IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   დებულება "ნადირობის" შესახებ   May 19 2009, 13:28
- - DISEVI   ვიტო გაიხარე, იქნე...   Nov 26 2010, 17:44
- - ვიტო   DISEVI ქალაქში რომ არ უ...   Nov 26 2010, 17:50
- - ჰერცოგი997   DISEVI და მაგას რა განმ...   Nov 26 2010, 17:53
- - DISEVI   ვიტო მე ქალაქების ...   Nov 26 2010, 17:57
- - romeo 1   მძიმე წასაკითხია ე...   Jan 19 2011, 19:10
- - damwyebi.bero   გავეცანი ბრძანება...   Feb 12 2011, 21:47
- - baiateo   არის ეხლაც. თუმცა გ...   Feb 12 2011, 22:28
- - გოგა   ციტატა(baiateo @ 12th February 20...   Feb 13 2011, 01:19
- - chago2007   ცხოველებზე ნადირო...   Mar 11 2011, 12:56
|- - ბესო   ციტატა(chago2007 @ Mar 11 2011, 1...   Mar 11 2011, 13:52
- - kurtanidze dito   ხო იხვი თუ ბუნებრი...   Aug 1 2011, 18:47
|- - kupra   ციტატა(kurtanidze dito @ Aug 1 20...   Aug 1 2011, 18:58
- - ბესო   ციტატა(bubu-bubula @ 1st Aug...   Aug 2 2011, 00:08
- - ბესო   ციტატა(bubu-bubula @ 1st Aug...   Aug 2 2011, 00:08
- - kurtanidze dito   მადლობა ბიჭებო გაი...   Aug 2 2011, 09:22
- - limona543   ჩემი პირველი პოსტი...   Aug 29 2011, 09:05
- - gigolo   (დაუკითხავად წაიღე...   Sep 28 2011, 01:21
- - იაშკა   ტვინი წაიღეს ამ ვი...   Sep 28 2011, 12:49
- - Misha Perajka   სამწუხაროდ ერთ ქვა...   Sep 28 2011, 13:41
- - romeo 1   რა არ მოგეწონად ,,ნა...   Sep 28 2011, 20:43
- - იაშკა   ნადრევი ვნებათაღე...   Sep 28 2011, 23:54
- - იაშკა   წერილს რაც შეეხება...   Sep 29 2011, 00:53
- - Misha Perajka   არაა ჩვენი საშველი...   Sep 29 2011, 12:07
- - T A M P L I E R   Misha Perajka ციტატა(Mikheil Saralish...   Sep 29 2011, 12:21
- - იაშკა   მათ საიტზე შევედი.....   Sep 29 2011, 14:16
- - Rifle   ციტატა1. აკრძალული...   Jun 11 2012, 11:54
- - hunter777   რამდენიმე წელიწად...   Jun 11 2012, 12:20
|- - alika77   ციტატა(hunter777 @ Jun 11 2012, 1...   Jun 11 2012, 13:14
- - T A M P L I E R   eg kanoni TurqeTSi didi xania aris   Jun 11 2012, 13:24
|- - Maverick   QUOTE ( T A M P L I E R @ Jun 11 2012, 14...   Jun 11 2012, 16:43
- - alika77   მუსიკანტმა უნდა და...   Jun 11 2012, 13:28
- - megreli   ელექტრო მანოკების ...   Jun 11 2012, 14:39
|- - hunter777   ციტატა(megreli @ Jun 11 2012, 15...   Jun 11 2012, 18:22
|- - megreli   ციტატა(hunter777 @ Jun 11 2012, 1...   Jun 11 2012, 23:59
- - megreli   ...   Jun 16 2012, 13:43
- - giorgi vs beki   მოიცა კაცო არ დამც...   Jul 11 2012, 01:57
- - ზახარა   giorgi vs beki ელექტრო მანო...   Jul 11 2012, 07:19
- - elisa   მოსაკრებლის ქვითა...   Aug 23 2012, 19:09
- - ჭალიმგელა   elisa ჩერვონეც   Aug 23 2012, 19:44
- - ვიტო   giorgi vs beki იხვზე რა..... პი...   Aug 23 2012, 22:15
- - elisa   მადლობ შევძლებ გად...   Aug 24 2012, 12:26
- - dima71   საქართველოს ენერგ...   Dec 17 2012, 22:18
- - dima71   საქართველოს ენერგ...   Dec 17 2012, 22:23
- - @bazierashvili@   RE: დებულება "ნადირობის" შესახებ   Jul 7 2013, 15:38
- - ზახარა   ციტატა(dima71 @ 17th December 201...   Jul 7 2013, 16:20
- - @bazierashvili@   RE: დებულება "ნადირობის" შესახებ   Jul 7 2013, 16:28
- - ჭალიმგელა   ეს არის განახლებულ...   Jul 21 2013, 11:16
- - general   რაა ეს ვერაფერს გა...   Jul 21 2013, 19:39
|- - საბო   ციტატა(general @ Jul 21 2013, 20...   Jul 22 2013, 22:15
- - DATKA   ვერფერი ვერ გავიგე...   Jul 22 2013, 21:48
- - general   ეგ კი გავიგე შე კაც...   Jul 22 2013, 23:21
- - კუთხა   და ჯარიმების გაზრდ...   Jul 23 2013, 07:33
- - სკვითია   კუთხა ეგრეა, გაკონ...   Jul 23 2013, 07:55
- - კუთხა   სკვითია ფეხით სია...   Jul 23 2013, 08:35
- - სკვითია   კუთხა ერთი გამოსა...   Jul 23 2013, 09:28
- - gagrinski   საერთოდ არაფერი შე...   Jul 26 2013, 19:30
- - aragveli   როგორ არ ამოგასხავ...   Jul 26 2013, 19:44
- - Sergi88   ციტატა(aleksandre @ 26th July 201...   Jul 26 2013, 20:26
- - gagrinski   შევხვდები იმ კვირა...   Jul 26 2013, 21:02
- - Fishman   მეც ვინადირებ. ბოლ...   Jul 26 2013, 21:09
- - Sergi88   Fishman კი გეთანხმები ყ...   Jul 26 2013, 21:34
- - ალთაზარ   აქ მემგონი ისეა სა...   Jul 26 2013, 22:21
- - alika77   ლიცენზიებს არ გასც...   Jul 27 2013, 02:42
- - @bazierashvili@   alika77 ციტატა(alika77 @ 27th Ju...   Jul 27 2013, 20:33
|- - alika77   ციტატა(@bazierashvili@ @ Jul 27 2...   Jul 28 2013, 01:55
- - ams   ციტატალიცენზიებს ...   Jul 27 2013, 21:33
- - ams   ციტატაიმიტომ უხდი...   Jul 28 2013, 09:32
- - ჭალიმგელა   ამ რაჭაში ჩავრჩი დ...   Aug 5 2013, 14:13
- - aragveli   17 ში იხსნება გიო არ...   Aug 5 2013, 14:29
- - Che   aragveli და ლიცენზია კი...   Aug 5 2013, 14:52
- - alika77   მე ვიწყებ 17იში და.........   Aug 5 2013, 14:56
- - kupra   კაროჩე მაგარი ყ...ს ...   Aug 5 2013, 15:07
- - aragveli   კი თანხაც ისევ იგი...   Aug 5 2013, 15:16
- - gonchatnik   Nდირზე საერთოალული...   Aug 30 2013, 22:25
- - iosebovich   გადამფრენ ფრინველ...   Sep 17 2013, 20:27
- - ჭალიმგელა   მანოკისტებს ნორმა...   Sep 26 2013, 12:48
- - kajuberi   ეს უკვე კარგიაა და...   Sep 26 2013, 12:53
- - T A M P L I E R   თუ სწრაფი რეაგირებ...   Sep 26 2013, 12:58
|- - Hubert   ციტატა( T A M P L I E R @ Sep 26 ...   Sep 26 2013, 13:03
- - ჭალიმგელა   როგორც იქნა შეიგნე...   Sep 26 2013, 13:01
- - rezident   ჭალიმგელა მაგ კან...   Sep 26 2013, 13:04
- - dima71   ,,საქართველოს ენერ...   Sep 26 2013, 21:37
- - bacho monadire   სალამი ყველა ფორუმ...   Oct 18 2013, 18:39
- - assassin29   თუ იმას აქ გაფორმე...   Oct 21 2013, 11:12
- - ბესო   ამ ახალ ცვლილებებს...   Oct 28 2013, 14:48
- - ლეონ-ბლექი   ბესო გარდა მაგისა.....   Oct 29 2013, 03:39
- - ჩავლე   დღეს გავარკვიე,არა...   Jan 14 2014, 15:17
- - iosebovich   Bოლო ბოლო კურდღელზ...   Jan 31 2014, 20:40
- - assassin29   iosebovich არ შეიძლება და...   Jan 31 2014, 20:43
- - smekosmeko   რამდენჯერ შემხვა უ...   Feb 15 2014, 16:08
- - miroslava   http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&am...mp;in...   Aug 15 2014, 11:11
- - assassin29   კარგად ვერ გავიგე ...   Nov 4 2014, 10:23
- - უიარაღო   მეც მასე მგონია.   Nov 4 2014, 11:23
- - მარდი   რეებს ხლართავენ ნე...   Nov 4 2014, 11:24
- - OQRO444   სულ არარაობას ჯობი...   Nov 4 2014, 12:03
- - general   მგელი თუ დაგესხა თ...   Nov 4 2014, 12:03
- - beqa10   ტურის მოკვლა დაშვე...   Nov 4 2014, 13:00
- - assassin29   მე დამარხვა რა უბე...   Nov 4 2014, 13:54
- - beqa10   განრისხებული შველ...   Nov 4 2014, 15:05
3 გვერდი V   1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th April 2024 - 16:23