IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა
minchanin
პოსტი Jan 11 2014, 22:02
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობრებო. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკა თუ როგორ განვსაზღვროთ ხელმისაწვდომი მეთოდით, ოპტიკური სამიზნის ვარგისიანობა. როდესაც პნევმატიკით ვიყავი გატაცებული, და ვატარებდი მრავალნაირ ტესტებს - სიმძლავრე, სიზუსტე გამძლეობა და ა. შ. მივაქციე ყურადღება ერთ გარემოებას - როდესაც გავასწორებდი ოპტიკურ სამიზნეს (ძირითადად ვასწორებდი 25 მეტრზე ზდპ-ს), შემდეგ სხვა დისტანციაზე ხშირად მიზანს ვერ ვარტყავდი, მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებდი ტყვიის ტრაექტორიის ნოლებსა და ეგრეთწოდებულ "პროვისანიეს". და მერე ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი - ოპტიკური სამიზნე გავასწორე 25 მეტრზე დაწოლილ მდგომარეობაში საყრდენი ბალიშის გამოყენებით. ვისროდი "ჰატსან 105"-დან. ტყვიები "ბარაკუდა მატჩი", 10,5 გრ. 7 გასროლით ჯგუფი გაკეთდა ნორმალური, დაახლოებით 15 მილიმეტრიანი. ზუსტად არ გამიზომია, რადგან ეს არ იყო ჩემი მიზანი. შემდეგ გადავწიე სამიზნე 5 მეტრით. კიდევ 7 გასროლა. შემდეგ ისევ გადავწიე 5 მეტრზე. და ისევ 7 გასროლა. და ა. შ. 60 მეტრამდე. სროლა ხდებოდა ტყეში სრული შტილის დროს. შემდეგ დავიმეორე სროლები 25 მეტრზე უფრო ახლოს მოახლოებული (5 მეტრით) 10 მეტრამდე. და რა შევამჩნიე. ჯგუფები იყო გადაადგილებული არა მარტო ვერტიკალურად. რაც სრულიად მოსალოდნელია (მხედველობაში მაქვს ტყვიის "პროვისანიე") არამედ სრულიად მოუწესრიგებელი (სხვანაირად ვერ გადავთარგმნე "ნეზაკონომერნო") სხვა და სხვა მხარეს, მარჯვნივ, მარცხნივ, ცოტა ზემოთ, ცოტა ქვემოთ და ა. შ. შემდეგ ჩავატარე სროლები ოპტიკის გარეშე. სიზუსტემ მოიკლო, მაგრამ ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება შეწყდა. შემდეგ იგივე ოპტიკით ჩავატარე სროლები "ედგან მატადორით" (კალ. 5,5). იქაც ჯგუფების გაბნევა მოგვცა. შემდეგ ედგანზე დავაყენე "მაკ სნაიპის" ოპტიკა. უკვე გაბნევას ადგილი აღარ ჰქონდა. ამის მერე ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ სხვა და სხვა თოფზე, სხვა და სხვა ოპტიკით (ძირითადად იყო ჩინური ოპტიკები, რომელთა დასახელებებსაც ყველას ვერ გავიხსენებ. მახსოვს იყო "ტასკო", "გამო" ...).აქედან გამოვიტანე დასკვანა, რომ თუ ასეთ გარემოებას აქვს ადგილი, ეს არის ოპტიკის ბრალი , და ასეთი ოპტიკა არ გარემონტდება.
და კიდევ ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება. ეს ეხება იმ ოპტიკებს, რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული მოახლოება, ანუ ობიექტის გადიდება. იაფფასიან ჩინურ ოპტიკებზე ზუმერის ტრიალის დროს ხდება ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება. ამის მიზეზია ოპტიკურ სამიზნეში არსებული მოძრავ მექანიზმებს შორის არსებული "ლუფტი".
მართალია ეს სროლები ხდებოდა პნევმატური თოფებიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს ცეცხლსასროლიდან სროლის დროსაც. მართალია ამ შემთხვევაში სროლის დისტანცია უფრო მეტი იქნება, მაგრამ ეფექტი კი ანალოგიური.
გარდა ამისა, დამწყებებს შემიძლია შევთავაზო "ბარაბნების" ტრიალის ჩემი მეთოდი, რომელიც მდგომარეობს შემდგომში - ავირჩიოთ "ბარაბნების" დამაფიქსირებელი ბრუნვის მიმართულება. მე არჩეული მაქვს საათის ისრის მიმართულება. მე მხედველობაში მაქვს სიტუაცია, როდესაც საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება მაგ. ზემოდან ქვემოთ 3 "შელჩოლით", ვატრიალებ "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულებით 3 "შელჩოკით". ასევე , თუ საჭიროა სროლის წერთილის გადადგილება მარჯვნიდან მარცხნივ 4 "შელჩოკით", ვატრიალებ ჰორიზონტალური რეგულირების "ბარაბანს" 4 "შელჩოკით" საათის ისრის მიმართულებით. ახლა , იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება ქვემოდან ზემოთ 3 "შელჩოკით", ვატრიალებ ვერტიკალური რეგულირების "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ 10 "შელჩოკით", და შემდეგ კი საათის ისრის მიმართულებით 7 "შელჩოკით". იგივეს ვაკეთებთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირების დროს. თუ საჭიროა 4 "შელჩოკით" სროლის წერტილის გადაადგილება მარცხნიდან მარჯვნივ - 11 "შელჩოკი" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ, და შემდეგ 7 შელჩოკი საათის ისრის მიმართულებით. ეს საჭიროა იმისათვის რათა სარეგულირებელ მექანიზმებში არსებულიმა "ლუფტებმა" ხელი არ შეგვიშალოს.
რა თქმა უნდა ასეტი ოპერაცია არაა აუცილებელი "სვაროსკისა" და "ცეისის" ძვირფასი ოპტიკების გამოყენების შემთხვევაში.
ვიმედოვნებ, რომ ზემოთ ხსენებული ინფო რაიმე სარგებლობას მოუტანს მკითხველს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- minchanin   როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა   Jan 11 2014, 22:02
- - assassin29   RE: როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა   Jan 11 2014, 22:07
- - ძამა   შელჩოკებთან რომ! ...   Jan 11 2014, 23:25
- - megreli   minchanin კარგი თეორიაა ...   Jan 12 2014, 01:20
- - OQRO444   კარგია რომ შეეჭიდე...   Jan 12 2014, 11:55
- - minchanin   ძამა, megreli. სამწუხარო...   Jan 12 2014, 22:00
- - მაქსიმუსა   minchanin მადლობა თქვენ ...   Jan 13 2014, 11:11
- - Triumph   ძვირფასი თემაა minchanin...   Jan 22 2014, 11:19
- - o.cho   ძალიან კარგი და სა...   Feb 17 2014, 15:30
- - Shooter   ციტატადა კიდევ ერთ...   Feb 17 2014, 15:51
- - Shooter   ანუ პირველ ჩემ აბზ...   Feb 17 2014, 16:01
|- - Shooter   შესწორება: პასპორტ...   Feb 17 2014, 17:07
- - minchanin   Shooter მე ვიცი, რომ თქვ...   Feb 17 2014, 21:50
|- - Shooter   ციტატამე ვიცი, რომ ...   Feb 18 2014, 11:25
- - minchanin   რაც შეეხება ზუმის ...   Feb 17 2014, 21:56
|- - Shooter   ციტატა(minchanin @ Feb 17 2014, 2...   Feb 18 2014, 11:17
- - Shooter   მოკლედ ჩემი თეზისე...   Feb 18 2014, 11:43
- - REZI 444   http://www.amazon.com/Nikon-ProStaff-4-12x...rosta...   Feb 18 2014, 12:54
|- - Shooter   ციტატა(REZI 444 @ Feb 18 2014, 13...   Feb 18 2014, 15:21
- - minchanin   ციტატა(Shooter @ 18th February 20...   Feb 18 2014, 17:20
|- - Shooter   ციტატა(minchanin @ Feb 18 2014, 1...   Feb 18 2014, 17:58
- - minchanin   მე მგონი უაზრობაა ...   Feb 18 2014, 20:47
- - Shooter   არ შევცდი. სტაჟიან...   Feb 19 2014, 18:53
- - Shooter   კამათს რაც შეეხება...   Feb 19 2014, 18:57
- - minchanin   მე მგონი დროა შევწ...   Feb 20 2014, 14:05
|- - Shooter   ციტატა(minchanin @ Feb 20 2014, 1...   Feb 20 2014, 22:12
- - minchanin   ციტატა(Shooter @ 19th February 20...   Feb 20 2014, 14:11
- - Shooter   ამიდ დედა ვატირე, თ...   Feb 20 2014, 22:32
- - Davitus   Shooter "რატომ ბრაზობ...   Feb 20 2014, 23:00
- - minchanin   ღმერთია მოწმე. ასე...   Feb 21 2014, 21:13
- - მაქსიმუსა   ციტატა(minchanin @ 21st February ...   Feb 21 2014, 22:09
- - minchanin   მეგობრებო, ეველას ...   Dec 28 2014, 21:06
- - minchanin   ახლა შევამჩნიე, რო...   Jan 4 2015, 21:19


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 18:40