სეზონი დაიხურა, გილოცავთ და ვიზიარებ ))) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სეზონი დაიხურა, გილოცავთ და ვიზიარებ ))) |
Feb 29 2016, 20:58
პოსტი
#1
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მოკლედ, დღეს დაიხურა ნადირობის სეზონი, აწი მოგვიწევს აგვისტომდე თოფების "მიძინება" შიგადაშიგ თეფშების ბაგაბუგით თუ გამოაცოცხლებს ზოგიერთი ჩვენგანი.
დღეს მიუხედავად იმისა რომ ბევრმა "დახურა სეზონი" და მე სამსახურის გამო ვერ მოვიცალე, ოჩოპინტრემ სასიამოვნო სიურპრიზი გამიკეთა, და ამ სასიამოვნო შეგრძნებით კმაყოფილი ვემშვიდობები სეზონს, მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ არც გავსულვარ ბუნებაში. სამაგიეროდ მმოსალოცია ყველასთვის რომ სეზონი უსაფრთხოდ დასრულდა. ახლა სიურპრიზი... დღეს გზიდან დავინახეთ შვლები, დაახლოებით 7 ცალი მაინც, თან მანქანასაც არ უფრთხოდნენ, ჩავედით, სურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ აზრი არ ქონდა, ისეთი შეფერილობით როგორიც შველს აქვს, შორდიან რაიმეს გადაღების შანსი ნოლია. ესეც რეგისტრატორის ფაქტები, მე რაღაცეები გავარჩიე, მაგრამ იმდენად ცუდი ხარისხია, თუ არ გაქვს ნანახი საკუტარი თვალით, შანსი არაა გაარჩიო. მეც კი ეჭვის დონეზე ვიყავი, უბრალოდ, ფოტომეხსიერება რომ არა, პიქსელების გროვად აღვიქვამდი. ესეც მცირედი ემოციების ფრაგმენტი ვიდეორეგისტრატორიდან. პ.ს. გასაგები მიზეზების გამო, ვიდეო ამოჭრილია, და ადგილს შეგნებულად არ ვასახელებ. |
|
|
Feb 29 2016, 21:10
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
დამეთხარა თვალები, რომელ მხარეს დავაკვირდე ის მაინც გვითხარი
ათჯერ მაინც უყურე მაგრამ ამაოთ |
|
|
Feb 29 2016, 21:17
პოსტი
#3
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
დაჟინებული მზერით გინადირია....
|
|
|
Feb 29 2016, 21:51
პოსტი
#4
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მაქსიმუსა
აზრი არა აქვს, ეგ ვდიეო დავდე უბრალოდ მანქანაში არსებული ემოციები რომ გადმომეცა. მე კი ვარჩევ რაღაც წერტილების გროვა გარბის სადღაც, მაგრამ შანსი არაა სხვამ ეგ აღიქვას. ნუკრიMax მაგ მომენტში, ნეტა თოფით ვიყო თქო, ეგეთმა აზრმაც კი არ გამიელვა გულში. მართლა მაგრა გამიხარდა რა |
|
|
Feb 29 2016, 21:59
პოსტი
#5
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Davitus
რათ გინდოდა თოფი, მაინც არ ესროდი... ვიცი შენი ბუნებისადმი დამოკიდებულება |
|
|
Mar 1 2016, 08:51
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
წინა საუკუნეში კურდღელზე ვიყავით სანადიროდ. მინდვრიდან ტყეში გადავუხვიე ასე 50 მეტრი. ღრმა არხივით გასდევდა და რომ გადავხედე 4 შველი წამოხტა. ერთმანეთს ახტებოდნენ ციცაბო ფერდობი რომ აერბინათ. ასე ვთქვათ ზედახორა ჰქონდათ. თოფი ხელში მეჭირა მაგრამ სროლა არც კი გამხსენებია. მონუსხული ვუყურებდი. რომ გაიქცნენ კარგა ხნის შემდეგ მოვედი გონზე. ულამაზესი სანახაობა იყო და არ ვნანობ ასე რომ დამთავრდა ჩემი მათთან შეხვედრა.
ვიზიარებ თქვენ მწუხარებას სეზონის დახურვის გამო. არადა იხვი ახლა შემოვა. უნდა დავაკონსერვო თოფი და გადავერთო თევზაობაზე. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:11 |