემდეგ რაც მცირდება ტვინის მომარაგება ჟანგბადით: დაზარალებული შეიძლება გახდეს აგზნებული, აგრესიული, შეიძლება გამოიხატოს მთქნარება და პირით ჰაერის ყლაპვა (“ჰაერით შიმშილი”), დაზარალებული გადადის უგონო მდგომარეობაში, საბოლოოდ, ხდება გულის გაჩერება.



შოკის დროს პირველი დახმარების მიზანია:

• შოკის დროული გამოცნობა;

• მისი გამომწვევი მიზეზის თავიდან აცილება;

• ტვინში, გულში და ფილტვებში სისხლის მიწოდების გაუმჯობესება;

• გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.



პირველი დახმარება შოკის დროს:

1. ეცადეთ მოხსნათ შოკის გამომწვევი მიზეზი (მაგალითად, დროულად გააჩერეთ გარეგანი სისხლდენა). ეცადეთ მოათავსოთ თავი სხეულზე უფრო ქვემოთ, ამით თქვენ შეამცირებთ უგონო მდგომარეობის განვითარების რისკს;

2. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე საბანზე ან რაიმე საფენზე, გაამხნევეთ დაზარალებული;

3. აუწიეთ მას ფეხები რაც შეიძლება ზემოთ. ამ დროს მცირდება სისხლის დინება ქვედა კიდურებისკენ და უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლით მომარაგება. მოათავსეთ რაიმე რბილი საფენი ფეხების ქვეშ. ფრთხილად იყავით, თუ ეჭვი გაქვთ კიდურის მოტეხილობაზე;

4. შეხსენით მჭიდრო ტანსაცმელი კისერზე, გულმკერდზე და წელზე (მაგალითად, საყელო ან ქამარი);

5. დაათბუნეთ დაზარალებული, გადააფარეთ მას საბანი ან ტანსაცმელი. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

6. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერების დონე. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის.



გახსოვდეთ!
შოკის დროს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დროს აუცილებელია შოკის გამომწვევის მიზეზისა და მისი ხასიათის გათვალისწინება და შესაბამისად სპეციფიკური დახმარების გაწევა. (მაგ. ჰიპოვოლემიური შოკის დროს სითხის მიწოდება მარილოვანი ხსნარების სახით, ხოლო ჰემორაგიის დროს პირველ რიგში სისხლდენის შეჩერება და გადაუდებელი დახმარების გამოძახება).
პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ავადმყოფის ცნობიერების დონეს, კანის საფარველის ფერსა და ნამიანობას, სუნთქვის რიტმს.
შოკის დროს არ დაათბუნოთ დაზარალებული სათბურით, ასევე არ მოათავსოთ სითბოს პირდაპირი წყაროები დაზარალებულთან ახლოს.
არ მისცეთ დაზარალებულს მოწევის, ჭამის ან სითხეების დალევის საშუალება. არ მისცეთ მოძრაობის უფლება. თუ დაზარალებულს აღენიშნება წყურვილის შეგრძნება, დაუსველეთ ტუჩები.
არ დატოვოთ დაზარალებული მეთვალყურეობის გარეშე.
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;





სისხლდენა





კანის ან სხეულის საფარველის ნებისმიერ დაზიანებას ჭრილობა ეწოდება. არსებობს ღია და დახურული ჭრილობები.

ღია ჭრილობის დროს აღინიშნება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა. ამასთან ერთად ხშირად ზიანდება კანქვეშ მდებარე სისიხლძარღვები და იწყება გარეგანი სისხლდენა (სისხლი იკარგება ადამიანის ორგანიზმიდან).

დახურული ჭრილობების დროს სისხლი იკარგება სისხლძარღვებიდან, მაგრამ კანის საფარველი დაზიანებული არ არის. ეს მდგომარეობა ცნობილია შინაგანი სისხლდენის სახელწოდებით.

სისხლდენის ტიპები. გულის მუშაობის შედეგად სისხლი მუდმივად მოძრაობს ადამიანის სხეულის სისხლძარღვების უწყვეტ წრეში, რათა უზრუნველყოს ადამიანის სხეულის ყველა ნაწილი საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით.

არსებობს სამი ტიპის სისხლძარღვები: არტერიები, ვენები და კაპილარები. არტერიები – ეს არის სისხლძარღვები, რომელთაც სისხლი მიაქვთ გულიდან სხეულის ყველა ნაწილში. ვენები – სისხლძარღვებია, რომელთა საშუალებით სისხლი ბრუნდება გულში. ვენებსა და არტერიებს შორის განლაგებულია ყველაზე წვრილი სისხლძარღვები – კაპილარები.

იმის მიხედვით, თუ რომელი სისხლძარღვი ზიანდება ჭრილობის დროს არჩევენ სამი ტიპის სისხლდენას – არტერიულს, ვენურს და კაპილარულს.

არტერიული სისხლდენის დროს დაზიანებულია არტერია. ამ დროს ჭრილობიდან შადრევანივით გადმოდის ალისფერი სისხლი. არტერიული სისხლდენა ძალიან საშიშია, რადგან ადამიანი სწრაფად კარგავს დიდი რაოდენობით სისხლს.

ვენის დაზიანების შემთხევაში სისხლი არის მუქი წითელი და ჭრილობიდან მდორედ მოედინება. თუმცა ვენური სისხლდენაც შეიძლება იყოს ძლიერი, მხოლოდ იმ შემთვევაში თუ დაზიანდა დიდი ვენა.

კაპილარული სისხლდენისათვის დამახასიათებელია სისხლის გამოჟონვა ჭრილობიდან. ამ ტიპის სისხლდენა აღინიშნება ფაქტიურად ნებისმიერი ჭრილობის დროს. მიუხედავათ იმისა, რომ სისხლდენა თავდაპირველად ძლიერია, სისხლის დანაკარგი შემთხვევათა უმრავლესობაში უმნიშვნელოა. ხშირად სისხლდენა თავისთავად ჩერდება. ზოგჯერ ზიანდება ერთდროულად რამოდენიმე სისხლძარღვი და სისხლდენა შერეულია.

როგორ ჩერდება სისხლდენა? სისხლი შეიცავს სპეციალურ უჯრედებს – თრომბოციტებს. ისინი ჭრილობის დროს ეკვრიან ერთმანეთს და სისხლის სხვა კომპონენტებთან ურთიერთქმედებაში ქმნის კოლტს (საცობს), რომელიც აჩერებს სისხლდენას.



გარეგანი სისხლდენა

სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა საკმაოდ საშიშია, რადგან ამ დროს ადამინის სხეულს აკლდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, თუ როგორია პირველი დახმარება სისხლდენის დროს.

პირველი დახმარება გარეგანი სისხლდენის დროს:

1. პირადი უსაფრთხოების დაცვა – თუ თქვენ სხეულზე გაქვთ ჭრილობები (ნაკაწრი, მცირე ზომის ღია ჭრილობა) სასურველია ისინი დაიფაროს წყალგაუმტარი საფენით მანამ, სანამ თქვენ დაიწყებდეთ დახმარების გაწევას. თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი. სასურველია დახმარების გაწევის წინ და შემდეგ დაიბანოთ ხელები საპნით.

2. ABC შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი გარეგანი სისხლდენისას საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სისხლდენის შეჩერება, თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, პირველ რიგში ჩაატარეთ ABC-ს კონტროლი: შეამოწმეთ სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები.

3. სისხლდენის შეჩერების მეთოდები. არსებობს გარეგანი სისხლდენის შეჩერების რამოდენიმე მეთოდი:
• პირდაპირი ზეწოლა.
მოაშორეთ დაზიანებულ არეს ტანსაცმელი. დაათვალიერეთ ჭრილობა. დარწმუნდით, რომ ჭრილობაში არ არის მახვილი საგნები (მაგალითად მინის ნამსხვრევები), რომლებითაც შეიძლება თქვენ დაზიანდეთ. მოახდინეთ ზეწოლა ჭრილობაზე თითებით ან მტევნით. სასურველია ჭრილობა წინასწარ დაფაროთ სუფთა საფენით. მაგრამ ნუ დაკარგავთ დიდ დროს ამ საფენის მოსაძებნად. თუ ჭრილობაში არის უცხო სხეული, არ ამოიღოთ (უცხო სხეულის ამოღებისას შეიძლება გაძლიერდეს სისხლდენა ან გაღრმავდეს დაზიანება). სისხლდენის შეჩერების მიზნით მიიტანეთ ჭრილობის კიდეები უცხო სხეულთან და მოახდინეთ ზეწოლა უცხო სხეულის გარშემო;


• სხეულის დაზიანებული ნაწილის (ხელის ან ფეხის) ზემოთ აწევა.
თუ შესაძლებელია, ასწიეთ დაზარალებულის დაზიანებული კიდური გულის დონეზე ზემოთ. ამით შემცირდება სისხლის ნაკადი დაზიანებულ არეში, რაც შეუწყობს ხელს კოლტის განვითარებას და სისხლდენის შეჩერებას. კიდურების მაღლა აწევა არ არის რეკომენდირებული თუ კიდური შეშუპებულია, დეფორმირებულია ან მტკივნეულია, რაც მიუთითებს მოტეხილობის ან ამოვარდნილობის შესაძლებლობაზე;
• დამწოლი ნახვევის დადება.
ჭრილობაზე დადებული სუფთა საფენის ზემოთ დაადეთ დამწოლი ნახვევი. ნახვევი უნდადაადოთ მჭიდროდ, მაგრამ ისე, რომ არ დაირღვეს სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ. თუ სისხლი ჟონავს დამწოლი ნახვევიდან, ზემოდან დაადეთ მეორე ნახვევი. თუ ჭრილობაში არის უცხო სხეული, მოათავსეთ რამოდენიმე საფენი უცხო სხეულის გარშემო მანამ, სანამ დამწოლი ნახვევის დადებისას ზეწოლა უცხო სხეულზე არ მოხდება. დამწოლი ნახვევის დადების შემდეგ აუცილებელია შეამოწმოთ პულსი და მგრძნობელობა (შეეხეთ დაზარალებულის კანს ნახვევის ქვემოთ და კითხეთ, გრძნობს თუ არა ამას დაზარალებული). პულსისა და მგრძნობელობის შემოწმება აუცილებებლია ყოველ 10 წუთში ერთხელ სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე, შესაძლებელია სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ დაირღვეს;
თუ ნახვევის ქვემოთ პულსი და მგრძნობელობა არ არის და განვითარდა შეშუპება, კანი გახდა მკრთალი და ცივი, დამწოლი ნახვევის ქვემოთ სხეულის ნაწილი დაუბუჟდა, გაქრა პერიფერიული პულსი, შეხსენით ნახვევი და დაადეთ ის ნაკლებ მჭიდროდ;
• არაპიდაპირი ზეწოლა სპეციალურ ზეწოლის წერტილში.
თუ პირდაპირი ზეწოლა და კიდურების აწევა შედეგს არ იძლევა, შეიძლება არაპირდაპირი ზეწოლის გამოყენება სპეციალურ ზეწოლის წერტილებში. ამ დროს მცირდება სისხლის მიწოდება დაზიანებული არეს ქვევით.
თუ სისხლდენა არის ხელიდან, მოძებნეთ პულსი მხრის შიგნითა ზედაპირის შუა მესამედში, იღლიასა და იდაყვს შორის. პულსის მოძებნის შემდეგ, მოახდინეთ ზეწოლა თითებით ამ წერტილზე.
თუ დაზიანება ფეხზეა, მოძებნეთ პულსი ბარძაყის არტერიაზე საზარდულის მიდამოში, მუცელსა და ბარძაყს შორის. ზეწოლა მოახდინეთ ხელისგულით. ბარძაყის არტერიის ზომის და გარშემო ქსოვილების გამო, ამ მიდამოზე ზეწოლა მოითხოვს გაცილებით დიდ ძალას. ზეწოლის წერტილებში ზეწოლა მოახდინეთ მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ლახტი სისხლდენის გასაჩერებლად. ლახტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანების და სისხლდენის გაძლიერება;
დაზარალებულის მდებარეობა.

სისხლდენის გასაჩერებლად დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები (ჩაუდეთ ფეხებს ქვეშ ბალიში). ამ მდებარეობაში მცირდება სისხლის დინება ფეხებისკენ და სისხლი მეტი რაოდენობით მიედინება ადამიანის სხეულის მნიშვლელოვანი ნაწილებისაკენ (მაგალითად, ტვინში, გულში). ამით თქვენ აიცილებთ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას;
დააფიქსირეთ კიდური, ისე როგორც მოტეხილობის შემთხვევაში;
დროულად გამოიძახეთ სამედიცინო სამსახური.სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე სასურველია დაზარალებული იწვეს ზურგზე და ფეხები ზემოთ ჰქონდეს აწეული. 10 წუთში ერთხელ შეამოწმეთ, ხომ არ დაირღვა სისხლის მიმოქცევა დამწოლი ნახვევის ქვემოთ.

გახსოვდეთ!
განსაკუთრებით საშიშია არტერიული სისხლდენა, რადგან ადამიანი სწრაფად კარგავს დიდი რაოდენობით სისხლს.
არ არის რეკომენდირებული დაზიანებული კიდურის ზემოთ აწევა, თუ კიდური შეშუპებულია, დეფორმირებულია ან მტკივნეულია, რაც მიუთითებს შესაძლო მოტეხილობის ან ამოვარდნილობის არსებობაზე.
სისხლდენის შეჩერებისას ზეწოლის წერტილებში ზეწოლა მოახდინეთ არაუმეტეს 10 წუთისა.
დამწოლი ნახვევის დადების შემდეგ, აუცილებელია ნახვევის ქვემოთ პულსისა და მგრძნობელობის შემოწმება ყოველ 10 წუთში ერთხელ სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე.
ლახტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანების და სისხლდენის გაძლიერება.







შინაგანი სისხლდენა

შინაგანი სისხლდენა ძალიან სერიოზული და ძნელად აღმოსაჩენი დაზიანებაა. ის შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ ორგანოს ტრავმის, სისხლძარღვების დაზიანების, ზოგიერთი ტიპის (ძირითადად ბარძაყის და მენჯის ძვლების) მოტეხილობის შედეგად. შემავალი ჭრილობა ასევე იწვევს შინაგან სისხლდენას. ზოგჯერ ის ვითარდება გარეგანი დაზიანების გარეშე, სპონტანურად (მაგალითად, შინაგანი სისხლდენა კუჭის წყლულიდან).

შინაგანი სისხლდენა ძალიან საშიშია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სისხლი ამ დროს არ იკარგება ადამიანის სხეულიდან, ის იკარგება სისხლის მიმოქცევის წრიდან. ამის გამო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს (ტვინს, გულს, თირკმელს) შეიძლება დააკლდეს ჟანგბადი. გარდა ამისა სისხლი, რომელიც შინაგანი სიხლდენის დროს გროვდება ადამიანის ორგანიზმის ღრუებში, იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას მათზე ზეწოლის გამო.

როდესაც ტრავმის მიღების შემდეგ აღინიშნება შოკის ნიშნები, მაგრამ არ არის სისხლის თვალსაჩინო დანაკარგი, ეჭვი უნდა მიიტანოთ შინაგან სისხლდენაზე.



შინაგანი სისხლდენის ნიშნები:
მკრთალი ფერის კანი – რადგან შინაგანი სისხლდენის დროს სისხლის დანაკარგი ძალზე მნიშვენელოვანია, ხდება სისხლის გადანაწილება და მისი დინება კანისკენ მცირდება;
ცივი, ნამიანი კანი – ასევე კანში სისხლის დინების შემცირების გამო;
ჩქარი, სუსტი პულსი – სისხლის მოცულობის შემცირების გამო გული იწყებს უფრო ხშირ შეკუმშვას, ამის გამო პულსი ხშირდება, მაგრამ ხდება სუსტი;
ტკივილი – რადგან შინაგანი სისხლდენის დროს ხდება რაიმე ორგანოს დაზიანება, დაზარალებულს ხშირადა აქვს გამოხატული ტკივილი;
წყურვილის შეგრძნება;
აგზნება, ჭირვეულობა, რომელიც შემდგომში იცვლება ცნობიერების დაბინდვითა და უგონო მდგომარეობით – ეს ნიშნები ტვინში ჟანგბადის ნაკლებობის შედეგია;
დაზიანების ადგილზე შეიძლება არსებობდეს სილსისხლჩაქცევა და შეშუპება;
დაჭიმული, შებერილი და მტკივნეული მუცელი;
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან:

- ალისფერი სისხლიანი გამონადენი სწორი ნაწლავიდან ან მუქი კუპრის ფერი განავალი;

- სისხლიანი ან ყავის ნალექის ფერის პირნაღები მასები;
სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
ხველა სისხლიანი ნახველით;
სისხლი და გამჭირვალე გამონადენი ცხვირიდან და ყურებიდან;
კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია – ფრჩხილზე თითის მოჭერის შემდეგ საწყისი ფერის დაბრუნებისათვის საჭიროა 2 წმ-ზე მეტი დრო. კაპილარული ავსების გახანგრძლივება მეტყველებს მიკროცირკულაციის დარღვევაზე.

შინაგანი სისხლდენის დროს თქვენი ძირითადი მიზანია უზრუნველყოთ დაზარალებულის დაუყოვნებლივი გადაყვანა საავადმყოფოში და შეამციროთ შოკის განვითარების რისკი.



პირველი დახმარება შინაგანი სისხლდენის დროს:

1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. შეხსენით მჭიდრო ტანსაცმელი კისერზე, გულმკერდზე, წელზე;

2. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

3. არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი, წამალი და სასმელი. თუ დაზარალებული გონზეა და აღენიშნება ძლიერი წყურვილის შეგრძნება, დაუსველეთ მას ტუჩები;

4. დაათბუნეთ დაზარალებული – გადააფარეთ საბანი ან ქსოვილი;

5. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ პულსი, სუნთქვა და ცნობიერების დონე. თუ დაზარალებული კარგავს გონებას, მოათავსეთ უსაფრთხო მდებარეობაში;

6. დააკვირდით, ხომ არ აღენიშნება დაზარალებულს სისხლიანი გამონადენი. თუ ეს შესაძლებელია გაატანეთ ამ გამონადენის ნაცხი სამედიცინო სამსახურს.



გახსოვდეთ!


შინაგანი სისხლდენა ძალიან სერიოზული და ძნელად აღმოსაჩენი დაზიანებაა.
ეჭვი მიიტანეთ შინაგან სისხლდენაზე, როდესაც ტრავმის მიღების შემდეგ აღინიშნება შოკის ნიშნები, მაგრამ არ არის სისხლის თვალსაჩინო დანაკარგი.
შინაგან სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
სასწრაფოს მოსვლამდე აუცილებლად დააწვინეთ დაზარალებული, შეამოწმეთ წნევა, პულსი და ცნობიერება, მიიღეთ შოკის საპროფილაქტიკო ღონისძიებები.





ჭრილობები



კანის ან სხეულის საფარველის ნებისმიერ დაზიანებას ჭრილობა ეწოდება. არსებობს სხვადასხვა სახის ჭრილობა:

• ნაკვეთი ჭრილობა განპირობებულია ბასრი კიდის მქონე საგანთან შეხებით, მაგალითად, შუშის ნამსხვრევით. ამ დროს ხშირად ზიანდება სისხლძარღვებიც, ამიტომ ამ ტიპის ჭრილობების დროს ვითარდება ძლიერი სისხლდენა. მტევანზე ნაკვეთი ჭრილობის დროს შესაძლებელია მყესების დაზიანება;

ნაფლეთი ჭრილობა გამოწვეულია გამგლეჯი ზემოქმედებით. ამ ტიპის ჭრილობის დროს ძლიერი სისხლდენა ნაკლებ მოსალოდნელია, მაგრამ ქსოვილების დაზიანება და სისხლჩაქცევა უფრო ინტენსიურია. ხშირია ასეთი ჭრილობის დაბინძურება მიკრობებით და აქედან გამომდინარე, მაღალია ინფიცირების რისკი;

• ნაკაწრი ჭრილობა ზედაპირულია. ხშირად ვითარდება დაცემის დროს. ჭრილობაში შესაძლებელია იყოს უცხო ნაწილაკები, რომლებიც ხშირად ინფიცირების წყაროს წარმოადგენენ;

• დაჟეჟილი ჭრილობა ვითარდება ბლაგვი საგნის ზემოქმედების გამო. ამ დროს ზიანდება სისხლძარღვები და იწყება შინაგანი სისხლდენა ქსოვილებში. დიდი ზომის დაჟეჟილი ჭრილობის დროს შესაძლებელია უფრო მძიმე, შენიღბული დაზიანება იყოს, მაგალითად, მოტეხილობა ან შინაგანი ორგანოების დაზიანება;

• ნაჩხვლეტი ჭრილობა განპირობებულია ბასრი, მცირე დიამეტრის მქონე საგნით. მისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის, მაგრამ საკმაოდ ღრმა ჭრილობა. თუ არ ხდება დაზარალებულის სხეულის დეტალური დათვალიერება, ესეთი ჭრილობა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, არადა ამ დროს საგანი ღრმად შედის სხეულში და იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას, შინაგან სისხლდენას. ასეთი ჭრილობების დროს ასევე ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი;

• ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს ტყვია ღრმად შედის სხეულში. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამომავალი ჭრილობაც იყოს, რომელიც ყოველთვის ბევრად დიდია შემავალ ჭრილობაზე. ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს ასევე ხშირია მძიმე შინაგანი დაზიანება და ინფიცირება.

ინფიციერების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია ჭრილობის დაბინძურება ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერიებით. ტეტანუსი – ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწყება მიკრობის ჭრილობაში მოხვედრის შემთხვევაში. ტეტანუსის მიკრობები ძალიან გავრცელებულია გარემოში და დიდი რაოდენობით არის მიწაში, სილაში. ჭრილობის დაბინძურების შემთხვევაში მიკრობი გამოყოფს ტოქსინს, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. უხშირეს შემთხვევაში, ტეტანუსის პირველი ნიშნებია თავის ტკივილი და საღეჭი კუნთების შეკუმშვა. შემდგომ ვითარდება კისრის, ხელების, ფეხების კუნთების შეკუმშვა (სპაზმი). დაზარალებულს ეწყება კრუნჩხვა. ტეტანუსით დაავადების შემთხვევაში ხშირად ვითარდება სიკვდილი სუნთქვაში მონაწილე კუნთების სპაზმის გამო. ტეტანუსის საპროფილაქტიკოდ ბავშვთა ასაკში ტარდება აცრა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანია პირველი დახმარების სწორი გაწევა:

• დახმარების გაწევამდე კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით. თუ შეგიძლიათ, გაიკეთეთ ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები.

• თუ ჭრილობა დაბინძურებულია, ჩამობანეთ გამდინარე წყლით, ნაზად გაამშრალეთ და დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით.

• მოწმინდეთ დაბინძურებული კანი საფენის გარშემო წყალში დასველებული ნაჭრით. დაადეთ ნახვევი. გახსოვდეთ ნახვევის ქვემოთ პულსისა და მგრძნობელობის შემოწმების აუცილებლობა.

• თუ დაზარალებულს ეწყება თავის ტკივილი, უჭირს ღეჭვა და აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები ჭრილობის არეში ან თუ ჭრილობა დიდია და დაბინძურებულია, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

• თუ ჭრილობის ზედაპირზე უცხო სხეულია, სანამ მოახდენდეთ ზეწოლას ჭრილობაზე, ჩამობანეთ გამდინარე წყლით, შემდეგ დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით და მოახდინეთ ზეწოლა ჭრილობაზე. თუ უცხო სხეული ჩარჭობილია ჭრილობაში, არ ამოიღოთ. დაფარეთ უცხო სხეული სუფთა საფენით და დაადეთ ჯვარედინი ნახვევი უცხო სხეულის ფიქსაციისათვის. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

ჭრილობა მუცლის არეში. მუცლის არეში ჭრილობის დროს შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა ან შინაგანი ორგანოების გადმოსვლა ჭრილობაში, მაგრამ უფრო ხშირია ფარული შინაგანი სისხლდენა და სხეულის ორგანოების დაზიანება.

პირველი დახმარება მუცლის არეში ჭრილობის არსებობის დროს:

1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე, მაგარ ზედაპირზე. შეუხსენით მჭიდრო ტანსაცმელი;

2. დაფარეთ ჭრილობა დიდი ზომის სტერილური საფენით და დააფიქსირეთ არამჭიდრო ნახვევით ან მწებავი ფირით. თუ საფენი იჟღინთება სისხლით დაადეთ ზემოდან კიდევ ერთი ნახვევი. თუ დაზარალებული ახველებს ან აღებინებს, მოახდინეთ ნაზი ზეწოლა ნახვევზე, რათა თავიდან აიცილოთ შინაგანი ორგანოების გადმოსვლა ჭრილობაში. თუ ჭრილობიდან გადმოსულია შინაგანი ორგანოები, მაგალითად ნაწლავები, არ შეეხოთ. არ სცადოთ მათი ჩაბრუნება მუცლის ღრუში, რადგან ამით იზრდება ამ ორგანოების დაზიანებისა და ინფიცირების რისკი. დაფარეთ ეს ორგანოები სუფთა სველი საფენით ან ცელოფანის პარკით, რათა დაიცვათ გამოშრობისაგან.

3. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

4. მუცლის არეში ჭრილობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის სწორი მდებარეობა. თუ მუცელზე განივი ჭრილობაა, დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და მოუხარეთ ფეხები მუხლის სახსარში. თუ ჭრილობა გასწვრივია, ფეხები გაშალეთ.

5. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, ჩაატარეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა.

დაზარალებულის სიცოცხლისათვის ასევე ძლიერ საშიშია შემავალი ჭრილობა გულმკერდში. ამ დროს შეიძლება განვითარდეს გულმკერდისა და მუცლის ორგანოების მძიმე დაზიანება. შემავალი ჭრილობის დროს გარემოს ჰაერი შედის გულმკერდის ღრუში და იწვევს ფილტვებზე ზეწოლას, რაც ხელს უშლის სუნთქვას. ამ დროს დაზარალებულს აღენიშნება:

§ შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში;

§ სუნთქვის გაძნელება;

§ ტკივილი სუნთქვისას;

§ ხველა სისხლიანი ნახველით;

§ კანის მონაცრისფრო-მოლურჯო შეფერილობა;

§ დამახასიათებელი ხმიანობა, რომელიც გამოწვეულია ჰაერის მოძრაობით ჭრილობაში

გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობის დროს თქვენი ძირითადი მიზანია გულმკერდის ღრუში ჰაერის შეღწევის თავიდან აცილება:

1. სწრაფად დაფარეთ შემავალი ჭრილობა თქვენი ან გონზე მყოფი დაზარალებულის მტევნით;

2. მოათავსეთ სტერილური ჰაერგაუმტარი საფენი ჭრილობაზე. დააფიქსირეთ ის სამი მხრიდან. ეს შექმნის სარქველს და თავიდან აიცილებთ ჰაერის მოხვედრას გულმკერდის ღრუში ჩასუნთქვის დროს, ხოლო მანამდემოხვედრილი ჰაერი გამოვა გულმკერდის ღრუდან ამოსუნთქვისას;

3. დროულად გამოიძახეთ გადუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზარალებული გონზეა, დასვით ნახევრადმჯდომარე მდებარეობაში. თუ დაზარალებული უგონოდაა, მოახდინეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა. მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებებისათვის. თუ ABC წესრიგშია, დააწვინეთ უსაფრთხო მდებარეობაში ისე, რომ დაზიანებული მხარე იყოს ქვემოთ. ამით თქვენ შეუქმნით დაუზიანებელ ფილტვს უფრო ხელსაყრელ პირობებს სუნთქვისათვის.



გახსოვდეთ!


• გულდასმით და დეტალურად დაათვალიერეთ ჭრილობა და სხეულის დაზიანებული ნაწილი, რათა მოხდეს ჭრილობის სახის ზუსტი დადგენა და არ გამოგვეპაროს შენიღბული დაზიანებები და დაინფიცირების წყარო;
• ნახვევის დადების შემთხვევაში მუდმივად აკონტროლეთ პულსი და მგრძნობელობა ნახვევის ქვემოთ;
• თუ ჭრილობა დიდია და დაბინძურებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს;
• დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური:
- შინაგან სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში;
- მუცლისა და გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობების დროს;
-თუ დაზარალებულს ეწყება თავის ტკივილი, უჭირს ღეჭვა და აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები ჭრილობის არეში.







ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტრავმა





ტრავმის დროს შეიძლება განვითარდეს ძვალ-კუნთოვანი სისტემის სხვადასხვა დაზიანება:

-ძვლის მოტეხილობა - მისი მთლიანობის დარღვევა;

-ძვლის ამოვარდნილობა - მისი არაბუნებრივი გადაადგილება სახსარში (ძვლების შეერთების ადგილი);

- რბილი ქსოვილების ტრავმა - კუნთების ან მყესების (აკავშირებს კუნთს ძვალთან) დაზიანება.



რბილი ქსოვილების დაზიანება

რბილი ქსოვილების დაზიანების ტიპები:

• მყესის დაჭიმვა - მყესის დაზიანება სახსართან ახლოს. ის განპირობებულია უეცარი, მოულოდნელი მოძრაობით სახსარში, რომელიც იწვევს ძვლების დაშორებას ერთმანეთისაგან და იწვევს ახლომდებარე ქსოვილების გაგლეჯას;

• კუნთის ნაწილობრივი გაგლეჯა ან დაჭიმვა;

• რუპტურა - კუნთის ან მყესის მთლიანი გახევა;

• სისხლჩაქცევა რბილ ქსოვილებში, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ინტენსიური იყოს.

რბილი ქსოვილების დაზიანების ნიშნები:

• ძლიერი ტკივილი დაზიანების არეში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს;

• მოძრაობის შეზღუდვა ან შეუძლებლობა;

• სისხლჩაქცევა ან შეშუპება დაზიანების არეში;

• დეფორმაცია დაზიანების მხარეს.



პირველი დახმარება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს.რბილი ქსოვილების დაზინებაზე ეჭვის შემთხვევაში თქვენი მიზანია შეამციროთ ტკივილი და შეშუპება და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

რბილი ქსოვილის დაზიანების დროს იმოქმედეთ RICE ალგორითმის მიხედვით:

R - REST- მოსვენება;

I - ICE- ყინული;

C - COMPRESSION - ზომიერად მჭიდრო ნახვევის დადება;

E - ELEVATION- სხეულის დაზიანებული ნაწილის ზემოთ აწევა.



პირველი დახმარების თანმიმდევრობა:

1. მოასვენეთ და დააფიქსირეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი დაზარალებულისთვის მყუდრო მდებარეობაში;

2. თუ ტრავმა ახალი განვითარებულია, დაადეთ დაზიანებულ არეზე ყინულიანი საფენი;

3. დაადეთ დაზიანებულ არეზე ზომიერად მჭიდრო ნახვევი. ნახვევის ქვეშ მოათავსეთ ბამბის ფენა ან რბილი საფენი. თუ ნახვევის დადება თვითონ არ შეგიძლიათ მიმართეთ სხვას;

4. ასწიეთ ზემოთ და ასეთ მდებარეობაში დააფიქსირეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი. ეს შეამცირებს სისხლის ნაკადსა და სისხლჩაქცევას დაზიანებულ არეში;

5. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზიანება ძალიან მსუბუქია ურჩიეთ დაზარალებულს მოასვენოს კიდური და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ექიმს.



ძვლის ამოვარდნილობა

ძვლის ამოვარდნილობა შეიძლება განპირობებული იყოს ძლიერი ძალით გარეგანი ზემოქმედებით ან კუნთთა შეკუმშვით, რომელიც იწვევს ძვლის გადაადგილებას სახსარში. ეს დაზიანება ძალიან მტკივნეულია და უფრო ხშირად ვითარდება მხრის, თითების ან ქვედა ყბის სახსრებში. ტკივილს, როგორც წესი თან სდევს, დაზიანების არეში დეფორმაცია, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა.

ამოვარდნილობის დროს თქვენი ძირითადი მიზანია სხეულის დაზიანებული ნაწილის ფიქსაცია და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.



პირველი დახმარება ამოვარდნილობის დროს:

• არ შეასწოროთ ძვალი, რადგან ამით შეიძლება გამოიწვიოთ დაზიანების გაღრმავება;

• უთხარით დაზარალებულს, არ ამოძრაოს სხეულის დაზიანებული ნაწილი და დაუფიქსირეთ იგი;

• გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

• არ ამოძრაოთ დაზარალებული, სანამ არ მოხდება დაზიანებული ნაწილის სრული ფიქსაცია;

• არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი და სასმელი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ ზუსტად დადგენა, რა სახის დაზიანებასთან გაქვთ საქმე, ჩაატარეთ მოტეხილობის ანალოგიური პირველი დახმარება.



ძვლის მოტეხილობა

არჩევენ ძვლის ღია და დახურულ მოტეხილობას:

ღია მოტეხილობისათვის დამახასიათებელია კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა. ამ დროს დაზიანებულ არეში არის ჭრილობა და სისხლდენა. ღია მოტეხილობის დროს მაღალია ინფიცირების რისკი.

დახურულ მოტეხილობასთან გვაქვს საქმე, თუ კანის მთლიანობა დაზიანებულ არეში დარღვეული არ არის. ამ დროს დაზიანებულ არეში აღინიშნება სისხლჩაქცევა და შეშუპება.

ძვლის მოტეხილობა შეიძლება იყოს განვითარებული:

1. პირდაპირი ძალის ზემოქმედების დროს - ძვლის მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს იმ ადგილას, სადაც უშუალოდ არის მიყენებული ძალა (მაგ. მანქანის დარტყმის შედეგად ვითარდება წვივის და ბარძაყის ძვლების მოტეხილობა);

2. არაპირდაპირი ძალით, მაგ. გაშლილ ხელზე ვარდნისას ხშირია ლავიწის ძვლის მოტეხილობა;

3. ძვლის მოტეხილობა შეიძლება განაპირობოს ბრუნვითმა მოძრაობამ სახსარში.









მოტეხილობისათვის დამახასიათებელია:

• ძლიერი ტკივილი დაზიანების არეში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს;

• მოძრაობის შეზღუდვა ან შეუძლებლობა (მაგალითად, სიარულის შეუძლებლობა);

• სისხლჩაქცევა, შეშუპება დაზიანების არეში;

• დეფორმაცია დაზიანების მხარეს (ხელის ან ფეხის დამოკლება, უჩვეულო მდებარეობა);

• შოკის ნიშნები.



პირველი დახმარება დახურული მოტეხილობის დროს:

1. სთხოვეთ დაზარალებულს იწვეს მშვიდად და დააფიქსირეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი მოტეხილობის ზემოთ და ქვემოთ ხელით, სანამ არ მოხდება მისი იმობილიზაცია (ფიქსაცია);

2. კარგი ფიქსაციისათვის დაამაგრეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი დაუზიანებელზე. თუ მოტეხილობა არის ხელზე დააფიქსირეთ ის სხეულზე სამკუთხა ნახვევის საშუალებით. ფეხზე მოტეხილობის არსებობისას დააფიქსირეთ დაზიანებული ფეხი მეორეზე. შეკარით კვანძები დაუზიანებელი ფეხის მხრიდან;

3. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური. თუ შესაძლებელია ჩაატარეთ შოკის პროფილაქტიკა, აუწიეთ დაზარალებულს ფეხები ზემოთ.

4. შეამოწმეთ პულსი, მგრძნობელობა და კაპილარული ავსება ნახვევის ქვემოთ ყოველ 10 წთ-ში ერთხელ. თუ სისხლის მიმოქცევა ან მგრძნობელობა დაქვეითებულია, დაადეთ ნაკლებ მჭიდრო ნახვევი.







ტრაქცია. თუ მოტეხილია ბარძაყის ძვალი და ფეხი არაბუნებრივ მდებარეობაშია (მოხრილია, მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები კუთხით განლაგებულია ერთმანეთთან), ჩაატარეთ დაზიანებული ფეხის ტრაქცია (დაჭიმვა), რათა დაუბრუნოთ მას ბუნებრივი მდებარეობა. ეს ხსნის კუნთთა დაჭიმულობას, ამცირებს ტკივილსა და სისხლდენას მოტეხილობის არეში. ტრაქციის ჩატარებისათვის ფრთხილად დაჭიმეთ ფეხი ძვლის გასწვრივ, სანამ არ იქნება შესაძლებელი მისი იმობილიზაცია. თქვენ არ მიაყენებთ დაზარალებულს ზიანს, თუ ჩაატარებთ დაჭიმვას სხეულის სიგრძივი ღერძის მიმართულებით. მაგრამ არ გააგრძელოთ დაჭიმვა, თუ ის ძლიერ ტკივილს იწვევს.



ღია მოტეხილობის დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია:

• სისხლის დანაკარგის შემცირება;

• მოძრაობისა და ინფექციის გავრცელების შესაძლებლობის შემცირება;

• გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.



პირველი დახმარება ღია მოტეხილობის დროს:

1. დროულად მოუხმეთ დახმარებას, რათა დამხმარემ ჩაატაროს სხეულის დაზიანებული ნაწილის იმობილიზაცია, სანამ თქვენ დაამუშავებთ ჭრილობას. დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით და მოახდინეთ პირდაპირი ზეწოლა სისხლდენის შეჩერების მიზნით. არ მოახდინოთ ზეწოლა უშუალოდ მოტეხილი ძვლის ფრაგმენტებზე;

2. ჭრილობაზე თითებით შეხების გარეშე, საფენის ზემოდან ფრთხილად შემოფარგლეთ დაზიანებული არე ბამბით ან სხვა სუფთა ქსოვილით და დააფიქსირეთ ის ნახვევით. თუ ჭრილობაში მოჩანს მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები, მოათავსეთ რბილი ქსოვილი ძვლის ფრაგმენტების გარშემო ისე, რომ ქსოვილი სცილდებოდეს მათ და ნახვევი არ ახდენდეს ზეწოლას ძვლის ფრაგმენტებზე. დაამაგრეთ ნახვევი ისე, რომ არ დაირღვეს სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ;

3. ჩაატარეთ მოტეხილი ძვლის იმობილიზაცია, ისევე, როგორც დახურული მოტეხილობისას;

4. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;

5. ჩაატარეთ შოკის პროფილაქტიკა. შეამოწმეთ პულსი, კაპილარული ავსება და მგრძნობელობა ნახვევის ქვემოთ ყოველ 10 წთ-ში ერთხელ.



სხვადასხვა მოტეხილობები

სახის არეში ხშირია ცხვირის, ყვრიმალის და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა. ასევე მოსალოდნელია ქვედა ყბის ამოვარდნილობა. სახის არეში მოტეხილობის დროს შესაძლებელია სასუნთქი გზების დახშობა, განპირობებული შეშუპებით, მოტეხილი კბილებით, სისხლის კოლტით ან ნერწყვით. ასევე მოსალოდნელია ქალას, კისრისა და ტვინის დაზიანება.

სახის არეში მოტეხილობის დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია – სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.



პირველი დახმარება სახის არეში მრავლობითი მოტეხილობის დროს:

• სწრაფად გახსენით სასუნთქი გზები. თუ საჭიროა გაასუფთავეთ პირის ღრუ;

• თუ დაზარალებული უგონოდაა, გადაიყვანეთ ის უსაფრთხო მდებარეობა;

• თუ დაზიანებულია ქვედა ყბა, მოათავსეთ რბილი საფენი სახის ქვეშ;

• დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;

• თუ დაზიანებულია ყვრიმალის ძვალი ან ცხვირი, გააჩერეთ სისხლდენა ცხვირიდან და სწრაფად დაადეთ დაზიანებულ არეს ცივი კომპრესი შეშუპების შემცირების მიზნით;

• თუ მოტეხილია ქვედა ყბა, მიეცით დაზარალებულს რბილი საფენი და სთხოვეთ დააფიქსიროს ქვედაყბა ხელით.



ზედა კიდურზე (ხელზე) მოტეხილობის არსებობისას დაზიანებული ძვლის ფიქსაციის საუკეთესო საშუალებაა სამკუთხა ნახვევი. თუ მოტეხილია ლავიწის ძვალი ან მტევნის ძვლები, საჭიროა ამწევი სამკუთხა ნახვევის დადება. ამისათვის:

• მოათავსეთ დაზიანებული ხელი მეორე მხარზე გულმკერდის გასწვრივ. უთხარით დაზარალებულს დააფიქსიროს ის ამ მდებარეობაში იდაყვის არეში.

• გადააფარეთ დაზიანებულ ხელს სამკუთხა ნახვევი ისე, რომ მისი ერთი კიდე გადაკიდებული იყოს ჯანმრთელი ხელის მხარზე, ხოლო სწორი კუთხე მიმართული იყოს დაზიანებული ხელის იდაყვისკენ. შეკეცეთ სამკუთხა ნახვევის ერთი კიდე დაზიანებული ხელის მტევნის ქვეშ. ამის შემდეგ შეკეცეთ სამკუთხა ნახვევის გრძელი მხარე იდაყვის ქვეშ. გადაიტანეთ სამკუთხა ნახვევის კუთხე ზურგზე და შეკარით მხარზე. დაამაგრეთ სამკუთხა ნახვევი იდაყვზე ქინძისთავით.

• მოათავსეთ რბილი საფენი გულმკერდსა და დაზიანებულ ხელს შორის. დაკეცეთ მეორე სამკუთხა ნახვევი და შეკარით გულმკერდის გასწვრივ ისე, რომ კვანძი იყოს შეკრული ჯანმრთელ გვერდზე. გამოაჩინეთ დაზიანებული ხელის ცერა თითი და ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ კაპილარული ავსება.

• თუ დაზიანებულია მტევანი, ამწევი სამკუთხა ნახვევის დადებამდე მოათავსეთ მის ქვეშ რბილი საფენი.

• ამწევი სამკუთხა ნახვევი გამოიყენება ნეკნების მოტეხილობის დროსაც. ამ შემთხვევაში გულმკერდის კედლის ფიქსაციის მიზნით დაზიანებულ მხარეს ადებენ ამწევ სამკუთხა ნახვევს.



თუ მოტეხილია მხრის, წინამხრის ძვლები ან არის ამოვარდნილობა მხრის სახსარში, ხელის იმობილიზაციისათვის გამოიყენეთ არაამწევი სამკუთხა ნახვევი. ამისათვის მოათავსეთ სამკუთხა ნახვევი გულმკერდზე ისე, რომ სწორი კუთხე მიმართული იყოს დაზიანებული ხელის იდაყვისაკენ. მოხარეთ დაზიანებული ხელი იდაყვის სახსარში სწორი კუთხით, გადმოიტანეთ სამკუთხა ნახვევის ქვედა კიდე და მიიტანეთ დაზიანებული ხელის მხართან. შეკარით კიდეები. დააფიქსირეთ ნახვევის თავისუფალი კიდეები იდაყვთან ახლოს ქინძისთავით. მოათავსეთ რბილი საფენი დაზიანებულ ხელსა და გულმკერდს შორის.

თუ მოტეხილია წინამხრის ძვლები, სამკუთხა ნახვევის შეკვრამდე ჩააფინეთ რბილი საფენი წინამხარსა და სამკუთხა ნახვევს შორის. დაკეცეთ მეორე სამკუთხა ნახვევი და შეკარით გულმკერდის გასწვრივ ისე, რომ კვანძი იყოს შეკრული ჯანმრთელ გვერდზე. გამოაჩინეთ დაზიანებული ხელის ცერა თითი და ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ კაპილარული ავსება.



მენჯის ძვლების მოტეხილობა სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებს მიეკუთვნება, რადგან იგი ძლიერი შინაგანი სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს.

მენჯის ძვლების მოტეხილობისათვის დამახასიათებელია:

§ დგომისა და სიარულის შეუძლებლობა მაშინ, როდესაც ფეხები დაზიანებული არ არის;

§ ტკივილი წელის, საზარდულისა და ბარძაყის მიდამოში, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას;

§ სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;

§ ტკივილი შარდვისას;

§ შინაგანი სისხლდენისა და შოკის ნიშნები.

მენჯის მოტეხილობაზე ეჭვის მიტანისას თქვენი ძირითადი მიზანია დაუყოვნებლივ გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.



პირველი დახმარება მენჯის ძვლების მოტეხილობის დროს:

1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და გაუსწორეთ ფეხები ან ოდნავ მოხარეთ ისინი, თუ დაზარალებული უფრო კომფორტულად გრძნობს ასე თავს;

2. მოათავსეთ რბილი საფენები ფეხებს შორის და დააფიქსირეთ ფეხები ერთმანეთზე. არ ჩაატაროთ ეს მანიპულაცია, თუ ამ დროს დაზარალებული უჩივის ტკივილს;

3. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. საჭიროებისას ჩაატარეთ პირველი დახმარება შოკის დროს.



ქვედა კიდურების ძვლების დაზიანების დროს ასევე საჭიროა დაზარალებულის ზურგზე დაწვენა და ფეხების ფიქსაცია ერთმანეთზე. ამ დროს დაუზიანებელი ფეხი მიაქვთ დაზიანებულთან. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ნახვევის დადება და ფეხის ფიქსაცია უშუალოდ დაზიანებული არის ქვემოთ და ზემოთ. ამის შემდეგ ხდება ფიქსაცია მუხლისა და ტერფის არეში. გახსოვდეთ, რომ ბარძაყის მოტეხილობის (დახურული) დროს იმობილიზაციამდე აუცილებელია ტრაქციის ჩატარება. გახსოვდეთ, თუ დაზიანება განლაგებულია სახსრის არეში, არ გაასწოროთ კიდური. სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე დააფიქსირეთ ის იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოაჩინეთ.



თავისა და ხერხემლის მიდამოს ტრავმა. თუ დაზარალებულმა მიიღო ზურგის ან კისრის ტრავმა, ყოველთვის მოსალოდნელია ხერხემლის დაზიანება. ეს უკანასკნელი ძალიან საშიშია, რადგად ამ დროს არის ზურგის ტვინის დაზიანების საშიშროება. დაზარალებულის სიცოცხლისათვის ასევე სახიფათოა თავის ქალას ტრავმები. ამიტომ თუ დაზარალებულმა მიიღო ტრავმა ზურგის, კისრის ან თავის არეში, არ ამოძრაოთ ის. დაზარალებულის მოძრაობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე თქვენ უნდა დააფიქსიროთ დაზარალებულის თავი სხეულის შუა ხაზზე. ამისათვის მოათავსეთ ხელები დაზარალებულის ყურებზე. მუდმივად აწარმოეთ თავის ფიქსაცია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე. შეიძლება სთხოვოთ თქვენს დამხმარეს, მოათავსოს დაზარალებულის კისრისა და თავის გარშემო დახვეული პირსახოცები.



გახსოვდეთ!


• არ ამოძრაოთ დაზარალებული, სანამ არ მოხდება დაზიანებული ნაწილის სრული ფიქსაცია. დაზარალებულის მოძრაობა ტრავმის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
• არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი და სასმელი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.
• ყინულის დადება უშუალოდ კანზე არ შეიძლება. ცივი საფენი ამცირებს შეშუპებას, სისხლჩაქცევასა და ტკივილს.
• თუ დაზიანება აღინიშნება სახსრის არეში, არ გაასწოროთ კიდური.
• ნებისმიერი ტრავმის დროს გახსოვდეთ ხერხემლის ტრავმის შესაძლო არსებობის შესახებ და არ გააღრმავოთ დაზიანება.
• დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მენჯის ძვლების მოტეხილობაზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან იგი სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებების რიცხვს მიეკუთვნება.





თავის ტრავმა





თავის მიდამოს ნებისმიერი ტრავმა ძალიან საშიშია და ამ დროს აუცილებელია დაზარალებულის დეტალური გამოკვლევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცნობიერება დაბინდულია, რადგან შესაძლებელია აღინიშნებოდეს ტვინის, თავის ქალაში მოთავსებული სისხლძარღვების დაზიანება ან ქალას ძვლების მოტეხილობა.



ტვინის შერყევა. ტვინი ისე არის მოთავსებული თავის ქალაში, რომ შესაძლებლია მისი მცირედ გამოხატული მოძრაობა. ამიტომ თავის არეში ძლიერი დარტყმის შედეგად შეიძლება განვითარდეს ტვინის შერყევა – ტვინის ქსოვილის გავრცელებული, მაგრამ დროებითი დაზიანება. ამ დროს დაზარალებული ხანმოკლე დროის განმავლობაში გადადის უგონო მდგომარეობაში, რის შემდეგაც მას სრულად უბრუნდება ცნობიერება.



ტვინის შერყევის ნიშნები:

• ცნობიერების ხანმოკლე ან ნაწილობრივი დაკარგვა თავის არეში ტრავმის შემდეგ;

• შესაძლებელია ასევე აღინიშნოს გულისრევა და ღებინება, მეხსიერების დაკარგვა (დაზარალებულს არ ახსოვს რა მოხდა უშუალოდ ტრავმის განვითარებამდე და უშუალოდ მის მომენტში), მსუბუქი, გავრცელებული თავის ტკივილი.



პირველი დახმარება ტვინის შერყევის დროს:

1. მოათავსეთ უგონო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერება. თუ დაზარალებულს არ უბრუნდება ცნობიერება სამი წთ-ის განმავლობაში, ეჭვი მიიტანეთ უფრო სერიოზულ დაზიანებაზე და დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზარალებულს უბრუნდება ცნობიერება სამი წუთის განმავლობაში, თვალყური ადევნეთ ცნობიერების შეცვლას, მიუხედავად დაზარალებულის დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობისა;

2. თუ ტვინის შერყევა განვითარდა ვარჯიშის ან თამაშის დროს, არ მისცეთ დაზარალებულს თამაშის გაგრძელების საშუალება ექიმის ნებართვის გარეშე;

3. ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს ექიმს, თუ დაზიანების შემდეგ მას აღენიშნება თავის ტკივილი, საერთო სისუსტე ან თუ ის ცუდად გრძნობს თავს.



ქალას ძვლების მოტეხილობა. თავის არეში ჭრილობის არსებობისას ეჭვი მიიტანეთ ქალას ძვლების მოტეხილობაზე. დაზარალებული შეიძლება იყოს გონზე ან უგონო მდგომარეობაში. ქალას ÞÅძვლების მოტეხილობა ძალიან საშიშია, რადგან ამ დროს ხშირია ტვინის დაზიანება, გარდა ამისა ქალას მოტეხილობის დროს იქმნება ხელსაყრელი პირობები ქალაში ინფექციის გავრცელებისათვის. თუ თავის ტრავმის შემდეგ აღინიშნება გამჭვირვალე ან სისხლიანი გამონადენი ყურიდან ან ცხვირიდან, ეს მძიმე დაზიანების მანიშნებელია.

ეჭვი მიიტანეთ ქალას ძვლების მოტეხილობაზე, თუ თავის ტრავმის მერე დაზარალებული გადადის უგონო მდგომარეობაში. გაითვალისწინეთ ასევე, რომ თავის არეში ძლიერი დარტყმის შედეგად შეიძლება განვითარდეს კისრის ტრავმაც.



ქალას ძვლების მოტეხილობის ნიშნები:

• ჭრილობა ან სისხლჩაქცევა თავზე;

• ქალას დეფორმაცია;

• ცნობიერების დაბინდვა;

• გამჭვირვალე ან სისხლიანი გამონადენის არსებობა ყურიდან ან ცხვირიდან;

• სისხლჩაქცევა თვალში;

• სახის ასიმეტრიულობა.



ქალას ძვლების მოტეხილობის დროს თქვენი მიზანია – საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება, სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება, სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.



პირველი დახმარება ქალას ძველების მოტეხილობის დროს:

1. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და პულსი. მზად იყავით საჭიროების შემთხვევაში სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებლად. გადაიყვანეთ იგი უსაფრთხო მდებარეობაში. თუ ეჭვი მიიტანეთ ხერხემლის ტრავმაზე, ჩაატარეთ ხერხემლის კისრის ნაწილის იმობილიზაცია და ეცადეთ არ ამოძრაოთ დაზარალებული;

2. თუ დაზარალებული გონზეა, დააწვინეთ ის ზურგზე ისე, რომ თავი და მხრები ოდნავ აწეული ჰქონდეს. თუ მას აღენიშნება გამონადენი ყურიდან, დააწვინეთ დაზარალებული ისე, რომ დაზიანებული ყური ქვემოთ იყოს მოთავსებული. დაფარეთ სტერილური ან სუფთა საფენით და დააფიქსირეთ არამჭიდრო ნახვევით;

3. თუ თავის თმიანი ნაწილიდან აღინიშნება სისხლდენა, დროულად შეაჩერეთ ის. დაწვრილებით ჩაატარეთ მეორადი დათვალიერება და აღმოუჩინეთ პირველი დახმარება ყველა არსებული დაზიანებისათვის;

4. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

5. გადაამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერება ყოველ 10 წთ-ში ერთხელ სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე.



გახსოვდეთ!
• თავის არეში ჭრილობის არსებობისას ყოველთვის მიიტანეთ ეჭვი თავის ტრავმაზე.
• თავის მიდამოს ტრავმის გამო განვითარებული სერიოზული დაზიანების გარეგანი გამოვლინება შეიძლება მინიმალური იყოს.
• ცნობიერების დაბინდვა შეიძლება ნიღბავდეს სხვა დაზიანებას, ამიტომ დაწვრილებით დაათვალიერეთ დაზარალებული.
• გახსოვდეთ, რომ თავის ტრავმა შეიძლება განვითარდეს უგონო მდგომარეობის გამო, მაგრამ თვით უგონო მდგომარეობის მიზეზი შეიძლება სხვა იყოს.


თვალის დაზიანება


თვალის ტრავმა (სისხლჩაქცევა, ჭრილობა) შესაძლებელია განვითარდეს ბლაგვი ან მახვილი საგნით დარტყმის შედეგად. თვალისყველა დაზიანება საყურადღებოა. თვალის ზედაპირული ჭრილობაც კი შესაძლებელია გახდეს ინფექციის გავრცელების ან მხედველობის დაკარგვის/დაქვეითების მიზეზი. თვალში შემავალი ჭრილობების დროს შესაძლებელია თვალის კაკლის დაზიანება და მასში არსებული სითხის დაღვრა ჭრილობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაზიანება მძიმეა, თუ პირველი დახმარება დროულად და სწორედ იქნება გაწეული, შესაძლებელია მხედველობის შენარჩუნება.
თვალის დაზიანებისათვის დამახასიათებელი ნიშნები:
ძლიერი ტკივილი დაზიანებულ თვალში, თვალების უნებლიე დახუჭვა;
თვალის დათვალიერებისას შესაძლებელია აღმოჩენილი იყოს ჭრილობა;
სისხლჩაქცევა დაზიანების მხარეს;
მხედველობის ნაწილობრივი ან მთლიანი დაკარგვა;
თვალის კაკლიდან სისხლის ან გამჭირვალე სითხის გადმოსვლა.

თვალის დაზიანების დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია – შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება და დაზარალებულის დროული გადაყვანა საავადმყოფოში. პირველი დახმარება თვალის ჭრილობის დროს:
დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და წამოუწიეთ წინ თავი. ეს არის საუკეთესო მდებარეობა თვალის დაზიანების დროს. დააფიქსირეთ დაზარალებულის თავი თქვენი ხელებით;
აუხსენით დაზარალებულს, რომ არ ამოძრაოს თვალები. ჯანსაღი თვალის მოძრაობა გამოიწვევს დაზიანებული თვალის მოძრაობას და ხელს შეუწყობს დაზიანების გაღრმავებას;
მოათავსეთ დაზიანებულ თვალზე სუფთა საფენი, ეს დაიცავს მას მოძრაობასა და ინფიცირებისაგან;
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ან უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში.

თვალის ქიმიური დამწვრობა. საქმიანობის დროს ხშირია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა თვალში. თუ ამ დროს არ იქნება დროულად გაწეული პირველი დახმარება, შეიძლება განვითარდეს თვალის მძიმე დაზიანება (დამწვრობა, ნაწიბური, სიბრმავე). თვალის ქიმიური დამწვრობის დროს დაზარალებულს შეიძლება აღენიშნებოდეს ძლიერი ტკივილი, დაზიანებული თვალის გახელის შეუძლებლობა, სიწითლე და შეშუპება თვალის გარშემო, ცრემლდენა. ასეთი სახის დაზიანებისას შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება იპოვოთ ქიმიური ნივთიერების კონტეინერი ან ქილა.

თვალის ქიმიური დამწვრობის დროს თქვენი მიზანია - სასწრაფოდ მოაშოროთ ქიმიური ნივთიერება და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.

პირველი დახმარება თვალის ქიმიური დამწვრობის დროს:

1. არ მისცეთ დაზარალებულს თვალის დაზელვის, თვალის ლინზების ამოღების საშუალება. ჩამობანეთ დაზიანებული თვალი ცივი გამდინარე წყლით 30 წთ-ის განმავლობაში. ჩამობანის დროს წყლის მიმართულება უნდა იყოს თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთა კუთხის მიმართულებით. დარწმუნდით, რომ კარგად ჩამობანეთ ორივე ქუთუთო. ამ პროცედურის დროს მიაქციეთ ყურადღება, რომ დაბინძურებული წყალი არ მოხვდეს დაზარალებულის ან თქვენ კანზე. თუ დაზარალებულს თვალი დახუჭული აქვს, ფრთხილად გადაუწიეთ ქუთუთოები და ჩამობანის დროს დატოვეთ თვალი ღიად. დაფარეთ დაზიანებული თვალი სუფთა საფენით. თუ სამედიცინო დახმარების გაწევა ყოვნდება დააფიქსირეთ საფენი ნახვევით;

2. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ან უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში; ზოგჯერ თვალის დამწვრობა გამოწვეულია ძლიერი ნათებით (მაგალითად, შედუღების ნათებით, ულტრაიისფერი სხივებით). ამ დროს მკეთრად გამოხატულია ძლიერი ტკივილი ორივე თვალში, წვის, “სილის” შეგრძნება თვალებში, სინათლის აუტანლობა, თვალების სიწითლე და ცრემლდენა. გაამხნევეთ დაზარალებული ასეთ შემთხვევაში, დაფარეთ დაზიანებული თვალები სუფთა საფენით და უზრუნველყავით მისი გადაყვანა საავადმყოფოში.

უცხო სხეული თვალში. თვალის კაკლის თეთრ გარსზე (სკლერაზე) მოთავსებული მტვერის, წამწამის, თვალის ოპტიკური ლინზის ამოღება ხშირად ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. მაგრამ, თუ რაიმე უცხო სხეული თვალის კაკლის ან ფერადი გარსის ქსოვილებშია, მისი ამოღება არ შეიძლება.

თვალში უცხო სხეულის არსებობისას დაზარალებულს შეიძლება აღენიშნებოდეს მხედველობის დაბინდვა, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება თვალში, შეწითლება და ცრემლდენა, თვალის უნებლიე დახუჭვა.



პირველი დახმარება თვალში უცხო სხეულის არსებობისას:

1. ურჩიეთ დაზარალებულს არ დაიზილოს თვალი. დასვით ისე, რომ თვალი კარგად იყოს განათებული. არ ახლოთ ხელი უცხო სხეულს, რომელიც ფიქსირებულია თვალის კაკალში ან მოთავსებულია ფერად გარსზე;

2. გადაწიეთ ქუთუთოები საჩვენებელი და ცერა თითებით, კარგად დაათვალიერეთ დაზიანებული თვალი. თვალის კარგი დათვალიერების მიზნით სთხოვეთ დაზარალებულს ამოძრაოს თვალი მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. თუ უცხო სხეული ფიქსირებულია თვალის კაკალში ან მოთავსებულია ფერად გარსზე, დაფარეთ ორივე თვალი (დაზიანებული და ჯანსაღი) სუფთა საფენით. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ შემდგომ დაზიანებას. უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში;

3. თუ თვალის დათვალიერებისას აღმოაჩინეთ უცხო სხეული, რომელიც მოთავსებულია სკლერაზე და არ არის ფიქსირებული თვალის კაკალში, ჩამობანეთ დაზიანებული თვალი სუფთა გამდინარე წყლით;

4. თუ ზემოთ აღნიშნული მანიპულაცია უშედეგოა, ამოიღეთ ის სველი სუფთა საფენით ან ცხვირსახოცის ან სხვა ქსოვილის კუთხით. თუ უცხო სხეული მოთავსებულია ზედა ქუთუთოს ქვეშ, უთხარით დაზარალებულს, მოკიდოს ხელი წამწამებს და წამოწიოს ზედა ქუთუთო ქვემოთ. ზოგჯერ ასევე ეფექტურია თვალის რამდენჯერმე დახუჭვა წყალში. თუ ამ მეთოდების გამოყენებით უცხო სხეულის ამოღება არ ხერხდება, დაფარეთ ორივე თვალი სუფთა საფენით და უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში.



თვალის დაზიანება ელექტრული რკალის ზემოქმედებით. ელექტრულ რკალს ახლავს მძლავრი სხივური ენერგიის გამოსხივება. ელექტრონული ნათებისას წარმოქმნილი სხივების თვალზე ხანგრძლივი ზემოქმედებით ვითარდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც შესაძლოა მხედველობის დაქვეითებით ან დაკარგვით დასრულდეს. სინათლის აღმქმელი რეცეპტორების ზეზღრუბლოვანი გაღიზიანების გამო ვითარდება თვალის ქსოვილების და გარსების ანთება.

ელექტრონული რკალის ზემოქმედებით თვალის დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პირველი დახმარება აღნიშნულ შემთხვევაში ანალოგიურია დახმარებისა თვალის ჭრილობისას (1, 2, 3, 4 საფეხურები).



გახსოვდეთ!


• თვალის ყველა დაზიანება საყურადღებოა.
• თუ დროულად და სწორად გაუწევთ პირველი დახმარებას თვალის დაზიანების დროს, შეიძლება ადამიანს შეუნარჩუნოთ მხედველობა.
• თვალის ჩამობანის დროს წყლის მიმართულება უნდა იყოს თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთა კუთხის მიმართულებით.
• თუ უცხო სხეული ფიქსირებულია თვალის კაკალში ან მოთავსებულია ფერად გარსზე არავითარ შემთხვევაში არ ახლოთ ხელი მას.
• თვალზე მანიპულაციების ჩატარებისას აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები.
• დროულად უზრუნველყავით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება.


პირველი დახმარება სხვადასხვა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების დროს

• დამწვრობა

• მოყინვა

• ჰიპერთერმია

• ჰიპოთერმია

• წყალში დახრჩობა

• ელექტროტრავმა

• რადიაციული დაზიანება









დამწვრობა

დამწვრობა შეიძლება განვითარდეს ცხელი საგნების ან ორთქლის ზემოქმედების (თერმული დამწვრობა), კანზე ქიმიური ნივთიერების მოხვედრის (ქიმიური დამწვრობა), დენის ზემოქმედების (ელექტრული დამწვრობა), აგრეთვე რადიოაქტიური ნივთიერების ან მზის სხივების ზემოქმედების შედეგად (რადიაციული დამწვრობა).

დამწვრობის დროს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად დაზიანებულ არეში ვითარდება ქსოვილების დაზიანება და შეშუპება, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს. გარდა ამისა, ხდება სითხის გადასვლა სისხლძარღვებიდან ქსოვილებში. ეს ამცირებს ცირკულაციაში არსებული სისხლის რაოდენობას და შესაბამისად მცირდება ჟანგბადის მიწოდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. დაზიანებულ არეში ქსოვილების დაზიანების შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები ანუ ტოქსინები. ეს ნივთიერებები ორგანიზმიდან თირკმელებმა უნდა გამოყონ, ამიტომ დიდ ფართზე დამწვრობისას ხშირია თირკმლების ფუნქციის მოშლა. კანის დაზიანება ხელს უწყობს ინფექციის შეჭრას ორგანიზმში.

იმისათვის, რომ შეგვეძლოს დამწვრობის დროს პირველი დახმარების სწორად აღმოჩენა, უნდა განვსაზღვროთ დამწვრობის სიმძიმე, რაც დამოკიდებულია დაზიანების სიღრმეზე და დაზიანების ფართზე (სხეულის ზედაპირის რა ნაწილზე ვრცელდება დაზიანება).

დაზიანების სიღრმის მიხედვით არჩევენ სამი ხარისხის დამწვრობას: ზედაპირულს, არასრულშრეობრივს და სრულშრეობრივს.

ზედაპირული დამწვრობისათვის დამახასიათებელია სიწითლე, ტკივილი, შეშუპება. ამ დროს კანის მთლიანობა აღდგება ნაწიბურის განვითარების გარეშე.

არასრულშრეობრივი დამწვრობის დროს აღინიშნება კანის მოთეთრო-მოწითალო შეფერილობა, კანის ზედაპირი ნამიანია და გაუხეშებული. დაზიანებულ არეში წარმოიქმნება ბუშტუკები. პირველი 2 დღის განმავლობაში დაზარალებულს აღენიშნება ძლიერი ტკივილი.


სრულშრეობრივი დამწვრობის დროს ზიანდება კანი მთელ სიღრმეზე, შეიძლება დაზიანდეს ქვეშმდებარე კუნთები, ძვლები. კანი ამ დროს მშრალი და უხეშია, თეთრი, მუქი ყავისფერი ან ნახშირის ფერი. მგრძნობელობა შემცირებულია ან სრულიად გამქრალია.

დამწვრობის ფართის განსაზღვრისათვის მიღებულია მარტივი ე.წ. “ცხრიანის” წესი,რომლის მიხედვითაც მოზრდილის თავი და კისერი წარმოადგენს კანის ზედაპირის 9%, ტორსის წინა და უკანა ზედაპირი – 18%-18%, მუცლის წინა ზედაპირი - 9%, წელისა და დუნდულოს მიდამო – 9%, ხელები – თითეული 9%, ფეხები – 18-18% და გარეთა სასქესო ორგანოები – 1%.თუ დაზარალებულის სხეულზე არის დამწვრობის რამოდენიმე უბანი, რომელიც არ ფარავს მთლიანად სხეულის აღნიშნულ ნაწილებს, დამწვრობის ფართის განსაზღვრისათვის შეიძლება ვისარგებლოთ ხელისგულით, რომლის ფართი სხეულის 1%-ია. რაც უფრო მეტია დაზიანების ფართი, მით უფრო მძიმეა დაზარალებულის ზოგადი

მდგომარეობა.

მოქმედების ტაქტიკა დამწვრობის სიმძიმის გათვალისწინებით:

თუ დაზარალებული მოზრდილი ადამიანია და მას აღენიშნება:
არასრულშრეობრივი დამწვრობა, რომელიც აღემატება სხეულის ზედაპირის 1%-ს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს;
არასრულშრეობრივი დამწვრობა, რომელიც აღემატება სხეულის ზედაპირის 9%-ს, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება, და დაზარალებულის მოთავსება საავადმყოფოში;
სრულშრეობრივი დამწვრობა, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება და დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში;
თუ დამწვრობა მიიღო ბავშვმა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.



პირველი დახმარება დამწვრობის დროს:

• შემთხვევის ადგილზე გახსოვდეთ პირადი და დაზარალებულის უსაფრთხოების დაცვა. თუ დაზარალებული ალმოდებულ შენობაშია, დროულად გამოიძახეთ სახანძრო სამსახური. გახსოვდეთ, რომ დამწვრობის დროს საშიშია კვამლის შესუნთქვა, ამიტომ თუ ოთახში კვამლია და მისი სწრაფი განიავება შეუძლებელია, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას, სუფთა ჰაერზე. გახსოვდეთ ასევე, რომ დამწვრობა შეიძლება გამოწვეული იყოს ელექტრული დენით ან ქიმიური ნივთიერებით. თუ დაზარალებულზე იწვის ტანსაცმელი, არ დაიწყოთ მისი სხეულის გადაგორება, გადაასხით სხეულს წყალი. თუ ამის საშუალება არა გაქვთ, გადააფარეთ სხეულს არასინთეტიკური ქსოვილი, ეს შეაჩერებს წვას;

• შეამოწმეთ დაზარალებულის ცნობიერება. ჩაატარეთ ABC-ს კონტროლი და უზრუნველყოფა;

• გახსოვდეთ, რომ დამწვრობის დროს შესაძლებელია ცხელი აირების ჩასუნთქვა, რაც იწვევს სასუნთქი გზების დამწვრობას. სასუნთქი გზების კედელი იწყებს შეშუპებას და იწყება მათი ობსტრუქცია, რაც სიცოცხლისათვის საშიშია. ამიტომ, თუ დაზარალებულს აღენიშნება გაძნელებული ხმაურიანი სუნთქვა, დამწვრობა სახის ან კისრის არეში, სახისა და ცხვირის თმიანი საფარველის შეტრუსვა, პირის ღრუსა და ტუჩების შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ხველა, ხრინწიანი ხმა - ეჭვი მიიტანეთ სასუნთქი გზების დამწვრობაზე და დაუყოვნებლივ დარეკეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახურში. რადგან ასეთ დროს აუცილებელია დაზარალებულის დროული გადაყვანა საავადმყოფოში;

• აუცილებელია დროულად დაიწყოთ დამწვარი არის გაგრილება ცივი წყლით. ეს შეამცირებს ადგილობრივად ტემპერატურას და შეამცირებს შეშუპებასა და ტკივილს. ჩამობანეთ დაზიანებული არე წყლით: თერმული, ელექტრული, დამწვრობის დროს სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში, ქიმიური დამწვრობის დროს – კი 30 წუთის განმავლობაში;

• დაზიანებული არედან მოაშორეთ ტანსაცმელი და ნებისმიერი სხვა საგანი, რომელსაც შეუძლია სისხლის მიმოქცევის შეფერხება. არ მოაშოროთ ტანსაცმლის ნაწილაკები, რომლებიც მიკრულია დაზიანებულ არეზე;

• დაფარეთ დაზიანებული არე სტერილური ნახვევით. ამით შემცირდება დაინფიცირების ალბათობა;

• საჭიროების შემთხვევაში დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. მის მოსვლამდე მუდმივად შეამოწმეთ სუნთქვა და პულსი, მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის.



გახსოვდეთ!

დამწვრობის დროს არ შეიძლება:
• დაზიანებული არიდან ტანსაცმლის ნაწილაკების აშრევება, რადგან ამით შესაძლებელია დაზიანების გაღრმავება;
• ბუშტუკების მთლიანობის დარღვევა, რადგან ზიანდება კანის საფარველი და იქმნება ხელსაყრელი პირობები ორგანიზმში ინფექციის შეჭრისათვის;
• დაზიანებული არის დასამუშავებლად არ გამოიყენოთ მალამოები, ლოსიონები, ზეთები;
• ქიმიური დამწვრობის დროს დაზიანებული არის დამუშავება მანეიტრალებელი ხსნარებით. მაგ. ტუტეთი განპირობებული დამწვრობის დამუშავება მჟავათი.

ჰიპერთერმი
ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურაა 360 - 370C. იმისათვის რომ მოხდეს სიცივეში სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება, ორგანიზმში მატულობს სითბოს წარმოქმნა და მცირდება მისი გაცემა, ხოლო სიცხეში ხდება პირიქით – იმატებს სითბოს გაცემა გარემოში. იმ შემთხვევაში, როცა სხეულის ზოგადი ტემპერატურა მნიშვნელოვნად მატულობს ან ქვეითდება, ადამიანის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას.
ადამიანის ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია ანუ სხეულის ზოგადი ტემპერატურის მომატება. ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა - მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში მზეზე ყოფნისას.

ჰიპერთერმიის ხელშემწყობი ფაქტორებია:
• გარემოს მაღალი ტემპერატურა;
• გარემოს მომატებული ტენიანობა;
• აქტიური ფიზიკური დატვირთვა;
• ასაკი - მოხუცებში და ბავშვებში ჰიპერთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება.
ჰიპერთერმიის დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ოფლი და ორგანიზმიდან იკარგება სითხე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ჰიპერთერმიისათვის დამახასიათებელი ნიშნები მრავალფეროვანია:
• სხეულის ტემპერატურის მომატება (400 C-მდეც კი!!!);
• ხშირი და სუსტი პულსი;
• ხშირი, ზედაპირული სუნთქვა;
• შეიძლება გამოიხატოს აგზნება, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, ძილიანობა. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ცნობიერების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა;
• უმადობა, გულისრევა და ღებინება;
• თავის ტკივილი;
• მკრთალი ან მოწითალო ფერის ნამიანი კანი;
• ძლიერი ოფლიანობა;

ჰიპერთერმიის დროს თქვენი ძირითადი მიზანია – დააქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.


პირველი დახმარება ჰიპერთერმიის დროს:
1. თუ დაზარალებული გონზეა, სწრაფად გადაიყვანეთ დაზარალებული გრილ ადგილას. გახადეთ ტანსაცმელი. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;
2. დაიწყეთ დაზარალებულის გაგრილება. ამისათვის მოათავსეთ დაზარალებულის გარშემო ვენტილატორები ან შეახვიეთ ის სველ ზეწარში. პერიოდულად დაასველეთ ზეწარი წყლით. მას შემდეგ რაც სხეულის ტემპერატურა ჩამოვა 37.50C -მდე, შეცვალეთ სველი ზეწარი მშრალით;
3. მიეცით დაზარალებულს ცივი წყალი დასალევად;
4. თუ დაზარალებული უგონოდაა, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. თუ ცირკულაციის ნიშნები და სუნთქვა არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. თუ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არ არის დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.

გახსოვდეთ!


მოხუცებსა და ბავშვებში ჰიპერთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება.
ჰიპერთერმიის დროს თქვენი ძირითადი მიზანია დააქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.



ჰიპოთერმია
ადამიანის ორგანიზმზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისას ვითარდება გადაციება ანუ ჰიპოთერმია.

ჰიპოთერმიაზე მიუთითებენ მაშინ, როდესაც სხეულიხ ტემპერატურა ქვეითდება 350C-მდე და უფრო მეტად. ჰიპოთერმია წყალში ვითარდება 25-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჰაერზე ყოფნისას. ჰიპოთერმია უფრო სწრაფად უვითარდებათ ბავშვებსა და მოხუცებს.



ჰიპოთერმიის დამახასიათებელი ნიშნებია:

• კანკალი (გახსოვდეთ კანკალი არ არის მუდმივი/მყარი ნიშანი);

• შეხებით ცივი, მკრთალი ფერის, მშრალი კანი;

• ძილიანობა, საერთო სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, მძიმე შემთხვევაში უგონო მდგომარეობა;

• იშვიათი, ზერელე სუნთქვა;

• იშვიათი, სუსტი პულსი;

• მძიმე შემთხვევებში გულის გაჩერება.



პირველი დახმარება ჰიპოთერმიის დროს:

1. გადაიყვანეთ დაზარალებული ცივი გარემოდან. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;

2. თუ დაზარალებულის ტანსაცმელი სველია, ფრთხილად გახადეთ, გაამშრალეთ დაზარალებული და შეახვიეთ თბილ საბანში;

3. არ მისცეთ დაზარალებულს სიარულისა და მოძრაობის უფლება. მისი გადაყვანისას იმოქმედეთ ძალიან ნელა, რადგან მკვეთრი მოძრაობისას ჰიპოთერმიის დროს შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერება. დაათბუნეთ დაზარალებული;

4. არ გამოიყენოთ დაზარალებულის გასათბობად სათბურები ან სხვა ადგილობრივი გამათბობლები. აუცილებელია დაზარალებულის სხეულის თანაბარი თანდათანობით გათბობა !!!

5. თუ დაზარალებელი გონზეა, მიეცით მას თბილი სასმელი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება ჩაის, ყავის და ალკოჰოლის მიცემა;
6. თუ დაზარალებული უგონოდაა - გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. თუ ცირკულაციის ნიშნები და სუნთქვა არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. თუ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არ არის დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.





გახსოვდეთ!


• მოხუცებსა და ბავშვებში ჰიპოთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება.

• ჰიპოთერმიის დროს აუცილებელია დაზარალებულის სხეულის თანაბარი, თანდათანობითი გათბობა. ამისათვის არ გამოიყენოთ დაზარალებულის გასათბობად სათბურები ან სხვა ადგილობრივი გამათბობლები.

მოყინვა
ცივ გარემოში ყოფნისას დიდია მოყინვის განვითარების საშიშროება. მოყინვა ადვილად ვითარდება სხეულის წარზიდულ ნაწილებში (ცხვირი, ყურები, სახე, თითები). დაზიანებული არე მკვეთრად განსხვავდება ნორმალურისაგან. მგრძნობელობა დაზიანებულ არეში ხშირად დაქვეითებულია ან საერთოდ არ აღინიშნება. შესაძლებელია შეშუპებისა და ბუშტუკების განვითარება. მსუბუქი მოყინვისათვის დამახასიათებელია წვის, ჩხვლეტის შეგრძნება, დაზიანებული ადგილის დაბუჟება, გაფერმკრთალება ან გალურჯება.



პირველი დახმარება მოყინვის დროს:
ძალიან ფრთხილად გახადეთ დაზარალებულს ხელთათმანები, მოაცილეთ სამკაულები (თუ ხელია მოყინული) ან ფეხსაცმელი (თუ დაზიანებულია ფეხი). გაათბეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი თქვენი ხელებით. მოყინვის დროს არ შეიძლება მოყინული ნაწილის დაზელვა ან მასაჟი, - ამით შეიძლება გააღრმავოთ დაზიანება;
ეცადეთ, გადაიყვანოთ დაზარალებული სითბოში, მაგრამ გახსოვდეთ - არ შეიძლება მოყინული ადგილის სწრაფი გათბობა, ამიტომ არ დაადოთ მოყინულ მიდამოს სათბური, ბოთლები ცხელი წყლით, არ დასვათ დაზარალებული სითბოს წყაროსთან ან ცეცხლთან ძალიან ახლოს;
თუ მოყინულ არეს სწრაფად არ უბრუნდება ნორმალური ფერი, მოათავსეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი თბილ წყალში, შემდეგ გაამშრალეთ და დაადეთ არამჭიდრო ნახვევი. თუ მოყინულ ადგილებზე განვითარდა ბუშტუკები, არ დაარღვიოთ მათი მთლიანობა;
ასწიეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი ზემოთ, ეს შეამცირებს შეშუპებასა და ტკივილს.





გახსოვდეთ!



• მოყინვის დროს არ შეიძლება ბუშტუკების მთლიანობის დარღვევა, დაზიანებული არის მასაჟი და დაზელვა, სითბოს დადება დაზიანებულ არეზე და დაზიანებული კიდურის მოძრაობა.









წყალში დახრჩობა





წყალში დახრჩობის დროს სიკვდილის მიზეზი ყოველთვის არ არის წყლით სასუნთქი გზების დახშობა. წყალში დახრჩობის დროს სიკვდილი შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერებით ან წყალში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნით განვითარებული ჰიპოთერმიით. ზოგჯერ სასუნთქ გზებში წყალი მინიმალური რაოდენობითაა და სითხე, რომელიც გამოდის პირიდან, არის კუჭში მოხვედრილი წყალი. პირველი დახმარების გაწევის დროს ამ წყლის ამოღების მცდელობამ შეიძლება გააუარესოს დაზარალებულის მდგომარეობა.



პირველი დახმარება წყალში დახრჩობის დროს:

1. თუ თქვენ ხედავთ, რომ ვინმე იხრჩობა წყალში, გახსოვდეთ, თქვენი მიზანია დაეხმაროთ ადამიანს ნაპირზე გამოსვლაში ისე, რომ თქვენი საკუთარი სიცოცხლე არ ჩააყენოთ საფრთხეში. ეცადეთ დარჩეთ ნაპირზე დაგადაუგდოთ დაზარალებულს ბაწარი ან გაუწოდოთ ხელი, ჯოხი. არ შეხვიდეთ წყალში, თუ არ არის ამის უკიდურესი აუცილებლობა. დაზარალებულის წყლიდან გამოყვანის დროს ეცადეთ, რომ მისი თავი გულმკერდზე ქვემოთ იყოს, ეს ხელს შეუწყობს წყლის გადმოსვლას სასუნთქი გზებიდან;

2. დაზარალებულის ნაპირზე გამოყვანის შემდეგ, დააწვინეთ ის ზურგზე, შეამოწმეთ ცნობიერების დონე. თუ დაზარალებული უგონოდაა, გადაუწიეთ თავი უკან და ასწიეთ ნიკაპი წინ და ზემოთ. გახსოვდეთ, რომ წყალში დახრჩობისას დაზარალებულმა შეიძლება მიიღოს თავის და კისრის ტრავმა;

3. სასუნთქი გზების გახსნის შემდეგ შეამოწმეთ სუნთქვა “3 ვ-ს” პრინციპით 10 წმ-ის განმავლობაში. თუ სუნთქვა არ არის, გააკეთეთ ორი საკონტროლო ჩაბერვა. თუ ორი საკონტროლო ჩაბერვის დროს თქვენ ხედავთ, რომ გულმკერდის კედელი არ მოძრაობს. ე.ი. სასუნთქ გზები დახშულია წყლით და თქვენ უნდა მოახდინოთ მისი გამოდევნა. ამისათვის აწარმოეთ 15 ზეწოლა გულმკერდის ძვლის ქვედა მესამედზე .ამ მეთოდით თქვენ გამოიწვევთ წყლის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან და გაათავისუფლებთ მათ. შესაძლებელია ამის შემდეგ დაზარალებულმა დაიწყოს სუნთქვა. თუ სუნთქვა კვლავ არ არის, ორი ეფექტური საკონტროლო ჩაბერვის (გულმკერდის კედლის მოძრაობა არის) შემდეგ შეამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები (სუნთქვა, ხველება, მოძრაობა). თუ დაზარალებულს ცირკულაციის ნიშნები არ აღენიშნება, დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. თუ ციკულაციის ნიშნები არის, ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა. თუ გყავთ დამხმარე, დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური (ABC შემოწმებისთანავე). თუ ხართ მარტო, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას 10 ჩაბერვის შემდეგ ან გულ-ფილტვის რეანიმაციის 1 წუთის განმავლობაში ჩატარების შემდეგ;

4. თუ დაზარალებული გონზეა ან სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები აღსდგა, გახადეთ დაზარალებულს სველი ტანსაცმელი და დაათბუნეთ ის. თუ ის კვლავ უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ სუნთქავს და აქვს ცირკულაციის ნიშნები, გადაიყვანეთ უსაფრთხო მდებარეობაში;

5. გახსოვდეთ, რომ თუ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უნდა ურჩიოთ მას მიმართოს ექიმს. ეს აუცილებელია, რადგან სასუნთქ გზებში და ფილტვებში წყლის მოხვედრის გამო, მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია რამოდენიმე საათში.





გახსოვდეთ!


წყალში დახრჩობის დროს პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, თუ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაინც უნდა ურჩიოთ მას მიმართოს ექიმს, რადგან სასუნთქ გზებში და ფილტვებში წყლის მოხვედრის გამო შესაძლებელია მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესება რამოდენიმე საათში.






ელექტროტრავმა ელექტრული დენის ორგანიზმში გავლისას:
ირღვევა გულის ქსოვილის ელექტრული აქტივობა (რაც უმნიშვნელოვანესი პირობაა გულის ნორმალური მუშაობისათვის), რის შედეგადაც ვითარდება გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება;
ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემაც, რაც შეიძლება გახდეს სუნთქვის გაჩერების მიზეზი;
ვითარდება დამწვრობა, რომელიც ლოკალიზებულია ელექტრული დენის ადამიანის ორგანიზმში შესვლისა და გამოსვლის ადგილებში.
ელექტროტრავმის მიღების შემდეგ ვითარდება კუნთების ძლიერი სპაზმი (შეკუმშვა), რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის დენის წყაროდან დაზარალებულის მოცილებას, ამიტომ შემთხვევის ადგილზე თქვენი მისვლისთანავე უნდა ეცადოთ გამორთოთ დენის წყარო თუ ეს თქვენთვის უსაფრთხოა!



არჩევენ ელექტროტრავმის სამ სახეს:
¨ მაღალი ძაბვის დენით გამოწვეული;
¨ დაბალი ძაბვის დენით გამოწვეული;
¨ ელვის/მეხის ზემოქმედებით გამოწვეული.


მაღალი ძაბვის დენით გამოწვეული ელექტროტრავმის დროს განვითარებული დაზიანება უმრავლეს შემთხვევაში სასიკვდილოა. ამ დროს ვითარდება მძიმე დამწვრობა, რადგან სხეულზე მოქმედებს 20000C - 40000C ტემპერატურა. კუნთთა ძლიერი შეკუმშვის გამო, ხშირად დაზარალებული გადაისროლება მნიშვნელოვან მანძილზე, რაც იწვევს მძიმე დაზიანებების (მოტეხილობების) განვითარებას.



პირველი დახმარება მაღალი ძაბვის დენით მიყენებული ელექტროტრავმის დროს:

1. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზირებული სამსახურები;

2. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება დაზარალებულთან მიახლოვება, სანამ არ გამოირთვება დენი და საჭიროების შემთხვევაში, არ გაკეთდება იზოლიაცია. შეინარჩუნეთ 18 მეტრის რადიუსის უსაფრთხო დისტანცია. არ მისცეთ სხვა თვითმხილველებს დაზარალებულთან მიახლოვების საშუალება;

3. ამ ტიპის ელექტროტრავმის მიღების შემდეგ დაზარალებული ალბათ უგონო მდგომარეობაში იქნება. გარდა ამისა, მოსალოდნელია ტრავმის მიღებაც, ამიტომ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ, დაზარალებულთან მიახლოვებისთანავე გახსენით სასუნთქი გზები თავის უკან გადაწევის გარეშე, ქვედა ყბის წინ წამოწევით. შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისათვის. თუ დაზარალებული უგონო მგდომარეობაშია მაგრამ სუნთქავს , მოათავსეთ იგი უსაფრთხო მდებარეობაში;

4. ჩაატარეთ პირველი დახმარება დამწვრობისა და სხვა დაზიანებების შემთხვევაში.

დაბალი ვოლტაჟის დენით განპირობებული ელექტროტრავმა შეიძლება გახდეს სერიოზული დაზიანებისა და სიკვდილის მიზეზიც კი. ხშირად ამ ტიპის ელექტროტრავმა განპირობებულია დაზიანებული ჩამრთველებით, ელექტროგაყვანილობითა და მოწყობილობით. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მცირე ასაკის ბავშვები. გახსოვდეთ, რომ წყალი ელექტროდენის კარგი გამტარია, ამიტომ სველ იატაკზე დგომის ან სველი ხელებით დაუზიანებელ ელეტროგაყვანილობაზე შეხებისას ელექტროტრავმის მიღების რისკი მკვეთრად მატულობს.
დაბალი ძაბვით მიყენებული ელექტროტრავმის დროს ადამიანის სხეულში დენის შესვლის ადგილი (შემავალი ჭრილობა) უფრო ხშირად მტევნისა და ხელის არეშია, ხოლო გამომავალი - ტერფის არეში. ამ დროს ძალზე ხშირია შინაგანი ორგანოების დაზიანება, ამიტომ შემთხვევის ადგილზე ყოველთვის ეცადეთ, დაადგინოთ როგორი იყო ელექტრული დენის მიმართულება სხეულში, ამით თქვენ ეჭვს მიიტანთ ამა თუ იმ ორგანოს დაზიანებაზე.



პირველი დახმარების ტაქტიკა დაბალი დენით განპირობებული ელექტროტრავმის დროს:

1. არ შეეხოთ დაზარალებულს, თუ ის ეხება ელექტროდენის წყაროს. ამით შეიძლება თქვენც მიიღოთ ელექტროტრავმა. არ გამოიყენოთ ლითონის საგნები ელექტროდენის წყაროს მოშორების მიზნით. თუ შეგიძლიათ, შეწყვიტეთ დენის მიწოდება (გამორთეთ დენის ჩამრთველი). თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, გამორთეთYელექტრომოწყობილობა დენის წყაროდან;

2. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დენის გამორთვა:

• დადექით მშრალ მაიზოლირებელ საგანზე (მაგალითად, ხის ფიცარზე, რეზინისა ან პლასტმასის საფენზე, წიგნზე ან გაზეთების დასტაზე. მოაშორეთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროდან ცოცხის, ხის ჯოხის, სკამის საშუალებით. შესაძლებელია გადააადგილოთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროდან ან პირიქით, თუ ეს უფრო მოსახერხებელია, გადაადგილოთ თვით დენის წყარო;

• დაზარალებულის სხეულზე შეხების გარეშე, შემოახვიეთ ბაწარი მისი ტერფებისა ან მხრების გარშემო და მოაშორეთ დენის წყაროს;

• უკიდურეს შემთხვევაში, მოკიდეთ ხელი დაზარალებულის მშრალ არამჭიდრო ტანსაცმელს და მოაშორეთ ის დენის წყაროდან.

3. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და პულსი. მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისათვის;

4. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, სუნთქვა და პულსი აქვს, მოათავსეთ უსაფრთხო მდებარეობაში. გააგრილეთ დამწვარი არეები და დაადეთ ნახვევი;

5. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზარალებულს ელექტროტრავმის მიღების შემდეგ არ აღენიშნება ხილული დაზიანება და კარგად გრძნობს თავს, ურჩიეთ დაისვენოს. დაწვრილებით ჩაუტარეთ პირველადი და მეორადი დათვალიერება, თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.

ელვით განპირობებული ელექტროტრავმის დროს ხშირია სხვადასხვა ტრავმის, დამწვრობის, სახისა და თვალების დაზიანება. ზოგჯერ ელვამ შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი. სწრაფად გადაიყვანეთ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან და ჩაუტარეთ პირველი დახმარება როგორც სხვა სახის ელექტროტრავმის დროს.



გახსოვდეთ!


დაბალი დენით განპირობებული ელექტროტრავმის დროს არ შეეხოთ დაზარალებულს, თუ ის ეხება ელექტროდენის წყაროს. ამით შეიძლება თქვენც მიიღოთ ელექტროტრავმა.
არ გამოიყენოთ ლითონის საგნები ელექტროდენის წყაროს მოშორების მიზნით. თუ შეგიძლიათ, შეწყვიტეთ დენის მიწოდება (გამორთეთ დენის ჩამრთველი). თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, გამორთეთ ელექტრომოწყობილობა დენის წყაროდან.
წყალი ელექტროდენის კარგი გამტარია, ამიტომ სველ იატაკზე დგომის ან სველი ხელებით დაუზიანებელ ელეტროგაყვანილობაზე შეხებისას ელექტროტრავმის მიღების რისკი მკვეთრად მატულობს.
მაღალი ძაბვის დენის დროს იქმნება 18 მეტრის რადიუსის ელექტრული ველი., ამიტომდაზარალებულთან მიახლოვება არ შეიძლება 18 მეტრზე ახლოს, სანამ არ გამოირთვება დენი და თქვენ არ მიიღებთ ამის ოფიციალურ შეტყობინებას.
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზირებული სამსახურები
ელექტროტრავმის მიღების განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მცირეწლოვანი ბავშვები.







რადიაციული დაზიანება



რადიოაქტიური ნივთიერებებით ადამიანის ორგანიზმის დაბინძურება შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი.

გარეგანი დაბინძურება ვითარდება ადამიანის დაუზიანებელ კანზე რადიაქტიური ნივთიერებების მოხვედრისას მისი რადიაციულ ზონაში ყოფნის დროს.

შინაგანი დაბინძურება შეიძლება განვითარდეს შესუნთქვით, რადიაციულად დაბინძურებული საკვების მიღებით, ჭრილობის ან დაზიანებული კანის ზედაპირიდან შეჭრით. რადიაციული დაზიანებისას ნებისმიერი ჭრილობა ითვლება დაბინძურებულად.



დასხივების ნიშნები მეტად მრავალფეროვანია (უმადობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და სხვა), რის გამოც შესაძლოა დროულად ვერ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია და შეგვეშალოს რადიოაქტიური დასხივებით გამოწვეული სიმპტომატიკა სხვა დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებში.



რადიაციული დაბინძურების დროს პირველი დახმარების მიზანია რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფა და დაზარალებულის გადაყვანა სტაციონარში.



რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფა:

• იწყება კანის, ჭრილობის, სხეულის წარზიდული ნაწილების გასუფთავების პროცედურით. ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ შინაგანი დაბინძურება, შევამციროთ დაბინძურებული არიდან გამოსხივება. ამით სხეულის სუფთა არეებს მაქსიმალურად დავიცავთ რადიაციისაგან. კანის დამუშავება უნდა ჩატარდეს დაზოგვით, რათა მინიმუმამდე შევამციროთ მისი მექანიკური და ქიმიური დაზიანების რისკი. ყველაზე მარტივ და დამზოგველ მეთოდად ითვლება კანის ჩამობანა წყლის ჭავლით. წყალი აუცილებლად უნდა იყოს თბილი, ვინაიდან ცხელი წყალი იწვევს კანის ფორების გაფართოებასა და მასში რადიაქტიული ნივთიერებების შეღწევას, ხოლო ცივი წყალი ფორებს ხურავს და შესაბამისად რთულდება არსებული რადიაქტიული ნივთიერებების მოცილება. თავის დაბანისას წყალი არ უნდა მოხვდეს თვალში, პირის, ცხვირისა და ყურის ღრუებში. რეკომენდირებულია შხაპის რამდენჯერმე მიღება. ყოველ გამშრალებაზე გამოიყენება ახალი სუფთა პირსახოცი;

• რადიაციის ზემოქმედების შემდეგ ხშირად ვითარდება რადიაციული დამწვრობა. ასეთ შემთხვევაში პირველი დახმარება ტარდება, როგორც ქიმიური დამწვრობის დროს;

• განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პირის, ცხვირის, ყურების და თვალების რადიოაქტიური დაბინძურება, ვინაიდან ამ უბნებიდან რადიაქტიული ნაწილაკები ორგანიზმში კანთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად აღწევს;

• პირის ღრუს რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისას დაუყოვნებლივ უნდა გავიხეხოთ კბილები კბილის პასტით;

• ცხვირის დაბინძურებისას რეკომენდირებულია ცხვირის ღრუს გამორეცხვა წყლით;

• თვალები საჭიროა ჩამოიბანოს წყლით ისე, რომ ჭავლი მიმართული იყოს თვალის შიდა კუთხიდან გარეთა კუთხის მიმართულებით;

• ყურების დაბინძურებისას, ვiსუფთავებთ მათ წყლის საშუალებით;



რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფის შემდეგ აუცილებლად უნდა განხორციელდეს დაზარალებულების გადაყვანა სტაციონარში.





გახსოვდეთ!



• რადიაციული დაბინძურების ადგილზე პირველი დახმარების გაწევისას აუცილებლად უნდა დაიცვათ პირადი უსაფრთხოება: შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე ყველამ უნდა გამოიყენოს დამცავი ტანსაცმელი, მაგ. კაპიუშონი, ნიღაბი, ხელთათმანი (ნიღბისა და ხელთათმანის კიდეები უნდა იყოს დახურული).



• დროულად უნდა მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების მოცილება სხეულიდან, რათა შემცირდეს გამოსხივება დაბინძურებული არიდან და თავიდან იქნას აცილებული მისი შემდგომი დამაზიანებელი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.



• ყველა, ვინც მოხვდა რადიაციული დაბინძურების ზონაში, უნდა გადაყვანილ იქნას საავადმყოფოში.


პირველი დახმარება ცხოველების, მწერებისა და გველის ნაკბენის დროს





ცხოველების ნაკბენი



კბენის შედეგად ხდება კანის მთლიანობის დაზიანება და იქმნება საშიშროება მიკრობების შეღწევისა ჭრილობიდან ქსოვილებში. ნებისმიერი ნაკბენი, რომელსაც ახლავს კანის დაზიანება, საჭიროებს პირველ დახმარებას და შემდგომ სამედიცინო მეთვალყურეობას.

ცხოველების ნაკბენის შემთხვევაში, ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული და დადასტურებული ცოფის არარსებობა (ცოფი არის პოტენციურად სასიკვდილო ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. ცოფს იწვევს ვირუსი რომელსას შეიცავს დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვი. საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ძალიან ბევრია უპატრონო ძაღლი, რომელსაც არა აქვს ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო აცრა), წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა.



პირველი დახმარების მიზანი ცხოველების ნაკბენის დროს:

• სისხლდენის კონტროლი;

• ინფექციის რისკის შემცირება როგორც დაზარალებულისათვის, ისე თქვენთვის;

• სამედიცინო სამსახურის გამოძახება.



პირველი დახმარება ცხოველების ნაკბენის დროს:



ზედაპირული ნაკბენის დროს:

უცხო ნაწილაკების მოცილების მიზნით კარგად ჩამობანეთ ჭრილობა საპნითა და თბილი წყლით 5 წუთის განმავლობაში;

ჭრილობა სწრაფად გაამშრალეთ, დააფარეთ სტერილური საფენი და შეახვიეთ;

ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს ექიმს.



სერიოზული ჭრილობის დროს:

საჭიროა ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება პირდაპირი ზეწოლითა და დაზიანებული ნაწილის აწევით;

ჭრილობა დაფარეთ სტერილური საფენით და შეახვიეთ;

წაიყვანეთ ან გააგზავნეთ დაზარალებული სამედიცინო სტაციონარში.







მწერების ნაკბენი





ფუტკრის, ბზიკის და სხვა მწერების ნაკბენი ხშირად უფრო მტკივნეული და შემაწუხებელია, ვიდრე საშიში. დასაწყისში მწვავე ტკივილს მოსდევს ზომიერი შეშუპება და მტკივნეულობა, რომელიც შეიძლება შეამსუბუქოს პირველმა დახმარებამ. ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია ამ ნაკბენების მიმართ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება სწრაფად განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა- ანაფილაქსიური შოკი. ძალიან საშიშია ნაკბენი პირში ანდა ყელში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია შეშუპების შედეგად.



პირველი დახმარების მიზანი მწერების ნაკბენის დროს:

• შეშუპებისა და ტკივილის შემსუბუქება;

• საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულის გაგზავნა სამკურნალო დაწესებულებაში.



პირველი დახმარება მწერების ნაკბენის დროს:

1. პინცეტით ამოიღეთ ნექტარი;

2. დაადეთ ცივი კომპრესი, რათა შეამციროთ ტკივილი და შეშუპება;

3. თუ დაზარალებულს ტკივილი და შეშუპება უგრძელდება ერთი ან ორი დღის განმავლობაში ურჩიეთ მას მიმართოს ექიმს.



თუ ნაკბენი პირის ღრუშია:

1. მიეცით დაზარალებულს ყინული მოსაწუწნად, რათა შეამციროთ შეშუპება;

2. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური და მათ მოსვლამდე დააწყნარეთ დაზარალებული.





ტკიპის ნაკბენი





ტკიპა არის პატარა ობობას მსგავსი არსება, რომელიც ბინადრობს ბალახზე ან ტყეში და შეიძლებავერც კი შეამჩნიოთ სიმცირის გამო. ის მაგრდება ცხოველის ან ადამიანის კანზე და წოვს მათ სისხლს. ტკიპის ნაკბენი მტკივნეული არ არის, მაგრამ როცა ტკიპა წოვს სისხლს, ეს ადგილი შუპდება, ზომაში იზრდება და ადვილად ჩანს. ტკიპას შეუძლია გადაიტანოს დაავადება და გამოიწვიოს ინფექცია.

თუ ტკიპას ამოიღებთ, გაატანეთ ის დაზარალებულს ექიმთან.






გველის ნაკბენი


დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები:
§ წყვილი ნაკბენი;
§ ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
§ შეშუპება და ტკივილი დაზიანების მიდამოში;
§ სუნთქვის გაძნელება;
§ მხედველობის დაბინდვა;
§ ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა.

პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:

§ მოათავსეთ ნაკბენი კიდური გულის დონიდან ქვემოთ;
§ ჩამობანეთ ნაკბენი და შეამშრალეთ სუფთა მარლით;
§ მოახდინეთ ნაკბენის ზემოთ კიდურის კომპრესია ისე, რომ არ მოხდეს არტერიის გადაკეტვა;
§ ჩაატარეთ კიდურის იმობილიზაცია;
§ აკონტროლეთ ABC ;
§ მოახდინეთ სწრაფი ჰოსპიტალიზაცია.


მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი
კატასტროფების დროს



ნებისმიერი კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციის დროს თქვენს წინაშე დგება საკითხი თუ როგორ უნდა იმოქმედოთ თავდაცვის მიზნით და როგორ უნდა დაეხმაროთ სხვას.

მოქმედების ტაქტიკა მიწისძვრის დროს:
თუ მიწისძვრა დაიწყო, არ ჩააგდოთ პანიკაში სხვები და, პირველ რიგში, საკუთარი თავი;
თუ მიწისძვრა სუსტია, არ შეშინდეთ, დარჩით იქ, სადაც ხართ;
თუ მიწისძვრა უფრო ძლიერია (5 ბალი და მეტი) და თქვენ იმყოფებით შენობაში მეორე სართულზე ან უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
არ ისარგებლოთ ლიფტით;
დადექით უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისა და მძიმე ავეჯისაგან მოშორებით, მაგალითად, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ, ისინი დაგიცავენ ნამტვრევებისაგან;
თუ თქვენ ქუჩაში ხართ, გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემი ხაზებისაგან. არ მიუახლოვდეთ გაწყვეტილ ელექტროსადენებს;
ნუ შეხვალთ შენობაში;
თუ ავტომობილში იმყოფებით, დარჩით ღია ადგილას, ნუ დატოვებთ ავტომობილს სანამ ბიძგები არ შეწყდება;
ნუ შეხვალთ და ნუ მიუახლოვდებით აშკარად დაზიანებულ შენობას;
იყავით მზად განმეორებითი ბიძგებისათვის. ყველაზე საშიშ პერიოდად ითვლება მიწისძვრიდან პირველი 2-3 საათი. თუმცა, მოსალოდნელია ბიძგები განმეორდეს რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგაც.



მოქმედების ტაქტიკა მეწყერისა და ღვარცოფის დროს:
თავი აარიდეთ ღვარცოფსაშიშ ადგილებში ავტოტრანსპორტით მგზავრობას;
თვალყური ადევნეთ ინფორმაციას ღვარცოფის საშიშროების შესახებ და საჭიროებისას სასწრაფოდ განახორციელეთ ევაკუაცია თავშესაფარში წინასწარ შერჩეული მარშრუტით. თან წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები;
მარშრუტი არ უნდა გადიოდეს ღვარცოფული მდინარეების კალაპოტზე;
ღვარცოფის საშიშროების ნიშნების გაჩენისას სასწრაფოდ ადით ფერდობზე, რაც შეიძლება შორს ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტიდან;
დაუშვებელია ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტში ჩასვლა ღვარცოფის პირველი ტალღის ჩავლის შემდეგ. მას შეიძლება მოჰყვეს მეორე ტალღაც;
გადაადგილდით ისე, რომ არ გადაკვეთოთ ღვარცოფის კალაპოტი;
საშიშია დარჩენა შენობაში, თუ იგი მდებარეობს ჩამოქცეული ნაპირისახლოს, ან მის ქვეშ გრუნტი ნაწილობრივ წარეცხილია;
თუკი შეამჩნევთმეწყერის რეალურ საშიშროებას, დაუკავშირდით ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.



მოქმედების ტაქტიკა ხანძრის დროს:
ხანძრისას აუცილებელია იმოქმედოთ სწრაფად. საკუთარი თავის საფრთხეში ჩაუგდებლად დაეხმარეთ ყველას დატოვონ შენობა და დახურეთ კარები თქვენს უკან. მიაქციეთ ყურადღება სახანძრო გასასვლელების აღმნიშვნელ სიმბოლოებს;
ნუ ეცდებით ხანძართან ბრძოლას, სანამ გამოიძახებდეთ სახანძრო სამსახურს;
დახურულ სივრცეში ხანძრის არსებობისას ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა შემცირებულია და შესაძლოა არსებობდეს მომწამლავი აირები. არასოდეს არ შეხვიდეთ გაკვამლულ შენობაში. თუ თქვენ გიწევთ კვამლიანი ოთახის გადაკვეთა, დაიხარეთ, რადგან ჰაერი ყველაზე სუფთა იატაკთანაა;
თუ გიწევთ დაზარალებულის გამოყვანა კვამლით სავსე შენობიდან სადაც ხანძარი არაა (მაგ. გარაჟიდან), პირველ რიგში ფართოდ გააღეთ კარები გასანიავებლად;
თუ ცეცხლი ტანსაცმელს მოეკიდა, უნდა ურჩიოთ დაზარალებულს, არ ირბინოს, რადგან ყოველგვარი მოძრაობა და დაბერვა აძლიერებს ცეცხლს. ასეთ შემთხვევაში დაზარალებული უნდა დააწვინოთ ძირს და გადააფაროთ მძიმე არააალებადი ქსოვილი, მაგ. საბანი. არ აგორაოთ დაზარალებული მიწაზე. ეს გამოიწვევს დამწვრობის გავრცელებას სხეულის დაუზიანებელ ნაწილებზე. თუ ცეცხლი თქვენს ტანსაცმელს მოეკიდა და მშველელი არავინაა, შემოიხვიეთ ტანზე შესაფერისი ქსოვილი და დაწექით ძირს;
ელექტროტრავმის დროს არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს მანამ, სანამ ოფიციალურად არ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დენი გამორთულია დენის წყაროდან. არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს 18 მეტრზე ახლოს, თუ ელექტროტრავმა გამოწვეულია მაღალი ძაბვის დდენით. სასწრაფოდ გამოიძახეთ გადაუდებელი დახმარების სამსახური;
შენობაში დენით დაზიანებისას გამორთეთ დამცველები. არ შეეხოთ დაზარალებულის სხეულს. თუ გამომრთველი თქვენთვის მიუწვდომელია, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, დადექით მშრალ მაიზოლირებელ საგანზე, მაგ. ხის ფიცარზე და ეცადეთ ხის ან პლასტმასის საგნით განაცალკევოთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროსაგან. გააგრილეთ დამწვარი უბნები დიდი რაოდენობით ცივი წყლით. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.


პირველი დახმარების თავისებურებები სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

ნებისმიერი კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციის დროს დაზარალებულთა რიცხვი შესაძლებელია დიდი იყოს. ამ დროს მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ ვის უნდა გაუწიოთ დახმარება პირველ რიგში, იმ დაზარალებულს, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენთან, იმას, ვინც ყველაზე პატარაა, თუ იმას, ვინც ყველაზე მეტად ითხოვს დახმარებას?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე. ამიტომ, კატასტროფის დროს ბევრი დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დაზარალებულთა დახარისხება (ანუ ტრიაჟი). მაშველის ან გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის თანამშრომლების მიერ კატასტროფის ადგილზე ხორციელდება დაზარალებულთა მარკირება ფერების მიხედვით, რისთვისაც იყენებენ ოთხი ფერის მარკერს: შავს, წითელს, ყვითელს და მწვანეს. მათი ცოდნა აუცილებელია, რათა მაშველებმა და აგრეთვე შემთხვევის ადგილზე არსებულმა სხვა დამხმარე ძალამ სწრაფად გაარკვიოს, ვის ესაჭირობა დახმარება პირველ რიგში.

წითელი - აღნიშნავს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას (პირველი დახმარება უნდა გაეწიოს დაუყოვნებლივ).

ყვითელი - დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება რამოდენიმე საათში. (ესაჭიროება პირველი დახმარება და მეთვალყურეობა).

მწვანე - დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია (ესაჭიროება უმნიშვნელო პირველი დახმარება, მაგ. მცირე ზომის ჭრილობის შეხვევა).

შავი - დაზარალებულს მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება აქვს, ამიტომ ითვლება, რომ მათ დახმარება აღარ ესაჭიროებათ.



დაზარალებულის დახარისხება სიმძიმის მიხედვით ხორციელდება START (Simple Triage and Rapid Treatment - მარტივი ტრიაჟი და სწრაფი დახმარება) ალგორითმის მიხედვით:

- პირველ რიგში ნახულობენ, შეუძლია თუ არა დაზარალებულს ფეხით გადაადგილება, ამოწმებენ

სუნთქვას, ნახულობენ პულსს სხივ-მაჯის სახსართან, აფასებენ დაზარალებულის ცნობიერებას, აქვე,

გარეგანი სისხლდენის შემთხვევაში, ხდება მისი შეჩერება;

- თუ დაზარალებულს შეუძლია სიარული, ის მწვანე ფერით ფასდება;

- თუ სუნთქვა არ არის, ხდება სასუნთქი გზების გახსნა. თუ სუნთქვა არ აღდგა, დაზარალებულს

ადებენ შავი ფერის ტრიაჟის ფურცელს და გადადიან შემდეგ დაზარალებულთან;

- თუ სუნთქვა არის და აღემატება 30-ს წუთში, წითელი ფერით ფასდება;

- თუ სუნთქვა არის და 30-ზე ნაკლებია, ნახულობენ პულსს სხივ-მაჯის სახსართან. თუ პულსი არ არის,

დაზარალებულს ადებენ წითელი ფერის ტრიაჟის ფურცელს. ამავდროულად, გარეგანი სისხლდენის შემთხვევაში, ახდენენ მის შეჩერებას;

- თუ არის პულსი სხივ-მაჯის სახსართან და დაზარალებული ასრულებს რაიმე მარტივ მითითებას (მაგ. ცნობიერების შეფასების მიზნით მას სთხოვენ, გაახილოს თვალები) ტრიაჟის ფურცელი ყვითელი ფერისაა;

- ხოლო თუ დაზარალებულს არ შეუძლია მათი შესრულება, იგი წითელი ფერით ფასდება.

ამის შემდეგ მნიშვნელოვანია პირველი დახმარების დროული გაწევა ტრიაჟით განსაზღვრული რიგითობის დაცვით.



კატასტროფებითა და სტიქიური უბედურებებით გამოწვეული დაზიანებების სახეები

მიწისძვრის დროს ადამიანის სხეულზე ძლიერი ძალის ზემოქმედების შედეგად ხშირია ამპუტაციის (სხეულის რომელიმე ნაწილის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა) შემთხვევები. დროული და სწორი დახმარების გაწევისას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ზოგჯერ შესაძლებელია სხეულის ამპუტირებული ნაწილის აღდგენა.
ამპუტაციის დროს პირველი დახმარება შემდეგში მდგომარეობს:

1. დროულად გააჩერეთ სისხლდენა პირდაპირი ზეწოლით (ზეწოლა ხელით, დამწოლი ნახვევის დადება), დაზიანებული ნაწილის აწევითა და ზეწოლის წერტილებში არაპირაპირი ზეწოლით;

2. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები გულის დონიდან ზევით;

3. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, მიაწოდეთ დისპეტჩერს

ინფორმაცია, რომ საქმე გაქვთ ამპუტაციასთან;

4. შეახვიეთ ამპუტირებული ნაწილი სტერილურ საფენებში და მოათავსეთ სუფთა ცელოფანის პარკში. ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში, რომელიც გავსებულია ყინულით. დააწერეთ პარკზე დაზიანების განვითარების დრო და დაზარალებულის გვარი და სახელი. არ მობანოთ ამპუტირებული ნაწილი. ეცადეთ ამპუტირებული ნაწილის კანი არ ეხებოდეს ყინულს.



კატასტროფების დროს ასევე ხშირია ხანგრძლივი ზეწოლის ანუ "Crash სინდრომი". საგანი, რომელიც ახდენს ზეწოლას სხეულზე, იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას ზეწოლის არეში ან მის ქვემოთ. თუ ზეწოლა დიდხანს გრძელდება, ვითარდება ორი სახის გართულება: უპირველეს ყოვლისა, კუნთების დაზიანება ზეწოლის არეში. დაზარალებულის გათავისუფლების შემდეგ, აღინიშნება სისხლის გაძლიერებული დინება დაზიანებული არისაკენ. ამ დროს სხვა მნიშვნელოვან ორგანოებს (ტვინს, გულს) აკლდება ჟანგბადი. გარდა ამისა, დაზიანებული არის კუნთებში დიდი რაოდენობით გამოიყოფა სხვადასხვა მავნე ნივთიერებები (ტოქსინები). დაზარალებულის გათავისუფლების შემდეგ ეს ტოქსინები გადადიან სისხლში და იწვევენ თირკმლის დაზიანებას, რაც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისათვის.

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს თქვენი ძირითადი მიზანია: დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური და გაარკვიოთ, როდის განვითარდა დაზიანება. ამაზეა დამოკიდებული თქვენი შემდეგი ქმედებები.

პირველი დახმარება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს:

• თუ დაზიანების განვითარებიდან გასულია 10 წთ-ზე ნაკლები დრო:

1. გაათავისუფლეთ დაზარალებული რაც შეიძლება სწრაფად;

2. შეაჩერეთ გარეგანი სისხლდენა და შეახვიეთ ჭრილობები;

3. მოახდინეთ მოტეხილობის იმობილიზაცია;

4. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები გულის დონიდან ზემოთ;

5. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

• თუ დაზიანების განვითარებიდან გავიდა 10 წთ-ზე მეტი დრო:

1. არ გაათავისუფლოთ დაზარალებული;

2. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური და გაამხნევეთ დაზარალებული.




ვულკანის ამოხეთქვის დროს ხშირია ფერფლის, ტოქსიკური და აალებადი აირების ინჰალაციით, დამწვრობით, ვულკანური ქანებით გამოწვეული ტრავმული დაზიანებები.

დიდთოვლობისა და ქარბუქის დროს ხშირია მოყინვა, გადაცივება, მხუთავი გაზით (CO) მოწამვლა, რადგან ამ დროს, დიდი რაოდენობით ხმარობენ გასათბობ საშუალებებს, შენობის განიავება კი ზოგჯერ შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში მიაწოდეთ დაზარალებულს სუფთა ჰაერი და დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.



ხანძრის, აფეთქების დროს ხშირია დამწვრობა, კვამლის ინჰალაცია, აფეთქების ტალღით მიყენებული ტრავმა.

ადამიანების მასიური თავშეყრის ადგილებში ხშირია მიჭყლეტით განპირობებული დაზიანებები, შემავალი ჭრილობები. ამ დროს საგანი, რომელიც იწვევს დაზიანებას, აღწევს სხეულის რომელიმე ღრუმდე (გულმკერდის, მუცლის), მკვეთრად იზრდება შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკი, ამიტომ შემავალი ჭრილობის არსებობისას დროულად დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით და გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.



გახსოვდეთ!

• სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს დროულად მოუხმეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის პერსონალს და სხვა მაშველებს, რათა უსწრაფესად მოხდეს დაზარალებულთა დახარისხება მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით და ამის შესაბამისად, ორგანიზებულად და სწორი თანმიმდევრობით გაეწიოთ მათ პირველი დახმარება;

• პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს და ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე;
• დაზარალებულთა დახარისხება უნდა ტარდებოდეს რამდენჯერმე, რადგან დაზარალებულის მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. განმეორებითი ტრიაჟის დროს უნდა მოხდეს ყველა არსებული დაზიანების სრული გამოვლენა.


სამკურნალო პროცედურების ჩატარების ტექნიკა


• პულსის გასინჯვა

• არტერიული წნევის გაზომვა

• ნახვევის დადების ტექნიკა

• ცივი საფენები

• სათბური კომპრესი






პერიფერიული პულსის გასინჯვა





პულსი სისხლძარღვთა კედლის ბიძგისებური რიტმული რხევაა, რაც გამოწვეულია გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის მოძრაობით.

პერიფერიული პულსის შემოწმება მარტივი და შედარებით უფრო მოსახერხებელია სხივის არტერიაზე. ამისათვის ავადმყოფს ხელი უნდა ეჭიროს თავისუფლად. უნდა მოათავსოთ საკუთარი ხელის II-II-IV თითების წვერები ავადმყოფის წინამხრის მესამედში ხელისგულის მხარეს, სხივ-მაჯის სახსართან სხივის არტერიის არეში, დიდი თითი კი - გარეთა ზედაპირზე. პულსი შეიძლება გაისინჯოს სხვა არტერიაზეც: საფეთქლის, მხრის, ბარძაყის და სხვ. პულსს ითვლიან 1 წუთის განმავლობაში და აკვირდებიან მის სიხშირეს, რიტმს, ავსებასა და დაჭიმულობას.

ჯანმრთელი მოზრდილი ადამიანის პულსის სიხშირე არის 70-80 წუთში, იგი არის რიტმული, ნორმალური ავსებადობისა და დაჭიმულობის. უნდა იცოდეთ, რომ ბავშვებში პულსის სიხშირე უფრო მაღალია.







არტერიული წნევის გაზომვა



არტერიული წნევა ეწოდება წნევას, რომელსაც ავითარებს არტერიული სისხლი სისხლძარღვებში გავლისას. არჩევენ მაქსიმალურ ანუ სისტოლურ არტერიულ წნევას და მინიმალურ ანუ დიასტოლურ არტერიულ სისხლის წნევას.

ჯანმრთელი ადამიანის სისხლის წნევა დამოკიდებულია ასაკზე: მოზრდილებისათვის ნორმად მიჩნეულია მაქსიმალური წნევა 110-130მმ ვერცხლისწყლის სვეტისა, მინიმალური კი - 60-80მმ ვერცხლისწყლის სვეტისა.

არტერიული წნევის გაზომვა.

არტერიულ წნევას ზომავენ სპეციალური ხელსაწყოთი რომელსაც რივა-როჩის სფიგმომანომეტრი ეწოდება ან მეორე აპარატით, რომელსაც არ აქვს ვერცხლისწყლის შკალა - ე.წ. ტონომეტრით.

რივა-როჩის სფიგმომანომეტრს აქვს რეზინის მანჟეტი, საიდანაც რეზინის ორი მილი გამოდის. ერთი მათგანი ბოლოვდება რეზინის ბალონით, რომელსაც საკეტი აქვს. მეორე მილი შეერთებულია ვერცხლისწყლიან რეზერვუართან. აქედან გამოდის მინის კაპილარი, რომელსაც გვერდებზე 0-დან 300-მდე დანაყოფებიანი შკალა აქვს. ტონომეტრში რივა-როჩის აპარატისაგან განსხვავებით ვერცხლისწყლიანი რეზერვუარი შეცვლილია ზამბარიანი მანომეტრით.

ავადმყოფი უნდა იჯდეს ან იწვეს. მას იდაყვის სახსრიდან 3 სმ-ის ზევით მხარზე უმაგრებენ მანჟეტს, ბალონის ხრახნისებრ საკეტს კეტავენ ისე რომ რომ ჰაერი რეზინის ბალონიდან მასზე ზეწოლისას მანჟეტში შედიოდეს. კაპილარში ვერცხლისწყლის დონე ნულზე უნდა იყოს. მანჟეტს ქვევით წინასწარ თითით ეძებენ იდაყვის არტერიას და მასზე ათავსებენ ფონედოსკოპს მოსასმენად. მანჟეტში ჰაერი შეჰყავთ რეზინის ბალონით. მანჟეტი იბერება და მხრის არტერიას მიაჭყლეტს. მანჟეტში წნევის მომატების შესაბამისად ვერცხლისწყლის სვეტი მაღლა იწევს. როცა მანჟეტში წნევა გადააჭარბებს არტერიულ წნევას, არტერია მთლიანად მიიჭყლიტება და პულსი ქრება. ამის შემდეგ ხრახნს ნელ-ნელა სხნიან და მანჟეტიდან ჰაერი გამოდის თანდათანაობით. როდესაც მანჯეტისა და მხრის არტერიის წნევა გათანასწორდება, მაშინ სხივისა და იდაყვის არტერიაში გადავა სისხლის პირველი ტალღა და ფონედოსკოპის საშუალებით მოისმენთ პულსს. ამ დროს ვერცხლისწყლის სვეტის დონე შეესაბამება სისტოლურ ანუ მაქსიმალურ წნევას.

მანჯეტში წნევის შემდგომი დაქვეითებისას პულსური დარტყმა მცირდება და ბოლოს სულ ქრება. ვერცხლისწყის სვეტის დონე ამ მომენტში მინიმალურ ანუ დიასტოლურ წნევას შეესაბამება
ნახვევის დადების ტექნიკა


ნახვევის დადება არის პირველი დახმარების განუყოფელი ნაწილი. ნახვევის დადება საჭიროა ჭრილობისა და სისხლდენის დროს, ნახვევები გამოიყენება მოტეხილობის იმობილიზაციის დროსაც. პირველი დახმარების გაწევისას ძირითადად გამოიყენება სტერილური საფენები, ბინტი და სამკუთხა ნახვევი.


სტერილური საფენი ფარავს ჭრილობას და იცავს მას ინფიცირებისაგან, ასევე ხელს უწყობს კოლტის წარმოქმნას. არსებობს სხვადასხვა ზომის სტერილური საფენები. ეცადეთ, ყოველთვის გამოიყენოთ სტერილური საფენი. თუ ის არა გაქვთ, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ ნებისმიერი სუფთა ნაჭერი.

სტერილური საფენის გამოყენების წესები:

• საფენის ზომა უნდა აღემატებოდეს ჭრილობის ზომას;

• მოათავსეთ საფენი პირდაპირ ჭრილობაზე;

• შეახვიეთ ბინტით;

• თუ საფენი იჟღინთება სისხლით (ე.ი. კვლავ გრძელდება სისხლდენა), არ მოაშოროთ ის, დაადეთ ზემოდან მეორე საფენი და კვლავ შეახვიეთ;



ნახვევის დადება



ნახვევი გამოიყენება საფენის ფიქსაციის, სისხლდენის შეჩერების, შეშუპების შემცირებისა და მოტეხილობის ფიქსირების მიზნით. პირველი დახმარების აღმოჩენისას ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სახის ბინტები (დოლბანდის, ელასტიური) და სამკუთხა ნახვევი.



ნახვევის დადების ძირითადი წესები:



• გაამხნევეთ დაზარალებული და აუხსენით, რის გაკეთებას აპირებთ;

• მოათავსეთ დაზარალებული მოხერხებულ/მყუდრო პოზიციაში;

• დააფიქსირეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი;

• ნახვევის დადებისას დადექით დაზარალებულის წინ და/ან დაზიანების მხრიდან;

• ნახვევის დადების შემდეგ კვანძი არ შეკრათ დაზიანების მხრიდან;

• კიდურზე ნახვევის დადების შემდეგ აუცილებელია ნახვევის ქვემოთ ცირკულაციის (სისხლის მიმოქცევის) შემოწმება. ამისათვის ნახვევის დადების დროს, თუ ეს შესაძლებელია, ღიად დატოვეთ თითები. ცირკულაცია უნდა მოწმდებოდეს მინიმუმ ყოველ 10 წთ-ში ერთხელ (მიაქციეთ ყურადღება ცირკულაციის მოშლის ნიშნებს ნახვევის ქვემოთ). თუ ნახვევი ზედმეტად მჭიდროდ არის დადებული და ცირკულაცია დაირღვა, შეხსენით ის და განმეორებით შეახვიეთ ნაკლებად მჭიდროდ.

ბინტის გამოყენებისას სხეულის დაზიანებულ ნაწილს ნახვევი ედება შიგნიდან გარეთ და ქვემოდან ზევით.



ბინტით ნახვევის დადების ძირითადი წესები:



1. მოათავსეთ ბინტი დაზიანებული მიდამოს ქვემოთ და გააკეთეთ ორი წრიული მოძრაობა კიდურის გარშემო;

2. შემდგომი წრიული მოძრაობა უნდა გაკეთდეს ისე, რომ ნახვევის ყოველი მომდევნო ფენა ფარავდეს ქვედა ფენის ნახევარს;

3. მას შემდეგ რაც დაფარავთ დაზიანებულ არეს კვლავ გააკეთეთ ორი წრიული მოძრაობა და დაამაგრეთ ნახვევი. თუ ბინტი მოკლეა, პირველი ბინტის ბოლოს ზემოდან დაადეთ მეორე ბინტის დასაწყისი და გააგრძელეთ შეხვევა;

4. სისხლდენის შემთხვევაში ჭრილობაზე მოათავსეთ სტერილური საფენების უფრო მეტად სქელი ფენა დამწოლი ნახვევის დასადებად;

5. რეგულარულად შეამოწმეთ ცირკულაცია.



ბინტით ნახვევის დადების ტექნიკა მტევანზე და ტერფზე:



1. მოათავსეთ ბინტი წინამხარზე სხივ-მაჯის სახსართან ცერა თითის გასწვრივ. გააკეთეთ ორი წრიული მოძრაობა შიგნიდან გარეთ;

2. ამოძრავეთ ბინტი ცერა თითის მხრიდან და გადმოიტანეთ ის ხელის ზურგზე ისე, რომ ბინტი გადმოიტანოთ ნეკა თითის ფრჩხილთან;

3. გადმოიტანეთ ბინტი ხელისგულის მხრიდან საჩვენებელი თითის ფრჩხილთან;

4. გადმოიტანეთ ბინტი ხელის ზურგზე დიაგონალურად და გააკეთეთ ერთი ბრუნვა სხივ-მაჯის სახსართან;

5. გაიმეორეთ 2-4 საფეხურები, სანამ არ დაფარავთ ჭრილობას და ბოლოს გააკეთეთ ორი წრიული მოძრაობა სხივ-მაჯის სახსართან;

6. დაამაგრეთ ნახვევი და რეგულარულად შეამოწმეთ ცირკულაცია;

7. გამოიყენეთ იგივე მეთოდი ნახვევის ტერფზე დადებისას.



სამკუთხა ნახვევი ეფექტურად გამოიყენება ჭრილობების შესახვევად და ასევე მოტეხილობის ფიქსაციისთვის.



სამკუთხა ნახვევის დადება ხელზე და მტევანზე :

1. დააფინეთ სამკუთხა სახვევი და ზემოდან მოათავსეთ ხელი, ისე რომ თითები მიმართული იყოს სახვევის სწორი კუთხისკენ. ჭრილობაზე მოათავსეთ საფენი. გადმოიტანეთ სამკუთხა სახვევის კუთხე ხელის ზურგზე;

2. გადააჯვარედინეთ სამკუთხა სახვევის კიდეები და შეკარით ისინი.



სამკუთხა სახვევის დადება თავზე:



1. დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით, მოათავსეთ სამკუთხა სახვევი დაზარალებულის თავზე ისე, რომ სწორი კუთხე კეფაზე იყოს;

2. გადააჯვარედინეთ სამკუთხა სახვევის კიდეები დაზარალებულის თავის უკან;

3. გადმოიტანეთ სახვევის კიდეები წინ და შეკარით/განასკვეთ შუბლთან.

4. დაამაგრეთ სამკუთხა სახვევის თავისუფალი სწორი კუთხე ნახვევზე.





გახსოვდეთ!



• წინასწარ გაამხნევეთ დაზარალებული და აუხსენით, რის გაკეთებას აპირებთ;



• ეცადეთ არ შეეხოთ ჭრილობას, არ ილაპარაკოთ, არ დააცემინოთ, არ დაახველოთ ჭრილობასთან ახლოს, სანამ არ დაფარავთ მას სტერილური საფენით.



• ნახვევის ქვემოთ სისხლის მიმოქცევის (ცირკულაცია) შემოწმება უნდა ხდებოდეს ყოველ 10 წთ-ში ერთხელ; თუ ნახვევი ზედმეტად მჭიდროდ არის დადებული და ცირკულაცია დაირღვა, შეხსენით ის და განმეორებით შეახვიეთ ნაკლებ მჭიდროდ;







ცივი საფენები



ცივ საფენებს იყენებენ ძირითადად ტრავმების დროს (დაჟეჟილობა, დაჭიმულობა) ადგილობრივი გადაცივების მიზნით. ამ დროს ვიწროვდება სისხლძარღვები, მცირდება სისხლმომარაგება, შეშუპება და ტკივილი.

ცივი საფენისათვის რამდენიმე შრედ დაკეცილ დოლბანდს, პირსახოცს ან ხელსახოცს ასველებენ ცივ წყალში, გაწურავენ, აფენენ დაზიანებულ არეზე 2-3 წუთის განმავლობაში საფენის გათბობამდე, შემდეგ პროცედურას ისევ იმეორებენ.







სათბური კომპრესი



კომპრესი მრავალშრიანი სამკურნალო ნახვევია, რომელსაც იყენებენ სხეულის ყველა არეში. სათბური კომპრესი იწვევს კანისა და ღრმად მდებარე სისხლძარღვთა გაფართოებას, ანთების ჩაქრობას, ტკივილის შემცირებას.

სათბური კომპრესის გაკეთებისათვის იღებენ იმ ზომის ტილოს ნაჭერს (რადენიმე ფენად დაკეცილს), რა ზომის არეზეც არის საჭირო კომპრესის გაკეთება. ტილოს ასველებენ თბილ წყალში (ან ხმარობენ თანაბარი რაოდენობით წყლისა და სპირტის ნარევს), წურავენ და ადებენ მტკივნეულ ადგილას, ზემოდან აფარებენ მასზე დიდი ზომის კომპრესის ქაღალდს და შემდეგ ადებენ ბამბის სქელ ფენას, ისე რომ ბამბამ მთლიანად დაფაროს კომპრესის ქაღალდი. კომპრესის მოქმედება გრძელდება 4-5 საათის განმავლობაში. შემდეგ, სასურველია კომპრესის მოხსნა და თუ აუცილებელია, განმეორებით გაკეთება.

უნდა გახსოვდეთ, რომ ერთსა და იმავე ადგილას კომპრესის განმეორებით ხმარებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ კომპრესის მოხსნის შემდეგ, თუ აპირებთ მის განმეორებით გაკეთებას, კანი უნდა მოასუფთაოთ თბილი წყლით ან სპირტით და შემდეგ კარგად გაამშრალოთ.


ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) დახმარება



• ცხოველების ნაკბენი

• ცოფი

• პირველი დახმარება ცხოველების ნაკბენის დროს













ცხოველების ნაკბენი



კბენის შედეგად ხდება კანის მთლიანობის დაზიანება და იქმნება საშიშროება მიკრობების შეღწევისა ჭრილობიდან ქსოვილებში. ნებისმიერი ნაკბენი, რომელსაც ახლავს კანის დაზიანება, საჭიროებს პირველ დახმარებას და შემდგომ სამედიცინო მეთვალყურეობას, ხოლო თუ ეს ჭრილობა სერიოზულია, იგი აუცილებლად საჭიროებს ჰოსპიტალურ დახმარებას, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი ჭრილობა ძალიან მგრძნობიარეა ინფექციის მიმართ.

ცხოველების ნაკბენის შემთხვევაში, ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული და დადასტურებული ცოფის არარსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა. საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ძალიან ბევრია უპატრონო ძაღლი, რომელსაც არა აქვს ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო აცრა.







ცოფი



ცოფი არის პოტენციურად სასიკვდილო ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას, მას შეიცავს დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვი.

ცოფის ინკუბაციური პერიოდი ადამიანებში ვარირებს საკმაოდ დიდ დიაპაზონში – 6 დღიდან 1 წლამდე (საშუალოდ 30-50 დღე). ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მანძილით არის დაშორებული ნაკბენი ადგილი თავის ტვინიდან, ნაკბენის ლოკალიზაციაზე, ორგანიზმის რეაქტიულობაზე, დაკბენილის ასაკზე (ბავშვებში უფრო ხანმოკლეა), ქსოვილების დაზიანების ხარისხზე, პრემორბიდულ ფონზე, ვირუსის რაოდენობაზე (დანერწყვის სიუხვე) და ვირულენტობაზე.

ცოფის წინააღმდეგ ბრძოლა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ინფექციის წყაროს წინააღმდეგ ბრძოლასა და ადამიანში ცოფის პროფილაქტიკას.

ცოფის საწინააღმდეგო სპეციფიკურ პროფილაქტიკას ახორციელებენ ჩვენების გათვალისწინებით ანტირაბიული ვაქცინითა (აქტიური იმუნიზაცია) და ანტირაბიული იმუნოგლობულინით (პასიური იმუნიზაცია). ვაქცინაციის სრული (უპირობო) კურსის შემთხვევაში თითოეულ პაციენტს უკეთდება 6 ინექცია დადგენილი სქემის თანახმად 0, 3, 7, 14, 30-ე და 90-ე დღეს, ხოლო განსაკუთრებით “მძიმე” დაკბენის შემთხვევაში ლოკალიზაციის გათვალისწინებით, დამატებით გამოიყენება ანტირაბიული იმუნოგლობულინის ინექცია, ანუ კომბინირებული პასიურ-აქტიური იმუნიზაცია.

ვაქცინაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცოფის ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანს ვაქცინაციის შედეგად ცოფის საწინააღმდეგო იმუნიტეტი უნდა განუვითარდეს მანამ, სანამ ვირუსი ც.ნ.ს-ს მიაღწევს და დაავადება დაიწყება, ამიტომ დაზარალებულს იმუნიზაცია დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოს. ამ პირობისა და ასევე მკურნალობის სქემის სრული დაცვის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში ყალიბდება სრულფასოვანი იმუნიტეტი და შესაბამისად რუტინული სეროლოგიური კვლევა ანტირაბიული ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრის მიზნით სავალდებულო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გარკვეულ დაავადებათა და ზოგიერთი მედიკამენტების (იმუნოსუპრესორები და სხვ.) მიღების შედეგად ვითარდება სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.







პირველი დახმარება ცხოველების ნაკბენის დროს:



ზედაპირული ნაკბენის დროს:

1. უცხო ნაწილაკების მოცილების მიზნით კარგად ჩამობანეთ ჭრილობა საპნითა და თბილი წყლით 5 წუთის განმავლობაში;

2. ჭრილობა სწრაფად გაამშრალეთ, დააფარეთ სტერილური საფენი და შეახვიეთ;

3. ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს ექიმს.





სერიოზული ჭრილობის დროს:



1. საჭიროა ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება პირდაპირი ზეწოლითა და დაზიანებული ნაწილის აწევით;

2. ჭრილობა დაფარეთ სტერილური საფენით და შეახვიეთ;

3. წაიყვანეთ ან გააგზავნეთ დაზარალებული სამედიცინო სტაციონარში.



ამ დღეებში მოვიტან კიდე რაღაცეებს და დავამატებ.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 28 2009, 23:42
პოსტი #3


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს ყველაფერი თუ პირველადი დახმარებააააა.... newsmile071.gif წარმომიდგენია პროფესორ-აკადემიკოსებს რა განათლება აქვთ მიღებული...... მართლა ექიმის ნერვები ჭირდება მაგას....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი May 28 2009, 23:44
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



რასამბობ ლევან 15 წელზე მეტს სწავლბობენ და კიდევ სწავლას ცდილობენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 29 2009, 00:05
პოსტი #5


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



იმიტომაც არის ნომერი პირველი პროფესია......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი May 29 2009, 13:06
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



თუ ვინმესათვის იქნება ბიჭებო რამე გაუგებარი დაწერეთ და უფრო მარტივად ავხსნი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Keti
პოსტი Jul 15 2009, 15:48
პოსტი #7


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 15-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რას ნიშნავს კიდურის იმობილიზაცია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jul 15 2009, 16:33
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



"მალადეც" შოთა!!! newsmile05.gif ჩამოვალ და მე პოსტერებს დავყრი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Jul 17 2009, 15:48
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



Keti
ციტატა(Ketuna1995 @ 15th July 2009 - 04:48 PM) *
რას ნიშნავს კიდურის იმობილიზაცია?

კიდურის იმობილიზაცია, ნიშნავს, ტრავმირებული კიდურის, (ხელის, ფეხის) მნიშვნელობა არააქვს, არტაშანით დაფიქსირებას,ანუ იმობილიზაციას, ეს არტაშანი სხვადასხვა სახისაა და სხვადასხვა ტრავმების დროს გამოიყენება, 1 სიტყვით მარტივად, რომ ვთქვა მოტეხილ ფეხს მარჯვნიდან და მარცხნიდან ამოუდებთ ხის სწორ ფიცარს, ეს ძაან უხეშად, და მჭიდროდ ვაფიქსირებთ მათ შორის დაზიანებულ კიდურს. სამწუხაროდ ვერ მოვიძიე არტაშნის სურათი რო დამედო აქ და მენახებინა თქვენთვის....


ბესო
ციტატა(Beso @ 15th July 2009 - 05:33 PM) *
"მალადეც" შოთა!!! ჩამოვალ და მე პოსტერებს დავყრი...


აბა შენ იცი
newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Aug 26 2009, 13:25
პოსტი #10


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი





http://www.cabelas.com/cabelas/en/template...&hasJS=true

აი ესეთი რამე ხომ არ გვეყიდა კლუბისთვის... ერთობლივ გასვლებში გამოგვადგებოდა... თან 10 კაცზეა გათვლილი.... ეხლა გახსნაზე ვიტომ ხელი რომ გაიფუჭა - ნამდვილად გამოგვადგებოდა

ცოტა ძვირი კი ჩანს, მაგრამ ფულს შევკრიბავდით და რაღაცნაირად კი ვიზავდით მაგ საქმეს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Aug 26 2009, 15:01
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



გიორგი
მაგარი რაღაც ჩანს,ცოტა გამოცდილ ხალხს დავეკითხოთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Aug 26 2009, 15:37
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეგეთი რამე მართლა საჭიროა რაიცი რა ხდება იკნებ ბინტი ან სხვა რამე დაგჭირდეს გიორგი კარგი აზრია newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 4 2009, 08:31
პოსტი #13


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(გიორგი @ Aug 26 2009, 02:25 PM) *


http://www.cabelas.com/cabelas/en/template...&hasJS=true

აი ესეთი რამე ხომ არ გვეყიდა კლუბისთვის... ერთობლივ გასვლებში გამოგვადგებოდა... თან 10 კაცზეა გათვლილი.... ეხლა გახსნაზე ვიტომ ხელი რომ გაიფუჭა - ნამდვილად გამოგვადგებოდა

ცოტა ძვირი კი ჩანს, მაგრამ ფულს შევკრიბავდით და რაღაცნაირად კი ვიზავდით მაგ საქმეს...


საყიდელი კი არის, ოღონდ შევევაჭროთ newsmile05.gif

შოთა

იქ ჰიპოთერმიაში გიწერია სხეულის ნორმალური ტემპერატურა 360-370 გრადუსიაო და ხომ მშვიდობაა?

მერე.... ეს იმხელა პოსტია, რომ აქ ვერავინ იპოვის საჭირო ინფოს თუ მთლიანად არ წაიკითხავს და დაიმახსოვრებს - ამიტომ ბოდიში, მაგრამ უნდა დავგლიჯო თემატიკის მიხედვით...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 4 2009, 08:31
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესო
ციტატა(Beso @ 4th September 2009 - 09:29 AM) *
შოთა

იქ ჰიპოთერმიაში გიწერია სხეულის ნორმალური ტემპერატურა 360-370 გრადუსიაო და ხომ მშვიდობაა?

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif D:

სად გამოიჭერ ხოლმე რა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Sep 8 2009, 16:09
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გარეგანი სისხლდენის შეჩერება შეიძლება მოხერხდეს რამდენიმე მეთოდის გამოყენებით (შინაგან სისხლდენას თუ რომელიმე ”კუსტარული” მეთოდი შველის, არ ვარ დარწმუნებული, ვგონებ არა). ინტენსიური სისხლდენა უნდა შეჩერდეს სწრაფად, მოსალოდნელი სისხლისგან დაცლის საშიშროების გამო. ყველაზე პირველადი მეთოდია ჭრილობის ირგვლივ თითებით მოჭერა: ჭრილობის ახლოს ვუჭერთ ხელებს და ჭრილობის ორივე მხარეს ერთმანეთს ვადებთ ანუ ”ვხურავთ” ჭრილობას, დაზაიანებული სისხლძარღვები ასე ”დაჭერილია” და საკმაო წარმატებით შეიძლება სისხლდენის შეჩერება. გარკვეული დროის შემდეგ ვუშვებთ ხელს და ვამოწმებთ, სისხლი კიდევ თუ სდის,საჭიროების შემთხვევაში პროცედურას ვიმეორებთ (1 სურათზე ბ ).
სხეულზე იძებნება სპეციალური ლოკალური ადგილები, რომელთა მძაფრი დაჭერა იწვევს სისხლდენის შეჩერებას, გააჩნია ასევე რა ადგილზეა ჭრილობა. ეს წერტილები ნაჩვენებია სურათ 1-ზე.



ყველაზე ხშირი და გავრცელებული მეთოდია ჭრილობაზე სახვევის, ნაჭრის, მარლის დაჭერა. ნაჩვენებია მე-2 სურათზე.



მე-3 სურათზე კი ნაჩვენებია ე.წ. არტახის დადება.ძალიან წარმატებული მეთოდია, მაგრამ ამავე დროს მეტად სახიფათო, საჭიროებს მოხერხებულობას და აგრეთვე ვარჯიშს. ეს პროცედურა გამოიყენება მაშინ, როცა ექსტრემიტეტებია (ხელი, ფეხი) ძლიერ დაზიანებული და ისიც იმ შემთხვევაში, როცა ქირურგიული ჩარევითაც კი გამორიცხულია მათი შენარჩუნება (თითქმის მოწყვეტილი ხელი ან ფეხი). არტახად გამოიყენება ნებისმიერი ”ბანდი” საკმაო სიფართის (2 სმ-ზე მეტი), სიგრძის და გამძლეობის, მაგ. თავსაფარი, ქამარი, ნებისმიერი მაგარი არაფლეთადი ნაჭერი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არტახად ძაფების, თოკის, ფეხსაცმლის შნურის გამოყენება, რომლებიც უკიდურესობამდე დააზიანებენ არსებულ ჯანმრთელ ქსოვილებს (სურათზე ა ).



სისხლმდენი ჭრილობების შემთხვევაში არაა გამორიცხული ბევრი სისხლის დაკარგვა, ამის შედეგად გამოწვეული მდგომარეობაა სიფერმკრთალე, ოფლის მოჭარბება, გადაცივება, თავბრუსხვევა, გულისრევა,სისუსტე,წყურვილის მომძაფრება, ზედაპირული სუნთქვა, პულსის მომატება. მას ვაწვენთ ზურგზე და შემაღლებულ საგანზე ფეხებს ვაწყობინებთ (სურ. 4).



მადლობა ფორუმ.ჯეს newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 23:12