გადარჩენის ხელოვნება!!! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
გადარჩენის ხელოვნება!!!, შეილება ყველას გამოგვადგეს!!!
კალვერა
პოსტი Sep 8 2009, 15:30
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



წყალი 1:

მაგ: 1
ამოთხარეთ ტყეში ორმო, ჩადეთ შიგნით რამე ჭურჭელი[ცოტა დიდი ზომის], ჩაუფინეთ ბალახები (სიმწვანე), ზემოდან გადააფარეთ პარკი და მსუბუქად მიაყარეთ მიწა და ტოტები ...
დილით წყალი იქნება კარდალაში ... სითბური ეფექტია ...
პ.ს. პარკი კარგად უნდა იყოს "დამიზნებული" ჭურჭელზე ... ცოტათი კონუსი უნდა ... არ უნდა ძლიერი დაჭიმვა ...
მაგ: 2
წამოვიდა წვიმა და საჭიროა შეგროვება ... გაიხადეთ ფარაჯა, შემოახვიეთ ხეს და წვერი ჩააყოფინეთ ჭურჭელში ... გაივსება ...

წყალი2:

ბუნებრივი წყლის სასმელ წყლად გამოყენებისთვის საჭირო ზოგიერთი ხერხი და ფილტრების დამზადება ბუნებრივ პირობებში:

ჩამოთვლილი საგნები და ნივთიერებები რიგის მიხედვით სენდვიჩივით ედება ერთმანეთს და ასხამ წყალს, თუ გვაქვს რაიმე კონსერვის ცარიელი კოლოფი, ვიყენებთ ამ კოლოფს, ძირს კი ვხვრიტავთ ბოლოს წყლის გამოსადენად. თუ კოლოფი არ გვაქვს, რაღაც უნდა მოვიფიქროთ

1. ქვიშა,
კენჭები.

2. ქვიშა,
კენჭები,
ხის ”რეშოტკა” .

3. მდინარის ქვიშა,
რაიმე ქსოვილის ნაჭერი,
ხის ნახშირი,
კენჭები.


4. ქსოვილში გახვეული ფოთლები,
ქსოვილში გახვეული ნახშირი,
კენჭები.

5. ქვიშა,
ქსოვილში გახვეული ხის ნახერხი,
კენჭები.


6. ქვიშა,
ქსოვილის ნაჭერი,
შალის ქსოვილის ნაჭერი,
ქსოვილის ნაჭერი,
კენჭები.

1.ორიენტირება ეკლესიების, მეჩეთის , საფლავების და ხის ჭრილის მიხედვით.



2.აქაც უმარტივესი მეთოდია ნაჩვენები: საათის და მზის საშუალებით ორიენტირება. საათის პატარა ისარს მივმართავთ მზისკენ, პატარა და დიდ ისრებს შორის ”ბისექტრისა” (შუა სხივი) კი გვიჩვენებს სამხრეთის მიმართულებას. სურათზე კარგად ჩანს და ვგონებ ბევრი კომენტარი არ ჭირდება.


3.3.აქ ხდება ღამის პირობებში ჩრდილოთის ვარსკვლავის (პოლარული ვარსკვლავი) მიხედვით დადგენა. ეს თანავარსკვლავედი (მცირე დათვის თანავარსკვლავედი) ჩვენს ნახევარსფეროდან მკვეთრად შემჩნევადია წელიწადის ნებისმიერ დროს და ადვილია ამიტომაც. აქ ვადგენთ ჩრდილოეთის მიმართულებას.



4.მთვარის მიხედვით ორიენტირება: პირველ ადგილზე ნახატში არის ახალი მთვარე, 18 საათის მერე მზის ჩასვლის მერე მდებარეობს ცის დასავლეთით.

მეორე ადგილზე სურათში ნაჩვენებია ნახევარმთვარის პოზიცია პირველ მეოთხეში : ამოდის 12 საათზე და 18 საათისთვის ჩნდება ცის თაღზე სამხრეთით, 24 საათის მერე კი ინაცვლებს დასავლეთით.

მესამე ნახატში ნაჩვენებია სრული მთვარე, ამოდის 18 საათზე , ჩნდება ცის თაღზე აღმოსავლეთით, 24 საათისთვის კი გადადის სამხრეთით, დილის 6 საათისთვის კი ინაცვლებს დასავლეთით.

მეორე ადგილზე სურათში ნაჩვენებია ნახევარმთვარის პოზიცია ბოლო მეოთხეში :24 საათზე ამოდის აღმოსავლეთით , 6-ზე კი ინაცვლებს სამხრეთით და 12 საათიდან გადადის დასავლეთში.



მადლობა ფორუმ.ჯეს newsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Sep 8 2009, 20:20
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



აი რა გითხრათ... არავის რომ არ ვაწყინო აჯობებს უკომენტაროდ დავტოვებ ამ თემას.
თუმცა ერთ რაღაცას მაინც გაგიზიარებთ, შესაძლოა ეს ვინმესთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
კომპასი გრადუირებულია 0-360გრადუსიანი იანი სკალით. რა თქმა უნდა ამას დიდი მნიშვნელობა
მაშინ აქვს როდესაც რუკის კითხვა და აზიმუტით ორიენტაცია იცი.
ამასთანავე, ნებისმიერ რუკაზე ზედა მხარე ყოველთვის ჩრდილოეთი იქნება, ქვედა - სამხრეთი,
მარჯვენა და მარცხენა შესაბამისად აღმოსავლეთი და დასავლეთი. გამონაკლისი ერთია - ალმაატის
ქალაქის რუკა (გადაირევი კაცი) იქ სამხრეთი ზემოთ არის რადგან ტიანშანის მთები ზემოდ არის და
იქ ცივა, სამხრეთის მაგივრად ჩრდილოეთისკენ მოაქციეს newsmile035.gif ჩუჩმეკების ჭკუაც, ჯეკ... newsmile035.gif

აი რაც აზიმუტს შეეხება, შატალისტებმა აი ეს ბმული ნახეთ (რუსულად) http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%B7%...%D0%B8%D1%8F%29

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 9 2009, 12:28
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყველა ოფი წაიშალა!

კომპასებზე ცალკე თემა გახსენით!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 26 2010, 00:45
პოსტი #4


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(irakli kvachadze @ 8th September 2009 - 16:30) *
ამოთხარეთ ტყეში ორმო, ჩადეთ შიგნით რამე ჭურჭელი[ცოტა დიდი ზომის], ჩაუფინეთ ბალახები (სიმწვანე), ზემოდან გადააფარეთ პარკი და მსუბუქად მიაყარეთ მიწა და ტოტები ...
დილით წყალი იქნება კარდალაში ... სითბური ეფექტია ...
პ.ს. პარკი კარგად უნდა იყოს "დამიზნებული" ჭურჭელზე ... ცოტათი კონუსი უნდა ... არ უნდა ძლიერი დაჭიმვა ...

ვაა..ეს რა საინტერესო რამე ვიპოვნე. უბრალოდ ვერ გავშიფრე..თუ პარკი ზემოდან უნდა დავაფაროთ... ჭურჭელზე დამიზნება რაღას ნიშნავს???...
ეგეთი რამეები თუ იცით ვინმემ იქნებ დაწეროთ რააა.....ძალიან საინტერესოა და რაიცი ვის როდის დაჭირდეს....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 26 2010, 08:43
პოსტი #5


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლევანი


დაახლოებით ასეთი რაღაცაა






სითბური ეფექტის შედეგად, პარკი იკეთებს წყლის კონდენსატს, კონუსურ ნაწილში ეს წყლის კონდენსატები წარმოქმნიან წვეტებს, რომლებიც გრვდება ჭურჭელში, "დამიზნება" უნდა მოხდეს სწორედ ამ კონუსური ნაწილის, რომ წყალმა ნიადაგში არ გაჟონოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 26 2010, 15:38
პოსტი #6


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Davitus
მადლობა...უკვე გასაგებია. მაგარი რამე ყოფილა სათბურის ეფექტი. ფაქტიურად არაფრისგან იღებ წყალს. საინტერესო მეთოდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სანდრიკა
პოსტი Oct 11 2010, 18:25
პოსტი #7


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 177
რეგისტრ.: 7-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო





ესაც გამოსადეგია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 12 2010, 00:18
პოსტი #8


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მართლა კარგი რაღაცაა..ეგეც უნდა იცოდეს მონადირემ რათქმაუნდა. ჩვენ გვქონდა შემთხვევა...თეთრიწყაროსკენ.. ტყის ქათამზე ნადირობისა...ნისლი ჩამოწვა ტყეში და ჩვენ ახლობელს... გზა აებნა....დილის 9 საათზე დაკარგული ადამიანი...საღამოს(ფაქტიურად სიბნელეში) დაბრუნდა..ბანაკთან..და ისიც იმიტო..რომ შემთხვევით გზაზე გავიდა წალკის მახლობლად(რამდენი იარა კაცმა არ იცის) მაგ გზას რომ არ გადაყროდა...ნამდვილად მოუწევდა მსგავსი კარვის აშენება და ღამის გათევა..არადა ისეთი ამინდი იყო..ნაღდად მოუწევდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სანდრიკა
პოსტი Oct 12 2010, 13:54
პოსტი #9


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 177
რეგისტრ.: 7-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



საჭიროა და თან ადვილი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 5 2010, 11:56
პოსტი #10


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ხშირად ვფიქრობთ რომ ექსტრემალური სიტუაცია ჩვენგან შორსაა და მარცხი ჩვენ არ შეგვემთხვევა. თუმცა დიდი ალბათობაა იმისა, რომ მონადირე ტყეში დაიკარგოს და გაუთვალისწინებელ პირობებში მოხვდეს. თუ მონადირე ამ სიტუაციისთვის წინასწარ მზად არაა, ყველაფერი ტრაგიკული შედეგითაც კი შეიძლება დასრულდეს. ამ თემაში, ექსტრემალურ სიტუაციაში თავის გადარჩენის მხოლოდ საბაზისო უნარ-ჩვევებს შევეხებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო სანადირო სექტორის და ნადირობის მიახლოებითი ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ახლობლებსაც დავუტოვოთ. ტყეში დაკარგვის შემთხვევაში, ძებნის დაწყება ოპერატიულად მოხდება.

შესაძლო ექსტრემალური სიტუაციისადმი მომზადება ადრევე ხდება. ტყეში თავის გადარცენის პირველი წესია: გქონდეს მხოლოდ შენი თავის იმედი. ამისათვის მინიმალური თეორიული და პრაქტიკული მომზადება მაინც უნდა გქონდეს გავლილი. აუცილებლია თავის გადასარჩენი კომპაქტური მარაგის მომზადება, რომელიც წყალგაუმტარ კოლოფში ან პარკში იქნება მოთავსებული. ასეთი მარაგი საშუალებას უნდა გაძლევდეს მინიმუმ 72 საათი გაძლო ნებისმიერ პირობებში.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტია მენტალური დადებითი განწყობა. წინასწარ უნდა გქონდეს წარმოდგენილი რომ მსგავს სიტუაციაში შეგიძლია მოგიწიოს მოხვედრა და რას მოიმოქმედებ, როგორ ნაბიჯებს გადადგამ. ეს ტავიდან აგაცილებს საწყის პანიკურ მდგომარეობას დაკარგვისას. მსგავს მომენტში ხშირად ადამიანი გადამეტებულად აფასებს საშიშროებას და პანიკაში ვარდება. ამ დროს ადვილია დასახიჩრდე, ხარჯავ ზედმეტ ენერგიას, ოფლიანდები…
ამიტომ როცა თავის გადასარჩენი მინიმალური მარაგი გვექნება ზურგჩანტაში, უფრო თავდაჯერებული ვიქნებით და გადაწყვეტილებებსაც მშვიდად მივიღებთ.

თავის გადასარჩენი კომპლექტი

ეს კომპლექტი მუდმივად შევსებული უნდა იყოს და არ უნდა ვეხებოდეთ, გარდა ექსრემალური სიტუაციისა.
ტყეში ნადირობისას(ან ლაშქრობისას) აღნიშნული კომპლექტის გარდა აუცილებელია:
პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, რუქა და კომპასი, საწვიმარი, ნაჯახი ან დასაკეცი ხერხი, დანა, წყლის მათარა, დამატებითი თბილი ჯემპრი, ჯიბის ფანარი, წითელი ფერის ლენტი გზის მოსანიშნად.

თავის გადასარჩენ კომპლექტში შედის:

ასანთი და სანთებელა რომელებიც თავის მხრივ მოთავსებულია წყალგაუმტარ პარკში(სასურველია კვარიც)

ნემსკავი და 30მ სიგრძის ძუა

მსხვილი ძუა მახეების დასაგებად

ნემსი და ძაფი

სასიგნალო სარკე(5X8სმ)

სანთელი

წყალგაუმტარი ნაჭერი, სასურველია ნათელი ფერის

სასტვენი

ალუმინის ქაღალდი

იოდის ტაბლეტები(წყლის გასაუვნებელყოფად)

შოკოლადი, ჩურჩხელა, კალორიული მშრალი ტკბილეული(მშრალი ხილი, ჩირი)

ხორცის ბულიონის კონცენტრატი

ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ამ კომპლექტის შემადგენლობა იცვლება.

გზა ვეძებოთ თუ ადგილზე დავრჩეთ?

პასუხი არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია გავჩერდეთ, დავწყნარდეთ და სიტუაცია კარგად ავწონ-დავწონოთ. თუ რუქა და კომპასი თან გვაქვს, კარგად გავაანალიზოთ სექტორის დამახასიატებელი ნიშნები რუქაზე და მოვძებნოთ ადვილად იდენტიფიცირებადი ადგილები: გზა, ტბა, მდინარე, სოფელი… თუ დარამებამდე დრო გაქვთ, სირბილის გარეშე კომპასის მეშვეობით გადაადგილდით(ეს თავიდან აგაცილებთ წრეზე ტრიალს). თუ არც რუქა გაქვთ ხელთ და არც კომპასი, კარგად შეათვალიერეთ ტერიტორია, აირჩიეთ ნიშნული(ხე, მდინარე, ტბა) და გადაადგილებისას გამოიყენეთ ფერადი სანიშნი ლენტი.
თუ სრულიად დაკარგულად თვლით თავს, უნდა დარჩეთ ადგილზე და რამე ტყეში გაათიოთ და დაელოდოთ მაშველს ან თავად ეცადოთ გზის გაკვლევას მეორე დღით.

რეკომენდირებული ქცევები

დაკარგული ადამიანი ხშირად გრძნობს: სისუსტეს, სიბნელის და გაურკვეველი ხმაურის შიშს, ტკივილს, სიცივეს, შიმშილს, წყურვილს…რაც მისი ენერგიის სერიოზულ ხარჯვას იწვევს. თუ თავის გადასარჩენი კომპლექტი მზრუნველობითაა შერჩეული, ამ სიძნელეებს ადვილად ვძლევთ.

1. შიშის დაძლევა

შიში ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა მისი დამარცხების საშუალებებიც არსებობს. საუკეტესო საშუალებაა ტყეში მარტო რამის გათევის გამოცდილება გვქონდეს. უნდა გვჯეროდეს რომ აუცილებლად გვიპოვიან. თუმცა მზად უნდა ვიყოთ ტყეში ერთი-ორი ღამის გასათენებლად. არ უნდა მისცე გასაქანი შენს წარმოსახვებს რომ საშიშროება გელის ცხოველებისგან: ადამიანს ყველა ცხოველი ერიდება, მათ შორის მგელიც და დათვიც.

2. მარტოობის შეგრძნების დაძლევა

ამ ფაქტორის დასაძლევად კარგი საშუალებაა, ბანაკის მოსაწყობი სამუშაობით დაკავება. განსაზრვრე პრიორიტეტები: თუ დაშავებული ხართ, ჯერ თავს მიხედეთ, თუ წვიმს, ჯერ თავშესაფარი მოაწყე, თუ ძალიან ცივა ჯერ ცეცხლი დაანთე. მოიმარაგე საკმარისი რაოდენობით მშრალი შეშა, ცეცხლი სიგნალიცაა მაშველებისთვის. წიწვების ან ცამოყვრილი ფოთლების ცეცხლზე დაყრით კვამლის სქელი ფენის შექმნაც შეიძლება, რატა მაშველმა შორიდან შეგნიშნოს. იფიქრე მხოლოდ დადებითზე

3. სიცივის დაძლევა

თუ დაშავებული არ ხარ, ყველაზე უფრო დიდი საშიშროება ექსტრემალურ სიტუაციაში ტავის გადარცენისას, ჰიპოთერმიაა. სხეულის გადაცივება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს. ამიტომ სიცივის, ქარის და განსაკუთრებით სინოტივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უპირველესად ცეცხლის დანთება. თუ ტანსაცმელი სველია, სასწრაფოდ უნდა გავაშროთ, რადგან სინესტე(სისველე, წყალი) ჰაერთან შედარებით 25 ჯერ სწრაფად გვაკარგვინებს სითბოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თავშესაფრის ორგანიზებაზე ფიქრი(თუ არ წვიმს, რადგან, წვიმაში თავშესაფარის ორგანიზება პრიორიტეტულია). ზამთრის პერიოდში ჰიპოთერმია(განსაკუთრებით ღამით) სულ რამდენიმე საათში შეიძლება განვითარდეს. დასველებისგან თავის დაცვა ამ დროს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ცეცხლის ასანთებად საუკეთესო მასალაა: კვარი, წიწვოვნის ხმელი ტოტების შეკვრა, ხმელი ბალახის კონა. ასევე შეგვიძლია გამხმარი ხის მორის გაჩეხვა და მისი შუაგულიდან მშრალი ნაწილის დატლა პატარა ჩხირებად(მოსანთებად). ხე სწორად აღმართული უნდა იყოს, რადგან ასეთი მცენარე უკეთ შრება და თვით წვინაშიც კი შესაძლებელია მისგან მშრალი გულის ამორება. ხის დიმატერი ისეთი უნდა იყოს რომ ორივე ხელი ცერა და შუათითით ვერ შემოწვდე. უფრო პატარა დიამეტრის ხე ვერ ინარჩუნებს ღრმად სიმშრალეს. მოსანთები ჩხირების სიგრძე იდაყვიდან თითის წვერამდე უნდა იყოს, ცერის სიმსხო დაახლოებით. ამ ჩხირის ბოლოში კარგად ალესილი დანით ვაკეტებთ ”ბურბუშელას”(ჩიჩილაკის მსგავსად, ოღონდ ერთი მხრიდან და ჩხირის ბოლოში). ეს ბურბუშელა რაც უფრო ნაზი და ცახუჭუჭებული, მით უფრო ადვილად ინთება. ატი ასეთი ჩხირი მაინც გვჭირდება. მერე ვამატებთ ორ მაჯისსიმხო ჯოხს. ცეცხლი რომ მოინთება, შეგვიძლია უკვე ჩვენი გაშლილი მკლავების სიგრძის მორები მივამატოთ. განსაკუთრებით დიდ სითბოს ღამის გათევის დროს სიგრძეზე გაწყობილი კოცონი იძლევა.
ცეცხლიდან ერთი ნაბიჯის მოშორებით საწოლი შეგვიძლია მოვიწყოთ, მინიმუმ 30 სმ სიმაღლის წიწვოვნის ტოტებისგან. საწოლის უკან რაც შეიძლება ახლო და რაც შეიძლება ვერტიკალურად, ხის მორებისგან კედელი უნდა შევქმნათ, რაც ქარისგანაც დაგვიცავს და სითბოსაც აირეკლავს. სითბოს ამრეკლი ცეცხლის მეორე მხარესაც საჭიროა, ამისათვისიც სამარაგო მორებიც გამოგვადგება. საწოლი ისე უნდა მოვაწყოთ რომ ქარის პარალელური იყოს, კვამლი აღარ შეგვაწუხებს. სითბოს ამრეკლების ღარები შეგვიძლია წიწვოვნის ტოტებით ან ხავსით(ან ბალახით) ამოვავსოთ. კარგად მონთებულ ცეცხლში ნედლი შეშაც იწვის.

ღამის გასათევი საფარის მოწყობა მიზანშეწონილია დიდ ლოდთან, წამოქცეულ ხესთან, ან ისეთ ადგილზე სადაც ბუნებრივი ფაქტორი საშუალებას მოგვცემს საფარი ადვილად მოვაწყოთ. წყალგაუმტარი ქსოვილი საიმედოდ დაგვიცავს წვიმისგან. თუ ასეთი არ გაგვაჩნია, წიწვოვანის ტოტები უნდა გამოვიყენოთ გადასახურად, დაქანებით, წიწვის ქვედა მხარე ზემოთ უნდა იყოს მოქცეული. 30 სმ სისქის წიწვოვნის ტოტები წყალს საიმედოდ აკავებს.
უკიდურეს შემთხვევაში თოვლშიც შესაძლებელია საფარის გაკეტება ქარ-ყინვისგან თავის დასაცავად(თოვლის თბოიზოლატორული თვისებების გათვალისწინებით). თოვლში გაკეტებული ”გვირაბის” შესასვლელი უნდა იყო რაც შეიძლება დაბლა, რომ სითბო ნაკლებად დაიკარგოს. საწოლი შედარებით მაღლა უნდა გაკეტდეს და წიწვოვნის ტოტებით მოიფინოს. ჭერში აუცილებელია სავენტილაციო ხვრელი. თუ სანთელი გვაქვს, აუცილებლად უნდა დავანთოთ სინესტის მოსაცილებლად. შემოსასვლში შეგვიძლია ზურგჩანთაც ავაფაროთ ხვრელს.

4. წყურვილის და შიმშილის დაძლევა

არ ჭამოთ თოვლი, უმჯობესია მუჭში გაადნოთ და გამდნარი წყალი დალიოთ. თუ ალუმინის ქაღალდი გაქვთ, ადვილია ქვაბის გაკეთება, რომელშიც წყალს აადუღებთ , ან პირდაპირ დაამუშავებთ იოდის ტაბლეტებით. თუ საკვები მარაგი გაქვთ, გაანაწილეთ პატარა პორციებად. ასევე შესაძლებელია პატარა ცხოველების ან თევზის დაჭერაც. ზაფხულ-შემოდგომით ადვილია სხვადასხვა კენკრის მოპოვება. არასდროს გასინჯო ნაყოფი(ან ზოგადად მცენარე), რომელსაც ვერ ცნობ, რამდენიმე კალორიის საფასურად თქვენ შეიძლება მძიმედ მოიწამლოთ.
გამოუცდელი მონადირესათვის ტყეში გზის გაკვლევა ძნელია. ხშირ შემთხვევაში, ნადირობით გატაცებული ახალბედა მონადირეები ტყეში იკარგებიან. ასე უმეტესად რამდენიმე კაცისაგან შემდგარ ჯგუფებს ემართებათ, რადგან აქ პირველ პლანზე წამოწეულია ერთმანეთზე დაყრდნობა (თუ რამე მომივიდა მნახავენ) და გავლილ გზას აღარ იმახსოვრებენ. ამიტომ აუცილებელია ყოველთვის თავად დაიმახსოვრო გადალახული ტერიტორიები და სხვის იმედად არ იყო. ორიენტირებისათვის ბევრი საშუალება არსებობს. რამდენინე მათგანის ცოდნა დაკარგვის უსიამოვნებას აგაცილებს. თუ კომპასი გაქვს ტყეში შესვლისას მოძრაობის მიმართულება უნდა დაიმახსოვრო, გამომსვლელეი შესაბამისად საწინააღმდეგო იქნება. კომპასის უქონლობის შემთხვევაში შეგიძლიათ კუსტარულად დაამზადოთ რაიმე მეტალის წკირით (ნემსით) და ნაფოტით ან ქაღალდით (ქაღალდის პიჟით). ნემსი დადეთ ნაფოტზე და ჩადეთ წყლიან ჭურჭელში ან გუბეში, ნემსი ჩრდილო ღერძზე ორიენტირდება.საუკეთესო ორიენტირია მზე. დილის 7 სათზე იგი აღმოსავლეთითაა, 13 საათისათვის სამხრეთით, ხოლო 19 საათისათვის დასავლეთით. პოლუსების გარკვევა შესაძლებელიოა ღამითაც. ვარსკვლავების გამოყენებით, დიდი დათვის თანავარსკვლავედის გასწვრივ მყოფი პოლარული ვარსკვლავი ჩრდილოეთისაკენ მიუთითებს. გაზაფხულზე თოვლი უფრო ხანგრძლივად ჩრდილო ფერდობზე რჩება, ყინული მდინარის სამხრეთ ნაპირზე, ხავსი ხეს ჩრდილოეთის მხრიდან ედება (ტყეში და არა მდინარის ნაპირას). აუცილებელია თუ ჯგუფი შედიხართ ტყეში და ცალცალკე ნადირობას აპირებთ დაიმახსოვროს ყველამ ერთი გამორჩეული ორიენტირი და ყველა შეთანხმდეს იქ შეხვედრაზე დათქმულ დროს. თუ ღამე მოგესწროთ ტყეში უპირველესია მოიმარაგოთ მასალა ცეცხლისათვის და ღამის გასათევად მოეწყოთ, არავითარ შემთხვევაში არ იმოძრაოთ ხმაურზე, თუნდაც ეს იყოს მამლის ყივილი ან ძაღლის ყეფის ხმა, უმჯობესია დაიხსომეთ ხმა საიდან მოდის და გათენებისას წადით იმ მიმართულებით. არ დაგავიწყდეთ ღამით ტყეში მხედველობის არე შეზღუდულია!!!!!
ეს ეხება პარაზიტებს, სხვადასხვა მწერები, ტკიპები, რწყილები და ასე შემდეგ. ყველა პარაზიტს გადააქვთ ინფექციური დაავადებები. მაგ: ტიფი, შავი ჭირი. ტკიპები ბალახში ბინადრობენ, ისინი იბუდებენ წყალსატევის მახლობლად სადაც ხშირი ბალახი იზრდება. ამიტომ ნუ დაწვებით და დაჯდებით პირდაპირ მიწაზე სანამ დაბანაკდებით შერჩეული ადგილი გაასუფთავეთ, უმჯობესია თუ გადაწვავთ. რწყილები მშრალ მტვერში ბუდობენ. კვერცხების დასადებად ისინი ფრჩხილებში და კანში იბუდებენ თმების ძირებში. თუ პარაზიტი მოგეკროთ წაუსვით მას ხელთ არსებული ცხიმი, ან ხის ბლანტი წვენი, ამით ჯანგბადის მიწოდება შეუწყდება და ადვილად ამოიღებთ პარაზიტს.ფუტკარის და ბზიკის კბენის შემთხვევაში დანის პირით მოიშორეთ ნესტარი და ნაკბენზე ფერფლთან ერთად არეული ტალახი წაისვით ეს რამდენადმე აყუჩებს ტკივილს. ქავილს ხსნის ბაბუაწვერას წვენი, ნივრის დასრესილი ფოთოლი. ძალიან ცუდ დღეში ჩაგაგდებთ ჭიანჭველები თუ მათი ბუდის სიახლოვეს მოგიწიათ დაბანაკება. მწერების კბენისაგან დაგიცავთ ნაირგვარი ქიმიური თუ ბუნებრივი საშუალებანი, ბუნებრივებიდან განსაკუთრებით კარგია აბზინდა. აუცილებელია როცა ღია ადგილას ბუნებაში გიწევთ გათევა ღამის არავითარ შემთხვევაში არ გაიძროთ შარვალი და ფეხსაცმელი. თუ კოღოებიანი და მოსკიტებიანი ადგილი შეგხდათ და არ გაგაჩნიათ დამცავი ბადეები შიშველ ადგილებზე წაისვით ტალახი. მორიელებს ძალიან უყვართ ფეხსაცმელში ჩაძრომა, ისინი ქვების ან მკვდარი ხის ქერქების ქვეშ ბინადრობენ. ამიტომაც თუ გახედილს გძინავთ აუცილებლად შეამოწმეთ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩაცმის წინ. არის კიდევ წურბელები როგორც ჭაობის და გუბეების ასევე ტყისაც. განსაკუთრებით საშIშია ნაკადულის წურბელები, ესენი არინ ყველაზე პატარა ზომისანი და შესაძლოა წყლის დალევისას შეგყვეთ. ამის მერე ისენი ეკვრიან შინაგან ორგანოებს. წურბელას კბენა საერთოდ არ არის მტკივნეული მაგრამ ის თავისი საჭრელებით ღრმად ჩადის კანში და ამიტომ ნუ მოიგლეჯთ მას. უმჯობესია მოწვით ცეცხლით ან დააყარეთ მარილი.

ღამის საფარის ნიმუში:










სასარგებლო რჩევები ზამთარში ღამის გათევისას:

სიცივის დროს ადამიანი მეტ ენერგიას ხარჯავს(კარგავს), ამიტომ ძილის წინ მიიღეთ მარალკალორიული საკვები

არ დაიძინოთ იგივე ტანსაცმლით რაც დღის განმავლობაში გეცვათ, მასში ტენიანობის მაღალი ხარისხის გამო.

ღამით ფეხსაცმლის გაყინვის თავიდან ასაცილებლად, მოათავსეთ ის საძილე ტომრის ქვეშ(ფეხების მხარეს), დაიძინეთ წინდებით.

საძილე ტომარაში ყოველთვის გეხუროთ ქუდი, შიშველი თავი ენერგიის დაკარგვის ერთერთი მთავარი წყაროა.

თუ ღამით ყინვაა, კარვის კარი ორნავ ღია დატოვეთ რომ კონდესაცია შეამციროთ. დილით კარების გახსნისთანავე ნარჩენი კონდენსატი კედლებზე გაიყინება და ადვილად ჩამოფერთხავთ.

პირი და ცხვირი საძილე ტომრის გარეთ გქონდეთ, სხვა შემთხვევაში კონდენსატით დაანესტიანებთ მას.

თუ ღია ცის ქვეშ ათევთ ღამეს, აღჭურვილობა ჩალაგებული გქონდეთ ზურგჩანთაში, რადგან ღამით თუ მოთოვა,
დილით გაჭირდება თოვლქვეშ ძებნა.

წყლიანი მათარა ჩაიდეთ საძილე ტომარაში, გაყინვისგან რომ გადაარჩინოთ.

თუ თოვლზე გიწევთ წოლა, ”საწოლი” შემაღლებული უნდა იყოს, რომ დნობის შემთხვევაში წყალი ქვემოთ ჩამოედინოს და ”საწოლზე” არ დაგროვდეს.

თუ ცხელი წყალი მოგრჩათ, ჩაასხით მათარაში და შეიტანეთ საძილე ტომარაში.

ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ტყეში გაურკვეველი დროით გიწევთ დარჩენა, მაღალი ხარისხის დანას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. თავის გადასარჩენი დანა ბევრად ძლიერი უნდა იყოს ვიდრე ჩვეულებრივი სანადირო დანა, რადგან ასეთი დანით მრავალი ტიპის ოპერაციის შესრულება გიწევთ, ტოტების მოჭრით და ხეზე მუშაობით დაწყებული, ორმოს ამოთხრით და თუნდაც ნადირის გატყავებით დამთავრებული. ამიტომ ამ მიზნით მხოლოდ მაღალი კლასის დანის შეძენაა რეკომენდირებული. რა თქმა უნდა ასეთი დანა მხოლოდ ფიქსირებულპირიანია. დანის ენა(ანუ პირის გაგრძელება რომელიც ტარშია შესული) ტარის ბოლომდე უნდა გრძელდებოდეს არ უნდა იყოს წვრილი. ტარის დაზიანების შემთხვევაში ენას ქსოვილიც შეგვიძლია შემოვახვიოთ და დანა მაინც მოსახმარ მდგომარეობაში იქნება. დანის ტარი უნდა იყოს მარტივი, ოდნავ ხაოიანი რომ ხელის დასველების შემთხვევაში ჩაჭიდება ადვილი იყოს. კარგი მასალაა ხე, ან მაღალი მდგრადობის პოლიმერი. ტარის ბოლო სასურველია მეტალის დაბოლოებით იყოს რომ ჩაქუჩის ფუნქციაც შეასრულოს. დანის პირი(ეშვი) ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ძირითადად ორი ტიპისაა: ე.წ. ნახშირბადიანი ფოლადი(carbon steel ) და უჟანგავი ფოლადი(stainless steel). ნახშირბადის მაღალი შემცველობა ზრდის დანის პირის სიმტკიცეს. ორივე ტიპის ფოლადს გააჩნიათ დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველი ტიპის დანა ადვილად ილესება, თუმცა კოროზიისადმი ნაკლებად მდგრადია. დანის პირის სიგრძე 10-15 სმ უნდა იყოს, თუმცა გვხვდება 20-25 სმ სიგრძის დანებიც. პირის სისქე არ უნდა იყოს 3მმ-ზე ნაკლები, ხოლო პირის სიგანე 2 სმ-ზე ნაკლები.

დიდი მადლობა icode.ge-ს. საჭირო ინფორმაციაა.. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 02:15