ცხოველების დახასიათება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ცხოველების დახასიათება
ლევანა90
პოსტი May 19 2009, 00:29
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია ევროპაში (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა), მცირე, შუა, ცენტრალური და აღმოსავლე აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დიდ ნაბიჯებს ადგამს, დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს, კარგად ცურავს. განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა. ჯოგური, პოლიგამიური ცხოველია. მყვირალობა 1 თვეს და მეტხანს გრძელდება. მასობრივი მყვირალობა სექტემბრის დასასრულს შეიმჩნევა. ხარები ამ პერიოდში ჩხუბობენ, ზოგჯერ ერთმანეთს რქებს ამტვრევენ და ჭრილობასაც აყენებენ. მაკეობა 8,5 თვე გრძელდება, შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. სქესობრივად მე-3 წელს მწიფდება. ცოცხლობს 20 წლამდე (ტყვეობაში 25-30 წელს). კეთილშობილი ირემი რქებს ყოველწლიურად იცვლის (უმთავრესად მარტ-აპრილში). ახალი რქების ზრდა ივნის-ივლისში მთავრდება. რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს. კეთილშობილი ირმის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 1. ჩვენში კეთილშობილი ირემი უმთავრესად ნაკრძალებში (ბორჯომის, ლაგოდეხის) ჰყავთ. ირემზე ნადირობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აიკრძალა, ჯერ განსაზღვრული, შემდეგ კი განუსაზღვრელი ვადით. შეტანილ იყო საქართველოს სსრ. წითელ წიგნში (1982წ) და კვლავ რჩება საქართველოს ამჟამად მოქმედ ”წითელ ნუსხაში” (დამტკიცებული 2006 წლის 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის #303 ბრძანებულებით ”საქართველოს წითელი ნუსხის შესახებ”).



ნუტრია (Myocastor coypus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის რაიონამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს. აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს)

კურდღლისებრნი (Leporidae), ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიატულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობს 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaecus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი May 19 2009, 11:39
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულუს სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.

ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ ტავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ფოცხვერი (Lynx lynx orientalis) და ჩვეულებრივი ფოცხვერი (Lynx lynx lynx).
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 19 2009, 20:21
პოსტი #3


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი







ენოტისებრი ძაღლი - Nyctereutes procyonoides

ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.
აღწერილობა:საშუალო სიდიდის მხეცია.სხეულის სიგრძე 65-80 სმ,კუდისა 15-25სმ,თავი შედარებიტ პატარაა,დინგი წამახვილებულია,ყურები პატარა,სხეულის წონა 4-10კგ,ბეწვი გრძელი და ხშირი,საკმაოდ უხეში.ბეწვის შეფერილობა ჭუჭყისფერი რუხი,ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლია.მკერდი და ფეხები შავი,მუცელი მოყვითალო რუხი,თვალებსა და ყბებს შუა შავი ხალები.
გავრცელება: შორეული აღმოსავლეთი, მანჯურია, ჩინეთი, კორეა, იაპონია. აკლიმატიზებულია ყოფილ საბჭოთა კავშირის მრავალ ადგილას. საქართველოში აკლიმატიზაციის მიზნით გაშვებული იყო თელავისა და თიანეთის რაიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
ცხოვრების ნირი:ბინადრობს ხშირ ქვეტყიან,შერეულ ტყეებში.მეტწილად მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე,გვხვდება ბაღებსა და ვენახებში.ბუნაგს იკეტებს სოროში,რომელსაც თვითონ თხრის,მაგრამ ხშირად ბინავდება მელას,მაჩვის მიერ მიტოვებულ სოროებში.იკვებება:წვრილი ძუძუმწოვრებით,ფრინველებით,თე
ვზებით,ლოკოკინებით,ამფიბიები
,
მწერები,ჭამს ხილსა და ბოსტნეულს.აქტიურია ღამით.საქრთველოს პირობებში ზამთრის ძილქუშს იშვიათად ეძლევა.მძუნაობა ხდება ზამთრის ბოლოს,მაკეობა გრძელდება 60-65 დღეს.თითო ჯერზე იბადება 5-7 იშვიათად 15-მდე თვალებ აუხილელი ლეკვი,რომლებსაც თვალები ეხილებათ 9-10 დღის შემდეგ.ერთი თვის შემდეგ ისინი იკვებებიან შერეული საკვებით.გამრავლებლის უნარს იძენენ 10-11 თვის ასაკში.ლეკვების აღზრდაში მამრი აქტიურ მონაწილეობას იღებს.
სამეურნეო მნიშვნელობა:საკმაოდ ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველია,მაგრამ დიდ ზარალს აყენებს სანადირო- სარეწაო და შინაურ ფრინველებს.

გაურკვეველი მიზეზების გამო ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი May 19 2009, 22:37
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მაჩვი (ლათ. Meles meles), მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 90 სმ, მასა 30 კგ-ს აღწევს. გვხვდება ევროპასა და აზიაში. საქართველოში ზღვის დონიდან 2750 მ-მდე ადის. უმეტესად ბინადრობს ტყეებში, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. სოროს ნიადაგში თხრის. იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით. მაკეობა წლამდე გრძელდება. შობს 2-6 ნაშიერს.მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. მაჩვის ცხიმს სამკურნალო თვისება აქვს, ბალნისაგან ფუნჯებს ამზადებენ, იყენებენ ტყავსაც. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური მაჩვი (Meles meles minor) და ჩრდილოკავკასიური მაჩვი (Meles meles casicus).

კვერნა (Martes), ძუძუმწოვრების გვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 40-60 სმ აღწევს, კუდისა - 20-50 სმ. აქვთ წაგრძელებული და მოქნილი სხეული, ფაფუკი და რბილი ბეწვი. ცნობილია 6 (ზოგი მონაცემებით 8) სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 4 სახეობაა: ტყის კვერნა (Martes martes), თეთრყელა კვერნა (Martes foina) (ესენი საქართველოშიც ფართოდ არიან გავრცელებული), სიასამური და ხარზა. უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, ხილით, კენკრით, უმრავლესობას (ხარზას გარდა) ძვირფასი ნეწვი აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 20 2009, 19:26
პოსტი #5


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ჯიქი - Felis pardus

ეკუთვნის კატების ოჯახს.
აღწერილობა: სხეული მოგრძო, მოხდენილი და მოქნილი,თავი მრგვალი, კუდი გრძელი, ფეხები ღონიერი და აღჭურვილი გრძელი ბრჭყალებით, რომლებიც იმალება თითების ბალიშში, ბეწვის შეფერილობის საერთო ფონი მოყვითალოა, მრავალრიცხოვანი შავი ლაქებით. სხეულის სიგრძე 100-180სმ, კუდის 110, სხეულის წონა 100 კგ-მდეა.
გავრცელება: აფრიკა, აზიის სამხრეთი ნაწილი, რამდენიმე ათეული წლის წინათ ბინადრობდა კავკასიაში, ამჟამად იშვიათად გვხვდება ამიერკავკასიაში. საქართველოში არსებობა საეჭვოა, შესაძლებელია , რომ გადარჩენილია სადმე დიდი კავკასიონის დაბურულ ტყეებში. ერთი ეგზემპლარი მოკლული იყო სამხრეთ ოსეთში 1950 წელს თბილისის მიდამოებში, საგურამოს ნაკრძალში, უფრო ადრე აღნიშნული იყო ჯიქის მოპოვების შემთხვევები კოდორისა და ბზიფის ხეობებში.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის უღრან ტყეებში კლდოვან ფერდობებზე, ხევებში,
მდინარეთა ნაპირას ბუჩქნარებში. შეუძლია ადვილად ასვლა ხეებზე, სადაც ისვენებს და უთვალთვალებს მსხვერპლს. აქტიურია ღამის საათებში, თუმცა არც დღისით გაურბის ნადირობას . ნადირობს ჩასაფრებული ან მიპარვით ნადირთა ბილიკებზე და წყალსალევებთან. იკვებება ძირითადად გარეული ჩლიქოსნებით, ზოგჯერ ესხმის შინაურ ცხოველებს, კერძოდ-ძაღლებს, იშვიათად ადამიანსაც კი. მძუნაობა მიმდინარეობს ჩვეულებრივ იანვარში , მაკეობის ხანგძლივობა დაახლოებით 3 თვეა. მდედრი შობს 1-3 თვალაუხელელ ნაშიერს, რომლებიც თვალებს იხელენ 10-12 დღის შემდეგ.
სამეურნეო მნიშვნელობა: იძლევა ძვირფას ბეწვს. საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა არასდროს ქონია. საჭიროა დაცვა ვინაიდან ძალიან იშვიათი ცხოველია.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 21 2009, 22:40
პოსტი #6


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




ტყის კატა - Felis silvestris

ეკუთვნის კატების ოჯახს.
აღწერილობა: ძლიერ ჰგავს რუხი შეფერილობის შინაურ კატას და ამ უკანასკნელისგან ძალიან ძნელად გასარჩევია , თუმცა რამდენადმე უფრო დიდია და აქვს გრძელი კუდი გრძელი ბეწვებით. კუდის სიგრძე თითქმის სხეულის სიგრძის ტოლია. სხეულის სიგრძე 58-75სმ, წონა 4-5 კგ.
გავრცელება: დასავლეთ ევროპა, მცირე აზია, მოლდავეთი, სამხრეთ უკრაინა, კარპატები, კავკასია. საქართველოში გვხვდება ბევრ ადგილას მთავარი კავკასიონის სამხრეთ ტყიან კალთებზე და მის განშტოებებზე, მცირე კავკასიონის მთების ტყეებსა და მდ. მტკვრის ჭალის ტყეებში. ვერტიკალურ გავრცელების ზემო საზღვარია 2000 მ ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს დაბლობებსა და მთის შერეულ ტყეებში, იშვიათად წიწვიან ტყეებში. ბუნაგს იკეთებს ხის ფუღუროში, ხეების ფესვების ქვეშ, კლდის ნაპრალში, ზოგჯერ მიტოვებულ სოროში. სანადიროთ გამოდის უმთავრესად ღამით, მაგრამ ღრუბლიან და ნისლიან დღეებში ნადირობს დღისითაც. იკვებება: თაგვებით, მემინდვრიებით, ციყვებით და წვრილი ფრინველებით. დიდ ზიანს აყენებს ქათმიასნაირ ფრინველებს. მძუნაობა მიმდინარეობს აპრილ-მაისში, თითოეულ ჯერზე მდედრი შობს 3-8 კნუტს. მამრები გამრავლების უნარს იძენენ 3 წლის ასაკში, მდედრები დაბადებიდან 9-10 თვის შემდეგ.
სამეურნეო დანიშნულება: ბეწვის მდარე ხარისხის გამო ტყის კატას სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მის ტყავს მაინც ამზადებენ. სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების მოსპობით, მაგრამ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობის სანადირო ფრინველების მოსპობით.

გაურკვეველი მიზეზების გამო ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 22 2009, 00:10
პოსტი #7


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




ლერწმის კატა - Felis chaus

ეკუთვნის კატების ოჯახს.
აღწერილობა: სხვა კატებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა. სხეულის სიგრძე 73-75 სმ, კუდი შედარებით მოკლეა, კუდის ბოლო ნახევარს ემჩნევა რგოლები. ბეწვის შეფერილობა თითქმის ერთფეროვანია-ყვითელი. სხეულის წონა 16 კგ. საქართველოში გხვდება ძირითად აღმოსავლეთ რაინობში.
გავრცელება: მცირე აზია, წინა აზია, შუა აზია, აფრიკის საკმაოდ დიდი ნაწილი, აღმოსავლეთი ამიერკავკასია. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მის აღმოსავლეთ რაიონებში, მდინარეთა: ალაზნის, ივრის, ხრამის, მტკვრის გასწვრივ.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ბუჩქთა ხშირ ბარდნარებში, ლელქაშისა და ლელის შალდამებში, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ბიოლოგიით არ განსხვავდება სხვა კატებისაგან. ბუდეს იკეთებს ბარდებში მიწის ზედაპირზე ან სხვა ცხოველების მიტოვებულ სოროში. ძირითად საკვებს შეადგენენ ჭაობისა და წყალმცურავე ფრინველები, ხოხბები და დანარჩენი სამონადირეო ფრინველები, წვრილი ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ა.შ. მძუნაობა მიმდინარეობს თებერვალ-მარტში, მაკეობის ხანგძლივობა 66 დღემდეა. მდედრი შობს 2-5 კნუტს , რომლების თვალებს იხელენ 9-10 დღის ასაკში.
სამეურნეო დანიშნულება: ბეწვი მდარე ხარისხისაა და სპეციალურად მისი დამზადება არ წარმოებს. მცირე სარგებლობა მოაქვს თაგვისნაირი მღრღნელების განადგურებით, დიდ ზარალს აყენებს სამონადირეო მეურნებას, განსაკუთრებით იმით, რომ სპობს ხოხბებს. მისი მოპოვება შეიძლება მდევარი ძაღლებით და თოფით, ვაზნა დატენილი უნდა იყოს 0-1-2 ნომერი საფანტით.
გაურკვეველი მიზეზების გამო ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 22 2009, 20:14
პოსტი #8


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




ზოლებიანი აფთარი - Hyaena hyaena

ეკუთვნის აფთრების ოჯახს.
აღწერილობა: სხეული მასიურია, თავი შედარებით დიდი, კისერი მოკლე. ფეხები მოღუნული, წინა ფეხები უფრო გრძელი ვიდრე უკანა, ამის გამო ზურგი მკვეთრად არის დახრილი უკანისაკენ. სხეულის სიგრძე 110-130სმ. კუდისა 30-45სმ, ყურის 12-13სმ. ბეწვები გრძელია და უხეში, ხერხემლის გასწვრივ შავი ფაფარია, რომელის გრძელი უხეში ბეწვებისგან შედგება. გვერდებზე შავი, ზოგჯერ წყვეტილი განივი ზოლებით. საქართველოს ტერიტორიაზე ერთეული ეგზემპლარების სახით გხვდება.
გავრცელება: ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი, ავღანეთი, შუა აზიის სამხრეთი რაიონები, აღმოსავლეთი ამიერკავკასია. ყოფილ საბჭოთა კავშირში მცირე რაოდენობით გვხვდება თურქმენეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთის სამხრეთ რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (ერთეული ეგზემპლარების სახით) .
ცხოვრების ნირი: ბინადრობს უდაბნოებში, ნახევრადუდაბნოებში, ქვა-ღორღიან ფერდობებზე, საკმლის ხის, მაყვლის და სხვა სახეობის ბუჩქნარებში. აქტიურია ღამით, საკვებს შეადგენს მძორი, იშვიათად მღრღნელები, ქვეწარმავლები. მძუნაობა იანვარ-თებერვალშია, მაკეობის ხანგრძლივობა 3 თვემდეა. მდედრი შობს 2-4 ლეკვს, მათ აღზრდაში მონაწილებს როგორც მდედრი, ისე მამრი.
სამეურნეო მნიშვნელობა: სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ყურადღებას იმსახურებს, როგორც ფაუნის იშვიათი ელემენტი.
ნადირობა აკრძალულია



გარეული ღორი- Sus scrofa

ღორების ოჯახის ტიპიური წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა-კავკასიური გარეული ღორი.
აღწერილობა: სხეული მოკლეა მასიური დიდთავიანი:დინგი გრძელი, კისერი მოკლე. მამრების სხეულის სიგრძე 200 სმ-მდეა, სიმაღლე 124სმ, წონა 300 კგ-მდეა .მდედრები მამრებზე უფრო პატარაა, სხეულის სიგრძეა 180 სმ-მდე, სიმაღლე 100 სმ-მდე, წონა 200კგ-ს აღწევს. სხეული დაფარულია უხეში ჯაგრისით, შეფერილობა მორუხო-მურაა, გოჭებს აქვთ ბაცი-მურა შეფერადება და გასწვრივი ნათელი ზოლები ზურგსა და გვერდებზე.
გავრცელება: ევროპა, კავკასია, აზია ჩრდილოეთამდე- ციმბირის სამხრეთ ნაწილისა და შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით, ჩრდილო აფრიკა. საქართველოში გვხვდება როგორც ჭალის ტყეებში, ასევე მთის ტყეებში ზღვის დონიდან 100-2500 მ სიმაღლის ფარგლებში, მაგრამ ადგილ-ადგილ ლაგოდეხის, ყვარლის, წითელწყაროს, სიღნაღის, გარდაბნის, დუშეთის, კასპის, ახალციხის, ასპინძის, ფოთის, ლანჩხუთის, წალენჯიხის რაიონებში და აგრეთვე აფხაზეთის ზოგიერთ ადგილას.
ცხოვრების ნირი: ტყის ტიპიური ბინადარია მაგრამ ველებზეც გადის და ამ დროს დიდი მანძილით შორდება ტყეს. საწოლარებს იკეთებს გაუვალ ეკლიან ბუჩქნარებში ან ლელის შალდამებში მდინარეების და სხვა წყალსატევების ნაპირებზე, სადაც არის წყალი და (საბანაო) ადგილები. კარგად არის შეგუებული ნაირგვარ ეკოლოგიურ პირობებს რასაც ხელს უწყობს ის, რომ გარეული ღორი ყველაფრისმჭამელია. ძირითად საკვებს შეადგენენ მერქნიანი მცენარეების ნაყოფები, ტუბურები, ფესვურები, განსაკუთრებით უყვარს ძირხვენის ტკბილი ფესვები. სწრაფად იზრდება და გამრავლების უნარს იძენს წლინახევრის ასაკში. ხურაობა მიმდინარეობს ნოემბერ-დეკემბერში, გოჭებს ჰყრის მარტ-აპრილში; თითო ნაყარში არის 3-7 გოჭი . კოლტებათ ცხოვრობს, ამასთან კოლტები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, რაც აადვილებს თავდაცვას მტრებისაგან.
სამეურნეო მნიშვნელობა: იძლევა მაღალხარისხოვან ხორცს, ქონს, ტყავსა და ჯაგარს. ჩლიქებისა და ეშვებისგან ამზადებენ ღილებსა და სხვა ნაირგვარ ნაკეთობას. ძვირფასი სანადირო ობიექტია:ღორზე ნადირობენ მორეკვით,სახუნდარში წინდაწინ შერჩეულ საკვებ ადგილებზე ჩასაფრებით და სხვა ხერხებით. სპორტული და საინტერესოა ტყიანი და ეკალბარდიანი ადგილების მორეკვა მდევარი ძაღლებით და სპეციალური მომრეკების საშუალებით. ღორზე სასროლი ვაზნა სპეციალურად იაკანის, ბრენეკის ან მრგვალი ტყვიით უნდა იყოს დატენილი. დღევანდელი მდგომარეობით ღორზე მხოლოდ კერძო მეურნეობებში შეიძლება ნადირობა.

გარეულ ღორზე ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი May 23 2009, 20:43
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნიამორი (Capra aegagrus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვ, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით. შობს 2, იშვიათად 1 ციკანს. ცოცხლობს 12-15 წელი. ბევრგან განადგურებულია.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 25 2009, 19:47
პოსტი #10


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი







კავკასიური ჯიხვი - Capra caucasica

ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახს და თხების გვარს. დიდი კავკასიონის ენდემია. ჯიხვების სისტემატიკა დღემდე დამუშავებული არ არის, ამ საკითხში მეცნიერთა აზრთა სხვაობაა. უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, რომ არსებობს ჯიხვის ერთი პოლიმორფული სახეობა, რომელშიც გაერთიანებულია მორფოლოგიურად განსხვავებული სამი ფორმა: 1) დასავლეთკავკასიური ჯიხვი, 2) ცენტრალურკავკასიური ჯიხვი, 3) აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი.
აღწერილობა: ჯიხვის ყველა ფორმისათვის დამახასიათებელია მსხვილი, მასიური, რამდენამდე წაგრძელებული სხეული, შედარებით პატარა თავი და ძლიერი კისერი. სხეული ეყრდნობა დაბალ მსხვილ ფეხებს. მოზრდილი მამრის სხეულის სიგრძე 160 სმ, სიმაღლე 100 სმ-მდეა, წონა 140-160 კგ. მდედრების ზომა და წონა 1/3-ით ნაკლებია , ვიდრე ხარჯიხვისა. ყველაზე უფრო დამახასიათებელია რქების აგებულების თავისებურობა. რქები აქვთ როგორც მამრებს, ისე მდედრებს, მაგრამ მამრებს ისინი 3-ჯერ მსხვილი და მასიური აქვთ. რქების აგებულების თავისებურებათა მიხედვით განსხვავდებიან ურთიერთშორის ჯიხვის ზემოაღნიშნული 3 ფორმა. დასავლეთ კავკასიური ჯიხვისათვის დამახასიათებელია ერთ სიბრტყეში ნამგლისებურად მოღუნული რქები, რომელთა წვეროები მიმართულია ოდნავ ქვემოთ და შიგნით. აღმოსავლეთ კავკასიური ფორმის მამრის რქები მოღუნულია უფრო რთულად - გაშლილი სპირალის სახით; მათი წვეროები კი მიმართულია უკან და ზემოთ. ცენტრალურ კავკასიურ ფორმას აქვს რქები, რომლებსაც თავისი აგებულებით შუალედი ადგილი უკავია პირველ ორ ფორმას შორის. ზემოჩამოთვლილი ფორმები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან რქების გარეგანი სკულპტურით. დასავლეთ კავკასიური ჯიხვის ჯიხვის რქების გარეთა მრუდზე კარგად ჩანს განივი, საკმაოდ ღრმა ნაჭდევები რქის სიგრძის ნახევარ მეტ მანძილზე. ასეთი ნაჭდევები ნაკლებად მკაფიოა ცენტრალურ კავკასიურ ჯიხვის რქებზე, ხოლო აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვს ასეთი თითქმის არ გააჩნია.ზამთარში ჯიხვების ბეწვი გრძელია და ერთფეროვანი, ხშირი თივთიკით. ასეთი საფარველის გამო მათ შეუძლიათ აიტანონ დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთის ძალიან მკაცრი კლიმატური პირობები. გაზაფხულობით ბეწვი შედარებით თხელია და მოკლე.
გავრცელება: დიდი კავკასიონის ენდემია.
ცხოვრების ნირი: ალპური ზონის ტიპიური ბინადარია. მისი საზაფხულო ადგილსამყოფელებია ალპური მდელოები, თოვლითა და ყინულით დაფარული ადგილები, ციცაბო კლდოვანი ფერდობები. ზამთრობით ჯიხვები ინაცვლებენ ადგილს სუბალპური მეჩხერი ტყის ზონაში, ხევების ციცაბო კლდოვან ფერდობებზე. ჯიხვების ნაწილი რჩება საზამთროდ ალპურ ზონაში და ზამთარს ატარებს თოვლიანი საფარისაგან თავისუფალ უბნებზე. ჯიხვების დამახასიათებელია ჯოგური ცხოვრება. ჯოგები ნაწილდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ჯიხვი ძირითადად იკვებება ბალახით, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს, ჯიხვის საკვებს შეადგენენ 100 სახეობაზე მეტი მცენარე. ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ჯიხვები ახდენენ სეზონურ მიგრაციებს, მინერალური მარილების ნაკლებობის შემთხვევაში. ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ჯოგში ყოველთვის გამოირჩევა უფრო გამოცდილი და ფრთხილი ცხოველი, რომელიც ადრე შეიტყობს საფრთხის მოახლოვებას და მკვეთრი სტვენისმაგვარი “საგანგაშო” სიგნალით მიიქცევს მთელი ჯოგის ყურადღებას და გაიყოლებს მას უშიშარი ადგილისაკენ.ჯიხვების ატეხილობა იწყება ნოემბრის მეორე ნახევარში და თითქმის იანვრამდე გრძელდება. მასობრივი დოლი მიმდინარეობს მაისში. ნეზვი მეტწილად შობს ერთ ციკანს, ზოგჯერ ორს. ახალშობილი ციკანი რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხზე დგება, ხოლო ერთ-ორ საათში უკვე სირბილი შეუძლია. გამრავლების უნარი ხარჯიხვებს უნვითარდება 3-4 წლის, ხოლო მდედრებს 2 წლის ასაკში.
სამეურნეო მნიშვნელობა: ჯიხვი იძლევა მაღალხარისხიან ხორცს, ტყავს, თივთიკს და რქებს. ამავე დროს სპორტული ნადირობის ობიექტია. ადვილად შინაურდება, თავისუფლად ეჯვარება შინაურ თხას და იძლევა მაღალპროდუქტიულ ჰიბრიდს.

ნადირობა აკრძალულია






შველი - Capreolus capreolus

ეკუთვნის ირმების ოჯახს.
აღწერილობა: სხეულის სიგრძე 114-125სმ, სიმაღლე 72-80სმ, წონა 20-30კგ. მდედრი მამრზე ნაკლები ზომისაა, მაგრამ გამოირჩევა შედარებით უფრო გრძელი სხეულით. რქები სიგრძით 20-28 სმ გაააჩნია მხოლოდ მამრებს.რქები ყოველწლიურად სცვივა ნოემბერ-დეკემბერში და მათ ნაცვლად ახალი რქები, რომლებიც ზრდას ამთავრებენ მომდევნო წლის ივნისისათვის. იმავე დროს მთავრდება საგაზფხულო განგურიც, რომლის შედეგადაც ბეწვის შეფერილობა ხდება მოწითალო. საშემოდგომო განგური მთავრდება ოქტომბრის ბოლოს და ზამთრობით ბეწვი ხდება რუხი.
გავრცელება: შუა და სამხრეთი ევროპა, კავკასია, მცირე, წინა, შუა, ცენტრალური აზია, შორეული აღმოსავლეთი საქართველოში გვხვდება ძირითადად მთის ტყეების ზონაში, ზღვის დონიდან 500-2500მ სიმაღლეზე. ჭალის ტყეებში ამჯამად შველი არ არის და გამონაკლის შეადგენს მხოლოდ კოლხეთის დაბლობი. შველი საკმაოდ მრავლადაა ნაკრძალებში, სხვა ადგილებში.

ცხოვრების ნირი: ტყის ტიპიური ბინადარია. ჩვეულებრივ ბინავდება მეჩხერ ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში ველობებითა და კარგად განვითარებული ქვეტყით. განსაკუთრებით ეტანება წიფლის ტყეებს მაყვლითა და მოცვით, სადაც სამარილეები და წყალია. იკვებება ბალახით, ხეებისა და ბუჩქების ფოთლებით. სწრაფად მრავლდება ვინაიდან სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 14-15 თვის ასაკში. ხურაობა ივლის-აგვისტოში, მაის-ივნისში მდედრი შობს ჩვეულებრივ 2 ნუკრს, ზოგჯერ ერთსა ან სამს. მამრი არ ზრუნავს შთამომავლობაზე, ზაფხულობით ის ცალკე ცხოვრობს, ზამთრობით კი ოჯახის წევრებთან ერთად. ზამთარში, როდესაც თავდაცვისთვის საჭიროა დიდი სიფრთხილე, შვლები ერთიანდებიან ჯოგებად.
სამეურნეო მნიშვნელობა: ძვიფასი სანადირო ცხოველია. კარგად ეგუება ადამიანისაგან შეცვლილ ბუნებრივ პირობებს. ამიტომ შვლის მომრავლება ბევრ ადგილასაა შესაძლებელი და დიდ სარგებლობასაც მოიტანს. იძლევა დელეკატესებურ ხორცს, ტყავს, გამოიყენება რქები და ჩლიქები. მისი რიცხოვნობა შემცირდა ადამიანის საქმიანობის გავლენის გამო, ამიტომ შველზე ნადირობა 1974 წლიდან აიკრძალა.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი May 27 2009, 20:24
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



არხარი

არხარი, არგალი, არკალი, კაჩკარი (Ovis ammon), გარეული ცხვარი. ბინადრობს შუა და ცენტრალურ აზიაში. განარჩევენ რამდენიმე გეოგრაფიულ რასას, რომლებიც განსხვავდებიან ზომით, რქების ფორმითა და მატყლის ფერით. ზოგი მათგანის წონა 200 კგ-მდეა. არხარის მაკეობა გრძელდება 5 თვე. გაზაფხულზე შობს ერთ (იშვიატად ორ) კრაცს. ძვირფასი სანადირო-სარეწაო ობიექტია. მერინოსთან არხარის ჰიბრიდაციით ყაზახეთში მიღებულია დიდი ზომისა და მთამაღლის საარსებო პირობებთან კარგად შეგუებული შინაური ცხვრის მაღალპროდუქტული ჯიში - არხარმერინოსი.


არჩვი

არჩვი, ფსიტი (Rupicapra rupicapra), ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯტან - 75-85 სმ. წონა 40 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და კავკასიის მთებში, საქართველოში - კავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე. ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicarpa caucasica), იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 27 2009, 21:21
პოსტი #12


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ქურციკი - Gazella subgutturosa


ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახს.
აღწერილობა: მოხდენილი ცხოველია წვრილი და მაღალი ფეხებით. სხეულის სიგრძე 95 105 სმ, თავი და ყურები შედარებით მცირე ზომისაა, კისერი წვრილია და გრძელი, რქების სიგრძე 30 სმ მხოლოდ მამრებს გააჩნია, მდედრებს ისინი სულ არ აქვთ არ იშვიათად. წონა 25-30 კგ.
გავრცელება: აღმოსავლეთ ამიერკავკასია, ერაყი, ირანი, ავღანეთი, შუა აზია, სამხრეთ ყაზახეთი, ჯუნგარია, კაშგარია,ჩრდილო ტიბეტი, გომი. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში აზერბაიჯანი. საქართველოს ტერიტირიაზე ჯერ 19 საუკუნის მეორე ნახევარში ბინადრობდა სამგორის, ყარაიას, შირაქისა და ელდარის ველებზე და ნახევარუდაბნოებში. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში ქურციკი აღარ ბინადრობს, განადგურდა მე-20 საუკუნეში.

ცხოვრების ნირი: ველებისა და ნახევრადუდაბნოების ბინადარია. კარგად აქვს განვითარებული სმენა, მხედველობა და ყნოსვა. საფრთხის მოახლოვებისას თავს შველის გაქცევით, ამ დროს დიდ სიჩქარეს ანვითარებს. იკვებება ბალახოვანი მცენარეებითა და ბუჩქებით. შეუღლება მიმდინარეობს ნოემბერ-დეკემბერში. მაკეობის ხანგძლივობა 5-6 თვე. მდედრი შობს ერთს, იშვიათად ორ ციკანს.
სამეურნეო მნიშვნელობა: იძლევა დელიკატესურ ხორცს და ტყავს, მაგრამ რიცხოვნობის მკვეთრი შემცირების გამო ნადირობა ქურციკზე ნადირობა ყველგანაა აკრძალული.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 2 2009, 20:14
პოსტი #13


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





წავი - Lutra lutra

ეკუთვნის კვერნისებთა ოჯახს.
აღწერილობა: სხეულის სიგრძე 75სმ-მდეა, კუდის 50სმ, წონა 10კგ-მდე. სხეულის შეფერილობა ზედა მხარეზე მუქი ყავისფერია, წვედა მხარეზე მოვერცხლისფრო-თეთრი, თივთიკი ნაზი, ძალიან ხშირი და წყლით არ სველდება.
გავრცელება ევროპა, აზია, ჩრდილო ამერიკა. საქართველოში გვხვდება ერთეული ეგზემპლიარების სახით თითქმის ყველგან, შავი ზღვის სანაპიროდან მთის მდინარეების სათავეებამდე ზღვის დონიდან 2300მ სიმაღლემდე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ტყის ზონის მდინარეებისა და ზოგჯერ ტბების ნაპირებზე. უფრო ეტანება სწრაფ მდინარეებს, შვეული კლდოვანი ნაპირებით, მორევებითა და ჩქერებით. წავი საუკეთესოდ ცურავს და ყვინთავს, მიწაზე სწრაფი სიარული არ შეუძლია, რადგან მუცელი ეხება მიწას, ამიტომ ერთი წყალსატევიდან მეორეში გადასვლისას წავი თოვლსა და ლამზე ტოვებს უწყვეტ ღრმა კვალს, რომელიც რომელიმე საგნის თრევის შედეგად წარმოქნილ კვალს ჰგავს. იკვებება თევზებით, ამფიბიებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, მღრღნელებით, წყალმცურავი ფრინველებითა და მათი კვერცხებით. სოროს იკეთებს წყლის ნაპირში, მისი გამოსასვლელი ხვრელი წყალშია. ზოგჯერ ბუდეს ქვების ქვეშ აწყობს. მძუნაობს თებერვალ-მარტში, მაკეობის ხანგძლივობაა 63 დღე. აპრილ-მაისში მდედრი შობს 2-4 უსუსურ თვალაუხელელ ნაშიერს, რომელთაც თვალები ეხილებათ 8-10 დღის შემდეგ. ისინი სწრაფად იზრდებიან და 6 თვის ასაკში დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. მესამე წლის ასაკში ამთავრებენ ზრდას და იძენენ გამრავლების უნარს.
სამეურნეო მნიშვნელობა: მეტად ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველია.

ნადირობა აკრძალულია




ევროპული წაულა - Mustela lutreola

ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს.
აღწერილობა სხეული წაგრძელებულია და მოკლე. სხეულის სიგრძე 28-40 სმ, კუდის 12-18 სმ. ბეწვი მოკლე, ხშირი თივთიკით. შეფერილობა მუქი ყავისფერი, ტუჩებზე თეთრი ლაქა, თათების ლანჩები შიშველია.
გავრცელება შუა და აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილოეთი კავკასია, დასავლეთ ციმბირის სამხრეთი ნაწილი. საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აფხაზეთშია, მდინარეების ფსოუს, ბზიფისა და გუმისტის ხეობებში სადაც ბინადრობს წაულას კავკასიური ქვესახეობა.

ცხოვრების ნირი: ადგილსამყოფელები დაკავშირებულია ტყის პატარა მდინარეებთან, რომლებშიც არის მორევები და ფლატეებიანი ნაპირი და რომლებიც ზამთრობით არ იყინება, ზოგჯერ გვხვდება ტყის ტბების ნაპირებზე რომელიც დაფარულია ლერწმით. წყლის ახლოს თხრის სოროს, რომლის გამოსასვლელი მოწყობილია წყლის ზედაპირის ქვეშ. ბუდეს იკეთებს აგრეთვე ხის ფეღუროებში და ლერწმის შალდამში. საკვების მოსაპოვებლად გამოდის ღამით. საუკეთესოდ დარბის, ცურავს და ყვინთავს. საკვებს პოულობს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. მის საკვებს შეადგენენ ტყის თაგვები, წყლის მემინდვრიები, ბაყაყები, თევზები, მოლუსკები, ჭიები, კიბოები, წყლის მწერები, ზოგიერთ შემთხვევაში ფრინველები და მათი კვერცხები. ზამთრობით ხშირად ცხოვრობს წყალში ყინულის ქვეშ და იქიდან იშვიათად გამოდის ზედაპირზე. ნაშიერები ჩნდებიან მაის-ივნისში. თითო ჯერზე იბადება 3-5 თვალებაუხელელი ნაშიერი, რომლებსაც ერთი თვის შემდეგ ეხილებათ თვალები. ისინი სწრაფად იზრდებიან და დედას დაყავს სანადიროთ, ხოლო შემოდგომიდან შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება.
სამეურნეო მნიშვნელობა: იძლევა ძვირფას ბეწვს, განსაკუთრებით დეკემბერ-იანვარში. მცირერიცხოვნობის გამო საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.

ნადირობა აკრძალულია




ამერიკული წაულა - Mustela vision

ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს.
აღწერილობა: სხეულის სიგრძე 31-45 სმ, კუდის 15-25 სმ. მდედრები უფრო მცირე ზომისაა ვიდრე მამრები. შეფერილობა მუქი მურაა, ქვედა ტუჩზე აქვს თეთრი ლაქა, ზოგიერთ ეგზემპლარს თეთრი ლაქები აქვს მკერდზე და მუცელზე.

გავრცელება: ჩრდილო ამერიკა. აკლიმატიზებულია სხვადასხვა ქვეყანაში. შემოყვანილია ყოფილ სსრ კავშირში მხეცსაშენ ფერმებში გასამრავლებლად. ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 1933 წლიდან 1942 წლამდე გაშვებული იყო 3700 წაულა ,კერძოდ აკლიმატიზებულია მურმანსკის ოლქში, კარელიაში, თათრებისა და ბაშკირეთის ავტონიმიურ რესპუბლიკებში, ამიერკავკასიაში, ციმბირში.საქართველოში 1940 წელს შემოყვანილი იყო 63 ეგზემპლარი, რომლებიც გაუშვეს ყვარლის რაიონში, ჩანტლის ყურის მიდამოებში. გაშვების ადგილიდან მალე განსახლდა ლაგოდეხის მიმართულებით, ხოლო შემდგომ მისი რიცხოვნობა ძლიერ შემცირდა.

ცხოვრების ნირი: ტიპიური ადგილსამყოფელებია- ტბების, ტბორების მდორედ მიმდინარე მდინარეეებისა და ფშების ტყით, ბუჩქნარით, ლერწით დაფარული ფლატეებიანი ნაპირები. იკვებება მღრღნელებით, თევზებით, ბაყაყებით, ქვეწარმავლებით, მწერებით, ფრინველებით და მათი კვერცხებით. ბუნაგს იკეთებს წყალთან გათხრილ სოროებში, წაქცეულ ხეების ფუღუროებში, ფიჩხის ქვეშ. მძუნაობა ხდება თებერვალ-მარტში. აპრილ-მაისში იბადება 5-6 თვალაუხელელი ნაშიერი, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის შემდეგ. ისინი სწრაფად იზრდებიან და ზაფხულის ბოლოს უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობენ.
სამეურნეო მნიშვნელობა: ძალიან ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველია. მრავლდება როგორც ბუნებაში ისე ვოლიერებში. მისი ბეწვი გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისაა და მეტად ფასობს ვიდრე ევროპული წაულას ბეწვი.საქართველოში ამ ცხოველს სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, რადგან კარგა ხანია გადაშენებულია.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 6 2009, 13:06
პოსტი #14


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი







ყვითელგულა კვერნა - Martes marte L.

კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.
აღწერილობა: სხეულის სიგრძე 42-56 სმ, კუდის 22 -26 სმ, სხეულის ზომითა და წონით მამრები უფრო დიდია, ვიდრე მდედრები. შეფერილობა მუქი წაბლისფერიდან მუქ მურამდე: კუდი და კიდურები უფრო მუქია. ყელზე დიდი მოყვითალო ხალია, თათების ლანჩები დაფარულია ხშირი ბეწვით.
გავრცელება: ევროპა, კავკასია, დასავლეთი ციმბირი, საქართველოში დიდი და მცირე კავკასიონის ტყეებში, უფრო ხშირად გვხვდება ტყის შუა ზონის ტყეებში -1000-2000 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი: უღრანი ტყეების ტიპიური ბინადარია; უფრო ხშირად არის წიწვიან ტყეებში, სადაც უხვად პოულობს საკვებს. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროებში, კლდეთა ნაპრალებში ან ფესვების ან ქვების ქვეშ. კარგად დარბის როგორც მიწაზე, ისე ხეებზეც. შეუღლებამდე ცხოვრობს მარტოულად. იკვებება შერეული საკვებით მაგრამ უპირატესობას აძლევს ცხოველურ საკვებს. მოხერხებულად ნადირობს წვრილ ძუძუმწოვრებზე, განსაკუთრებით ციყვებზე და ხეებზე მობუდარ ფრინველებზე. იმდენად ავი და გამბედავი მტაცებელია, რომ თავს ესხმის უფრო მსხვილ ცხოველებს, ვიდრე თვითონ არის. ცხოველური საკვების გარდა, ჭამს ჟოლოს, მოცვსა და სხვ. ნაყოფს. ხალისით ჭამს გარეული ფუტკრის თაფლს. მძუნაობა ივლის - აგვისტოშია. ნაშიერები 2 -4 იბადებიან აპრილ - მაისში: ერთი თვის შემდეგ მათ ეხილებათ თვალები, ისინი იმდენად სწრაფად იზრდებიან, რომ შემოდგომაზე სხეულის ზომით უკვე არ ჩამორჩებიან მშობლებს და იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. გამრავლების უნარი უვითარდება 2 წლის ასაკში. სიცოცხლის ხანგძლივობა 12 წელი.
სამეურნეო დანიშნულება: ჩვენი სანადირო -სარეწაო ფაუნას ერთ- ერთი ყველაზე ძვირფასი წარმომადგენელია. მისი ბეწვი მაღალი ხარისხისაა და თავისი ღირსებით უახლოვდება სიასამურის ბეწვს.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 9 2009, 12:48
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ცხოველთა მაქსიმალური ზომები და წონა.
ავაზა 1,5მ(სიგრძე)სიმაღლე 1მ 60კგ
არჩვი1,2მ(სიგრძე)სიმაღლე70სმ 40კგ
აფთარი1მ(კუდი40სმ) 25კგ
დომბა3,5მ(სიმაღლე1,9მ) 900კგ
წითელი მგელი1მ 41კგ
ჯიქი1,6მ 75კგ
ჯიხვი1,65მ(სიმაღლე1,1მ) 100კგ
ტურა82სმ 13კგ
შველი1,5მ 55კგ
ფოცხვერი1,1მ 30კგ
ლომი2,4მ 280კგ
ვეფხვი2,8მ 300კგ
თეთრი დათვი3მ 800კგ
მურა დათვი2მ 500კგ
მგელი1,6მ 80კგ
მელა0,9მ 10კგ
გარეული ღორი2მ 300კგ
ლოსი3მ 600კგ
ჩრდილოეთის ირემი2,2მ 220კგ
ბიზონი3მ 1ტ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 21:04