მღრღნელები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
მღრღნელები, დახასიათება
ზახარა
პოსტი May 27 2010, 19:01
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





მთიური ბრუცა – Spalax Leucodon



ეკუთვნის ბრუცების ოჯახს
აღწერილობა : უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს , ტერფისა 28 მმ , ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად.
გავრცელება : შუა ევროპის სამხრეთი , მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი , მცირე აზია , ამიერკავკასია , საქართველოში ახალქალაქის , ასპინძისა და წალკის რაიონები.
ცხოვრების ნირი : მთის ველების ტიპიური , სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების , ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით , ფესურებით , ბოლქვებით , ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ , მარტიდან – ივნისამდე , შობს 2 –4 ნაშიერს.
სამეურნეო მნიშვნელობა: სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს , ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს; მაგალითად , მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15 კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია , რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას . ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.



კავკასიური თაგვანა – Sicista caucasica


ეკუთვნის თაგვანასებრთა ოჯახს.

აღწერილობა: ძალიან მცირე ზომის მღრღნელია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ–ს,
კუდი სხეულზე გრძელია , მისი სიგრძე აღწევს 115 მმ–ს. ყურის სიგრძე 12 მმ , ტერფისა 18 მმ – მდე . კავკასიური თაგვანა მკვეთრად განსხვავდება ამავე გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით , რომ ძურგის შეფერილობა ერთგვაროვანია ჩალისფერ–მურადან ყავისფერ–ჟანგისფერამდე , ამასთან ზურგზე მუქი ზოლი არა აქვს.
გავრცელება: კავკასია. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში , მცირერიცხოვანი სახეობაა.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 27 2010, 23:07
პოსტი #2


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





რუხი ვირთაგვა – Rattus nervegicus



ეკუთვნის თაგვების ოჯახს.

აღერილობა : სხეულის სიგრძე აღწევს 270 მმ–ს , კუდის 190 მმ, ყურის 22მმ , ტერფის 47მმ, სხეულის წონა 522 გ –მდე. შეფერილობა ზურგის რუხი – მურაა მოქარცო ელფერით , მუცლის რუხი, გვხვდება გარდამავალი შეფერილობის მქონე ეგზემპლარებიც.
გავრცელება : სინანთროპული ფორმაა , გავრცელებულია დედამიწაზე თითქმის ყველგან, მაგრამ არ გვხვდება უკიდურეს ჩრდილოეთზე , უკიდურეს სამხრეთზე, ტუნდრაში, ტაიგაში, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. საქართველოში არის თითქმის ყველგან, მაგრამ დასახლების სიმჭიდროვე უფრო მეტია დასავლეთ საქართველოში.
ცხოვრების ნირი : ადამიანის საცხოვრებელი ბინებისა და სამეურნეო ნაგებობების ბინადარია , მაგრამ ჩვენში გვხვდება აგრეთვე ბუნებრივ პირობებშიც: ბაღებში , სიმინდის ნათესებში , მდინარეებისა და არხების ნაპირებზე, ცოცხალი რობეების გასწვრივ. ჭამს მრავალნაირ საკვებს : მარცვალს , ნაირგვარ ხილს , ბოსტნეულს , სიმინდის ჭყინტ ტაროებს; იკვებება აგრეთვე ამფიბიებით , ფრინველთა ბარტყებით და წიწილებით , მოლუსკებით და სხვ...
სამეურნეო მნიშვნელობა : ანადგურებს საკვები პროდუქტების მარაგს , აფუჭებს ავეჯსა და სხვა საოჯახო ნივთებს, აზიანებს სასოფლო – სამეურნეო მცენარეებს , ჭამს წიწილებს. სხვადასხვა დაავადებათა მტარებელია და გამავრცელებელი.



შავი ვირთაგვა – Rattus rattus



თაგვისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.
აღწერილობა : სხეულის სიგრძე 225 მმ –მდეა , კუდის 247 მმ , ყურის 28 მმ, ტერფის 41მმ. შეფერილობა ზურგის მხარეზე შავიდან რუხ–მურამდე ცვალებადობს , მუცლის მხარეზე მუქი – რუხი ფერიდან მოყვითალო თეთრამდე.
გავრცელება : სპორადულად გავცელებულია დედამიწაზე ყველგან . საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან , მეტწილად ბონებრივ პირობებში. საქართველოში ორი ქვესახეობაა : R.r alexandrinus და R.r. rattus.
ცხოვრების ნირი : ისეთივეა , როგორც რუხი ვირთაგვისა , მაგრამ ეს სახეობა უკანასკნელისაგან განსხვავდება ნაკლები ნაყოფიერებით : ერთჯერზე შობს 2–8 ნაშიერს.
სამეურნეო მნიშვნელობა : ანადგურებს და აფუჭებს საკვები პროდუქტების მარაგს , აზიანებს საოჯახო ნივთებს. ნაგებობების გარეთ ზიანს აყენებს ხეხილის ბაღებსა და ბოსტნებს. ინფექციურ დაავადებათა გამავრცელებელია და მტარებელი.




სახლის თაგვი – Mus musculus



ეკუთვნის თაგვისებრთა ოჯახს . სახეობას ახასიათებს დიდი გეოგრაფიული ცვალებადობა. ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებობს 5 ქვესახეობა . საქართველოში , ტიპიური სახეობის გარდა , არის კიდევ ქვესახეობა ველის თაგვი – M.m tataricus.
აღწერილობა : სხეულის სიგრძე აღწევს 111 მმ–ს , კუდის 105 მმ , ყურის 17მმ , ტერფის აე აღემატება 19 მმ . შეფერილობა ძლერ ცვალებადია თითქმის შავ ფერიდან მოჩალისფრო რუხ ფერამდე , ზურგის მხარეზე და შავი ფერიდან სუფთა თეთრ ფერამდე მუცლის მხარეზე.
გავრცელება : ბინადრობს დედამიწაზე თითქმის ყველგან , უკიდურესი ჩრდილოეთისა და უდაბნოების გარდა . საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 2400 მეტრის სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი : ტიპიური სინანთროპული ცხოველია . ბინადრობს საცხოვრებელ ბინებში , სარდაფებში , ბოსლებში , და სხვა ნაგებობებში . ხშირად გვხვდება ბუნებაში : ხორბლის , ჭარხლის , კარტოფილის ნათესებში , სადაც თხრის სოროებს ან იკავებს მემინდვრიების მიერ მიტოვებულ სოროებს . იკვებება როგორც მცენარეული , ისე ცხოველური საკვებით ; უპირატესობას აძლევს თესლებსა და ნაყოფებს . იმარაგებს სოროებში საკვებს. ადამიანის საცხოვრებელ ბინებში მრავლდება მთელი წლის განმავლობაში და ასწრებს 4–5 ნაყარის მოცემას , რომელთაგან თითოეულში 5–10 ნაშიერია. სქესობრივ სიწიფეს აღწევს 2 თვის ასაკში. ღია ბუნების პირობებში ინტენსიური გამრავლება ემთხვევა წლის თბილ პერიოდს გაზაფხულსა და შემოდგომას , ხოლო ზამთარში გამრავლება დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება.
სამეურნეო მნიშვნელობა : პროდუქტების მარაგის განადგურებითა და სასოფლო–სამეურნეო მცენარეების დაზიანებით ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას . ინფექციურ დაავადებათა გამავრცელებელია და მტარებელი.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 28 2010, 19:29
პოსტი #3


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ჩია თაგვი – Micromus minutus

ეკუთვნის თაგვისებრთა ოჯახს.
აღწერილობა : მცირე ზომის თაგვია . სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ –ს , კუდის სიგრძე სხეულის სიგრძის ტოლია ან , ჩვეულებრივად რამდენადმე ნაკლებია , ყურები მოკლეა . ყურების ნიჟარის შიგნითა ზედაპირზე კანის ნაკეცია , რომელსაც შეუძლია დახუროს სმენის ხვრელი. უკანა ფეხების ტერფის სიგრძე აღწევს 16 მმ –ს . ბეწვის შეფერილობა ცვალებადია , ზურგის მხარეზე ის ჩვეულებრივად მოყვითალო – მურაა , ხოლო მუცელზე თეთრი.
გავრცელება : ევროპა , აზია , ამიერკავკასიაში : შავი ზღვის სანაპირო საქართველოს რესპუბლიკის ჩრდილოეთი საზღვრიდან სამხრეთით – სოხუმამდე და კასპიის ზღვის სანაპირო აზერბაიჯანის ტერიტორიის ფარგლებში.
ცხოვრების ნირი : ღია ლანდშაფტების ბინადარია; ბინადრობს მაღალი ბალახითა და ბუჩქებით დაფარულ მინდვრებში. ხშირად გვხვდება დამუშავებულ მინდვრებში , მაღალი ბალახით დაფარულ მიჯნებსა და გზის პირებზე . იკვებება მრავალნაირი მცენარეების თესლებითა და მწვანე ნაწილებით , სასოფლო – სამეურნეო მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების ნაყოფითა და თესლებით . მრავლდება წლის თბილ დროს და ასწრებს წელიწადში 4 ნაყარის მოცემას . თითოეულ ნაყარში რვამდე ნაშიერია . მაკეობა 18 –20 დღეს გრძელდება . სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 1,5 თვის ასაკში.
სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების ნათესებს , განსაკუთრებიტ მასობრივი გამრავლების წლებში.





მინდვრის თაგვი - Apodemus agrarius

ეკუთვნის თაგვისებრთა ოჯახს.
აღწერილობა : სხვა თაგვებისაგან მკვეთრად განსხვავდება იმით , რომ ზურგზე შავი ან ყავისფერი – შავი ზოლი გასდევს . სხეულის სიგრძე 125 მმ –ს აღწევს , კუდის 90 მმ , ყურის 13 მმ , უკანა ფეხების ტერფისა 22 მმ . ბეწვის უხეშია ,მისი შეფერილობა სხეულის ზედა მხარეზე მოქარცისფრო – მურაა , მუცელზე თეთრი . წინა კიდურთა შორის ლაქა არ გააჩნია ; ამით ეს სახეობა განსხვავდება გვარის სხვა სახეობებისაგან .
გავრცელება : ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში , ჩინეთის ჩრდილოეთ – აღმოსავლეთ ნაწილში , კორეის ნახევარკუნძულზე . ევროპული ნაწილი , (ტაიგის და ტუნდრის გარდა ) , შუა და ქვემო ურალი , ჩრდილო კავკასია , ჩრდილო და აღმოსავლეთ ყაზახეთი , შორეული აღმოსავლეთი . საქართველოში შავი ზღვის სანაპირო სოხუმიდან ჩრდილოეთით.
ცხოვრების ნირი : ტყისა და ტყე – ველის ტიპიური ბინადარია , თუმცა ველის ზონაშიც გვხვდება . სახლდება ჩვეულებრივად ბუჩქნარებში , სხვადასხვა მცენარეთა (მაგალითად მანდარინის) პლანტაციებში , მარცვლოვანთა ნათესებში . აღნიშნულია საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებში შეღწევის შემთხვევები . იკვებება ძირითად მარცვლოვან და სხვა მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებითა და თესლებით , კენკრით , ხილით ; შემჩნეულია რომ ჭამს მწერებსაც . წელიწადში იძლევა 4 –5 ნაყარს ; ერთ ჯერზე შობს 3–7 ნაშიერს . მაკეობის ხანგრძლივობა 22 დღემდეა . სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3თვის ასაკში . ცხოვრობს ნიადაგში გათხრილ მარტივ სოროში , რომელსაც 3 –4 გამოსასვლელი ხვრელი აქვს .
სამეურნეო მნიშვნელობა : საგრძნობლად აზიანებს სასოფლო – სამეურნეო მცენარეების ნათესებს , ხეხილის ბაღებს , ქარსაცავ ნარგავებს და ტყის ჯიშთა სანერგეებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 30 2010, 09:32
პოსტი #4


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





მცირეაზიური ტყის თაგვი - Apodemus mystacinus


თაგვისებრთა ოჯახის წარმომადგენელია .

აღწერილობა : სხეულის სიგრძე აღწევს 131 მმ , კუდის 138 მმ , უკანა ფეხის ტერფის 29 მმ . ბეწვის შეფერილობა მკვეთრად განსხვავდება სხვა სახეობებისაგან : ის მუქი რუხია და მოქარცისფრო ელფერი არა აქვს . მუცელი თეთრი .
გავრცელება : არეალი საკმაოდ შეზღუდულია : ბალკანეთის ნახევარკუნძული , მცირე აზია. სქაქართველოში : დასავლეთ საქართველო (აფხაზეთი , სამეგროლოს ქედი , გურია , აჭარის ქედი და სხვ.)
ცხოვრების ნირი : ტყის ზონის ბინადარია , სახლდება ბუჩქნარითა და ნაღალი ბალახით დაფარულ მშრალ კირქვიან ფერდობებზე . ენგურის ხეობაში გვხვდება ბზით დაფარულ მთის კალთებზე . ძირითად საკვებს შეადგენს ნაირგვარი მცენარეების თესლები . სოროებს არ თხრის , სახლდება ბუნებრივ თავშესაფრებში , ქვის ქვეშ , კლდის ნაპრალში , ხის ფუღუროში , ქვის ღობე – ყორეში და სხვ. მაკე მდედრები გვხვდებიან მაის – ოქტომბერში . ემბრიონების რაოდენობა აღწევს 6 –ს . სახეობის ბიოლოგია საერთოდ არასაკმარისად არის ცნობილი .








ტყის თაგვი - Apodemus sylavaticus


ეკუთვნის თაგვისებრთა ოჯახხს.
აღწერილობა : სხეულის სიგრძე 120 მმ – ს აღწევს , კუდის 127 მმ , ყურის 19 მმ , უკანა ფეხის ტერფის სიგრძეა 25 მმ , შეფერილობაში ჭარბობს მოყვითალო – ქარცისფერი . ზურგის გასწვრივ შავი ზოლი არ აქვს , წინა კიდურებს შორის რიგ შემთხვევაში არის მოგრძო ყვითელი ლაქა , მუცელი უფრო ხშირად თეთრია.
გავრცელება : ევროპა , ჩრდოლოეთ აფრიკა , დასავლეთ და სამხრეთ აზია , საქართველოში ბინადრობს თითქმის ყველგან , ზღვის დონიდან 3000მ სიმაღლემდე .
ცხოვრების ნირი : ადგილსამყოფელი მრავალგვარია : ტყეები , ბუჩქნარები , სუბალპური და ალპური მდელოები , სასოფლო – სამეურნეო მცენარეების ნათესები , ქარსაცავი ზოლები , ცოცხალი ღობეები ; აღწევს ველის ზონაშიც , ხშირად გვხვდება საცხოვრებელ სა სამეურნეო ნაგებობებში . მის საკვებს შეადგენს მერქნიანი ჯიშების თესლები და წვნიანი ნაყოფები , კაკლის ხისა და თხილის ნაყოფები , მზესუმზირისა და სხვა სასოფლო – სამეურნეო მცენარეების თესლები . თავშესაფარად გამოიყენება ხეების ფუღუროები , ქვაყრილები , ადგილები ხეთა ფესვებისა და წაქცეული ხეების ქვეშ , ღობეყორე და სხვ . ღია ადგილებში თხრის მარტივ სოროებს ან სახლდება სხვა ცხოველების , ჩვეულებრივად მინდვრიების სოროებში . წლის განმავლობაში მრავლდება 4 –5 ჯერ ; თითო ჯერჯზე შობს 12 –მდე , საშუალოდ კი 5 – 6 ნაშიერს . გამრავლების უნარი უნვითარდება 3 თვის ასაკში .
სამეურნეო მნიშვნელობა : მერქნიანი ჯიშების თესლების განადგურებით ხელს უშლის ტყის განახლებას . აზიანებს ახალგაზრდა ხეებს – სანერგეებში და ხელოვნური ტყის ნარგავებში . ზარალს აყენებს მარცვლოვანი და სხვა სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოსავალს . ამის გარდა , რიგი ინფექციური დაავადებების მტარებელია და გამავრცელებელი.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 30 2010, 23:10
პოსტი #5


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ამიერკავკასიური ზაზუნა ანუ ოქროსფრი ზაზუნა - Mesocricetus brandti

ეკუთვნის ზაზუნისებრთა ოჯახს .


აღწერილობა : ამ ოჯახის წარმომადგენლებთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა . სხეულის სიგრძე აღწევს 180 მმ – ს , კუდის 39 მმ –ს , უკანა ტერფის 26 მმ –ს , ყურის 24 მმ –ს , ზურგის მხარეზე შეფერილობა მოყვითალო – მურაა , მუცელი მომურო – რუხი . წინა ფეხებს შორის არის შავი ლაქა .
გავრცელება : ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთი , ბულგარეთი , რუმინეთი , მცირე აზია , ჩრდილო – დასავლეთ ირანი , კავკასია . საქართველოს რტერიტორიაზე გვხვდება ჯავახეთის ზეგანზე , ქართლსა და კახეთში , შირაქის ზეგანზე . ვრცელდება ზღვის დონიდან 2800 მ სიმაღლემდე .
ცხოვრების ნირი : ადგილსამყოფელები დაკავშირებულია სერომორფულ ლანდშაფტებთან , ველის მარცვლოვან მცენარეულობასთან . გაურბის ტენიან ადგილებს . ხშირად სახლდება დამუშავებულ ნაკვეთებზე . იკვებება ძირითადად მარცვლოვანი მცენარეებით , მათ შორის კულტურული მცენარეების (ხორბლის , ქერის) თესლებით ; ჭამს აგრეთვე მცენარეთა მწვანე ნაწილებს და ტუბერებს . საკვებს აგროვებს ლოყის პარკებში და იმარაგებს სოროში . სოროებს თხრის საკმაოდ ღრმას – სიღრმით 2 მეტრამდე . სორო შედგება ჰორიზონტული სასვლელისა და მისგან გამავალი რამდენიმე ვერტიკალური განშტოებისაგან , სადაც მოწყობილია ბუდე და საკუჭნაოები . სორო იხსნება 1 –4 გამოსასვლელი ხვრელით . მრავლდება წლის თბილ დროს , წლის განმავლობაში რამდენჯერ ; თითო ჯერზე შობს 20 –მდე ნაშიერს . გვიან შემოდგომაზე ძამტრის ძილქუშს ეძლევა და ადრე გაზაფხულზე იღვიძებს.
სამეურნეო მნიშვნელობა : საგრძნობლად აზიანს თავთავიანი კულტურების ნათესებს , ვინაიდან საკვებად დიდი რაოდენობით იმარაგებს მარცვალს . მდარე ხარისხის გამო ბეწვს სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს . საშიში ინფექციური დაავადებების და უპირველეს ყოვლისა , შავი ჭირის აღმძვრელის მატარებელია.




მცირე რუხი ზაზუნა - Crecetulus migratorius

ეკუთვნის ზაზუნისებრთა ოჯახს.
აღწერილობა : სხეულის სიგრძე აღწევს 120 მმ –ს , კუდის 43 მმ –ს , უკანა ფეხის ტერფის 20 მმ –ს , ყურის 20 მმ –ს . ზურგის მხარეზე შეფერილობა თანაბრად მუქი რუხია , მუცელი თეთრი .
გავრცელება : ევროპა , მცირე აზია , კავკასია , ირანი , ჩინეთი , მონღოლეთი , დასავლეთ ციმბირი , ყაზახეთი , შუა აზია . საქართველოში გვხვდება არსიანის და სურამის ქედების აღმოსავლეთით .
ცხოვრების ნირი : ღია ქსერომორფული ლანდშაფტების – ველების , ნახევარუდანოებისა და უდაბნოების , მთის ველების , მთების მშრალი კალთების ბინადარია . სახლდება აგრეთვე სასოფლო – სამეურნეო მცენარეებიშ ნათესებშიც . იკვებება მცენარეთა მწვანე ნაწილებით და თესლებით , აგრეთვე მწერებითა და მოლუსკებით . აქტიურია მთელი წლის განმავლობაში და ზამთრის ძილქუშს არ ეძლევა . მრავლდება რამდენჯერ წელიწადში . თითო ჯერზე შობს 10 –მდე ნაშიერს . თხრის მარტივ სოროს , სადაც იმარაგებს საკვებს . ზოგჯერ სახლდება სხვა ცხოველთა სოროში .
სამეურნეო მნიშვნელობა : სასოფლო – სამეურნეო მცენარეთა ნათესებში დასახლების დროს დიდ ზიანს აყენებს მოსავალს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 11 2010, 07:45
პოსტი #6


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





მცირეაზიური მექვიშია - Meriones Blackleri

ეკუთვნის მექვიშიების ოჯახს .
აღწერილობა : სხეულის სიგრძე 175 მმ-მდეა , კუდის 177 მმ , უკანა ფეხის ტერფის 38 მმ, ყურის 24 მმ . ზურგის შეფერილობაში ჭარბობს მოყვითალო-ქარცისფერი . მუცელი თეთრია. Kკუდი ბოლოვდება შავი და ყავისფერი ბეწვებისგან შემდგარი მოკლე ფუნჯით .
გავრცელება : მცირეაზია , სირია , ისრაელი , იორდანია , ირანი , ამიერკავკასიის სამხრეთ – აღმოსავლეთი ნაწილი . საქართველოში გვხვდება სოღანლუღში .
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ნახევრადუდაბნოში და მშრალ ველებზე , მრცვლოვანი კულტურების ნათესებში . იკვებება ველური და სასოფლო სამეურნეო მარცვლოვნებით . სოროები 60 სმ –მდე სიღრმეზეა , მარტივი აგებულებისაა , 1-2გამოსასვლელი ხვრელით . სოროებში იკეთებს ბუდეს და საკვებს იმარაგებს (ველური და კულტურული მცენარეების თესლები და მარცვლები) . მრავლდება წელიწადში 2-ჯერ ; თითო ჯერზე შობს 7-მდე ნაშიერს.
სამეურნეო მნიშვნელობა : ზარალს აყენებს მემინდვრეობას . სოროების თხრის დროს მიწის ამოყრით აუარესებს საძოვრის ხარისხს . ინფექციურ დაავადებათა მტარებელია და გამავრცელებელი .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 11 2010, 18:28
პოსტი #7


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






ქარცი მემინდვრია - Clethrionomys glareolus

ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს.
აღწერილობა: მცირე ზომის მემინდვრიაა . სხეულის სიგრძე 112 მმ-მდეა , კუდის 60 მმ-მდეა . ზურგი სხვადასხვა ელფერით ყავისფერ-ჟანგისფერია ; მუცელი ბაცი რუხია. კუდი მკაფიოდ ორფეროვანია: მისი ზედა მხარე მუქია , ქვედა მხარე მოთეთრო , მოკლე ბეწვითაა დაფარული დამ ის ქვეშ ჩანს ქერცლოვანი კანი. ფეხები შავია .
გავრცელება: ევროპა , აზია , კავკასია , საქარველოში გავრცელებულია გურია-აჭარის ქედზე , ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლემდე .
ცხოვრების ნირი : ბინადრობს ფოთლოვან და წიწვიან ტყეებში , მაღალი ბალახით დაფარულ ველობებზე . შემოდგომით და ზამთრობით გვხვდება თივის ბულულებში და ნაგებობებში. იკვებება უმთავრესად ბალახოვანი მცენარეების მწვანე ნაწილებით და თესლებით ; ჭამს აგრეთვე ხეების ქერქს , კვირტებს , სოკოებს , ლიქენებს . ბუდეს იკეთებს მოკლე ვრცელ სოროში , რომელსაც რამდენიმე გამოსასვლელი ხვრელი აქვს . მრავლდება წელიწადში 3-4-ჯერ ; თითოეულ ჯერზე იბადება 2-5 ნაშიერი .
სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს ტყის ახალგაზრდა ნარგავებს , ტყის ჯიშთა სანერგეებს , ხეხილის ბაღებს , პროდუქტების მარაგს .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 12 2010, 08:32
პოსტი #8


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





კავკასიური თოვლა მემინდვრია - Microtus gud

ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს.
აღწერილობა : ალპური თოვლა მემინდვრიისგან განსხვავდება სხეულისუფრო დიდი ზომით . სხეულის სიგრძე აღწევს 150მმ-ს , კუდის 106მმ . ბეწვის შეფერილობა სხეულის ზედა მხარეზე ჩალისფერია ან მურა-მუქი რუხი , ქვედა მხარეზე რუხი-მოთეთრო ან ტყვიისფერ-რუხი . კუდი ორფეროვანია.
გავრცელება : კავკასია და მცირე აზიის მოსაზღვრე ნაწილი.
ცხოვრების ნირი : ბინავდება ტყის ზემო სარტყლის და ალპურ მდელოების ზონის კლდეთა ნაპრალებში , ქვაყრილებში , სადაც იკეთებს ბუდეს . იკვებება ძირითადად ბალახებით . საზამთროდ იკეთებს თივის მარაგს . მრავლდებაქლის თბილ პეიოდში , წლის განმავლობაში ასწრებს ორჯერ გამრავლებას ; თითო ჯერზე იბადება ექვსამდე ნაშიერი .
სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს მდელოს მცენარეებს , მაგრამ ზარალი საგრძნობია მხოლოდ მასობრივი გამრავლების წლებში , რაც იშვიათია .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 12 2010, 18:52
პოსტი #9


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





პრომეთესეული მემინდვრია - Prometheomys schaposchnikovi

ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს.
აღწერილობა : შედარებით დიდი ზომის მემინდვრიაა . სხეულის სიგრძე 170 მმ –მდეა , კუდის 60 მმ , უკანა ფეხის ტერფის 24 მმ. წინა ფეხების ბრჭყალები თითებზე უფრო გრძელია , თვალები ძალიან პატარაა , ყურები ბეწვიდან ოდნავ მოჩანს , ბეწვი ხშირია. ძურგი მუქი რუხია მოყავისფრო ელფერით . გვხვდება მთლიანად შავი ეგზემპლიარებიც .
გავრცელება : დიდი კავკასიონი და მცირე კავკასიონის დასავლეთი ნაწილი .
ცხოვრების ნირი : ალპური და სუბალპური მდელოების ბინადარია . იკვებება მცენარეების მიწისქვეშა ნაწილებით . ეწევა მიწისქვეშ ცხოვრებას . თრის მცირე სიღრმეზე მარტივად აგებულ სოროებს . ბუდეს აქყობს სოროში , 50 სმ სიღრმეზე. შოროს მრავალი 10-30-მდე გამოსასვლელი ხვრელი აქვს . გამრავლება კარგად არ არის შესწავლილი . ივნიცცა და აგვისტოში გაკვეთილ მდედრებს აღმოაჩდათ ექვსამდე ჩანასახი .
სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს მდელოების მცენარეულობას. მიწის ამოყრით აუარესებს მდელოთა ხარისხს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 13 2010, 13:50
პოსტი #10


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





წითელქუდა მექვიშია – Meriones libycus


ეკუთვნის მექვიშიების ოჯახს.
აღწერილობა : სხეულის სიგრძე 170მმ-მდე , კუდის 172მმ , უკანა ფეხის ტერფის – 37მმ , ყურის 21 მმ . ზურგის მხარე მუქი რუხია მოყვითალო ელფერით , მუცლის მხარე მორუხო-თეთრია , კუდი მოყვითალო-ქარცია, ბოლოში მოყავისფრო-შავი ფუნჯი აქვს. მკერდზე არის მოყვითალო ლაქა.
გავრცელება : ჩრდილოეთი აფრიკა , არაბეთის ნახევარკუნძული , პალესტინა , სირია , ირანი , ავღანეთი , შუა აზია , ყაზახეთი , აღმოსავლეთი ამიერკავკასია – მტკვარ-არეზის დაბლობი კასპიის ზღვიდან თითქმის თბილისამდე . საქართველოში სამგორის და ელდარის ველები .
ცხოვრების ნირი : ბინადრობს ვაკეებისა და მთის წინების ველებსა და ნახევარუდაბნოებში , სასოფლო-სამეურნეო მცენარეების (მრავალწლიანი ბალახების , მარცვლოვნების და სხვ.) , საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებში . იკვებება მცენარეებით , განსაკუთრებით მარცვლოვანებით . საზამთროდ იმარაგებს საკვებს – ველურ და სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ნაყოფებისა და თესლებს . თხრის რთულ სოროებს , სადაც ბევრია მიწისქვეშა სასვლელები , ბუდისა და საკუჭნაო საკნები და გამოსასვლელი ხვრელები(2-4-დან 15-20 ხვრელამდე) . სოროების თხრის დროს მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწის გროვები , რომელთა დიამეტრი 1 მეტრს აღწევს . ზაფხულობით აქტიურია უფრო ღამ-ღამობით , ზამთარში კი დღისით . მრავლდება წლის თბილ პერიოდში . წელიწადში ასწრებს 3-ჯერ გამრავლებას ; თითო ჯერზე შობს 6-7 ნაშიერს . მაკეობის ხანგრძლივობა 22-24 დღეა . გამრავლების უნარი უვითარდება 3 თვის ასაკში .
სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს თავთავიანი კულტურების და მრავალწლიანი საკვები ბალახების ნათესებს . მიწისქვეშა სასვლელების თხრის დროს ამონაყარი მიწის გროვებით აუარესებს სათიბ-საძოვრებს . მთელი რიგი ინფექციური დაავადებების , განსაკუთრებით შავი ჭირის მტარებელია და გამავრცელებელი .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 15 2010, 07:38
პოსტი #11


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





რობერტისეული ანუ მცირეაზიური მთიური მემინდვრია - Microtus roberti

მემინდვრიების ოჯახის წარმომადგენელია.
აღწერილობა : სხვა მემინდვრიებისაგან კარგად განსხვავდება სხეული უფრო დიდი ზომით : სხეულის სიგრძე 150 მმ-მდეა , კუდის 115მმ , ყურის 17მმ, უკანა ფეხის ტერფისა 29მმ . ბეწვის შეფერილობა ყავისფერ-მურაა .
გავრცელება : კავკასია და მასთან მიმდებარე აზიის ნაწილი . საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და მცირე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე.
ცხოვრების ნირი : ბინადრობს ტყის ზონაში შავი ზღვის ნაპირიდან ტყის ზემო საზღვრამდე . ტიპურ ადგილსამყოფელებს შეადგენენ ტყის ტენიანი ნაკვეთები კლდეებითა და ქვაყრილებით . იკვებება ბალახოვანი მცენარეების თესლებითა და მწვანე ნაწილებით . აქტიურია დღე-ღამის განმავლობაში . მრავლდება გაზაფხულის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე . გაკვეთილ მდედრებში ნანახია 7 ჩანასახი. ბიოლოგია ბოლომდე შესწავლილი არ არის .



წყლის მემინდვრია - Arvicola terrestris

მემინდვრიების ოჯახის წარმომადგენელია .
აღწერილობა : დიდი ზომის მღრღნელია . სხეულის სიგრძე 250მმ , კუდის 151მმ , ყურის 12მმ. სხეულის ზედა მხარე სხვადასხვა ელფერის მორუხო-მურა ფერისაა . ბეწვი ხშირია , თივთიკი კარგადაა განვითარებული , სხეული მასიურია.
გავრცელება : ევროპა , აზია , ფართოდაა გავრცელებული კავკასიაში . აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან .
ცხოვრების ნირი: ბინადრობს წყალსატევების ნაპირებზე . სოროს გამოსასვლელი ხვრელი ზოგჯერ იმყოფება წყლის ზედაპირის ქვეშ , თუმცა მეტწილად ის იხსნება მიწის ზედაპირზე . ბუდე მოთავსებულია სოროს მშრალ ნაწილში . სოროს სიგრძე და გამოსასვლელი ხვრელების რაოდენობა დამოკიდებულია ადგილმდებარეობის თავისებურებისაგან . იკვებება წყლისა და წყლისპირა მცენარეებით , მოლუსკებით , მწერებით , წვრილი თევზებით , ამფიბიებით . სოროში საკვების მარაგს იკეთებს . მრავლდება წლის თბილი პერიოდის განმავლობაში . წელიწადში ასწრებს 4-ჯერ გამრავლებას . თითო ჯერზე იბადება 10-მდე ნაშიერი . მაკეობის ხანგრძლივობაა 20-22 დღე . გამრავლების უნარი უვითარდება 3 თვის ასაკში .
სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს მარცვლოვან მცენარეებს , კარტოფილის , ბოსტნეულის ნათესებს. ავრცელებს რიგ ინფექციურ დაავადებებს , როგორიცაა მაგალითად ტულარემია .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 16 2010, 20:58
პოსტი #12


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





საზოგადოებრივი მემინდვრია - Microtus socialis

ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს .
აღწერილობა : მცირე ზომისაა , ვიდრე ჩვეულებრივი მემინდვრია . სხეულის სიგრძე 125 მმ აღწევს , კუდის 35მმ , ყურის 10მმ , უკანა ფეხის ტერფისა 16მმ .უკანა ფეხის ტერფზე კარგად ჩანს 5 ბორცვი . სხეული შემოსილია ხშირი , მოკლე და რბილი ბეწვით . მისი შეფერილობა ზურგის მხარეზე ჩალისფერ-რუხი , მუცელზე მორუხო-თეთრი , მოყვითალო ელფერით .
გავრცელება : ყოფილ სსრკავშირის სამხრეთი ტერიტორია, ყირიმიდან და მარცხენა ნაპირის უკრაინიდან აღმოსავლეთისაკენ ალტაის მთის წინეებამდე (აზოვის ზღვისპირეთი , ჩრდილო კავკასია , აღმოსავლეთ ამიერკავკასია , თურქმენეთი , შუა აზია) , საქართველოში მდ. მტკვრის აუზის ვაკეები და მთის ძირები .
ცხოვრების ნირი : ადგილსამყოფელები დაკავშირებულია მშრალი ველის და ნახევარადუდაბნოს ფართობებთან ქსეროფილური ბალახოვანი და ბუჩქისებრი მცენარეულობით . სახლდება ყამირზე , მრავალწლიანი ბალახების , მარცვლოვანი და სხვა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ნათესებში , ბაღებში , მიჯნებზე , სარწყავი არხების ნაპირებზე . იკვებება მრავალნაირი მცენარეებით , ჭამს მათ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებს , თესლებსა და ნაყოფებს . თხრის სოროებს , რომლებიც შედგება მრავალი მიწისქვეშა სასვლელებისაგან , რომლებიც 50 სმ-მდე სიღრმეზე მდებარეობენ . სოროში ბუდე და საკვების მარაგის შესანახი კამერები განლაგებულია 25-30 სმ სიღრმეზე . ცხოველმოქმედია მთელი წლის განმავლობაში . აქტიურია დღისით და ღამითაც . მაგრამ განსაკუთრებით საღამოს და დილის საათებში . საზამთროს საკვებს არ იმარაგებს . მრავლდება მთელი წლის განმავლობაში , მაგრამ გამრავლების ინტესივობა კლებულობს ზამთარსა და ზაფხულში . ასწრებს წელიწადში 7-8 გამრავლებას და თითოჯერზე შობს 10-12 ნაშიერს . მაკეობის ხანგძლოვობაა 20 დღე . ახალგაზრდა მემინდვრიები უკვე 1,5 თვის ასაკში იწუებენ გამრავლებას . მემინდვრიების სიცოცხლის ხანგრძლივობა 8-9 თვეს აღწევს , საშუალოდ კი 5-6 თვეს .
სამეურნეო მნიშვნელობა : ძალიან დიდ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას თავთავიანი კულტურებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ნათესების და ხეხილის ახალგაზრდა ნარგავების დაზიანებით . ავრცელებს ინფექციურ დაავადებებს .





ბუჩქნარის მემინდვრია - Microtus majori

ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს .
აღწერილობა : სხეულის სიგრძე 110 მმ-მდეა , კუდის 35მმ , ყურები მოკლეა , თვალები პატარაა . სხეულის შეფერილობა ცვალებადია , უფრო ხშირად მოყავისფრო-წაბლისფერია, ქარცი ფერით.
გავრცელება : მცირე აზია , კავკასია , საქართველოში თითქმის ყველგანაა ზღვის დონიდან 3000 მ სიმაღლემდე .
ცხოვრების ნირი : ბინადრობს ტყეებში , ბუჩქნარებში , სუბალპურ და ალპურ მდელოებზე . იკვებება მრავალგვარი ბალახებით , თესლებით , ფესურებით . წლის განმავლობაში ადგილობრივი პირობებისგან დამოკიდებით იძლევა 3-4 ნაყარს , რომელთაგან თითოეულში შვიდამდე ნაშიერია .
სამეურნეო მნიშვნელობა : მაღალმთის რაიონებში აზიანებს ქერის ნათესებს , მდელოებს. Xელს უშლის ტყის განახლებას , ვინაიდან აზიანებს ტყის ჯიშების აღმონაცენს .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 18 2010, 18:20
პოსტი #13


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ალპური თოვლა მემინდვრია - Microtus nivalis

ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს.
აღწერილობა : სხეულის სიგრძე 130მმ-ს აღწევს , კუდის 70მმ . სხეულის შეფერილობა ჩალისფერ-რუხია . კუდი ერთი ფერისაა , ბაცია . ფეხებიც უფრო ბაცი სეფერილობისაა , ვიდრე სხეული .
გავრცელება : დასავლეთი ევროპა , ბალკანეთის ნახევარკუნძული , მცირე აზია , სირია, პალესტინა , ამიერკავკასია . საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში , თრიალეთის ქედზე , დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და სხვაგან , ზღვის დონიდან 3800 მ სიმაღლემდე .
ცხოვრების ნირი : ბინადრობს უმთავრესად სუბალპურ და ალპურ ზონაში . მდელოებზე, კლდოვან ადგილებზე , ქვაყრილებზე , სადაც იკეთებს ბუდეს . იკვებება ნაირგვარი ბალახებით . საზამთროდ იმარაგებს ბალახოვან მცენარეებს და მათ თესლებს . მრავლდება წლის თბილ პერიოდში და ასწრებს ორჯერ გამრავლებას . თითოეულ ჯერზე იბადება ექვსამდე ნაშიერი . ამ მემინდვრიის ბიოლოგია სუსტადაა სესწავლილი .
სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს მთის მდელოების მცენარეულობას , მაგრამ მემინდვრიის მცირე რიცხობრივობის გამო ზარალი უმნიშვნელოა.






ჩვეულებრივი მემინდვრია - Microtus arvalis

ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს .
აღწერილობა : საშუალო სიდიდის მემინდვრიაა . სხეული სიგრძე 140 მმ-მდეა , კუდის 49 მმ . ყერები მოკლეა , ბეწვის შეფერილობა სხეულის ზედა მხარეზე მუქი-რუხი , მოქარცისფრო ელფერით , მუცელზე მოთეთრო-რუხი . უკანა ფეხების ტერფზე მკაფიოდ ჩანს 6 ბორცვი .
გავრცელება : ევროპა , აზია , ირანსა და ოსმალეთამდე სამხრეთით და მანჯურიამდე აღმოსავლეთით . საქართველოში გვხვდება მის აღმოსავლეთ ნაწილში, დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და სამხრეთ საქართველოს ზეგანზე.
ცხოვრების ნირი : ბინადრობს ღია სტაციებში : ველებზე , მდელოებზე , ველობებზე , ნაჩხატსა და ხნულებზე , ბაღებსა და ნათესებში , ბოსტნებში , მიჯნებზე , გზებისა და სარწყავ არხების გასწვრივ და ა. შ. ძირითადი საკვებია ბალახების მწვანე ნაწილები და თესლები , კარტოფილი , ჭარხალი და სხვ . ცხოველმოქმედია მთელი წლის განმავლობაში . ზაფხულობით უფრო აქტიურია დილისა და საღამოს საათებში , ხოლო ზამთარში დღისით . ბინადრობს სოროში , რომელსაც თვითონ თხრის . სორო ღრმა არ არის , მაგრამ რთულია ; ის შედგება მიწისქვეშა სასვლელების ქსელებისაგან და აქვს 20-30 გამოსასვლელი ხვრელი . ბუდეს იკეთბს სოროში , 25-30 სმ სიღრმეზე . იმარაგებს საკვებს მცირე დროისათვის და ხარჯავს მას მაშინ , როცა იძულებულია იჯდეს სოროში . საზამთროდ საკვების მარაგს არ იკეთებს . მრავლდება წლის თბილი პერიოდის განმავლობაში და წელიწადში 7-მდე ნაყარს იძლევა ; თითოეულ ნაყარში ნაშიერების რაოდენობა 11-ს აღწევს . მაკეობის ხანგრძლოვობაა 20 დღე . ახალდაბადებული მემინდვრიები სწრაფად ვითარდებიან და უკვე სიცოცხლის მეორე თვეში იქყებენ გამრავლებას . თივის ზვინებში მრავლდება ზამთრობითაც .
სამეურნეო მნიშვნელობა : პურეული მარცვლოვნების დაზიანებით დათესვიდან მოსავლის აღებამდე დიდ ზარალს აყანებს სოფლის მეურნეობას , გასაკუთრებით მასობრივი გამრავლების წლებში ; ძალიან აზიანებს ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებს .ავრცელებს ინფექციურ დაავადებებს , ამიტომ ამ მღრღნელს სისტემატიურად ებრძვიან .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 21:39