თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მტკნარი წყლის მტაცებელი სახეობები _ ღორჯოები

პოსტის ავტორი: noso May 16 2009, 12:00

Gobitidae-da bichki rusulad

სიგრძე__25სმ. წონა__0.11კგ

ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს :ზღვის სანაპიროს მომლაშო უბნის ფსკერზე, ზამთრობით შედის უფრო ღრმა ადგილებში.


ი კ ვ ე ბ ე ბ ა: ლოკოკინებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, თევზებითა და სხვა.

პოსტის ავტორი: levana90 May 18 2009, 16:58

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 3 2009, 14:54

ნოსო

ღორჯო მდინარეშიც ხოა?

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 3 2009, 15:59

დავდებ ინფოს გრიზლი, გამოცდები მაქ და ცოტა ვერვიცლი.

ისე ყველგანაა ეგ თევზი

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 3 2009, 16:01

ნოსო
გიგი ინფო პირველ პოსტში ჩაამატე

პოსტის ავტორი: მონადირე Sep 1 2009, 12:56

გიგი ქენი რამე - შავი ღორჯო ბევრჯერ დამიჭერია ბავშვობაში და ეს ცალკე სახეობაა თუ იგივეა რაც ჩვეულებრივი შეფერილობის მდინარის ღორჯო?

ღორჯოს დიდი ჯიშებიც ხო არსებობს?

მოკლედ დაწერე რამე ან შენ ან სერგეევიჩმა. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sergeevich Sep 14 2009, 21:15

ამათი სურათები ვერ მოვიძიე
Neogobius platyrostris
Neogobius rhodioni
Neogobius cyrius

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Gobius paganellus

http://www.radikal.ru
Knipowitschia longecaudata

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Neogobius fluviatilis fluviatilis

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Neogobius gymnotrachelus

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Neogobius melanostomus

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Proterorhinus marmoratus

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Benthophilus stellatus.


ეს არის ის ღორჯოები რომლებიც fishbases მონაცემებით არის საქართველის წყლებში. რომ დაიჭერთ მერე თქვენთვითონ გაარკვიეთ რომელია newsmile090.gif შავი ფერი აქვს მამალ ღორჯოს.

პოსტის ავტორი: Fishing Fnatic . Nov 14 2009, 14:17

სამეგრელოში ვიჭერ ხოლმე მდინარე : აბაშაზე და ნოღელაზე , ბევრია ტეხურაშიც და ცხენისწყალზეც სავსეა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 14 2009, 18:01

Fishing Fnatic .
მეც ვთევზაობ მაგ ადგილებში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ტემპერა Nov 14 2009, 18:26

Fishing Fnatic .
Fishing Fnatic .

ციტატა(guka_13 @ 14th November 2009 - 15:17) *
სამეგრელოში ვიჭერ ხოლმე მდინარე : აბაშაზე და ნოღელაზე

სადაური ხარ?
კაცო არ გადამრიო?
შოთა.03. მე ვარ ოღონდ ეხლა სხვისი ნიკით ვარ....
ონტოპოდან ვარ.........

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 19 2009, 13:02

ბავშვობიდანვე ღორჯოების რისხვა მერქვა
მეც ღორჯოს ვგავდი შავი და ხუჭუთმიანი
თუ ვინმე ღორჯოს დაიჭერდა
მიაყოლებდა
შაკო დავიჭირეო
შაკო მქვია
მოკლედ ღორჯოებს ჩემსავით არც არავინ იჭერდა და
ვერც ვერავინ იჭერდა
ეზოში ჭიას ვამრავლებდი
მდინარეებში ქვებს ვყრიდი (კაზიავკები რომ მიწებებოდნენ)
პურის სრესვას ძილისწინ ვიწყებდი
ანკესად მუდამ თხილის ჯოხი
ნემსკავად მუდამ ძალზე მცირე
დაჭერითაც მუდამ ყველაზე მცირეებს ვიჭერდი
მეც ღორჯო მერქვა
და ყველა ღორჯოს ვაცოცხლებდი
წყალში ვუშვებდი

ზღვაზეც ყოველთვის ეგრე იყო
სხვები ცურავდნენ
ბანაობდნენ
მე კი ვიდექი ზვირთმჭრელთან და ღორჯოებს ვიჭერდი
საკუთარ თავთან ვსაუბრობდი
ღორჯოებს ვესაუბრებოდი
მათი ენა - არა
მაგრამ
მათი მესმოდა

ჩვიდმეტი წელი გავიდა მას შემდეგ
ჩვიდმეტმა წელიწადმა ჩაიარა ჩემთვის ღორჯოების გარეშე
საკუთარი თავის გარეშე
ჩვიდმეტი წელია ჩემთვის ღორჯო აღარავის დაუძახია
ჩვიდმეტი წელია მათ ჩემთვის აღარაფერი უთქვამთ
ჩვიდმეტი წელია მე არ გამხსენებიან ისინი newsmile038.gif
მაგრამ წელს
ქობულეთში
როგორც იქნა იქ ვიქირავე ბინა სადაც მსურდა
სადაც კინტრიში ერთვის ზღვას
გული მიგრძნობდა სადმე მანდ უნდა გადავყროდი ჩემს ძველ მეგობრებს
ჩემს პატარა საკუთარ თავებს
თითქოს ადნაკლასნიკში მიპოვნეს და ლინკი დამიგდეს
აი ზუსტად აქ გვიპოვნიო
პირველივე დღეს მივაკითხე მდინარის შესრთავს
ასიოდე მეტრიდან ვიგრძენი მათი იქ ყოფნა
მეღორჯოვენიც იქ იყვნენ
ქობულეთის ყველა მთავარი მოღორჯოვე იქ იყო
იჭერდნენ ღორჯოებს და
"ყაზბეგის" ორლიტრიან ბოთლში ახრჩობდნენ
ძალიან კარგი ანკესები ეკავა ყველას
"კატუშკებით" newsmile035.gif newsmile055.gif newsmile041.gif
ღორჯოს დაჭერა თუ გინდათ
თავად უნდა დაემსგავსოთ მეთქი ღორჯოებს
მაგალითიც მივეცი
ტალღებისგან გამორიყული ბამბუკის ნაგლეჯი მოვძებნე
აგვისტოს მზეზე გამომხმარი რთხმელის რტო მოვძებნე
და
იმავე წუთს დავაქორწინე
რთხმელა - ქმარი
ბამბუკი - ცოლი newsmile05.gif newsmile011.gif
იქვე მოვძებნე დამტვრეული რადიოლა
ნეკნივით ამოვაცალე ბოლტი
მეღორჯოვეებს ვესესხე
ძუა
ჭია
და ნემსკავი ყველაზე მცირე
ავაწყე ღორჯოებთან სასაუბრო აპარატი
დირიჟორის ჯოხზე უფრო მგრძნობიარე
დავხედე წყალს
შევაქნიე ჯოხი და ორკესტრიც ახმაურდა
15 წუთში დავიჭირე სამოცი ღორჯო
მაგრამ უკვე ვეღარ ვაცოცხლე
მეღორჯოვეებმა ჩამიხრჩვეს ბოთლებში
ჩემი გულიც მაშინ ჩაიხრჩო
იუდასავით მოვექეცი საკუთარ თავს და საკუთარ თავებს

ღამით კი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მჭამდა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 19 2009, 13:44

ვააააააა მაგარი იყო small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 19 2009, 14:03

კარგი იყო , საღოლ small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ganmaTavisuflebeli Jan 1 2010, 14:29

ღორჯოს ჩვენი გულითადი სალამი.
მისმა ლექსმა ამაღებინა 'კალამი'.
უნდა შენში შვილი მამის შევიცნო,
მინდა მალე მეც მისსავით შევიგნო:
იყო ერთხელ კაცი ვინმე ერთგული,
დავინახე ის ნათელში შესული.
მასწავლიდა ის ბუნების სიყვარულს,
ვეძებ ოდეს გარდახდილს, დავიწყებულს,
იმედია შენში ძმობას ვიპოვნი.
გვიხაროდა, გრძნობა გვქონდა 'სინქრონნი'

პოსტის ავტორი: lasha_kotriazde Jan 14 2010, 04:47

შენი ლექსის, უფრო სწორად დეკლარაციის გულითვის გავწევრიანდი აქ.

ძმა ხარ, ეგ ყველაფერი ვიცი, გავლილი მაქვს...

მაგარია, ეხლაც იმ ჭკუაზე ვარ, როგორც 30 წლის წინ, როცა პირველი ღორჯო დავიჭირე ...

ძან მაგარი იყო ძმაო...

კარგი პოეტი ხარ... არ ვიცი ეგებ არც გინდა რომ პოეტი იყო...

მადლობა ძმაო... ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ, შენ დ მე...
(როგორც კიპლინგი იტყოდა...)

ლაშა.





პოსტის ავტორი: CiCua Jan 17 2010, 09:33

ანკესით იჭერდით ღორჯოებს?
მე ბავშვობაში ხელით ვიჭერდი ქვის ქვეშ. ის კი არადა კალმახს ვიჭერდი ხელით ყინულივით ცივ წყალში.

პოსტის ავტორი: PREDATOR Aug 11 2013, 21:10

აი მესმის ღორჯოოოო.....!!!!!!!!!!!!!


პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 11 2013, 21:16

(dila)adriano

მაგარი იყო newsmile05.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ძამა Aug 11 2013, 22:34

PREDATOR

ეგ ღორჯო კია არა ღლავი ყოფილა

რა არი ამხელა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)