შამაია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

შამაია, Chalcalburnus Chalcoides - Шемая
ნოსო
პოსტი May 16 2009, 12:03
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



სიგრძე__39სმ. წონა__0.6კგ.



არის ადგილობრივი და მასვლელი ფორმაც.

ი კ ვ ე ბ ე ბ ა : ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით,ეტანება წყალში ჩაცვენილ მწერებს, ჭამს ლიფსიტას.

ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი :ალაზანი, იორი, კინტრიში, მაშავერა, მტკვარი, ნატანები, პალიასტომის ტბა,
რიონი, სუფსა, სიონის წყალსაცავი, ჭოროხი, ხრამი, ჯანდარის ტბა.

ს ა ტ ყ უ ა რ ე ბ ი : თეთრი ჭია, წიტელი ჭია.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ვიტო
პოსტი Sep 1 2010, 13:38
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ოოოოოოოოოო, დადგა შამაიის ჯერიც, სამწუხაროდ ჩემი პრაქტიკა მხოლოდ სიონის წყალსაცავით შემოიფარგლება,
ანუ იმ წყალსატევით სადაც გამიზნულად ამ თევზზე დავბდივარ, ხშირი შემთხვევები მქონია მდინარეებზე ამ თევზის
"თანჭერის"(როდესაც სხვა თევზზე წასულს შამაია დამიჭერია) თუმცა ეგ არ ითვლება newsmile05.gif

იმისათვის რომ გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, პირველ რიგში მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო სიონის წყალსაცავს
და იმ გარემოებებს რაც მაიძულებს ამ თევზზე გასვლებს.
1. მონატრებული ბუნება.
2. ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილე.
3. თევზაობის ჟინი
4. თევზის გასტრონომიული ფასეულობები.
5. სუფთა სპორტული ინტერესი
და ა.შ. ეს სია დამიჯერეთ ძალიან დიდი ნუმერაციით დასრულდება

ნამდვილად არ შემიძლია ამ თევზს და მის ჭერას რაიმე ნაკლი გამოვნახო, ძალიან საინტერესოა თავისი მეთოდებით, ჯოხის
აღკაზმულობით, უიღბლო მეთოდის გამოყენების შემდეგ საუკეთესო გამოსავლის ძიებით........ ამას შეგვიძლია დავამატოთ
მისი სიყვარული ნამდვილი გურმანების თვალით (~ამაზე ცოტა მოგვიანებიოთ)

პირველად შამაიას ვეზიარე ჩელეს დახმარებით, უფრო სწორედ მის წარმატებულ ჭერას,დაახლოებით 8-10 წლის წინ, მანამდეც ვიყავი
სიონზე ნამყოფი თუმცა მაშინ ბნელი დრო იყო, არც ინტერნეტი, არც საჭირო სტატიები, ინფორმაციის ვაკუუმი, მეთევზეები მალავდნენ
ჭერის ტექნიკას (ეს მართლა მახსოვს) და მოკლედ ბევრი "პუსტა"გასვლები. ერთხელაც ვართ თიანეთში მე და ჩელე ბატონი მის
სამამაპაპისეულო სამფლობელოში და გადავწყვიტეთ სათევზაოდ წასვლა სიონზე, თან მახლავს ჩემი კარავი რომელიც რამოდენიმე დღით ადრე
მეგობრებმა მაჩუქეს გამომდინარე იქიდან რომ ველური ვიყავი და ტყეში ცხოვრება მერჩივნა - ხოოოოოდა რაღა გვედგა წინ,
მივეურეთ წყალსატევის შესართავთან თუ სწორედ მახსოვს გზიდან გადავუხვიეთ, სოფელს "ალოტი" ერქვა, გადავიარეთ 9 მთა, დავბანაკდით
და დილამდე ისე დავილხინეთ თევზის ჭერითაც და გატარებული დროითაც რომ დღემდე "კინოსავით" მასოვს newsmile05.gif აი სწორედ ეს არის
სიონზე წასვლა სათევზაოდ, კომბინირებული სიამოვნება...

რადგან ჩემი სიბრძნეები ეხება მხოლოდ სიონის წყალსაცავს, ნამდვილად არ ვქადაგებ იმ აზრს, რომ ყველგან, იგივე მეთოდებით შეძლებთ თუნდაც მიახლოებული შედეგების მიღწევას newsmile05.gif სანამ დავიწყებ თევჭერის მეთოდებზე წერას მინდა რამოდენიმე სიტყვით აგიხსნათ სიონის სიტუაცია რასაც მე ვაკვირდები რამოდენიმე წელია, 10-12 წლის წინ ეს ტბა და მისის წყლის დონე მახსოვს თითქმის უცვლელი, მაგრამ დროის გასვლის შემდგომ აღმოჩნდა რომ ტბა აპარებდა წყალს დამბის მიდამოებში, ანუ წყალი გადიოდა სადღაც სოფელში ამ არანაირი სადრენაჟო სისტემის არსებობის დროს, პირველ ტექნიკურ სამუშაოებს შევესწარი 2005-2006 წლებში, როდესაც ბნელი დრო გადალახული იყო, თუმცა ამანაც თავისი პრობლემები გამოიწვია, ანუ წყლის დონე გახდა დასაწევი რომ არხებში თხევადი ცემენტი შეეშვათ. ამ პერიოდში წყლის დონე დაიწია ისეთ უსასრულობამდე რომ ტბის მაგივრად ვხედავდი გასაწყლოებულ მდინარეს, რამაც ბრაკონიერებს მისცა ჯიბის გასქელების საშუალება. თევზს იჭერდნენ ხელით, "დუბინკებით", ბადეებით, ელექტროაპარატებით და ყველა იმ მეთოდებით რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ან ვერ წარმოიდგინოს დალაგებული ადამიანის გონებამ. ამის შემდეგ რამოდენიმე წელი მე სიონზე თევზი არ დამიჭერია, უფრო სწორედ რომ ვთქვა საკადრისი ზომის შამაია ნამდვილად ძალიან დიდი იშვიათობა გახდა. წყალმა აიწია, ბრაკებს ხელი მოეცარათ და ბოლო 2 წელია დიიიიდ პროგრესს ვხედავ შამაიის ზომების ზრდასთან დაკავშირებით, მოკლედ გადავიდეთ პრაქტიკაზე...

როგორ იჭირება:არანაირად არ გაგიკვირდეთ რომ შამაია მოვიდეს ნებისმიერ აღკაზმულობაზე, ეს გამოწვეულია იმით, რომ სიონზე საკვები არეალი, დასამალი ადგილები, და გაბალახებული ყურეები თითქმის არ არსებობს, ტბა ხელოვნურია, უბრალოდ გამოთხრილია აუზი და შიგნით არის ჩაშვებული წყალი, მაშასადამე საკვებ პროდუქტებზე არის სერიოზული კონკურენცია, შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად ყველა თევზი გარდა ფსკერულისა"(საზანი)შეიძლება მოვიდეს ნებისმიერ გაწყობილობაზე, მაგრამ, არსებობს დიიიიიიდი "მაგრამ", ეს არის შამაიის ცხოველური მისწრაფება ნებისმიერ საკვებ პროდუქტზე newsmile05.gifსახეობა არის "მოხეტიალე", დადიან დიიიიიიდ ჯგუფებად და მისი მოგზაურობის არეალზე დაჯდომის შემთხვევაში უფრო დიიიიიიდ შედეგებს უნდა ელოდოთ.ხშირად ყოფილა როდესაც მითევზავია გარკვეულ მონაკვეთში და მეზობელთან საერთოდ არ ჩაურტყავს, ჩემი აზრით ეს მეტყველებს იმაზე რომ ჯგუფები ძალიან მჭიდროთ მოძრაობენ და გარკვეულ ზღვრებს არ ცილდებიან, მთავარია ვიპოვოთ შესაბამისი წერტილი და სიშორე. მაგალითად ხანდახან ტალღების შემთხვევაში ნაპირიდან რამოდენიმე მეტრში იქმნება "ობლაკა მუწი" newsmile035.gif ხოოოოოოოოდა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ზუსტად მაგ ზოლზე ხდება ხოლმე ყველაზე ინტენსიური ჩარტყმები.

ტივტივა: რატომ ვიწყებ ტივტივათი? იმიტომ რომ ბევრს გონია, რომ ე.წ. ვანკა არის ყველაზე ოპტიმალური ტივტივა რომელიც შეიძლება შამაიის დასაჭერად გამოვიყენოთ, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მცდარი აზრი, და მე თუ მკითხავთ "ვანკა" არის ყველაზე უინტერსო ტივტივა რომელიც მოუგონია ადამიანთა მოდგმას, ჩემი არჩევანია ვაგლერი ტესტით 5-15 გრ., რადგან დიიიიდ დისტანციებზე გატყორცნის საშუალებას გვაძლევს, და როგორც წესი შამაია იქ არის სადაც შორიაnewsmile05.gifარავითარი სიმძიმე, ლიდერიუნდა ლავირებდეს სულ რაღაც 30-70 სმ, მაქსიმუმ ვამაგრებ საფანტს 2-3 ცალს და ძალიან მჩატეებს, ისიც იშვიათად , რომ ზედაპირზეთევზის არ აქტიურობის შემთხვევაში სატყუარა ოდნავ დაბლა ჩავიტანო.
ჯოხი: ისევ და ისევ Match-ი ტესტით 5-20 გრ. საკმაოდ დამაკმაყოფილებელია.
სატყუარა: მე გირჩევდით ბუზის მატლს(თეთრი ჭია), თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ნაკელის ჭიაზე უჭირს, უბრალოდ ჩემ პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ
წითელზე მოსულიყო და თეთრზე რეაქცია არ ყოფილიყო, იმის თქმა მინდა რომ თეთრი უფრო უნივერსალურია და შედარებით უღალატო, თუმცა საბოლოო ავკარგიანობაზე მაინც ადგილზე მისვლისას გაიგებთ.

სახლამდე რომ არ გაგიფუჭდეთ: სასურველია თან გქონდეთ წყალგაუმტარი სატევარი, რომელშიც ჩაასხავთ 2-3 ლიტრ წყალს და ჩაყრით დაახლოებით ნახევარ კოლოფ ქვა მარილოს. გამომდინარე იქიდან რომ შამაია მალე კვდება და შესაბამისად მალე ფუჭდება სასურველია ესეთ ხსნარში ჩააგდოთ თევზი დაჭერითანავე, დარწმუნებული ვარ სახლამდე საღსალამათებს მიიყვანთ newsmile05.gif

შამაიის დამარილება: შამაია ძალიან ცხიმიანი თევზია, ასე რომ მისი დაგემოვნება იგივენაირად გემრიელია როგორც გამომშრალის ისევე შემწვარის. აიღეთ ჯამი, ქვაბი ან დაჭერილი თევზის შესაბამისი სათავსო, ჩაალაგეთ თევზი ფენებათ და ფენებს შირის დააყარეთ ბეეეევრი მარილი, როდესაც ამოწურავთ რეზერვებს, დაასხით ცოტა წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით ტენიან ადგილზე 5-7 დღის მანძილზე, ამოიღეთ თევზი,
წამოაცვით თოკზე ან რაიმე საკიდზე და გამოკიდეთ განიავებად ადგილზე 3-4 დღით, სასურველია გამოკიდოთ "მარლის" ნაჭერშემოხვეულში. თევზი მზადაა.
შეწწვა: გამოშიგნეთ, კარგად გადარეცხეთ, ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და შეწვით ზეთში, მის სიმსუყეობაზე ეჭვები აღარ შეგეპარებათ newsmile05.gif

გისურვებთ წარმატებულ თევზაობას newsmile05.gif

შეაფასეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 05:32